განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002432182
საქმე №1ბ/141-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------–ის
ადვოკატ: ს---–------------ის
მსჯავრდებულ: გ----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის და მსჯავრდებულ გ----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ გ----------------ის დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (----------------------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--------------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---------------ემ ჩაიდინა დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 თებერვლის, 2018 წლის 21 თებერვლის და 2018 წლის 2 მარტის ეპიზოდები).
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1999 წლიდან დაკავებამდე, გ----------------ე ნათესავებთან, ბიძა-ჯ----------------ესთან, ბიცოლა - გ---–--------------ესთან და ბიძაშვილებთან - ლ--–- და ბ---------------ეებთან ერთად, ცხოვრობდა ქ-------–--–--------------------- ში არსებულ სახლში. თანაცხოვრების პერიოდში, გ----------------ე, ზემოხსენებულ პირებთან ერთად ახორციელებდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2018 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ----------------ე მივიდა ქ-------–--–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბ---------------ეს ხელი ჩაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 2 მარტს, ღამის საათებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ----------------ე კვლავ მივიდა ლ--–-, ბ------ და გ---–--------------ეების საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ--–- ბ------ძეს ხელი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ცხვირის დაზიანება.
ამასთან, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, 2014 წლიდან, გ----------------ე სისტემატიურად, მათ შორის - 2017 წლის 06 დეკემბერს, 2017 წლის 21 დეკემბერს, 2018 წლის 19 თებერვალს, 2018 წლის 21 თებერვალსა და 2018 წლის 02 მარტს, ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ერთიან საოჯახო მეურნეობაში მყოფ ოჯახის წევრებს - გ---–--------------ეს, ბ------ ბ------ძესა და ლ--–- ბ------ძეს, რის გამოც ხსენებული პირები განიცდიდნენ ტანჯვას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა).
მანვე ჩაიდინა, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ (სამი ეპიზოდი).
გ----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ----------------ე მივიდა მისი ბიძის, ქ-------–--–---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბიძაშვილს - ბ---------------ეს ხელი ჩაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 2 მარტს, ღამის საათებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ----------------ე კვლავ მივიდა ბიძის საცხოვრებელ სახლში და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბიძაშვილს, ლ--–- ბ------ძეს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ცხვირის დაზიანება. ასევე, 2014 წლიდან, გ----------------ე, ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა გ---–--------------ეს, ბ---------------ესა და ლ--–- ბ------ძეს.
2018 წლის 19 თებერვალს, გ----------------ემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა პირმა, დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამცავი ორდერის მოთხოვნები, კერძოდ - მივიდა მსხვერპლ ლ--–- ბ------ძესთან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ადგილას და მიაყენა შეურაცხყოფა.
2018 წლის 21 თებერვალს, გ------ი ბ------ძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა პირმა, დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამცავი ორდერის მოთხოვნები, კერძოდ - მივიდა მსხვერპლ ლ--–- ბ------ძესთან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ადგილას და მიაყენა შეურაცხყოფა.
2018 წლის 2 მარტს, გ----------------ემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა პირმა, დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამცავი ორდერის მოთხოვნები, კერძოდ - მივიდა მსხვერპლ ლ--–- ბ------ძესთან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ადგილას და მიაყენა შეურაცხყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
გ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ----------------ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე.
გ------ი ბ------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 თებერვლის, 2018 წლის 21 თებერვლის და 2018 წლის 2 მარტის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 02 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 თებერვლის, 2018 წლის 21 თებერვლის და 2018 წლის 02 მარტის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2018 წლის 17 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–მა და მსჯავრდებულმა გ----------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ----------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. მანვე მოითხოვა სასჯელის სახედ და ზომად სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, სასჯელთა სრული შეკრების პრინციპის გამოყენება და აღნიშნული წესით დანიშნული სასჯელისათვის წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის სრულად დამატება.
მსჯავრდებულ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის და მსჯავრდებულ გ----------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი გ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ბ---------------ემ განმარტა, რომ ის და მისი და - ლ--–- ბ------ძე, გ----------------ესთან ერთად იზრდებოდნენ. გ------ი ბავშვობიდანვე კონფლიქტური იყო, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. ყოველდღიურად, ხან - უმიზეზოდ, ხან კი, მისი წილი ქონების ღირებულების ოდენობის თანხის მოთხოვნით, ბიძის ოჯახის წევრებთან მოსდიოდა კონფლიქტი და არამხოლოდ სიტყვიერ, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა მათ. პირადად მას გ------ი ფიზიკურად გაუსწორდა 2018 წლის 21 თებერვალს მომხდარი ინციდენტისას, რა დროსაც გ------ი ჯერ დედამისს, გ---–--------------ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი, შექმნილი სიტუაციის განმუხტვის მიზნით დედასთან მისულს, მასაც ჩაარტყა ხელი ზურგში. 2018 წლის 2 მარტს, საღამოს, დაახლოებით 11-12 საათზე, გ------ი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, კვლავ მივიდა მათ სახლთან და დაუწყო მას ლანძღვა და გინება. აღნიშნულის გამო გ------ისთან მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება. მდგომარეობის გამწვავების თავიდან არიდების მიზნით გადაწყვიტა საპატრულო პოლიციის გამოძახება. დასარეკად სახლში შესულმა დაინახა, რომ გ------იმ მის დას, ლ--–-ს, - რომელიც საკუთარი მობილური ტელეფონით, გ------ის ქცევის აღსაბეჭდად, ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, - სახეში დაარტყა ხელი. ამის დანახვაზე გარეთ გავიდა და გ------ი ხელის კვრით მოაცილა ლ--–-ს, რომელსაც სისხლიანი ჰქონდა სახე და ამბობდა - ცხვირი გამიტეხაო. დაზარალებულმა ბ------ ბ------ძემ დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბრალდებული თავისი აგრესიულობით მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფებდა მის ოჯახს. დედას არაერთხელ დაურეკავს მისთვის თხოვნით მალე დაბრუნებულიყო შინ, რადგან მარტო მყოფს გ------ისი ეშინოდა.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ--–- ბ------ძემ განმარტა, რომ გ----------------ე მისი ბიძაშვილია და ცალ-ცალკე, ერთ ეზოში ცხოვრობენ. მისი ოჯახისა და გ------ის სახლებს კომუნალური გადასახადები აქვთ საერთო, რადგან მათ საცხოვრებელ მისამართზე მდებარე მთელი უძრავი ქონება ერთი პირის - ჯ----------------ის (დაზარალებულის მამის) სახელზეა რეგისტრირებული. მას შემდეგ, რაც გ----------------ემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელი მოიხადა და შინ დაბრუნდა, იგი დიდ აგრესიას ავლენდა ბიძის ოჯახის წევრების მიმართ, მათი დასახიჩრებით და სახლის გადაწვით იმუქრებოდა, ყველას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, პირადად მას კი ფიზიკურადაც გაუსწორდა. წლების მანძილზე გ------ის ამგვარ საქციელს პატიობდნენ, მაგრამ შემდეგ, როცა ნათელი გახდა, რომ მასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი იყო, ჯერ - შემაკავებელი, შემდეგ კი დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართეს. მიღებულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო, რადგან გ------იმ გააგრძელა მათ მიმართ ჩხუბი და მუქარა. 2018 წლის 02 მარტს გ------ი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ღამის 11-12 საათზე მივიდა და ლანძღვა-გინება დაუწყო მათ. მისი მამხილებელი მტკიცებულების მოპოვების მიზნით, საკუთარი მობილური ტელეფონით დაიწყო გ------ის ვიდეოგადაღება, რამაც ძალიან გააღიზიანა იგი და სახეში, ცხვირში ჩაარტყა ხელი. მისი ოჯახის წევრებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ გ------ის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად ჰქონდა ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ---–--------------ემ განმარტა, რომ მისი ოჯახი და გ----------------ე ერთ ეზოში, თუმცა - ცალ-ცალკე ფართებში ცხოვრობენ. გ------ის ბავშვობიდან საკუთარი შვილივით პატრონობდნენ, მის კომუნალურ გადასახადებს იხდიდნენ და ფინანსურად სხვაგვარადაც ეხმარებოდნენ, რადგან არ მუშაობდა და მატერიალური პრობლემები ჰქონდა. განსხვავებული იყო თავად გ------ის დამოკიდებულება მათ მიმართ. 2014 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გ------ი (განსაკუთრებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი) დიდ აგრესიას იჩენდა მათ მიმართ, შეურაცხყოფდა და სახლის გადაწვით, თვალების დათხრით და დახოცვით ემუქრებოდა. გ------ის ჩხუბის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ, სახლის დაბრუნებას ითხოვდა, რომელიც, რეალურად, მისთვის არავის წაურთმევია. ბოლო პერიოდში გ------ი მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას აღარ დასჯერდა და ფიზიკურ ძალადობას მიმართა. თავდაპირველად სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავთ, რადგან გ------ი ნასამართლევი იყო და მისთვის პრობლემების შექმნა არ სურდათ, მოგვიანებით კი, როცა სიტუაცია გამწვავდა და სხვა გზა აღარ ჰქონდათ, დასახმარებლად პოლიციას მიმართეს. კერძოდ, ამგვარ ინციდენტებს ადგილი ჰქონდა 2018 წლის თებერვალში და მარტში. ერთ შემთხვევაში, როცა გ------ი მისი სახლის დაგირავებას და თანხის მიცემას მოითხოვდა, ზურგში ხელი დაატყა ბ---------------ეს, მეორე შემთხვევაში კი ლ--–- ბ------ძეს ჩაარტყა ცხვირში მობილური ტელეფონი, როცა ეს უკანასკნელი მას მობილური ტელეფონით იღებდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ქ. თ---–--–-----------------------ში მდებარე ქონების ნაწილი, რომელიც გ----------------ეს ეკუთვნის, მის მეუღლეზე - ჯ----------------ეზეა რეგისტრირებული, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ უძრავი ქონების გაფორმების პერიოდში თავად გ----------------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ რო-------------–--სთვის ლ--–- ბ------ძის მიერ წარდგენილი, DVD-R დისკზე დატანილი ვიდეოჩანაწერის თანახმად, ჩანაწერის დასაწყისში გ------ი, ლ--–- და გ---–--------------ეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, ვიდეოგრამის დასასრულს კი - გ------ი ბ------ძე აგრესიულად მიემართება ვიდეოს გადამღების მიმართულებით, იქნევს ხელს, რის შემდეგაც ვიდეოგრამა ითიშება.
მოწმე ჯ----------------ემ, - გ----------------ის ბიძამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ოჯახთან - მეუღლესთან და შვილებთან ერთად. გ----------------ე, მისი აწგარდაცვლილი ძმის შვილი, მათგან განცალკევებით ცხოვრობს, აქვს საკუთარი ფართი, სამზარეულო და აბაზანა. მიუხედავად ამისა, გ------ის კომუნალურ გადასახადებსაც თავად იხდის, ვინაიდან ის ფართიც, სადაც გ------ი ცხოვრობს მის სახელზეა რეგისტრირებული. სასჯელის მოხდის შემდეგ დაბრუნებული გ------ი, არამარტო მათთან, არამედ - მეზობლებთან ურთიერთობაშიც, დიდი აგრესიით გამოირჩეოდა, ყველას შეურაცხყოფას აყენებდა და ჩხუბიც ხშირად მოსდიოდა. მდგომარეობას ის გარემოება ართულებდა, რომ გ------ი ალკოჰოლურ სასმელს ეტანებოდა, რაც მას უფრო მეტად აგრესიულს ხდიდა. იყო შემთხვევები, როცა მისი ოჯახის წევრებისთვის, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, გ------ის ფიზიკური შეურაცხყოფაც მიუყენებია. მოწმე ჯუმბერ ბ------ძემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 მარტს, გ----------------ის მიერ ლ--–- ბ------ძისათვის დარტმის ფაქტს არ შესწრებია, მაგრამ როცა სახლში მივიდა, ნახა, რომ მის ქალიშვილს ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ჩასისხლიანებული ჰქონდა თვალები, ხოლო შემდეგ დღეებში სახე დაუსივდა, თვალები და ცხვირი ჩაულურჯდა, რის გამოც ორი კვირა სამსახურში ვერ დადიოდა.
მოწმე გ------ი შ--–----ს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 21 თებერვალს, მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მათ მიიღეს შეტყობინება ქ-------–--–---------------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. ადგილზე მისულებს დახვდათ ამავე მისამართზე მცხოვრები ბ---------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა ბიძაშვილმა, გ----------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საინფორმაციო ბაზაში გადამოწმებით დადგინდა, რომ გ----------------ის მიმართ გამოცემული იყო დამცავი ორდერი, მსხვერპლის, ბ---------------ის დის - ლ--–- ბ------ძის დასაცავად. ვინაიდან გ----------------ის ქმედებებში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, გამოძახებული იქნენ საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლები.
მოწმე დ----------------ის, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 02 მარტს, მეწყვილე გ-------–--------–---–თან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ქ----------–--–-----------------------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მისამართზე გამოცხადებისას, ერთის მხრივ, გ----------------ემ განაცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბიძაშვილმა - ლ--–- ბ------ძემ, მეორეს მხრივ კი, თავად ლ--–- ბ------ძემ განმარტა, რომ გ----------------ის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სხეულის დაზიანებები კონფლიქტის ორივე მონაწილეს აღენიშნებოდა, ლ--–- ბ------ძეს - ცხვირზე, გ----------------ეს კი - თავზე. გ----------------ე იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, იგი აგრესიას გამოხატავდა ლ--–- ბ------ძის მიმართ, არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაფორმებული N1--- სამედიცინო ბარათის თანახმად, 2018 წლის 2 მარტს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ჩატარებული სამედიცინო შემოწმების დროს, გ----------------ეს, თხემის მიდამოში აღენიშნებოდა ნახეთქი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც, მისი გადმოცემით, მიიღო ცემის შედეგად.
მოწმე ნ---------------ემ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და დამატებით განმარტა, რომ დაზარალებული ლ--–- ბ------ძე გამოკითხა შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კლინიკიდან მისი გამოწერის შემდეგ, რა დროსაც დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება, შეშუპებული ჰქონდა ცხვირი და თვალთან სილურჯე ეტყობოდა.
მოწმე მ-----------–----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ათეული წლებია ბრალდებულის და დაზარალებულთა მეზობელია, რომლებიც ერთ ეზოში, ერთმანეთისგან იზოლირებულად, ცალ- ცალკე სახლებში ცხოვრობენ. გ----------------ე ბოლო პერიოდში ალკოჰოლურ სასმელს ეტანებოდა და გარშემომყოფების, განსაკუთრებით კი - ბიძამისის ოჯახის წევრების მიმართ აგრესიას ავლენდა. ხშირად გაუგონია ამ უკანასკნელთა მიმართ გ. ბ------ძის ხმამაღალი ლანძღვა-გინება. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არასდროს შესწრებია. 2018 წლის მარტის თვეში პირადად ნახა ლ--–- ბ------ძე, რომელსაც ცხვირზე დაზიანება ეტყობოდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობით დგინდება, რომ 2018 წლის 02 მარტს ლ--–- ბ------ძეს დაუდგინდა ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე. დოკუმენტში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნული ტრავმა, პაციენტის გადმოცემით, მიღებული აქვს რამდენიმე საათის წინ მომხდარი კონფლიქტისას, ცხვირის არეში დარტყმის შედეგად.
შპს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ მიმღების რეანიმატოლოგმა, შ--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში შემოყვანილი იქნა ლ--–- ბ------ძე, რომელიც უჩიოდა წვას და ტკივილს ცხვირის მიდამოში. ობიექტურად ლ. ბ------ძეს აღენიშნებოდა შესიება ცხვირის არეში. პაციენტი კონსულტირებული იქნა ყბა-სახის ქირურგის მიერ, გაუკეთდა ცხვირის ძვლების რენტგენოგრაფია, რა დროსაც აღინიშნა ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა, ფრაგმენტების ცდომის გარეშე. ყბა-სახის ქირურგის რეკომენდაციით პაციენტს ოპერაციული ჩარევა ან სხვა რაიმე მკურნალობა იმ ეტაპზე არ ესაჭიროებოდა, რის გამოც იგი გაწერილი იქნა კლინიკიდან. მოწმე შ--------------ემ ასევე განმარტა, რომ პაციენტისთვის ცხვირის ძვლების რენტგენოგრაფირებისას რადიოლოგი აუცილებლად გამოავლენდა ძვალზე ქირურგიული ზემოქმედების კვალს, რასაც სათანადო დოკუმენტაციაშიც ასახავდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ლ--–- ბ------ძის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ ფოტოსურათებზე აღბეჭდილია ლ--–- ბ------ძე, რომელსაც, ცხვირის არეში აღენიშნება შესიება და ჩალურჯებები.
სასამართლო -ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ბ---------------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით გ----------------ის ქმედებებით ბ------ ბ------ძე განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას.
სასამართლო -ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (ექსპერტი: თ--------------) თანახმად, გ---–--------------ის სასამართლო- ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით და წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, გ------ი ბ------ძის ქმედებებით გ---–--------------ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას.
სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ლ--–- ბ------ძის ექსპერტ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ--–- ბ------ძის მიმართ, გ----------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებები ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტ -ფსიქოლოგმა, მ-------------ემ, განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე 2018 წლის 21 თებერვალს ჩაატარა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ლ--–- ბ------ძის მიმართ, რა დროსაც გამოყენებული იქნა ყველა ის ტესტი და კითხვარი, რომელიც ამომწურავ პასუხს იძლევა გამოსაკვლევი პირის მეხსიერების, ყურადღების, აზროვნების წყობის, აღქმის, ინტელექტის და მისი ემოციური მდგომარეობის შესახებ. კლინიკური საუბრისას გამოსაკვლევი პირი იყო დაბნეული, არათანამდევრული, მისი თხრობა იყო ფრაგმენტული და, ამასთან, იგი კატეგორიულად აფიქსირებდა, რომ გ----------------ე ფიზიკურად მას არ შეხებია. გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გ----------------ესთან არსებული კონფლიქტები ლ--–- ბ------ძისათვის ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს. ექსპერტმა მ-------------ემ ასევე აღნიშნა, რომ საექსპერტო კვლევისას, თხრობის დროს, ლ--–- ბ------ძე, შესაძლოა, თანმიმდევრულად ვერ იხსენებდა ფაქტებს, მაგრამ აბსოლუტურად ობიექტურად გადმოსცემდა გარემოებებს და არ ცდილობდა ფაქტების გამუქებას და ხელოვნურად დამძიმებას.
მოწმე თ-------------–-–---–ის ჩვენებით, ლ--–- და ბ---------------ეებს იცნობს დაახლოებით 10 წელია და მათ ოჯახთან აქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა. ამ ხნის განმავლობაში, მ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბევრჯერ უნახავს მათი ბიძაშვილი, - გ----------------ე, რომელიც იმავე ეზოში მდებარე სხვა სახლში ცხოვრობს. არაერთხელ შესწრებია გ----------------ის მიერ მისი ბიძის ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, რის გამოც, ბ------ძეების ოჯახს ურჩევდა კიდეც მიემართათ პოლიციისთვის. ერთხელ თავადაც გახდა გ----------------ის აგრესიის მსხვერპლი, როდესაც ლ--–- ბ------ძის დაბადების დღეზე, გ------იმ უცენზურო სიტყვებით აგინა სტუმრებს, მათ შორის - მასაც. მოწმე თ---------–-–---–მა გ----------------ე დაახასიათა, როგორც ძალიან აგრესიული პიროვნება.
2017 წლის 06 დეკემბრის N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემულია ინსპექტორ-გამომძიებელ ვ-–----------–---–----ის მიერ, გ----------------ის (მოძალადე) მხრივ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისგან ლ--–- ბ------ძის (მსხვერპლი) დაცვის მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის N4/9656 -17 დადგენილების თანახმად, გ----------------ე, რომლის მიერაც 2017 წლის 20 დეკემბერს დარღვეული იქნა ამავე წლის 06 დეკემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 02 (ორი) დღე-ღამის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის N3/59 -18 გადაწყვეტილების თანახმად, ლ--–- ბ------ძის დაცვის მიზნით მოძალადე გ----------------ის მიმართ გაცემული იქნა დამცავი ორდერი, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელს, 06 (ექვსი) თვის ვადით აეკრძალა ლ--–- ბ------ძესთან, მის სამუშაო ადგილსა და იმ სხვა ადგილებთნ მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება; გ----------------ეს ასევე აეკრძალა ლ--–- ბ------ძესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
ლ--–- ბ------ძის 2018 წლის 20 თებერვლის ახსნა -განმარტებით (მიცემული აქვს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში) დგინდება, რომ 2018 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში ოჯახთან ერთად, რა დროსაც მობილურ ტელეფონზე დაურეკა ბიძაშვილმა - გ----------------ემ. ვინაიდან მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით აკრძალული აქვთ ყველანაირი ურთიერთობა, მის ზარს არ უპასუხა. რამდენიმე წუთის შემდეგ გ----------------ე მივიდა მის სახლთან, დაიწყო მისი ოჯახის წევრების გინება და ითხოვდა მათ გარეთ გასვლას. დიდი ხნის განმავლობაში ითმინეს მისი ლანძღვა-გინება, არ უნდოდათ მდგომარეობის დაძაბვა, მაგრამ ვინაიდან გ----------------ე აღარ წყნარდებოდა, იძულებულები გახდნენ დაერეკათ „112“-ზე. ადგილზე გამოცხადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა დამცავი ორდერის დარღვევის გამო გ. ბ------ძე დააკავეს.
ადმინისტრაციული დაკავების 2018 წლის 20 თებერვლის ოქმის თანახმად, 00:20 საათზე, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ ბ---------------–---–ის მიერ, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო, დაკავებული იქნა გ----------------ე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის N3/59-18 გადაწყვეტილებით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, სახლში მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ნათესავს - ლ--–- ბ------ძეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2018 წლის 20 თებერვლის ოქმის თანახმად, გ------ი ბ------ძე სახლში მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ნათესავს - ლ--–- ბ------ძეს, რითაც მან დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის N3/59-18 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამცავი ორდერი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N4/1199 -18 დადგენილების თანახმად, გ----------------ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა და საქმის მასალები სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის გასარკვევად გადაეგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას.
ლ--–- ბ------ძის 2018 წლის 21 თებერვლის ახსნა -განმარტებით (მიცემული აქვს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში) დგინდება რომ 2018 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 20:50 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა ბიძაშვილი - გ----------------ე, რომლის მიმართ 2018 წლის 12 იანვარს სასამართლოს მიერ გამოიცა დამცავი ორდერი და ექვსი თვის ვადით აეკრძალა მასთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც იმყოფება. გ----------------ის მიერ დამცავი ორდერის დარღვევისთანავე გამოიძახა საპატრულო პოლიცია და გ----------------ისაგან დაცვის მიზნით ითხოვა რეაგირება.
ადმინისტრაციული დაკავების 2018 წლის 21 თებერვლის ოქმის თანახმად, 23:45 საათზე, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ------ი შ--–----ს მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის N3/59-18 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო, დაკავებული იქნა გ----------------ე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2018 წლის 21 თებერვლის ოქმის თანახმად, გ------ი ბ------ძემ დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის N3/59-18 გადაწყვეტილებით გაცემული დამცავი ორდერის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც აეკრძალა ლ--–- ბ------ძესთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ--–- ბ------ძის, ბ---------------ისა და გ---–--------------ის მიერ მიცემული ჩვენებებით ასევე დადასტურდა გ----------------ის მიერ დამცავი ორდერის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი.
გ----------------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს რა ზემოთმითითებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარში მითითებული განმარტება, იმის შესახებ, რომ თითქოს ლ--–- ბ------ძეს, გ---–--------------ეს, ჯ----------------ეს და ბ---------------ეს ქონებრივი ინტერესი ამოძრავებთ და ამის გამო, ახდენენ დანაშაულის პროვოცირებას დამაჯერებლობას მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა გ----------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ გ----------------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა). მანვე ჩაიდინა, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ (სამი ეპიზოდი).
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ----------------ე და დაზარალებულები ცხოვრობენ ერთიდაიგივე მისამართზე, ერთ ეზოში და სარგებლობენ ამ ეზოში შესასვლელი ერთი კარით, რაც გულისხმობს ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, გ----------------ის მიერ ჩადენილია ოჯახური დანაშაულები. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სააპელაციო პლატაც მიიჩნევს, რომ გ----------------ე და დაზარალებულების ოჯახი არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რადგან ასეთად შეიძლება ჩაითვალოს იმ პირთა ცხოვრება, რომლებიც ცხოვრობენ ერთად და ერთადვე ეწევიან ოჯახურ ცხოვრებას. მხოლოდ ის გარემოება რომ შენობა, სადაც გ----------------ე ცხოვრობდა რეგისტრირებულია დაზარალებულების მამის, - ჯ----------------ის სახელზე და გ----------------ის წილკომუნალურ გადასახადებსაც, მისივე მატერიალური სიდუხჭირის გამო, დაზარალებულების ოჯახი იხდის, თავისთავად არ გულისხმობს, რომ გ----------------ე და დაზარალებულების ოჯახი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულთა მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ინფორმაციაზე, კერძოდ:
დაზარალებულ ლ--–- ბ------ძის განმარტებით, გ----------------ე მისი ბიძაშვილია და ცალ-ცალკე, ერთ ეზოში ცხოვრობენ. მისი ოჯახისა და გ------ის სახლებს კომუნალური გადასახადები აქვთ საერთო, რადგან მათ საცხოვრებელ მისამართზე მდებარე მთელი უძრავი ქონება ერთი პირის - ჯ----------------ის სახელზეა რეგისტრირებული. დაზარალებულ გ---–--------------ის განმარტებით მისი ოჯახი და გ----------------ე ერთ ეზოში, თუმცა - ცალ-ცალკე ფართებში ცხოვრობენ. მოწმე ჯ----------------ემ აღნიშნა, რომ გ----------------ე, მათგან განცალკევებით ცხოვრობს, აქვს საკუთარი ფართი, სამზარეულო და აბაზანა. მოწმე თ-------------–-–---–ის განმარტებით, გ----------------ე, დაზარალებულების ეზოში მდებარე სხვა სახლში ცხოვრობს.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის, სასჯელთა სრული შეკრების პრინციპის გამოყენების და აღნიშნული წესით დანიშნული სასჯელისათვის წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის სრულად დამატების შესახებ, - პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიერ მხედველობაში იქნა მიღებული აგრეთვე ის გარემოება, რომ მოცემულ დანაშაულების ჩადენის დროს გ----------------ე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს, გ----------------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და მას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა დაემატა.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის გამკაცრების საფუძველი გამხდარიყო.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის და მსჯავრდებულ გ----------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი გ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ----------------ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე.
გ------ი ბ------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 თებერვლის, 2018 წლის 21 თებერვლის და 2018 წლის 02 მარტის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 02 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 თებერვლის, 2018 წლის 21 თებერვლის და 2018 წლის 02 მარტის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 17 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ლაზერული დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი