განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.05.2019
საქმის ნომერი
330210018002382605
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002382605

N2ბ/666-2019

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 მარტი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - რ--------- ს-------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ----- დ-------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ----- დ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილი იქნა მოპასუხე რ--------- ს-------–--ის უკანონო მფლობელობიდან თ----- დ-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ჩ---------------------------------------------------, ს/კ 0---------------------- და თ----- დ-------–---–ს ქონება გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. თ----- დ-------–---–ის საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ----------------------------------------------------, ს/კ 0----------------------. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი 2013.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი 3----; 0---------------, შენობა- ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9. ფართი 24.00 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გადაწყვეტილება საქმე №2--------, დამოწმების თარიღი: 2---------, თბილისის საქალაქო სასამართლო; ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2006 წლის 13 მარტს, დამოწმებული ნოტარიუსის მ-----------–---–-ს მიერ რეესტრით №1----.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ვ------- ვ-------–---–-ს სარჩელი მოპასუხე თ----- დ-------–---–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოსარჩელე თ----- დ-------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ მათ შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, თუმცა მოპასუხეს თანხა არცერთხელ არ გადაუხდია.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლოს მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე, და სამართლებრივ საფუძვლებზე:

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლოს განმარტებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა)მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ იყო.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრებოდა, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაემტკიცებინა ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი. რაც შეეხება მფლობელს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე - მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

 

სასამართლომ მიუთითა მოწმეთა თ----ა შ-------–--ის (მოსარჩელე თ----- დ-------–---–ის და) და მოწმე ი--- მ--–------–-ს (მეზობელი) განმარტებებზე, რომლებმაც სასამართლოს ურთიერთ გამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მათ შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, თუმცა ქირის თანხა მოპასუხეს არცერთხელ არ გადაუხდია.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში. ამავე კოდექსის, 562-ე მუხლის პირველი ნაწილით, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით კი, პატივსადებია მიზეზია თუ გამქირავებელს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავებისათვის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, რადგან მას ამ კუთხით რაიმე არსებითი შედავება არ ჰქონდა წარდგენილი, მიუთითა მხოლოდ ის, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც ქირის გადახდას არ ითვალისწინებდა, აღნიშნული ხელშეკრულება მოსარჩელეს მხოლოდ შემოსავლის არსებობის დასტურად სჭირდებოდა. ასევე განმარტა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებას ფლობდა არაკეთილსინდისიერად, ნდობის ბოროტად გამოყენებით. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი კი, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ იყო, შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნია, რომ მოპასუხის უფლება სადავო ბინაზე ვერ განიხილებოდა მართლზომიერად.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ--------- ს-------–--ის სარჩელი მოპასუხე თ----- დ-------–---–ის, ვ------- ვ-------–---–-ს და ამხანაგობა ,,ა-------------’’ წევრების მიმართ, რომლითაც ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2006 წლის 13 მარტს ვ------- ვ-------–---–სა და თ----- დ-------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ--------- ს-------–--ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა ვ------- ვ-------–---–-ს სარჩელი თ----- დ-------–---–ის წინააღმდეგ 2006 წლის 3 მარტს თ----- დ-------–---–სა და ვ------- ვ-------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ქონებაზე ვ------- ვ-------–---–-ს კანონიერი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე იყო მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ ჰქონდა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ დღეის მდგომარეობით უძრავ ქონებას ფლობდა კანონიერად. მხარეთა შორის აღარ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. ამასთან, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განაეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვდა მოპასუხეთა გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად დამქირავებლის მხრიდან ქირავნობის საგნის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა გამქირავებლისათვის არ მომხდარა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- დ-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ყოფილიყო უძრავი ქონება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა სადავო უძრავ ქონებას, მდებარეს, ქ. თბილისში, ჩ----------------------------------------------------, ს/კ 0----------------------.

 

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ქონების მესაკუთრეს 2001 წლამდე წარმადგენდა ვ------- ზ-----–---–ი (აპელანტ რ--------- ს-------–--ის მამა). 2001 წელს, ზ------ ს-------–---სა (აპელანტ რ--------- ს-------–--ის შვილი) და ვ------- ვ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკურლება 1000 აშშ დოლარზე. თანხის უზრუნველსაყოფად, ვ------- ზ-----–---–ის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ჩ---------------------------------------------------, ს/კ 0----------------------, გადაფორმდა ვ------- ვ-------–---–-ს სახელზე. ვ------- ვ-------–---–მა თანხმობა განაცხადა, რომ ვალდებულების შესრულების შემდეგ, ვ------- ზ-----–---–ს უკან გადმოუფორმებდა სადავო უძრავ ქონებას. ვ------- ზ-----–---–მა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო ბინის დასაბრუნებლად ნოტარიუსთან მისვლა, რის გამოც, აპელანტის შვილის მეუღლემ, თ----- დ-------–---–მა შესთავაზა მას, რომ ბინას თვითონ გადაიფორმებდა, ხოლო, აპელანტის შვილის საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, ბინას მას გადასცემდა საკუთრების უფლებით. შესაბამისად, ვ------- ვ-------–---–სა და თ----- დ-------–---–ს შორის გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკურლება, ხოლო, ზ------ ს-------–--ის საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, თ----- დ-------–---–მა უარი განაცხადა ბინის საკუთრების უფლებით მის სახელზე გადაცემაზე.

 

ამდენად, აპელანტის მითითებით, მხარეები, და ზემოთ ჩამოთვილი პირები, წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაზე, ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი. ამდენად, არ არის გამოკვეთილი ვინდიკაციური სარჩელის ერთ-ერთი ძირითადი პირობა: მოსარჩელე უნდა წარმოადგენდეს უძრავი ქონების ნამდვილ მესაკუთრეს.

 

აპელანტის მითითებით, მის მიერ მოთხოვნილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლითაც უძრავი ქონება გადაფორმდა ჯერ ვ------- ვ-------–---–-ს და შემდეგ თ----- დ-------–---–ის სახელზე. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები იყო ცალსახა სარჩელის დაკმაყოფილების კუთხით, მისი სარჩელი, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, არ დაკმაყოფილდა.

 

აპელანტის მითითებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს საჩივარს იმ მოსამართლეების მიმართ, რომელთაც განიხილეს მისი სარჩელი, თ----- დ-------–---–ის სახელზე საკუთრების უფლოების რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აპელანტი მოითხოვს წინამდებარე სააპელაციო საჩივრის განხილვის შეჩერებას საქართველოს ი------–-----------–----------- მიერ, აპელანტის მიერ 2018 წლის 14 დეკემბრის N------ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1.12.02.2018 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ჩ--------------------------------------------------, ფართი 24.00 კვ.მ. (ს/კ 0----------------------), წარმოადგენს თ----- დ-------–---–ის საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია: 1. გადაწყვეტილება საქმე №2--------, დამოწმების თარიღი: 2---------, თბილისის საქალაქო სასამართლო; ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2006 წლის 13 მარტს, დამოწმებული ნოტარიუსის მ-----------–---–-ს მიერ რეესტრით №1---- (იხ. ტომი 1; ს/ფ 18-19; საჯარო რეესტრის ამონაწერი);

 

4.2. დადგენილია და სადავო არ არის, რომ თ----- დ-------–---–ის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი (ს/კ 0----------------------), ფლობს რ--------- ს-------–---;

 

4.3. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, თ----- დ-------–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს, მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების რ--------- ს-------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

4.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ----- დ-------–---–ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მოპასუხე მხარემ სხვა სასარჩელო წარმოების წესით სადავოდ გახადა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2006 წლის 13 მარტს, თუმცა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ--------- ს-------–--ის სარჩელი მოპასუხე თ----- დ-------–---–ის, ვ------- ვ-------–---–-ს და ამხანაგობა ,,ა-------------’’ წევრების მიმართ, რომლითაც ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2006 წლის 13 მარტს ვ------- ვ-------–---–სა და თ----- დ-------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ--------- ს-------–--ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა ვ------- ვ-------–---–-ს სარჩელი თ----- დ-------–---–ის წინააღმდეგ 2006 წლის 13 მარტს თ----- დ-------–---–სა და ვ------- ვ-------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ქონებაზე ვ------- ვ-------–---–-ს კანონიერი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში.

 

ამდენად, მოპასუხემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

 

პალატა მიუთითებს, რომ მართალია თ----- დ-------–---–ი წარმოადგენს იმ უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისში, ჩ--------------------------------------------------, ფართი 24.00 კვ.მ. (ს/კ 0----------------------)) მესაკუთრეს, რომლის ძველ მესაკუთრესაც წარმოადგენდა აპელანტის მამა, თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გააჩნია რაიმე უფლება, რითაც დადასტურდებოდა სადავო ქონების მისი მართლზომიერი ფლობის საფუძველი. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი სსსკ-ის 4.1. და 102-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხე მხარეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთის რეალიზება.

 

4.5. პალატა ყურადღებას გაამახვილებს რ--------- ს-------–--ის სააპელაციო საჩივრის დამატებით დასაბუთებაში მოცემულ იმ საფუძველზე, სადაც აპელანტი მიუთითებს მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლებით რიცხული სადავო ფართის მოცულობისა და ადგილმდებარეობის ბუნდოვნებაზე (იხ. 18.02.2019 წ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დამატებითი დასაბუთება).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა. საპატიო მიზეზის ცნებას კი განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტები, რომელთა შესახებ ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებული მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მხარეებს, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით ან ამ საჩივარზე შესაგებლით, შეუძლიათ მოიყვანონ ახალი ფაქტები და წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველთვის უნდა შეაფასოს ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების მიღებისა და გამოკვლევის დასაშვებობის 380-ე მუხლით დადგენილი პირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ--------- ს-------–--- არც სარჩელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას იმ ფაქტზე, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლებით რიცხული სადავო ფართის მოცულობისა და ადგილმდებარეობის ბუნდოვნებას, არ მიუთითებია და ეს საკითხი დააყენა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი დამატებითი ახსნა-განმარტებით. ამასთან, აპელანტი ვერ უთითებს სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეს შეეძლო შესაგებელში მიეთითებინა აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. შესაბამისად, მან დაკარგა უფლება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებზე.

 

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში აღნიშნული ფაქტი და გარემოება არ შეიძლება გასცდეს შესაგებელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

4.6. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო შემოიფარგლება იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. შესაბამისად, ამგვარი წარმოების ფარგლებში მესაკუთრის მიერ საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასამართლოს კომპეტენციას სცდება.

 

4.7. ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე რ--------- ს-------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო თ----- დ-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ჩ---------------------------------------------------, ს/კ 0---------------------- და თ----- დ-------–---–ს ქონება უნდა გადაცემოდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

4.8. რაც შეეხება აპელირებას საქმის წარმოების შეჩერებაზე საქართველოს ი------–-----------–----------- მიერ, აპელანტის მიერ 2018 წლის 14 დეკემბრის N------ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ითვალიწინებს საქმის წარმოების შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტი მოითხოვს საქართველოს ი------–-----------–----------- წარმოებაში არსებული რ--------- ს-------–--ის საჩივრის განხილვის დამთავრებამდე, მოცემული საქმის საქმის წარმოების შეჩერებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას შეაჩეროს საქმის წარმოება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, აღნიშნული დანაწესი კი არ გულისხმობს საქართველოს ი------–-----------–----------- წარმოებაში არსებული საჩივარის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას, ამასთან, არც ხსენებული საჩივრის განხილვამდე მოცემული საქმის განხილვა არ არის შეუძლებელი, რადგან საჩივარი ეხება მოსამართლის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, რაც ვერანაირად ვერ დააბრკოლებს მოცემული საქმის განხილვა-გადაწყვეტას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტული შემთხვევაში, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80.00 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ--------- ს-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია