განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001864150
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
(სარეზოლუციო ნაწილი)
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7583-18 13 მარტი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - გ-----------–-–---–-, მ-----–----------–-–---–ი
წარმომადგენელი - გ--------–-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-----------------“
წარმომადგენელი - ნ---------------–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ-----------–-–---–-სა და მ-----–----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. შპს „ე-----------------“-ის სარჩელი გ-----------–-–---–-სა და მ-----–----------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გ------- მ--–-–---–სა და მ-----–----------–-–---–ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N-------- და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 2501 აშშ დოლარი;
5. გ------- მ--–-–---–ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი - 833 აშშ დოლარის ოდენობით.
6. გ------- მ--–-–---–ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო დავალიანების ძირ თანხაზე 2501 აშშ დოლარზე ყოველდღიურად 0,05 %-ის ოდენობით (რაც შეადგენს დღიურად 1.25 აშშ დოლარს), 2016 წლის 10 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტესს 3 წლისა. თავდებ მ-----–----------–-–---–ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ, 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N-------- ხელშეკრულებიდან და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,05 %-ის ოდენობით (რაც შეადგენს დღიურად 1.25 აშშ დოლარს), სოლიდარულად დაეკისროს 2017 წლის 13 ივნისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტესს 3 წლისა.
7. მოპასუხე გ------- მ--–-–---–ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე - 2501 აშშ დოლარზე, წლიური 12 %-ის სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს (25.01აშშ დოლარს) სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 10 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (2018 წლის 10 სექტემბრამდე). თავდებ მ-----–----------–-–---–ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ, 2015 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N-------- ხელშეკრულებიდან და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე წლიური 12 %-ის სარგებლის სოლიდარულად გადახდა, რაც თვეში შეადგენს 25.01 აშშ დოლარს, დაეკისროს 2017 წლის 13 ივნისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (2018 წლის 10 სექტემბრამდე).
8. დავალიანების დაფარვის მიზნით, იძულებითი აღსრულება მიექცეს გირავნობის საგანზე: ავტომობილი F------------ სახელმწიფო ნომრით A--------; ტრანზიტის საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------- ხოლო გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის მიზნით, იძულებითი აღსრულება მიექცეს გ-----------–-–---–-ს ნებისმიერ ქონებაზე;
9. მოპასუხეებს გ------- მ--–-–---–ს და მ-----–----------–-–---–ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროთ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი თანხიდან 303.32 ლარის ანაზღაურება;
10. სააპელაციო სასამართლოში აპელანტების მიერ გადახდილი ბაჟის 607 ლარის ნახევრის გადახდის ვალდებულება შპს „ე-----------------“-ს დაეკისროს;
11. პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟის ურთიერთგაქვითვის გზით მხარეები ერთმანეთის მიმართ ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურებისგან გათავისუფლდნენ;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი