განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002478484
საქმე №1ბ/502-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე : მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - თა-----------–---–ის
ადვოკატ - ბე--------ის
მსჯავრდებულ - ალ-----------------–----–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ალ-----------------–----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ალ-----------------–----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების კ-----------------------–---------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით ალ-----------------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ალ-----------------–----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ე. ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თბილისში, ხ--–-------–--------------------------------–----------–----------------------ზე, ალ-----------------–----–---–მა გი------------–--ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ალ-----------------–----–---–მა გი------------–--ეს დაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი მარცხენა ყურისა და საფეთქლის მიდამოში, რის შედეგადაც გი------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ალ-----------------–----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბე--------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ძირითადი ყურადღება გაამახვილა ბრალდების მხარის მოწმეებზე, თავად დაზარალებულ გი------------–--ის, მისი სიდედრის - შო-----------–--–---–ის და მათი დაქირავებული ხელოსნის გი---------–--ის ჩვენებებზე. დაცვის მხარის მტკიცებულებებიდან შეეხო მხოლოდ გო---–-------–---–ის და აკ------------ის ჩვენებებს, თუმცა მათ მისცა არასწორი ინტერპრეტაცია და ძირითადი ფაქტები დამახინჯებულად გადმოიტანა განაჩენში. სასამართლო საერთოდ არ შეხებია დაცვის მხარის ოთხ მოწმეს - გუ-------------–-–---–ს, გო---------ეს, ვა------------ს და ლე------------–---–ს, რომლებიც ბრალდების მხარემ უდავოდ გადახა და აკ------------ის და გო---–-------–---–ის ჩვენებებთან ერთად აშკარად ადასტურებდა ბრალდებულის უდანაშაულობას. ოთხივე მოწმემ თავიანთი გამოკითხვის ოქმებში ნათლად მიუთითა, რომ ისინი შეესწრნენ კონფლიქტს და ალ-----------------–----–---–ს დაზარალებულისათვის არ დაურტყამს. მათი ჩვენებები აბსოლუტურ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - გო---–-------–---–ის და აკ------------ის ჩვენებებთან. რაც შეეხება აკ------------ის ჩვენებას, სასამართლომ არასწორად გადმოსცა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თითქოს ის კონფლიქტის დროს იმყოფებოდა 20 მეტრის მოშორებით და იქედან ხედავდა სიტუაციას. სინამდვილეში, მან ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ კონფლიქტის დაწყებამდე გავიდა 20 მეტრის მოშორებით თანხის ჩასარიცხად და დაახლოებით 5 წუთში დაბრუნდა მაშინ, როდესაც დაცვის ჯიხურთან მიაყენა მანქანა დაზარალებულმა და დაიწყო კონფლიქტი. მას ფეხდაფეხ მიჰყვნენ დანარჩენი მოწმეები. იმ მომენტში, როდესაც ალ-----------------–----–---–მა შემოუარა ავტომობილს ჩეკის მისაწოდებლად, ის იდგა ავტომობილის გვერდით, გარკვევით ხედავდა საჭის მხარეს და კარგად გაარჩია, რომ ალ-----------------–----–---–ს დაზარალებულისათვის ხელი არ დაურტყამს. აპელანტის აზრით, ზემოთ მითითებული ექვსი მოწმისა და თავად დაზარალებულის ჩვენებით ნათლად დადასტურდა, რომ ალ-----------------–----–---–ს დაზარალებულისათვის ხელი არ დაურტყამს, თავად დაზარალებულის სიდედრი იქცეოდა აგრესიულად და ილანძღებოდა და იმუქრებოდა მათი მისამართით. დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებული და მისი სიდედრი წარმოადგენენ საქმეში დაინტერესებულ მხარეებს, ხოლო მოწმე ნო--------–---ე წლებია მუშაობდა დაზარალებულთან და მის სიდედრთან მუშად და წარმოადგენდა მათზე ფინანსურად დამოკიდებულ პირს. დანარჩენი მოწმეებიდან კი მხოლოდ სამი - აკ------------ე, გო---–-------–---–ი და ლე-----------–---–ი წარმოადგენენ ალ-----------------–----–---–ის თანამშრომლებს, ხოლო გუ-------------–-–---–ი, გო---------ე და ვა------------ კი წარმოადგენენ შ-----–------- თანამშრომლებს და მათ ალ-----------------–----–---–თან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებთ, შესაბამისად, აპელანტის აზრით, ისინი არიან სრულიად ნეიტრალური მოწმეები.
სააპელაციო სასამართლოში აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. ხოლო, სახელმწიფო ბრალმდებელმა განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ალ-----------------–----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ალ-----------------–----–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ალ-----------------–----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ძალადობა.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა შედეგით დაინტერესებული დაზარალებულისა და მისი სიდედრის, ასევე მათზე ფინანსურად დამოკიდებული მოწმის ნო--------–---ის ჩვენებები, საქმის შედეგისადმი მათი სუბიექტური დამოკიდებულების გამო, თუმცა სხვა რაიმე ობიექტურ მიზეზებზე, რაც გახდებოდა მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი, დაცვის მხარეს არ მიუთითებია. აღნიშნული მოწმეების თანმიმდევრულად და ნათლად გადმოსცემენ შემთხვევის დღეს მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
დაზარალებულ გი------------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, გი------------–--ე და მისი სიდედრი შო-----------–--–---–ი იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ხ--–-------–--------------------------------–----------–-------ში, სარემონტო მასალების შესაძენად. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიის დატოვებისას გასასვლელში იდგა დაცვის ორი თანამშრომელი, რომელთაგან ერთი მიუახლოვდა მათ და ავტოსადგომით სარგებლობის საფასურის გადახდა მოსთხოვა. ამასთან დაკავშირებით დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელსა და მის სიდედრს შორის წარმოიშვა შელაპარაკება. დაცვის თანამშრომელი, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა ალ-----------------–----–---–ი, გახდა აგრესიული და ქალბატონის მიმართ ხმამაღლა დაიწყო საუბარი. მან მოუწოდა, რომ ხმადაბლა ესაუბრა ქალბატონთან, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა მოუარა ავტომანქანას, მივიდა მძღოლის ფანჯარასთან, სადაც იგი იჯდა და გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის არეში - დაახლოებით მარცხენა თვალისა და ყურის ადგილას. დარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი და წვა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა შო-----------–--–---–მა და ნო--------–---ემ, რომლებმაც ცალსახად განმარტეს, რომ სადგომით სარგებლობისათვის თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ ალ-----------------–----–---–მა მოუარა ავტომანქანას, მიუახლოვდა მძღოლის ფანჯარას და გი------------–--ეს უთხრა შუშა ჩამოეწია. მას შემდეგ, რაც გი------------–--ემ შუშა ჩამოწია, ალ-----------------–----–---–მა მას გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის არეში, ყურთან. გი------------–--ეს სახეზე სიწითლე ეტყობოდა.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას აღნიშნულ მოწმეთა მიკერძოებულობასა და შედეგით დაინტერესებულობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ალ-----------------–----–---–ი მომხდარ ფაქტამდე უცნობი პიროვნება იყო დაზარალებულისთვის და მოწმეებისთვის, მათ მონათხრობში არ არის არაარსებითი აცდენაც კი, ისინი თანმიმდევრულად გადმოსცემენ მოვლენებს, რომლებიც გამყარებულია საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ, გამომძიებელ ა-–------------------–-----ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულს გი------------–--ეს ეტყობოდა სახეზე სიწითლე და ეტყობოდა, რომ სტკიოდა, რადგან სახეზე ხელით ცდილობდა ტკივილის შეჩერებას. ასევე შო-----------–--–---–მა და ნო--------–---ემ დაუდასტურეს გი------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, მათ მიუთითეს, თუ როგორ შეჰყო ხელი პირმა მანქანის ჩამოწეულ შუშაში და გაარტყა გი------------–--ეს. 2018 წლის 08 მარტს შედგენილი პირის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ გი------------–--ემ და შო-----------–--–---–მა ამოიცნეს ალ-----------------–----–---–ი, რომელმაც 2018 წლის 6 მარტს, ქ. თბილისში, ხ--–-------–-------------ში მდებარე სა-–-----–-------------------------–-------ში ყოფნისას ავტომანქანის სადგომზე გაჩერების გამო 3 ლარის გადახდასთან დაკავშირებით მოუხდათ შეკამათება, რა დროსაც სახეში გაარტყა ხელი გი------------–--ეს.
აპელანტი მთავარ აქცენტს აკეთებს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებითაც, მისი აზრით, დასტურდება ალ-----------------–----–---–ის უდანაშაულობა, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა - გო---–-------–---–ისა და აკ------------ის ჩვენებების თანახმად, გო---–-------–---–ს ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. მისი განმარტებით, ალ-----------------–----–---–მა ამოარტყა ჩეკი და მიუტანა მანქანის საჭესთან მჯდომ მამაკაცს. ამ დროს, უცაბედად ხსენებულმა მამაკაცმა დაქოქა მანქანა და ჩქარი სვლით გადააყენა წინ, გასასვლელისაკენ. ამის მიზეზი რა იყო, გო---–-------–---–ისათვის უცნობია. მოწმე აკ-------------ის განმარტებით კი, კონფლიქტის დროს იგი იყო გადახდის აპარატთან. მას არ დაუნახავს ალ-----------------–----–---–ის მხრიდან ხელის დარტყმის ფაქტი. აღნიშნული პირები ადასტურებენ მხარეებს შორის კონფლიქტს, თუმცა სხვადასხვა მიზეზით არ იციან ხელის დარტყმის ფაქტის შესახებ. ის, რომ მათ არ დაუნახავთ დარტყმის მომენტი, არ გამორიცხავს ასეთი ფაქტის არსებობას.
რაც შეეხებათ დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოწმეებს - გუ-------------–-–---–ს, გო---------ეს, ვა------------ს და ლე------------–---–ს, რომელთა ჩვენებები უდავოდ იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ და რომელთა თანახმად, ისინი გარკვევით ხედავდნენ ავტომობილის საჭის მხარეს და დანამდვილებით იციან, რომ ალ-----------------–----–---–ს საჭესთან მჯდომი მამაკაცისათვის ხელი არ დაურტყამს, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია მათი ჩვენებების საპირისპირო ფაქტები.
პალატა განმარტავს, რომ დაზარალებული და ორი მოწმე, რომლებიც ადასტურებენ ალ-----------------–----–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტს, არიან არა მხოლოდ თვითმხილველები, არამედ კონფლიქტის მონაწილე პირები, რომელთა მხრიდან დარტყმის ფაქტის აღქმა არაა საეჭვო, ვინაიდან ისინი ისხდნენ იმ მანქანაში, რომელშიც ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო მათ მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად თანაზომიერი მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ალ-----------------–----–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ალ-----------------–----–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ე. ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალ-----------------–----–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი ალ-----------------–----–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ალ-----------------–----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ბე--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ალ-----------------–----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ალ-----------------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ალ-----------------–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ ალ-----------------–----–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე