განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001295543
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4388-17 25 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: ანა გოგიშვილი
ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტები – ო---- ნ-----ე, ნ--- ნ-----ე
წარმომადგენლები - ნ--- გ-----–-–---–ი, გ-- ფ---–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“
წარმომადგენელი - გ------ი მ---------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------ს“ სარჩელი მოპასუხე ო---- ნ-----ის მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ო---- ნ-----ეს შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ-------------“ სასარგებლოდ დაეკისრა 45 600 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ნ--- ნ-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 0----------------------; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოსარჩელე შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------ს“ მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიქცეულ იქნა მოპასუხე ო---- ნ-----ეს საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე;
ო---- ნ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ს----- მ----–--ის მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება და აუქციონზე ქონების რეალიზაცია.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-ს და ო---- ნ-----ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 75 000 აშშ დოლარი, სესხი სარგებლიანია და შეადგენს სესხის ძირი თანხის 3%-ს, სესხის ვადად განისაზღვრა 6 თვე.
ხელშეკრულების 5.11 პუნქტის მიხედვით, თუ გამსესხებელი ცალმხრივად მეორე მხარისადმი შეტყობინების ვალდებულების გარეშე სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ( როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად
ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, სესხის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
2.2. 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ო---- ნ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ი, ი---------–---–-------------, ს/კ 0----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 22-43)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 46-47)
2.3. 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.20 პუნქტის მიხედვით მხარეთათვის ცნობილია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა შეწყდება სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან, ამიტომაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებლის ბრალით გადავადდება სააღსრულებო წარმოება(მათ შორის მსესხებლის მოთხოვნით სარჩელის უზრუნველყოფის სახით სააღსრულებო წარმოების შეჩერება), მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება სსკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვოს მსესხებლისაგან სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ მთლიან დავალიანებაზე მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტის ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულების შედეგად გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე ო---- ნ-----ის სარჩელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
-2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშერკრულება(ს.ფ.11 -20)
2.4. 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.19 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა, რომ თუ მსესხებელი სესხის ძირი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი(სესხის ძირი თანხის 3% ყოველთვიურად), მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე ო---- ნ-----ის სარჩელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
-2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშერკრულება(ს.ფ.11 -20)
2.5. მსესხებელმა არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც მის წინააღმდეგ 2015 წლის
15 სექტემბერს გაიცა სანოტარო სააღსრულებო ფურცელი და მის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება 2015წლის 16 სექტემბერს. 2015 წლის 06 ოქტომბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნით ო---- ნ-----ემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2015წლის 15 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება. სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და შეჩერდა სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და შესაბამისი წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი, მოსარჩელის ახსნა0განმარტება, სხდომის ოქმი
- თ---–--ის საქალაქო სასამართლოს განჩინება, სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.25-28)
2.6. 2015 წლის 15 სექტემბერს მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, შესაბამისად გაუქმდა პირველი რიგის იპოთეკარის შპს”ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------ს” პირველი რიგის იპოთეკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე ო---- ნ-----ის სარჩელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
- საჯარო რეესტრის მონაწერი (ს.ფ.21)
2.7. დადგენილია, რომ 2016 წლის 29 დეკემბერს შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-მ განიცადა რეორგანიზაცია და შეერწყა შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 166-167)
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.8. 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-5 მუხლის
5.7 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 22 აპრილი.
ო---- ნ-----ეს შპს ”ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------სათვის” 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს პირველი ორი თვის სარგებელი
4500 აშშ დოლარი. ხოლო დანარჩენი ვადის საპროცენტო სარგებელი გადახდილი აქვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-5 მუხლში მითითებული განრიგის მიხედვით. ანუ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად აქვს გადახდილი 2250 X 6= 13 500 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ 2013 წლის 22 აპრილიდან 2014 წლის 17 სექტემბრამდე, მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე ო---- ნ-----ეს ძირი თანხის ანგარიშში გადახდილი აქვს 39 750 აშშ დოლარი.
ასევე სადავო 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე ო---- ნ-----ეს
2014 წლის 27 ოქტომბერს გადახდილი აქვს 10 640 აშშ დოლარი. ანუ საერთო ჯამში ძირი თანხის ანგარიშში ო---- ნ-----ეს გადახდილი აქვს 39 750+ 10 640 აშშ დოლარი, რასაც მოპასუხე არასწორად უთვლის საპროცენტო სარგებლის მიღებაში. შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულების სესხის ძირითად თანხას უნდა გამოაკლდეს 39 750 აშშ დოლარი, ასევე 2014 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ გადახდილი 10 640 აშშ დოლარი და ძირი თანხის ნაწილში შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვროს 24 610 აშშ დოლარით.
2014 წლის 27 ოქტომბერს შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“ და ო---- ნ-----ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მსესხებელზე გაიცა 80 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. სესხის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე ო---- ნ-----ის სარჩელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
- 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულება(ო---- ნ-----ის სარჩელი ს.ფ.52-70)
- სალაროს შემოსავლის ორდერები( ო---- ნ-----ის სარჩელი ს.ფ. 80-109)
2.9. 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე გამსესხებელმა განსაზღვრა სესხის გაცემის პირობები, რომლის 4.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება უნდა დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში, არაუგვიანეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე ო---- ნ-----ის სარჩელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
2.10. 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით აღებული ვალდებულება შეასრულა ო---- ნ-----ემ და იმავე დღეს დაარეგისტრირა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში. შესაბამისად მოპასუხე საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირდა მეორე რიგის იპოთეკარად. , თუმცა სესხის ძირითადი თანხა 80 000 აშშ დოლარის ნაწილი 76 275 აშშ დოლარი მსესხებელს არ მიუღია, რათა დაეფარა პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი 80 000 აშშ დოლარიდან გაცემული თანხის 76 275 აშშ დოლარის გარდა დარჩენილ (80000- 76 275) 4725 აშშ დოლარზე, რომელიც მოსარჩელეს ასევე არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელე ო---- ნ-----ის სარჩელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
2.11. 2015 წლის 15 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი კ--------ორის სასარგებლოდ მოპასუხე ო---- ნ-----ის მიმართ. რომლის თანახმად, ვალდებულების შესრულების დრო განისაზღვრა 2015 წლის 10 თებერვალი, პირგასამტეხლოს ათვლის დრო: 2015 წლის 11 თებერვალი.
მე-8 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა:
• სესხის ძირითადი თანხა- 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით;
• პირგასამტეხლო - 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2015 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 16 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით;
• სესხით სარგებლობის სარგებელი - 14 800 აშშ დოლარის ექვივალენტს ქართული ლარის ოდენობით;
• აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი;
• აღსრულების ხარჯები თანახმად კ--------ორის განცხადებისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 22-23)
2.12. ხელშეკრულების 5.19 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი სესხის ძირი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (სესხის ძირი თანხის 3% ყოველთვიურად) მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით გასაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
2.13. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, გამსესხებლის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად მსესხებელი/მესაკუთრე იპოთეკით ტვირთავს 6.2.1. მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებას.
6.2. პუნქტის თანახმად, გამსესხებლის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ უზრუნველყოფილია იპოთეკით, რაც მოიცავს მესაკუთრის საკუთრებაში არსებულ შემდეგ იპოთეკის საგანს: უძრავი ქონება: საკადასტორი კოდი: 0----------------------.
6.3.1.1.2. პუნქტით დადგენილი იქნა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილია გამსესხებლის შემდეგი მოთხოვნა: ვალდებულებათა არაჯეროვნად შესრულებით ან შეუსრულებლობით იპოთეკარისათვის მიყენებული ზიანი, 6.3.1.1.4. მუხლის შესაბამისად კი სხვა ნებისმიერ ხარჯი და ზიანი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნეს ამ ხელშეკრულებიდან.
6.3.1.2. პუნქტის თანახმად, იპოთეკის საგნით გამსესხებლის მიერ მსესხებლის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის/მესაკუთრის
საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე, ამავდროულად ეს არ გამორიცხავს გამსესხებლის უფლებას ერთდროულად მოახდინოს აღსრულება როგორც იპოთეკის საგანზე, ასევე სხვა ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 9-20)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21)
2.14. კრედიტორ შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“-ს მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 120-124);
2.15. 2015 წლის 15 სექტემბერს შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------ს“ მიმართვის საფუძველზე გაუქმდა 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 15 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების სანოტარო აქტი (ო---- ნ-----ის სარჩელი ს.ფ. 116-117)
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.114-115)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია მათ შორის 2014 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის პირობებიც მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა და არ შესრულებულა.
სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.19 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი სესხის ძირი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (სესხის ძირი თანხის 3% ყოველთვიურად) მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით გასაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარიქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის, როგორც სესხების გაცემით დაკავებული სუბიექტის კომერციული ინტერესია, სესხების გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც
შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არსებობს სასყიდლიანი ფორმით.
შესაბამისად, მოსარჩელეს, გაცემული სესხის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე მიიღებდა.
მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის დაკმაყოფილების მატერიალურ- სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის. მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ იგი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც მან ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით.
სასამართლომ გადაწყვეტიელბის 3.1.3 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.20 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა შეწყდება სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან, ამიტომაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებლის ბრალით გადავადდება სააღსრულებო წარმოება(მათ შორის მსესხებლის მოთხოვნით სარჩელის უზრუნველყოფის სახით სააღსრულებო წარმოების შეჩერება), მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება სსკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვოს მსესხებლისაგან სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ მთლიან დავალიანებაზე მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტის ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულების შედეგად გადახდა.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.4. პუნტით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.19 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა, რომ თუ მსესხებელი სესხის ძირი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი(სესხის ძირი თანხის 3% ყოველთვიურად), მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც მის წინააღმდეგ 2015 წლის 15 სექტემბერს გაიცა სანოტარო სააღსრულებო ფურცელი და მის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება 2015წლის 16 სექტემბერს. 2015 წლის 06 ოქტომბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნით ო---- ნ-----ემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2015წლის 15 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება. სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და შეჩერდა სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და შესაბამისი წარმოება.
იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულების 5.19 პუნქტით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის დანაწესის თანახმად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად მოპასუხე ო---- ნ-----ეს უნდა დაეკისროს 2015 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 16 აპრილამდე ყოველთვიურად 2400 აშშ დოლარის ექვივქლენტი ლარში გადახდა, რაც აღნიშნული პერიოდის გათვალისწინებით 19 თვეზე (19*2400 აშშ დოლარზე) შეადგენს 45 600 აშშ დოლარს.
2.17. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ (3.2.4) გამსესხებლის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ უზრუნველყოფილია იპოთეკით, რაც მოიცავს მესაკუთრის ნ--- ნ-----ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ იპოთეკის საგანს: უძრავი ქონება: საკადასტორი კოდი:
0----------------------.
ხელშკრულების 6.3.1.1.2. პუნქტით დადგენილი იქნა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილია გამსესხებლის შემდეგი მოთხოვნა: ვალდებულებათა არაჯეროვნად შესრულებით ან შეუსრულებლობით იპოთეკარისათვის მიყენებული ზიანი, 6.3.1.1.4. მუხლის შესაბამისად კი სხვა ნებისმიერ ხარჯი და ზიანი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნეს ამ ხელშეკრულებიდან.
ხოლო 6.3.1.2. პუნქტის თანახმად, იპოთეკის საგნით გამსესხებლის მიერ მსესხებლის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის/მესაკუთრის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე, ამავდროულად ეს არ გამორიცხავს გამსესხებლის უფლებას ერთდროულად მოახდინოს აღსრულება როგორც იპოთეკის საგანზე, ასევე სხვა ქონებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით.
განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს იპოთეკის საგნის (უძრავი ქონება საკადასტრო კოდით:0----------------------.) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით ამოღებული თანხიდან, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა ნებისმიერ ქონებაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი შეფასება ო---- ნ-----ის სარჩელზე
2.18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში დასახელებული გარემოებანი სადავო გარიგებათა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ შედის მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობა განსაზღვრაზე.
მხარეები არ დავობენ, რომ 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-ს და ო---- ნ-----ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 75 000 აშშ დოლარი, სესხი სარგებლიანია და შეადგენს სესხის ძირი თანხის 3%-ს, სესხის ვადად განისაზღვრა 6 თვე. წინამდებარე ხელშეკრულების 5.11 პუნქტის მიხედვით, თუ განსესხებელი ცალმხრივად მეორე მხარისადმი შეტყობინების ვალდებულების გარეშე სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, სესხის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
დადგენილია, რომ ო---- ნ-----ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, რის შემდგომაც 2014 წლის 27 ოქტომბერს შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“-ს, ო---- ნ-----ეს და შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------ს შორის, რომელიც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც კონტრაქტორი ე.ი პირი, რომლის მიმართაც მსესხებელს გააჩნია დავალიანება დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მოპასუხემ გასცა მსესხებელზე 80 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. სესხის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდი.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, გამსესხებელი მსესხებელს გადასცემს სესხის ძირი თანხის ნაწილს 76 275 აშშ დოლარს, რათა მსესხებელმა დაფაროს შპს „ბ------ ჰ--------ს ჯ--------“-ს მიმართ არსებული დავალიანება, გააუქმოს არსებული იპოთეკა რის შედეგადაც გამსესხებელი იპოთეკის საგანზე რეგისტრირებული იქნება როგორც პირველი რიგის იპოთეკარი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არის თვალთმაქცური გარიგება, ვინაიდან 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ფარავს 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით არსებულ პირობებს, რომელიც პირდაპირ იწვევს მოპასუხეების უსაფუძვლო გამდიდრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება),ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა.
საქმის მასალებზე დაყრდნობით და საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მხარეებს ნამდვილად სურდათ იმ გარიგება შედგენა რაც დადეს, ანუ მათი შინაგანი ნება გამოვლინდა მათსავე სურვილის გათვალისწინებით. საწინააღმდეგოს დამტკიცება მოსარჩელემ ვერ შეძლო. ამრიგად, არ არსებობს გამოვლენილი ნების ნაკლი.
ხელშეკრულებაზე, რომელზე ხელმოწერითაც თავისი ნება გამოხატა მოსარჩელემ მასში ცალსახად და გარკვევით არის ასახული ხელშეკრულების შინაარსი და მისი პირობები. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ივარაუდება, რომ მხარე ვიდრე ხელს მოაწერს რაიმე დოკუმენტს, უნდა განიხილოს მისი შინაარსი და გამოხატოს თავისი ნება. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.
2.19. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
ამდენად, მოტყუება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. სასამართლო მითითებს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად ვერ ექნებოდა თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მოტყუების ფაქტს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელე შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-ს წარმომადგენლებმა დაიბარეს სანოტარო ბიუროში, სადაც გაუფორმეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება გაეცა სარგებლიანი სესხი ო---- ნ-----ისთვის. თუმცა სესხის ძირითადი თანხა მოსარჩელეს არ მიუღია, რათა დაეფარა პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა.
ამდენად, მოპასუხეებმა მოატყუეს რა მოსარჩელე მიიყვანეს ნოტარიუსთან და გაუფრომეს ახალი ხელშეკრულება და არა ის ხელშეკრულება რომლითაც უნდა დადასტურებულიყო მხარეთა ეტაპობრივი სესხის დაფავრა, რომლის საფუძველზეც ხელოვნურად გაზარდეს სესხის ძირითადი თანხა, აღადგინეს საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება და ასევე დაამატეს გაურკვეველი წარმომავლობის არ გადაცემული თანხა 4 725 აშშ დოლარი, რაც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხეების არაკეთილსინდისიერებაზე.
სასამართლომ მხარის ყურადღებას გაამახვილა სამართლაში ე.წ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების დადებაზე ნების გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მხარეს გარიგების დადებისას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ხელშეკრულების შინაარსი და ის მოსალოდნელი შედეგები რაც გარიგებას უნდა მოჰყოლოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარე გაცნობილი იყო და გააზრებული ჰქონდა ხელშეკრულების შინარსი. ამის საწინააღმდეგო გარემოება კი უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით. მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რამაც ხელი შეუშალა მოსარჩელეს, მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში, თუმცა, მოსარჩელეს ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ სასამართლოს დავის განხილვის პროცესში ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე ჩანაწერი მოტყუებით გაკეთდა და რომ ო---- ნ-----ეს რეალურად 2014 წლის 27 ოქტომბერს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ნება არ გააჩნდა.
ამასთან, მნიშნველოვანი და ყურადსაღებია ის ფაქტორიც, რომ 2014 წლის 27 ოქტომრის სადავო ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით, რომელშიც მითითებულია, რომ ნოტარისუმა დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა და განუმარტა ხელშეკრულების შინაარსი და ხელმოწერის შემდგომ მისი სამართლებრივი შედეგები, რის შემდგომაც მხარეებმა განაცხადეს, რომ სურთ ხელშეკრულების დადება სწორედ იმ პორობებით, რაც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების ყველა პირობა შეთანხმებულია მხარეთა შორის ყოველგვარი ძალდატანების, თუ მესამე პირების ზემოქმედების ან რაიმე სახით ჩარევის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გარიგების დადებისას სანოტარო ბიუროში მოსარჩელემ დაადასტურა სასესხო ურთიერთობის ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართა ადგილი არ ჰქონია მოტყუებას.
2.20. რაც შეეხება ხელშეკრულებით ნაკისრ სადავო ვალდებულებებს სასამართლო აღნიშნავს, საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს „ბ------ ჰ---–----- ჯ--------ს“და ო---- ნ-----ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, მოსარჩელემ შპს „ბ------ ჰ---–----- ჯ--------ს“ წინაშე იკისრა ვალდებულება სესხის ძირი თანხა 75 000 აშშ დოლარი დაებრუნებინა 2013 წლის 10 აპრილამდე, რაც მის მიერ ვერ იქნა შესრულებული. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ო---- ნ-----ე მითითებული ხელშეკრულების 5.11 მუხლის შესაბამისად განაგრძობდა ყოველთვიურად პროცენტის გადახდას, მხარეთა შეთანხმებისამებრ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, რადგან ძირი თანხის ნაწილში მოსარჩელის მიერ ვალდებულება არ იყო შესრულებული მის მიერ სადავოდ გამხდარი გადახდილი 39
750 აშშ დოლარი წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე და 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.11 მუხლის შესაბამისად გადახდილ სარგებელს, რაც არ უნდა გამოკლებოდა ძირ თანხას- 75000 აშშ დოლარს. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი, ო---- ნ-----ე აღდგეს 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების პირობებში, რადგან მის მიერ ძირი თანხის ანგარიშში გადახდილი იყო 39 750 აშშ დოლარი, რაც არ იქნა გათვალისწინებული 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 მუხლის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა სესხის თანხაზე ხდებოდა და გადახდას ექვემდებარებოდა სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, სესხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. სესხის დაფარვა მოხდა 2014 წლის 27 ოქტომბერს ახალი ხელშეკრულების გაფორმებით, შესაბამისად სესხის პროცენტი უნდა დარიცხვოდა 2012 წლის 22 ოქტომბრიდან 2014 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 24 თვეზე და 5 დღეზე, გამოდის რომ ო---- ნ-----ეს ამ დროისათვის გადახდილი უნდა ჰქონოდა (24*2250)+(5*75)=54 375 აშშ დოლარი,ნაცვლად აღნიშნული თანხისა ო---- ნ-----ის მიერ აღნიშნულ პერიოდში გადახდილი იქნა 51 000 აშშ დოლარი, შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის დროს-2014 წლის 27 ოქტომბრისთვის, მხოლოდ სარგებლის სახით ო---- ნ-----ეს შპს”ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------ს” მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 3 375 აშშ დოლარი, სესხის ძირი თანხის სახით 75 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო, რომელიც იმდროისათვის არ იქნა მოთხოვილი.
რამდენადაც სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებას ჰქონდა ადგილი შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------ს“ მიმართ,მიღებულიიქნა ერთობლივი გადაწყვეტილება მომხდარიყო სესხის რეფინანსირება შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------ში“, რითაც თავიდან იქნა აცილებული იმდროისათვის იძულებითი აღსრულების დაწყება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
მოცემულ შრმთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძვლები, აქედან გამომდინარე არ არსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების გაუქმების თანხომის და აღნიშნული ხელშეკრულების პირობებში აღდგენის იურიდიული ინტერესი.
სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ო---- ნ-----ემ გამოხატა ნება და საკუთარი სურვილით შპს” ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯი-ეფ-სისგან” აიღო სესხი შპს”ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------ს” წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, რაც თავისმხრივ მის მიერ დავალიანების აღიარებასაც ნიშნავს.
2.21. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წლის 27 ოქტომბრის შემდგომ ასევე სადავოდ გამხდარი გადახდილი 10 640 აშშ დოლარიც წარმოადგენდა სარგებლის ანგარიშში გადახდილ თანხას. აღნიშნული თანხის გადახდით ო---- ნ-----ემ დაადასტურა კიდეც სადავო 2014 წლის 27 ოქტომბრის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნა და რომ მის მიერ გამოხატული ნება გარიგების დადებისას იყო ნამდვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ გაიზიარა ო---- ნ-----ის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ძირი თანხის ნაწილში მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება უნდა განისაზღვროს (80 000- 39 750 – 10 640=) 24 610 აშშ დოლარით.
2.22. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ 4725 აშშ დოლარს, რომელიც მოსარჩელის განმარტებით წარმოადგენს სხვაობას 2014 წლის სესხის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ 80000 აშშ დოლარსა და სესხის ძირ თანხას-76 275 აშშ დოლარს შორის. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ თანხებს შორის სხვაობა იძლევა 3 725 აშშ დოლარს და არა მოსარჩელის მიერ მითითებულ 4 725 აშშ დოლარს.
2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 2.12 პუნქტით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი-ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხით სარგებლობისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც დაიანგარიშება და გადახდილი იქნება ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნული პუნქტის თანახმად, დაანგარიშებული იქნა სესხის სარგებლობის საპროცენტო სარგებელი (საკომისიო), რაც დაერიცხა სესხის თანხას.
2.23. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობის 0,3%-დან 0,1 %-მდე შემცირების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.22 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სესხის ძირი თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა. სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა არაუმეტეს სესხის
ძირი თანხის 20 %-ისა, რამაც 2015 წლის 15 სექტემბრის დგომარეობით შეადგინა16 000 აშშდოლარის ექვივალენტი ლარში.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრაპირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე.
სესხის ძირ თანხას სააღსრულებო ფურცლით წარმოადგენს 80 000 აშშ დოლარი, რომლის 20% შედგენს 16 000 აშშ დოლარი. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს პირგასამტეხლოს ოდენობის 03%-დან 0,1%-მდე შემცირება, რაც ყოველვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 80 აშშ დოლარს. პირგასამტეხლოს ათვლის ვადა სააღსრულებო ფურცლის მე-6 პუნქტის თანახმად წარმოადგენს 2015 წლის 11 თებერვალი 2015 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. ძირი თანხის 0,1% 80 აშშ დოლარის მითითებულ პერიოდზე დაანგარიშება იძლევა 17 120 აშშ დოლარს (80000:100*0,1%=80 აშშ დოლარს* 30 დღეზე= 2400 აშშ დოლარს * 7 თვე და 4 დღე= 17120 აშშ დოლარს) , ანუ პირგასამტეხლოს 0,1 %-მდე შემცირება იძლევა დაანგარიშებულ პერიოდზე 1120 აშშ დოლარით მეტს, ვიდრე სააღსრულებო ფურცელშია დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ო---- ნ-----ის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მისი შემცირების საფუძველი.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაანგარიშებას ძირი თანხის 24 610 აშშ დოლარიდან, რომლის ოდენობა უნდა დაანგარიშდეს 2013 წლის აპრილის თვიდან, სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, შესასრულებელი ვალდებულების ძირი თანხის ნაწილში 24 610 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრის და 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია ასევე მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს, სესხის ძირი თანხის 24
610 აშშ დოლარიდან დაანგარიშების ნაწილშიც.
2.24. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მან წინასწარ გადაიხადა სესხის სარგებლობისათვის ორი თვის პროცენტი. 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხის ძირი თანხის 75000 აშშ დოლარის 3% ყოველთვიურად, რაც შეადგენდა 2250 აშშ დოლარს. ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, პირველი თვის სარგებელი ო---- ნ-----ეს უნდა გადაეხადა სესხის ძირი თანხის მხარისათვის გადაცემისთანავე. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 23 ოქტომბერს ( სალაროს შემოსავლის ორდერი №1------( ო---- ნ-----ის სარჩელი ს.ფ. 102) გადახდილია პროცენტის თანხა, რაც შეეხება მეორე 2250 აშშ დოლარს სასამართლომ შემოსავლის ორდერით №2------ ( ო---- ნ-----ის სარჩელი ს.ფ. 103) დადგენილად მიიჩნია, რომ თანხა გადახდილი იყო სესხის მომსახურების საკომისიოს ანგარიშში, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების
3.13 და 4.6 მუხლის საფუძველზე.
2.25. სასამართლომ აღნიშნა, რომ რადგან 2014 წლის 27 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებული გასაჩივრებული გარიგება კანონიერია, შესაბამისად მის საფუძველზე ნოტარიუს ს----- მ----–--ის მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის N1-------- ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა და 2015 წლის 15 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა ამავე მსჯელობის გათვალისწინებით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რის გამო სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც არ უდნა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, ო---- ნ-----ის მე-5 და მე-6 სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლო შენიშნავს, რომ ვინაიდან არცერთი სასარჩელო მოთხოვნა არ არის დასაბუთებული და არ არსებობს შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-სთან 2012 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებაში აღდგენის საფუძველი, შეუძლებელია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა იმგვარად განსაზღვრა რაც დასახელებულია ხსენებულ სასარჩელო მოთხოვნებში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და შესაბამისად არ მიეცა სათანადო შეფასება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს. ასევე მხარეთა განმარტებები, რაც ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ აპელანტების მოთხოვნები და პოზიცია, სამართლიანი და საფუძვლიანი იყო ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის სარჩელი კი უსაფუძვლო. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია მტკიცებულებათა გამოკვლევისა და სწორი სამართლებრივი შეფასებების გარეშე:
სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა სადავო 27.10.2014 წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების 3.3. პუნქტით "ჯ--------- ფ-----–--- კ-------- ჯ-------"-ს მიერ ო. ნ-----ეს ხელზე უნდა გადასცემოდა 80 000 აშშ დოლარი და 4.2. პუნქტის თანახმად, კი, მითითებული თანხიდან 76 275 აშშ დოლარი თავად უნდა გადაეხადა შპს „ბ------ ჰ---–----- ჯ--------“-თვის. დანარჩენი 3725 აშშ დოლარი კი უნდა დარჩენოდა მას ანუ აპელანტს. მითითებული ხელშეკრულების 4.4. პუნქტიც იგივეს ადასტურებს, რომ თანხა ხელზე უნდა მიეღო მას და შემდგომ გადაეცა შპს „ბ------ ჰ---–----- ჯ--------“-თვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ო. ნ-----ე ვალდებული იქნებოდა დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა გამსესხებლისათვის - შპს "ჯ--------- ფ-----–--- კ-------- ჯ-------"-თვის სანოტარო და სარეგისტრაციო ხარჯის ჩათვლით. მიუხედავად მხარეთა ამ შეთანხმებისა, (1) შპს "ჯ--------- ფ-----–--- კ-------- ჯ-------"-მ ო. ნ-----ეს ნოტარიუსთან ხელი მოაწერინა მხოლოდ თანხის მიღების ხელწერილზე და თანხა არ გადასცა, რაც დასტურდება შპს „ა--------------–ი კ---–----ი „ც--------“-ს 0--------- წ. წერილით. აღნიშნული წერილი წარმოადგინა შპს "ჯ--------- ფ-----–--- კ-------- ჯ-------"-ს წარმომადგენელმა და მითითებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „დასმული შეკითხვის პასუხად მოგახსენებთ, რომ მსესხებელ ო---- ნ-----ის სასესხო დავალიანების დაფარვა "ჯ--------- ფ-----–--- კ-------- ჯ-------"-ს მიერ შპს „ ბ------ ჰ---–----- ჯ--------“-ს და "ჯ--------- ფ-----–--- კ-------- ჯ-------"-ს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, კერძოდ, მსესხებელ ო. ნ-----ის სესხის თანხის ოდენობით გაიზარდა შპს „ბ------ ჰ---–----- ჯ--------“-ს მოთხოვნა "ჯ--------- ფ-----–--- კ-------- ჯ-------"-ს მიმართ. (ორივე შპს-ს ჰყავდა ერთი და იგივე პირები დამფუძნებლად ანუ ურთიერთდამოკიდებული პირები იყვნენ). (2) გარდა იმისა, რომ ნ-----ე დაზარალდა (არც 80 000 აშშ დოლარი მიუღია და არც 3725 აშშ დოლარი, თუ კი მსესხებელი გამოუქვითავდა 76 275 აშშ დოლარს), საქმე გვაქვს ფინანსურ მაქინაციასთანაც, რის გამოც მივმართეთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოსაც, მაგრამ აქ კი, აღვნიშნავთ შემდეგს: მნიშვნელოვანია სათანადოდ შეფასდეს და სასამართლოს კი, არ შეუფასებია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმდა 27.10.2014 წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 თვის შემდეგ, კერძოდ, 15.09.2015 წ. შპს „ბ------ ჰ---–----- ჯ--------“ს მიერ და წარადგინა ს/რეესტრში, რომ წაშლილიყო 22.10.2012 წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ჩანაწერი. ამ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მსესხებელმა გამსესხებლის წინაშე პირნათლად შეასრულა ვალდებულება. იმავე დღეს, იგივე ნოტარიუსის, ს. მ----–--ის მიერ გაიცა „ჯ--------- ფ-----–--- კ-------- ჯ-------“-ს სასარგებლოდ სადავო სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში დარჩა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა.
3.2. სასამართლომ აპელანტის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
მოწინააღმდეგე მხარემ სადავო ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით ვალაუვალ მდგომარეობაში ჩააგდო აპელანტი არა მარტო გაზრდილი პირგასამტეხლოს მოთხოვნით, არამედ სესხის პროცენტის მოთხოვნით, თუ მსესხებელი (აპელანტი) სააღსრულებო ფურცელს გახდიდა სადავოს (ანუ წინასწარ, გარკვეულწილად შეუზღუდა გასაჩივრების უფლება). ფაქტიურად, მსესხებელი აღნიშნულს განიხილავს ზიანის ანაზღაურებად და დაარქვა სესხის პროცენტი. ამასთან, სადავოდ გამხდარ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და მის საფუძველზე გაცემულ სადავო სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო შეადგენს 0.3 %-ს, რაც გაცილებით აღემატება იმ ოდენობას, რაც დადგენილია სასამართლო პრაქტიკით, კერძოდ, აღემატება 0.05 %-ს. ასეთი მაღალი ზიანის ანაზღაურების პირობებიდან გამომდინარე, სასამართლომ არცერთი ნორმა არ გამოიყენა, რაც დადგენილია ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობასთან დაკავშირებით, თუნდაც მხარეები ამაზე ყოფილიყვნენ შეთანხმებული.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე (კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას ), მაგრამ არ მიუთითა, რომ კანონსაწინააღმდეგო გარიგება დაიდო აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის, ვინაიდან სადავო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება არ შეიცავს არცერთ ისეთ დათქმას, რაც შემდგომ სასამართლომ დაადგინა, მაგალთად: 3725 აშშ დოლარის ოდენობით საკომისიოს გადახდას, ვალის რეფინანსირებას, მსესხებელსა და კონტრაქტორს შორის შეთანხმებას, რომ მსესხებელ ო. ნ-----ის სესხის თანხის ოდენობით გაიზარდა შპს „ბ------ ჰ---–----- ჯ--------“-ს (კონტრაქტორის) მოთხოვნა "ჯ--------- ფ-----–--- კ-------- ჯ-------"-ს (გამსესხებელი) მიმართ და სხვა.
სასამართლომ არასწორად განმარტა ასევე სამოქალქო კოდექსის 81-ე მუხლი და ყველა ის ნორმა, რომელიც აპელანტის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გამოიყენა და მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ ო---- ნ-----ის სააპელაციო საჩივრის საგანია გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება როგორც იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, ასევე იმ ნაწილშიც, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------ს“ სარჩელი მის წინააღმდეგ;
საქმეზე დადგენუილია შემდეგი:
_ 2014 წლის 27 ოქტომბერს შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“-ს და ო---- ნ-----ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 80 000 აშშ დოლარზე, სარგებლის სახით ყოველთვიურად ძირი თანხის 3% - ის დარიცხვის პირობით; ხელშეკრულების ვადა - 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდი; აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იქნა დატვირთული ნ--- ნ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ი, ი---------–---–-------------, ს/კ 0----------------------; კერძოდ, შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“ დარეგისტრირდა მეორე რიგის იპოთეკარად;
_ 2015 წლის 15 სექტემბერს კრედიტორის მოთხოვნით გაცემული იქნა სანოტარო სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა- 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით; პირგასამტეხლო 16 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ( 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ) 2015 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ; სესხით სარგებლობის სარგებელი - 14 800 აშშ დოლარის ექვივალენტს ქართული ლარის ოდენობით;• აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი და აღსრულების ხარჯები;
_ 2015 წლის 16 სექტემბერს 2015 წლის 15 სექტემბრის სანოტარო სააღსრულებო ფურცელი ს საფუძველზე ო---- ნ-----ის მიმართ დაიწყო იძულებითი საღსრულებო წარმოება, რაც შეჩერებული იქნა ო---- ნ-----ის მოთხოვნით სასამართლოს მიერ 2015 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით;
2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.19 . და 5.20 . პუნქტებზე დაყრდნობით შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“ მოცემული სარჩელით ითხოვს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩრება - დაყოვნების გამო ზიანის სახით ო---- ნ-----ეს დაეკისროს სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან (2015 წლის 16 სექტემბერი) სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ძირი ვალდებულების, 80 000 აშშ დოლარის 3 პროცენტის ( 2400 აშშ დოლარი ) გადახდა 19 თვეზე, 2017 წლის 16 აპრილამდე პერიოდზე, რაც შეადგენს 45 600 აშშ დოლარს;
სააპელაციო პალატა მიუთითებს 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.19 . და 5.20 . პუნქტების შემდეგ დანაწესებზე: თუ მსესხებელი სესხის ძირი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (სესხის ძირი თანხის 3% ყოველთვიურად), მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე; მხარეთათვის ცნობილია რა , რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა შეწყდება სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან, ამიტომაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებლის ბრალით გადავადდება სააღსრულებო წარმოება (მათ შორის მსესხებლის მოთხოვნით სარჩელის უზრუნველყოფის სახით სააღსრულებო წარმოების შეჩერება), მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება სსკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვოს მსესხებლისაგან სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ მთლიან დავალიანებაზე მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტის ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულების შედეგად გადახდა;
დადგენილია, რომ 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხით ( 80 000 აშშ დოლარი ) დაიფარა ო---- ნ-----ის სასესხო ვალდებულებები გამომდინარე 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-ს და ო---- ნ-----ეს შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, კერძოდ, 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე 76 275 აშშ დოლარით დაიფარა შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-ს მიმართ არსებული დავალიანება და გაუქმდა შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-ს პირველი რიგის იპოთეკა, ხოლო 3725 აშშ დოლარით დაფარული იქნა 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების სესხის დარიცხვის საკომისიო ამავე ხელშეკრულების 2.12 პუნქტის შესაბამისად;
საქმეზე დადგენილია, რომ 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-ს და ო---- ნ-----ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სარგებლიანი (ძირი თანხის 3 პროცენტი ყოველთვიურად) სესხის სახით მიიღო 75 000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით ( დაბრუნების ვადა 2013 წლის 22 აპრილი) ; აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ--- ნ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ი, ი---------–---–-------------, ს/კ 0----------------------;
სააპელაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ო---- ნ-----ეს შპს ”ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------სათვის” 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სრულად აქვს გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების ვადისათვის (ექვსი თვე) განსაზღვრული სარგებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადაშივე; კერძოდ,ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, პირველი თვის სარგებელი ო---- ნ-----ეს უნდა გადაეხადა სესხის ძირი თანხის მხარისათვის გადაცემისთანავე, 2012 წლის 23 ოქტომბერს ( სალაროს შემოსავლის ორდერი №1------ ( ო---- ნ-----ის სარჩელი ს.ფ. 102) გადახდილია პროცენტის თანხა,ამასთან, №2------ შემოსავლის ორდერით 2250 აშშ დოლარი ( ო---- ნ-----ის სარჩელი ს.ფ. 103) გადახდილი იყო სესხის მომსახურების საკომისიოს ანგარიშში, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების
3.13 და 4.6 მუხლის საფუძველზე; საერთო ჯამში მსესხებელს 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სარგებელის სახით გადახდილი აქვს 13 500 აშშ დოლარი (2250 X 6=13 500); ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ 2013 წლის 22 აპრილიდან 2014 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდში ო---- ნ-----ის მიერ გადახდილია 39 750 აშშ დოლარი, ასევე 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია 10 640 აშშ დოლარი, რასაც ო---- ნ-----ე მიიჩნევს სესხის ძირი თანხის 75 000 ასშ დოლარის ანგარიშში გადახდილად; სააპელაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული თანხა 50 390 აშშ დოლარი ( 39 750+10 640 = 50 390) მიჩნეული უნდა იქნას არა სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად, არამედ პროცენტის ანგარიშში გადახდილად, როგორც ეს გათვალისწინებული იყო 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.11. პუნქტით;
დადგენილია, რომ 2016 წლის 29 დეკემბერს შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-მ განიცადა რეორგანიზაცია და შეერწყა შპს „ ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ-------- “-ს;
სააპელაციო პალატა ზემოთ აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ შპს „ ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ-------- “-ს სარჩელი ო---- ნ-----ის მიმართ აღსრულების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ საფუძვლიანია;
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------ს“ სარჩელი ფულადი თანხის გადახდის ვადაგადაცილების გამო პროცენტის გადახდის შესახებ გამომდინარეობს მხარეთა შორის 2014 წლის 27 ოქტომბერ დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან და ეფუძნება შემდეგ უდაო ფაქტებს:
_ 2014 წლის 27 ოქტომბერს შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“-ს და ო---- ნ-----ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 80 000 აშშ დოლარზე, სარგებლის სახით ყოველთვიურად ძირი თანხის 3% - ის დარიცხვის პირობით; ხელშეკრულების ვადა - 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდი; აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იქნა დატვირთული ნ--- ნ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ი, ი---------–---–-------------, ს/კ 0----------------------; კერძოდ, შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“ დარეგისტრირდა მეორე რიგის იპოთეკარად;
_ 2015 წლის 15 სექტემბერს კრედიტორის მოთხოვნით გაცემული იქნა სანოტარო სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა- 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით; პირგასამტეხლო 16 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ( 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ) 2015 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ; სესხით სარგებლობის სარგებელი - 14 800 აშშ დოლარის ექვივალენტს ქართული ლარის ოდენობით;• აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი და აღსრულების ხარჯები;
_ 2015 წლის 16 სექტემბერს 2015 წლის 15 სექტემბრის სანოტარო სააღსრულებო ფურცელი ს საფუძველზე ო---- ნ-----ის მიმართ დაიწყო იძულებითი საღსრულებო წარმოება, რაც შეჩერებული იქნა ო---- ნ-----ის მოთხოვნით სასამართლოს მიერ 2015 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით; აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულების 5.19 . და 5.20 . პუნქტებზე დაყრდნობით შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“ მოცემული სარჩელით ითხოვს ო---- ნ-----ეს დაეკისროს სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან (2015 წლის 16 სექტემბერი) სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ძირი ვალდებულების, 80 000 აშშ დოლარის 3 პროცენტის ( 2400 აშშ დოლარი ) გადახდა 19 თვეზე, 2017 წლის 16 აპრილამდე პერიოდზე, რაც შეადგენს 45 600 აშშ დოლარს;
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნის საამრთლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 327-ე მუხლებთან ერთად ქმნის 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.19 . და 5.20 . პუნქტების შემდეგი დანაწესები: თუ მსესხებელი სესხის ძირი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (სესხის ძირი თანხის 3% ყოველთვიურად), მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით განსაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე; მხარეთათვის ცნობილია რა , რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა შეწყდება სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან, ამიტომაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებლის ბრალით გადავადდება სააღსრულებო წარმოება (მათ შორის მსესხებლის მოთხოვნით სარჩელის უზრუნველყოფის სახით სააღსრულებო წარმოების შეჩერება), მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება სსკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვოს მსესხებლისაგან სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ მთლიან დავალიანებაზე მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტის ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულების შედეგად გადახდა;
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას , რომ მოცემულ შემთხვევაში ო---- ნ-----ის მიერ დარღვეული იქნა 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულება, რამაც გამსესხებელს მიანიჭა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 403-ე, 408-ე, 411- 412 -ე მუხლების შესაბამისად; მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.19 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი სესხის ძირი თანხის დაფარვის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი (სესხის ძირი თანხის 3% ყოველთვიურად) მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა. ამ მუხლით გასაზღვრული პროცენტის გადახდა გაგრძელდება სესხის იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე; სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარიქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც მის წინააღმდეგ 2015 წლის 15 სექტემბერს გაიცა სანოტარო სააღსრულებო ფურცელი და მის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება 2015წლის 16 სექტემბერს. 2015 წლის 06 ოქტომბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნით ო---- ნ-----ემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2015წლის 15 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება. სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და შეჩერდა სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და შესაბამისი წარმოება;
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის, როგორც სესხების გაცემით დაკავებული სუბიექტის კომერციული ინტერესია, სესხების გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არის სასყიდლიანი, შესაბამისად, მოსარჩელეს, გაცემული სესხის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო სარგებელი; .მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც მან ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით.
სააპელაციო პაალტა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას , რომ ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულების 5.19 პუნქტით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის დანაწესის თანახმად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს;
სააპელაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს იპოთეკის საგნის (უძრავი ქონება საკადასტრო კოდით:0----------------------.) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით ამოღებული თანხიდან, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა ნებისმიერ ქონებაზე, საფუძვლიანია; . სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.ამავე მუხლის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ (3.2.4) გამსესხებლის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ უზრუნველყოფილია იპოთეკით, რაც მოიცავს მესაკუთრის ნ--- ნ-----ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ იპოთეკის საგანს: უძრავი ქონება: საკადასტორი კოდი:0----------------------.ხელშკრულების 6.3.1.1.2. პუნქტით დადგენილი იქნა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილია გამსესხებლის შემდეგი მოთხოვნა: ვალდებულებათა არაჯეროვნად შესრულებით ან შეუსრულებლობით იპოთეკარისათვის მიყენებული ზიანი, 6.3.1.1.4. მუხლის შესაბამისად კი სხვა ნებისმიერ ხარჯი და ზიანი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნეს ამ ხელშეკრულებიდან; ხოლო 6.3.1.2. პუნქტის თანახმად, იპოთეკის საგნით გამსესხებლის მიერ მსესხებლის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად ვერ დაკმაყოფილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის/მესაკუთრის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე, ამავდროულად ეს არ გამორიცხავს გამსესხებლის უფლებას ერთდროულად მოახდინოს აღსრულება როგორც იპოთეკის საგანზე, ასევე სხვა ქონებაზე.მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით.
სააპელაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ ო---- ნ-----ის სარჩელი უსაფუძვლოა;
სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ ო---- ნ-----ის სარჩელის მოთხოვნაა 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ასევე მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის და 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების სანოტარო აქტის და ხელშეკრულების ბათილად ცნობა ) და 2012 წლის 22 ოქტომბრის # 1-------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების აღდგენა შემდეგი პირობებით: სესხის ძირითად თანხა 24 610 აშშ დოლარი ( 75 000 აშშ დოლარს გამოკლებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი ძირი თანხა 39 750 აშშ დოლარი, ასევე 2014 წლის 27 ოქტომბრის შემდგომ გადახდილი 10 610 აშშ დოლარი ) გაუქმდეს სარგებელი და შემცირდეს პირგასამტეხლო 0.3%-დან 0.1.%-მდე და ის დაანგარიშდეს 24 610 აშშ დოლარიდან 2013 წლის აპრილის თვიდან; აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ სრულად გადაიხადა სარგებელი სესხის მოქმედების ვადაში, 2013 წლის 22 აპრილამდე ; ამასთან, ვინაიდან ვადაში ვერ მოახერხა სესხის ძირი თანხის, 75 000 აშშ დოლარის დაბრუნება, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2013 წლის 22 აპრილიდან 2014 წლის 17 სექტემბრამდე ძირი თანხის სახით გადაიხადა 39 750 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე ასევე ძირი თანხის ანგარიშში გადაიხადა 10 640 აშშ დოლარი, ჯამში ძირი თანხის ანგარიშში მის გადახდილი იქნა 50 390 აშშ დოლარი;
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 2014 წლის 27 ოქტომბერს მასთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არის თავლთმაქცური, რადგან ის ფარავს 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებას, იმდენად, რამდენადაც 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების ძირი თანხა 80 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს არ მიუღია ხელზე ამ თანხიდან ისე დაიფარა 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 76 275 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე არ მიუღია დანარჩენი თანხაც;
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ არ დგინდება 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები ნების გამოვლენის ნაკლის თუ მართლწინააღმდეგობის თვალსაზრისით; კერძოდ, მხარეები არ დავობენ, რომ 2012 წლის 22 ოქტომბერს შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-ს და ო---- ნ-----ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 75 000 აშშ დოლარი, სესხი სარგებლიანია და შეადგენს სესხის ძირი თანხის 3%-ს, სესხის ვადად განისაზღვრა 6 თვე. წინამდებარე ხელშეკრულების 5.11 პუნქტის მიხედვით, თუ განსესხებელი ცალმხრივად მეორე მხარისადმი შეტყობინების ვალდებულების გარეშე სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, სესხის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
დადგენილია, რომ ო---- ნ-----ეს 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, მას ხელშეკრულების მოქმედების ვადაში 2013 წლის 22 აპრილამდე არ დაუფარავს სესხის ძირი თანხა 75 000 აშშ დოლარი, ამასთან მის მიერ 50 390 აშშ დოლარის გადახდა მოხდა მხოლოდ ხელშეკრულების ვადია ამოწურვის შემდეგ სხვადასხვა პერიოდებში, რაც წარმოადგენს არა ძირი თანხის დააფრვას, არამედ სესხის პროცენტს, რისი დარიცხვაც მხარეთა შეთანხმებით , 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.11. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც გრძელდებოდა; 2014 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული იქნა სამმხრივი სესხის და იპოთეკის ხელსეკრულება შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“-ს, ო---- ნ-----ეს და შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------ს შორის, რომლის ფარგლებში შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------ს“ სასეხო ვალდებულების შესრულების მიზნით შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“-მ გასცა ო---- ნ-----ეზე სესხი 80 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით, სესხის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდი; აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, გამსესხებელი მსესხებელს გადასცემს სესხის ძირი თანხის ნაწილს 76 275 აშშ დოლარს, რათა მსესხებელმა დაფაროს შპს „ბ------ ჰ--------ს ჯ--------“-ს მიმართ არსებული დავალიანება, გააუქმოს არსებული იპოთეკა რის შედეგადაც გამსესხებელი იპოთეკის საგანზე რეგისტრირებული იქნება როგორც პირველი რიგის იპოთეკარი; საქმის მასალებით დადგენილია, რომ 76 275 აშშ დოლარით დაიფარა 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების ძირი თანხა, გაუქმდა აღნიშნული ხელშეკრულება და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში შპს „ბ------ ჰ--------ს ჯ--------“-ს სასარგებლოდ რეგისტრირებული პირველი რიგის იპოთეკა , ხოლო შპს „ჯ--------- ფ-----–---– კ-------- ჯ--------“ დარეგისტრირდა პირველი რიგის იპოთეკარად;
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ საქმის მასალებზე დაყრდნობით და საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული, რომ მხარეებს ნამდვილად სურდათ იმ გარიგება დადება, რაც დადეს, ანუ მათი შინაგანი ნება გამოვლინდა მათსავე სურვილის გათვალისწინებით. საწინააღმდეგოს მტკიცება საქმეში არ არის;
სააპელაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასაამრთლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით (ხელშეკრულებაზე ხელმომწერ მხარეთა ნამდვილი ნება დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ) მოახდინეს 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხის რეფინანასირება და მხარეებმა, კერძოდ, მოსარჩელემ მიიღო ის დაკმაყოფილება რისი ინტერესიც მას გააჩნდა ამ ხელშეკრულების მიმართ ანუ დაიფარა 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულები საფუძველზე ო---- ნ-----ის არსებული დავალიანება კრედიტორის შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-ს ანგარიშზე 76 275 აშშ დოლარის ჩარიცხვის გზით, რამაც დაფარა როგორც ძირი თანხა (75 000 აშშ დოლარი) ასევე დარიცხული და ამ დრომდე გადაუხდელი პროცენტი ; ამასთან, გაუქმდა შპს „ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------“-ს სასარგებლოდ რეგისტრირებული პირველი რიგის იპოთეკა;
სააპელაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ მისი შეუსრულებელი ვალდებულება 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მოიცავდეს მხოლოდ დარჩენილ ძირ დავალიანებას 24 610 დოლარს, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს შპს „ბ------ ჰ---–----- ჯ--------ს“ მიმართ უნდა დაეფარა სესხის ძირი თანხა 75 000 აშშ დოლარი 2013 წლის 10 აპრილამდე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ო---- ნ-----ე მითითებული ხელშეკრულების 5.11 მუხლის შესაბამისად განაგრძობდა ყოველთვიურად პროცენტის გადახდას, მხარეთა შეთანხმებისამებრ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, რადგან ძირი თანხის ნაწილში მოსარჩელის მიერ ვალდებულება არ იყო შესრულებული მის მიერ სადავოდ გამხდარი გადახდილი 50 390 აშშ დოლარი წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე და 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.11 მუხლის შესაბამისად გადახდილ სარგებელს, რაც არ უნდა გამოკლებოდა ძირ თანხას- 75000 აშშ დოლარს. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი, ო---- ნ-----ე აღდგეს 2012 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულების პირობებში, რადგან მის მიერ ძირი თანხის ანგარიშში გადახდილი არ არის 50 390 აშშ დოლარი (მას ძირი თანხის ანგარიშში აღუდგება დავალიანება 75 000 აშშ დოლარზე) , რაც იქნა კიდეც გათვალისწინებული 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულებაში.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ ანალიზს 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 მუხლთან მიმართებაში, რომლის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა სესხის თანხაზე ხდებოდა და გადახდას ექვემდებარებოდა სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, სესხის იძულებით ან ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. ამდენად, ვინაიდან სესხის დაფარვა მოხდა 2014 წლის 27 ოქტომბერს ახალი ხელშეკრულების გაფორმებით, შესაბამისად სესხს სარგებელი უნდა დარიცხვოდა 2012 წლის 22 ოქტომბრიდან 2014 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 24 თვეზე და 5 დღეზე, გამოდის რომ ო---- ნ-----ეს ამ დროისათვის გადახდილი უნდა ჰქონოდა (24*2250)+(5*75)=54 375 აშშ დოლარი,ნაცვლად აღნიშნული თანხისა ო---- ნ-----ის მიერ აღნიშნულ პერიოდში გადახდილი იქნა 51 000 აშშ დოლარი, შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის დროს-2014 წლის 27 ოქტომბრისთვის, მხოლოდ სარგებლის სახით ო---- ნ-----ეს შპს”ბ------ ჰ---–-----ს ჯ--------ს” მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 3 375 აშშ დოლარი, სესხის ძირი თანხის სახით 75 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო, რომელიც იმ დროისათვის არ იქნა მოთხოვილი.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია 4725 აშშ დოლართან მიმართებაშიც, ( რომელიც მოსარჩელის განმარტებით წარმოადგენს სხვაობას 2014 წლის სესხის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ 80000 აშშ დოლარსა და სესხის ძირ თანხას-76 275 აშშ დოლარს შორის), რადგან მითითებულ თანხებს შორის სხვაობა არის 3 725 აშშ დოლარი , რაცსაქმის მასალების მიხედვით წარმოადგენს 2014 წლის 27 ოქტომბრის სესხის დარიცხვის საკომისიოს, რაც ბუნებრივია მოსარჩელე ხელზე ვერ აიღებდა;კერძოდ, 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 2.12 პუნქტით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი-ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხით სარგებლობისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც დაიანგარიშება და გადახდილი იქნება ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნული პუნქტის თანახმად, დაანგარიშებული იქნა სესხის სარგებლობის საპროცენტო სარგებელი (საკომისიო), რაც დაერიცხა სესხის თანხას.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე; კერძოდ,განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდაზე ; სადაო სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობაა 0,3%, მოსარჩელე ითხოვს მის შემცირებას 0,1 %-მდე ; 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.22 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სესხის ძირი თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა. სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20 %-ისა; სესხის ძირ თანხას სააღსრულებო ფურცლით წარმოადგენს 80 000 აშშ დოლარი, რომლის 20% შედგენს 16 000 აშშ დოლარი. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს პირგასამტეხლოს ოდენობის 03%-დან 0,1%-მდე შემცირება, რაც ყოველვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 80 აშშ დოლარს. პირგასამტეხლოს ათვლის ვადა სააღსრულებო ფურცლის მე-6 პუნქტის თანახმად წარმოადგენს 2015 წლის 11 თებერვალი 2015 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. ძირი თანხის 0,1% 80 აშშ დოლარის მითითებულ პერიოდზე დაანგარიშება იძლევა 17 120 აშშ დოლარს (80000:100*0,1%=80 აშშ დოლარს* 30 დღეზე= 2400 აშშ დოლარს * 7 თვე და 4 დღე= 17120 აშშ დოლარს) , ანუ პირგასამტეხლოს 0,1 %-მდე შემცირება იძლევა დაანგარიშებულ პერიოდზე 1120 აშშ დოლარით მეტს, ვიდრე სააღსრულებო ფურცელშია დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ო---- ნ-----ის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მისი შემცირების საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პ[ოზიციას, რომ არ არსებობს საიმისო საფუძველი, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშდეს ძირი თანხის 24 610 აშშ დოლარიდან, რომლის ოდენობა უნდა დაანგარიშდეს 2013 წლის აპრილის თვიდან, სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, შესასრულებელი ვალდებულების ძირი თანხის ნაწილში 24 610 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრის და 2012 წლის 22 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია ასევე მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს, სესხის ძირი თანხის 24610 აშშ დოლარიდან დაანგარიშების ნაწილშიც.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2017წ. განჩინებით ო---- ნ-----ეს და ნ--- ნ-----ეს გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის - 2500 ლარის გადახდა სააპელაციო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე(ტ. 3, ს.ფ. 44).
ვინაიდან წინამდებარე განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ო---- ნ-----ეს და ნ--- ნ-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2017წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო---- ნ-----ის და ნ--- ნ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. ო---- ნ-----ეს და ნ--- ნ-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2500 (ორიათს ხუთასი) ლარის ოდენობით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე 5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: ანა გოგიშვილი
ლევან გვარამია