განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002639521
საქმე №1ბ/587-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ---------------–-–---–ის,გამართლებულ: ვ--------–-----–--ს,ადვოკატ: გ--------------ის
მონაწილეობით,ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--------–-----–--ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ქ. თბილისი, ვ-–----–----–------------------------ში მცხოვრების: ქ-------–-------------–--–---–-----------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ--------–-----–--ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში, ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–------------------ში, ბ-------–---–----------------“-ში, ვ--------–-----–--მ თავის დას ს---------–-----–--ს თავის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც ს---------–-----–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით ვ--------–-----–-- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ--------–-----–--ს ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის ადეკვატური, სამართლიანი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის სახით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რამაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადსტურა ვ--------–-----–--ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის თვითმხილველი მოწმე ქ-------------------------------ის ჩვენება, ისე წერილობითი მტკიცებულებები. ასევე უნდა აღინიშნოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ--------–-----–--ს მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ვ--------–-----–--ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს მოწმეთა ჩვენებებს, წერილობით მტკიცებულებებს და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაზარალებულმა ს---------–-----–--მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოწმე მ---------------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს იმყოფებოდა დ-------------ში, შვილებთან ს---------–-----–--სთან და ვ--------–-----–--სთან ერთად. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ს----------–-----–--ს მეგობრები. ვ---------–-----–--ს და ს---------–-----–--ს ერთმანეთში მოუვიდათ უთანხმოება, ვ--------–-----–--მ მოთხოვა ს---------–-----–--ს მეგობრებს დაეტოვებინათ მისი სახლი, ხოლო ს---------–-----–-- აპროტესტებდა ამ მოთხოვნას და იყო აგრესიული. ვ--------–-----–--მ მის ქალიშვილს - ს---------–-----–--ს ხელი მოჰკიდა, მიიყვანა კართან და უთხრა, რომ სახლიდან წასულიყო. ამ დროს ს---------–-----–--ს მეგობარი ირანელი გოგო უკვე გარეთ იმყოფებოდა.
მოწმე თ-------------–---–მა განმარტა, დაახლოებით 5 საათისთვის სამსახურის შემდეგ ის და მისი მეუღლე - ვ--------–-----–-- ავიდნენ დ-------------ში, სადაც იმყოფებოდა მისი დედამთილი. სახლში ასევე დახვდათ ვ--------–-----–--ს და - ს---------–-----–-- მეგობრებთან ერთად. ვ--------–-----–--ს და ს---------–-----–--ს სტუმრების თაობაზე უთანხმოება მოუვიდათ ერთმანეთში, ვ--------–-----–-- მოითხოვდა ს---------–-----–--ს თავის მეგობრებთან ერთად დაეტოვებინა სახლი. ვ--------–-----–--მ ს---------–-----–--ს მხრებში მოკიდა ხელი, ჭიშკართან მიიყვანა და მოუწოდა, რომ არ დაბრუნებულიყო. მან უარყო ვ--------–-----–--ს მხრიდან ს---------–-----–--სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის (ხელის დარტყმა) მიყენების ფაქტი.
ვ--------–-----–--მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ს---------–-----–--სთან მოუვიდა უთანხმოება. ის (ვ--------–-----–--) ითხოვდა სახლიდან წასულიყვნენ ს----------–-----–-- თავის სტუმრებთან ერთად, რის გამოც მან ხელი მოკიდა ს---------–-----–--ს და გაიყვანა სახლის ეზოდან. მისი განმარტებით, მას არ მიუყენებია ს---------–-----–--სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმე ქ-------------------------------ის გამოქვეყნებული ჩვენებით ირკვევა, რომ ის თ-----------------–-–---–ი და ს---------–-----–-- იმყოფებოდნენ, ს---------–-----–--ს სააგარაკე სახლში, დ-------------ში. საღამოს საათებში სახლში მივიდა ვ--------–-----–--, რომელმაც პროტესტი გამოთქვა თ-----------------–-–---–ის იქ ყოფნის თაობაზე. შემდეგ ვ--------–-----–--მ ს---------–-----–--ს თავის არეში მიაყენა რამდენიმე დარტყმა, ვ--------–-----–--ს გაშველებას ცდილობდნენ ის (ქ-------------------------------ის) და მ---------------ე.
სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნის თანახმად, 22.08.2018 წ. მოქ. ს---------–-----–--ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება მარჯვენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მხარეებმა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები (მ-----–--------–---–ის ჩვენება და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკვნა) უდავოდ მიიჩნიეს და გამომდინარე აქედან, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმე ქ-------------------------------ის ჩვენებით, ისე წერილობითი მტკიცებულებებით, დასტურდება ვ--------–-----–--ს ბრალდება, ვინაიდან მოწმე პოლიციის თანამშრომელი მ-----–--------–---–ის ჩვენებით, ინფორმაცია მიიღო ვ--------–-----–--ს ადგილსამყოფლის შესახებ, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო მოწმეები კ----------------------------------------------–-–---–- მონაწილეობას იღებდნენ ვ--------–-----–--ს დაკავებაში, დაზარალებულმა ს---------–-----–--მ კი მასზე განხორციელებული ძალადობა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). ერთადერთი თვითმხილველი მოწმე, რომელიც ადასტურებს დაზარალებულზე ვ--------–-----–--ს მხრიდან განხორციელებულ ძალადობას, არის მოწმე ქ-------------------------------ი. მისი ჩვენების მიხედვით ვ--------–-----–--მ რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი თავის არეში ს---------–-----–--ს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ვ--------–-----–--ს მეუღლის და დედის, ასევე თავად ვ--------–-----–--ს ჩვენებებთან, რომლებიც უარყოფენ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქ-------------------------------ი არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე, ეს უკანასკნელი ცალმხრივად გამოიკითხა გამოძიებაში, რომლის ჩვენებაც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე. დაცვის მხარეს (მათ შორის ბრალდებულს), არ მიეცა ჯვარედინი (კრიტიკული) დაკითხვის საშუალება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ამ ჩვენებას სასამართლო ვერ დაეყრდნობა და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ ამ მტკიცებულებას ვერ დაუდებს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდეს მხოლოდ გამოქვეყნებულ ჩვენებას.
რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული მტკიცებულება გამომდინარეობს დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ვ--------–-----–--მ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ვ--------–-----–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ვ--------–-----–--ს მხრიდან ს---------–-----–--ს მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ვ--------–-----–--მ ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ვ--------–-----–--ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი ვ--------–-----–--ს მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი ვ--------–-----–--ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ--------–-----–-- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ--------–-----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
ვ--------–-----–--ს სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
ვ--------–-----–--ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:
ლაზერული დისკები - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი