განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2019
საქმის ნომერი
330100117002199131
ინსტანცია
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002199131

საქმე №1/ბ-1154-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

 

ნინო სოლომნიშვილის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----------–ის

ადვოკატების: მ--–--------–-----ს, ა-----–-–---–---–ის

მსჯავრდებულის: ლ----------–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ----------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ--–--------–-----სა და ა-----–-–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ლ----------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის: ო-----------------------------------–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მ--- ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ----------–-–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში.

 

2016 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–--------–------------ შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ----------–-–---–ი იმყოფებოდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით „რენჯ როვერი“, სახელმწიფო ნომრით - V-------- და გართობის მიზნით, აღნიშნული ავტომობილით მოძრაობდა სხვადასხვა მიმართულებით და აკეთებდა მკვეთრ მანევრებს, რა დროსაც, იმავე ტერიტორიაზე, ავტომანქანის მახლობლად ქვეითად გადაადგილდებოდა 18 წლის შ-------------ე. ლ----------–-–---–მა, დაარღვია რა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და ამავე კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, ავტომობილ „რენჯ როვერის“ წინა ნაწილით დაეჯახა და გადაუარა შ-------------ეს, რომელიც გადაყვანილი იქნა მ--- კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას მიღებული დაზიანებების შედეგად იმავე დღეს გარდაიცვალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით:

 

ლ----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მ--- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ლ----------–-–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 2 (ორი) წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

 

მსჯავრდებულ ლ----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.

 

მსჯავრდებულ ლ----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 ნოემბრიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ----------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ--–--------–-----მ და ა-----–-–---–---–მა. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მ--- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ლ----------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ----------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ--–--------–-----სა და ა-----–-–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ლ----------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები ლ----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ----------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე რეალურად სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ლ----------–-–---–მა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ნამდვილად გადაუარა ძირს დაცემულ შ-------------ეს. დაცვის მხარე აპელირებს რა შემთხვევის ადგილზე, მიიჩნევს, რომ, რადგან შეჯახება მოხდა მინდორში და არა სამანქანო გზის სავალ ნაწილზე, ადგილი არ ჰქონია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის მე-60 პუნქტზე, რომლის თანახმად: ,,საგზაო მოძრაობა არის გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები“. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობები წარმოიშვება მხოლოდ გზაზე და არა მინდორში. მოცემული შემთხვევა - ავტომობილის გადავლა მიწაზე დავარდნილ მოქალაქეზე მომხდარია მინდორში, რომელიც გზის ტერმინის განმარტებითა და ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეიძლება ჩაითვალოს გზად. კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილის მოძრაობა მინდორში არ შეიძლება ჩაითვალოს საგზაო მოძრაობად, შესაბამისად, კონკრეტული შემთხვევა ვერ იქნება განხილული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევად (ავარიად). ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის 65-ე პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების აუცილებლობას გზაზე - ,,საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია) – გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა ქონება“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ კონკრეტული შემთხვევა არ წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას და მასში მონაწილე პირთა ურთიერთობები ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდება (იხ. საააპელაციო საჩივარი).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - საკითხის გასარკვევად, ჩაიდინა თუ არა ლ----------–-–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, სავალდებულოა დაადგინდეს, ლ----------–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას და დადგა თუ არა შედეგი, - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამავე დროს, არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. თავის მხრივ, ექსპერტიზის კომპეტენციას წარმოადგენს - ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული, ექსპერტიზის დასკვნით ასევე უნდა დადგინდეს, შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი ავალდებულებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ვინაიდან სააპელაციო პალატა საქმეს განიხილავს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატა სასამართლოში გამოკვლეულ მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლებიც დაკავშირებულია სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან.

 

მოწმე გ---------------ის განმარტებით, 2016 წლის 21 აპრილს, ის და მისი მეგობარი გ-------------- მივიდნენ მ------ში ლ-–-----------ისა და შ-------------ის კორპუსთან მათ სანახავად. დაურეკეს ლ----------–-–---–ს და ამგვარად შეიკრიბნენ. ლ----------–-–---–ი მამის RANGE ROVER-ის ფირმის ავტომანქანით იყო, ლ-–-----------ე კი BMW-ს მარკის მანქანით. წავიდნენ თ---ის მიმართულებით, ზღვის დასახლებისკენ, ს----–---ის შემდეგ მინდვრისკენ, სადაც რამდენჯერმე არის ნამყოფი, მათ შორის, ლ---- ზ---–-–---–თან ერთად. მათ იქ ადრეც „უდრიფტავიათ“ RANGE ROVER-ის ავტომანქანით. იქ, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, არის საავტომობილო გზა, სადაც ავტომობილები არც თუ ისე ხშირად მოძრაობენ. იმ პერიოდში, როდესაც იქ იყვნენ, ერთმა მანქანამ აიარა კიდეც. მძღოლები - ლ----------–-–---–ი და ლ-–-----------ე მანქანას „ადრიფტავებდნენ“. იგი (გ---------------ე), ლ-–-----------ესა და გ--------------სთან ერთად იჯდა ლ-–-----------ის მანქანაში, რომელიც მოხრეშილ გზაზე იყო გაჩერებული, რადგან მანქანა დაბალი იყო. ლ----------–-–---–ი კი გადავიდა მინდორზე. აღნიშნულ დროს არ ბნელოდა, თუმცა იყო მოღრუბლული და წვიმას აპირებდა. ზ---–-–---–ის მანქანიდან გადმოვიდნენ შ-------------ე და შ---------------–--ე, ხოლო მანქანაში, საჭესთან დარჩა თავად ლ----------–-–---–ი და მის გვერდით მჯდომი ა---------------ე. ისინი მანქანას ამოძრავებდნენ აქეთ-იქით წრეზე, ანუ „ადრიფტავებდნენ“, რა დროსაც მანქანა მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა, რადგან ეს იმ ადგილზე შეუძლებელი იყო. შ-------------ე კი მანქანის წინა მხრიდან იდგა, ფოტოებსაც იღებდა მობილურით და მოძრაობდა, ამ დროს თვითონ (მოწმე) ღ-------ის მანქანაში წინა მარცხენა მხარეს იჯდა, ლ----------–-–---–ის მანქანიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით და უყურებდა მათ წინა მხრიდან. დაინახა, რომ ზ---–-–---–ის მანქანა შ-------------ესთან უკვე ახლოს იყო. შ-----მ სცადა გაქცევა, თუმცა ვერ მოახერხა და ლ----------–-–---–ის მანქანამ გადაუარა, რა დროსაც მანქანა დამუხრუჭებულ მდგომარეობაში იყო და მოსრიალებდა. დაჯახების შემდეგ მანქანაც გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდნენ ზ---–-–---–ი და ბ--------ე. თვითონაც (მოწმე) მაშინვე გადმოხტა ღ-------ის ავტომანქანიდან, გადაჰყვნენ ბიჭებიც, რათა შ-----ს დახმარებოდნენ. შ-----ს ფეხები მანქანის ქვემოთა ნაწილში ჰქონდა მოქცეული. მანქანამ ძ------ეს მხოლოდ წინა საბურავებით გადაუარა, რადგან წინა მხრით იყო დაჯახებული. შ-----ს ხელი ხელებზე მოჰკიდა, გამოაცურეს დაახლოებით შუა ნაწილიდან, ჩასხდნენ ზ---–-–---–ის მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოძახეს, რადგან ისეთი ადგილი იყო, რომ სასწრაფოს მიგნება გაუჭირდებოდა.

 

მოწმე ლ-–-----------ემ აჩვენა, რომ 2016 წლის 21 აპრილს, მ------ში, მის კორპუსთან შეიკრიბნენ ბიჭები - გ---------------ე, გ--------------, ა----------------ე, ლ----------–-–---–ი, შ-------------ე და შ---------------–--ე. მას (ლ-–-----------ეს) ჰყავდა დედამისის კუთვნილი, BMW-ს მარკის მანქანა, სადაც მასთან ერთად იჯდა გ---------------ე და გ--------------, ხოლო ზ---–-–---–ს ჰყავდა RANGE ROVER, სადაც მასთან ერთად ისხდნენ შ---------------–--ე, ა----------------ე და შ-------------ე. ისინი ყველანი წავიდნენ თ---–------------ ტერიტორიის მიმართულებით. ს----–---ის შემდეგ გაიარეს გარკვეული მანძილი, შემდეგ გზა გადადის მინდორზე. აღნიშნულ ადგილზე იგი (მოწმე) მანქანით არის ნამყოფი. იგი (ლ-–-----------ე) გაჩერდა ხრეშიან გზაზე, მინდვრიდან დაახლოებით 60 მეტრში, წინ, მარჯვენა მხარეს საჭესთან იჯდა თავად, მის გვერდით იჯდა გ----------------ე, ხოლო უკან - გ--------------. ლ----------–-–---–ი მანქანით გადავიდა მინდორზე, რომელიც მდებარეობდა მისი მანქანიდან მარცხნივ. ამის შემდეგ ზ---–-–---–ის მანქანიდან შ-------------ე და შ--–-------------–--ე გადმოვიდნენ, ა----------------ე და ლ----------–-–---–ი კი დარჩნენ მანქანაში. ავტომობილს მართავდა ლ----------–-–---–ი, რომელიც მანქანას ამოძრავებდა წრიულად, ანუ მანქანას „ადრიფტავებდა“. მას (მოწმეს) უშუალოდ დაჯახების მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ აღნიშნული დაინახა გ----------------ემ, რომელსაც შეეშინდა და დაიწყო ყვირილი, რის გამოც გადმოვიდნენ მანქანიდან. ამის შემდეგ მან (ლ-–-----------ემ) დაინახა, რომ შ-------------ე RANGE ROVER-ის ქვეშ იყო და სისხლი სდიოდა პირიდან. მისმა მეგობრებმა მანქანის მარცხენა მხრიდან, ავტომანქანის ქვედა ნაწილიდან გამოიყვანეს შ-------------ე, ჩასვეს ზ---–-–---–ის მანქანაში, რომელსაც ზ---–-–---–თან ერთად გაჰყვა გ---------------ე და წაიყვანეს საავადმყოფოში, თავად კი თავისი მანქანით წავიდა შემთხვევის ადგილიდან.

 

მოწმე ა------ ბ--------ის განმარტებით, 2016 წლის 21 აპრილს, მ------ში შეხვდა გ---------------ეს, ლ-–-----------ეს, გ--------------ს, შ--–-------------–--ეს, ლ----------–-–---–სა და შ-------------ეს. ლ-–-ს და ლ----ს მანქანებით წავიდნენ რესტორან „ს----–---ის“ ტერიტორიაზე. ავიდნენ თ---–------------ ტერიტორიაზე, სადაც რამდენჯერმე არის ნამყოფი, თუმცა ასეთ სიტუაციაში პირველად იყო. იგი (ა----------------ე) იჯდა ლ----------–-–---–ის მანქანაში - RANGE ROVER-ში. ლ----------–-–---–მა დაიწყო მანქანის მინდორზე „ბზრიალი“. იმ ადგილზე, სადაც „დრიფტაობდნენ“, მოწმის განმარტებით, მანქანები არ მოძრაობდნენ. მინდორზე მოსახვედრად კი იყო სამანქანო შესასვლელიც. დასახელებულ ტერიტორიაზე, როდესაც დაღმართსკენ წავიდნენ, მანქანა არ მიდიოდა სწრაფად. ლ----------–-–---–ი საჭეს ამოძრავებდა. აღნიშნულ დროს მინდორში იდგნენ შ---------------–--ე და შ----------------ე, რომელიც აქეთ-იქით დარბოდა და ვიდეოს/ფოტოს იღებდა. შ--------მ მანქანის დანახვაზე, რომელიც მისგან დაახლოებით 10-15 მეტრში იმყოფებოდა, გაქცევა დააპირა, მაგრამ ამ დროს ფეხი დაუსრიალდა, ლ----მაც დაამუხრუჭა, თუმცა მანქანა მაინც დაეჯახა მას, რა დროსაც მანქანის წინა ნაწილით წელზე გადაუარა, რის შემდეგაც სისხლიანი შ----------------ე მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს.

 

მოწმე შ--–-------------–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 21 აპრილს, საღამოს, თავისი სახლის წინ შეხვდა ა---------------ესა და შ-------------ეს. ცოტა ხნის განმავლობაში ისხდნენ მის მანქანაში, შემდეგ მივიდა ლ----------–-–---–ი. გარკვეული დროის შემდეგ მანქანებით ზღვაზე წასვლა გადაწყვიტეს. წავიდნენ ლ-–-----------ისა და ლ----------–-–---–ის მანქანებით. ლ----------–-–---–ის მანქანაში ისხდნენ თვითონ, ლ---- ზ---–-–---–ი, ა----------------ე და შ-------------ე. თვითონ იჯდა ლ----ს გვერდით, ამიკო და შ----- - უკანა სავარძელზე. ლ-–-----------ის მანქანაში ისხდნენ გ---------------ე, ლ-–-----------ე და ქ-----. ,,ს----–---ეს’’ რომ გაცდნენ, არის მოსახვევი, ხრეშიანი გზა, იქ ავიდნენ, გზიდან გადავიდნენ, პატარა გზა შედიოდა ბალახიან ტერიტორიაზე. ლ----------–-–---–ის მანქანით შევიდნენ, ხოლო ლ-–-მ მანქანა გააჩერა, რათა არ გაეფუჭებინა. RANGE ROVER-ის საჭესთან ლ----------–-–---–ი იჯდა. მანქანით ,,ზიგზაგებს’’ აკეთებდნენ. შემდეგ გააჩერეს მანქანა და ის (შ--–-------------–--ე) და შ-------------ე გადმოვიდნენ მანქანიდან. მას (მოწმეს) სახლიდან დაურეკეს და შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში გავიდა დასალაპარაკებლად, ცდილობდა ტელეფონზე დარეკვას, თუმცა ქარიანი ამინდის გამო ვერ ახერხებდა, ამიტომ ,,ეს ემ ესის’’ მიწერა გადაწყვიტა. ლ---- ამ დროს თავისი ავტომობილით წავიდა მინდვრის სხვა მიმართულებით. მოწმის განმარტებით, როდესაც შემოტრიალდა, დაინახა, რომ დაახლოებით მეტრანახევარი დისტანციით, შ----- წაქცეული იყო, მუხლზე ჩაჯდომილი. მისი (მოწმის) აზრით, შ-----ს ფეხი აუცურდა, მანქანა მოდიოდა მუხრუჭებით, დაინახა წინა საბურავები რომ იყო დამუხრუჭებულ მდგომარეობაში, უკანა საბურავებისთვის კი არ შეუხედავს. შ-------------ე ზურგით მანქანისკენ იყო. შემდეგ მან (შ--–-------------–--ემ) დაინახა, რომ მანქანა შ-----ს დაეჯახა და შეითრია საბურავებში. მანქანა ზემოდან მოექცა შ-----ს და რომ ვერ გამოყავდათ, მანქანა ცოტა გადაადგილეს. მანქანიდან გადმოსვლასა და დაჯახებას შორის დაახლოებით ოთხი წუთი იყო ინტერვალი.

 

მოწმე ს----–--–------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 21 აპრილს, საღამოს საათებში, მიდიოდა მასწავლებელთან. გზაში შეხვდა ლ-–-----------ე, რომელმაც უთხრა, რომ შემთხვევით ლ----------–-–---–ი დაეჯახა შ-------------ეს და საავადმყოფოში იყვნენ. მოწმემ განმარტა, რომ ლ----------–-–---–ის თხოვნით, ის (მოწმე) და ლ-–-----------ე ლ----ს ქურთუკისა და ტელეფონის წამოსაღებად წავიდნენ შემთხევის ადგილზე. ს----–---ესთან, მარცხენა მხარეს იყო ასახვევი. აღმართზე ავიდნენ. დაახლოებით 30-40 მეტრი იქნებოდა, სადაც გაჩერდნენ მინდორში, ღამე იყო, წვიმდა და რამდენიმე წუთში იპოვეს ტელეფონი, ჩართეს და კოდი დაეწერა. წამოიღეს მობილური. მოწმის განმარტებით, მერე გაიგო, რომ შ----- დაიღუპა.

 

მოწმე მ--------------ემ განმარტა, რომ, როგორც მისთვის ცნობილია, შ-------------ე თ---–------------ ტერიტორიაზე გარდაიცვალა ლ----------–-–---–ის მანქანის დაჯახების შედეგად.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ------------ემ განმარტა, რომ იცნობს ლ---- ზ---–-–---–ს. ერთად იზრდებოდნენ მისი შვილი შ-------- და ლ----. მომხდარის შესახებ თავისი მეგობრისგან გაიგო, რომელსაც შ--------მ უამბო ყველაფერი. მანამდე იცოდა, რომ ბავშვები იყვნენ წასული თ---–--------------, ს----–---ესთან, შ-----ს გამვლელი მანქანა დაეჯახა და მიიმალა. ამ ინფორმაციას დათო ზ---–-–---–ისგან ფლობდა.

 

მოწმე ნ------–----ემ აჩვენა, რომ მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობა აქვს მიღებული ავტომობილის დათვალიერებაში. კერძოდ, 2016 წლის 22 აპრილს, 112-ის საჯარიმო სადგომზე, მეწყვილესთან - მ-----------–--------სთან ერთად დაათვალიერა RANGE ROVER-ის ფირმის ავტომობილი, რა დროსაც გამომძიებელმა უთხრა, რომ მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც გარდაცვლილი იყო ერთი მოქალაქე. დათვალიერებისას ამოღებული იქნა ანაწმენდები წინა საქარე მინიდან და უკანა საქარე მინიდან, ასევე - ძრავის ხუფიდან. მანქანა აწეულ იქნა სპეციალური ამწევით და დათვალიერდა ქვემოდანაც. ავტომობილი ქვემოდან ტალახიანი იყო. ერთ ადგილას შეიმჩნეოდა აწმენდილი ტალახი, საიდანაც ასევე აღებულ იქნა ანაწმენდები. ასევე ამოღებულ იქნა თმის ღერი მანქანის წინა მარცხენა მხრიდან, საბურავის შხეფის დამცავიდან.

 

მოწმე ლ----------ემ განმარტა, რომ მოცემული საქმის გამოძიებაში ჩაერთო 2016 წლის 23 აპრილს. ფაქტი ეხებოდა თ---–------------ ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას, რის შედეგადაც გარდაიცვალა შ-------------ე. ლ-–-----------ის მითითებით, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად და შემთხვევის ადგილის დასადგენად. დადგინდა შემთხვევის ადგილი, სადაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ამოღებული იქნა იქ ნაპოვნი ავტომობილის პლასტმასის ნაწილები, რაზეც შემდეგ დანიშნული იქნა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი ეკუთვნოდა RANGE ROVER-ის ავტომობილს. ასევე ჩატარდა მეორე საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ლ-–- ღ-------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მან დაწვა შ-------------ის კუთვნილი აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი. მოწმის განმარტებით, თბილისის ზღვიდან არის გადასახვევი, რომელიც არის მოხრეშილი, მის გვერდით კი არის ის ადგილი, სადაც მოხდა შემთხვევა. ამ ადგილზე დღის განმავლობაში სრული ხილვადობაა, რაც სქემაშიც არის დაფიქსირებული. აღნიშნულ მონაკვეთზე რაიმე საგზაო ნიშანი არ არის განთავსებული.

 

მოწმე ქ---------------–---–ის განმარტებით, მუშაობს მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში ინგოროყვას კლინიკაში ექიმ-რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგად. პაციენტი შ-------------ე მოიყვანეს ა---–გაზრდა მამაკაცებმა თვითდინებით, ანუ ავტომობილით და არა სასწრაფოთი. მოწმემ აღნიშნა, რომ, შეიძლება ითქვას, პაციენტი იყო გარდაცვლილი. სიცოცხლის არც ერთი კლინიკურ-ობიექტური ნიშანი პაციენტს არ აღენიშნებოდა. შემოსვლისთანავე დაწყებულ იქნა აქტიური რეანიმაციული ღონისძიებები. სამედიცინო ისტორიის მიხედვით, პაციენტი შეყვანილია 19:32 საათზე, ბიოლოგიური სიკვდილი კი დადგა 20:00 საათზე.

 

მოწმე კ-----------–-----–---–მა განმარტა, რომ არის გამომძიებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში და იძიებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს. 2016 წლის 21 აპრილს მეწყვილე მიხეილ წიკლაურთან ერთად იყო მორიგე. მათთან ნომერ მეხუთე კლინიკური საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ მიყვანილი იყო პაციენტი შ-------------ე, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყეს გამოძიება. გავიდნენ აღნიშნულ საავადმყოფოში, თ---ის ტერიტორიაზე. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე და მასში ასახული მონაცემები.

 

საქმის არსებითი განხილვისას მოწმე დ----- ზ---–-–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მისი შვილის წინააღმდეგ.

 

2016 წლის 21 აპრილის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობით დგინდება, რომ 2016 წლის 21 აპრილს, 22:57 საათზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება N9----- მასზედ, რომ დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, თ---–------------ ა---– შემოვლით გზაზე, ზუსტი ადგილი და დრო დგინდება, დაუდგენელი ავტომობილი დაეჯახა ქვეითად მოსიარულე შ----- ლ----ის-ძე ძ------ეს, რის შემდეგაც იგი მ--- კლინიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა და გადასვენებულია პროზექტურაში.

 

2016 წლის 22 აპრილის დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი N0------ით დგინდება, რომ RANGE ROVER-ის მარკის ავტომობილს სახ.ნომრით - V-------- აღენიშნება დაზიანებები შემდეგ ადგილებში: უკანა შიტოკი, მარცხენა უკანა სტოპი, წინა შიტოკი, ე.წ. „ტუმანიკი“, მარცხენა სარკე, მარჯვენა კარების სამზეური. ავტომობილს ირგვლივ აქვს ნაკაწრები.

 

2016 წლის 25 აპრილის თმის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა ე-–----------–--ემ ქ.------–---------------------------------------------- მისამართზე, ზალაში დასვენებული შ-------------ის გვამის თავის ქალის თმების ნიმუში აიღო თავის ქალის სხვადასხვა ადგილებიდან და ყველა თმის ნიმუში მოთავსდა სპეციალურ პაკეტში, რაც დაილუქა სპეციალური წითელი ლენტით და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

2016 წლის 22 აპრილის ამოღების ოქმით დგინდება, რომ ამოღების წესით ამოღებულ იქნა ავტომობილი „რენჯ-როვერი“ სახელმწიფო ნომრით - V--------, მოთავსებული ქ. თბილისი, თ---ის დასახლება, მ--- საავადმყოფოს წინ ავტოსადგომზე ნებაყოფლობით წარმოადგინა მოწმე დ----- ზ---–-–---–მა და აღნიშნა, რომ ავტომობილს ირგვლივ აქვს მცირე დაზიანებები. ავტომობილი დათვალიერდა წვიმიან ამინდში, ხელოვნური განათების პირობებში. იგი არის სველი, ემჩნევა ირგვლივ წვრილი მტვრისა და ტალახის ნაწილაკების კვლები. წინა მარცხენა სანისლე ფარი ჩამტვრეულია. ვინაიდან ავტომობილი არის სველი და დალუქვის მიზნით, საჭიროა დანალუქ ადგილებზე გაიწმინდოს და გაწმენდვის შემთხვევაში, შესაძლოა, მასზე სავარაუდოდ არსებული კვალი წაიშალოს, კვალის წაშლისა და სირთულის გამო, ავტომობილი არ დაილუქა.

 

2016 წლის 7 მაისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა ლ----------ემ დაათვალიერა შსს საპატრულო პოლიციის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის განყოფილებიდან მიღებული, 2016 წლის 21 აპრილის ვიდეოჩანაწერები. კერძოდ, თბილისში, თ---–------------ შემოვლით გზაზე, თ---ის დასახლების მიმდებარედ არსებული ორი ვიდეოკამერის ჩანაწერები. პირველი ვიდეოკამერა აფიქსირებს თ---ის დასახლების მხრიდან თ---–------------ შემოვლით გზაზე ამომსვლელ ავტომობილებს. 18:49:21 საათზე კადრში შემოდის თ---ის მხრიდან მოძრავი მწვანე ფერის „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - M--------, რომელიც უხვევს მარცხნივ, ა---–ი შემოვლითი გზისკენ და გადის კადრიდან. 18:49:35 საათზე კადრში შემოდის თ---ის მხრიდან მოძრავი შავი ფერის რენჯ-როვერი სახელმწიფო ნომრით - V--------, რომელიც ანალოგიურად უხვევს მარცხნივ, ა---–ი შემოვლითი გზისკენ და გადის კადრიდან. მეორე ვიდეოკამერა აფიქსირებს თ---–------------ შემოვლითი გზიდან თ---ის დასახლების მიმართულებით ჩამსვლელ ავტომობილებს. 19:24:04 საათზე კადრში შემოდის რესტორან „ს----–---ეს“ მხრიდან, თ---–------------ ა---–ი შემოვლითი გზიდან მოძრავი ავტომობილი რენჯ-როვერი, სახელმწიფო ნომრით - V--------, რომელიც ჩადის თ---ის მიმართულებით და გადის კადრიდან. 19:28:24 საათზე კადრში შემოდის რესტორან „ს----–---ეს“ მხრიდან მოძრავი ავტომობილი „ბმვ“, სახელმწიფო ნომრით - M--------, რომელიც ასევე ჩადის თ---ის მხარეს და გადის კადრიდან. პირველი ვიდეოკამერა აღნიშნულ ავტომობილებს აფიქსირებს წინა მხრიდან, ხოლო მეორე ვიდეოკამერა - უკანა მხრიდან. პირველი ვიდეოკამერის დათვალიერებული ჩანაწერები, რომლებშიც დაფიქსირდა ხსენებული ავტომობილები. კერძოდ, 2016 წლის 21 აპრილის 18:45 -19:15 საათების ჩანაწერები, მოთავსებულია ერთ ცალ DVD დისკზე ორ ფაილად. მეორე ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებშიც დაფიქსირდა ხსენებული ავტომობილები, კერძოდ, 2016 წლის 21 აპრილის 19:15-19:35 საათების ჩანაწერები, მოთავსებულია მეორე DVD დისკზე, ასევე ორ ფაილად. ვიდეოჩანაწერები კოპირებული იქნა სამსახურებრივ კომპიუტერში, შემდგომში სისხლის სამართლის საქმეში ატვირთვის მიზნით, ხოლო ზემოაღნიშნული ორივე DVD დისკი დაილუქა ერთ კონვერტში #20/13 ლუქით, გაკეთდა თარიღი, ხელმოწერები და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

2016 წლის 21 აპრილის ტანისამოსის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ „N5 კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმ-რეანიმატოლოგმა ქ---------------–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა მოქ. შ-------------ის ტანისამოსი, რომელიც მას ეცვა საავადმყოფოში შეყვანის დროს. კერძოდ: ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, გაჭრილ მდგომარეობაში, რომელსაც აქვს ოთხი ჯიბე - ორი წინ და ორიც უკან, შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში არის ერთი ცალი 10 თეთრიანი მონეტა. შარვალს ასევე აქვს შავის ფერის ტყავის ქამარი ლითონის ბალთით, რომელსაც აქვს ლათინური “H” ფირმა. შავი ფერის ნაჭრის ქურთუკი შავი ტყავის სახელოებით, ბოლოებზე ნაჭრის სალტეებით, ორივე გვერდზე აქვს ჩაჭრილი ჯიბეები, რომლებიც ცარიელია და შიგნიდან აქვს თეთრი სარჩული, ასევე შინდისფერი მოკლემკლავიანი მაისური გაჭრილ მდგომარეობაში, წარწერების გარეშე. თეთრი ფერის ნაჭრის წინდა ორი ცალი ლურჯი წარწერით “puma”, რუხი ფერის საცვალი გაჭრილი, კოტონის ფირმის.

 

2016 წლის 22 აპრილის ავტომობილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის 21 აპრილს, ქ-------–--–--------–------------ შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, დათვალიერებული იქნა ავტომობილი „რენჯ როვერი“, სახ. ნომრით - V-------- ექსპერტების მონაწილეობით. ავტომობილს გარშემო მთლიან ზედაპირზე აქვს ტალახის ლაქები, გატეხილია უკანა ბამპერის მარჯვენა კუთხე, უკანა მარცხენა ფარის მინა ორ ადგილზე არის ჩატეხილი, წინა მარჯვენა საბურავის გარედან გარშემო წრეზე აღენიშნება მწვანე ფერის დანაშრევები, ავტომობილის წინა მოპირკეთების მარცხენა მხარეს არის ერთ ადგილზე მცირედ გატეხილი, ავტომობილის წინა მარჯვენა საბურავი ნაწილობრივ დაშვებულია, უკანა მარცხენა შუქფარი არის ჩატეხილი და ჩატეხილ ადგილზე მოწითალო ფერის შუქფარის ფრაგმენტი შევარდნილი შუქფარის ბუდეში. ავტომობილი სპეციალური ევაკუატორით იქნა აწეული და დათვალიერებული ქვევიდან. ავტომობილი ქვევიდან არის მთლიანად ტალახიანი, ხოლო ე.წ. რამაზე აღენიშნება ტალახის გაწმენდის კვალი, ავტომობილს არ აქვს მარცხენა სანისლე ფარი და ფარის ქვემოთ გატეხილია ბამპერის ქვედა ნაწილი. წინა სანომრე ნიშანი მარცხენა მხარეს არის მცირედ შეზნექილი, სადაც აღმოჩენილი იქნა მცირე ზომის ბოჭკოვანი ქსოვილი. ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის შხეფამრიდიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი თმის ღერის მსგავსი საგანი. ასევე ანაწმენდები დოლბანდზე ავტომანქანის ძრავის ხუფის გარე ზედაპირიდან, წინა საქარე მინის გარე ზედაპირიდან, უკანა საქარე მინის გარე ზედაპირიდან, უკანა საბარგულის გარე ზედაპირიდან, უკანა მარცხენა შუქფარის ზედაპირიდან, „ბამპერის“ მარჯვენა კუთხიდან. ავტომანქანის უკანა მარცხენა შუქფარის ფრაგმენტი ამოღებული იქნა ამავე შუქფარის ბუდიდან.

 

2016 წლის 25 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე ლ-–-----------ის მიერ გამოძიებისათვის გამოკითხვის და დამატებით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებების ადგილზე შემოწმების მიზნით, რათა დადგენილიყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი და შესაბამისად, შ-------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის პოვნის ადგილი.

 

2016 წლის 7 ივნისის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (მორფოლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „5 0----------- 22.04.2016 1 (ერთი) ც. თმის ღერი, ამოღებული ავტომანქანა „RANGE ROVER”, სახ. ნომრით - V---------ს წინა მარცხენა საბურავის შხეფ ამრიდიდან...“ მოთავსებული ერთი ღერი ბეწვი (ობ. N1), თავისი ფიზიკური და მორფოლოგიური მახასიათებლებით წარმოადგენს ადამიანის თავის გაწყვეტილ და დაზიანებულ თმას, რომელსაც ჩანასახოვანი ეპითელიუმი არ გააჩნია, რის გამოც გენეტიკური კვლევისათვის უვარგისია. თმის ფიზიკური და მორფოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ერთი ღერი თმის სრული საექსპერტო მორფოლოგიური კვლევის ჩატარება შეუძლებელია. საკვლევი წარმოდგენილი თმის ღერების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 3-4 ღერისა.

 

2016 წლის 15 ივლისის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი პლასტმასის ნატეხები წარმოადგენს ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2001 წელს დამზადებული ავტომობილის - “LAND ROVER RANGE ROVER 4,6 HSE”, სახ. ნომრით - V--------, საიდენტიფიკაციო N(VIN): S----------------, წინა მარცხენა დაზიანებული ნისლ-საწინააღმდეგო მაშუქის უკანა ნაწილის ფრაგმენტებს. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ---------------–--ემ.

 

2016 წლის 13 სექტემბრის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ატომობილ „ლენდ როვერ რენჯ როვერ“-ზე, სახ. ნომერი - V---------ზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებული იყოს როგორც ბლაგვ, მკვრივგარსიან საგანთან (საგნებთან) კონტაქტის შედეგად, ასევე ბლაგვ, რბილგარსიან საგანთან (საგნებთან) კონტაქტის შედეგად, როგორიც შესაძლებელია ყოფილიყო ადამიანის სხეულიც. ავტომობილ „ლენდ როვერ რენჯ როვერ“-ზე, სახ. ნომერი - V---------ს საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ------------–მა.

 

2017 წლის 17 მაისის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შ-------------ის ტანსაცმლიდან ჩამონაბერტყში აღმოჩენილია ერთი ორფენოვანი მიკრონაწილაკი, რომელიც ერთნაირია ფენების ფერით, მიმდევრობით და მიკროსტრუქტურით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის - „RANGE ROVER” სახ.ნომრით - V---------ს ლაქსაფარის ზედა ორ ფენასთან. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოშავო ფერის პლასტმასის ნატეხების ზედაპირზე ლაქ-საღებავები არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, აღნიშნული, როგორც...“ ამოღებული ავტომანქანა “RANGE ROVER” სახ. ნომრით - V---------ს წინა სანომრე ნიშნიდან“ მოთეთრო-მოჩალისფრო ბამბის ძაფის ფრაგმენტი არ მიეკუთვნება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შ-------------ის ტანსაცმლის ქსოვილებს და ფეხსაცმლის თასმას. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქვეითად მოსიარულის შ-------------ის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე, ავტომობილის საბურავის პროტექტორის გადავლის კვალი (კვლები) არ აღინიშნება. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---–-----–-----–მა.

 

2017 წლის 6 სექტემბრის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შ-------------ის სიკვდილის მიზეზია სხეულის შერწყმული პოლიტრამვა ჩონჩხის ძვლებისა და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით. გვამის გამოკვლევის, ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით სიკვდილის მომენტიდან გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ რვა საათისა, რაც არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ბიოლოგიური სიკვდილის დროს - 2016 წლის 21 აპრილის 20:00 საათს. შ-------------ეს გვამის გამოკლევისას აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: კეფა-ატლასის შესახსრების სრული გაგლეჯა, შეცილებით, შესახსრების გაგლეჯის შესაბამისად ზურგის ტვინის და მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით, ხერხემლის არხში დიფუზიური სისხლჩაქცევით და კეფის დიდი ხვრელის გავლით ქალას ღრუში გავრცელებით, ნათხემსა და მოგრძო ტვინში და მის მიდამოში კეროვანი და დიფუზიური სისხლჩაქცევები და იმბიბიციები. კისრის მე-6-მე-7 მალების და კისრის მე-7 და გულმკერდის პირველი მალების შესახსრების გაგლეჯვა, ზურგის ტვინის და მისი მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით, ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევებით. მკერდის ძვლის განივი მოტეხილობა მე-2-მე-3 ნეკნების შესახსრებას შორის. ორმხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები. მოტეხილი ნეკნების შესაბამისად - ნეკნთაშუა კუნთების, სისხლძარღვების, ნერვების, ფილტვის მფარავი და კედლის ამყოლი პლევრის ფურცლების, ორივე ფილტვის ქსოვილის დაზიანებებით. ორივე ფილტვზე მრავლობითი სხვადასხვა ზომის, უსწორო ფორმისა და კიდეების მქონე ჭრილობები, მარცხენა ფილტვის კართა დიდი ზომის უსწორო ფორმისა და კიდეების მქონე, პირღია ჭრილობა, რომლის შესაბამისად დაზიანებულია ფილტვის ვენა. ჭრილობების ირგვლივ დიფუზური ხასიათის სისხლჩაქცევებით, რომლებიც იმბიბირდება შუასაყარში. ორივე პლევრის ღრუში თხიერი სისხლი და სისხლის კოლტები: მარჯვნივ 700 მლ-მდე, მარცხნივ 1800 მლ-მდე. ნაწლავის მარყუჟებზე, უპირატესად მარჯვენა მხარეს მრავლობითი ალაგ კეროვანი, ალაგ დიფუზური ხასიათის სისხლჩაქცევები. მარცხენა წვივის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა - მოქმედი ძალის მიმართულებით სხეულის (წვივის) მიმართ - მარცხნიდან - მარჯვნივ, წინიდან - უკან. მოტეხილობათა შესაბამისად ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებში დიფუზური სისხლჩაქცევები. სხეულზე მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ერთად აღებულნი განეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და არიან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, შ-------------ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბეზოდიაზეპინისა და ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------ემ.

 

2016 წლის 16 სექტემბრის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გამოძიებით დადგენილ ვითარებაში, ავტომობილ „რენჯ როვერი“-ს მძღოლის ლ----------–-–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის, პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

2018 წლის 4 ივლისის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად კი, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის, 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოცემული კონკრეტული მონაკვეთი წარმოადგენს ამ კანონის რეგულირების სფეროს, რომლის მ--- მუხლის, 38-ე პუნქტის თანახმად, აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს საავტომობილო გზის (გრუნტიანი გზის საფარის) მიმდებარე ტერიტორიას, შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ცხადია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის დროს მძღოლ ლ----------–-–---–ს ევალებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოქმედება. გამოძიებით დადგენილ ვითარებაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „რენჯ როვერი“-ს მძღოლის ლ----------–-–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული შემთხვევა.

 

ზემოაღნიშნული ორივე ექსპერტიზის დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს მოწმედ დაკითხულმა ექსპერტებმა - დ------------–მა (2016 წლის 16 სექტემბრის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნა) და ი---------------ემ (ორივე დასკვნა).

 

2016 წლის 10 ნოემბრის საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ლ----------–-–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ლი და მუხლი 33-ე პუნქტი 1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

2018 წლის 3 ივლისის საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, მოცემული შემთხვევა წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას და მძღოლი ვალდებული იყო ემოქმედა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ, მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც აღწერილია მოწმე გ---------------ის დამატებითი დაკითხვის ოქმში და ა----------------ის გამოკითხვის ოქმში, მაშინ: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ლ----------–-–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ლი და მუხლი 33 პუნქტი 1-ლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. თუ, მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც აღწერილია მძღოლ ლ----------–-–---–ის დაკითხვის ოქმში, მაშინ: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი ლ----------–-–---–ი, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო მომხდარი შემთხვევის აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------ემ. მანვე განმარტა, რომ, თუ ავტომობილი გადაადგილდება ტყეში, მინდორში, ანუ არის რაღაც მონაკვეთი, სადაც მისი გადაადგილება-მოძრაობა (ა. პუნქტიდან ბ. პუნქტამდე მოძრაობა) შესაძლებელია, ის უკვე შესაძლებელია გზად ჩაითვალოს.

 

დაცვის მხარის მიერ წარდგენილია 2018 წლის 25 იანვრისა და 2018 წლის 27 ივნისის შპს „ბილდინგ-ექსპერტის“ მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N----- და N----- დასკვნები, რომელთა თანახმადაც, მოცემული კონკრეტული შემთხვევა - მძღოლის ლ----------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის შეჯახება მოქალაქე შ-------------ეზე, მომხდარია მინდორში. მინდორში მომხდარი შემთხვევა კი საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება, ამდენად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში მძღოლი ლ----------–-–---–ის მოქმედება არ შეიძლება განხილული იქნას საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 32.1 და 33.1 მუხლების და არც ამ კანონში მოცემული რომელიმე მუხლის უგულვებელყოფად. დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ. მანვე განმარტა, რომ ზემოაღნიშნული კანონით ტერმინი - გზის „მიმდებარე ტერიტორიის“ ცნება, მოიცავს იმ ტერიტორიებს, რომლებიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებების არა გამჭოლი მოძრაობისათვის და არანაირად არ შეესაბამება მოცემულ შემთხვევას.

 

საქმის არსებით სხდომაზე, ლ----------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ლ----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ----------–-–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე–5 ნაწილით.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან შეჯახება მოხდა მინდორში და არა სამანქანო გზის სავალ ნაწილზე, ადგილი არ ჰქონია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარე ლ----------–-–---–ს ედავება თ---–------------ შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილით მოძრაობისას ,,საგზო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და ამავე კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნების დარღვევას. სააპელაციო პალატა შემთხვევის უშუალო შემსწრე პირთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით, საქმეში არსებული სქემით - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმთან დანართით, ფოტო ცხრილით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ შემთხვევა მოხდა თ---–------------ შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე. გზის მიმდებარე ტერიტორია რომ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ადგილს წარმოადგენს, დასტურდება ამავე კანონის მეხუთე მუხლის 38-ე პუნქტით, სადაც განმარტებულია, რომ მიმდებარე ტერიტორია არის ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა). აღნიშნულ კონტექსტში, სააპელაციო პალატა შეფასებას მისცემს ზემოხსენებული ექსპერტიზის #0-------- დასკვნას. თავდაპირველად სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენზე (საქმე №---------, სადაც უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში #0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, მოცემული კონკრეტული მონაკვეთი წარმოადგენს ამ კანონის რეგულირების სფეროს, რომლის მეხუთე მუხლის, 38-ე პუნქტის თანახმად, აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს სავტომობილო გზის (გრუნტიანი გზის საფარის) მიმდებარე ტერიტორიას. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ცხადია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის დროს მძღოლ ლ----------–-–---–ს ევალებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოქმედება. გამოძიებით დადგენილ ვითარებაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,რენჯ როვერის“ მძღოლის ლ----------–-–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული შემთხვევა. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი ი---------------ე ვრცლად მიმოიხილავს საკითხს - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ვის მიმართ და კონკრეტულად რა ადგილას მომხდარ შემთხვევაზე ვრცელდება. კერძოდ: ,,საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცალსახად განსაზღვრულია, რომ ეს კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ამავე მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულია, თუ სად არ ვრცელდება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამავე კანონის მ--- მუხლის 65-ე პუნქტის განმარტებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა არის გზაზე მომხდარი (ავარია), ხოლო ამავე კანონის მ--- მუხლის 38-ე პუნქტის განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიას წარმოადგენს - ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის, კერძოდ: განმარტებაში ჩამოთვლილია სხვადასხვა ობიექტები და ტერიტორიები, ამავდროულად ნახსენებია სიტყვები - ,,და სხვა“, აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე და იმ გარემოებას, რომ მოცემული შემთხვევა მომხდარია საავტომობილი გზის მიღმა არსებულ ტერიტორიაზე (ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და რომელსაც ასევე გააჩნია შემავალი გზა), ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ კონკრეტულ მონაკვეთს მიესადაგება კანონში მოყვანილი საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის განმარტებაში ნახსენები სიტყვები - ,,და სხვა“. შესაბამისად, განურჩევლად იმისა, თუ რა მანძილით იქნება დაცილებული შემთხვევის (შეჯახების) ადგილი საავტომობილი გზიდან, ყველა შემთხვევაში იგი ჩაითვლება საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიად, ამასთან, აუცილებლად იმის გათვალისწინებით, თუ მიმდებარე ტერიტორიის რელიეფი, ტექნიკური თვალსაზრისით იძლევა სატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) მოძრაობის შესაძლებლობას. ... კონკრეტული მონაკვეთი - იქ, სადაც შ-------------ეზე ლ----------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შეჯახებას ჰქონდა ადგილი, წარმოადგენს საავტომობილო გზის (გრუნტიანი გზის საფარის) მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მომხდარი შემთხვევა (ავტომობილის ქვეითზე დაჯახება) განეკუთვნება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში ლ----------–-–---–ს ევალებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოქმედება. აქვე, ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ქვეითი შ-------------ე გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა იმ უბანზე, სადაც ხდებოდა ავტომობილის ,,დრიფტაობა“, რაც ცნობილი იყო მძღოლისათვის. შესაბამისად, ლ----------–-–---–ის მოქმდება არ შეესაბამება

,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული შემთხევა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა სრულ შესაბამისობაშია 2016 წლის 16 სექტემბრის ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნასთან და 2016 წლის 10 ნოემბრის საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნასთან. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით ასევე დგინდება, რომ ავტომობილ „რენჯ როვერი“-ს მძღოლის ლ---- ზ---–-–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ექსპერტების - დ------------–ისა და ი---------------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ განმარტებაზე, - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეს კონკრეტული მონაკვეთი წარმოადგენს გზის მიმდებარე ტერიტორიას. შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას მძღოლს ევალება დაიცვას საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაზეც უნდა გავრცელებულიყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ----------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ა---–ი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლ----------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ--–--------–-----სა და ა-----–-–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი ლ----------–-–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 73-ე მუხლის მესამე ნაწილით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ----------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ--–--------–-----სა და ა-----–-–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი ლ----------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ლ----------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მ--- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

ლ----------–-–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს 2 (ორი) წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა;

 

მსჯავრდებულ ლ----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 ნოემბრიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ავტომანქანა ,,ლენდ როვერ რენჯ როვერი’’ სახ. ნომრით - V--------, რომელიც განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

შ-------------ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი (აიფონი), დაუბრუნდეს შ-------------ის ოჯახის სრულწლოვან წევრს;

 

შსს ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის განყოფილებიდან მიღებული ვიდეოჩანეწერები, მოთავსებული ორ ცალ ლაზერულ დისკზე, ავტომობილის ამოღებისა და დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ლაზერული დისკი მობილური ტელეფონიდან გადმოწერილი მასალით, რომლებიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ავტომობილიდან ამოღებული თმის ღერი ერთ პაკეტად, შ-------------ის თმის ნიმუშები ერთ პაკეტად, ავტომობილიდან ამოღებული ბოჭკო, ავტომობილის ლაქსაღებავის ნიმუშები და მიკრონაწილაკები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის ნატეხები, რომლებიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, განადგურდეს;

 

ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა და ლ---- ზ---–-–---–ის მართვის მოწმობა, რომლებიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

მ. ლომთათიძე