განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2019
საქმის ნომერი
330210014611359
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014611359

საქმე №2ბ/6844-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - დ-------- ლ---------–---ი, შპს ”ე----–------ ნ----ი” E-------- N---

წარმომადგენელი - ლ---–--------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ----- ვ-–--ე

წარმომადგენელი - თ--------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დ----- ვ-–--ე, 2007 წლის 18 მაისიდან, დაინიშნა ს----------–----------------------------------–--–-------- ფ--–-–--------ის განყოფილების ს--–---–----ად; 2008 წლის 19 მარტიდან _ ს----------–----------------------------------–--–-------- ფ--–-–--------ის ს--–---–----ად; 2010 წლის 04 იანვრიდან ასრულებდა ს----------–----------------------------------–--–-------- ფ--–-–--------ის მიმართულების მთავარი ს--–---–----ის ფუნქცია - მოვალეობებს; 2010 წლის 16 მარტიდან დაინიშნა ს----------–----------------------------------–--–-------- ს----------ისა და კ--–--ის მ--------ად, ხოლო 2010 წლის 06 დეკემბრიდან დაიკავა ს----------–----------------------------------–--–-------- დ----------–იისა და ე---------ის დ-------------ის უ-------ის თანამდებობა.

 

2. დ----- ვ-–--ე არის პ---–-----ოს გ------- ვ-–--ის ძმა. სადავო განცხადების გავრცელების მომენტისთვის, გ------- ვ-–--ე იყო პ---–-----ური გაერთიანება „ე-------- ნ-–------–----ი მ---------ის“ ერთ - ერთი ლიდერი, ს----------–---------–------ის წევრი

 

3. შპს ”ე----–------ ნ----ის” E-------- N--- (რეგისტრირებული 2013 წლის 30 ივლისს; ს/კ 4--------) საკუთრებაშია ი-------------------------–--------------, რომლის დ-----------ი და 100-პროცენტი წილის მფლობელი არის ჟ-------–----ი დ-------- ლ---------–---ი.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ----- ვ-–--ემ და მოპასუხეების დ-------- ლ---------–---ის, შპს ”ე----–------ ნ----ი” E-------- N----ის მიმართ მოითხოვა მოპასუხე შპს ”ე----–------ ნ----ისთვის”, საინფორმაციო სააგენტო ”ე----–------ ნ----ში” სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების დავალება, 2014 წლის 18 აგვისტოს, ამავე საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით, დ-------- ლ---------–---ის სტატიით _ ”გ------- ვ-–--ის ძმა ”გათხოვდა?!”, მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის: ”ვ-–--ესა და ჩ----ეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა კი გადაწყვიტეს, საზოგადოებას არ დაემალონ. ამიტომ გ--- ჩ----ემ ვ-–--ესთან ურთიერთობა ”დააკანონა” და დღეს ისინი ერთად ცხოვრობენ. მოკლედ, გ------- ვ-–--ეს ძმა ”გაუთხოვდა” _ უარყოფის დავალება; მოპასუხეებისთვის _ დ-------- ლ---------–---ისა და შპს ”ე----–------ ნ----ისთვის”, სოლიდარულად, დ----- ვ-–--ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 10 000 ლარის ოდენობით.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით დაეკისრა მოპასუხე შპს ”ე----–------ ნ----ს” E-------- N----ს, ამავე საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით, სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, შემდეგი სახით: თბილისის საქალაქო სასამართლომ, დ----- ვ-–--ის სარჩელის საფუძველზე განხილული სამოქალაქო საქმის განხილვის შედეგად, 2017 წლის 26 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს, საინფორმაციო სააგენტო "ე----–------ ნ----ის" ვებგვერდზე (www.e------------.ge ), დ-------- ლ---------–---ის სტატიის, სახელწოდებით _ ”გ------- ვ-–--ის ძმა ”გათხოვდა”?!”, გამოქვეყნებით გავრცელებული შემდეგი ინფორმაცია _ ”ვ-–--ესა და ჩ-ძეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებას არ დაემალონ. ამიტომ გ-ა ჩ-ძემ ვ-–--ესთან ურთიერთობა ”დააკანონა” და დღეს ისინი ერთად ცხოვრობენ. მოკლედ, გ------- ვ-–--ეს ძმა ”გაუთხოვდა”, _ არის ცილისმწამებლური და დ----- ვ-–--ის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება". მითითებული ცნობის გამოქვეყნება მოხდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. დაეკისრათ მოპასუხეებს _ დ-------- ლ---------–---ს და შპს ”ე----–------ ნ----ს” E-------- N----ს, სოლიდარულად, დ----- ვ-–--ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით. დაეკისრათ მოპასუხეებს _ დ-------- ლ---------–---ს და შპს ”ე----–------ ნ----ს” E-------- N----ს, სოლიდარულად, დ----- ვ-–--ის სასარგებლოდ, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 90 (ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით. დაეკისრათ მოპასუხეებს _ დ-------- ლ---------–---ს და შპს ”ე----–------ ნ----ს” E-------- N----ს, სოლიდარულად, სახელმწიფო ბაიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

6. თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ-------- ლ---------–---მა და შპს ”ე----–------ ნ----ი” E-------- N----მ, მხოლოდ მორალური ზიანის 3000 (სამიათასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1. აპელანტის განმარტებით, 2004 წლის 24 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამკვიდრდა ცილისწამების ცნება. შესაბამისი ნორმით, ასეთად ჩაითვლება არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხე საინფორმაციო სააგენტო „ ე----–------ ნ----ში“ მის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელის აზრით, შპს „ე----–------ ნ----მა“ გამოაქვეყნა ცილისწამებლური წერილი, რამაც შელახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, შესაბამისად დავა უნდა გადაწყდეს სპეციალური კანონით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით. მოსარჩელე არის კერძო პირი და მის მიმართ კერძო პირის ცილისწამების სტანდარტი უნდა იქნეს გამოყენებული.

6.2. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს. მოსარჩელემ სწორედ ის უნდა ამტკიცოს, რომ უშუალოდ მის შესახებ მოპასუხემ გაავრცელა ფაქტები, ეს ფაქტები არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება. დავის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, მოპასუხის მიერ გამოქვეყნებული წერილის სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას. აღნიშნიშნული აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან აღნიშნული კანონით აზრი დაცულია აბსოლიტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სადავო გამონათქვამები, როგორც შეფასებითი მსჯელობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად. სადაო გამონათქვამების ფაქტებად მიჩნევის შემთხვევაშიც, მოპასუხეს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მოსარჩელემ კი ვერ დაამტკიცა მოთხოვნის საფუძვლიანობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს დაეკისრათ თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

7. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

8. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მორალური ზიანის სახით 3000 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით და და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეებზე 3000 (სამიათასი) ლარის დაკისრება. მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი; (ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი; (პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი; (კერძო პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან დაიცვას.) ასევე, სსკ-ის 413-ე მუხლი; (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.)

 

9. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. შპს ”ე----–------ ნ----ის” საკუთრებაში არსებულ საინფორმაციო სააგენტო ”ე----–------ ნ----ის” მიერ გავრცელებული სადავო განცხადებები _ ”ვ-–--ესა და ჩ----ეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა კი გადაწყვიტეს, საზოგადოებას არ დაემალონ. ამიტომ გ--- ჩ----ემ ვ-–--ესთან ურთიერთობა ”დააკანონა” და დღეს ისინი ერთად ცხოვრობენ. მოკლედ, გ------- ვ-–--ეს ძმა ”გაუთხოვდა” წარმოადგენს დ----- ვ-–--ის მიმართ გავრცელებულ ცილისმწამებლურ, მისთვის ზიანის მიმყენებელ განცხადებებს.

 

9.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი, რომლითაც დაეკისრა მოპასუხე შპს ”ე----–------ ნ----ს” E-------- N----ს, ამავე საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით, სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, შემდეგი სახით: თბილისის საქალაქო სასამართლომ, დ----- ვ-–--ის სარჩელის საფუძველზე განხილული სამოქალაქო საქმის განხილვის შედეგად, 2017 წლის 26 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს, საინფორმაციო სააგენტო "ე----–------ ნ----ის" ვებგვერდზე (www.e------------.ge ), დ-------- ლ---------–---ის სტატიის, სახელწოდებით _ ”გ------- ვ-–--ის ძმა ”გათხოვდა”?!”, გამოქვეყნებით გავრცელებული შემდეგი ინფორმაცია _ ”ვ-–--ესა და ჩ-ძეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებას არ დაემალონ. ამიტომ გ-ა ჩ-ძემ ვ-–--ესთან ურთიერთობა ”დააკანონა” და დღეს ისინი ერთად ცხოვრობენ. მოკლედ, გ------- ვ-–--ეს ძმა ”გაუთხოვდა”, _ არის ცილისმწამებლური და დ----- ვ-–--ის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება", შესულია კანონიერ ძალაში.

 

10. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ თანხა მხოლოდ სიმბოლურად უნდა დაკისრებოდათ და მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხა 3000 ლარი, არ არის სიმბოლური.

 

პალატა განმარტავს რომ მორალური ზიანის კომპენსაციის ზომის განსაზღვრისას აუცილებელია მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინება. მათ შორის, გავრცელებული ცნობების ხასიათის საზოგადოებრივი შეფასება (სასამართლოს არ შეუძლია იხელმძღვანელოს დაზარალებულის სუბიექტური აღქმით, რადგან ზნეობრივი განცდის გამომწვევი ვითარებები ფასდება სხვადასხვანირად), ცნობების გავრცელების სფერო (არეალი) მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა და ა.შ. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის გადაწყვეტა სასამართლოს შეხედულებითაა გადასაწყვეტი იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ფულადი კომპენსაცია უნდა განხორციელდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურების გონივრულობა და სამართლიანობა უნდა გამოიხატოს იმ სოციალური ამოცანების განხორციელებით, რომელსაც მიზნად ისახავს დელიქტური ვალდებულების ეს სახე. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური ხასიათი აქვს, მაგრამ ფულადი სიმბოლური საზღაურით ხორციელდება დარღვეული პიროვნული უფლების აღიარება, ზემოქმედება პიროვნული უფლების ხელყოფაზე მის მიერ ჩადენილი ხელყოფის სიმძიმის მიხედვით. პრევენციული ფუნქციის გადამეტებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფულადი კომპენსაციის ოდენობის უზომოდ გაზრდა და პრესის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გამოთქმული აზრის საჯაროდ უარყოფა და ზიანის მიმყენებლის გადახდის დაბალუნარიანობა ამცირებს ფულადი კომპენსაციის ოდენობას. ზიანის მოცულობის განსაზღვრისათვის ასევე საჭიროა იმის დადგენა, თუ რა სარგებელია მიღებული პიროვნული უფლებების ხელყოფის გზით. (იხ. სუსგ 3კ/783-02, 17.07.2002)

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო სტატიის გავრცელებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და სტატია დადებითად აისახა საინფორმაციო საშუალება „ე----–------ ნ----ის“ რეიტინგზე. დ----- ვ-–--ისთვის მორალური ზიანის მიმყენებელი, სადავო სტატიის გავრცელებით მოპასუხემ გარკვეული სარგებელი ნახა (ფინანსური ან/და რეიტინგის თვალსაზრისით), კერძოდ, დ-------- ლ---------–---ი გავრცელებულ სტატიაში თავადვე აღნიშნავს, რომ მისი სტატიის გამოყენება დაუშვებელია ნებართვის გარეშე და ერთი პუბლიკაციის საფასურია 100 აშშ დოლარი. სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ დღეში 300 პროცენტით გაიზარდა „ე----–------ ნ----ის“ რეიტინგი და სადავო სტატია გავრცელდა სხვადასხვა ელექტრონული საშუალებით.

 

აღნიშნულის შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის საკომპენსაციოდ დაკისრებული თანხა _ 3000 ლარი, ადექვატურია როგორც ხელყოფის სიმძიმესთან მიმართებაში, ასევე დ-------- ლ---------–---ის, როგორც შპს „ე----–------ ნ----ის“ მფლობელისა და დ-----------ის მიერ ფინანსური მოგების მიღების თვალსაზრისით.

 

11. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ-------- ლ---------–---ის და შპს ”ე----–------ ნ----ის” E-------- N--- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა