განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-237-2019 წელი
№060100119002841626
ganaCeni
saqarTvelos saxeliT
2 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ---------- კ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
თ---------- კ--------ე, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, ა---------–----–----–-- განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, რე-გისტრირებული ს------------------------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----------–----–----------------–-----------ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიონუ-ლი სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 03 (სამი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
თ---------- კ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევ-რის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰ-ყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადე-ნილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ---------- კ--------ემ, თავის საცხოვრებელი სახლში, მდებარე ქ. ს-----------–-----------------------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე მ------ ბ-----–---–ზე. კერძოდ არასრულწლოვანი შვილის ა------ კ--------ის თანდასწრებით ძლიერად მოქაჩა თმებში და თმებში ხელჩაჭიდებულმა გააგდო სახლიდან ეზოში. აღნიშნულის შედეგად მ------ ბ-----–---–მა განიცადა ფიზი-კური ტკივილი. ამასთან თ---------- კ--------ე სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცი-რებდა მეუღლეს მ------ ბ-----–---–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტან-ჯვას.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ------ მელაძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს თ---------- კ--------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ თ---------- კ--------ემ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ფიზიკურად იძალადა მის მიეუღლეზე არასრულწლოვნების თანდასწრებით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული მეუღლის მიმართ ხშირად არის აგ-რესიული, რის შედეგადაც ის განიცდის ტანჯვას. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, არის მომეტებული საფრთხის შემცველი და ქმნის საფრთხეს იმისას, რომ ეს უკანასკნელი კიდევ ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრებულმა თ---------- კ--------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თემურ ჟვანიამ, რომლებიც შე-საგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებლი განა-ჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ თ---------- კ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ---------- კ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირვე-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვ-ნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი და-ნაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მის მიერ ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვა-ლისწინებით ძირითადი სასჯელის სახით დაუნიშნა – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლე-ბის საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპე-ლაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრუ-ლად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი თ---------- კ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
თ---------- კ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონუ-ლი სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ---------- კ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლე-ბის შეზღუდვა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, თ---------- კ--------ის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს არასაპატიმ-რო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრე-ბელი ადგილის მიხედვით. დაევალოს თ---------- კ--------ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
თ---------- კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმე-ბულია.
თ---------- კ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 03 იანვრიდან 2019 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili