განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001233721
საქმე №1ბ/418-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ-----–---------ის
ადვოკატ: დ---------------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის, ტ------–--------ის, ე-----------–---–ის
მსჯავრდებულ: ნ--------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--ს და მსჯავრდებულ ნ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- ნ--------------ის დაბადებულის 19---–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პ---------------------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–---------–-----–---–------------ ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–-------------–---–-------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--------------ემ ჩაიდინა მოხელის მიერ პირდაპირ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს ქმედება.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 29 ოქტომბრიდან, ნ--------------ე მუშაობდა ქ-------–----------–----–------------–------------------------–ის მ--------–ის პოზიციაზე. სხვადასხვა ფუნქციებთან ერთად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გ--------- ტიპური დებულების მე-2 მუხლის თანახმად, გ--------- ფუნქციებს წარმოადგენდა-საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების მომზადება და მის გამგებლობაში გადაცემული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობა და სარგებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კ--–------ გ------–-- 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანების შესაბამისად, ნ--------------ის, როგორც გ------–-- მ--------–ის, საკურატოროდ განისაზღვრა პრობლემებისა და საჭიროების კვლევის მიმართულება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიხედვით, ნ--------------ე წარმოადგენდა მოხელეს და ვალდებული იყო მასზე დაკისრებული მოვალეობები შეესრულებინა კეთილსინდისიერად. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ--------------ემ ანგარების მოტივით განიზრახა კ--–------ გ--------- ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისას მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვისა და მასში გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ სხვადასხვა მოქალაქეებისგან ქრთამის სახით მოეთხოვა გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა.
დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით საგამოძიებო სამსახურში დაიგეგმა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ხსენებულ საქმიანობაში ჩართულ იქნა განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი - დ--------------------ე, რომელიც შეხვდა ნ--------------ეს, რა დროსაც დ--------------------ემ გამოთქვა ქ. თბილისში, კ--–------ რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი გ---–----------ზე მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვის სურვილი, სასტუმროს აშენების მიზნით. ნ--------------ემ დ--------------------ეს შეახვედრა ვინმე გ-- (გ-------------–---–ი, რომელსაც სურდა გაესხვისებინა ქ. თბილისში გ---–----------ზე მდებარე მის საკუთრებაში არსებული დაახლოებით 598 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დ--------------------ესა და გ-- ბ----–---–ს შორის მიწის ნაკვეთის შესყიდვის ფასზე მორიგების შემდგომ ნ--------------ესა და დ--------------------ეს შორის შედგა საუბარი, რა დროსაც ნ--------------ემ ამ უკანასკნელს შესთავაზა გ-- ბ----–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი ერთეული 200 – 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შესყიდვაში დახმარება, 5-------––------–----ს სანაცვლოდ და დააკონკრეტა, რომ აღნიშნულს განახორციელებდა აუქციონის პირობების დ--------------------ეზე მორგებით. ამასთანავე, აუქციონში გამარჯვების შემდეგ, ნ--------------ის თქმით, იგი, როგორც კ--–--------------–------------–- გამოიყენებდა საკუთარ თანამდებობრივ ავტორიტეტს და გ--------- კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, რაც საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრაში გამოიხატებოდა, უზრუნველყოფდა დ--------------------ისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემას. ხსენებულ შეთავაზებაზე დ--------------------ემ ოპერატიულ მიზნებიდან გამომდინარე განუცხადა თანხმობა. 2015 წლის 16 დეკემბერს, შედგა მორიგი შეხვედრა, რა დროსაც ნ--------------ემ წარუდგინა დ--------------------ეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ნებართვა და კვლავ მოითხოვა მისთვის ფულადი თანხის გადაცემა, რის შემდეგადაც დ--------------------ემ ნ--------------ეს გადასცა ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 5--------––------–-რის ოდენობით. ხსენებულის შემდგომ მოხდა ნ--------------ის დაკავება საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--------------ემ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა;
ნ--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 10 დეკემბერს, დ--------------------ის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია ნ--------------ის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით, საგამოძიებო სამსახურში დაიგეგმა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ იქნა განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დ--------------------ე. იგი შეხვდა ნ--------------ეს. შეხვედრაზე დ--------------------ემ გამოთქვა მიწის ნაკვეთის შესყიდვის სურვილი სასტუმროს აშენების მიზნით. ნ--------------ემ დ--------------------ეს შეახვედრა გ-- (გ-------------–---–ი, რომელსაც სურდა გაესხვისებინა ქ. თბილისში გ---–----------ზე მდებარე მის საკუთრებაში არსებული დაახლოებით 598 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დ--------------------ე და გ-- ბ----–---–ი შეთანხმდნენ მიწის ნაკვეთის შესყიდვის პირობებზე. ნ--------------ემ დ--------------------ეს აღუთქვა დახმარება, რომ დაეხმარებოდა გ-- ბ----–---–ის მიწის ნაკვეთის შეძენაში, მშენებლობის ნებართვის მიღებაში, ხოლო სამომავლოდ გ-- ბ----–---–ის მიწის შესყიდვის შემდეგ მომიჯნავე სახელმწიფო მიწის ნაკვეთების შეძენაში. ნ--------------ეს, რომელსაც არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილება ან იმგვარი თანამდებობრივი ავტორიტეტი რითაც მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან მოაგვარებდა მშენებლობის ნებართვისა და სახელმწიფო მიწის ნაკვეთების შესყიდვის საკითხებს, მოტყუებით თითქოსდა შეეძლო ასეთი საკითხების მოგვარება დ--------------------ეს მოსთხოვა 5-------––------–----. 2015 წლის 14 დეკემბრის შეხვედრაზე ნ--------------ემ მოატყუა დ--------------------ე, რომ გ-- ბ----–---–მა გაზარდა შესაძენი მიწის ნაკვეთის კოეფიციენტი და ნაცვლად 2-----------------–----------–----------–---–------------------------–- მეტრის მშენებლობას, რომლის სანაცვლოდაც გ-- ბ----–---–ისათვის უნდა გადაეხადა 5000 აშშ დოლარი და რასაც მისთვის მისაცემი 50000 დოლარიდან გ--სტუმრებდა. 2015 წლის 16 დეკემბრის შეხვედრაზე ნ--------------ემ დ--------------------ე მოატყუა, რომ გ-- ბ----–---–მა მოსთხოვა დამატებით 1----- აშშ დოლარი არქიტექტურული ხარჯებისათვის, ხოლო მისი თხოვნით გ-- ბ----–---–მა თანხა დაუკლო და 5000 აშშ დოლარს გადაუხდიდა, ასევე ხ--------------–----სთვის უნდა გადაეცა 50 000 დოლარიდან 10500 აშშ დოლარი. ამავე შეხვედრაზე ნ--------------ემ სცადა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხას 5-------––------–----ს ოდენობით, რაც გამოართვა დ--------------------ეს, თუმცა დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენით:
ნ--------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
ნ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 16 დეკემბრიდან 2016 წლის 11 ივლისის ჩათვლით.
ნ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ზ-------------–--მ და მსჯავრდებულ ნ--------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ---------------–-–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ--------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში ნ--------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი, ბრალდების ძირითად დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმეების: დ--------------------ის, გ-- ბ----–---–ის, ხ--------------–----ს, გ--------------–--–---–ის, ა-----–--------–---–ის, ლ--–---------ის, დ--------–--–---–ის, დ---------------–--ის, კ---------------ის და ვ-–------------–-------ს ჩვენებებს, 2----–-–-------------------------–---------------------------------------–-----ს და შესაბამისს ანოტაციებს.
მსჯავრდებულ ნ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ნ--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარე ნ--------------ის გამართლების საფუძვლად უთითებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მასში ჩამოყალიბებული დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლელული მტკიცებულებებიდან და წინააღმდეგობაშია, როგორც გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, ასევე, თვით განაჩენის სხვადასხვა პუნქტში მოყვანილ მსჯელობებთან. აპელანტი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები გარდა იმისა, რომ არ იძლევიან საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის შემადგენლობას, არამედ გამორიცხავს სხვა დანაშაულის შემადგენლობასაც. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ნ--------------ის ქმედების თაღლითობის მცდელობად გადაკვალიფიცირებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, თითქოს ამ უკანასკნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოტყუებას. იმისათვის, რომ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება, ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს, ანუ ნივთს თუ ქონებრივ უფლებას, სუბიექტი იღებს სწორედ ტყუილის საფუძველზე. თუ არ არის ტყუილი, არ არის არც თაღლითობა!
ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ--------------ე ორ კერძო პირს შორის მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი, მათი ერთმანეთთან საკონტაქტო პირია და მისგან არა თუ მოტყუება, თავისი სახელით რაიმე დაპირებაც კი არ მიუცია დ--------------------ისთვის, ცხადად დასტურდება 2015 წლის 14 და 16 დეკემბრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ყურადღებით, ობიექტურად და დაკვირვებით გაცნობისას.
საქმეში არსებული არცერთი ობიექტური, დამაჯერებელი, თანმიმდევრული და სანდოობის ხარისხის მქონე მტკიცებულებით არ დასტურდება ნ--------------ის მიერ დ--------------------ის მოტყუების ფაქტი, რომელიც განაჩენის მე-2 პუნქტში მოსამართლის მიერ დადგენილ გარემოებადაა მიჩნეული.
არცერთი ამ ჩანაწერით არ დასტურდება, რომ ნ--------------ე თავად ჰპირდება დ--------------------ეს, რომ მშენებლობის ნებართვას გაუკეთებდა. იგი მხოლოდ გ-- ბ----–---–ისგან მიწოდებულ ინფორმაციას გადასცემს, მის დანაბარებს ეუბნება, მის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შინაარსს აცნობს და თავისი სახელით რაიმე დაპირებას მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებასთან დაკავშირებით არ იძლევა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--ს და მსჯავრდებულ ნ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენში ნ--------------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დ--------------------ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ხ--------------–---- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გ--ცნო. ხ--------------–---მა ყოფით საკითხებზე საუბრისას ახსენა ქალაქ თბილისის მერია და ის გარემოება რამდენად რთულია გარკვეული საკითხების მოგვარება. ხ-------მ უთხრა, რომ მისი მეგობარი, - ნ--------------ე იყო კ--–--------------–------------–-, რომელსაც შეეძლო მოქალაქეებისთვის ძნელად გადასაჭრელი საკითხები მარტივად მოეგვარებინა. შემდეგ უკვე ხ--------------–---თან პირადად შეხვდა ნ--------------ეს, რომელმაც ასევე უთხრა, რომ ჰქონდა შეხვედრები ინვესტორებთან, შეეძლო რთულად გადასაწყვეტი საკითხები მარტივად მოეგვარებინა, არაერთხელ დახმარებია პიროვნებებს, თუმცა მათ ,,გადააგდეს’’. მოწმის განმარტებით, ნ--------------ემ უთხრა, რომ თუ ინვესტორი გამოჩნდებოდა იგი აუცილებლად დაეხმარებოდა მას ნებართვების გაცემაში, თუმცა მისთვის თანხა წინასწარ უნდა გადაეხადათ. მას შემდეგ, რაც ნ--------------ის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები შენიშნა პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას და შემდგომი შეხვედრები გაგრძელდა ოპერატიული ლეგენდის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ის იყო ინვესტორი და სურდა მიწის ნაკვეთის შესყიდვა სასტუმროს ასაშენებლად. ნ--------------ემ შეახვედრა გ-- ბ----–---–ი, რომელმაც რამდენიმე მიწის ნაკვეთი აჩვენა. მან გ---–----------ზე მდებარე მიწის ნაკვეთი შეარჩია, რომელსაც გ-- ბ----–---–ი 75-----------–---ად ყიდდა. საბოლოოდ 700 000 დოლარზე შეთანხმდნენ. მოწმის განმარტებით, გ-- ბ----–---–ი მხოლოდ ერთხელ ნახა, როდესაც მიწის ნაკვეთები აჩვენა და ამ შეხვედრას ის, გ-- ბ----–---–ი, ნ--------------ე და ნ--------------ის მძღოლი ესწრებოდა. ამის შემდეგ მას გ-- ბ----–---–თან კომუნიკაცია არ ჰქონია. გ-- ბ----–---–ს ნ--------------ე უკავშირდებოდა. ნ--------------ემ მას დახმარება აღუთქვა და უთხრა, რომ ნებართვის გაკეთება მისთვის არ იყო რთული. მალევე წარუდგინა გარკვეული საბუთები და უთხრა, რომ გ-- ბ----–---–ის მიწაზე უნდა განთავსებულიყო 2000 კვადრატული მეტრის შენობა, თუმცა ნებართვა გააკეთა 2800 კვადრატულ მეტრზე. გ-- ბ----–---–მა საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ნაკვეთის მომიჯნავედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთი იყო 200-200 კვადრატული მეტრი. ნ--------------ემ აუხსნა, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვა, აქვე ახსენებდა საბჭოებს და ამბობდა, რომ მთავარი იყო აუქციონზე გასულიყო გასაყიდად. აღნიშნულის განსახორციელებლად მოითხოვა 50 000 ლარი. მოწმის განმარტებით, ლეგენდის ფარგლებში შეხვდა ნ--------------ეს, რომელმაც გარკვეული დოკუმენტაცია მიუტანა და უთხრა, რომ ნებართვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2 000 კვადრატულ მეტრზე გ--ცემოდა, თუმცა მან გარკვეული საკითხები მოაგვარა და ნებართვა 2 800 კვადრატულ მეტრზე იქნებოდა. აღნიშნულისთვის საჭირო იყო დამატებით 5 000 დოლარის გადახდა ვიღაც პიროვნებისთვის, რომლის სახელი და გვარიც არ უხსენებია ბრალდებულს. აღნიშნულ 5 000 დოლარს ნ--------------ე იმ პიროვნებას მისთვის გადასაცემი 50 000 დილარიდან მისცემდა, ხოლო ოფიციალური გადასახადები რაც იქნებოდა დ--------------------ეს უნდა გადაეხადა. ამ მიწის ნაკვეთის გვერდით მდებარე სახელმწიფო მიწის ნაკვეთების შესყიდვის იდეა ნ--------------ემ მიაწოდა, რომელმაც უთხრა, რომ გ------–------------–- იყო და მისთვის აუქციონის გამართვა და ნებართვის მიღება პრობლემას არ წარმოადგენდა, იგი ბოლომდე მიჰყვებოდა და დაეხმარებოდა. მიწის ნაკვეთის შესყიდვისას უნდა გაფორმებულიყო ,,წინამდებარე“ ხელშეკრულება და მიწის ღირებულება 700 000 დოლარი უნდა ჩარიცხულიყო გ-- ბ----–---–ის ანგარიშზე. ნ--------------ემ 1-----–----ანი ქვითარი და გადაწყვეტილება, რომ მიუტანა უთხრა, რომ პროცედურული საკითხები იყო მოსაგვარებელი, რაღაც საკითხების მოძიება თვითონ მოუწევდა და რაღაც საკითხების მოგვარებაში ბრალდებული დაეხმარებოდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ხ--------------–---თან მარტო იყო მისული და ბრალდებულსაც მარტო ხვდებოდა. იგი ბევრ ი------–------ეს იცნობს, თუმცა ამ სისხლის სამართლის საქმეში არცერთ მათგანს მონაწილეობა არ მიუღია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნ--------------ე ახსენებდა, რომ გ------–------------–- იყო და პრობლემა არ იყო ასეთი საკითხების მოგვარება.
მოწმე ხ--------------–---მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ ნ--------------ეს დაახლოებით თხუთმეტი წელია იცნობს და მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ბოლოს ნ--------------ე 2015 წლის დეკემბერის დასაწყისში ნახა, როდესაც ი------–------ე და მისი მეგობარი გააცნო. მას დაუკავშირდა ი------–------ე, რომელმაც სთხოვა გვარის ისტორიის (გენეოლოგიური სქემის) შექმნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ი------–------ე მეგობართან (დ--------------------ესთან) ერთად მასთან სამსახურში მივიდა. იგი გაეცნო, როგორც ბიზნესმენი, რომელმაც ათი წლის წინ დატოვა საქართველო და ყოფით საკითხებზე საუბრისას უთხრა, რომ ძალიან უყვარს სამშობლო და სურს თავის ქვეყანაშიც ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი. ვინაიდან ი------–------ე საქართველოში ფაქტობრივად არავის იცნობდა მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დახმარება სთხოვა. იგი დახმარებას არ დაჰპირებია, თუმცა უთხრა, რომ აღნიშნულის თაობაზე თავის ნაცნობებში იკითხავდა. ხ--------------–---- შეხვდა ნ--------------ეს და უთხრა, რომ გ--ცნო ორი ახალგაზრდა, რომელთაც მიწის ნაკვეთის შესყიდვა სურდათ. ნ--------------ემ განუმარტა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც ყიდდა კერძო მიწის ნაკვეთს. ი------–------ე გვარის საკითხებზე სასაუბროდ კვლავ დაუკავშირდა ხ--------------–---ს და დამატებით ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ინფორმაცია მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რაზეც უპასუხა, რომ იგი გააცნობდა მის მეგობარს, რომელიც კონკრეტულ პიროვნებას დააკავშირებდა. ამის შემდეგ მან საკუთარ სამსახურში ერთმანეთს პირადად შეახვედრა ნ--------------ე, ი------–------ე და მისი მეგობარი. ნ--------------ე მასთან სამსახურში მივიდა. შეხვედრაზე, რომელსაც თავადაც ესწრებოდა ნ--------------ემ ი------–------ეს და მის მეგობარ დ-----ს განუმარტა, რომ იცნობდა კერძო მიწის მეპატრონეს, რომელსაც მიწის ნაკვეთის გაყიდვა სურდა. საუბრისას სახელმწიფო მიწის შესყიდვა არც ერთ მხარეს არ უხსენებია. საუბარი იყო მხოლოდ კერძო მიწის შეძენაზე. მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით ინიციატივას ი------–------ე გამოხატავდა და არა მისი მეგობარი დ-----. ი------–------ემ მიწის ნაკვეთის ნახვა მოისურვა. ისინი (ი------–------ე, დ----- და ნ--------------ე) წავიდნენ მიწის სანახავად. მას შემდეგ ი------–------ე და მისი მეგობარი მასთან სამსახურში აღარ მისულან, მხოლოდ ტელეფონით დაუკავშირდა ი------–------ე, რომელმაც უთხრა, რომ ქალაქიდან გადიოდა, რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა და სთხოვა გვარზე და გერბზე მუშაობა გაეგრძელებინა. ი------–------ემ მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მიწის ნაკვეთი მოეწონა და სავარაუდოდ შეიძენდა. ამ საუბრის შემდეგ, მას მიწის საკითხთან დაკავშირებით ი------–------ესთან და ნ--------------ესთან აღარ უსაუბრია. მოწმემ განმარტა, რომ ნ--------------ისთვის, როგორც გ------–-- მ--------–ისთვის არ დაურეკავს, უბრალოდ დიდი ხანია მეგობრობს მასთან და იცის, რომ დიდი სანაცნობო წრე ჰყავს. ნ---ს მისთვის რომ არ ეპასუხა ტელეფონზე სხვა მეგობარს ან ნათესავს დაურეკავდა დახმარების სათხოვნელად. ხ--------------–---მა დამატებით განმარტა, რომ ნ--------------ეს მისი ვალი არ აქვს, მაგრამ აქვს მისი დის ვალი. დიდი ხნის წინ ნ---მ მის დას დაახლოებით 5 000 დოლარი გამოართვა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია. ხ--------------–---ს ნ--------------ესთან დ--------------------ის მხრიდან მისთვის გადასაცემ ფულთან დაკავშირებით არ უსაუბრია, თუმცა მიწის გაყიდვის შემდეგ საჩუქარზე უარს არ იტყოდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კანონი საჩუქრის მიღებას არ უკრძალავს. არანაირი საუბარი ნ--------------ესთან თანხასთან დაკავშირებით არ ჰქონია. ხ--------------–---მა დამატებით განმარტა, რომ სხვადროს არ დაკავშირებია ნ--------------ეს და არ უთხოვია დახმარება მიწის ნაკვეთის შეძენაში. ი------–------ე უკავშირდებოდა ტელეფონის ნომრით 55----------.
გ-- ბ----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაკავებულია ბიზნესსაქმიანობით, თბილისში აქვს სხვადასხვა სახის ბიზნესი, ამასთანავე ფლობს მიწის ნაკვეთებს. დიდი ხანია ყიდის გ---–----------ზე არსებულ მიწის ნაკვეთს. დეკემბრის დასაწყისში მიწის ნაკვეთის ყიდვის თაობაზე დაუკავშირდა ქ--–-------- ნ--- და შეხვედრაზე შეუთანხმდა. ნ---ს შეხვედრაზე თავისი მიწის პოტენციალზე ესაუბრა და მის მიერ გაკეთებული რენდერიც აჩვენა. ნ---მ უთხრა, რომ არსებობდა პიროვნება, რომელსაც სურდა მიწის ნაკვეთის შესყიდვა და შემდეგ შეთანხმდნენ შეხვედრაზე. ის, ნ--- და დაახლოებით 20-30 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თუ სწორად ახსოვს დ----- ერქვა, შეხვდნენ ერთმანეთს და მიწის შესყიდვის თაობაზე ისაუბრეს. მყიდველს მიწის ნაკვეთი მოეწონა, თუმცა მიუხედავად დაპირებისა, რომ რაღაც საკითხების დასაზუსტებლად კვლავ დაუკავშირდებოდა, აღარავინ შეხმიანებია. გ-- ბ----–---–ის განმარტებით, იგი ყველა საკითხზე ნ--------------ეს უკავშირდებოდა. მან არაერთხელ სცადა მყიდველთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. თავდაპირველად მიწას 75-----------–---ად ყიდდა, თუმცა ვინაიდან ნ---მ უთხრა, რომ რეალური მყიდველები იყვნენ და მასაც რაღაც საკითხები ჰქონდა გასარკვევი საბოლოოდ 700 000 დოლარზე შეთანხმდნენ. მოწმის განმარტებით, მან უთხრა ნ---ს და მყიდველს მისი ნაკვეთის გვერდზე არსებული მომიჯნავე სახელმწიფო მიწების თაობაზე. ნ---მ და მყიდველმა მომიჯნავე მიწების შესახებ არ იცოდნენ. სავარაუდოდ 12 დეკემბერს, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, მას დაუკავშირდა ნ--- და უთხრა, რომ მყიდველმა სასწრაფოდ მოითხოვა კოეფიციენტის განსაზღვრა, ასევე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნახსენები სასტუმროს მიმართულება და ასწავლა როგორ შეიძლებოდა ამ დოკუმენტების სწრაფად მოძიება. ორშაბათს მერიაში გააკეთა შესაბამისი განაცხადი და დაჩქარებული წესით პასუხის მისაღებად 1-----–---- გადაიხადა. მერიამ დამატებითი საკითხების გარკვევა მოითხოვა, მათ შორის რენდერი, როგორი სახის შენობა უნდა განთავსებულიყო და სხვა. მის მიერ გაკეთებული განაცხადი, მერიის გადაწყვეტილება, 1-----–----ს გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად ამობეჭდილი სახით გადასცა ქ--–------- ნ---ს, რადგან მეორე დღეს უნდა მომხდარიყო მყიდველთან შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება და თანხის ჩარიცხვა. მოწმის განმარტებით, მყიდველთან და ნ---სთან წინასწარ ,,ბეს’’ სახით თანხის გადახდაზე არ უსაუბრია. 16 დეკემბერს, შეხვედრის შემდგომ უნდა მომხდარიყო მთლიანი მიწის საფასურის - 700 000 დოლარის ჩარიცხვა და ნაკვეთის გადაფორმება მყიდველზე. მას სრულად უნდა მიეღო მიწის საფასური და დანარჩენი ხარჯი იქნებოდა ეს დოკუმენტაციის, პროექტის, რენდერის თუ სხვა სახის გაუთვალისწინებელი ხარჯი მყიდველს უნდა გაეღო. მიწის გადაფორმების შემდეგ ყველაფერი მყიდველზე იყო დამოკიდებული, როგორ განავითარებდა მის მშენებლობას. გ-- ბ----–---–ის განმარტებით, რა სახის პროექტს გააკეთებდა მიწის შესყიდვის შემდეგ მყიდველი, როგორ გააკეთებდა და რა ხარჯს გ--ღებდა, ეს მისი ნება იყო, ხოლო შეთანხმება, რომ აღნიშნული გ-- ბ----–---–ს გაეკეთებინა, ასეთი არ ყოფილა. მყიდველს მისთვის სამშენებლო პროექტის მომზადება არ დაუკვეთია. გ-- ბ----–---–მა დამატებით განმარტა, რომ ნ--------------ეს არ იცნობდა, მისი გვარი, თანამდებობა და სამუშაო ადგილი დაკითხვის შემდეგ გ--გო. მისივე განმარტებით, მიწის ნაკვეთის პოტენციურ მყიდველს პირველი შეხვედრის შემდეგ აღარ შეხვედრია. ნ--------------ე როგორც მას განუმარტავდა მიზეზი იყო ის გარემოება, რომ არ იმყოფებოდნენ საქართველოში ან დაკავებულები იყვნენ. აღნიშნული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ნ--------------ესთან.
ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მოწმეები - გ------–------------–-ები - ა-----–--------–---–ი და ლ--–---------ე ზოგადად განმარტავენ, რომ ყველა მ--------–ეს ჰქონდა ურთიერთობა მერიასთან, თუმცა მათ არ განუმარტავთ რა სახის სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა უშუალოდ ნ--------------ეს მერიასთან ან მის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულთან, ასევე რა სახის გავლენა ჰქონდა ნ--------------ეს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - მერიის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულზე ან თანამდებობის პირზე. გ--------- არცერთი თანამშრომელი, მათ შორის გ-------–ი (---–-------------------------–-) არ მიუთითებს, რომ ნ--------------ეს რაიმე შემხებლობა ჰქონდა საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრასთან (რაც გ--------- ზოგად ფუნქციას წარმოადგენდა და არა ნ--------------ის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს, ხოლო გ-------– გ--------------–--–---–ის განმარტებით, ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში ზომებს თავად მიიღებდა, რადგან აღნიშნული უფლებამოსილება არცერთ მ--------–ეზე დელეგირებული არ ჰქონია), აუქციონთან ან სამშენებლო ნებართვების გაცემასთან. მათ ირიბადაც კი არ დაუდასტურებიათ, რომ ნ--------------ეს ასეთი საკითხების გადაწყვეტაში ჰქონდა რაიმე როლი, უფლებამოსილება ან მისი სამსახურებრივი ავტორიტეტიდან გამომდინარე შეეძლო ამ კატეგორიის საკითხების მოგვარება.
მოწმე ვ-–------------–-------მ (მ--–----------------–------------------------------------------–----------------–--–--–-------------------–-----------------------------) და კ---------------მა (მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ა---------------- სამსახურში, მის უფლებამოსილებაში შედის შესული კორესპონდენციის განხილვა, მშენებლობის ნებართვის გაცემა) განმარტებები გააკეთეს ქ. თბილისის მერიის ა---------------- სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ფუნქციებზე და პროცედურებზე, თუ რა ფორმით მუშაობს აღნიშნული სტრუქტურული ერთეულები. მათ არ დაუდასტურებიათ, რონ ნ--------------ეს რაიმე სახის სამსახურებრივი ან პირადი ურთიერთობა ჰქონდა მათთან ან მათ სამსახურებთან. მათი ჩვენებებით არ დადასტურდა, რომ ნ--------------ე რაიმე ფორმით მონაწილეობდა ქ. თბილისის მერიის ა---------------- სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს საქმიანობაში, გააჩნდა ისეთი გამორჩეული სამსახურებრივი ავტორიტეტი, რომ ფაქტობრივად გ--------- ზემდგომი ადმინისტრაციულო ორგანოს საქმიანობაში ჩარეულიყო და მოეხდინა გავლენა სახელმწიფო მიწების აუქციონის წესით ვინმეს სასარგებლოდ გაყიდვაზე ან მშენებლობის ნებართვების გაცემაზე.
ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოთაღნიშნული ქ. თბილისის მერიისა და კ--–------ რაიონის გ--------- არცერთი თანამშრომლის ჩვენებით არ დასტურდება, რომ ნ--------------ეს მისი სამსახურებრივი ავტორიტეტიდან გამომდინარე შეეძლო დ--------------------ეს დახმარებოდა სახელმწიფო მიწის აუქციონის წესით შესყიდვაში, აუქციონის პირობების მასზე მორგებაში და საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის ფარგლებში დ--------------------ეზე მშენებლობის ნებართვის გაცემაში.
ნ--------------ემ, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ პირდაპირ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს ქმედება ასევე არ დასტურდება ძირითადი მოწმეების, დ--------------------ის, ხ--------------–----ს, გ-- ბ----–---–ის ჩვენებებით, რომლებსაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უშუალო შეხება ჰქონდათ ნ--------------ესთან.
დ--------------------ეს თავის ჩვენებაში არ დაუდასტურებია, რომ ნ--------------ე მასთან საუბარში ახსენებდა რომელიმე თანამდებობის პირს, რომელის მეშვეობითაც გადაწყვეტდა ნებართვებისა და სახელმწიფო მიწის შესყიდვის საკითხებს (ასეთი თანმდებობის პირი ან ორგანო ნახსენები არ არის არც ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში), რამდენად ჰქონდა უფლებამოსილება ან რამდენად შეეძლო ნ--------------ეს მისი თანამდებობრივი ავტორიტეტიდან გამომდინარე იმ საკითხების მოგვარება.
გ-- ბ----–---–ის განმარტებით კი ნ--------------ეს არ იცნობდა, მისი გვარი, თანამდებობა და სამუშაო ადგილი დაკითხვის შემდეგ გ--გო.
ხ--------------–----ს ჩვენებით ნ--------------ეს დაუკავშირდა, როგორც მის მეგობარს და არა როგორც გ------–------------–-ს.
ნ--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, 2----–-–-------------------------–---------------------------------------–-----ითა და ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებებითაც არ დასტურდება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--------------ემ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, რასაც პალატაც ეთანხმება და ვერ გ--ზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ნ--------------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით.
ნ--------------ეს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ უარყვია, რომ 5-----------–---ი მან აიღო დ--------------------ისაგან, მაგრამ ეს იყო გ-- ბ----–---–ის მიერ მოთხოვნილი თანხა და მისივე განმარტებით უნდა მოხმარებოდა გასაყიდი მიწის ნაკვეთისათვის იმ პირობების შექმნას, რომელიც მისაღები იქნებოდა ე.წ. „ბიზნესმენებისათვის“ რათა შეეძინათ გ-- ბ----–---–ის მიწის ნაკვეთი სასტუმროს ასაშენებლად. ნ--------------ე მხოლოდ შუამავალი იყო გ-- ბ----–---–ს, ი------–------ესა და დ--------------------ეს შორის და ესეც იმიტომ, რომ მისმა ახლო მეგობარმა ხ--------------–---მა სთხოვა და ის იყო დაინტერესებული ამ საქმის დასრულებით.
დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ნ--------------ე მხოლოდ გ-- ბ----–---–ის სახელით ესაუბრებოდა დ--------------------ეს, მშენებლობის ნებართვის საკითხებს გ-- ბ----–---–ი აგვარებდა და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასაც იგი (ბ----–---–ი) მოიპოვებდა, პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეზე არ გამოკვლეულა.
საპირისპირო ჩვენებას იძლევა გ-- ბ----–---–ი და გარკვევით უთითებს, რომ გარდა მიწის ნაკვეთის ღირებულებისა - 700 000 დოლარისა ნ--------------ეს მისთვის არანაირი თანხა არ უნდა გადაეცა. მან მხოლოდ სამშენებლო პირობების განსაზღვრის თაობაზე მიმართა მერიის ა---------------- სამსახურს. დანარჩენი ხარჯი იქნებოდა ეს დოკუმენტაციის, პროექტის, რენდერის თუ სხვა სახის გაუთვალისწინებელი ხარჯი მყიდველს უნდა გაეღო. გ-- ბ----–---–ის განმარტებით, რა სახის პროექტს გააკეთებდა მიწის შესყიდვის შემდეგ მყიდველი, როგორ გააკეთებდა და რა ხარჯს გ--ღებდა, ეს მისი ნება იყო, ხოლო შეთანხმება, რომ აღნიშნული გ-- ბ----–---–ს გაეკეთებინა, ასეთი არ ყოფილა. მყიდველს მისთვის სამშენებლო პროექტის მომზადება არ დაუკვეთავს. გ-- ბ----–---–მა მხოლოდ სამშენებლო პირობების განსაზღვრის თაობაზე, რომ მიმართა მერიის ა---------------- სამსახურს და არა სამშენებლო პროექტის მოსამზადებლად ასევე დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც. კერძოდ:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თ---–----------–----–---------------------------------------------–-–--------------------------------–-------–-ბის თანახმად, სამსახურმა განიხილა 2015 წლის 14 დეკემბრის A---------- განცხადება, რომლითაც გ-- ბ----–---–ი ითხოვდა გ---–---------- ნაკვეთი 2----ზე სასტუმროს განსათავსებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ პირობების მომზადებას და აცნობა, რომ მიწის ნაკვეთი (ს--------------------------------------- დედაქალაქი პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი რუკის მიხედვით მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2---------ში; საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2--------- წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მათ შორის კარკასი, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; ქალაქგეგმარებითი პარამეტრების განსაზღვრა: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ-1=0,7; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი: კ-2=4,6; მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი: კ-3=0,1. სამსახურმა საკითხის განსახილველად დამატებით მოითხოვა იმ ობიექტის ესკიზური ვარიანტი (,,რენდერის’’, მოცულობის ელ. ვერსია), რომლის დაპროექტებასაც განმცხადებელი ფიქრობდა მითითებულ ტერიტორიაზე, ფოტომონტაჟი არსებულ გარემოში და გენგეგმა (მისასვლელი გზის უზრუნველყოფით); ამასთან მოითხოვა განმცხადებელს დაეზუსტებინა ტერიტორიაზე მოხდებოდა თუ არა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებელს მიეცა თხუთმეტდღიანი ვადა განაცხადის გამოგზავნიდან მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარსადგენად და განემარტა, რომ თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ მოხდებოდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა საკითხი დარჩებოდა განუხილველი.
2015 წლის 14 დეკემბრის შეხვედრაზე ნ--------------ის მიერ დ--------------------ისათვის გადაცემულ დოკუმენტებზე, რომლებიც მოგვიანებით დაკითხვის დროს დ--------------------ემ წარუდგინა გამომძიებელს, კერძოდ: ,,თ-----’’ ბანკის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება გურამ ბ----–---–ის ანგარიშის ნომერი. 2----–-–----------------------------- საგადასახადო დავალებით დასტურდება, რომ გადამხდელმა გ-- ბ----–---–მა საიდენტიფიკაციო კოდით: 0----------, ერთიან საბიუჯეტო ანგარიშზე, ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინაში გადაიხადა 1000 ლარი. საგადასახადო დავალების დანიშნულებაში მითითებულია: ,,A----------0---------- გ-- ბ----–---–ი მომსახურების საფასური 1 000’’. თბილისის ა---------------- სამსახურში გაკეთებული №--------- განაცხადით, დასტურდება რომ გ-- ბ----–---–მა მიმართა თბილისის ა---------------- სამსახურს და მოითხოვა (მიწის ნაკვეთის ნომენკლატურა): მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, სასტუმრო. ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისათვის მომსახურების საფასურია 1000.0 ლარი. ა---------------- სამსახურის ვებ გვერდიდან ამონაწერის თანახმად, დასტურდება, რომ 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში თბილისის ა---------------- სამსახურისთვის მიმართული აქვს ერთხელ ნომენკლატურაში მითითებულია: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, სასტუმრო (ამობეჭდვის თარიღი 12/12/2015).
მოწმე კ---------------მა (ქ. თბილისის მერიის ა---------------- სამსახურის თანამშრომელი), დაკითხვისას საქმიდან წარდგენილ დოკუმენტზე (ტ. 1. ს.ფ. 258), რომელიც ეხება ქ. თბილისის ა---------------- სამსახურის მიერ გ-- ბ----–---–ის დაკვეთით გაცემულ გადაწვეტილებას განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი პირველი სტადიის ეტაპია, როდესაც ხდება მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დადგენა. ამ გადაწყვეტილებით სამსახურმა განმცხადებელს აცნობა ტერიტორიული ზონა, მისი განვითარების საშუალება და რა ფუნქციით არის შესაძლებელი საქმიანობა ამ ტერიტორიაზე, ასევე განსაზღვრა ხარვეზი და მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. მოწმის განმარტებით, სამშენებლო ნებართვა არ გ--ცემა ერთპიროვნულად, არის გარკვეული სტადიები, ასევე, არსებობს საქმეთა ელექტრონული წარმოების პროგრამა, ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საკითხს და შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება. მანვე აღნიშნა, რომ ნ--------------ემ მიმართა თუ არა მათ სამსახურს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, არ იცის.
თვით დაცვის მხარეც არ არის დარწმუნებული, რომ ნ--------------ის სასარგებლო ჩვენებას იძლევა გ-- ბ----–---–ი და უთითებს, რომ მართალია გ-- ბ----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას პირდაპირ არ დაადასტურა, რომ იგი აგვარებდა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა მისი დაკითხვის ოქმის ყურადღებით გაცნობისას აშკარად ჩანს და დგინდება, რომ თავად გ-- ბ----–---–ი აგვარებდა ამ ყველაფერს: რის საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნას დაცვის მხარე პალატისათვის გაუგებარია მაშინ, როდესაც დოკუმენტები საპირისპიროზე მეტყველებენ.
ნ--------------ისა და დ--------------------ის 2015 წლის 14 დეკემბრის შეხვედრის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მიხედვით: საქმესთან დაკავშირებით პირველი საუბარს იწყებს ნ--------------ე და ესაუბრება დ--------------------ეს საბუთებთან დაკავშირებით, რომელიც მეორე დღეს - სამშაბათს იქნება მზად. აქვე აღნიშნავს, რომ დაჩქარებული წესით საბუთების მომზადებისათვის გადაუხდია 1-----–----. თუ ვინ გადაიხადა 1-----–----, სახელი და გვარი ჩანაწერში ნახსენები არ არის, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა გადაიხადა გ-- ბ----–---–მა, რაც მათ შორის მისი ჩვენებითა და დ--------------------ის მიერ წარმოდგენილი საბანკო ქვითრითაც დასტურდება.. ნ--------------ე: ,,ისა გამოიხედე, იმან დაამთავრა ყველაფერი“; დ--------------------ე: ,,ანუ, ნებართვა მზად არის უკვე?“; ნ--------------ე: ,,ისა სამშაბათს, აი უყურე მოვიტანე ეხლა და სამშაბათს იქნება ეს საბუთები მზად“; დ--------------------ე: ,,იქით სამშაბათს?“; ნ--------------ე: ,,...სამშაბათსო ასე მითხრა, ანუ ხვალ. ეხლა რა ხდება, ეს მაგას გამოვართვი ანგარიშის ნომერი მე“; ,,გესმის? ხო დაჩქარებილი წესით შეუტანია და 1-----–---- გადაუხდია“; ,,...აი აგერ ესეთი იქნება ისა, რისთვისაც შეიტანა ფული აგერ წერია, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ... საყოფაცხოვრებო მომსახურების ოქბიექტები, სასტუმრო“; ,,მოკლედ რაც გინდა ის იქნება, ეს არის ეხლა რაც უმზადდება დაჩქარებული მომსახურების საფასურიო და გადასახდელი ათას... ეხლა გადაიხადა, ეხლა რა მითხრა ამან, ისაო რა ქვია 5-----–----, ისა 5---------–---ი უნდაო რას ეხლა, 2000 კვადრატული ჩვენ ეხლა 600 კვადრატს ხო ვყიდულობთ, 2-----------------–-------------------–------------–----------------------------–----------------“; დ--------------------ე: ,,ანუ ეხლა ჩვენ ჩვეულებრივად 8 სართულიანი შეგვიძლია ავაშენოთ“; ნ--------------ე: ,,ხო, ხო, კი ჩვეულებრივ 8 სართულიანი და აი ეს მთლიანიო აი ამ საბუთებსო 5000 ჯდებაო რა“; დ--------------------ე: ,,5000-სი? ანუ თქვენზე მოსაცემ 5-----------–---ს უნდა დავამატო 5---------–---ი?“; ნ--------------ე: ,,იცი რა იქიდან გადავიხადოთ ეს 5000“......დ--------------------ე: ,,ისა რაქვია, ხოდა მაგაზე კიდე რა მაინტერესებს იცი? ანუ ამ ნებართვით, ჩვენ ჩვეულებრივად 8 სართულიანი ხო შეგვეძლება და“; ნ--------------ე: ,,კი აი ჩვეულებრივად და მერე დავიწყებთ გვერდზე შემო... მიწის იმას, გვერდებზე რაც არის, ამაში შედის სერვიტუტი, მისასვლელი გზაც“; ,,ესეიგი მთლიანობაში ეს ჯდება 5000-იო“; დ--------------------ე: ,,აა, გასაგებია და იმაზე კიდე მიწაზე ჩვენ რომ ვიყიდით, ამ ყველაფერს, თავის ნებართვაც რომ გვექნება აშენების სასტუმროს, ბარემ ეს მიწაც რომ ისა ვქნათ ეს 4-------------ი“; ,,მაგაში ხო იმას იზავთ, რა ქვია, რო ვიყიდოთ ეგ 4-------------ი“; ნ--------------ე: ,,ეხლა რომ დავიწყოთ მაგაზედაც? თუ ჯერ რო ვიყიდოთ და მერე“; დ--------------------ე: ,,არა, რო ვიყიდოთ და მერე რო იმასა ვქნათ“; ნ--------------ე: ,,ბოლომდე მოგყვები, ეხლა ჯერ ეს ვიყიდოთ, მერე შენ სახელზე შეიტანე განაცხადი და გავაკეთოთ ეს ყველაფერი“; ,,...2000 კვადრატული მოდიოდა იქა და ეხლა გაკეთდა ისე რომ გაკეთდეს 2800 კვადრატული, გამიგე? და რავიცი მშვენიერი რამეა“; დ--------------------ე: ,,ხო და ჩვენ ფაქტიურად ხო იცი თქვენზე ვართ დამოკიდებული რომ ანუ თქვენ გარეშე ვერაფერს ვერ იმას ვიზავთ“; ნ--------------ე: ,,ყველაფერს გაგიკეთებ ბოლომდე, ბოლომდე, ყველაფერს და როგორც არის აი ასე. აი სპეციალურად გამოვართვი ეხლა რომ მენახვებინა რომ აი ეს უკვე შეტანილი არის და“.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით, რომ, რაზეც ნ--------------ე ესაუბრება დ--------------------ეს არ შეესაბამება რეალობას და ეწინააღმდეგება წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ ინფორმაციას. ამ დოკუმენტებში საუბარია მხოლოდ მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობების განსაზღვრის მოთხოვნაზე (პირველი სტადია), ხოლო ვიდეო ჩანაწერში ნ--------------ე ესაუბრება დ--------------------ეს თითქოსდა მეორე დღეს უკვე მზად იქნება ნებართვა, მშენებლობის კოეფიციენტი უკვე გაზრდილია და უფლება ექნება დ--------------------ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ააშენოს 2--------- მეტრის ფართის შენობა. თავის მხრივ დ--------------------ე კვლავ ეკითხება ნ--------------ეს ამ ნებართვით თუ შეძლებს 8 სართულიანი შენობის აშენებას, რასაც ნ--------------ე უდასტურებს (ტ.1. ს.ფ.75). აქვე აღსანიშნავია, რომ გ-- ბ----–---–ს არ მიუმართავს თბილისის ა---------------- სამსახურისათვის ან მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულისათვის კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნ--------------ე ატყუებდა დ--------------------ეს, რომ გ-- ბ----–---–მა კოეფიციენტი გაუზარდათ და ნაცვლად 2-----------------–-------------–---–------------------------–--------ის აშენებას. ამასთან, 5---------–---ი, რომელიც თითქოსდა 5-----------–---იდან უნდა გადაეცა ნ--------------ეს გ-- ბ----–---–ისათვის ეს ინფორმაციაც მცდარი, არარეალურია და შეიცავს მოტყუების ელემენტს.
აღსანიშნავია, რომ გ-- ბ----–---–ის მიწის ნაკეთის მოსაზღვრე 4-------------ულ ნაკვეთზე საუბარია მხოლოდ ზოგადად და მასთან დაკავშირებით პროცედურებს დაიწყებენ მხოლოდ მას შემდეგ რაც კერძო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ პროცედურებს დაასრულებენ. ნ--------------ე ეუბნება დ--------------------ეს, რომ კერძო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ შეიტანოს განაცხადი. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ფიქსირდება აღნიშნულ მონაკვეთში ნ--------------ის აქტიური როლი და დაინტერესება, რომ იგი აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. დამატებით იმასაც აღნიშნავს, რომ სპეციალურად გამოართვა დოკუმენტები გ-- ბ----–---–ს, რომ უკვე დაწყებულია პროცედურა (შეტანილია) და უნდოდა დ--------------------ისთვის ეჩვენებინა. აქვე კიდევ ერთხელ იმეორებს ნ--------------ე, რომ დ--------------------ეს 2-----------------–-----–--–----------------------–ის აშენება შეეძლება, რაც მშვენიერია.
ნ--------------ისა და დ--------------------ის 2015 წლის 16 დეკემბრის შეხვედრის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მიხედვით: საქმესთან დაკავშირებით პირველი საუბარს იწყებს დ--------------------ე: ,,როგორ ბრძანდებით“; ნ--------------ე: რავიცი შემჭამა აღარ შემიძლია“; ნ--------------ე: ,,რა ვქნათ?“; დ--------------------ე: ,,იქ იმასავქნათ (ჩასხდნენ მანქანაში)“; ნ--------------ე: ,,რა ვიცი, გუშინ ეხლა მომცა ესა, გადაწყვეტილება რომელიც მოუტანეს რა ...აი აქ ნახე, ობიექტები სასტუმრო, ის ხომ იყო“; ,,ის იყო შეკვეთა მისი, ეს რომ გადაწყვეტილება რომ მიიღეს, ნახე ეხლა რა უწერიათ აქ, ჩამონათვალი არის მოკლედ ყველაფერი, სასტუმრო და კანტორა და იურიდიული მომსახურება და რაც უნდა მოკლედ, რისი გაკეთებაც არის მაგალითად ნებადართული“; დ--------------------ე: ,,არა მე იმას გადავხედე, იმ იმას, ანუ ამის მერე ჩვენ ფაქტიურად გვრჩება პროექტი“ (ტ.1. ს.ფ. 264); ,,ეხლა ქ--–-------ო ნ--- იმაზეც იმასავშვრებით რა ქვია, მაგ იმას რა ქვია ეხლა მაგას მეპატრონე, მაგას მე შვიდასიათასს მივცემ იქითა კვირაში და ფაქტიურად ეგ აღარაფერში აღარ გვჭირდება და ისედაც რათ მინდა ეხლა მე ლაპარაკები დაიწყოს და ის იმასქნას“; ნ--------------ე: ,,ეხლა აქ ნახე ოთხი ექვსი კა. მიწის ნაკვეთი, კოეფიციენტი ის და თხუთმეტი დღის ვადაში სად წერია ღმერთო ეხლა მაგას ვეძებ რა მოიცადე“; ,,არა, არა მე მინდა, რომ თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნის თხუთმეტდღიანი ვადა, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარსადგენად, ე.ი. მოთხოვნილია რა, თუ სამსახურის მიერ არ იქნება წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკითხი დარჩეს განუხილველად, ამასთან გაცნობებთ, რომ ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არის შეჩერებული და განახლდება ხსენებული განცხადების წარმოდგენის შემდეგ, თხუთმეტ დღიანი ვადა სად წერია, აქ წერია ხომ?“; ,,...აქ კიდე მოიცადე რას ითხოვს კიდე...“ დ--------------------ე: ,,დამატებით იმ ობიექტების ესკიზი“; ნ--------------ე: ,,იმ ობიექტების ესკიზიური ვარიანტი რენდერის მოცულობა, ელექტრონული ვერსია, რომლის დაპროექტებასაც ფიქრობს მითითებულ ტერიტორიაზე ფოტო მონტაჟით არსებული გარემოებებში და გეგმა მისასვლელი გზით უზრუნველყოფით“; დ--------------------ე: ,,ანუ ეს სერვიტუტი, ხოდა ეს ეხლა სერვიტუტი რა მაინტერესებს მე, ეს სერვიტუტი იმ ოთხას კვადრატში შედის მერე რაც უნდა ვიყიდოთ, თუ მისასვლელი გზა ცალკეა“; ნ--------------ე: ,,არა ეს სერვიტუტი არის უფლება იმ გზით სარგებლობის ხომ სწორია, იურიდიული განმარტებით, ე.ი. ჩვენი უფლება სერვიტუტი შევა, მე ამას კიდევ დავადგენ მაგასთან და ეს შევა, ის ოთხასი კვადრატულს რომ ვიყიდით მერე იმაზე, მაგრამ ჩვენ მეორე ეხლა რომ გვთხოვენ ჩვენ ამის გაკეთებას, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ აგერ მიგვითითებს, რომ თხუთმეტდღიან ვადაში, თორე შეჩერდებაო და ეს ეხლა ესენი გვთხოვენ ჩვენ რენტერი, თუ რენდერი ჰქვია, რენდერს გვთხოვენ ესკიზს გვთხოვენ და ესკიზი თავისი (ტ.1. ს.ფ.264) თავისი დასურათებით ყველაფერით ყველაფრით იმეების ამის ესკიზს გვთხოვენ ესენი ჩვენ ეხლა და ამის შემდეგ ხდება პროექტის გაკეთება“; დ--------------------ე: ,,პროექტის გაკეთება და აი ამაში ქ--–-------ო ნ--- თქვენი იმედი მაქვს რა“; ,,ოღონდ თქვენ გენაცვალეთ შუაგზაზე რომ არ მიმატოვოთ“; ნ--------------ე: ,,კი, კი“; ,,არც იფიქრო, არც იფიქრო მაგაზე ერთი წამით არ იფიქრო ეხლა როგორც დედაშენი არ მიგატოვებს, ისე არ იფიქრო ჩემზე რომ მიმატოვებსო, არავითარ შემთხვევაში“; ,,არა, როგორ გეკადრებათ ეხლა, რა სისულელეა, არ იფიქრო კი არა მადლობა უფალს რომ გაგიცანი, ცხოვრებაში ოჯახის წევრს ვერ ენდობი ხანდახან, ზოგზოგიერთი იმისთანა გამოდგება და ღმერთმა ჩემნაირი ჩემს შვილს თავის ცხოვრებაში შეახვედროს ყოველთვის ... ხოდა ეხლა ამ საბუთებს ეხლა მე ამან დამიწყო ლაპარაკი, ხუთი ათასი ხომ მომთხოვა იმან, აი ეს რომ მომიტანა, წინა რომ მომიტანა, რომ რაღაცა და აპეზე, ეს არის აპეზე გამიგე, ხოდა ეხლა მეუბნება აი ერთი ის არის, ეხლა მეუბნება, რომ აი ამასო ხო, აი ამ რენდერის გაკეთებას და ამასო, გუშინ მოკლედ დათვალა, ვიღაცა ბიჭიც ყავდა იქა, რაღაცა, დათვალა, იმიტომ მინდა რომ მაგას მოვშორდეთ, იმიტომ მინდა რა“.
აღნიშნულ ნაწილში ნ--------------ე დ--------------------ეს აჩვენებს დოკუმენტს და უხსნის, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულია ის ობიექტები, რომელთა აშენებაც არის ნებადართული (სასტუმრო, კანტორა, იურიდიული მომსახურება). აქვე განუმარტავს, რომ უნდა წარადგინონ დამატებითი დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი დარჩება განუხილველი. დიალოგის მონაწილეები ასევე საუბრობენ სერვიტუტზე და მისასვლელ გზაზე, რაზეც ნ--------------ე განმარტავს, რომ აღნიშნულს დამატებით დაადგენს. აღსანიშნავია და საუბრის ამ მონაკვეთშიც იკვეთება ნ--------------ის აქტიური როლი, დაინტერესება და უფრო მეტიც ნ--------------ე მადლობას უხდის უფალს, რომ გ--ცნო დ--------------------ე და როგორც დედა არ მიატოვებს შვილს ისე არ მიატოვებს ნ--------------ე დ--------------------ეს.
ნ--------------ე საუბრის შემდეგ მონაკვეთში დ--------------------ეს განუმარტავს, რომ გ-- ბ----–---–მა ხუთი ათასი დოლარის გარდა მოსთხოვა კიდევ 1----- დოლარი, თუმცა შეევაჭრა და 1----------–----დან 5---------–---ამდე დააკლებინა თანხა. ასევე დ--------------------ეს და ნ--------------ეს სურვილი აქვთ რაც შეიძლება მალე გადაუხადონ მიწის ნაკვეთის საფასური გ-- ბ----–---–ს და შემდეგ შეწყვიტონ მასთან ურთიერთობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი (ე------–-) ვისზეც საუბრობენ ნ--------------ე და დ--------------------ე არის გ-- ბ----–---–ი, რაც დასტურდება ერთი მხრივ ვიდეო ჩანაწერის შინაარსით, ხოლო მეორე მხრივ წარმოდგენილი დოკუმენტაციით და თავად ნ--------------ის ჩევენებითაც.
საუბრის შემდეგ ნაწილში, ნ--------------ე: ,,ე.ი. რას მიშვრება ე.ი. ხუთჯერ ნაირად მელაპარაკება რა, ხუთ ნაირად მელაპარაკება, ეხლა მერე გუშინ მომთხოვა, გუშინ მითხრა რომ ნუ მოკლედ ამ აპეზეს გაკეთებასო, აპეზეს კი არა იმ ჩონჩხი, რა რენდერი რა ექსკიზის გაკეთებას, წინასაპროექტო სამუშაოს გაკეთებას უნდაო ათი ათასიო, ხოდა მე გუშინწინ მითხრა ეს მე შენ ვეღარ გითხარი, საღამოობით მივდივარ ხოლმე ექვსი საათვის შემდეგ, ეხლაც ოთხზე მერია მაქვს და გავრბივარ“; დ--------------------ე: ,,ანუ ხუთი ათასის გარდა კიდევ ათი ათასი?“; ნ--------------ე: ,,კიდე ათი ათასი, მერე, მე გუშინ უთხარი რომ ის რაქვიან, ჩვენ ესეთი მოლაპარაკება არ გვქონია თავიდან მეთქი რა, იმიტომ მეთქი, რომ თქვენ უთხარით, რომ მე გაგიკეთებ კი გაგიკეთებ მე რაც უთხარი იმას ვაკეთებო გ--გე რანაირი ე------–-ა უბედური, მერე მე უთხარი, რომ გუშინ რომ მივედი საღამოთი მე ტექნიკა ვიხმარე, მთელი დღე იმას ვფიქრობდი რა უთხრა ამას მეთქი და საღამოთი ვიხმარე ესეთი ტექნიკა, რომ მე უთხარი მობილურზე კი ველაპარაკე იმ ბიჭებს მეთქი, მაგრამ მართალი გითხრა ვერ გაუბედე მეთქი, ვერ გაუბედე ველოდები პირადად მეთქი, ვერ გაუბედე ამის თქმა მეთქი გ--გე, ხოდა მერე“; ,,რახან მასე არისო რაღაცაო მაშინო ესე მითხრა მაშინ მეც შემოვალ წილშიო და ხუთი შენო და ხუთი მე გ--გე რომ გადავიხადოთო“; ,,ეს უკვე წამოვიდა ხუთი ათასზე გ--გე, ათი ათასს მიფასებდა და მერე მე ტექნიკურად მე გუშინ საღამოთი მე რომ მივედი ვფიქრობდი რა ე------–-ა ამის დედა ვატირე ვიფიქრე იმას მიშვრება მეთქი რა, თან რა არის იცი როგორ გელაპარაკება იცი, აი დაგაბნიოს ბუნდოვნად“; ნ--------------ე: ,,შენ რომ ვერ მიხვდე გ--გე, იტოვებს სულ გზას რომ რაღაცაზე წამოგიკიდოს მერე და ეხლა მე მოსამართლე ვიყავი და მე შემეშლება, როგორ მელაპარაკება და ისა, ხოდა რომ მივხვდი მაგის მაიმუნობას და იმას, მერე მე უთხარი იცი რას გეტყვი მეთქი მოდი მეთქი ჩვენ ეს საქმე მეთქი წესიერად დავამთავროთ მეთქი მე უთხარი, წესიერად დავამთავროთ მეთქი და ეს ხალხი მე უთხარი მეთქი არა ამით არ ამთავრებენ მეთქი მე უთხარი კიდე აქვთ ინტერესი მეთქი და მოდი რა მოსაჭრელ ტოტს ნუ მოვჭრით მეთქი ამ ხალხთანთქო აი ესე უთხარი მერე ჩამომივიდა“; დ--------------------ე: ,,მაგ კაცს საერთოდ არც ის მინდა და საერთოდ, საერთოდ აღარ იმასაქნათ მიიკაროთ, ეხლა მე შვიდასი ათასს რომ ავიღებ ხელში მეჭირება მივალ შ--------------თ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას გავაფორმებ“ (ტ.1. ს.ფ 265); ,,იქით კვირაში მე მაგას ყველა ვარიანტში ფულს მივცემ“; ნ--------------ე: ,,იქით კვირაში, შენც რომ იცოდე მე მეგას ვეტყვი ხუთი ათასზე, მყავდეს ესე დაჭერილი იმით გამიგე“; დ--------------------ე: ,,კი, კი რა თქმა უნდა, აგერ გამოვიტანე მე ქ--–-------ო ნ--- თქვენზე მოსაცემი, ვაიმე ბოდიში“; ნ--------------ე: ,,არ ამოიღო ჯერ, ხოდა ესეთი რაღაცა ე------–-ა გ--გე მაიმუნის ერთი, ხოდა იმასა შვრება, ხოდა ეხლა რა მინდა იცი, ერთი ეს გადავაგოროთ, მერე მე გავარკვევ, პარალელურ რეჟიმში მაგასთანაც გავარკვევ“; დ--------------------ე: ,,ეგ მიწა მერე ქ--–-------ო ნ--- ხომ ყველა ვარიანტში“; ნ--------------ე: ,,აბა ისე“; დ--------------------ე: ,,იქ რაც იქნება გადასახდელი, ანუ შესატანი თანხა იმას ჩვეულებრივად გადავიხდი“; ნ--------------ე: ,,რათქმა უნდა, რა თქმა უნდა“ (ტ.1. ს.ფ. 266); ,,...ერთი ამ მანქანამ გ--აროს, ხოდა აი ესეთი რაღაცა ჩემო კარგო...“; დ--------------------ე: ,,...აი ქ--–-------ო ნ--- აგერ არის, ეს დაკუჭულა, აი ათი ათას დოლარებად არის“; ნ--------------ე: ,,იმასავქნათ რამეში ჩადოთ (ამ დროს დ--------ს ხელში დაფიქსირდა დოლარის კუპიურები) აი მოიცადე მოიცადე მე მოგცემ შენ“; დ--------------------ე: ,,თუ გინდათ დაითვალეთ რა ვიცი“; ნ--- მ---------: ,,არა კაცო“; დ--------------------ე ,,ორმოცდაათი ათასი დოლარია“; ნ--- მ---------: ,,ეხლა მე ხ-------ს ვაძლევ ათი ათას ხუთასს“; ,,ხ-------ს დაგირეკავთ და გეტყვით“; დ--------------------ე: ,,რა თქმა უნდა ხ-------ც არ დაგვრჩეს მერე ნაწყენი“; ნ--- მ---------: ,,არა, არა იცის ხ-------მ კაცო სამოცი პროცენტი და აქედან კიდე ვნახოთ შეიძლება აქედან გასასტუმრებელიც იყოს“; დ--------------------ე: ,,თქვენი იმედი მაქვს ქ--–-------ო ნ--- რა, ოღონდ შუა გზაზე არ მიმატოვოთ“ (ტ.1. ს.ფ. 266); ნ--------------ე: ,,არა, არა, არა ჩემო კარგო, ჩათვალე რომ როგორც დედაშენი არ მიგატოვებს ისე მე არ მიგატოვებ, მაგი კი არა მინდა მერე ჩემი შვილი გაგაცნოთ მერე, უწესიერესი ბიჭია, მე რომ ვამბობ იმიტომ არა, აი დღევანდელ დღეს კაცები ქალები, ბავშვები ყველანი რომ მადლობას მიხდიდნენ, არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი ძალიან სხვანაირია, მინდა, რომ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდეს საერთოდ რა“ (ტ.1. ს.ფ. 267).
საუბრის ბოლო მონაკვეთში დ--------------------ე გადასცემს ნ--------------ეს 5-----------–---ს. გადაცემამდე ნ--------------ე ფრთხილობს და ეუბნება დ--------------------ეს ჯერ არ მისცეს თანხა, მანქანამ გ--აროს, ხოლო შემდგომ რამეში ჩადოს. ნ--------------ე აღნიშნავს, რომ მიდის ხ--------------–---თან და უნდა მისცეს 10500 დოლარი (აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება არ დაადასტურა ხ--------------–---მა). თანხის გადაცემის შემდეგ დ--------------------ე სთხოვს, რომ ,,შუა გზაზე“ არ მიატოვოს.
აპელანტი აქცენტს აკეთბს დ--------------------ის ჩვენების არასანდოობაზე და არადამაჯერებლოზე, რასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ დ--------------------ის ჩვენებას იზიარებს, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ვიდეო და აუდიო ჩანაწერებშია მითითებული.
აღნიშნული ჩანაწერების გაანალიზების შემდეგ დაცვის მხარის აპელირება იმაზე, რომ თითქოს არცერთი ამ ჩანაწერით არ დასტურდება, რომ ნ--------------ე თავად ჰპირდება დ--------------------ეს, რომ მშენებლობის ნებართვას გაუკეთებს და იგი მხოლოდ გ-- ბ----–---–ისგან მიწოდებულ ინფორმაციას გადასცემს, მის დანაბარებს ეუბნება, მის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შინაარსს აცნობს და თავისი სახელით რაიმე დაპირებას მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებასთან დაკავშირებით არ იძლევა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, ვინაიდან ნ--------------ე საუბრისას აფიქსირებს პოზიციას, რომ სურს გ-- ბ----–---–ს რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს (ნ--------------ე: ,,იმიტომ მინდა რომ მაგას მოვშორდეთ, იმიტომ მინდა რა)“. პირიქით ნ--------------ე უდასტურებს დ--------------------ეს, რომ როგორც დედამისი არ მიატოვებს დ--------------------ეს, ისე არ მიატოვებს ნ--------------ეც. ასევე სურს გააცნოს მისი შვილი და გამოხატავს ინიციატივას, რომ მომავალშიც გაგრძელდეს მათი ურთიერთობა და ,,სხვანაირი“ (ახლო) ურთიერთობა ჰქონდეთ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ--------------ე იყო მხოლოდ შუამავალი გამყიდველსა და მყიდველს შორის, რომლებიც ერთმანეთს დააკავშირა, როგორც მყიდველის ნდობით აღჭურვილმა პირმა. პალატისათვის გაუგებარია რა ნდობა მოიპოვა ნ--------------ემ ასეთი დ--------------------ისაგან დროის მოკლე მონაკვეთში, რომ თავისივე განმარტებიდან გამომდინარე ანდობდა 5-----------–---ის განკარგვას, ვინაიდან არ ენდობოდა გამყიდველს, (ამ შემთხვევაში გ-- ბ----–---–ს)მაშინ როცა გ-- ბ----–---–ი და დ--------------------ე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს(დანარჩენ დროს ხვდებოდა ნ--------------ე) და გ-- ბ----–---–ი გამოთქვამდა სურვილს შეხვედროდა მიწის მყიდველს და როდის უნდა გაჩენილიყო მათ შორის უნდობლობა. ნ--------------ე კ----------ისა და ბ----–---–ის შეუხვედრებლობის მიზეზად ასევე ასახელებს დ--------------------ის დროის უქონლობას, რაც ასევე არადამაჯერებელია, ვინაიდან თვითონ ნ--------------ე სამუშაო საათებში, სამსახურებრივი ავტომანქანით ხვდება გ-- ბ----–---–ს და ცდილობს მოაგვაროს მიწის გაყიდვის პრობლემები, რაც ცილდება შუამავლის ფუნქციებს, როგორც თვითონ უწოდებს თავის თავს, რასაც ასევე მეორე მხრივ უკავშირებს მეგობარ ხ--------------–----ს თხოვნას, რომ ის იყო დაინტერესებული ამ საქმის დასრულებით და მიწის გაყიდვის შედეგად გარკვეულ სარგებელს ელოდებოდა. მაშინ როცა ხ--------------–---მა თავის ჩვენებაში ცალსახად დაადასტურა, რომ ნ--------------ესთან თანხასთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია, დ--------------------ეს მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მისთვის არ იყო ცნობილი, რომ 50 000 ამერიკული დოლარიდან 10500 დოლარი საშუამავლო თანხა მისთვის იყო განკუთვნილი, როგორც ნ--------------ე უთითებს. თუმცა ხ--------------–----ს ჩვენებით მიწის გაყიდვის შემდეგ საჩუქარზე უარს არ იტყოდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კანონი საჩუქრის მიღებას არ უკრძალავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები პალატას აძლევს საფუძელს გააკეთოს დასკვნა, რომ ნ--------------ის საუბრები დ--------------------ესთან, აღნიშნული საქმით დაინტერესება და მის მიერ განხორციელებული მოქმედებები მიმართული იყო იქითკენ, რომ იგი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებას ცდილობდა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; §43). 29/05/1997;
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ნ--------------ის უდანაშაულობა.
პალატა ეთანხმება დაცვის მხარეს, რომ ნ--------------ის განაჩენი დაუსაბუთებელია სასჯელის ნაწილში ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია ნ--------------ის ასაკზე, მის წარსულ ცხოვრებაზე -არაა ნასამართლევი, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, ჰყავს გ------–--–--–--–---–-------------------------------------–--–--------–--------------–---–---------–-. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ნ--------------ეს განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--ს და მსჯავრდებულ ნ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენში ნ--------------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ნ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება;
ნ--------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
ნ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან, - 2018 წლის 7 თებერვლიდან.
ნ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 16 დეკემბრიდან 2016 წლის 11 ივლისის ჩათვლით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ნ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმებულია;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას (-------------------–------------------–---------------------------–----------------------------------------–-----------–--------------------------------------–--–---------------–---–--------–----------------------–----------–-----------------------------–--–-----------------------------------------------------
ნივთიერი მტკიცებულებები:
თანხა 5-------––------–---- სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს;
ორი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. ჯეირანაშვილი