განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
010100119002804836
ინსტანცია
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-269-2019 წელი

№010100119002804836

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

8 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ---– ღ------------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ზ---– ღ------------ე, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ---------–-------------–-------------------ში, მსჯავრდებულია ბა-თუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და შეფარდე-ბული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ზ---– ღ------------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახში ძალადობისათ-ვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თან-დასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 11 საათზე, ქ---------–-------------------------------ში, ზ---– ღ------------ემ, არასრულწლოვანი შვილების - გ-------- და მ---- ღ------------ეე-ბის თანდასწრებით, ყელის არეში ხელის მოჭერით, სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზი-კური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს (ოჯახის წევრს) ნ-----–-- დ------------ს, რამაც ნ-----–-- დ------------ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი რამიშვილმა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ---– ღ------------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი მისთვის იქნება წამახალისებელი და ახალი დანაშულის მაპროვოცირებელი. ამასთან გასა-თვალისწინებელია ისიც, რომ ძალადობის მიზეზი იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარ-მოშობილი უთანხმოება, რაც შესაძლოა კვლავ განმეორდეს. სასამართლომ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერები, რაც მიანიშნებს მსჯავრდებულის ძალა-დობრივ ქცევაზე მნიშვნელოვან დამოკიდებულებას და ქმნის ახალი დანაშაულის განხორ-ციელების საფუძვლიან ვარაუდს. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული არ შერიგებია მსჯავრდებულს და ითხოვს მის დასჯას კანონის მთელი სიმკაცრით.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ზ---– ღ------------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ---– ღ------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგა-დი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმ-დეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმე-დების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვ-რულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილე-ბა და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღია-რებს და ინანიებს დანაშაულს, მის კმაყოფაზეა ოჯახის წევრები, ის არის პროფესიით ე----, შერიგებულია დაზარალებულთან, ის არის ქ--------- და კვალიფიკაციის ასამაღ-ლებლად ხშირად უწევს საზღვრის კვეთა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. სააპელა-ციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვ-ნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თე-ბერვლის განაჩენი ზ---– ღ------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზ---– ღ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ზ---– ღ------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვა-დით.

მსჯავრდებულ ზ---– ღ------------ის მიმართ 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შე-ფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ზ---– ღ------------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს „საქართველოს ბანკის“ შესაბა-მის ანგარიშზე შეტანილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორ-დერი №-------, დასტურის №--------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნივთიერი მტკიცებულება – საქართველოს შსს სსიპ 112-დან მოწოდებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერ-თოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებუ-ლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili