განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.03.2019
საქმის ნომერი
110310118002662356
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310118002662356

საქმე N3/ბ-45-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

კერძო საჩივრის ავტორი – ს--------------

 

მოწინააღმდეგე მხარეები:

1. ვ-–-, ლ--–-, მ-------, მ------ და ნ----- გ-----------–---–---

2. სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს ზ------------ ს------------–---------------

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების კანონიერება

 

გასაჩივრებული განჩინება – ზ------------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინება

 

კერძო საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და კერძო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:

 

2018 წლის 05 ოქტომბერს ზ------------ რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ვ-–-, ლ--–-, მ-------, მ------ და ნ----- გამეზარდაშვილებმა სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს ს------------–---------------სა და მესამე პირის-ს--------------- მიმართ. მოსარჩელებმა მოითხოვეს ბათილად ყოფილიყო ცნობილი: სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს 2018 წლის 11 სექტემბრის N------ გადაწყვეტილება ს--------------- 2018 წლის 21 აგვისტოს N--------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს 2018 წლის 21 სექტემბრის N--------------- და 2018 წლის 27 სექტემბრის N---------------- გადაწყვეტილებები; ამავე სარჩელით მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე იშუამდგომლეს ს-------------------- ეროვნულ სააგენტოს აკრძალვოდა N------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე გადაწყვეტილებების მიღება და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე რაიმე ქმედების განხორციელება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინება გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ. ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ვ-–-, ლ--–-, მ-------, მ------ და ნ----- გ-----------–---–---ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და საქმე ვ-–-, ლ--–-, მ-------, მ------ და ნ----- გ-----------–---–---ს განცხადების ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა ზ------------ რაიონულ სასამართლოს.

 

ზ------------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით ვ-–-, ლ--–-, მ-------, მ------ და ნ----- გ-----------–---–---ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს 2018 წლის 11 სექტემბრის N------ გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში), 2018 წლის 21 სექტემბრის N--------------- და 2018 წლის 27 სექტემბრის N---------------- გადაწყვეტილებების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშულება. ის წარმოადგენს პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. ამასთან, კანონის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნ-----დ იცავს, როგორც მოსარჩელის, ისე – მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა ვალდებულებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისადმი, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება გადაწყდება ინდივიდუალურად – სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერებით მსჯელობს გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ესა თუ ის ღონისძიება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვ-–-, ლ--–-, მ-------, მ------ და ნ----- გ-----------–---–---ს განმარტებით ირკვეოდა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს მიღებული N--------------- გადაწყვეტილებით მათ ოჯახის საკუთრებად აღირიცხა უძავი ქონება, რომელსაც ისინი ათეული წლის მანძილზე ფლობდნენ. მარუსა გ-----------–---–-- სახელზე იყო გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და უძრავი ქონება აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში. სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს 2018 წლის 16 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი გ-----------–---–---ს საკუთრებად დარეგისტრირდა, რაც სადავო გახადა ს--------------მ და 2018 წლის 17 აგვისტოს სარჩელი შეიტანა ზ------------ რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელეთა მითითებით, მათივე საკუთრებად N------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაცია აბსოლუტურად კანონიერია, რასაც ისინი დაამტკიცებენ დავის პროცესში. საჯარო რეესტრს კი კანონი ავალდებულებდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა, რამდენადაც სასამართლოს წარმოებში იყო და არის სარჩელი იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით. მან ახალ-ახალი გადაწყვეტილების მიღება დაიწყო და ამით შეუძლებელიც კი გახდა სასამართლოს მიერ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულება.

 

სასამართლოს მოსაზრებით კონკრეტული დავის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მოსარჩელეებს მათ სახელზე N892018618152-09 (10.08.2018) გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია ს/კ-ით N------------ მიაჩნიათ კანონიერად და თვლიან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მიზნით ახალი სარეგისტრაციო წარმოების დაწყებისა და რეგისტრირებული მონაცემების შეჩერების საფუძველი (რაც სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს 2018 წლის 11 სექტემბრის N------ გადაწყვეტილებით განხორციელდა) არ არსებობდა. სწორედ აღნიშნული უფლების დასაცავად აღძრეს მათ სარჩელი სასამართლოში და მოითხოვეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (ინდივიდუალური ადმინისტრაციიულ-სამართლებრივი აქტების) ბათილად ცნობა.

 

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით აღნიშნულზე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა ყოფილიყო გამოყენებული, წყვეტდა სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სასამართლოს მითითებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩამონათვალი მოცემულია ამავე მუხლის მე-2 ნაწილში. თუმცა, სსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნა და ინტერესი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა მდგომარეობდა მასში, რომ საჯარო რეესტრს სასამართლოს მიერ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე არ განეხორციელებინა სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რაიმე ქმედება და არ მიეღო N------------ საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ანუ არ განხორციელებულიყო სადავოდ გამხდარი აქტების აღსრულება, აქტებით დადგენილი ქმედებები. შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, მათ ინტერესს წარმოადგენდა სასამართლოს მიერ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გასაჩივრებული აქტების - რეესტრის გადაწყვეტილებების მოქმედებების შეჩერება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოსგან განსხვავებით, ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია დაეხმაროს მოსარჩელეს მისი მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა ინტერესის გათვალისწინებით საქმეზე გამოყენებულ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფის ღონისძიება, რათა შემდგომში საფუძველი ჰქონოდა დავის გაგრძელებას და სადავო აქტების კანონიერების შემოწმებას, ამასთან, საფრთხე არ შექმნოდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას - სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ დაყენებული შუამდგომლობის საკითხი გადაეწყვიტა არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებებით, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 29-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებდა სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებდა სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ღონისძიებას, როგორიცაა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (სსკ-ის 29-ე მუხლი).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი გამოიყენებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მიზანია დავის სასამართლოში გადაწყვეტამდე მოსარჩელე დაბრუნდეს იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებაში, რომელიც არსებობდა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე. სარჩელის წარმოებაში მიღებით აქტის მოქმედება ჩერდება, რაც ნიშნავს მისი მოქმედების და ყველა სამართლებრივი შედეგების გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოსარჩელეთა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, უნდა შეჩერებულიყო სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს 2018 წლის 11 სექტემბრის N------ გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში), 2018 წლის 21 სექტემბრის N--------------- და 2018 წლის 27 სექტემბრის N---------------- გადაწყვეტილებების მოქმედება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ასკ-ის 29.1 მუხლის საფუძველზე.

 

ზ------------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინება კანონით დადგენილ ვადაში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მესამე პირმა ს--------------მ, რომელმაც მისი გაუქმება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს 2018 წლის 11 სექტემბრის N------ გადაწყვეტილება შეეხებოდა მისი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და საჯარო რეესტრი იწყებდა კანონიერების შესწავლას უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით N-------------ზე, ვინაიდან ფიქსირდებოდა დარღვევები და ამასთან საფრთხე ექმნებოდა მის საკუთრების უფლებას, ვინაიდან ვ-–- გ-----------–---–-- ოჯახზე ახლად რეგისტრირებული მონაცემები მოიცავდა ს--------------- 3-- კვ.მ. საკუთრებას (შენობა-ნაგებობებს).

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზ------------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ-–-, ლ--–-, მ-------, მ------ და ნ----- გ-----------–---–---ს შუამდგომლობა და შეჩერდა სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს 2018 წლის 11 სექტემბრის N------ გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში), 2018 წლის 21 სექტემბრის N--------------- და 2018 წლის 27 სექტემბრის N---------------- გადაწყვეტილებების მოქმედება, უკანონოა რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.05.2011 წლის N------------(კ-10) და 14.07.2015 წლის N---------- (2კ-14) გადაწყვეტილებებს.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით ზ------------ რაიონულ სასამართლოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი შეეცვალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა და წაერთმია ს--------------------ათვის უფლება შეესწავლა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ზ------------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინება და დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით ს--------------- კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

 

კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული

განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ს--------------- კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზ------------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

როგორც საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსი, ისე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეებს, ასევე მათი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

 

ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესის შესაბამისად პალატა განმატავს, რომ მხარის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე შესაბამისი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მითითებას დასაბუთებული ეჭვის სახით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, გადაუდებელი აღსრულების შემთხვევაში მხარეზე არსებითი ზიანის მიყენების ან მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვის შეუძლებლობის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. ამასთან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე მოთხოვნის შემთხვევაში შუამდგომლობაში ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი ის საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება მოსარჩელის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება, რა მიმართებით მოსარჩელემ ნათლად უნდა წარმოაჩინოს, რომ ეს მოწესრიგება აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის ან არსებული რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას, ვინაიდან აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოცემულ საქმეზე ვ-–-, ლ--–-, მ-------, მ------ და ნ----- გ-----------–---–---ს სარჩელით სადავოა სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს 2018 წლის 11 სექტემბრის N------ გადაწყვეტილება ს--------------- 2018 წლის 21 აგვისტოს N--------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე სსიპ ს-------------------- ე---------–------------ს 2018 წლის 21 სექტემბრის N--------------- და 2018 წლის 27 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილებები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის (საპროცესო უფლებები) პირველი პუნქტის თანახმად (ცვლილებებამდე 42-ე მუხლი), ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგეს ინსტრუმენტულ უფლებას, რომელიც „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №------- გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ,,სასამართლო პროცესის” განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს ,,იზა” და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

 

ამდენად, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

 

როგორც აღინიშნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი ნაწილია. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება. საქმეში „ხორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნებოდა ილუზორული, თუკი, შიდა ეროვნული სამართლებრივი სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალაში შესული, იურიდიული ძალის მქონე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რჩებოდეს ძალის არმქონედ ერთ-ერთი მხარის საწინააღმდეგოდ.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლო ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოპასუხის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით უზრუნველყოს მოსარჩელის უფლებების დაცვა, ამავდროულად უზრუნველყოს მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესების თანაზომიერი გაწონასწორება და მათი მართლზომიერი დაბალანსება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის დანაწესის თანახმად, კანონმდებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ დაინტერესებული პირის შუამდგომლობის განხილვისას ადგენს ,,დასაბუთებული ეჭვის’’ სტანდარტს, შესაბამისად პრევენციული ღონისძიების გამოყენების საფუძველი დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ; სხვაგვარად, აღნიშნული გარემოების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი პალატა აძლევს იმის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოცემულ შემთხევვაში მოსარჩელებმა შეძლეს ,,დასაბუთებული ეჭვის’’ სტანდარტის გათვალისწინებით სასამართლოს დარწმუნება პრევენციული დაცვის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ, ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენა კი კერძო საჩივრის ავტორის მიერ უზრუნველყოფილი ვერ იქნა. ამასთან პალატა მიუთითებს, რომ საკითხები რომელზეც საჩივრის ავტორი უთითებს, უნდა შემოწმდეს საქმის არსებითი განხილვისა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სარჩელის დასაბუთებულობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს შესაბამისი მტკიცებულებების და პროცესუალური შესაძლებლობების არარსებობის გამო.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ შუამდგომლობას და საქმის მასალებს. გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზ------------ რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 29 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით დადგენილი და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს--------------- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ზ------------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინება;

 

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე