განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-750-2018 წელი
№080100117002106836
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
2 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – მამუკა ჩუბინიძის,ადვოკატების – ნ----- ჩ-------ის, ნ---- შ------–--ის,მსჯავრდებულის – კ------- წ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა კ------- წ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
კ------- წ--------ე, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები წ---–--------------------------–--------ში, გ------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის სა-ქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვა-დით.
aRwerilobiTi nawili:
კ------- წ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედოთ ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისა-კუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის ნოემბრის თვეში ქუთაისში, ზ----------------- ქუჩის №60-ში მდებარე შპს „ა-–-------“-ის ეზოდან კ------- წ--------ე მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა რელსებს, რომლის საერთო სიგრძე შეადგენს 330,00 გრძივ მეტრს და რ/ბ განძელებს, ხოლო მათი საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 37848,22 ლარს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ------- წ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ----- ჩ-------მა და ნ---- შ------–--ემ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ კ------- წ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუთე-ბენ იმ მოტივირებით, რომ გამოძიების მასალების მიხედვით საქმეში იყო მხოლოდ სამი ძირითადი მოწმე: ზ------ უ–------ე, ბ------ ჯ--------- და ამომცნობი შ----- ლ-------ე. სამივე ბალდების მოწმემ უარყო გამოძიებაში მოცემული ჩვენება სასამართლოს ხდომაზე.
ბ------ ჯ---------მ განაცხადა, რომ ოქმის შინაარსი მისთვის უცნობი იყო, რაზეც ხელი მოაწრინეს და არც ერთი ოქმის შინაარსი არ იცის. ასევე საერთოდ არ იცნობს კ------- წ--------ეს და პოლიციამ შეცდომაში შეიყვანა ოქმებზე ხელის მოწერით. ბ------ ჯ---------მ უარი განაცხადა ჩვენების გამოქვეყნებაზე.
ასეთივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ზ------ უ–------ემაც. მანაც უარი განა-ცხადა ჩვენების გამოქვეყნებაზე და განაცხადა, რომ არ იცის ოქმის შინაარსი. უთხრეს, რომ ჩხრეკის ოქმზე უნდა მოეწერა ხელი. აცხადებს, რომ საერთოდ არ იცნობს კ------- წ--------ეს.
მოწმე ზ------ უ–------ემ სასამართლოში განარტა, რომ პოლიციელებმა სასამართლოს შენობიდან მიიყავნეს პროკურატურაში პროკურორებთან დ----- ს--–----ესა და დ------- ვ------------სთან. დ------- ვ------------მ დაუდო ჩვენება და უთხრა წაიკითხე და რაც აქ წერია იმას თუ არ იტყვი, სასამართლო ხდომის დარბაზშივე დაგაკავებთო. შემდეგ პოლი-ცია წავიდა და იგი თვითონ მოვიდა სასამართლოში. პროკურორმა დ----- ს--–----ემ კი იქვე სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კი არ დაუშინებიათ, არამედ ცრუ დასმენაზე გააფრთხილეს.
სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით, ასეთი ფაქტების ფონ-ზე, განაჩენში მოახვედრა ზ------ უ–------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენება, როცა მოწმე თავგანწირვით ამტკიცებს, რომ ეს მის მიერ მიცემული ჩვენება არ არის.
რაც შეეხება მესამე მოწმეს, ამომცონობ შ----- ლ-------ეს, მისი ჩვენების თანახმად ამოცნობაზე 4 ბიჭი მოიყვანეს და ჰკითხეს თუ იცნობდა. უპასუხა, რომ არა. კ---- უთხრა „ვერ მიცანი? მე ვარო“ და მანაც უთხრა კი გიცანიო. მან არ იცის ვინ იყო ის კ---. ღამე იყო და ვერ შეხედა, ამოცნობაზეც არ იცის ვინ იყო და უთხრა კაი შენ იყავიო.
მოწმეებმა ბ------ ჯ---------მ, ზ------ უშევრიძემ და მსჯავრდებულმა კ------- წ--------ემ განაცხადეს, რომ მიიყვანეს კონრეტულ ადგილზე და მიუთითეს ხელი გაეშვირა, რა დრო-საც ხდებოდა ფოტოგადაღება, აქვე პოლიციის თანამშრომლები შეპირდნენ, რომ გადაღე-ბის დასრულების შემდეგ გაუშვებდნენ სახლში.
საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მოწმე, არ არსებობს არც ერთი პირადპირი მტკიცებულება გარდა საგამოძოებო ექსპერიმენტისა, რომლის დროს საქმისთვის მნიშვ-ნელოვანი არავითარი ნივთი და საგანი არ ყოფილა გამოძიების მიერ მოპოვებული და გამოვლენილი.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს არ დაკითხულა არც ერთი მოწმე, რომელიც ასევე იქნებოდა პირდაპირი სახის მტკიცებულების მატარებელი კ------- წ--------ის ბრლეულობასთან მიმართებაში, არ ყოფილა წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება გარდა რკინის რელსების წონისა და ღირებულების დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკნისა. ექსპერტთა ჩვენებებით შეუძლებელია რელსების მოცილება მიწიდან ერთმა ადამიანმა შეძლოს ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე. ასევე შეუძლებელია ერთმა ადამიანმა დაასაწყობოს ან მოახდინოს ამ წონის რკინის რელსების გადაადგილება, სხვა არანაირი სხის მტკიცებულება გამოკვეული არ ყოფილა. რეალური ქურდების გამოვლენა ბრალდების მხარემ ვერ შეძლო და საქმე ვითომ გახსნა სრულიად უნდანაშაულო პირის პასუხისგებაში მიცემის გზით.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ კ------- წ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატებს ნ----- ჩ-------ს და ნ---- შ------–--ეს, რომლებიც ითხოვენ კ------- წ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– პროკურორ მამუკა ჩუბინიძეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმა-ყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული, 2016 წლის 12 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ზ----------------- ქუჩის მე-6 ჩიხის შესასვლელიდან დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე, ჩრდილოეთ მხარეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო ზ-------------------------ში განთავ-სებული შპს „ა-–-------“-ის კუთვნილი ეზოდან, სადაც განთავსებულია შპს „ა-–-------“-ის ადმინისტრაციული შენობა. აღნიშნული ტერიტორია შემოსაზღვრულია რკინა-ბეტო-ნის ღობით, ეზოს აღმოსავლეთ მხარეს ადმინისტრაციული შენობის გვერდით მიწის ზე-დაპირზე დაგებულია რკინიგზის ლიანდაგები, რომელიც მიემართება ჩრდილოეთ მხარეს, კერძოდ შპს „ა-–-------“-ის უკანა პერიმეტრისკენ. აღნიშნული ლიანდაგის ნაწილი დაფა-რულია მიწის ზედაპირით, ხოლო ნაწილი ჩანს მიწის ზემოდან, რომელიც გადის შპს „ა-–-------“-ის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან და მიდის ისევ ჩრდილოეთით გადახ-ვევის გარეშე, რომელიც გადის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც მიწის ზედაპირზე ლიანდაგები თითქმის შეუმჩნეველია, ვინაიდან მას ფარავს ბალახები და ეკალ-ბარდები. ჩრდილოეთით დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ გავიდნენ უფრო ფართო ღია შემოუსაზღვრავ ტერიტორიაზე, სადაც მიწის ნაწილზე მოგებულია ასფალტი, ხოლო რამოდენიმე მეტრის შემდეგ გრძელდება მიწის ზედაპირი, სადაც აღმოჩენილი იქნა საბურავის კვლები, რომელიც მიდის დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე ჩრდილოეთის მიმართულებით შპს „ა-–-------“-ის კუთვნილი ეზოდან გამომავალ რკინიგზის ლიანდაგ-თან, რომლის ორივე რელსი აღნიშნულ ადგილამდე მოდის უწყვეტად. აღნიშნულ ადგილ-ზე მიწის ზედაპირი არის გადასწორებული და აღინიშნება საბურავის კვლები. ზემოა-ღნიშნული რკინიგზის ლიანდაგის ორივე რელსი კი აღნიშნული ადგილიდან არის აყრი-ლი და ადგილზე არ არის, ხოლო რელსის დამჭერი ლითონის ჭანჭიკები და სამაგრები დატოვებულია ადგილზე. ასევე ადგილზეა ბეტონის რელსის ქვედა სამაგრები. აღნიშნუ-ლი ადგილი მიუთითა დათვალიერებაში მონაწილე შპს „ა-–-------“-ის მთავარმა ინჟი-ნერმა ვ------- კ------–---–მა, რის შემდეგაც გაემართა ჩრდილოეთით და დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე უთითებდა რკინიგზის ლიანდაგზე, საიდანაც ლიანდაგის რელსები არის აყრილი და ადგილზე არ არის. ვ------- კ------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული რკინიგზის ლიანდაგი თავიდან ბოლომდე არის შპს „ა-–-------“-ის კუთვნილება და არის მოპარული. ექსპერტის მიერ გაზომილი იქნა მოპარული ლიანდაგის სიგრძე, რომელიც შეადგენს დაახლოებით 200 მეტრს, ხოლო მოპარული რელსების სიგრძე შეადგენს დაახ-ლოებით 400 მეტრს, ვინაიდან რკინიგზის ლიანდაგის ორივე მხარეს არსებული რელსები არის მოპარული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტის მიერ მოხდა შემთხ-ვევის ადგილის დასურათება „ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატით. ასევე დათვა-ლიერებული იქნა შემთხვევის ადგილის გარე პერიმეტრი, სადაც საქმისთვის მნიშვნე-ლობის მქონე რაიმე კვალი ან საგანი აღმოჩენილი არ ყოფილა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ტერიტორიაზე სამეთვალყურეო ვიდეო კამერები აღმოჩენილი არ ყოფილა.
საქმეში არსებული, 2016 წლის 15 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგე-ნი-–--, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს მოწმე ზ------ უ–------ის გამოკითხვის შემდეგ მი-სივე თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მის მიერ გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით. ზ------ უ–------ემ ყოველგვარი იძუ-ლების გარეშე თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და განმარტა, რომ ეთანხმება მის მიერ გამოკითხვისას მოწოდებულ ინფორმაციას. ზ------ უ–------ეს მიეცა წინადადება მიუთითოს ის ადგილები, სადაც სარკინიგზო რელსები დატვირთა ტექნიკის გამოყენებით ტრაილერზე და ასევე ის ადგილი, სადაც მოახდინა ტვირთის აწონვა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად გამოძახებული იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები. 2016 წლის 15 ნოემბერს 11:30 საათზე, ქ----------–----------–-----–-------------ში განთავსებული პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონა-წილე პირები მოწმე ზ------ უ–------ე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ-----– კ-----ი, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი-–-- ხ------ მოთავსდნენ ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ექსპერტ კრიმინალისტი გ------- ა-–------ე მოთავსდა საექს-პერტო კრიმინალისტიკური სამსახურის შკოდის მარკის ავტომანქანაში. მოწმე ზ------ უ–------ის მითითებით პოლიციის ეზოდან გავიდნენ მარჯვენა მხარეს ა------–-----–ის ქუჩაზე, რის შემდეგაც გავიდნენ ა------–-----–ის ქუჩისა და ი-----–-----–--ის გამზირის დამაკავშირებელ ხიდზე. ამის შემდეგ მოუხვიეს მარჯვნივ 9-------–-- ქუჩაზე, რომლის გავლის შემდეგაც გადავიდნენ ზ----------------- ქუჩაზე არსებულ გზაგამტარ ხიდზე, რის შემდეგაც ზ------ უ–------ის მითითებით ზ----------------- ქუჩისა და გ---------- ქუჩის გადაკვეთაზე გადაუხვის მარჯვნივ ზ----------------- ქუჩის მ-------–-. იარეს 400 მეტრის მანძილზე ჩრდილოეთით და ზ------ უ–------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც უკვე დაჭ-რილი სარკინიგზო რელსები დატვირთა ტექნიკის გამოყენებით ტრაილერზე. აღნიშნუ-ლის შემდეგ გამოვიდნენ ზ----------------- მ----------ან და გააგრძელეს გზა გ---------- ქუჩაზე, საიდანაც გადავიდნენ ს---–--------- გამზირზე, სადაც მარჯვენა მხარეს ზ------ უ–------ის მითითებით გადაუხვიეს და მივიდნენ ქ. ქუთაისში ს---–--------- გ----------ში განთავსებულ შპს „ს----ში“. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა შპს „ს----ს“ დირექტორმა მ------- ღ-----მ. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ზ------ უ–------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მოახდინა მის მიერ წამოღებული ტვირთის აწონვა. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა, საგამოძიებო ექსპერიმენ-ტის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ.
საქმეში არსებული, 2016 წლის 15 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგე-ნი-–--, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს მოწმე ბ------ ჯ---------ს გამოკითხვის შემდეგ მი-სივე თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მის მიერ გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით. ბ------ ჯ---------მ ყოველგვარი იძუ-ლების გარეშე თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და განმარტა, რომ ეთანხმება მის მიერ გამოკითხვისას მოწოდებულ ინფორმაციას. ბ------ ჯ---------ს მიეცა წინადადება მიუთითოს ის ადგილები, სადაც სარკინიგზო რელსები დატვირთა ტექნიკის გამოყენებით ტრაილერზე და ასევე ის ადგილი, სადაც მოახდინა ტვირთის აწონვა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად გამოძახებული იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები. 2016 წლის 15 ნოემბერს 12:50 საათზე, ქ----------–----------–-----–-------------ში განთავსებული პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მოწმე ბ------ ჯ---------, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ-----– კ-----ი, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი-–-- ხ------ მოთავსდნენ „ტოიოტა ჰაი-ლუქსის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ექსპერტ კრიმინალისტი გ------- ა-–------ე მოთავ-სდა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის შკოდის მარკის ავტომანქანაში. მოწმე ბ------ ჯ---------ს მითითებით პოლიციის ეზოდან გავიდნენ მარჯვენა მხარეს ა------–-----–ის ქუჩაზე, რისი გავლის შემდეგაც გადვიდნენ ა------–-----–ის ქუჩისა და ი-----–-----–--ის დამაკავშირებელ ხიდზე, რის შემდეგაც მოუხვიეს მარჯვნივ 9-------–-- ქუჩაზე, რომლის გავლის შემდეგაც გადავიდნენ ზ----------------- ქუჩისა და გუგუნავას ქუჩის გადაკვეთაზე. ბ------ ჯ---------ს მითითებით ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს ზ----------------- ქუჩის მ-------–-, სადაც დაახლოებით 400 მეტრის მანძილის გავლის შემ-დეგ ჩრდილოეთით, ბ------ ჯ---------მ მიუთითა ის ადგილი სადაც დაჭრილი სარკინიგ-ზო რელსები დატვირთა ტრაილერზე ტექნიკის გამოყენებით. აღნიშნულის შემდეგ დაბ-რუნდნენ უკან, გამოვიდნენ ზ----------------- მ----------ან და გააგრძელეს გზა გ---------- ქუჩაზე ბ------ ჯ---------ს მითითებით, რისი გავლის შემდეგაც გადაუხვიეს მარჯვნივ ს---–--------- გამზირზე, სადაც დაახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს და მივიდნენ ს---–--------- გ----------ში განთავსებულ შპს „ს----ში“. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და მასში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა შპს „ს----ს“ დირექტორმა ლ---- თ----------ემ. ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ბ------ ჯ---------მ მიუთითა ის ადგილი, სადაც მოახდინა მის მიერ წამოღებული ტვირთის აწონვა. ამით საგამოძიებო ექსპერიმენ-ტი დასრულდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექს-პერტის მიერ.
2016 წლის 15 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს მოწმე კ------- წ--------ის გამოკითხვის შემდეგ მისივე თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მის მიერ გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის შე-მოწმების მიზნით. კ------- წ--------ემ ყოველგვარი იძულების გარეშე თანხმობა განაცხა-და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და განმარტა, რომ ეთანხმება მის მიერ გამოკითხვისას მოწოდებულ ინფორმაციას. კ------- წ--------ეს მიეცა წინადადება მიუთი-თოს ის ადგილები, სადაც სარკინიგზო რელსები დაჭრა ე.წ. „რეზაკის“ საშუალებით, ასევე ის ადგილი სადაც აწონეს ტრაილერზე დატვირთული რელსები და ის ადგილი ქალაქ ფ----–-, სადაც ფ------ ტერმინალიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე ტრაი-ლერიდან ჩამოცალა ქუთაისიდან ჩატანილი რელსები. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონა-წილეობის მისაღებად გამოძახებული იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები. 2016 წლის 15 ნოემბერს 17:30 საათზე, ქ----------–----------–-----–-- ქუჩის №----ში განთავსებული პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მოწმე კ------- წ--------ე, ექს-პერტ-კრიმინალისტი გ------- ა-–------ე, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი-–-- ხ------ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ--- კ---------ე მოთავსდნენ ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანაში. მოწმე კ------- წ--------ის მითითებით პოლიციის ეზოდან გავიდნენ მარჯვენა მხარეს ა------–-----–ის ქუჩაზე, რისი გავლის შემდეგაც გადავიდნენ ა------–-----–ის ქუჩისა და ი-----–-----–--ის დამაკავშირებელ ხიდზე, რის შემდეგაც მოუ-ხვიეს მარჯვნივ 9-------–-- ქუჩაზე, რომლის გავლის შემდეგაც მოუხვიეს მარჯვნივ, გადა-იარეს გზაგამტარი ხიდი და დასავლეთის მიმართულებით გააგრძელეს მოძრაობა ზ----------------- ქუჩაზე. დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ ზ----------------- ქუჩისა და გ---------- ქუჩის გადაკვეთაზე მოწმე კ------- წ--------ის მითითებით ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს ზ----------------- ქუჩის მ-------–-, სადაც ჩრდილოეთით დაახლოებით 400 მეტრის მანძილის გავლის შემდეგ კ------- წ--------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მან სარკინიგზო რელსები დაჭრა ე.წ. „რეზაკის“ საშუალებით. აღნიშნულის შემდეგ დაბრუნდ-ნენ უკან, გამოვიდნენ ზ---------------ს მ----------ან და კ------- წ--------ის მითითებით გააგრძელეს გზა პირდაპირ გ---------- ქუჩაზე, რისი გავლის შემდეგაც გადაუხვიეს მარჯ-ვნივ ს---–--------- გამზირზე, სადაც დაახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს და მივიდნენ ს---–---------------------ში განთავსებულ შპს ,,ს----ში’’. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და მასში მონაწი-ლეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა შპს ,,ს----ს’’ დირექტორმა ლ---- თ----------ემ. ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ კ------- წ--------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მოახ-დინა დატვირთული ტრაილერის აწონვა. აღნიშნულის შემდეგ მოთავსდნენ ავტომან-ქანაში, დაბრუნდნენ უკან, გამოვიდნენ ს---–--------- გამზირზე, საიდანაც კ------- წ--------ის მითითებით გაიარეს გ---------- ქუჩა, რისი გავლის შემდეგაც მოუხვიეს მარცხ-ნივ და გააგრძელეს გზა ქალაქ ფ------ მიმართულებით. გაიარეს ქალაქი სამტრედია, რის შემდეგაც გაიარეს აბაშა და შევიდნენ ქალაქ ფ----–-. ქ. ფ----–- შესასვლელი ცენტრალური გზიდან კ------- წ--------ის მითითებით გადაუხვიეს მარცხენა მხარეს ლ-------ს ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 500 მეტრის გავლის შემდეგ კ------- წ--------ის მითითებით საავტო-მობილო გზიდან ჩაუხვიეს მარცხნივ არსებულ მინდორზე, სადაც კ------- წ--------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მან სატვირთო ტრაილერიდან ჩამოცალა ქუთაისიდან ჩამო-ტანილი რკინიგზის რელსები. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ.
საქმეში არსებული, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ----------–--------------------------------------------------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო და-ნიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------), დაზუსტებული ფართობით 13257.20 კვ.მ, მასზე არსებული შენობა ნაგებობებით, შპს „ა-–-------“-ის (ს/ნ 2--------) საკუთრებაშია.
საქმეში არსებული, 2016 წლის 15 ნოემბრით დათარიღებული პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობ პირს შ----- ლ-------ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი პი-როვნება, მათ შორის კ------- წ--------ე. შ----- ლ-------ემ აღნიშნა, რომ 2016 წლის 8 ნო-ემბერს დაახლოებით 17:00 საათზე შრომის ბირჟაზე, როდესაც რელსების დასატვირთად დაიქირავეს და დატვირთული ავტომანქანით მივიდა ტვირთის ასაწონად ჯართის მიმღებ პუნქტში იქ ნახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყო დაახლოებით 30 წლის, საშუალო სიმაღლის, საშუალოზე დაბალი წვერით, წითური დაბალზე შეჭრილი თმით და მოწითა-ლო პირისახით, ხოლო ტვირთის აწონვის შემდეგ გაემგზავრა ქალაქ ფ----–-, სადაც ასევე გაჰყვა ზემოთ მითითებული მამაკაცი, რომელიც ესაუბრა იქ დამხვდურ სამ მისთვის უც-ნობ პიროვნებებს. ამომცნობმა პირმა შ----- ლ-------ემ განაცხადა, რომ ამოიცნო მარცხნი-დან პირველი პიროვნება შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 30 წლის, საშუალო სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, საშუალოზე დაბალი წითური წვერით, დაბალზე შეჭრილი თმით, მოწითალო პირისახით. ამოცნობილი პირი იყო კ------- წ--------ე.
მოწმე თ------ გ-------–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში ის მუშაობდა შპს „ს----ს“ ბეტონის გადამამუშავებელ ქარხანაში. 2016 წლის 8 ნოემბერს ის ხუთი საათიდან საღამოს ცხრა საათამდე იმყოფებოდა ამ ქარხანაში. საღამოს საათებში მან შეამჩნია, რომ შემოვიდა დიდი ტრაილერი, მაგრამ მას ეჭვი არ შეუტანია არაფერში, რად-გან მისთვის უკვე ჩვეული ფაქტი იყო მძიმე ტექნიკის შემოსვლა. იმ ტერიტორიაზე ხში-რად დადიოდა ასეთი ტრანსპორტი, რომელიც იყო დატვირთული ცემენტით, ხორბლით ან სხვა რაიმე საქონელით. იმ ღამეს ასევე შემოვიდა მძიმე ტექნიკა დატვირთული, რომელსაც მან აუწონა საქონელი, ხოლო რამდენი ადამიანი იყო - არ შეუმჩნევია. მოწმის განმარტებით, როდესაც დატვირთული ტრაილერები შემოდის, მასში არსებული ტვირთი იწონება ტრაილერთან ერთად, რადგან ტვირთის სიმძიმის გამო მისი ტრაილერიდან გად-მოტვირთვა და შემდგომ აწონვა ვერ ხერხდება. მოწმის განმარტებით, ტრაილერს შემოჰყვა კიდევ ერთი ვერცხლისფერი მანქანა, რომელშიც იჯდა რამდენიმე ადამიანი. ტვირთის წონა იყო სულ 18 ტონა.
(პირველი ინსტანციის სასამართოლოს სხდომის ოქმი)
მოწმე შ----- ლ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ის მუშაობს ტრაილერის მძღოლად, რომლის სარეგისტრაციო ნომერიც არის S-------. 2016 წლის ნოემბერში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით შ----- ლ-------ემ განმარტა, რომ, როდესაც იდგა ელექტრომექანიკურთან, სადაც ტრაილერის მძღოლები დგებიან, მოვიდა ერთი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ ძველი მაცივრების შენობის ტერიტორიაზე ჰქონდა რელსები და უნდოდა მისი გადატანა. როდესაც შ----- ლ-------ე მივიდა აღნიშნული დავა-ლების შესასრულებლად, მას დახვდა ორი თუ სამი მისთვის უცნობი პიროვნება და არც დაინტერესებულა თუ ვინ იყვნენ ისინი. იქ იყო ასევე ერთი ამწე კრანიც, რომლის მძღო-ლიც უცნობი იყო მისთვის. სარკინიგზო რელსები იყო დაჭრილი და თითოს სიგრძე შეად-გენდა 10 მეტრს, რომელიც ამწე კრანმა ასწია და დაალაგა თავის ტრაილერზე. ამის შემდეგ მოხდა მისი ასაწონად წაღება. აწონვის პროცესს ესწრებოდა ხუთი პიროვნება, რომელთა-გან ერთ-ერთმა სამუშაოს დასრულების შემდეგ მას გადასცა თანხა დაახლოებით 450 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შ----- ლ-------ეს უთხრეს, რომ მას ეს რელსები უნდა წაეღო ქ. ფ----–-. რელსების ფ----–- გადატანის შემ-დეგ მათ იქ დახვდათ ერთი პიროვნება, რომელმაც გადაიწყო ეს რელსები. შ----- ლ-------ემ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, კერძოდ, როდესაც ისინი მივიდ-ნენ საჯართეში მათ იქ დახვდათ ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წლის მამაკაცი, საშუალო სიმაღლის, საშუალოზე დაბალი წვერით, წითური დაბალზე შეჭრილი თმით და მოწითა-ლო პირსახით, რომლის ამოცნობაც მას შეუძლია მის მიერ მითითებული აღწერის საშუა-ლებით. ის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ასახელებს ერთ გარემოებასაც, რომ როდესაც ისინი იმყოფებოდნენ საჯართეში ტვირთის ასაწონად, მასთან მყოფმა მამაკაცმა ამ პიროვ-ნებას მიმართა სახელით „კ---“. შ----- ლ-------ის განმარტებით, მან ასევე მიიღო მონაწი-ლეობა ამოცნობაში, სადაც მას ამოსაცნობად წარუდგინეს ოთხი პიროვნება, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. მან ვერავინ ვერ იცნო. ამოცნობის დროს მას კ------- წ--------ემ მიმართა სიტყვებით „რა ვერ მიცანი, მე ვარო“, რის შემდეგაც მან უთხრა „კი“.
(პირველი ინსტანციის სასამართოლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ-------- კ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს ამწე კრანის მძღო-ლად, რომლის სარეგისტრაციო ნომერია K------. 2016 წლის 8 ნოემბერს იდგა ე.წ. ბირ-ჟაზე, სადაც მას მიაკითხეს და დაიქირავეს. ის ამ დროს იმყოფებოდა მის თანამშრომელ ბ------ ხ------ესთან ერთად, რომელსაც ჰყავს კამაზი - თვითმცლელი. როდესაც მათთან მივიდა ორი ადამიანი და დაიქირავეს, მათ უთხრეს, რომ ჯართი ჰქონდათ დასატვირთი. ამის შემდეგ წავიდნენ და გადაკვეთეს გ---------- ქუჩა და შევიდნენ გ---------- ქუჩის უკან ეზოში, სადაც იყო აღნიშნული სარკინიგზო რელსები განლაგებული, ასევე იყო ტრაქ-ტორიც. ჯართი ერთ ადგილას იყო მოგროვებული, რის შემდეგაც დაიწყეს ამ ჯართის დატვირთვა მძიმე ტექნიკაზე. ამ ჯართის შეგროვებას მოანდომეს დაახლოებით საათნა-ხევარი. იქ მყოფი პირებიდან არავის სახელი არ იცის. თავისი საქმის დამთავრების შემდეგ მას თანხა გადაუხადეს და წავიდა სახლში. ანალოგიური უნფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ბ------ ხ------ემ გამოკითხვისას.
(პირველი ინსტანციის სასამართოლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ------ ხ------ის გამოძიებაში გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნდა პირველი ინს-ტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესით) დადგენი-–--, რომ მას ჰყავს სატ-ვირთო „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, სარეგისტრაციო ნომრით U--------, რომლითაც ასრულებს ერთჯერად სამუშაოებს, კერძოდ პერიოდულად დგება ე.წ. „შრომის ბირჟაზე“ მ---–---–------–-------------------თან. ჰყავს ნათლული თ-------- კ-------ე, რომლის ოჯახსაც საკუთრებაში ჰყავს „მაზ“-ის მარკის ამწე, სარეგისტრაციო ნომრით B------, რომელიც რეგისტრირებულია მისი ძმის ბ------- კ-------ის სახელზე. ვინაიდან ბ------- ძირითადად თბილისშია და იქ მუშაობს, ამწეს ამუშავებს თ-------- და ისიც დგება შრომის ბირჟაზე. 2016 წლის 08 ნოემბერს ის დილიდან იმყოფებოდა ბირჟაზე და ეხმარებოდა თ--------ს, რომელიც არემონტებდა თავის ავტომანქანას, რომელსაც ე.წ. დიფერი ჰქონდა გაფუჭებული. ავტომანქანის შეკეთებას მორჩნენ დაახლოებით 16:00 საათზე, რის შემდე-გაც თ-------- ისევ დადგა გარეთ თავის ავტომანქანასთან, ხოლო თვითონ - თავის ავტო-მანქანასთან. როდესაც ისინი შრომის ბირჟაზე იდგნენ, დაახლოებით ერთ საათში დაურე-კა თ--------მ და უთხრა, რომ კლიენტი იყო მოსული და წაჰყოლოდა მას. აღნიშნულის შემდეგ ბ------ ხ------ემ დატოვა თავისი ავტომანქანა და მივიდა თ--------სთან, რის შემ-დეგაც ორივენი ჩასხდნენ თ--------ს ამწეში და პირველად მივიდნენ ს---–--------- გამ-ზირზე ავტოგასამართ სადგურზე, სადაც ჩაასხეს საწვავი, ხოლო შემდეგ კი მივიდნენ საკონტეინერო ეზოში, ე.წ. „მაცივრებთან“, სადაც გადის სარკინიგზო ლიანდაგი და ასევე ეწყო სარკინიგზო რელსები. მათ ადგილზე მისვლისას დახვდათ რამდენიმე მუშა, ასევე მოყვითალო ფერის, საბურავებიანი J---ის ფირმის ტრაქტორი, რომელიც ლიანდაგიდან აადგილებდა დაჭრილ რელსებს. ასევე სატვირთო ავტომანქანა, ე.წ. ტრაილერი, წითელკა-ბინიანი „ს-----“. ამის შემდეგ მუშებმა დაიწყეს რელსებზე ტროსების ჩაბმა, რის შემდეგაც თ-------- ამწეს მეშვეობით რელსებს ალაგებდა ტრაილერზე, ხოლო ის ავტომანქანის კაბი-ნაში იჯდა. ისინი სამუშაოებს მორჩნენ დაახლოებით ერთ საათში. სამუშაოს დასრულების შემდეგ თ-------- ჩამოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც იქ მოვიდა მოვერცხლისფრო, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, მინივენი, მაგრამ ავტომანქანის ზუსტად ფირმას და მო-დელს ვერ იხსენებს და არც ნომერი დაუნახავს, ავტომანქანაში ისხდა ორი მამაკაცი, რომ-ლებიც ჩამოვიდნენ ავტომანქანიდან და მივიდნენ თ--------სთან. ერთ-ერთმა მათგანმა თ--------ს გადაუხადა თანხა, რის შემდეგაც თ-------- ამოვიდა ავტომანქანაში და წავიდ-ნენ. თ--------მ ბ------ ხ------ეს უთხრა, რომ შესრულებული სამუშაოსთვის მას გადაუ-ხადეს 200 (ორასი) ლარი.
(პირველი ინსტანციის სასამართოლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განაჩენი და კ------- წ--------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კ------- წ--------ის დამნაშავედ ცნობისას ეფუძნება შემდეგ მტკიცებულებებს:
– შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს;
– ამონაწერს საჯარო რეესტრიდან;
– მოწმე შ----- ლ-------ის ჩვენებას;
– პირის ამოცნობის ოქმს;
– მოწმე თამაზ გ-------–--ს ჩვენებას;
– მოწმეების თ-------- კ-------ისა და ბ------ ხ------ის ჩვენებებს;
– საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, რომლებიც ჩატარდა ზ------ უ–------ის, ბ------ ჯ---------სა და კ------- წ--------ის მონაწილეობით.
სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ შემთხ-ვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დას-ტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ქ. ქ-------–-------------------------------------ში, ნ-----------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------), დაზუსტებული ფართობით 13257,20 კვ. მ. მასზე არსებული შენობა-ნაგებო-ბებით, შპს „ა-–-------“-ის (ს/ნ 2--------) საკუთრებაშია და რომ აღნიშნული შპს-ს ტერი-ტორიიდან მოპარულია 330,00 გრძივი მეტრის ლიანდაგი.
რაც შეეხება შ----- ლ-------ის ჩვენებას და მის მიერ კ------- წ--------ის ამოცნობის ოქმს:
შ----- ლ-------ე ტრაილერის მძღოლია, რომელიც მისი ჩვენების მიხედვით: 2016 წლის ნო-ემბერში დაიქირავა მისთვის უცნობმა მამაკაცმა ქუთაისში, ძველი მაცივრების ტერიტო-რიიდან რელსების გასატანად. მან სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა მისი ტრაილე-რით ამ ტერიტორიიდან რელსების გატანის, აწონვისა და ფ------დე ჩატანის ფაქტი, გარ-კვეული საზღაურის სანაცვლოდ. თავის ჩვენებაში შ. ლ-------ე მიუთითებს, რომ მას შემ-დეგ, რაც დაიტვირთა ამწის დახმარებით და წაიყვანეს რელსების ასაწონად, იქ იმყოფე-ბოდა რამდენიმე პიროვნება, მათ შორის ერთ-ერთი იყო „კ---“.
თავის ჩვენებაში შ. ლ-------ეს არც გამოძიების ეტაპზე და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია, რომ პიროვნება „კ---“, რომელიც ნახა ჯართის აწონვი-სას, მონაწილეობას იღებდა შპს „ა-–----ის“ ტერიტორიაზე რელსების დატვირთვის პრო-ცესში, ან მისი (როგორც ტერილერის ძღოლის) დაქირავების პროცესში. მოწმემ განმარტა, რომ დაინახა იგი შპს „ს----ში“ რელსების აწონვისას, როდესაც გამოელაპარაკა იმ პირებს, ვინც ის დაიქირავა და მოჰყვებოდნენ უკან შპს „ს----ში“ მიმავალს ვერცხლისფერი მანქანით.
კ------- წ--------ის ბრალის მადასტურებლად ვერ იქნება გაზიარებული ვერც შ----- ლ-------ის მიერ კ------- წ--------ის ამოცნობის ოქმი.
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შ----- ლ-------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას მოცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ ამოსაცნობად წარუდგინეს ოთხი პიროვნება, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. მან ვერავინ ვერ იცნო, მაგრამ ამოცნობის დროს უშუალოდ კ------- წ--------ემ მიმართა სიტყვებით „რა ვერ მიცანი, მე ვარო“, რის შემდეგაც მან უთხრა – „კი“ . . . ამოცნობისას „კ---ს“ რომ არ ეთქვა „მე ვიყავი ვერ მიცანიო“, ვერ ამოიცნობდა.
ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც მოწმე განმარტავს, რომ თუკი კ. წ--------ე თავად არ მიუთითებდა, იგი ვერ შეძლებდა ამ უკანასკნელის ამოცნობას, სააპელაციო პალატას მიაჩ-ნია, რომ ამოცნობის ოქმი არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ეწინააღმდეგება საქარ-თველოს სისხლის სამართლის საპროცესო კეოდექსის 131-ე მუხლით განსაზღვრულ ამოც-ნობის წესს.
თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ. ლ-------ის მიერ კ. წ--------ის ამოც-ნობა კანონით დადგენილი წესის დაცვითაც რომ იყოს ჩატარებული, იგი მაინც ვერ ადას-ტურებს კ. წ--------ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს, რადგან ამოცნობის ოქმშიც მითი-თებულია, რომ შ----- ლ-------ემ კ------- წ--------ე ამოიცნო იმ პირად, რომელიც იმყოფებოდა იმ ჯართის მიმღებ პუნქტში, სადაც თავისი ტრაილერით ჯართის ასაწონად წაიყვანეს დამქირავებლებმა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ. წ--------ის ბრალის მადასტურებლად მითითებულ თამაზ გ-------–--ს, თ-------- კ-------ისა და ბ------ ხ------ის ჩვენებებზე.
თამაზ გ-------–--ს ჩვენებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2016 წლის 8 ნოემ-ბერს, შპს „ს----ს“ ტერიტორიაზე შემოვიდა ტრაილერი და მოხდა მასზე არსებული ტვირთის აწონვა. ტრაილერს შემოჰყვა ვერცხლისფერი მანქანა, რომელშიც იჯდა რამდე-ნიმე ადამიანი.
თ-------- კ-------ის ჩვენებით დსტურდება, რომ 2016 წლის 8 ნოემბერს დაიქირავეს ჯარ-თის დასატვირთად და რომ თავისი ამწის საშუალებით დაჭრილი რელსები დატვირთა ტრაილერზე, გარკევეული გასამრჯელოს საფასურად. მასთან ერთად იმყოფებოდა თანამ-შრომელი – ბ------ ხ------ე.
მოწმე ბ------ ხ------ის ჩვენებითაც დასტურდება მხოლოდ და მხოლოდ თ-------- კ-------ის ამწის საშუალებით, დაჭრილი რკინიგზის რელსების ტრაილერზე დატვირთ-ვის ფაქტი.
ვერცერთი ზემოთ მითითებული მოწმე ვერ მიუთითებს კ------- წ--------ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე. უფრო მეტიც, ისინი არავის იცნობენ და არც არავის სახელი იციან. ამდენად, არც თამაზ გ-------–--ს, არც თ-------- კ-------ისა და ბ------ ხ------ის ჩვენებე-ბით არ დასტურდება კ. წ--------ის ბრალდება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით კ. წ--------ის ბრალის მადასტუ-რებელი მტკიცებულებებია ზ------ უ–------ისა და ბ------ ჯ---------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები.
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, რომ პირველი ინსატნციის სასამარ-თლოში ჩვენების მიცემისას როგორც ზ------ უ–------ემ, ასევე ბ------ ჯ---------მ არ დაა-დასტურეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და კატეგორიულად უარყვეს კ------- წ--------ესთან ყოველგვარი ნაცენობობა.
ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, რომლებიც ჩატარდა ზ------ უ–------ისა და ბ------ ჯ---------ს მონაწილეობით, დასტურდება, რომ ზ------ უ–------ემ და ბ------ ჯ---------მ მიუთითეს ის ადგილი, სადაც უკევე დაჭრილი რელსები დატვირთეს მძიმე ტექნიკის გამოყენებით ტრაილერზე. შემდეგ კი შპს „ს----ს“ ტერიტორია, სადაც აწონეს ტვირთი.
ამდენად, აღნიშნული საგამოძიებო ექსპერირმენტის ოქმებით დასტურდება მხოლოდ რელსების ტრაილერზე დატვირთვისა და აწონვის ფაქტი (თუმცა ესეც უარყვს ზ. უ–------ემ და ბ. ჯ---------მ) და არა რაიმე ფორმით კ. წ--------ის ქურდობაში მონაწილე-ობა.
და ბოლოს, რაც შეეხება კ------- წ--------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სადაც ის მიუთითებს თუ სად დაჭრა რკინიგზის რელსები და რო-გორ და სად მოხდა მისი აწონვა და ფ------ ტერიტორიაზე ჩატანა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებას:
კ------- წ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარყო საქმის გამოძიების ეტაპზე მიცემული აღიარებითი ჩვენება, რის გამოც ის ინფორმაცია, რომელიც მიღებული იქნა მისგან საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის მადასტურებლად.
სწორედ აღნიშნულზე მიუთითა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწ-ყვეტილებებში (საქმე №561აპ-15 და საქმე №424აპ-16) და განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) მტკი-ცებულებად გამოყენება (თუ ბრალდებული უარყოფს გამოძიების ეტაპზე მიცემულ აღია-რებით ჩვენებას) დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დანაწესს.
ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ გარმარტა, რომ თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ხდება ვითარების აღდგენა იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც ბრალდებულმა გამოიყენა დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით დაწესებული შეზღუდვა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილი იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტისას, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შე-იძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის აღდგენისა და დასა-ბუთებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ კ------- წ--------ემ გამომძიებელს მიუთითა თუ როგორ და სად დაჭრა რელსები, სად აწონა, სად იქნა წაღებული აწონვის შემდეგ, ანუ აღდგენილი იქნა მათი დაუფლების ვითარება და დაუფლების ხერხები. ამ ნაწილში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასა-შვებ და რელევანტურ მტკეიცებულებას.
თუმცა პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს კ------- წ--------ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან საქარ-თველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მხლის მე-3 ნაწილის შესაბამი-სად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კ------- წ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალ-დების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკი-ცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა კ------- წ--------ის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, კ------- წ--------ე ცნობილი უნდა იქ-ნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართ-ლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი კ------- წ--------ის მიმართ და სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი კ------- წ--------ის მიმართ.
კ------- წ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ კ------- წ--------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენ-ტისას გადაღებული ფოტოსურათები 06 (ექვსი) ცალ დისკად, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili