განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001923842
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ს----------–--ს სახელით
საქმე№2/ბ-232-2019 17 აპრილი 2019 წელი
ქ.ქ-------ი
ქ-------ის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე თავდაპირველი სარჩელით, დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირი) წარმომადგენელი - - - - - - - ნ---- შ------–--ის უფლებამონაცვლე ა---------– გ----–--ე ნ----- ჩ-------ი შპს „ტრ-------ი“ ნ---- მ-------–---–ი შპს ,,ტრ-------ი“-ს 50%-ის წილის მფლობელი პარტნიორი დ-------ი გ----–--ე შპს ,,ტრ-------ი“-ს 50%-ის წილის მფლობელი პარტნიორი თ----- ე-----–--ე ნ---- მ-------–---–ი
დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ნ---- შ------–--ის მიმართ, შპს ,,ტრ-------ი”-ს დირექტორის, დ-------ი გ----–--ის 2017 წლის 7 თებერვლის შეთანხმების (ვალის არსებობის აღიარება) საფუძველზე, ქ. ქ-------ი, ა.წ------ელის N2-- მდებარე, შპს ,,ტრ-------ი“-ს უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ ა---------– გ----–--ის ცნობა; ბ) ნ---- შ------–--ეს და შპს ,,ტრ-------ის“ დირექტორს, დ-------ი გ----–--ეს შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების (ვალის არსებობის აღიარება) ბათილად ცნობის თაობაზე, დამოუკიდებელი მოთხოვნით, მესამე პირის, თ-----ი ე-----–--ის სარჩელზე უარის თქმა
ნ---- შ------–--ის სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით, შპს ,,ტრ-------თან“ ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და გადაწყვიტა ორგანიზაციას დახმარებოდა ფინანსური სიძნელეების დაძლევაში. ამ მიზნით, მოპასუხე ორგანიზაციას გადასცა 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარი, რომლითაც გადახდილი იქნა ვალები და შპს ,,ტრ-------იმ” თავი დააღწია გაკოტრებას.
2017 წლის 07 თებერვალს, შპს ,,ტრ-------ი”-ს იმდროინდელ დირექტორთან-დ-------ი გ----–--ესთან, რომელიც წარმოადგენდა საწარმოს ერთპიროვნულ ხელმძღვანელ პირს, გააფორმა შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ, სადაც დაფიქსირდა, რომ მოპასუხე შპს ,,ტრ-------ი“-ს ვალი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 10 აპრილამდე. დადგენილ ვადაში ვალის დაუბრუნებლობისას, შპს ,,ტრ-------ი“-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------ი, ა.წ------ელის N2-- ს/კ 0-----------. გახდებოდა მისი (კრედიტორის) საკუთრება.
მოპასუხე საწარმომ ვალი არ გადაიხადა. მისი მხრიდან თანხის მოთხოვნამ გამოიწვია ორგანიზაციის პარტნიორებს შორის დავის დაწყება, შეიცვალა შპს-ს დირექტორი, რაც უქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ პარტნიორები ურთიერთშეთანხმებით მოქმედებენ მის წინააღმდეგ და ცდილობენ მისი კუთვნილი 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარის მითვისებას.
ნ---- შ------–--ის სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:
1. მოპასუხემ, შპს ,,ტრ-------ი“-ს ყოფილმა დირექტორმა დ-------ი გ----–--ემ სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, შპს ,,ტრ-------ის“ ნამდვილად ჰქონდა ფინანსური სიძნელეები, რის გამოც, მან, როგორც შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორმა, ნ---- შ------–--ისგან სესხად აიღო 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარი, რომლითაც გადახდილი იქნა შპს ტრ-------ი“-ს ვალები.
2. მოპასუხე, შპს ,,ტრ-------ი“-ს ამჟამინდელმა დირექტორმა გ. გ--------ემ (წარმომადგენელი ნ---- მ-------–---–ი) სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 07 თებერვალს, შპს ,,ტრ-------ი”-ს იმდროინდელ დირექტორს, დ-------ი გ----–--ესა და ნ---- შ------–--ეს შორის დადებული შეთანხმება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილი გარიგებაა, რადგან დადებულია შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წილის მფლობელი პარტნიორის, თ----- ე-----–--ის თანხმობის გარეშე.
გარდა ამისა, თანხის გადაცემა არ მომხდარა, რასაც ასევე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ თანხა არ ასახულა შპს ,,ტრ-------ი“-ს ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, ამასთან, ს----------–--ს ეროვნული ბ---ის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისს N--- ბრძანებით დამტკიცებული ,,ს----------–--ში უნაღდო ანგარიშსწორების წესების“ თანახმად, რეალურად თანხის სესხების შემთხვევაში, მისი გადაცემა უნდა განხორციელებულიყო ბ---ის მეშვეობით.
3. მოპასუხე თ-----ი ე-----–--ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძველი მოგონილია შპს ,,ტრ-------ი“-ს უძრავი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. მოსარჩელე ვერ ადასტურებს შპს ტრ-------ისათვის, არათუ თანხის გადაცემას, არამედ აღნიშნული თანხის მის საკუთრებაში არსებობის ფაქტს.
მოსარჩელე და მოპასუხე, შპს ,,ტრ-------ი“-ს ყოფილი დირექტორი დ-------ი გ----–--ე მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებით და ცდილობენ შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წლის მფლობელი პირი დატოვონ შესაბამისი წილის გარეშე.
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის, თ-----ი ე-----–--ის მოთხოვნა:
შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წილის მფლობელი პარტნიორის, თ-----ი ე-----–--ის განმარტებით, შპს ,,ტრ-------ი“ დაფუძნდა 1998 წლის 06 ივნისს, რომლის 50% წილის მფლობელია თვითონ, ხოლო 50% წილს ფლობს დ-------ი გ----–--ე.
შპს,,ტრ-------ი“-ს წესდების თანახმად, დ-------ი გ----–--ეს უფლება არ ჰქონდა მისი თანხმობის გარეშე, ხელი მოეწერა 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმებაზე, რადგან ამ შეთანხმებით, საწარმოს ქონება გადადის სხვა პირის ხელში.
ნ---- შ------–--ეს და შპს ,,ტრ-------ის“ შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ ბათილია, ვინაიდან იგი დადებულია, მხოლოდ 50% წილის მფლობელის პარტნიორის, დ-------ი გ----–--ის მიერ, მეორე პარტნიორის თანხმობის გარეშე. ამ გარიგების მიზანია საზოგადოების ქონების ხელში ჩაგდება.
ამასთან, მოსარჩელე ვერ ადასტურებს შპს ტრ-------ისათვის, არათუ თანხის გადაცემას, არამედ აღნიშნული თანხის მის საკუთრებაში არსებობის ფაქტს.
2017 წლის 07 თებერვალს დადებული სადავო შეთანხმება (ვალის არსებობის აღიარების შესახებ), სსს კოდექსის 54-ე მუხლის, ,,მეწარმეთა შესახებ“ ს----------–--ს კანონის მე-9 მუხლის და შპს,,ტრ-------ი“-ს წესდების საფუძველზე, ბათილი გარიგებაა.
თ-----ი ე-----–--ის დამოუკიდებელ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია
1. მოპასუხე, შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორმა გ. გ--------ემ (წარმომადგენელი ნ---- მ-------–---–ი) შესაგებელით მესამე პირის სარჩელი ცნო სრულად.
2. მოპასუხე, შპს ,,ტრ-------ი“-ს ყოფილმა დირექტორმა, დ-------ი გ----–--ემ, ასევე, მოსარჩელე ნ---- შ------–--ემ არ ცნეს მესამე პირის სარჩელი და განმარტეს, რომ შპს ,,ტრ-------ის“ ნამდვილად ჰქონდა ფინანსური სიძნელეები, რის გამოც, შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორმა, ნ---- შ------–--ისგან სესხად აიღო 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარი, რომლითაც გადახდილი იქნა შპს ტრ-------ი“-ს ვალები. თ----- ე-----–--ე მონაწილეობას არ იღებდა შპს ტრ-------ი“-ს ვალების გადახდაში და მხოლოდ დ-------ი გ----–--ე, როგორც საწარმოს ერთპიროვნულად მართვაზე უფლებამოსილი პირი, მოქმედებდა საწარმოს ინტერესებში.
ნ---- შ------–--ისგან სესხის სახით აღებული 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარით გადახდილი იქნა შპს ტრ-------ი“-ს ვალი შპს ,,ი-------–-ა 2---“-ის მიმართ.
გარდა ამისა, შპს ,,ტრ-------ი“-ს ბალანსზე არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------ი ა.წ------ელის N2-- ს/კ 0-----------, შპს ,,ტრ-------ი”-ს საწესდებო კაპიტალში შეიტანა დ-------ი გ----–--ემ, რაც დასტურდება მიწის მართვის სამმართველოს 1----–-–------------------–--------- ოქმით; ქ-------ის მერიის 1998 წლის 7 ივლისის N--- ბრძანებით; ქ-------ის მერის 1998 წლის 10 აგვისტოს N--- ბრძანებით; ქ-------ის კერძო არბიტრაჟის 28.09. 2006 წლის N1---- გადაწყვეტილებით და სააღსრულებო ფურცლით.
შპს ,,ტრ-------ი“-ს ვალი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 10 აპრილამდე, ხოლო შეთანხმების საფუძველზე, შპს ,,ტრ-------ი“-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------ი, ა.წ------ელის N2-- ს/კ 0-----------ნ გახდებოდა კრედიტორის (ნ---- შ------–--ის) საკუთრება, თუმცა პარტნიორთა შორის მიმდინარე დავის გამო ვერ ხერხდება ვალის დაბრუნება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. არ დაკმაყოფილდეს ნ---- შ------–--ის სარჩელი, შპს ,,ტრ-------ი”-ს დირექტორ დ-------ი გ----–--ესთან, 2017 წლის 7 თებერვლის შეთანხმების (ვალის არსებობის აღიარება) საფუძველზე, შპს ,,ტრ-------ი“-ს უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქ-------ი ა.წ------ელის N2-- ს/კ 0-----------. მესაკუთრედ ცნობის შესახებ; 2. დაკმაყოფილდეს მესამე პირის, თ-----ი ე-----–--ის სარჩელი; 3. ბათილად იქნას ცნობილი ნ---- შ------–--ეს და შპს ,,ტრ-------ს“ შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმება; 4. ნ---- შ------–--ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში; 5. თ-----ი ე-----–--ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 2100.00 ლარი, მოპასუხე ნ---- შ------–--ეს გადახდეს თ-----ი ე-----–--ის სასარგებლოდ; 6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი; 7. გაუქმდეს, 2017 წლის 05 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას შპს ,,ტარ-------ის“ (ს/ნ 2--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქ-------ი, ა. წ------ელის ქ.------ს/კ N0-----------. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2017 წლის 03 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,ტრ-------ი“ საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქ-------ი ა.წ------ელის N2-- ს/კ 0-----------. ქონება დატვირთულია იპოთეკით. იპოთეკარი სს ,,ს----------–--ს ბ---ი“. 2.2. 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,ტრ-------ი“-ს 50-50 % წილის მფლობელი პარტნიორები არიან დ-------ი გ----–--ე და თ-----ი ე-----–--ე, ხოლო დირექტორია დ-------ი გ----–--ე. 2.3. 2017 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,ტრ-------ი“-ს 50-50 % წილის მფლობელი პარტნიორები არიან დ-------ი გ----–--ე და თ-----ი ე-----–--ე, ხოლო დირექტორია-გ------ი გ--------ე. 2.4. საქმეში წარმოდგენილი, შპს ,,ტრ-------ი“-ს წესდების 6.2. მუხლის მიხედვით, საწარმოს მმართველი ორგანოა მეწარმეთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი. ამავე წესდების 6.7. მუხლის ,,მ“ პუნქტით, პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენციაა ხელშეკრულებათა დამტკიცება ი-------–-ებზე, რომელთა ჯამური ღირებულება ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება წინა წლის საბალანსო თანხის მეათედს. 2.5. 2017 წლის 07 თებერვალს, ერთის მხრივ ფიზიკურ პირს, შემდეგში წოდებულს როგორც ,,მევალე“ და მეორეს მხრივ შპს ,,ტრ-------ი“-ს შემდეგში წოდებულს როგორც ,,მოვალე“, წარმოდგენილი დირექტორის, დ-------ი გ----–--ის სახით, გაფორმდა შემდეგი შინაარსის შეთანხმება (ვალის არსებობის აღირების შესახებ): ,,მოვალეს“, ,,მევალის“ მიმართ, 2017 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც ,,მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული 2017 წლის 10 აპრილამდე. აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევალე, ანუ ნ---- შ------–--ე იტოვებს ვალდებულებას ,,მოვალეს“, ანუ შპს ,,ტრ-------ი“ (ს/ნ 2--------), ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ-------ი, ქუჩა ა. წ------ელი N2--, მიწის საკადასტრო კოდი 0-----------. გადაიფორმოს მის სახელზე ანუ უძრავი ქონების მესაკუთრედ განისაზღვროს ნ---- შ------–--ე პ/ნ 5----------. მიწა დატვირთულია იპოთეკით - 8-----------. ანუ, ვალის სანაცვლოდ მოვალისაგან ვალდებულება თანხის სანაცვლოდ შესრულდეს უძრავი ქონებით. 2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- ხ---------მა განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,ტრ-------ი“-ს ბუღალტრად. მისი ფუნქციური დანიშნულება იყო დეკლარაციების შევსება, შემოსავალ-გასავლის ორდერების გამოწერა. შპს ,,ტრ-------ი“-ს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვერ იხდიდა იჯარის თანხას, შპს ,,ი-------–-ა 2---“-ის სესხს. ამ მიზნით, დ-------ი გ----–--ემ 70.000 ლარი ისესხა ნ---- შ------–--ისგან. სეხის აღების შესახებ თ-----ი ე-----–--ემ იცოდა. თანხა მიუტანა დ----- ქ---------ემ და დ-------ი გ----–--ემ, მან დაითვალა და აიღო საწარმოს შემოსავალში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 316-317-ე, 319-ე, 3---ე მუხლებზე, მეწარმეთა შესახებ ს----------–--ს კანონის მე-9-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე, 102-103-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანია, შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორი და იმავდროულად 50% წილის მფლობელი პარტნიორი-დ-------ი გ----–--ე, იყო თუ არა უფლებამოსილი 50% წილის მფლობელი პარტნიორის თანხმობის გარეშე, საწარმოს სახელით დაედო 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმება 70.000 ლარის სეხად აღებისა და ამ თანხის მიღების სანაცვლოდ, შპს ,,ტრ-------ი“-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქ-------ი, ა.წ------ელის N2-- ს/კ 0-----------, მესამე პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. 2.8. ,,მეწარმეთა შესახებ“ ს----------–--ს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2.9. სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან, 2017 წლის მდგომარეობით 70,000 (სამოცდაათი ათასი) ლარი აღემტება შპს ,,ტრ-------ი“-ს წინა წლის საბალანსო თანხის მეათედს, ამასთან საქმეში წარმოდგენილი, შპს ,,ტრ-------ი“-ს წესდების 6.2 და 6.7. მუხლის ,,მ“ პუნქტის ჩანაწერი იმპერატიულად ადგენს პარტნიორთა კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას, ამ ჩანაწერის მიხედვით, 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმება, რომლითაც შპს ,,ტრ-------ი“-ს იმჟამინდელმა დირექტორმა- დ-------ი გ----–--ემ, მეორე პარტნიორის თანხმობის გარეშე, ნ---- შ------–--ესთან 70,000 (სამოცდაათი ათასი) ლარის სესხებაზე გააფორმა შეთანხმება, არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს (დადებულია 50% წილის მფლობელი პარტნიორის თანხმობის გარეშე, საწარმოს უძრავი ქონების განკარგვის პირობით), არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს, რაც სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ამ გარიგების ბათილობის საფუძველია. 2.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დ-------ი გ----–--ემ, 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმებით გადაამეტა უფლებამოსილების ფარგლებს და დადო ბათილი გარიგება, რადგან, როგორც აღინიშნა, „მეწარმეთა შესახებ“ ს----------–--ს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც გარიგების ბათილად ცნობას მოიცავს. 2.11. გაზიარებული არ იქნა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ ნ---- შ------–--ემ, შპს ,,ტრ-------ის" გადასცა 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმის ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა. ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, 2017 წლის 7 თებერვლის შეთანხმება მაინც ბათილ გარიგებას წარმოადგენდა, რაც გამორიცხავდა ბათილი გარიგების საფუძველზე, შპს ,,ტრ-------ი“-ს (ს/ნ 2--------), ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ნ---- შ------–--ისათვის გადაცემას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სასამართლომ, ნ---- შ------–--ესა და შპს „ტრ-------ი“-ს შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულება არასწორად გააიგივა საი-------–-ო ხელშეკრულებასთან. ინვესტირება, ეს არის კაპიტალის დაბანდება ეკონომიკურ საქმიანობაში მოგებისა და სოციალური ეფექტის მიღების მიზნით, რაც როგორც წესი იდება იურიდიულ პირებს შორის.
3.2. სასამართლო ფაქტობრივად ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, როდესაც დადგენილად მიიჩნევს, ნ---- შ------–--ისაგან შპს „ტრ-------ი“-ს მიერ სესხის აღების ფაქტს, რომლითაც გასტუმრებული იქნა შპს „ტრ-------ი“-ს ვალი და, რომლის თაობაზეც ინფორმირებული იყო თ----- ე-----–--ე.
გარდა ამისა, საქმის განხილვით დადასტურდა, რომ დ-------ი გ----–--ე წარმოადგენდა შპს „ტრ-------ი“-ს ერთპიროვნულ მმართველს.
3.3. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილი იყო დ-------ი გ----–--ის მიერ, რაც 2017 წლის 7 თებერვლის გარიგების დადების დროისათვის დატვირთული იყო იპოთეკით და ბ---მა დაიწყო დავა ქონების აუქციონზე რეალიზაციის მიზნით.
ნ---- შ------–--ე, როგორც გარიგების კეთილსინდისიერი მხარე დადგა რეალური საფრთხის წინაშე, სრულად დაეკარგა 70000 ლარი, რადგან ქონება იპოთეკით იყო დატვირთული 300000 (სამასი ათასი) ლარის ვალდებულების სანაცვლოდ, რაზეც უკვე მიმდინარეობდა სამოქალაქო წარმოება კრედიტორის სარჩელის საფუძველზე.
3.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა ს----------–--ს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კომპანიის ვალდებულებებისათვის პარტნიორებისა და დირექტორების პირადი პასუხისმგებლობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმეზე N ას-1307-1245-2014 და საქმეზე N ას-1158-1104-2014 განმარტა, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია, „მეწარმეთა შესახებ“ ს----------–--ს კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე, საზოგადოების პარტნიორები, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ.
ვინაიდან, სასამართლოს 1998 წლის დადგენილებით საზოგადოების დირექტორი წარმოადგენს ერთპიროვნულ მმართველს, შპს „ტრ-------ი“-ს დირექტორი უფლებამოსილი იყო, დამტკიცებული წესდების თანახმად, საწარმოს სახელით დაედო გარიგებები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. შპს ,,ტრ-------ი“ დაფუძნდა 1998 წელს, დ-------ი გ----–--ისა და თ-----ი ე-----–--ის მიერ, რომელთა წილი საზოგადოებაში განისაზღვრა 50-50 %, ხოლო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი - 2000 ლარი. საზოგადოების დაფუძნებისას დამტკიცდა წესდება, რომლის 1.10, 6.2, 6.7. მუხლის ,,მ“ პუნქტის და 6.10. მუხლის მიხედვით, საზოგადოებას შეუძლია თავისი სახელით დადოს ხელშეკრულებები..., საწარმოს მმართველი ორგანოა მეწარმეთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი; პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენციაა ხელშეკრულებათა დამტკიცება ი-------–-ებზე, რომელთა ჯამური ღირებულება ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება წინა წლის საბალანსო თანხის მეათედს; პარტნიორთა კრების მოწვევა აუცილებელია, თუ წლიური ან შუალედური ბალანსიდან ირკვევა, რომ საწარმომ შეიძლება კაპიტალის ნახევარი ან მეტი დაკარგოს (ტ.1.ს.ფ.157-171). 4.2. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2006 წლიდან, შპს ,,ტრ-------ი“-ს საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------ი ა.წ------ელის N2-- ს/კ 0-----------, რაც 2015 წლის 09 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე დატვირთულია იპოთეკით სს ,,ს----------–--ს ბ---ი“-ს სასარგებლოდ (ტ.1.ს.ფ.176-177). 4.3. 2017 წლის 07 თებერვალს, ერთის მხრივ-ფიზიკურ პირს, შემდეგში წოდებულს როგორც-,,მევალე“ და მეორეს მხრივ-შპს ,,ტრ-------ი“-ს, შემდეგში წოდებულს როგორც-,,მოვალე“, წარმოდგენილი დირექტორის, დ-------ი გ----–--ის სახით, გაფორმდა შემდეგი შინაარსის შეთანხმება (ვალის არსებობის აღირების შესახებ): ,,მოვალეს“, ,,მევალის“ მიმართ, 2017 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც ,,მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული 2017 წლის 10 აპრილამდე. აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევალე, ანუ ნ---- შ------–--ე იტოვებს ვალდებულებას ,,მოვალეს“, ანუ შპს ,,ტრ-------ი“ (ს/ნ 2--------) ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ-------ი ქუჩა ა. წ------ელი N2--, მიწის საკადასტრო კოდი 0----------- გადაიფორმოს მის სახელზე, ანუ უძრავი ქონების მესაკუთრედ განისაზღვროს ნ---- შ------–--ე პ/ნ 5----------. მიწა დატვირთულია იპოთეკით - 8-----------. ანუ, ვალის სანაცვლოდ მოვალისაგან ვალდებულება თანხის სანაცვლოდ შესრულდეს უძრავი ქონებით (ტ.1.ს.ფ.14). 4.4. საქმეში, ქსეროასლის სახით წარმოდგენილ, ცხრილის ფორმით შედგენილ წერილობით დოკუმენტში დაფიქსირებულია: „7.02.2017, 70,000.00 მოკლევადიანი სესხი (ნ---- შ------–--ე).“ წერილობითი დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს დოკუმენტის შემდგენ ან თანხის მიმღებ პირთან დაკავშირებით, ასევე გაურკვეველია დოკუმენტის შედგენის დანიშნულება (ტ.1.ს.ფ.289). 4.5. საქმეში, ქსეროასლის სახით წარმოდგენილ, 2017 წლის 07 თებერვლით დათარიღებულ წერილობით დოკუმენტში-„სესხის ხელშეკრულებაში“ დაფიქსირებულია, რომ შპს ,,ტრ-------ი“-ს წარმომადგენელი, დირექტორი დ-------ი გ----–--ე (შემდეგში გამსესხებელი), შპს „ი-------–-ა-2---“-ზე (შემდეგში მსესხებელზე), ვალის გასტუმრების მიზნით გასცემს სესხს 5 თვის ვადით 70000 ლარს. სესხის გაცემა დასტურდება ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ხოლო მისი დაბრუნება მხარეების მიერ უნდა დადასტურდეს წერილობითი დოკუმენტით“ (ტ.1.ს.ფ.48-51). 4.6. საქმეში განთავსებულ წერილობით დოკუმენტში, 2017 წლის 07 თებერვლის სალაროს გასავლის ორდერის ქსეროასლში დაფიქსირებულია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე ი-------–-ა 2----ზე გაიცა 70000 ლარი. მოსარჩელის მითითებით, დოკუმენტი ხელმოწერილია დ-------ი გ----–--ისა და საზოგადოების ბუღალტერის, დ-------- ხ---------ის მიერ. (ტ.1.ს.ფ.47) 4.7. საქმეში განთავსებული, შპს ,,ტრ-------ი“-ს წლიური დეკლარაციების მიხედვით, 2014-2--- წლის მდგომარეობით, საზოგადოების ქონების საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 55000 ლარს (ტ.1.ს.ფ.136-148). 4.8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- ხ---------მა განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,ტრ-------ი“-ს ბუღალტრად. მისი ფუნქციური დანიშნულება იყო დეკლარაციების შევსება, შემოსავალ-გასავლის ორდერების გამოწერა. შპს ,,ტრ-------ი“-ს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვერ იხდიდა იჯარის თანხას, შპს ,,ი-------–-ა 2---“-ის სესხს. ამ მიზნით, დ-------ი გ----–--ემ 70.000 ლარი ისესხა ნ---- შ------–--ისგან. სეხის აღების შესახებ თ-----ი ე-----–--ემ იცოდა. თანხა მიუტანა დ----- ქ---------ემ და დ-------ი გ----–--ემ, მან დაითვალა და აიღო საწარმოს შემოსავალში. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტარქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას 4.10. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ---- შ------–--ესა და შპს „ტრ-------ი“-ს შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სასესხო ურთიერთობიდან. მოცემული დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შემდეგი საკითხების გარკვევა: 1. ფიზიკური პირის, ნ---- შ------–--ის მიერ განხორციელდა, თუ არა შპს „ტრ-------ი“-სთვის 70000 ლარის გადაცემა; 2. ნ---- შ------–--ის მიერ, შპს „ტრ-------ი“-სთვის 70000 ლარის გადაცემის დადასტურების შემთხვევაში რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა თანხის გადაცემა; 3. გააჩნდა, თუ არა შპს „ტრ-------ის“ დირექტორს, დ-------ი გ----–--ეს, ნ---- შ------–--ესთან გაეფორმებია 70000 ლარის სესხებაზე ხელშეკრულება და ვალის გასტუმრების სანაცვლოდ გადაეცა მისთვის საზოგადოების საწესდებო კაპიტალში რიცხული, ერთადერთი უძრავი ქონება. 4.11. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო-სამართლებრივი დავის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია შეფასდეს სარჩელისა და შესაგებლის არსებითობა, რაც სასამართლოს მხრიდან არ მოითხოვს მტკიცებით სტადიაზე გადასვლას და გულისხმობს მითითებული პროცესუალური დოკუმენტების (სარჩელისა და შესაგებელის) შეფასებას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. მოცემულ საქმეში, სარჩელის არსებითობის შესაფასებლად საყურადღებოა მასში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელემ მოპასუხეს მოკლევადიანი სესხის სახით გადასცა 70000 ლარი; აღნიშნული თანხები ჩარიცხული იქნა მოპასუხის ანგარიშზე; მხარეთა შორის დადებული იქნა ვალის აღიარების წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც, მოვალემ იკისრა ვალდებულება, თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ვალის გასტუმრების სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება; მოპასუხემ მიღებული თანხები მოსარჩელეს არ დაუბრუნა. სარჩელში მითითებული ფაქტები უნდა შეფასდეს სსკ-ის 341-ე, 379-ე, 623-ე, 624-ე მუხლების საფუძველზე. 4.12. შესაგებლის არსებითობის შემოწმების მიზნით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოპასუხე შპს „ტრ-------ი“-მ მოთხოვნის გამომრიცხავი კვალიფიციური შესაგებელი წარადგინა, სადაც უარყო მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, ასევე უარყო ნ---- შ------–--ის მიერ, შპს „ტრ-------ი“-სთვის 70000 ლარის გადაცემის ფაქტი და მისი დაბრუნების ვალდებულება. გარდა ამისა, მიუთითა სარჩელის საფუძვლად მითითებული ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობაზე და აღნიშნა, რომ იგი დადებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, მეწარმეთა შესახებ კანონისა და საწარმოს წესდების მოთხოვნათა დარღვევით. 4.13. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ-ის 102-ე მუხ.). 4.14. პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის განაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს თავისი უფლება. მას არ მოეთხოვება მოპასუხის უფლების დადასტურება. ამდენად, ზოგადად, არსებობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. განსახილველ მოცემულობაში, როცა მოპასუხე უარყოფს სადავო თანხების მიღების ფაქტს, სამოქალაქო კოდექსის 623-634-ე მუხლებისა და სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ, სათანადოდ განკუთვნადი წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენით უნდა დაამტკიცოს, რომ მან, შპს „ტრ-------ი“-ს სესხის სახით გადასცა 70000 ლარი, რაც მოვალეს არ დაუბრუნებია. 4.15. მოსარჩელემ, მის მიერ მითითებული ფაქტების დასადასტურებლად წარმოადგინა 2017 წლის 07 თებერვლის ე.წ. „სესხის ხელშეკრულება“, ცხრილის ფორმით შედგენილი წერილობითი დოკუმენტის ქსეროასლი, სადაც დაფიქსირებულია შემდეგი სახის ჩანაწერი: „7.02.2017, 70,000.00 მოკლევადიანი სესხი (ნ---- შ------–--ე)“, ასევე, სალაროს შემოსავლის ორდერის ქსეროასლი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე შპს ი-------–-ა 2----ზე გაიცა 70000 ლარი, მოწმის ჩვენება და თავისი ახსნა-განმარტება. პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ მიიჩნევა თანხის გადაცემის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებებად, კერძოდ: 2017 წლის 07 თებერვლის ე.წ. „სესხის ხელშეკრულებაში“ აღიარებული თანხის 70000 ლარის კომპანიის საბ---ო ანგარიშზე ან ნაღდი ფულის სახით კომპანიის სალაროში შეტანის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო წერილობითი მტკიცებულებები მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება წერილობითი დოკუმენტის ქსეროასლს, რომლის ნამდვილობაც სადავო გახადა მოპასუხემ და სადაც დაფიქსირებულია შემდეგი სახის ჩანაწერი: „7.02.2017, 70,000.00 მოკლევადიანი სესხი (ნ---- შ------–--ე)“, არ შეიცავს რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს დოკუმენტის შემდგენ ან თანხის მიმღებ პირთან დაკავშირებით, ასევე გაურკვეველია დოკუმენტის შედგენის დანიშნულება, რაც ვერ ჩაითვლება შპს „ტრ-------ი“-სთვის 70000 ლარის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. 4.16. პალატა ასევე არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოწმის სახით დაკითხული საწარმოს ბუღალტერის, დ-------- ხ---------ის ჩვენებით დასტურდება სესხის აღების ფაქტი. როგორც სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, მოწმემ თანხის გადაცემის სხვა გარემოება დააფიქსირა, კერძოდ, რომ თანხა ხელზე მიუტანეს დ----- ქ---------ემ და დ-------ი გ----–--ემ, რაც მან დაითვალა და აიღო საწარმოს შემოსავალში. მოწმეს, რომელსაც საწარმოს ფინანსურ ანგარიშებთან ჰქონდა შეხება, არ მიუთითებია ამ თანხის საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტზე, რაც სარჩელში იქნა დაფიქსირებული. ამდენად, მოწმის ჩვენება ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ, თანხის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით. 4.17. სარჩელზე თანდართული სალაროს შემოსავლის ორდერის ქსეროასლი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე ი-------–-ა 2----ზე გაიცა 70000 ლარი, ასვე ვერ ჩაითვლება ნ---- შ------–--ის მიერ, შპს „ტრ-------ი“-სთვის 70000 ლარის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად, ვინაიდან, აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე სახის ჩანაწერს 70000 ლარის ნ---- შ------–--ის კუთვნილებასთან დაკავშირებით და ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტში იგივე ოდენობის თანხაა დაფიქსირებული, რაც 2017 წლის 07 თებერვლის სადავო ხელწერილში, ვერ შეფასდება ნ---- შ------–--ის მიერ, მოპასუხისთვის სესხის გადაცემის ნამდვილობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. 4.18. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე არ დგინდება ნ---- შ------–--ის მიერ, შპს „ტრ-------ი“-სთვის 70000 ლარის გადაცემის ფაქტი, რაც გამორიცხავს სკ-ის 379-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, ამ ვალის გასტუმრების მიზნით, შპს „ტრ-------ი“-ს კუთვნილი უძრავი ქონების ნ---- შ------–--ის უფლებამონაცვლის, ა---------– გე-–----ისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 4.19. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატა ასევე აფასებს შპს „ტრ-------ი“-ს შესაგებელში მითითებულ შედავებას, რომელიც შეეხება 2017 წლის 07 თებერვალს, შპს „ტრ-------ის“ დირექტორს, დ-------ი გ----–--ესა და ნ---- შ------–--ეს შორის გაეფორმებულ ე.წ. „სესხის ხელშეკრულებას“, სადაც დაფიქსირებულია 70000 ლარის სესხებაზე და ვალის გასტუმრების სანაცვლოდ ნ---- შ------–--ისათვის საზოგადოების საწესდებო კაპიტალში რიცხული, ერთდერთი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემაზე. პალატა განმარტავს, რომ გარიგების ბათილად აღიარება წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს. შესაბამისად, მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა ან დაწყებულ პროცესში შეგებებული სარჩელის აღძვრა და ზედმეტი სასამართლო ხარჯების გაწევა. პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მას შეუძლია, წარადგინოს მოთხოვნის მომსპობი შესაგებელი. 4.20. განსახილველ საქმეში შპს „ტრ-------ი“-მ წარადგინა ნ---- შ------–--ის მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რაც სამოქალაქო კოდექსის ბათილობის ნორმებიდან და „მეწარმეთა შესახებ“ ს----------–--ს კანონიდან გამომდინარეობდა. სკ-ის 54-ე, 59-ე, მუხლების თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს... ასევე, ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. „მეწარმეთა შესახებ“ ს----------–--ს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას, ხოლო დირექტორი არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება სპეციალური კანონით ან/და საწარმოს წესდებით. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. ამავე კანონის 91.5.“ე“ მუხლის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს იმ ვალდებულებათა აღების საკითხზე, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს. 4.21. იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 07 თებერვლის ე.წ. „სესხის ხელშეკრულება“, ხელმოწერილი იქნა შპს ,,ტრ-------ის“ დირექტორის, დ-------ი გ----–--ის მიერ, რომლითაც ნ---- შ------–--ის წინაშე გამოხატული იქნა ნება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ზე მეტი ოდენობის ვალის- 70000 ლარის სესხად აღების ფაქტზე და ამ თანხის გასტუმრების სანაცვლოდ, შპს ,,ტრ-------ის“ 50000 ლარად შეფასებული ერთადერთი, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ისე, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, არ არსებობდა პარტიორთა კრების გადაწყვეტილება, პალატა მიიჩნევს, რომ მეწარმეთა შესახებ ს----------–--ს კანონის მე-9 მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 59-ე მუხლებიდან გამომდინარე, ასეთი გარიგება ბათილია. პალატა დამატებით აღნიშნავს, როგორც სარჩელის შინაარსით ირკვევა ნ---- შ------–--ე არის იურისტი, რომელსაც შპს ,,ტრ-------ი“-სთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. ეს ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო გარიგების კანონსაწინააღმდეგო ბუნება, რაც მოპასუხის შესაგებლის საფუძველზე, ამ გარიგების ბათილად აღიარების საფუძველია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნ---- შ------–--ესა და შპს ,,ტრ-------ს“ შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმება-არსებითად სწორია და გამორიცხავს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 4.22. წარმოდგენილი აპელაციის ფარგლებში, ნ---- შ------–--ეს და შპს ,,ტრ-------ის“ შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე, ფიზიკური პირის, თ----- ე-----–--ის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სადავოს არ წარმოადგენს, რომ თ----- ე-----–--ე წარმოადგენს შპს ,,ტრ-------ი“-ს 50 % წილის მფლობელ პარტნიორს და თავისი სარჩელით შედავება განახორციელა საზოგადოების დირექტორის მიერ დადებულ გარიგებაზე იმ საფუძვლით, რომ დ-------ი გ----–--ის, როგორც საზოგადოების დირექტორის მიერ განხორციელებული ქმედება-„სესხის ხელშეკრულების“ გაფორმება ზიანის მომტანია საზოგადოებისათვის და ბათილია. ამდენად, დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის სარჩელის ფარგლებში, სასამართლოს შესაფასებელია „მეწარმეთა შესახებ“ ს----------–--ს კანონიდან გამომდინარე, კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს) დირექტორის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები საწარმოს ინტერესებთან მიმართებით. 4.23. ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე დასტურდება, რომ შპს ,,ტრ-------ი“-ს 50%-იანი წილის პარტნიორის, თ----- ე-----–--ის სარჩელი საწარმოს დირექტორის წინააღმდეგ, რაც დირექტორის უფლებამოსილების განხორციელებისას საზოგადოების სახელით დადებული გარიგების ნამდვილობას შეეხება, საწარმოს ინტერესებშია და სწორედ საწარმოს სასარგებლოდ უნდა იქნეს წარმართული უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამდენად, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს არა საკუთარი, არამედ, საწარმოს-შპს ,,ტრ-------ი“-ს სახელით, რასაც ადგილი არ აქვს. შესაბამისად, თ----- ე-----–--ე არ წარმოადგენ უფლებამოსილ სუბიექტს სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში. თ----- ე-----–--ე მოცემულ დავაში უფლებამოსილ სუბიექტად მიიჩნეოდა იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოება დირექტორის მიერ დადებულ გარიგებას არ შეედავებოდა. ვინაიდან, სარჩელზე წარმოდგენილი კვალიფიციური შესაგებლით თავად საზოგადოებამ განახორციელა შედავება, ნ---- შ------–--ეს და შპს ,,ტრ-------ის“ შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების ბათილობის თაობაზე, თ----- ე-----–--ის დამოუკიდებელი სარჩელი, როგორც არაუფლებამოსილი სუბიექტისა, სსსკ-ის 186.1“ზ“ და 187.2-ე მუხლის შესაბამისად, განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმის მომზადების საპროცესო ეტაპზევე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ განუხორციელებია. 4.24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 393.3 მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. 4.25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ასევე 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. 4.26. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, თ----- ე-----–--ის სარჩელის წარდგენის შემდეგ, ნ---- შ------–--ის სარჩელზე შპს „ტრ-------ი“-მ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, სადაც მიუთითა გარიგების ბათილობაზე, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსსკ-ის 186.1-ე მუხლის „ზ“ და 187.2 მუხლის შესაბამისად, ნაცვლად თ. ე-----–--ის სარჩელის განუხილველად დატოვებისა, არსებითად იმსჯელა მის სასარჩელო მოთხოვნაზე, პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 377.2-ე, 385-ე, 393.3-ე, 187.2-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს თ. ე-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და თ. ე-----–--ის სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ნ---- შ------–--ის უფლებამონაცვლის, ა---------– გე-–----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება თ----- ე-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და თ-----ი ე-----–--ის სასარგებლოდ, ნ---- შ------–--ისათვის სახ. ბაჟის სახით გადახდილი 2100.00 ლარის დაკისრების ნაწილში; თ----- ე-----–--ის სარჩელი, ნ---- შ------–--ეს და შპს ,,ტრ-------ი“-ს შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად; სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, თ. ე-----–--ის სარჩელი მისი დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველი, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ მოთხოვნის ნაწილში თ. ე-----–--ის სასარგებლოდ, ნ---- შ------–--ისათვის წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის 2100 ლარის დაკისრების საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, აპელანტი (მოსარჩელეს უფლებამონაცვლე) წარმოადგენს რა სსსკ-ის 46-ე მუხლიდან გამომდინარე, სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულ სუბიექტს, არ არსებობს, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ მისთვის სახ. ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---- შ------–--ის უფლებამონაცვლის, ა---------– გე-–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება თ----- ე-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და თ-----ი ე-----–--ის სასარგებლოდ, ნ---- შ------–--ისათვის სახ. ბაჟის სახით გადახდილი 2100.00 ლარის დაკისრების ნაწილში;
3. თ----- ე-----–--ის სარჩელი, ნ---- შ------–--ეს და შპს ,,ტრ-------ი“-ს შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
4. სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. თ.ე-----–--ის სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში, განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. სხვა ნაწილში განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე