განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6------ 06 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხ----------------
მოსამართლეები: თ--------–---–--------–--–---–-
გ------------------–---–-
სხდომის მდივანი - ნ----------–-----–---–-
აპელანტები – იბა ა----------------------------–--
წარმომადგენელი _ თ--------------- (ამხანაგობის თავმჯდომარე)
გ-------–-----–---–-
წარმომადგენელი – ქ--------------–---–-
მ-----–----------
თ---------------
მოწინააღმდეგე მხარე– ს-----–-------------, ვ--–------------ო
წარმომადგენელი - ლ-------------
დავის საგანი - ქირის თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების - ს-----–-------------ს და ვ--–------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა;
მოპასუხეებს - იბა „ს--------------–-ს“ წევრებს: ა--------ეს, თ---------------ეს, მ-----–----------ს, თ-------–------ს, კ---------–-----ას, ქ--------------–-–---–ს, გ-------–-----–---–ს, ნ---- ა-–-----–---–- და ი-–-----------–---–ს, მოსარჩელეების - ს-----–-------------სა და ვ--–------------ოს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2012 წლის თებერვლის თვიდან _ სარჩელის აღძვრამდე (2014 წლის 17 სექტემბერი), ქირის თანხის - 19 936 ლარის გადახდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2007 წლის 12 ივნისს გაფორმდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ს--------------–-ს“ სადამფუძნებლო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს წარმოადგენენ: თ---------------, გ--–-------ე, რომელიც წარმოადგენს ა----------, ლ-–----------------–-–---–-, გ-----------–-–---–-, თ-------–------ და კ---------–-----ა, გ--------------–---–-;
2.2. სადამფუძნებლო ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, „ამხანაგობის წევრად“ გახდომის ფაქტით, ნებისმიერი ასეთი პირი ადასტურებს, რომ ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და მიიჩნევს მათ სავალდებულოდ (ტომი 1, ს.ფ. 26-24);
2.3. 2008 წლის 23 ივლისის ამხანაგობა „ს--------------–-ს“ დამფუძნებელ წევრთა N1 კრების ოქმით, გ--------------–---–-- თავისი წილი და მოთხოვნის უფლება დაუთმო ნ-------–-----–---–---------------------------------–------–--–------–--------------- ამხანაგობის ახალი წევრების - მ-----–---------ის, ი-–-----------–---–ის, გ-------–-----–---–-ს და ნ---- ა-–-----–---–ის მიღება. ამასთან, ისინი აცხადებენ თანხმობას, განახორციელონ ამხანაგობის წევრის უფლება-მოვალეობები და გახდნენ ერთობლივი საქმიანობის წევრები (ტომი 1, ს.ფ. 249-250; 252-255);
2.4. 2008 წლის 23 ივლისის „წილისა და მოთხოვნის დათმობის“ შესახებ ხელშეკრულების თანახად, ამხანაგობა „ს--------------–მა“, როგორც „წილისა და მოთხოვნის უფლების“ დამთმობმა, მ-----–----------ს, როგორც წილის ნაწილის მიმღებს, დაუთმო მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოადგენს იდეალურ წილს უძრავი ქონებისა, მდებარე: ქ. თ---–----------------------;
2.5. 2008 წლის 23 ივლისის წილისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახად, ამხანაგობა „ს--------------–მა“, როგორც „წილისა და მოთხოვნის უფლების“ დამთმობმა, ი-–-----------–---–ს, როგორც წილის ნაწილის მიმღებს, დაუთმო მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოადგენს იდეალურ წილს უძრავი ქონებისა, მდებარე: ქ. თ---–----------------------;
2.6. 2008 წლის 23 ივლისის წილისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახად, ამხანაგობა „ს--------------–მა“, როგორც „წილისა და მოთხოვნის უფლების“ დამთმობმა, გ-------–-----–---–ს, როგორც წილის ნაწილის მიმღებს, დაუთმო მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოადგენს იდეალურ წილს უძრავი ქონებისა, მდებარე: ქ. თ---–----------------------;
2.7. 2007 წლის 24 აგვისტოს, ერთის მხრივ, იბა „ს--------------–-ს“ თავმჯდომარეს თ---------------ს და ამხანაგობის წევრს, ა--------ის წარმომადგენელს, საზოგადოების თანათავმჯდომარეს, გ--–-------ეს და მეორეს მხრივ, ს-----–-------------სა და ვ--–------------ოს შორის, გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, იბა „ს--------------–მა“ აიღო ვალდებულება _ მოსარჩელეებს გადასცეს ქ. თ---–---------------------------ში, IV სართულზე მდებარე 124 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და ერთი ავტოსადგომი;
ამასთან, ამხანაგობამ ივალდებულა, მოსარჩელეებს გადაუხადოს - 5000 აშშ დოლარი, ხოლო საცხოვრებელი ბინის მშენებლობის დასრულებამდე გადაუხადოს ყოველთვიური ქირა - 350 აშშ დოლარის ოდენობით.
2.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამოდენიმე პირი კისრულობს ვალდებულებას ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
ამავე კოდექსის 935-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. განმარტებულ ნორმათა თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების დადება მართალია დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე, თუმცა მესამე პირების მიმართ პასუხისმგებლობის სოლიდარულად აღება იმპერატიული ხასიათს ატარებს.
2.10. დადგენილია, რომ 2007 წლის 12 ივნისს გაფორმდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს--------------–-ს“ სადამფუძნებლო ხელშეკრულება; ამხანაგობის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მშენებლობის დასრულების შემდგომ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მასალებიდან ასევე დგინდებოდა, რომ სადამფუძნებლო ხელშეკრულებამ განიცადა გარკვეული ცვლილებები დამფუძნებელ წევრებთან მიმართებაში; კერძოდ, 2008 წლის 23 ივლისის ამხანაგობა „ს--------------–-ს“ დამფუძნებელ წევრთა N1 კრების ოქმით, გ--------------–---–-- თავისი წილი და მოთხოვნის უფლება დაუთმო ნ---- ა-–-----–---–-, ამავე კრების ოქმით დღის წესრიგში შემავალი საკითხი იყო ამხანაგობის ახალი წევრების - მ-----–---------ის, ი-–-----------–---–ის, გ-------–-----–---–-ს და ნ---- ა-–-----–---–ის მიღება - ისინი აცხადებდნენ თანხმობას განეხორციელებინათ ამხანაგობის წევრის უფლება-მოვალეობები და გამხდარიყვნენ ერთობლივი საქმიანობის წევრები.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობებს საფუძვლად უდევს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება, მოსარჩელე და მოპასუხე წარმოადგენენ ამხანაგობის წევრებს. ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ხელშეკრულება, მოითხოვს წევრებისაგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომელთაც ახასიათებს სხვადასხვა ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება ვლინდება იმაში, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით, ამხანაგობის წევრების ინტერესები მიმართულია საერთო მიზნის მიღწევისაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ისინი არ შეიძლება გამოდიოდნენ კრედიტორებად და მოვალეებად. სასამართლოს შეფასებით, ზუსტად ეს წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც უნდა გაიმიჯნოს საერთო საქმიანობის მიზნის მისაღწევად ამხანაგობის წევრების უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები იმ უფლება-ვალდებულებებისაგან, რომლებიც შემდეგ მათ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ; კერძოდ, ერთ შემთხვევაში, საერთო საქმიანობასთან დაკავშირებით, კეთილსინდისიერად შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს თითოეულ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობის ყოველი მონაწილისაგან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არა უშუალოდ თავისი, არამედ მხოლოდ საერთო საქმიანობის მონაწილეთა სასარგებლოდ. მეორე შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება). ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია დანაწესი, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ერთმანეთის მიმართ.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია ამხანაგობის ხელშეკრულებით, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად, „ამხანაგობის წევრად“ გახდომის ფაქტით, ნებისმიერი ასეთი პირი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და მას მიიჩნევს სავალდებულოდ.
ასევე უდავოა, რომ ამავე ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე უფლებამოსილნი არიან ერთად წარმოადგინონ ამხანაგობა მესამე პირებთან ურთიერთობაში.
დადგენილია ის გარემოებაც, რომ 2007 წლის 24 აგვისტოს, ერთის მხრივ, იბა „ს--------------–-ს“ თავმჯდომარეს თ---------------ს და ამხანაგობის წევრს - ა--------ის წარმომადგენელს, საზოგადოების თანათავმჯდომარეს, გ--–-------ეს და მეორეს მხრივ, ს------- ო--------- და ვ--–------------ოს შორის, გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, იბა „ს--------------–-“ იღებს ვალდებულებას მოსარჩელეებს გადასცეს ქ. თ---–---------------------------ში, IV სართულზე განთავსებული 124 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი და ერთი ავტოსადგომი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ამხანაგობის დამატებით ვალდებულებას წარმოადგენდა მესაკუთრე წევრების დაქირავებული ბინით უზრუნველყოფა, რაც მათთვის ბინის დაქირავებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოება განპირობებული იყო ამხანაგობაში მათი საცხოვრებელი ბინების შეტანით, უფრო კონკრეტულად კი, ამხანაგობა „ს--------------–მა“ იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის დასრულებამდე ს-----–-------------სა და ვ--–------------ოსთვის გადაეხადა ბინის ქირა თვეში - 350 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამხანაგობა „ს--------------–ს“, არც წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული ახსნა-განმარტებით, სადავოდ არ გაუხდია ქირის გადაუხდელობის ფაქტი და მისი ოდენობა.
სასამართლომ განმარტა, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით, ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად; ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად და საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს; ამიტომ, ამხანაგობის თითოეული წევრი მასში მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე და იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა არ იძენს იურიდიული პირის სტატუსს, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამხანაგობის თითოეულ წევრს. სწორედ ამგვარი შინაარსის მატარებელია სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილი.
2.11. სასამართლოს შეფასებით, სადავოა არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელეების მიმართ, 2007 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ვალდებულება ნაწილობრივაა შესრულებული და სადავო პერიოდი მოიცავს 2012 წლის თებერვლის თვიდან _ სარჩელის აღძვრამდე (2014 წლის 17 სექტემბერი) პერიოდს.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს შეფასებით, ამხანაგობამ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება და მოსარჩელეებს არ გადაუხადა შეთანხმებული ბინის ქირა, რაც თვეში შეადგენდა 350 აშშ დოლარს, ხოლო სადავო პერიოდში, სარჩელის აღძვრის დროისათვის _ 19 936 ლარს.
ამრიგად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს-----–--- და ვ--–------------ოების სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და სასამართლო გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტების მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ კი, სასამართლოს არ გამოურკვევია საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად იყო განსაზღვრული მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა წრე. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ გადაუხვია შეჯიბრებითობის პრინციპს და ცალსახად დაიკავა მოსარჩელის პოზიცია, რამდენადაც არ გამოიკვლია სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხედ არ იყო მითითებული ყველა დამფუძნებელი წევრი, ხოლო მათგან, ვინც მოპასუხედ იქნა დასახელებული, ყველა არ წარმოადგენდა ამხანაგობა ,,ს--------------–-ს“ დამფუძნებელ წევრს.
3.2. აპელანტების მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია ისეთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, როგორიცაა ფორს-მაჟორული მდგომარეობა, რის გამოც შეწყვიტა ამხანაგობამ თავდაპირველი მოსარჩელეებისათვის ქირის თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება. აპელანტები მიუთითებენ, რომ ამხანაგობას ს-----–--- და ვ--–------------ოებისათვის გადახდილი აქვს ქირის თანხის უმეტესი ნაწილი, ვალდებულების დარღვევა კი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ამხანაგობის მიმართ არაერთი დავა მიმდინარეობს სასამართლოში და მათი კუთვნილი უძრავი ქონება დაყადაღებულია, რის გამოც ზიანი ადგება თავად ამხანაგობასაც, ფერხდება თავისუფალი ფართების გასხვისება და მოსარჩელეთა ქირით უზრუნველყოფა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე; ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სამოქალაქო საქმეთა პალატა, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში იკვლევს და მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ აპელანტების არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ განისაზღვრა სარჩელზე პასუხიმგებელი პირები; კერძოდ, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა ის გარემოება, რომ მოპასუხეთა წრიდან აპელანტები - მ-----–---------- და გ-------–-----–---–-, არ წარმოადგენდნენ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 12 ივნისს გაფორმდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს--------------–-ს“ სადამფუძნებლო ხელშეკრულება, რომელმაც დროის გარკვეული პერიოდის შემდგომ განიცადა გარკვეული ცვლილებები დამფუძნებელ წევრებთან მიმართებაში; კერძოდ, 2008 წლის 23 ივლისის ამხანაგობა „ს--------------–-ს“ დამფუძნებელ წევრთა N1 კრების ოქმის ჩანაწერით, გ--------------–---–-- თავისი წილი და მოთხოვნის უფლება დაუთმო ნ---- ა-–-----–---–-, ამავე კრების ოქმით დღის წესრიგში შემავალი საკითხი იყო ამხანაგობის ახალი წევრების - მ-----–---------ის, ი-–-----------–---–ის, გ-------–-----–---–-ს და ნ---- ა-–-----–---–ის მიღება - ისინი აცხადებდნენ თანხმობას განეხორციელებინათ ამხანაგობის წევრის უფლება-მოვალეობები და გამხდარიყვნენ ერთობლივი საქმიანობის წევრები. პალატა შენიშნავს იმასაც, რომ ხსენებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ტომი 1, ს.ფ. 249-250; 257-260; 266-270) პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია თავად თავდაპირველი მოპასუხეების (მათ შორის - ამჟამინდელი აპელანტების) წარმომადგენლის მიერ და აღნიშნული მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ აპელანტები - მ-----–---------- და გ-------–-----–---–- ამხანაგობა ,,ს--------------–-ს“ წევრები გახდნენ წილისა და მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე; დასახელებულ ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ აპელანტები დამფუძნებელი წევრის სტატუსით ხდებოდნენ ამხანაგობის წევრები და მათზე გადადიოდა ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების ყველა უფლება-მოვალეობა.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ამხანაგობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია საქმეში წარმოდგენილი ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების 8.2 პუნქტით, რომლის თანახმად, „ამხანაგობის წევრად“ გახდომის ფაქტით ნებისმიერი ასეთი პირი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და მას მიიჩნევს სავალდებულოდ.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ ამხანაგობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, ხოლო ხელშეკრულების მონაწილეთა მიერ განხორციელებული შენატანები შესაძლებელია, ატარებდნენ არამატერიალურ ხასიათსაც. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ამხანაგობა, როგორც ერთიანი ორგანიზაციული ფორმა, ვერ გახდება სამოქალაქო – სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტი. ამიტომ მესამე პირების მიმართ არსებულ ვალდებულებებზე ამხანაგობის წევრთა პასუხისმგებლობა სოლიდარულია. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია კრედიტორთა ინტერესების დაცვის აუცილებლობით. ამხანაგობაში, მისი წევრის წილობრივი მონაწილეობა გავლენას არ ახდენს მესამე პირთა წინაშე მისი პასუხისმგებლობის მოცულობაზე და ამხანაგობის თითოეული წევრი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე პასუხს აგებს მთლიანად, მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებს, როგორც ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების სტატუსის მქონე პირებს, ამხანაგობის სხვა დამფუძნებელ წევრებთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული ვალდებულება ს-----–--- და ვ--–------------ოების წინაშე.
ამდენად, პალატის შეფასებით, აპელანტებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ისინი ამხანაგობა ,,ს--------------–ში“ წევრიანდებოდნენ დამფუძნებელი წევრების სტატუსით და მათი აპელირება იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ გამოიკვლია მოპასუხეთა წრის სათანადოობის საკითხი, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა თაობაზე ინფორმაცია და მტკიცებულებები, სწორედ თავდაპირველი მოპასუხეების და მათ შორის - აპელანტების წარმომადგენლის მიერ არის საქმეზე დართული.
4.2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ამხანაგობის მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოიწვია ფორს-მაჟორულმა მდგომარეობამ.
პალატა განმარტავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში ,,ფორს-მაჟორი“ განიმარტება, როგორც გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია,დაუძლეველი ძალა, მოვლენა, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გადატანის (გაგრძელების) შესაძლებლობას იძლევა, ან საერთოდ ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან; ამასთან, მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე, თავად ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები და თუ ხელშეკრულებაში მის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაშინ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსოფლიო საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების პრაქტიკიდან გამომდინარე პირობები (სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, ომები და ა.შ.). ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებზე ფორს-მაჟორის მოქმედების ვადის გადამეტების შემთხვევაში მხარეებს ეძლევათ უფლება უარი თქვან ცალმხრივად მის შესრულებაზე, ისე, რომ მასზე პარტნიორის ან სხვა რომელიმე მხარის (მესამე პირის) მიერ პრეტენზიის წაყენება არ მოხდება. ამავდროულად, ფორს-მაჟორული სიტუაცია ნიშნავს მხარეთა დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებულ ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობა გამორიცხავს მოვალის ბრალს.
პალატა შენიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-13 მუხლი შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ხსენებული ხელშეკრულების მიზნებისათვის, ფორს-მაჟორად მიჩნეულ უნდა იქნეს სტიქიური უბედურებები, საგანგებო და საომარი მდგომარეობა და სახელმწიფო ცენტრალური ან ადგილობრივი თვითმმართველოების მიერ ისეთი საკანონმდებლო აქტების მიღება, რაც ხელს შეუშლიდა ამხანაგობის მიზნების განხორციელებას. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ვერ განიხილება როგორც ფორს-მაჟორული მდგომარეობა; მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაწერილი არ არის ვალდებულების შესულებისაგან გათავისუფლების თაობაზე ამგვარი შეთანხმება; ასეთ დათქმას არ შეიცავს არც 2007 წლის 24 აგვისტოს, ერთის მხრივ, იბა „ს--------------–-ს“ თავმჯდომარეს თ---------------ს და ამხანაგობის წევრს - ა--------ის წარმომადგენელს, საზოგადოების თანათავმჯდომარეს, გ--–-------ეს და მეორეს მხრივ, ს------- ო--------- და ვ--–------------ოს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც იბა „ს--------------–მა“ აიღო ვალდებულება თავდაპირველი მოსარჩელეებისათვის გადაეცა ქ.თ---–--–-------------------------ში, IV სართულზე განთავსებული 124 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი და ერთი ავტოსადგომი. მეტიც, პალატა მიიჩნევს, რომ მსგავსი დათქმა შეთანხმებასა და ხელშეკრულებებში ვერც იქნებოდა გაწერილი, ვინაიდან ქონებაზე ყადაღის დადება, როგორც აღინიშნა, არ განიხილება ,,ფორს-მაჟორულ“ მდგომარეობად.
ამავდროულად, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ ამხანაგობის მიერ მოწინააღმდეგე მხარეთა ბინის ქირით უზრუნველყოფის ვალდებულების აღების ფაქტი; ამასთან, მათ ვერც სადავო პერიოდში მოპასუხეთათვის ბინის ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგინეს სასამართლოს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იმსჯელა ამხანაგობის მხრიდან ვალდებულების დარღვევის თაობაზე და სწორად არ გაიზიარა ფორს-მაჟორულ მდგომარეობაზე ამხანაგობის აპელირება, ვინაიდან ქონებაზე ყადაღის დადების გამო ფართების გასხვისების გართულება და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნა, არ წარმოადგენს იმ ვითარებას, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია და რომელიც ათავისუფლებს მხარეს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამხანაგობა ,,ს--------------–-ს“, თ--------------ის, მ-----–---------ის და გ-------–-----–---–-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე /ხ----------------/
მოსამართლეები: / თ--------–---–--------–--–---–-/
/ გ------------------–---–-/