განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
330100116001563220
ინსტანცია
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100116001563220

საქმე №1ბ/1469-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის, მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----------–ის

გამართლებულ: ი-----–---------ას

ადვოკატ: დ------------ის, მ---------–--------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) ი-----–-------------------ს დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ---------------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ---–-----–--------------------–---–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–------–----–------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–---------ას ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–---------ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–-----------–ს, დაახლოებით 12:55 საათზე, ი-----–---------ა მართავდა ავტომანქანა „---------------ს და მოძრაობდა ქ------–--–------------–-------–----------------–-------–--------- მხრიდან თ--–----------- მიმართულებით. აღნიშნული ქუჩისა და წ-------–-------ის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობისას ი-----–---------ამ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითთა გადასასვლელზე ქვეითად მოძრავ რ-------------ს, რომელიც აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით:

 

ი-----–---------ა გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ი-----–---------ას მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ი-----–---------ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანად მკაცრის სასჯელის დანიშვნას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი ი-----–---------ას მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ი-----–---------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ-–---------------ის ჩვენებით, 2----–-–-----------–ს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი რ------------- იყო მისი მამა. მომხდარ ფაქტს თავად არ შესწრებია, აღნიშნულის შესახებ აცნობეს რ------------ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ. საქმიდან გამომდინარე იცნობს ბრალდებულ ი-----–---------ას, რომელიც მისული იყო საავადმყოფოში რ------------ის მოსანახულებლად. როგორც ი-----–---------ასგან იცის, მანქანის მოხვევის დროს გაჰკრა რ-------------ს, რის შედეგადაც იგი დაეცა ძირს. ი-----–---------ასთან ოთხჯერ არის შეხვედრილი, იგი გრძნობდა პასუხისმგებლობას მომხდარის გამო და ცდილობდა მისი მდგომარეობის შემსუბუქებას. რ-------------ე საავადმყოფოში იყო უგონო მდგომარეობაში და ავტოავარიის ფაქტთან დაკავშირებით მასთან საუბარი არ ჰქონია.

 

მოწმე გ----------–-----ს ჩვენებით, 2----–-–-----------–ს, შუადღის საათებში, მიღებული იქნა შეტყობინება მეტრო „---------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შესახებ. ადგილზე გამოცხადდა მეწყვილე ი------–---------სთან ერთად, რა დროსაც გაირკვა, რომ ა/მანქანა „--------------- დაჯახებული იყო ქვეითს, რომელიც მოთავსებული იყო სასწრაფო დახმარების ა/მანქანაში. ვინაიდან ადგილი ჰქონდა სხეულის დაზიანების ფაქტს, გამოძახებული იქნა საგამოძიებო სამსახური. მძღოლთან საუბრის შედეგად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ქვეითთან შეჯახებას. დაათვალიერა შემთხვევის ადგილზე მდგომი „----------------ს მარკის ა/მანქანა, რომელსაც აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები, თუმცა კონკრეტულად რა ადგილზე ჰქონდა დაზიანებები და აღნიშნული გამოწვეული იყო თუ არა მოცემული ავტო-საგზაო შემთხვევით, აღნიშნულის თქმა არ შეუძლია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემსწრე პირი, რომელიც გამოძიებას მიაწვდიდა ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მოძიებული ვერ იქნა. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე ი------–---------მ, დამატებით განმარტა, რომ ავტომანქანის მძღოლი, ი-----–---------ა, აღიარებდა ქვეით მამაკაცზე მანქანის გაკვრის ფაქტს. დაზარალებული რ------------- იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და მასთან გასაუბრება ვერ შეძლო. დაათვალიერა ა/მანქანა, თუმცა აღენიშნებოდა თუ არა მას შეჯახების კვალი, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ა/საგზაო შემთხვევის შემსწრე პირი, რომელიც მიაწვდიდა მას ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვერ იქნა მოძიებული.

 

მოწმე დ-------------–---–-ს ჩვენებით, 20----–-–-----------–-, 12:55 საათზე, მეტრო „ს---------------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ქე-------–-------–-----------ის და წ-------–-------ის კვეთაზე, ქვეითთა მოსიარულეთა გადასასვლელზე, ადგილი ჰქონდა ა/საგზაო შემთხვევის ფაქტს, კერძოდ ა/მანქანა „---------------, რომელსაც მართავდა ი-----–---------ა, შეჯახებული იყო ქვეითად მოძრავ რ-------------ს. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილი იქნა ცნობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, რომლის მე-17 გრაფაში მიეთითება შემთხვევის შემსწრე პირთა მონაცემები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი პიროვნება ვერ იქნა მოძიებული, აღნიშნული გრაფა არ იქნა შევსებული.

 

მოწმე რ------------------ის ჩვენებით, 2----–-–-----------–ს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა მეტრო „---------------–-“-ს მოპირდაპირე მხარეს არსებულ ქვეითთა გადასასვლელ ადგილზე, სადაც ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ავარიის მონაწილე ი-----–---------ა, ხოლო დაზარალებული რ------------- სასწრაფო დახმარებას გადაყვანილი ჰყავდა საავადმყოფოში. ი-----–---------ამ განუმარტა, რომ წ-------–-------იდან ჩამოსვლისას, მარჯვენა მხარეს შეხვევისას გაიგო დაჯახების ხმა და დაინახა წაქცეული მამაკაცი. მოწმის განმარტებით, ადგილზე ფაქტის თვითმხილველი მოწმე, რომელსაც შეეძლო დაენახა დაჯახების მომენტი, მოძიებული ვერ იქნა. დაათვალიერა „----------------ს მარკის ა/მანქანა, რომელსაც ვიზუალურად შეჯახების კვალი არ აღენიშნებოდა. მოწმის სახით დაკითხა ბრალდებული და დანიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. მოწმის ჩვენებით, პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევა, როდესაც თავდაპირველად მიღებული შეტყობინება არ ასახავდა საქმეზე საბოლოო მიღებული გადაწყვეტილების სურათს. მოწმის განმარტებით, მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი, სადაც არ ჩანდა მანქანის და ქვეითის კონტაქტი, თუმცა ჩანს მანქანის დამუხრუჭების და დაზარალებულის გაქრობის ფაქტი, რაც მისი ვარაუდით გამოწვეული იყო მანქანის დარტყმის ბიძგის შედეგად. შინაგანი რწმენის საფუძველზე გამორიცხავს მამაკაცის ა/მანქანაზე თავისით მიჯახების და ამის შედეგად დავარდნის ფაქტს.

 

მოწმე რ---------–------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც გამომძიებელი, ჩაერთო დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ. ბრალდებულ ი-----–---------ას წაუყენა ბრალი და დაკითხა ბრალდებულის სახით, ასევე დაკითხა მოწმეები და დაათვალიერა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს „ზ-------ე“ ხელჯოხით მოსიარულე მამაკაცი, რომელმაც გადაკვეთა საპირისპირო მოძრაობის სავალი გზა და გადადის გზაზე, რა დროსაც ი-----–---------ა ა/მანქანით გამოდის სავალ გზაზე, შედის ზ-------ე და დროის მცირე ხნით მანქანა ჩერდება, რის შემდეგაც კვლავ აგრძელებს მოძრაობას.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ----------------ის ჩვენებით, 2-----–-–-------------–ს მის მიერ გაცემული იქნა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #-------, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ა/მანქანა „------------------------ არსებული მექანიკური დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთმოქმედებს შედეგად. ავტომობილზე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. მოწმის განმარტებით თეორიულად ა/მანქანას შესაძლებელია ჰქონდეს კონტაქტი რბილ ქსოვილზე, მაგრამ მისი ასახვა ვერ მოხდეს მანქანაზე, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ა/მანქანის მოძრაობის სიჩქარეზე. მის მიერ გაცემული დასკვნიდან გამომდინარე იმის დანამდვილებით თქმა, რომ კონკრეტულ ავტომანქანასთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ადამიანის სხეულზე შეჯახებას არ შეუძლია. აღნიშნულს ვერც დაადასტურებს და ვერც გამორიცხავს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ე-–------------–--ის ჩვენებით, 2-----–-–----------–-----ის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #---------- რომლის თანახმად რ------------ის გვამს გარეგნული და შინაგანი გამოკვლევით აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე, სუბდურული და სუბარაქნიოდული სისხლჩაქცევები თავის ტვინის ნივთიერებაში, ტვინის რბილი გარსების და თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება. მოგრძო ტვინის დისლოკაცია და კეფის დიდ ხვრელში ჩაჭედვა. ქალა-სარქველისა და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში რ------------ის სიკვდილთან. მოწმის განმარტებით, ნაადრევი გვამური მოვლენების მონაცემების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომის დრო არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ სიკვდილის დადგომის დროს - 06.05.216 წლის 16:20 საათსს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ-------------ის ჩვენებით, ექსპერტ ე-–----------–-------- ერთად მონაწილეობა მიიღო რ------------ის გვამის გამოკვლევაში, საექსპერტო კვლევის პროცესში გამოკვლეული იქნა გარდაცვლილის თავის ტვინი, გული, ღვიძლი, თირკმელი და ელენთა, რითაც დადგინდა, რომ თავის ტვინის რბილ გარსებში იყო სისხლჩაქცევები, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, ჩაქცეულმა სისხლმა განაპირობა თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სხვადსახვა შინაგანი ორგანოების დაზიანება. თავის ტვინში ასევე იყო სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, რაც სერიოზული დაავადებაა, რომელიც აქვეითებს მასზე დაქვემდებარებული ორგანოს სისხლით მომარაგების საკითხს. შესწავლილი იქნა გული, სადაც ასევე ფიქსირდებოდა ათეროსკლეროზის ცვლილებები, მაგრამ გარდა ამისა, დაზიანებული იყო გულის კუნთი, გადატანილი ინფარქტების სახით. ყველაზე მწვავე პროცესი, რომელსაც სიცოცხლისათვის საშიში სახე ჰქონდა ეს იყო ფილტვების ანთება, შეერთებული სახის ბრონქოპნევმონია. აღნიშნულ ანთებას თან ახლდა დაჩირქებული კერები. ფონი შექმნილი იყო თავის ტვინის დაზიანებიდან გამომდინარე. კონკრეტულ შემთხვევაში სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი ბრონქოპნევმონია იყო. რაც შეეხება თირკმელებს, ფიქსირდებოდა ინტრარენული სისხლის ძარღვების ათეროსკლეროზი, რომელთა სიახლოვით და მათგან მოშორებით, საშარდე მილაკებში და ინტერსტიციაში იყო ანთებადი უჯრედული ინფილტრატები - ტუბულო- ინტერსტიციული ნეფრიტი. მოწმის განმარტებით, როდესაც თავის ტვინზე არის დაზიანება სხვა შინაგანი ორგანოები თავის ტვინის დაზიანებას ექვემდებარებიან და ისინი უფრო ინტენსიურ და აქტიურ ხასიათს ღებულობენ. მოცემულ შემთხვევაში დაზიანებული იყო თირკმელი, მაგრამ ეს არ იყო დაკავშირებული თავის ტვინის დაზიანებასთან, რადგან იყო ათეროსკლეროზი. გარდაცვლილს აღნიშნული ტრავმა რომ არ მიეღო, შესაძლებელი იყო თირკმლის ფილტრაციის უნარი არ დაქვეითებულიყო და შენარჩუნებულიყო, თუმცა ვინაიდან თავის ტვინთან დაკავშირებულია ყველა შინაგანი ორგანო, თავის ტვინის დაზიანებით გამწვავდა პროცესი და მანიფესტაცია მოხდა მისი სუნთქვის უკმარისობის. მოცემულ შემთხვევაში რომ არ დაზიანებულიყო თავის ტვინი, რომ არ მომხდარიყო სისხლის ჩაქცევა და შემდეგ არ განვითარებულიყო რბილი გარსების ანთება, შესაძლებელია შინაგანი ორგანოების დაავადებათა მანიფესტაცია არ მომხდარიყო. თუ რამდენ ხანს იცოცხლებდა დაზარალებული დიზიანების მიყენების გარეშე ძნელი სათქმელია. ფილტვების ანთება და დაჩირქება განვითარებული იყო ტრავმის შემდგომ, ხოლო ნაწილი დაზიანებების იყო უფრო ხანდაზმული ვიდრე თავის ტვინზე განვითარებული დაზიანება.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ------------------ის ჩვენებით, 2-----–-–------------ მის მიერ გაცემული იქნა სატრანსპორტო ტექნიკურიექსპერტიზისდასკვნა

#0--------------–--------–-–-----------------ს ექსპერტ თ----------------ესთან ერთად გაცემული იქნა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #---------- რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „--------------- სა-------------- ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მოწმის განმარტებით, ვიდეო სამეთვალყურეო ჩანაწერების მიხედვით, ქვეითი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას იწყებს ქვეითთა მონიშნულ გადასასვლელზე შუქნიშნის ნებადამრთველ მწვანე სიგნალზე, ხოლო საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გამყოფ ხაზთან მიახლოების შემდეგ ქვეითი თ--–----------- მიმართულების სამოძრაო ზოლის გადაკვეთას შეუჩერებლად აგრძელებს შუქნიშნის ამკრძალავ წითელ სიგნალზე. როდესაც წ-------–-------ის მხრიდან მოძრავი ავტომობილი „--------------- შედის გზაჯვარედინის ფარგლებში ამ მომენტში ქვეითი იმყოფება და აგრძელებს მოძრაობას ქვეითთა გადასასვლელზე პირველი სამოძრაო ზოლის დასაწყისის ფარგლებში. როდესაც ავტომობილმა „ჰ------------მა“ დაიწყო მარჯვნივ მანევრი გამზირის პირველი ზოლისაკენ ქვეითი მოძრაობს ამ ზოლის დაახლოებით შუა ნაწილში ავტომობილ „ჰ------------ის“ მძღოლის მხედველობის არეში. ქვეითზე დაჯახება მოხდა პირველი სამოძრაო ზოლის მარჯვენა ნახევარში ისე, რომ „ჰ------------ის“ მძღოლისათვის რაიმე სახის გარეშე ფაქტორი, რასაც შეეძლო ხილვადობის შეზღუდვა, არ წარმოქმნილა. მარჯვნივ მოხვევის მანევრის დაწყებიდან დაჯახების მომენტამდე ქვეითი მთლიანად იყო და გადაადგილდებოდა მძღოლის მხედველობის არეში. ყოველივე ზემო აღწერილობიდან გამომდინარე, იმის აუცილებელი გათვალისწინებით, რომ მარჯვნივ მოხვევის მანევრის დაწყებიდან ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილით ქვეითზე დაჯახების მომენტამდე ქვეითი მთლიანად იყო და გადაადგილდებოდა ქვეითთა მონიშნულ გადასასვლელზე ავტომობილ „ჰ--------------“-ს მძღოლის მხედველობის არეში ისე, რომ რაიმე სახის გარეშე ფაქტორი, რასაც შეეძლო მძღოლისათვის ხილვადობის შეზღუდვა, არ წარმოქმნილა, შემდგომი გამოთვლების გარეშეც ვღებულობთ, რომ მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „----------------ს მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები. მოწმის განმარტებით, აღნიშნული დასკვნის ფარგლებში დანამდვილებით და კატეგორიულად იმის თქმა, რომ რ-------------სთან კონტაქტში მოვიდა ი-----–---------ას მართვის ქვეშ მყოფი მანქანა, არ შეუძლია. დასკვნის შედგენისას დინამიკაში გადაადგილების სიჩქარე არც ა/მანქანის და არც რ------------ის არ დაუდგენია და ერთმანეთთან ურთიერთქმედების კოეფიციენტი არ გამოუყვანია. დასკვნის შედგენისას იხელმძღვანელა ბრალდებულის და მოწმეთა გამოძიების პერიოდში მიცემული ჩვენებებით. მოწმის შეფასებით, იგი ვერ გამორიცხავს რ-------------ის თავად წაქცევის ფაქტს იმ მომენტში, როდესაც ი-----–---------ა ა/მანქანით გვერდს უვლიდა მას. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ე------------------------ დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------ემ.

 

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ცნობის თანახმად, 2----–-–------------–ს, დაახლოებით 12:55 საათზე, ქ.თბილისში, ქე-------–-------–-----------ისა და წ-------–-------ის გადაკვეთაზე, ა/მანქანა „--------------- სახ. #---------- რომელსაც მართავდა ი-----–---------ა შეეჯახა ქვეითად მოსიარულე რ-------------ეს, რომელიც მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გადაყვანილი იქნა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში“. აღნიშნული ცნობის მე-14 გრაფაში მითითებულია სატრანსპორტო საშუალების შესახებ, კერძოდ - ა/მანქანა „--------------- სახ. #---------- მე-15 გრაფაში მითითებულია ცნობები სატრანსპორტო საშუალების მძღოლზე - ი-----–---------აზე, მე-16 გრაფაში მითითებულია ინფორმაცია შემთხვევის დროს დაზარალებულ რ------------ის შესახებ, ხოლო მე-17 გრაფა, სადაც მითითებული უნდა იყოს შემთხვევის შემსწრე პირების შესახებ, არის ცარიელი, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ფაქტის შემსწრე თვითმხილველი პირი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ქე-------–-------–-----------ისა და წ-------–-------ის კვეთაზე. გზა არის მშრალი, რომელიც განკუთვნილია ჯვარედინი მოძრაობისათვის და გზები მიმართულია თ--–----------- მხრიდან ლ-----------------ის მიმართულებით, ბ--------–---–ის ქუჩის მიმართულებით, წ-------–-------ის მხრიდან, ბ--------–---–ის ქუჩის მიმართულებით და თ--–----------- მიმართულებით. წ-------–-------აზე სავალი გზა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის და გზა შედგება სამი სამოძრაო ზოლისგან. თ--–----------- მიმართულებით სავალი გზის პირველ ზოლში 14,40 მეტრის დაშორებით ირიბად დგას ა/მანქანა „--------------- სახ. #---------- რომლის წინა კუთხე ტროტუარიდან დაშორებულია 0,30 მეტრით, უკანა მარჯვენა კუთხე 0,60 მეტრით. თ--–----------- მიმართულებით მიმავალი სავალი გზა შედგება სამი სამოძრაო ზოლისგან, რომელსაც ქუჩის კვეთაზე გააჩნია საგზაო მონიშვნა „ქვეითთა გადასასვლელი“.

 

ვიდეოჩანაწერის დათვალიერების თანახმად, დათვალიერებული იქნა მეტრო „3-----------–----- განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის კამერის 2----–-–-----------–ის ჩანაწერი, რომლის თანახმად, ჩანაწერში ჩანს ქეთევან წამებულის და წ-------–-------ების კვეთა. სავალი ნაწილი ქ.წამებულის გამზირზე განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის, ლ-----------------ის მხრიდან თ--–----------- მიმართულებით და პირიქით. 12:54:59 საათზე კადრში ჩანს ქე-------–-------–-----------ზე განთავსებული ერთი შუქნიშანი, რომელზედაც ანთია ყვითელი სიგნალი. 12:55:02 საათზე ინთება წითელი ფერი, იწყება მოძრაობა ბ----------------ს მიმართულებით პირველი საავადმყოფოს მხრიდან და ქვეით მოსიარულეთა გადასვლა საავადმყოფოს გამზირზე მ/სადგურ „ს--------------–--ის“ მიმართულებით. 12:55:18 საათზე კადრში მარცხენა მხრიდან ქე-------–-------–-----------ზე არსებული ქვეით მოსიარულეთა გადასასვლელზე ე.წ. ზ-------ე ჩამოდის ქვეითი მამაკაცი ხელჯოხით, რომელიც იწყებს გადასვლას დინჯი ნაბიჯებით „ს--------------–--ი“-ს მეტროს მხარეს. 12:55:26 საათზე უსწორდება ღერძულა ხაზს და იწყება ა/მანქანების მოძრაობა ქე-------–-------–-----------ზე ლ-----------------ის მიმართულებით და პირიქით, ასევე წ-------–-------იდან მარჯვნივ ქე-------–-------–-----------ზე თ--–----------- მიმართულებით, ქვეითი მამაკაცი ჩვეული ნაბიჯებით აგრძელებს მოძრაობას 12:55:33 სთ-ზე იგი იმყოფება თელავის ქუჩის მიმართულების სავალი ნაწილის მე-2 და მე-3 ზოლების გამყოფ წყვეტილის გასწვრივ, ამ დროს წ-------–-------იდან იწყებს მოძრაობას ყვითელი ფერის მიკრო ავტობუსი, მამაკაცი კვლავ აგრძელებს იმავე ტემპით მოძრაობას. კადრში წ-------–-------იდან შემოდის თეთრი ფერის მსუბუქი ა/მანქანა 12:55:37 საათზე მამაკაცი გადასულია მეორე სამოძრაო ზოლიდან და უკან მხრიდან ფარავს მის უკან მიმავალი თეთრი ფერის მიკრო ავტობუსი, მას უკან მიჰყვება წითელი ფერის მსუბუქი ა/მანქანა, ამ დროს მსუბუქი თეთრი ფერის ა/მანქანა შემოსულია წ-------–-------აზე არსებულ ქვეითთა მოსიარულეთა „ზ-------ე“, მოძრაობს საშუალო სიჩქარით. 12:55:39 საათზე ქვეითი ტროტუარამდე დაშორებულია ხუთი მონიშვნის თეთრი ხაზით, ხოლო თეთრი მსუბუქი ა/მანქანის უკანა საბურავებით კვლავ დგას წ-------–-------აზე არსებულ „ზ-------ე“, რის შემდეგაც 12:55:41 საათზე უხვევს მარჯვნივ და შედის ქეთევან წამებულის გამზირზე არსებულ „ზ-------ე“, მის წინ გადადის მამაკაცი, რომელიც ცდება ოდნავ მის წინა მარჯვენა ფრთის და კარებს შორის და ჩანს მისი ზედა ნაწილი. 12:55:43 საათზე ა/მანქანა მყისიერად ამუხრუჭებს, ჩერდება და მამაკაცი არ ჩანს. ა/მანქანა გაჩერებულია ხუთი წამი, 12:55:49 საათზე იძვრის და აგრძელებს წინ მოძრაობას და უახლოვდება ტროტუარს და რამდენიმე მეტრში ჩერდება. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი გამოკვლეული და დათვალიერებული იქნა სასამართლო სხდომაზე.

 

ბრალდებულ ი-----–-----------ს ჩვენებით, 2016 წლის 7 აპრილს, დღის საათებში,ტაქსაობდა „----------------ს მარკის ა/მანქანით. ინგოროყვას საავადმყოფოდან ჩამოდიოდა ქე-------–-------–-----------ზე და აპირებდა მარჯვნივ შეხვევას, რა დროსაც მანქანა გააჩერა შუქნიშანზე. მწვანე ნიშნის ანთების შემდგომ დაიწყო მოძრაობა, დაინახა ქვეითი, რომელიც გადადიოდა ქვეითთა სავალ გზაზე, ჩაუარა მას, რა დროსაც ქვეითი იმყოფებოდა მისგან ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე და როდესაც გაცდა მას, კარის შუა ნაწილამდე, გაიგო ხმა და დაინახა, რომ ძირს ეგდო მამაკაცი. ხალხი ყვიროდა კაცი დაეცაო. გააჩერა მანქანა, მივიდა მასთან, რა დროსაც მივიდა საპატრულო პოლიციაც. თვითმხილველი მოწმე ნ-------------–---–ი, პატრულის თანამშრომლებს უხსნიდა, რომ მამაკაცი თავისით წაიქცა და მანქანის დაჯახების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, მისი ა/მანქანა არის მარჯვენა საჭიანი და იგი კარგად აკონტროლებდა მარჯვენა მხარეს და ხედავდა პიროვნების „ზ-------ე“ გადასვლის მომენტს და ნელი მოძრაობით ჩაუარა მას.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ---------–------–---–ის ჩვენებით, 20---–-–----- ნოემბერს მის მიერ გაცემული იქნა ექსპერტიზის დასკვნა #--------------- რომლის თანახმად, მომხდარ ავტო საგზაო-სატრანსპორტო შემთხევვაში ავტომობილ „----------------ს მძღოლის ი-----–---------ას მოქმედებაში საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოწმის განმარტებით, ქვეითი, როგორც მოძრაობის მონაწილე ვალდებულია იხელმძღვნელოს საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ „ 24-ე მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტების მოთხოვნებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლისას, თუ გადასასვლელზე არსებობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, ქვეითმა უნდა შეასრულოს ამ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნით; თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითთათვის განკუთვნლი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე, ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა. გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შემდეგ ქვეითმა არ უნდა დააყოვნოს გადასვლა, არ უნდა შეყოვნდეს ან გაჩერდეს მასზე, თუ ეს არ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, უნდა შეჩერდეს უსაფრთხოების კუნძულზე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე და გადასვლა უნდა გააგრძელოს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ ან მარეგულირებლის სიგნალების გათვალისწინებით. მოწმის განმარტებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ექსპერტიზაზე წარდგენილი არ ყოფილა. ა/მანქანაზე ქვეითის კონტაქტის თაობაზე იხელმძღვანელა სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სადაც აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილ ავტომობილზე არსებული მექანიკური დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედების შედეგად. ავტომობილზე რაიმე რბილი საგნის მქონე სხეულთან, როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეული, შეჯახების ურთიერთქმედებისათვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ქვეითისა და ავტომობილის ურთიერთკონტაქტის ქვეითის სხეულზე რაიმე ნაკვალევის არსებობის თაობაზე არ არის მითითებული. რაც შეეხება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მონაკვეთზე სატრანსორტო საშუალების გადაადგილების ვიდეო ჩანაწერის ქრონომეტრულ განხილვას, დადგენილია, რომ 12:55:19 საათზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხრიდან (კადრში მარცხენა მხრიდან) ქე-------–-------–-----------ზე არსებული ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე ე.წ „ზ-------ე“ გამოდის ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ხელჯოხით და იწყებს მოძრაობას „ს--------------–--ის“ მეტროს მიმართულებით. 12:55:26 საათზე შუქნიშანზე ავტომობილებისათვის ინთება მწვანე, მოძრაობის ნებადამრთველი სიგნალი, ქვეითი ამ დროს იმყოფება „ზ-------ე“ მოძრაობის გამყოფ ღერძულა ხაზამდე ორ თეთრი ხაზის დაშორებით (ამ დროს შუქნიშანზე ამკრძალავი სიგნალი ანთია). 12:55:27 საათზე ავტომობილები მოძრაობენ, ხოლო ქვეითი იგივე ფორმით მოძრაობს და კვეთს ღერძულა ხაზს. 12:55:39 საათზე ვიდეო ჩანაწერის მარჯვენა კუთხეში, წ-------–-------იდან ქე-------–-------–-----------ზე შემოდის დაბალი სიჩქარით თეთრი ფერის მსუბუქი მანქანა. ამ დროს ქვეითი იმყოფება სავალი გზის კიდიდან „ზ-------ე“ მესამე-მეოთხე თეთრ ხაზებს შორის.

 

12:55:40 საათზე თეთრი ფერის მსუბუქი ავტომანქანა იმყოფება ზებრასთან. 12:55:42 საათზე ა/მანქანა იმყოფება ქვეითთა გადასასვლელზე და ამ დროს ავტომობილის მარჯვენა მხარეს ჩანს ქვეითის ზედა ნაწილი - ჭაღარა თავი. ჩანაწერის დისკრეტულობიდან გამომდინარე კადრში მანქანა ჩერდება. 12:55:47 საათზე ავტომანქანა აგრძელებს წინ მოძრაობას, რამდენიმე მეტრში უახლოვდება ტროტუარს და ჩერდება. მისი დაძვრის და გადაადგილებისას მამაკაცი აღარ ჩანს. მოწმის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი სამედიცინო და ტექნიკური საექსპერტო დასკვნები ქვეითის და ავტომობილის კონტაქტს არ აღნიშნავენ. ვიდეო ჩანაწერი იმ მხარეს არ აფიქსირებს, სადაც ქვეითი ვარდება. ჩანაწერი სხვადასხვა რაკურისით არ არის, შესაბამისად საქმის მასალებიდან გამომდინარე ავტომობილის და ქვეითის კონტაქტის არგუმენტირებული მტკიცებულებები არ იკვეთება. მოწმის განმარტებით, მოცემული ჩანაწერის მიხედვით ქვეითი იმყოფებოდა მოძრაობაში, იგი მოძრაობდა 40-60 სმ ნაბიჯებით, გზის დასრულებამდე დარჩენილი ჰქონდა 2.5 ზებრის ხაზი, ამასობაში ა/მანქანაც იმყოფებოდა მოძრაობაში და ა/მანქანის მოხვევის ტრაექტორიის და ქვეითის მოძრაობის გათვალისწინებით, სანამ ა/მანქანა მოუხვევდა იგი კიდევ უფრო დაშორდებოდა ქვეითს და იგი მოასწრებდა გზაზე გადასვლას, მაგრამ ვინაიდან არ არის შეხების კონტაქტი, მიაჩნია, რომ შეხებას ადგილი არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში იმის თქმა, რომ ა/მანქანის მძღოლს უნდა დაეთმო ქვეითისთვის მოძრაობა და დალოდებოდა მის გზაზე გადასვლას გაუჭირდება, რადგან არ არსებობს ვიდეო ჩანაწერის სხვა რაკურსი და ამასთან ქვეითს ფაქტიურად დასრულებული ჰქონდა მოძრაობა და ორივე მათგანი იყო მოძრავ მდგომარეობაში.

 

მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებით, 2----–-–-----------–ს იმყოფებოდა მეტრო „3-----------–---“-ს მეტროს გაჩერებასთან, რა დროსაც დაინახა მოხუცებული მამაკაცი გადადიოდა ქვეითთა სავალ გზაზე. ბარდიულამდე დარჩენილი იყო 1-2 მეტრი, რა დროსაც მამაკაცი გაჩერდა, დაბარბაცდა და უკანა სვლით მიეჯახა ი-----–---------ას ა/მანქანას, რომელიც გაცდენილი იყო მას და მამაკაცი დაეცა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია. მამაკაცი თავდაპირველად გაითიშა, თუმცა შემდეგ მოვიდა გონებაზე და ითხოვდა წყალს და ტაქსით სახლში წაყვანას. მანქანიდან გადმოსულ ი-----–---------ას თავად უთხრა, რომ თვითმხილველი იყო იმის, რომ იგი მამაკაცს არ დაჯახებია და დაპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იყო მიეცა ჩვენება

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, მხარეთა მიერ წარდგენილ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ი-----–---------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სააპელაციო პალატამ სავალდებულოა დაადგინოს ი-----–---------ას მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას; დადგა თუ არა შედეგი, - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ამავე დროს არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. თავის მხრივ ექსპერტიზის პრეროგატივას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი, დაადგინოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული, ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი ავალდებულებს.

 

სააპელაციო პალატის დასკვნით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადსტურებული, ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ი-----–---------ა თავისი მართვის ქვეშმყოფი ავტომანქანით ნამდვილად დაეჯახა რ-------------ს. პალატა ყურადღებას მიაპყრობს სატრანსპორტო ტექნიკური და ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ავტორების მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ინფორმაციაზე, რომელთა განმარტებით, ჩატარებული ექპსპეტიზის ფარგლებში დანამდვილებით და კატეგორიულად იმის თქმა, რომ რ-------------სთან კონტაქტში მოვიდა ი-----–---------ას მართვის ქვეშ მყოფი მანქანა შეუძლებელია. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანია აგრეთვე სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ავტომანქანა „--------------- სა--------------ზე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან, როგორც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც, შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა, ხოლო ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. ექსპერტმა გ---------------ემ აღნიშნა, რომ მოცემული დასკვნიდან გამომდინარე დანამდვილებით იმის თქმა, რომ კონკრეტულ ავტომანქანასთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ადამიანის სხეულზე შეჯახებას არ შეუძლია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერითაც არ დასტურდება ი-----–---------ას მართვის ქვეშმყოფი ავტომანქანის ქვეით, - რ-------------ზე შეჯახების ფაქტი. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებაზე, რომლის განმარტებით მან თავად დაინახა მოხუცებული მამაკაცი, რომელიც გადადიოდა სავალ გზაზე, დაბარბაცდა და უკანა სვლით მიეჯახა ი-----–---------ას მანქანას, რომელიც გაცდენილი იყო მას და მამაკაცი დაეცა. მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ი-----–---------ას ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ რაც ნელი სვლით ჩაუარა მამაკაცს, რომელიც მისგან დაშორებული იყო ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე გაიგო ხმა, გააჩერა მანქანა და დაინახა წაქცეული მამაკაცი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი-----–---------ამა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი-----–---------ას სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, მხარეთა მიერ წარდგენილ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ი-----–---------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სააპელაციო პალატამ სავალდებულოა დაადგინოს ი-----–---------ას მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას; დადგა თუ არა შედეგი, - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ამავე დროს არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. თავის მხრივ ექსპერტიზის პრეროგატივას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი, დაადგინოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული, ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი ავალდებულებს.

 

სააპელაციო პალატის დასკვნით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადსტურებული, ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ი-----–---------ა თავისი მართვის ქვეშმყოფი ავტომანქანით ნამდვილად დაეჯახა რ-------------ს. პალატა ყურადღებას მიაპყრობს სატრანსპორტო ტექნიკური და ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ავტორების მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ინფორმაციაზე, რომელთა განმარტებით, ჩატარებული ექპსპეტიზის ფარგლებში დანამდვილებით და კატეგორიულად იმის თქმა, რომ რ-------------სთან კონტაქტში მოვიდა ი-----–---------ას მართვის ქვეშ მყოფი მანქანა შეუძლებელია. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანია აგრეთვე სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ავტომანქანა „--------------- სა--------------ზე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან, როგორც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც, შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა, ხოლო ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. ექსპერტმა გ---------------ემ აღნიშნა, რომ მოცემული დასკვნიდან გამომდინარე დანამდვილებით იმის თქმა, რომ კონკრეტულ ავტომანქანასთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ადამიანის სხეულზე შეჯახებას არ შეუძლია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერითაც არ დასტურდება ი-----–---------ას მართვის ქვეშმყოფი ავტომანქანის ქვეით, - რ-------------ზე შეჯახების ფაქტი. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებაზე, რომლის განმარტებით მან თავად დაინახა მოხუცებული მამაკაცი, რომელიც გადადიოდა სავალ გზაზე, დაბარბაცდა და უკანა სვლით მიეჯახა ი-----–---------ას მანქანას, რომელიც გაცდენილი იყო მას და მამაკაცი დაეცა. მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ი-----–---------ას ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ რაც ნელი სვლით ჩაუარა მამაკაცს, რომელიც მისგან დაშორებული იყო ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე გაიგო ხმა, გააჩერა მანქანა და დაინახა წაქცეული მამაკაცი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი-----–---------ამა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი-----–---------ას სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი ი-----–---------ას მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ი-----–---------ა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ ი-----–-----------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ი-----–---------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ი-----–-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გ------------------------------–------------------–------------------------------------------------------------------–------------–-------------------------------------------------–---------------------------------------------------------------- წილზე დადებული ყადაღა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი