განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
020100118002495149
ინსტანცია
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100118002495149

საქმე №1/ბ -98-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივა-- - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - ლიკა ბულია

მსჯავრდებულის - თ------ ა---–--ას

ადვოკატის - ი----- ჯ---–-ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ თ-------ს ძე ა---–--ას მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, პ------------ ქ. N36;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ------ ა---–--ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 28 აპრილს, დაახლოებთ 17 საათზე ქ. ზუგდიდში, პ--------------ს ქუჩა N36- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ------ თ-------ს ძე ა---–--ამ მეუღლეს - ლ-------ა ვ--–-------ს ასულ ც-------ს, არასრულწლოვა-- შვილების - თ----- და დ-------- ა---–--ების თანდასწრებით თმაზე მოქაჩა და სახის არეში გაარტყა მას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით თ------ ა---–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 28 აპრილიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებულ თ------ ა---–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ი----- ჯ---–-ა წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, თ------ ა---–--ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ კვალიფიკაციით განესაზღვროს მუხლის სანქციის ფარგლებში მინიმალური სასჯელი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო თ------ ა---–--ას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით მსჯავრდებისას დაეყრდნო ირიბი მოწმეების ჩვენებებს, სასამართლოს მსჯელობა, რომ თ----- ა---–--ამ დაინახა თ------ ა---–--ას მიერ ლ-------ა ც-------სთვის სილის გაწვნის და ცემის ფაქტი, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და არ დასტურდება უშუალოდ თ----- ა---–--ასგან.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ თ------ ა---–--ას და ინტერესების დამცველ ადვოკატ ი----- ჯ---–-ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორს ლიკა ბულიას, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და თ------ ა---–--ას მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩეში ცვლილების შეტა--ს დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შეტა--ლ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ ლ-------ა ც-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაშია თ. ა---–--ასთან ჰყავთ 3 შვილი. თ. ა---–--ა მთვრალი იყო, დაიწყო ლანძღვა-გინება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ეს მოხდა ავტოფარეხში. იგი დამშვიდებას თხოვდა მსჯავრდებულს, თუმცა მან გაშლილი ხელი ლოყაზე დაარტყა, რასაც ესწრებოდა თ----- ა---–--ა. თ-----მ ტელეფონით დახმარება ითხოვა. თ. ა---–--ა თმებში სწვდა, წაიქცა. აღნიშნულს ესწრებოდა ე-–---- გ-------აც, აშველებდა მათ. 18 წლის განმავლობაში მსჯავრდებული ხშირად იქცეოდა ასე. 3-4 ჯერ წავიდა ოჯახიდან ამის გამო, მაგრამ თ. ა---–--ა და მისი დედა ეხვეწებოდნენ დაბრუნებას.

 

შემთხვევის დღეს თვითონაც და შვილებიც ამშვიდებდნენ თ. ა---–--ას, რომელიც მას ძალიან ლანძღავდა, მანაც შეუბრუნა სიტყვა, უთხრა, შენი დები და დედა არისო ისეთი, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა მას დაარტყა, რაზეც უპასუხა ,,ვაი შენს კაცობასო’’, ამის გაგონებაზე თ. ა---–--ამ თმით ათრია იგი. მიზეზი არ იცის. დაზარალებულის ჩვენებით, თ. ა---–--ა ფხიზელი ბოლო თვეებში არ უნახავს. მისი მისამართით სისტემატური იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ აგრძელებდა ურთიერთობას. შეურაცხყოფების მიზეზი იყო მსჯავრდებულის სიმთვრალე, იგი ყოველთვის უთმობდა მას, სთხოვდა, არ გაეცვალა სასმელში ოჯახი. საწამლავიც დალია ამ ვითარების გამო. ე-–---- გ-------ა ხმაურზე მივიდა. თ-----ც შიგნით იდგა. ე-–---- თ-----ს ხედავდა. იგი წინააღმდეგობას ვერ უწევდა. თავს იცავდა, ცდილობდა, თავი არ მიერტყა რამისთვის. მიიმწყვდია კარებთან და ახრჩობდა, თქვე ასეთებო, თქვე ისეთებოო - იძახდა. ამ ფაქტამდე 1 კვირის წინათაც ილანძღებოდა, ბოლო 3 წელი თ. ა---–--ა შეიცვალა საერთოდ, სულ სვამდა. სიფხიზლეშიც აგინებდა, თუმცა ფიზიკურად სიფხიზლეში არ შეხებია. თ. ა---–-- კვირაში 5 დღე მთვრალია.

 

მოწმე თ---–- ა---–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ სახლში რომ მივიდა, თ. ა---–--ა დაკავებული ჰყავდათ. თ-----მ უთხრა, მამამ დედას ხელი გაარტყაო. მამა მთვრალი იყო, ნაბახუსევი იყო, მაგრამ მერე დაამატა სასმელი. დედამ სხვანაირად რომ უთხრა რაღაც, მამამ ხელი დაარტყა. ამას და და ძმა შეესწრნენ. ეს ფაქტი სარდაფში მოხდა. მაია გ-------ა შეესწროო, უთხრეს. მისი თანდასწრებით მშობლები ხშირად კამათობდნენ, მაგრამ მანამდე მამას ხელი არ გაურტყამს დედისთვის. მამა ხშირად არ სვამს. ფხიზელი მეგობრულია, ნასვამი ხან კარგ ხასიათზეა, ხან აგრესიულია. თუ აგრესიულია, ყვირის. პატარას მიმართ თ. ა---–--ას კარგადა არის განწყობილი ყოველთვის. თ-----მ უთხრა, მამა დედას აგრესიულად ელაპარაკებოდა, დედამ რაღაც ჰკითხაო, რაც არ მოეწონა მამას და ხელი დაარტყა სახეშიო. მთვრალი როცა იყო, მაშინ ჩხუბობდა ხოლმე, თვითონ რომ ვერ მუშაობდა, ამაზე ბრაზობდა. რომ მივიდა სახლში, დედა ტიროდა, თმები აწეწილი ჰქონდა. ე-–---- გ-------ა დედას აწყნარებდა, პოლიციელებიც იყვნენ. სულ 4-5 ჯერ იყო მსუბუქი კამათი მშობლებს შორის.

 

მოწმე ა-- მ----ას ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებული აღელვებული იყო, თვალცრემლიანი. სიფხიზლეში კარგი ურთიერთობა აქვთ მსჯავრდებულს და დაზარალებულს. ლ. ც------- წუწუნებდა, თ. ა---–--ა ხშირად სვამს, ძალადობსო. როცა მივიდა დაზარალებულთან, მსჯავრდებული უკვე დაკავებული იყო. იქ იყვნენ დაზარალებული, თ-----, დ--------, ე-–---- გ-------ა. ისინი საუბრობდნენ, რომ თ. ა---–--ამ ხელი დაარტყა დაზარალებულს. დაზარალებულმა რამდენიმე ფაქტი მოუყვა სიტყვიერი შეურაცხყოფის და ხელის დარტყმის. დაზარალებულს სახეზე არაფერი ეტყობოდა, თმები აწეწილი არ ჰქონდა, ტიროდა. თ. ა---–--ას სიმთვრალეში ჰქონდა ცუდი ხასიათი.

 

მოწმე ე-–---- გ-------ას ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ შეესწრო დაზარალებულისა და მსჯავრდებულის კამათს. ამშვიდებდა ორივეს. თ. ა---–--ამ სახეში სილა გააწნა დაზარალებულს. მან ხმაური გაიგო და იმიტომ მივიდა მათთან. ჩხუბი იყო ავტოფარეხში. თვითონ, თ. ა---–--, ლ. ც-------, თ----- და დ-------- იყვნენ იქ. დაზარალებული მოუწოდებდა მსჯავრდებულს შეეწყვიტა ჩხუბი, თორემ დარე--ვდა პოლიციაში. პოლიციაში თ-----მ, რომელმაც უთხრა მსჯავრდებულს, რომ თუ არ დაწყნარდებოდა, დარე--ვდა პოლიციაში. თ. ა---–--ა გაღიზიანებული და ნასვამი იყო. ცოტა ადრეც იყო მათ შორის ჩხუბისმაგვარი. მსჯავრდებული როცა ნასვამია, მაშინ ჩხუბობენ. პოლიცია მივიდა ადგილზე, თ. ა---–--ა იგინებოდა დაზარალებულის მისამართით. დაზარალებულიც აყენებდა შეურაცხყოფას მსჯავრდებულს და ამიტომ გაარტყა თ. ა---–--მ დაზარალებულს. სილის გარტყმა ბავშვმა დაინახა, თ----- მათ წინ იდგა. ნახა თუ არა, ზუსტად არ იცის. ჩხუბი და ცემა იგივეა. ერთხელ დაარტყა მსჯავრდებულმა დაზარალებულს. თ----- სილის გარტყმისას იყურებოდა მოჩხუბრებისკენ.

 

მოწმე ი--- ქ------–-ას ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულისგან გაიგო, რომ თ. ა---–--ა იყო ნასვამი და მოხდა ფიზიკური ძალადობა. მსჯავრდებულს სიმთვრალეში მეუღლესთან ცუდი ურთიერთობა აქვს. რამდენიმე შემთხვევა უთხრა დაზარალებულმა ამის შესახებ.

 

მოწმე ე-- გ-----–--ას ჩვენებით ირკვევა, რომ როცა მივიდა დაზარალებულთან, თ. ა---–--ა დაკავებული იყო. დაზარალებული იყო შიგნით. ე-–---- გ-------აც იქ იყო. გაიგო, ცოლ-ქმარმა იჩხუბეს და ხელის დარტყმის გამო დააკავეს მსჯავრდებულიო. თ. ა---–--ას ცუდი ხასიათი ჰქონდა სიმთვრალეში - აგრესიული ხდებოდა.

 

მოწმე ო---- კ----------–იას ჩვენებით დადგენილია, რომ თ. ა---–--ა მთვრალი იყო, ავტოფარეხში იგინებოდა. დაზარალებულმა თქვა, რომ მასზე მეუღლემ იძალადა არასრულწლოვნის თანდასწრებით. თ----- იყო იქ, რომელიც ტიროდა. მანაც დაადასტურა, რომ მამამ იძალადა დედაზე. დაზარალებულს სახეზე სიწითლეები ეტყობოდა. მსჯავრდებული დაზარალებულისკენ იწევდა, აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც დააკავეს. პატარა ბიჭიც ტიროდა. თ-----მ თქვა, დედაზე იძალადა მამამ და ამიტომ დავრეკეო. თ. ა---–--ას გაუკვირდა მათი დანახვა, ვინ გამოგიძახათო და იწევდა დაზარალებულისკენ.

 

მოწმე ი-----–- ლ-----ას ჩვენებით დასტურდება, რომ ავტოფარეხში იყო აგრესიული ნასვამი კაცი, რომელიც იგინებოდა. დაზარალებულმა თქვა, რომ ამ კაცმა იძალადა მასზე - ხელი დაარტყა. იქ იყო 2 ბავშვიც. მსჯავრდებულს მოუწოდეს დამშვიდებისკენ. მათ დანახვაზე უფრო აგრესიული გახდა, ვინ დარე--ო პოლიციაში, რატომ დარეკეო, იძახდა. თ. ა---–--ა დააკავეს. ბავშვმა დაადასტურა, რომ მამამ დედას დაარტყა და იმიტომ დარე--. ტიროდა ორივე ბავშვი. დაზარალებულმა თქვა, რომ მსჯავრდებული აგდებდა სახლიდან შვილებთან ერთად. ოჯახის ახლობელი ქალიც ამბობდა, რომ ნახა ხელის დარტყმის ფაქტი. თ. ა---–--ა დაზარალებულს ეუბნებოდა, მოგკლავო, რატომ გამოიძახე პატრულიო. დაზარალებულს კისერზე და სახეზე ჰქონდა ექსკორაციები, დაჟეჟილობა. სიწითლე არ უნახავს, ნაკაწრივით ჰქონდა.

 

მოწმე დ---- ვ-----ს ჩვენების თანახმად, თ-----სთან ესემესები მიდიოდა, მამა არ გაეწირა, რის გამოც სცადა ბავშვმა მეორე სართულიდან გადახტომა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ შ----- თ------ის და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ-------ა ც-------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მსჯავრდებულ თ------ ა---–--ას ჩვენების მიხედვით, 28 აპრილს იყო სიძის სასაფლაოზე. სახლში ნასვამი მივიდა. სასაფლაოზე მეუღლე არ მივიდა, ჰკითხა, რატომ არ იყავიო, მეუღლემ თავი იმართლა, დაიწყო, შე აფერისტის შვილოო და ა.შ. ამის გამო მეუღლეს ხელი წამოკრა, მკლავზე მოუჭირა. ბავშვები იქ არ იყვნენ. ე-–---- გ-------აც არ იყო. იგი სისტემატურად არ სვამს, მაგრამ 10 დღე მოუწია დალევა. ე-–---- გ-------ამ გინება გაიგო და შევიდა მათთან. მანამდე მხოლოდ გინება და შეურაცხყოფა იყო მისი მხრიდან, თორემ ხელის დარტყმა მხოლოდ ბოლოს მოხდა. დაზარალებულს მის დასთან და მშობლებთან აქვს კონფლიქტი. დაზარალებული სისტემატიურად ულანძღავს მშობლებს. ნასვამობის დროს ნერვები ვერ მოთოკა და ამან გამოიწვია ყველაფერი. გინებაზე ჩამოვიდნენ ბავშვები. ე-–---- გ-------ამ ნახა ხელის დარტყმა. ბავშვები მას აწყნარებდნენ, მერე დარეკეს საპატრულო პოლიციაში.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ------ ა---–--ამ მეუღლის, ლ-------ა ც-------ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა. აღნიშნულს არც დაცვის მხარე მიიჩნევს სადაოდ.

 

რაც შეეხება აპელანტის (მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის) საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. ა---–--ას აღნიშნული ქმედება არასრულწლოვა-- შვილის თანდასწრებით არ ჩაუდენია და რომ ბრალდების ამ ნაწილში მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია წარმოდგენილი, პალატა ვერ გაიზიარებს და ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაქცევს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ: დაზარალებულ ლ. ც-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ თ----- ა---–--ა ესწრებოდა მის მიმართ მეუღლის თ. ა---–--ას მიერ ხელის დარტყმის ფაქტს. მოწმე თ---–- ა---–--ას ჩვენების თანახმად, თ-----მ უთხრა, მამამ დედას ხელი გაარტყაო. მოწმე ა-- მ----ას ჩვენების თანახმად, ადგილზე როცა მივიდა, თ. ა---–--ა უკვე დაკავებული იყო და იქ იყო თ-----ც. მოწმე ე-–---- გ-------ას ჩვენებით დასტურდება, რომ ჩხუბი იყო ავტოფარეხში. იქ იყვნენ თვითონ, მსჯავრდებული, დაზარალებული, თ----- და დ--------. თ-----მ დარე-- პოლიციაში, მანამდე კი უთხრა მსჯავრდებულს, რომ თუ არ დაწყნარდებოდა, დარეკავდა პოლიციაში. მისივე ჩვენებით, სილის გარტყმა ბავშვმა დაინახა, თ----- ხელის გარტყმისას იყურებოდა მოჩხუბრებისკენ. მოწმე ო---- კ----------–იას ჩვენებით თ----- იყო იქ, იგი ტიროდა და თქვა, დედაზე იძალადა მამამ და დავრეკე პოლიციაშიო. მოწმე ი-----–- ლ-----ას ჩვენების თანახმად, ბავშვმა დაადასტურა, რომ მამამ დედას დაარტყა და იმიტომ დარეკა, ტიროდა ორივე ბავშვი. ამდენად, პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ----- ა---–--ა იყო მამის, თ.ა---–--ას მხრიდან დედის, ლ. ც-------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემსწრე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ------ ა---–--ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

მსჯავრდებულ თ------ ა---–--ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაზე, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, ასევე, გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით შეუმცირდეს აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რის გამოც ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ------ ა---–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ჯ---–-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნას თ------ ა---–--ას მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თ------ ა---–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ------ ა---–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 28 აპრილიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე