განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100116001351617
საქმე №1ბ/941-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორის: შო----------ს
ადვოკატების: გი-----------–---–-ს, გი-------------–---–-ს
მსჯავრდებულის: შა----------–----ს
გამართლებულის: ილ-------–-------ს
თარჯიმნების: ზა---------------ს და ას--------–---------ს
მონაწილეობით,თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის შო----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შა----------–----ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------- პირადი N3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს----------------------------–---–-----–--- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
ილ-------–-------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–-- პირადი N3----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მხცოვრები: ს----------------------------–---–-----–--- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით, ილ-------–------- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.
შა----------–---- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.
შა----------–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით.
მსჯავრდებულ შა----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ივნისიდან.
შა----------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით.
ილ-------–------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
შა----------–----ს და ილ-------–-------ს ქმედება გამოიხატა შემდეგში: გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განაჩენით შა----------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით, საიდანაც 5(ხუთი)წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულაბში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5(ხუთი)წელი ჩაეთვალა პირობით 6(ექვსი)წლის გამოსაცდელი ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2013 წლის 22 თებერვალს შა----------–---- გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებით.
2015 წლის მაისის თვეში ილ-------–------- და შა----------–---- წინასწარ შეთანხმდნენ და თ--–----------------------–------------–-----–- მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ ილ---------–---–-ს კუთვნილ 30 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღირებულს 20 000(ოცი ათასი)ლარად. აღნიშნული ქმედებით ილ---------–---–ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
შა----------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განაჩენით შა----------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით, საიდანაც 5(ხუთი)წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულაბში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5(ხუთი)წელი ჩაეთვალა პირობით 6(ექვსი)წლის გამოსაცდელი ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2013 წლის 22 თებერვალს შა----------–---- გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებით.
2015 წლის მაისის თვეში შა----------–---- თ--–----------------------–------------–-----–- მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ ილ---------–---–-ს კუთვნილ 30 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღირებულს 20 000(ოცი ათასი)ლარად. აღნიშნული ქმედებით ილ---------–---–ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა შო----------მ, რომელმაც მოითხოვა თ--–---- რაიონული სასამრთლოს განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, ილ-------–-------სა და შა----------–----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. დაზარალებულ ილ---------–---–-ს და მოწმეების: ი-–-------------------------------------------------------------–----- ჩვენებებით დადგინდა, რომ ილ-------–------- და შა----------–---- ერთობლივად აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ილ---------–---–თან საქონლის შეძენაზე, რა დროსაც ილ-------–------- არ გამოდიოდა თარჯიმნის როლში. ილ-------–------- შა----------–---თან ერთად იმყოფებოდა იმ დროს, როცა დაიქირავეს მძღოლები, ასევე, საქონლის დატვირთვისას და ჩამოცლის დროს. რაც შეეხება ილ-------–-------სა და შა----------–----ს მხრიდან მოტყუების განზრახვას, აღნიშნული გარემოება იკვეთება იქიდან, რომ თავდაპირველი შეხვედრისას შა----------–---მა დაზარალებულს საკუთარი ვინაობა არ გაუმჟღავნა, ხოლო ილ-------–------მა მოტყუებით უთხრა სხვა სახელი - თ--–------. ილ-------–------- თუკი მხოლოდ თარჯიმნად იყო წამოსული, არანაირი მოტივი არ ექნებოდა სხვა სახელით გაცნობოდა ილ---------–---–ს. ასევე მან არასწორად უთხრა თავისი საცხოვრებელი ადგილი. შა----------–---- და ილ-------–------- ცრუ ინფორმაციას არ მიაწოდებდნენ დაზარალებულს, თუკი ისინი ერთმანეთთან წინასწარ არ იქნებოდნენ შეთანხმებულები იმასთან დაკავშირებით, რომ მოტყუებით დაუფლებოდნენ ილ---------–---–-ს კუთვნილ საქონელს. ამას გარდა, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ თავდაპირველად შა----------–----ც და ილ-------–-------ც სატელეფონო საუბრებში პირდებოდნენ დაზარალებულს თანხის ჩამოტანას. აღნიშნული კი აშკარად სცდება თარჯიმნის ფუნქციებს. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ შა----------–---მა საკმარისად კარგად იცოდა ქართული და ახერხებდა კომუნიკაციის დამყარებას ილ---------–---–თან. ყოველივე ეს კი მიუთითებს, რომ ბრალდებულები დაზარალებულთან მისულები იყვნენ როგორც ბიზნეს პარტნიორები და ერთობლივად მოურიგდნენ ილ---------–---–ს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტიდან თითქმის სამი წელი გავიდა, შა----------–---- და ილ-------–------- არც კი შეეცადნენ დაკავშირებოდნენ ილ---------–---–ს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ ნამდვილად სურდათ ილ---------–---–-ს კუთვნილი საქონლის თაღლითურად დაუფლება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შესთავაზეს 10000 ლარის გადახდა დაზარალებულს, აშკარაა, რომ აღნიშნული ხერხი მათ მხოლოდ ნდობის მოსაპოვებლად გამოიყენეს.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ილ-------–-------ს ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნების არსებობა დადგენილი ვერ იქნა და შესაბამისად, შა----------–----ც გამართლდა დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენაში. სასამართლომ მიუთითა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ილ-------–------სა და შა----------–---ს შორის რაიმე სახის შეთანხმების არსებობა თაღლითობის ჩასადენად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც ილ-------–------- ილ---------–---–სა და შა----------–---ს შორის გამართულ მოლაპარაკებაში მხოლოდ თარჯიმნის როლს ასრულებდა. განაჩენის მიხედვით, ის გარემოებები, რომ ილ-------–------- იყო შა----------–----ს პარტნიორი და მისი თანამზრახველი, ასევე იგი დაზარალებულს გაეცნო თ--–------ს სახელით, დასტურდება მხოლოდ ილ---------–---–-ს ჩვენებით, რაც საკმარისი არ არის ილ-------–-------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სასამართლომ ასევე დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ საქონლის დაუფლების შემდეგ დაზარალებულსა და ილ-------–------ს შორის შედგა სატელეფონო საუბრები.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გამართლებული ილ-------–------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი სრულად დაეთანხმნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და ითხოვეს თ--–---- რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა შა----------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები სადაოდ არ გახადეს, დაეთანხმნენ წარდგენილი ბრალდების მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მსჯავრდებულმა სასამართლოს მისცა ჩვენება, შექმნა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შა----------–----სა და ილ-------–-------ს მიერ წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფურად თაღლითობის ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულმა შა----------–---მა უჩვენა, რომ ის და ილ-------–------- ერთად წავიდნენ საქონლის შესაძენად თ--–----------------------–------------–-----–-. ავტომანქანას მართავდა მისი ძმა. ისინი შეხვდნენ ერთ ქართველ მწყემსს, რომელიც ყიდდა პირუტყვს, მისი სახელი არ ახსოვს. მასთან გასაუბრების შემდეგ წამოიყვანეს საქონელი და დაზარალებულს უთხრეს, რომ თანხას 15 დღის განმავლობაში გადაიხდიდნენ. ამასთან, თანხის ნახევარი შესთავაზა, თუმცა მან თანხის სრულად გადაცემა მოითხოვა. შემდეგ მან ვეღარ მოახერხა თანხის გადახდა, ვინაიდან სხვა საქმეზე იყო ძებნილი. ხოლო იმის გამო, რომ მან ვერ გადაიხადა ეს ფული, ილ-------–------მაც უარყო გადახდის ვალდებულება. მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ ილ-------–------- მოლაპარაკებისას მისი თარჯიმანი არ ყოფილა, იგი მისი ბიზნეს პარტნიორი იყო და ერთად ვაჭრობდნენ. 30 სული საქონლის ნახევარი ილ-------–------ს უნდა მიეღო და შესაბამისად მათ ილ---------–---–-სათვის 10000-10000 ლარი უნდა გადაეხადათ. ილ-------–------ს შეეძლო თანხის ნახევარი გადაეხადა, თუმცა მან ამას თავი აარიდა და უარყო, რომ ერთად იყიდეს საქონელი. მათ საქონელი გაატანეს ვინმე ბ-------- რომელსაც საქონელი ა------------–- უნდა გაეყიდა და თანხა მათთვის უნდა მიეტანა, მაგრამ თანხა ვერ მიიღეს. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ დამნაშავეა, ვინაიდან დაზარალებულს თანხა ვერ გადაუხადა, თუმცა ილ---------–---–-ს მოტყუება არ ჰქონდა განზრახული.
ამდენად, მსჯავრდებულმა შა----------–---მა დადგენილად მიიჩნია მისი ბარლდების შესახებ დადგენილებაში ფორმულირებული ფაქტობრივი გარემოებები, მან მხოლოდ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვის არსებობა გამორიცხა საკუთარ ქმედებაში. ამასთან, მან უდავოდ ცნო საქმეზე წარმოდგენილი და პირველი ინსტაცნიის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის დაზარალებულ ილ---------–---–-ს ჩვენება, რომელიც თ--–---- რაიონულმა სასამართლომ არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად ილ-------–-------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ილ---------–---–მა განაცხადა, რომ 2015 წელს მას ფერმა ჰქონდა თ--–----------------------–------------–------- ბოლოში არსებულ მინდვრებში და ჰყავდა საქონელი. დაახლოებით 27-28 მაისს, მასთან შავი ფერის „--------- ჯიპით მივიდა სამი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი - ილ-------–------- გაეცნო თ----------- სახელით, მეორე შა----------–---- იყო, ხოლო მესამე მისი ძმა. მესამე პირი მასთან არ მისულა და არ გაცნობია. მას მოლაპარაკებაშიც არ მიუღია მონაწილეობა. აღნიშნულმა პირებმა მისგან 20000 ლარად იყიდეს საქონელი და რამდენიმე საათში, ორი „------------- მარკის სატვირთოთი წაიყვანეს. შეთანხმების საფუძველზე, თანხა 2015 წლის 15 ივნისს უნდა მიეტანათ, თუმცა არ მიუტანეს. საქონლის ყიდვის დროს ადგილზე მას შესთავაზეს ნაწილი თანხის გადახდა, თუმცა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მას სრული თანხის ერთად მიღება სურდა. შეხვედრისას ძირითადად ა-–------- ესაუბრებოდა, ისიც და შა----------–----ც ქართულად საუბრობდნენ. მან დაადასტურა, რომ საქონლის საფასური ორივე პირს უნდა გადაეხადა. ვ----–----- მას მისცა ტელეფონის ნომერი, ა-–-------- კი განუცხადა, რომ იყო ლ------------- და თუ სურვილი ჰქონდა, გაეკითხა მისი პიროვნება. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ მისთვის საფასური არ გადაუხდიათ. როდესაც ვ----–---- დაურეკა, მან უთხრა, რომ საქონელი ბ----–- იყო და ფული არ დაეკარგებოდა. მეორედ დარეკვისას ვითომ მეზობელმა უპასუხა, თუმცა ილ-------–-------ს ხმა იცნო. ტელეფონზე მას უთხრეს, რომ შა----------–---- წასული იყო ბ----–- და რომ ჩამოვიდოდა, მიუტანდნენ ფულს. ა-–-------- მასთან კავშირი ივლისის თვეში გაწყვიტა, ვ----–----- კი დეკემბრის თვეში. როდესაც ფულს ახსენებდა, მასთან საუბარში იგი ყოველთვის ტელეფონს თიშავდა. პირდებოდნენ, რომ ფულს მიუტანდნენ. მოგვიანებით დაზარალებულმა შა----------–---- და ილ-------–------- იკითხა იმ პირებთან, ვინც საქონლით ვაჭრობენ, თუმცა მათ არავინ იცნობდა. მისთვის მიყენებული ზიანი არავისთვის აუნაზღაურებია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ქ--------- ვ----–----- განაცხადა, რომ შა----------–---- არის მისი ძმა. თვითონ ს------–---–--–--–- ცხოვრობს, ხოლო ილ-------–------- და შა----------–---- ლ-----–--–-- 2015 წლის მაისის თვეში, მასთან მივიდნენ ილ-------–------- და შა----------–----, რომლებმაც სთხოვეს, საჭესთან დამჯდარიყო და წაეყვანა ისინი თ--–--–-- საიდანაც უნდა წამოეყვანათ ნაყიდი საქონელი. იგი ტაქსის მძღოლად მუშაობს და შეპირდნენ, რომ 50 ლარს გადაუხდიდნენ, მის ძმას უნდა მიეცა ეს ფული, მაგრამ არ მიუცია. თ--–--–-- ერთ-ერთ ფერმაში ჩასვლისას მათთან მივიდა ერთი კაცი, წვერებში, რომელიც სავარაუდოდ საქონლის პატრონი იყო. როგორც ახსოვს, მას ი-–-- ერქვა. ილ-------–------- და შა----------–---- გადავიდნენ მანქანიდან და მოელაპარაკნენ ამ პიროვნებას. თუმცა რაზე შეთანხმდენენ, მოწმისათვის უცნობია. ი-–------ ქართული უფრო კარგად იცოდა და მწყემსს ძირითადად ის ელაპარაკებოდა. მათ თან ჰქონდთ თუ არა საქონლის ფული, არ იცის. ამის შემდეგ მათ ნახეს სატვირთო მანქანები და საქონელი წამოიყვანეს. თვითონ ისევ თავის სოფელში დატოვეს და მათ პირუტყვი სად წაიყვანეს, არ იცის. ავტომანქანების დატვირთვას ესწრებოდა როგორც შა----------–----, ასევე ილ-------–-------. თვითონ წასულები იყვნენ მისი ძმის - შა----------–----ს „--------- მარკის ავტომანქანით. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი ძმა და ილ-------–------- ერთად ვაჭრობდნენ საქონლით, ილ-------–------- მოლაპარაკებისას მისი ძმის თარჯიმანი არ ყოფილა და იქ საქონლის საყიდალად იყო მისული. როგორც მისი ძმისგან არის ცნობილი, ეს შა----------–----ს და ილ-------–-------ს ერთობლივი საქმიანობა იყო. როდესაც საქონელს ყიდდნენ, ისინი თანხას თანაბრად ინაწილებდნენ. ის რომ ი-–------ ქართული უკეთესად იცოდა, არ გულისხმობს, რომ იგი შ------- თარჯიმანი იყო. ისინი პარტნიორები იყვნენ. ისინი გზაში საუბრობდნენ, რომ ის საქონელი ა------------–- უნდა გადაეყვანათ. შა----------–---- 2015 წლის 20 დეკემბერს წავიდა ა------------–-. მისი ტელეფონის ნომერზე ამ საკითხთან დაკავშირებით არავის დაურეკავს. მის ძმას ილ-------–-------ს ვალი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწეებმა ი-–------------------------------------------- დაადასტურეს, რომ 2015 წლის მაისის თვეში შა----------–----ს, ილ-------–-------ს და ქ---------------–----- თხოვნით თ--–-------, კერძოდ, კი მინდვრებიდან მათი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მანქანებით წამოიყვანეს საქონელი. საქონელი მიიყვანეს ს------–--–-----–--–-- შა----------–----ს სახლში. მათი განმარტებით, არ იციან, ვინ არის თ--–------, არც შა----------–---ს, არც მის ძმას და არც ი-–------ თ--–------ს სახელით არავინ იცნობს.
2016 წლის 23 მარტის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ილ---------–---–მა სიმაღლით, აღნაგობით, კანის ფერით, იერით, წარბების მოყვანილობით და სახეზე შრამით ამოიცნო ილ-------–-------, პირი, რომელმაც 2015 წლის მაისის ბოლოს სხვა პირებთან ერთად წაიყვანა მისი კუთვნილი 30 სული მსხვილფეხა პირუტყვი.
2016 წლის 24 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმების თანახმად, ი-–------------------------------------------- თ--–------ ახლოს მიუთითეს მინდორში განთავსებულ ფერმაზე, საიდანაც წამოიყვანეს საქონელი. ასევე, ი-–------------------ მიუთითა ს---------------------------–--–-----–--–- შა----------–----ს სახცოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დააბინავეს საქონელი.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა სატელეფონო კომპანიებიდან ამოღებული სააბონენტო ნომრების შემავალი და გამავალი ზარების ნუსხა, სადაც ფიქსირდება დაზარალებულის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრის - 5-------- კომუნიკაცია იმ სატელეფონო ნომრებთან, რომლითაც ილ---------–---–-ს განმარტებით სარგებლობდნენ ბრალდებულები.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნეევს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს როგორც შა----------–----ს, ასევე, ილ-------–-------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა სრულად იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ ილ---------–---–თან გამართულ მოლაპარაკებაში საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით ილ-------–------ს იგივე როლი გააჩნდა, როგორც შა----------–---ს. დაზარალებულმა ილ---------–---–მა დაადასტურა, რომ ილ-------–------- შა----------–----ს თარჯიმანი არ ყოფილა, ისინი ორივე ქართულად ესაუბრებოდნენ მას და ორივე ჩართულები იყვენენ საქონლის შეძენის პროცედურებში. ასევე ორივე ერთობლივად დაპირდა, რომ თანხას 15 დღეში გადაუხდიდნენ და საქონლის წაყვანის შემდეგაც, დაზარალებულს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ორივე ბრალდებულთან, რომლებიც არწმუნებდნენ თანხის დაბრუნებაში. ასევე, მსჯავრდებულმა შა----------–---მა და მისმა ძმამ ქ--------- ვ----–----- დაზარალებულის ჩვენების იდენტურად მოახსენეს სასამართლოს, რომ ილ-------–------- შა----------–----ს თარჯიმანი ან მისი მუშა არასოდეს ყოფილა. ისინი იყვნენ ბიზნეს პარტნიორები, დაკავებულები იყვნენ საქონლის ვაჭრობით და აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალსაც თანაბრად ინაწილებდნენ. შა----------–---მა ნათლად განმარტა, რომ ი-–-- ჯ----–---–- 30 სული საქონლის ნახევარი ილ-------–------ს უნდა მიეღო და შესაბამისად მათ 10000-10000 ლარი უნდა გადაეხადათ დაზარალებულისათვის.
ამდენად, ილ-------–-------ს პოზიცია, რომ იგი შა----------–---ს ეხმარებოდა მხოლოდ დაზარალებულთან კომუნიკაციის დამყარებაში, აშკარად არასარწმუნოა და წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათან. ამასთან, მისი ჩვენების სანდოობის შეფასების თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ილ-------–------- საკუთარ თავს წარმოაჩენდა თარჯიმნის როლში, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას კი განმარტა, რომ თარჯიმანიც იყო და საქონლის შეძენისას მუშადაც უნდა დახმარებოდა იგი შა----------–---ს.
რაც შეეხება შა----------–----სა და ილ-------–-------ს განზრახვას, მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდნენ ილ---------–---–-ს კუთვნილ 30 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, პალატა ვერ დაეთანხმება შა----------–----ს პოზიციას, რომ მათ ასეთი განზრახვა არ ჰქონიათ.
შა----------–---მა და ილ-------–------მა, ილ---------–---–თან ურთიერთობის დაწყებისას მიმართეს სწორედ მოტყუების ხერხს, რათა თაღლითურად დაუფლებოდნენ მის მატერიალურ სიკეთეს, ყურადღება უნდა მიექცეს თავად დაზარალებულის ჩვენებას. მან სასამართლოს მოახსენა, რომ ილ-------–------- გაეცნო სხვა სახელით და უთხრა, რომ იყვნენ არა სოფელ ლ-----–------- არამედ ლ--------–- ცხოვრობდნენ. იმ პირობებში კი, თუ მათ არ ჰქონდათ ილ---------–---–-ს მოტყუების განზრახვა, მაშინ გაურკვეველია, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს მათი მხრიდან ვინაობის და საცხოვრებელი ადგილის არასწორად მითითება.
ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შა----------–---მა ჩვენების მიცემისას სრულად აღიარა ილ---------–---–-ს წინაშე არსებული ვადლებულება, რაც გულისხმობდა, რომ მას და ილ-------–------ს დაზარალებულისათვის მისაცემი აქვთ თანხა 20000 ლარის ოდენობით. ამასთან, მიუთითა, რომ ნაწილი მისი გადასახდელია, ნაწილი ილ-------–-------ს, ვინაიდან ისინი მოგებას თანაბრად ინაწილებდნენ. თუმცა საბოლოო სიტყვის თქმის ეტაპზე მან განავითარა სრულიად ახალი ვერსია, აღნიშნა, რომ პირუტყვის წამოყვანიდან ერთი თვის შემდეგ თანხის ნაწილი - 12000 ლარი გადასცა ილ---------–---–ს და მხოლოდ დანარჩენი ნაწილი აქვს მისთვის დასაბრუნებელი. აღნიშნული ცვალებადი და ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია აშკარად ხაზს უსვამს შა----------–----ს მცდელობას, მაქსიმალურად გამორიცხოს მის ქმედებაში წინასწარი, მოტყუების გზით სხვისი მატერიალური ქონების დაუფლების განზრახვა და თავი აარიდოს ან შეიმსუბუქოს მაინც მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.
ამდენად, მსჯავრდებულ შა----------–----ს, დაზარალებულ ილ---------–---–-ს და მოწმე ქ---------------–----- ჩვენებები მოწეების ი-–------------------ და ფ------------------ ჩვენებებთან და საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად ქმნიან აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ადასტურებენ, რომ შა----------–---მა და ილ-------–------მა ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს,რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის შო----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ილ-------–-------ს მიმართ გამამართლებელ ნაწილში გაუქმდეს და მის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი;
4. ი-–---- ა-–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ ილ-------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 3 მაისიდან.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ილ-------–-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე -- გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
7. შ------------–---- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
შა----------–---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. მსჯავრდბეულ შა----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ივნისიდან.
9.მხედველობაში იქნას მიღებული, რომ შა----------–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
10. ნივთიერი მტკიცებულებები: შპს „---------–------ გამოთხოვილი ერთი ცალი დისკი და შპს „მ--------------- გამოთხოვილი ერთი ცალი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
11. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი