განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-322-2018 წელი
№080100117002020503
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
25 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – გიორგი გობრონიძის,ადვოკატის – ა-–---------- თ-----–-–---–ის,მსჯავრდებულის – ბ---- ვ-–-----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა ბ---- ვ-–-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ბ---- ვ-–-----ე, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ----------–------–---–---–--------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრი-ლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ბ---- ვ-–-----ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).
– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფისათვის, რა-მაც გამოიწვია ტანჯვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის აპრილში ქ.ქ-------–-----–---–---–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ---- ვ-–-----ემ იძალადა მეუღლეზე ი- ბ-------ეზე (რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად ი- ბ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 23 აპრილს ქ.ქუთაისში ჭ-------ის გამზირზე №67-ში მდებარე სავაჭრო ცენ-ტრში ბ---- ვ-–-----ემ იძალადა მეუღლეზე - ი- ბ-------ეზე (სახეში დაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად ი- ბ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათზე ქუთაისში, ი.ჭ-------ის გამზირის №58-თან არსებულ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ---- ვ-–-----ემ სიტყვიე-რი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ი- ბ-------ეს. კერძოდ მიმარ-თა მას შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით, ხელი დაარტყა სახის არეში და რამოდენი-მეჯერ მოქაჩა თმა, რის გამოც ი- ბ-------ე წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2016 წლის აპრილიდან დღემდე ბ---- ვ-–-----ე ყოფილ მეუღლეს ი- ბ-------ეს აყენებს სისტემატურ შეურაცხყოფას. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ი- ბ-------ემ ყოფილი მეუღლის ქმედებით მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და განიცადა ტანჯვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენით ბ---- ვ-–-----ე ცნო-ბილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. (2016 წლის აპრილის ეპიზოდი).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა გიორგი გობრონიძემ და მსჯავრდებულმა ბ---- ვ-–-----ემ.
აპელანტი, პროკურორი გიორგი გობრონიძე სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ---- ვ-–------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და მისთვის სასჯელის დანიშვნას ჯერ დანაშაულ-თა ერთობლიობით, შემდეგ განაჩენთა ერთობლიობით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ ბ---- ვ-–-----ე 2016 წლის აპრილის ეპიზოდში ცნობილი იქნა უდანაშაუ-ლოდ მხოლოდ იმ მოტივით, რომ ამ ეპიზოდში არსებობდა მხოლოდ დაზარალებულ ი- ბ-------ის ჩვენება. დაზარალებულმა სასამართლოში ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ისა-უბრა ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. საქმეში წარმოდგენილი პოლიციის მუშაკების ჩვნებები, შემაკავებელი ოქმები და მასთან დაკავშირებული მასალები, ი- ბ-------ის თა-ნამშრომლების ჩვენებები, ექსპერტიზების დასკვნები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ბ---- ვ-–-----ე სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე და ი- ბ-------ის ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად დასტურდება ისიც, რომ 2016 წლის აპრილის თვეში ბ---- ვ-–-----ემ იძალადა მეუღლეზე.
ბ---- ვ-–-----ე დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, ე.ი. იგი ნასამართლევია და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 58-ე მუხოლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა და მას თი-თოეულ ეპიზოდში უნდა დაენიშნოს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აპელანტი, მსჯავრდებული ბ---- ვ-–-----ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას 2017 წლის 25 აგვისტოსა და 2016 წლის აპრილი-დან დღემდე განხორციელებული ძალადობისათვის შერაცხულ მსჯავრდებებში. რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი-სათვის უსაფუძვლოდ გაიზიარა და არასრულყოფილად გამოიკვლია ექსპერტიზის №--------- დასკვნა და არასწორი შეფასება მისცა ექსპერტის ჩვენებას. სასამართლომ მისი (ბ. ვ-–-----ის) დამნაშავედ ცნობისათვის არასწორად გამოიყენა პოლიციელთა ჩვე-ნებები, რადგან მოწმეებს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესახებ კონკრეტული, უტყუარი, დადასტურებული გარემოებები და ფაქტები არც გამოძიები-სათვის და არც სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ბ---- ვ-–-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ა-–---------- თ-----–-–---–ს, რომლებიც ითხოვენ მათ მიერ წარმოდგენილი სააპელა-ციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ გ------- გობრონიძეს, რომელიც ითხოვს ბ---- ვ-–-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდში.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარე-მოებათა გამო:
მსჯავრდებულმა ბ---- ვ-–-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცე-მისას თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ მისთვის ბრალად შერაცხულ დანაშაულის ჩადენაში და განმარტა, რომ მართალია მას მეუღლესთან კონფლიქტი და უთანხმოება ხშირად მოსვლია, მაგრამ ხელი არასოდეს დაურტყამს. უთანხმოება ძირითადად შვი-ლებთან დაკავშირებით მოსდიოდა და იგი მეუღლისაგან ბავშვებისადმი მეტ ყურად-ღებას და დახმარებას ითხოვდა. იგი ენდო თავის მეუღლეს და მას გადაუფორმა ყველა-ფერი, ბინაც, მანქანაც და ბიზნესიც, რითაც ისარგებლა მისმა მეუღლემ და ფაქტიურად ყველაფერი წაართვა და ოჯახიდან წავიდა. ბრალდებულის განმარტებით იგი პირველ ეპიზოდს უარყოფს, არ აღიარებს, უარყოფს ცემის ფაქტს და იქ მოყვანილ დროს აპრი-ლის თვეს, რადგან მას მეუღლისათვის ხელი არ დაურტყამს და ფიზიკურად არ შეხებია. ხოლო რაც შეეხება მეორე ეპიზოდს მას აღიარებს და ინანიებს კიდეც, რის გამოც მეორე დღეს მეუღლეს ბოდიშიც მოუხადა. ნაწილობრივ ეთანხმება მესამე ეპიზოდს და გან-მარტავს, რომ მისმა მეუღლემ ფსიქოლოგიური სტრესი და ზეწოლა მართლაც განიცადა, რის გამოც იგი დღესაც მკურნალობს. მისი ნერვიული სტრესი ფსიქიკურ აშლილობაში გადადიოდა. რაც შეეხება მეოთხე ეპიზოდს იგი მას არ აღიარებს. მისი განმარტებით იგი მეგობართან ერთად იმყოფებოდა ჭ-------ის გამზირზე, სადაც შენიშნა გაჩერებაზე მყო-ფი მეუღლე, რომელსაც შესთავაზა რომ ტაქსით წაიყვანდა, რაზედაც მისმა მეუღლემ ატეხა ყვირილი, გაკვირვებულმა მის ასეთ რეაქციაზე მეუღლეს ბოდიში მოუხადა და წავიდა. ცოტა ხანში მას დაეწია პოლიციელი მინდია ტყაბლაძე, რომელიც მას სისტე-მატიურად ემუქრებოდა და აშინებდა დაჭერით, აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხელს უშლიდა მის ოჯახთან და მეუღლესთან შერიგებასა და ურთიერ-თობების მოწესრიგებაში და განუცხადა, რომ იგი დაკავებული იყო, რადგან ბრალი ედე-ბოდა მეუღლის ცემაში, იგი ძალით ჩატენეს მანქანაში, ხოლო მისი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა და პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ყველაფერი დაინახა და სიმართლეს იტყოდა - მანქანიდან გადმოაგდეს და პოლიციაში დაკითხვაზე არ წაიყვა-ნეს. მასზე პოლიციაში განახორციელეს ზეწოლა, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ემუქრებოდნენ, რომ თუ სიმართლეს არ იტყოდა ჩაუდებდნენ იარაღს ან წამალს და გაუ-შვებდნენ ციხეში. მას მეუღლის მიმართ ბოროტი განზრახვა არასოდეს ჰქონია და სულ ცდილობდა, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა და არ დაენგრია, მისი ციხეში ყოფნით მძიმე პრობლემები ექმნება მის ოჯახს, რადგან ჰყავს ავადმყოფი შვილები და მოხუცი მშობლე-ბი, რომელთა მარჩენალი მხოლოდ ისაა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულ ი- ბ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ბ---- ვ-–-----ესთან ქორწინებაში იმყოფებოდა 1----–-–-დან, ხოლო განქორწინდა 2----–--–ს. ურთიერთობა ჰქონდათ კონფლიქტური, ხშირად ჩხუბობდნენ, მერე ისევ შერიგდებოდნენ ხოლმე. საბოლოოდ მეუღლესთან დაშორების მიზეზი მისი მხრიდან გაუთავებელი კამათი, სიტ-ყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფები იყო. 2016 წლის აპრილის თვეში, როდესაც მისი მეუღლის სახლში ცხოვრობდა, მას ბ---- ვ-–----ემ მიაყენა, როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, ამ ფაქტს შეესწრნენ მის შვილები, მაგრამ რამდენად დაადას-ტურებენ ამ ფაქტს არ იცის, რადგან ბრალდებული მათი მამაა, ხოლო თვითონ კი მათ ვერ დაავალდებულებს, რომ რაიმე ჩვენება მისცენ. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, იგი მოხდა 2017 წლის აპრილის თვეში სავაჭრო ცენტრ „გ-----------–ში“, როდესაც ესკალა-ტორზე ჩამომავალს შეხვდა და მიაყენე ფიზიკური შეურაცხყოფა, სახეში გაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ტკივილი. ხოლო 2017 წლის 25 აგვისტოს მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა ბავშვის ფეხსაცმელების ყიდვასთან დაკავშირებით, ერთ ბავშვს უყიდა ბოტასები, ხოლო მეორისათვის ფული აღარ ჰქონდა, რის გამოც ბ---- ვ-–-----ემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ მან იქაურობა მიატოვა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგ წაიყვანეს პირველ განყოფილებაში, ხოლო იქედან გამოსულს ჭ-------ის გამზირზე შეხვდა ბ---- ვ-–-----ე, გამოყვა უკან გინებით, ყვირილით, შეურაცხმყოფელი სიტყვების ძახილით, როდესაც გადაწყვიტა, რომ კვლავ პოლიციაში დაერეკა, იგი წვდა მას თმებში, დააგდო ძირს და ცემა, საკუთარი ჩამოგლეჯილი თმები ხელში ეჭირა, რა თქმა უნდა განიცადა ტკივილი. ასეთი შეურაცხ-ყოფა და ძალადობა ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, იყო პერიოდები, როდესაც შემა-კავებელი ორდერი ქონდა გამოწერილი, ამ დროს თავს ანებებდა, შემდეგ კი კვლავ აგრ-ძელებდა. ძირითადად ამას ჩადიოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი. ყოველივე ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანთან აღარ იცხოვრებდა. დაზარალებულის გან-მარტებით რა თქმა უნდა მთელი ეს პერიოდი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ტანჯვას, იგი მთლიანად ეთანხმება ექსპერტის დასკვნას და მის შინაარსს და აღნიშნავს, რომ სისტემატიურად ასეთი სტრესის ქვეშ ყოფნა დიდი ფსიქოლოგიური ტანჯვის მომ-ტანია. მოწმის განმარტებით ბავშვები მამასთან ცხოვრობენ, რადგანაც როცა ის მეუღლეს გაშორდა სოფელში წავიდა საცხოვრებლად, ბავშვები კი იქ მას ვერ გაჰყვებოდნენ. იგი თავის შვილებს ყველაფერს უკეთებს და არ აკლებს მზუნველობას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ--- ს---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 12 წელია მუშაობს შსს-ში, ამჟა-მად კი პ---–-–-----------–------------–--------------ია. 2017 წლის ზაფხულში დაურეკა დაზარალებულმა ი- ბ-------ემ, რომელმაც უთხრა, რომ მას ქუჩაში ჭ-------ის გამზირზე დახვდა მეუღლე და სცემა, შესაბამისად მან რადიოსადგურით აცნობა თანამშრომლებს, რომ ოპერატიულად გასულიყვნენ შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგ პოლიციის თანამ-შრომლების მიერ მოხდა ბ. ვ-–-----ის დაკავება. აღნიშნულ ოჯახს იცნობდა, იცოდა მათი კონფლიქტის შესახებ, იცოდა, რომ ბრალდებულზე რამდენიმე შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი, იცოდა ისიც, რომ აღნიშნული პიროვნება ანალოგიურ ფაქტზე დაკავე-ბული იყო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი----- ბ------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი პოლიციაში მუშაობს 2003 წლიდან, არის პოლიციის კაპიტანი, მან განმარტა, რომ 2017 წლის 26 აგვისტოს მიიღო შეტყობინება რადიოსადგურით, რომ მოქალაქე ი- ბ-------ე ჭ-------ის გამზირ-ზე „მ---------–---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ითხოვდა დახმარებას, მისვლისას დახ-ვდათ დაზარალებული, რომელსაც ეტყობოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, სახეზე იყო გაწითლებული და იყო ძალიან ანერვიულებული, ხელში ეჭირა მოგლეჯილი თმები. მან განმარტა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ ბ---- ვ-–-----ემ, მან მიუთითა მასზე, რომელიც ს---------იის ხიდისკენ მიდიოდა, იგი დაეწია ბ---- ვ-–-----ეს, შეაჩერა იგი, მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში. ამ დროს ადგილზე მოვიდა კრიმინალური პოლიციაც, განუმარ-ტეს ბ---- ვ-–-----ეს, რომ ის დაკავებული იყო, შეადგინეს დაკავების ოქმი, რაზედაც ბ---- ვ-–-----ემ ხელი არ მოაწერა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ანალოგიური აჩვენეს მოწმეებმა მ-----– თ------ემ, გ---- ტ---–-----მა და გ------- ტ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- გ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ პოლიციაში მუშაობს 2013 წლიდან. მის მიერ დაკითხული იქნა დაზარალებული ი- ბ-------ე, რომელმაც მას წარ-მოუდგინა მამაკაცის მზის სათვალე, რომელიც მისი განმარტებით დაუვარდა მის მე-უღლეს, როდესაც მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ გა-მოძიების დაწყების თარიღია 2017 წლის 17 თებერვალი. დანაშაულის გარემოებანი: 2017 წლის 13 თებერვალს მოქ. ი- შ----–ის ასული ბ-------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყე-ნა ყოფილმა მეუღლემ ბ---- ვ-–-----ემ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
საქმეში არსებული, 2017 წლის 27 აპრილის ვიდეოჩანაწერის დათავლიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედების კონკრეტული ადგილია: ქ---------–-----–---------------------------, სავაჭრო ცენტრი შპს „ა-----------------------–------.“ საგამო-ძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 27 აპრილს 13:40 საათზე, დასრულდა 2017 წლის 27 აპრილს 15:35 საათზე. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ირკვევა, რომ „ა-----------------------–-------ის“ წარმომადგენლის ნ------ დ----–--ს და ქ---------------–------------------–--ს პოლიციის პ------–------------–---ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ----- ტ-------ის მიერ მოხდა 2017 წლის 23 აპრილის ვიდეოჩანაწერის დათვალიერება. დათვალიერების დაწყებამდე მოწმე ნ------ დ----–--მ თანხმობა განაცხადა მომხდარიყო საავჭრო ცენტრ „ა-----------------------–-------ის“ ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების დათვალიერება და გამოძიებისათვის საჭირო ვიდეოჩანაწერის ამოღება. აღ-ნიშნულის შემდეგ დათვალიერებული იქნა სავაჭრო ცენტრ „გ-----------–--“ მე-2 სართულზე განთავსებული კამერის ჩანაწერი. ჩანაწერში ჩანს სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე ამოსასვლელი ესკალატორი და ასევე მეორე სართულიდან პირველ სარ-თულზე ჩასასვლელი ესკალატორი. ვიდეოჩანაწერის მიმდინარეობისას 17:30 საათზე კადრში ჩნდება ი- ბ-------ე და მისი მეუღლე ბ---- ვ-–-----ე, ისინი მოძრაობენ ესკალა-ტორზე პირველი სართულიდან მეორე სართულის მიმართულებით, მეორე სართულზე ამოსვლისთანავე ი- ბ-------ე ბრუნდება და მეორე ესკალატორის მეშვეობით ისევ ჩადის პირველი სართულის მიმართულებით, მას თან უკან მიყვება ბ---- ვ-–-----ე. კადრში ჩანს, რომ ჩასვლისას ბ---- ვ-–-----ე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მეუღლეს, კერ-ძოდ ხელს ურტყამს პირ-სახის და თავის არეში, რის შემდგომ ისინი გადიან კამერების თვალთახედვის არეალიდან. ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული ჩა-ნაწერის DVD დისკზე გადატანა. დათვალიერებაში მონაწილე ნ------ დ----–--ს განმარ-ტებით მისთვის უცნობ ია თუ რა დროიდან იშლება აღნიშნული ვიდეოჩანაწერი და იმ მიზნით რომ არ მომხდარიყო აღნიშნული ჩანაწერის განადგურება მოხდა ვიდეოჩანაწე-რის მიმდინარეობის მობილური ტელეფონით გადაღება, რის შემდგომ კომპიუტერული მოწყობილობის მეშვეობით მოხდა ჩანაწერის DVD დისკზე გადატანა. DVD დისკი მო-თავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა 01 პაკეტად. აღნიშნულით დათვალიერება დას-რულდა.
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს 2017 წლის 29 მაისის №--------- დასკვნით დგინდება, რომ „წარმოდგე-ნილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით დაზარალებულმა ი- ბ--------ემ მისი ყოფილი მეუღლის ბ---- ვ-–-----ის ქმედებით მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა და განიცადა ტანჯვა“.
ფსიქოლოგიურმა ექსპერტმა თ------- კ----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე სახით დაკითხვისას ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექს-პერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ „ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დროს ხდება პირის ფსიქიკური და კლინიკური ფუნქციების კვლევა“. ექსპერტის განმარტებით „კვლევისას ის ძირითადად ეყრდნობა სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ფსიქო-ლოგიური ტრამვის მისაღებად ეპიზოდების ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს“.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განა-ჩენით დადგენილია, რომ ბ---- ვ-–-----ეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფ-ლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზ-ღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 (ექვსი) თვით თავი-სუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქმეში არსებული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ნოემბრის, 2017 წლის 08 თებერვლის, 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებებით, დამცავი ორდე-რის გამოცემის თაობაზე, დადგენილია, რომ მოძალადე ბ---- ვ-–-----ეს სხვადასხვა ვადით აკრძალული აქვს ი- ბ-------ესთან მიახლოება და სატელეფონო და სხვა საკომუ-ნიკაციო საშუალებებით კონტაქტი, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის დადგენილებით ბ---- ვ-–-----ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამარ-თალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ი- ბ-------ის მიმართ მიყენე-ბული შეურაცხყოფისათვის და დაჯარიმებულია 250 ლარით.
გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ---- ვ-–-----ის გამართლების თა-ობაზე, რადგან დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ---- ვ-–-----ესმ 2017 წლის 25 აგვის-ტოს განახორციელა ძალადობა ყოფილი მეუღლის - ი- ბ-------ის მიმართ, აგრეთვე სისტემატურად შეურაცხყოფდა მას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.
ბ---- ვ-–-----ის მიერ 2017 წლის 25 აგვისტოს ი- ბ-------ეზე განხორციელებული ძალა-დობა პალატას დადასტურებულად მიაჩნია დაზარალებულ ი- ბ-------ის ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების გ------- ტ------ის, მ-----– თ------ის, ი----- ბ------–--–---–ის, გ---- ტ---–-----ის ჩვენებებით; 2017 წლის 26 აგ-ვისტოს №--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ი- ბ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული პო-ლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, თუმცა რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული, სა-ჩივარში არაფერია მითითებული. სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გა-აჩნია ეჭვი შეიტანოს მათში.
რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა, პალატას დადასტურებულად მი-აჩნია საქმეში წარმოდგენილი არაერთი შემაკავებელი ორდერითა და სასამართლოს გა-დაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერების დამტკიცების თაობაზე, კერძოდ: 2017 წლის 7 თებერვლის შემაკავებელი ოდერითა და 2017 წლის 8 თებერვლის სასამართლოს გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე. 2016 წლის 23 ნო-ემბრის, 2017 წლის 6 იანვრის, 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებებით შემაკა-ვებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე; 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის გაცემის თაობაზე. აგრეთვე დაზარალებულ ი- ბ-------ის ჩვენებით, 2017 წლის 29 მაისის №--------- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ თ. კ----ის ჩვენებით, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ი- ბ-------ემ ყოფილი მეუღლის - ბ---- ვ-–-----ის ქმედებით მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და განიცადა ტანჯვა.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ბ---- ვ-–-----ის 2016 წლის აპრილის თვის დანაშაულებრივ ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა აღნიშნუ-ლი ფაქტი, სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. თვით დაზარალებულიც თა-ვის ჩვენებაში ვერ უთითებს კონკრეტულ დროს, ვერ ასახელებს კონკრეტულ ფაქტობ-რივ გარემოებებს. ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტი ასევე არ დგინდება მოწმეთა ჩვე-ნებებით, ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო ბ. ვ-–-----ე მას კატეგორიულად გამორიცხავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი ბ---- ვ-–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ბ---- ვ-–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სა-სამართლოს 2018 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ---- ვ-–-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის აპრილის ეპი-ზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ბ---- ვ-–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 23 აპრილის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თა-ვისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 23 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლე-ბის აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ბ---- ვ-–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვის ვადით და საბოლოოდ ბ---- ვ-–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით
ბ---- ვ-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 25 აგვისტოდან.
ბ---- ვ-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 19 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით.
(აღნიშნული სასჯელი ბ---- ვ-–-----ეს მოხდილი აქვს).
ბ---- ვ-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით ლ----- ვ-–-----ის (პირადი №-----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონე-ბაზე, მდებარე ქ-------------------–---–-----------------------------–----------დან ა-----------------, (ფართი 1--------- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N-------------------) დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება – მამაკაცის სათვალე, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართვე-ლოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili