განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2829-17
0330310017001936760
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი- გ--------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ------------–--ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე დ------------–--ეს 1992 წლის 1 ოქტომბრიდან 200- წლის 3 ივნისამდე საბაჟო სისტემაში მუშაობის სტაჟი ჩაუთვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის საერთო სტაჟში.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დ------------–--ე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებულია 1981 წლის 9 სექტემბრიდან და მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: შსს მე-5-----------–---–--------------------------–-------------–---------–------------–--–----------------------------–ი, დუ–--------------------–---ში. 1991 წლის იანვრიდან დანიშნული იყო შს-------–------------–--------------------------–----–--------------–---------–-------–--ა უ------------------ს თანამდებობაზე და მივლინებული იყო ქ-------–------------------------------–- განყოფილებაში გამომძიებლად (ს.ფ. 31); (ს.ფ. 30).
2.2. სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის ა---------–----ს 1992 წლის 23 სექტემბრის N--------- წერილის საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის შ--------–------------–-----------------------–----–--------------–--------------------–-–--------–-----იკ ვ--–--–---------ს ეთხოვა პოლიციის კაპიტნის დ----- გ--------------–--ის მივლინება სახელმწიფო ს---–------------------ში 1992 წლის 1 ოქტომბრიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელი სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსი ინსპექტორის გ----------ს 1992 წლის 6 ოქტომბრის დასკვნის თანახმად (შეთანხმებულია ამავე სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსთან კ. გ----------სთან), საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1992 წლის საორგანიზაციო საშტატო ბრძანებით, დ------------–--ის თანამდებობა დაწესებულება უ---------ში შემცირდა და იმავე სამმართველოს 1992 წლის 11 აგვისტოს N-- ბრძანებით, 1992 წლის 1 მაისიდან იგი აყვანილია კადრების განკარგულებაში. ამავე დასკვნის შესაბამისად, ვინაიდან სამსახურით მისი დაკმაყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელ სამმართველოს სისტემაში ვერ მოხერხდა, შესაძლებლად იქნა მიჩნეული დ------------–--ის მივლინება სახელმწიფო საბაჟოში შემდგომი სამსახურისათვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელი სამმართველოს 1992 წლის 5 ოქტომბრის N-----– ბრძანების შესაბამისად, მივლინებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ს---–------------------ის კადრების განკარგულებაში შინაგანი სამსახურის კაპიტანი დ----- გ--------------–--ე, სა---------–-------------–-----–------------–-------–---------------–------------------–----------ი, შსს სსსას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით 1992 წლის 1 მაისიდან. (ს.ფ. 29); (ს.ფ. 30); (ს.ფ. 28).
2.3. სახელმწიფო ს---–------------------ის 1992 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით დ------------–--ე დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ სახელმწიფო ს---–------------------ის სა--–------–----------------–---------------------------ს თანამდებობაზე 1992 წლის 1 ოქტომბრიდან; 1993 წლის 10 მაისიდან 1995 წლის 3 თებერვლამდე ბ---–------------–-----------------------------–--------–-----------–------ს“ უფროსის მოადგილედ; 1995 წლის 3 თებერვლიდან 1997 წლის 20 იანვრამდე სა-–-------------------–--------–--------–--ო „ნ----–------ს“ უფროს ინსპექტორად; 1997 წლის 20 იანვრიდან 1999 წლის 19 თებერვლამდე ა---––---------------–----------–----–--–----------------; 1999 წლის 19 თებერვლიდან 1999 წლის 27 დეკემბრამდე საბაჟო „ნ----–-----ას“ საინსპექტორო განყოფილების უფროსად; 1999 წლის 27 დეკემბრიდან 2002 წლის 10 სექტემბრამდე საბაჟო „ნ----–-----ას“ უფროსის მოადგილედ; 2002 წლის 10 სექტემბრიდან 200- წლის 3 ივნისამდე საბაჟო გ--–-------------- „ნ----–-----ა“ მთავარ ინსპექტორად, საიდანაც განთავისუფლებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის საფუძველზე. (ს.ფ. 32-34);
3.4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის 1992 წლის ცნობის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ს---–------------------ის საბაჟო დაცვის სამმართველოს მთ. ინსპექტორს, დირექტორის განკარგულებით გადაეცა 9მმ პისტოლეტი და გაიცა ცნობა, რომ დ----- გ--------------–--ის სახელზე ირიცხებოდა ცეცხლსასროლი ტაბელური იარაღი. საფუძველი: საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 ივნისის N620 დადგენილება (საქსახსაბაჟოს მუშაკებს უფლება აქვს ატარონ და შეინახონ ცეცხლსასროლი იარაღი შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებისათვის კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს რესპუბლიკის ს---–------------------ის ქვემო ქართლის საბაჟოს უფროსის მიერ გაცემულ იქნა N--- მოწმობა, დ----- გ--------------–--ის, საბ.საგ.,,ნ----–------ს“ უფროსის მოადგილის მიმართ, ტაბელური იარაღი შენახვისა და ტარების უფლებით, 1996 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. (ს.ფ. 10-); (ს.ფ. 103).
2.5 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 200- წლის 7 ივნისის N------– ბრძანებით, დ----- გ--------------–--ე დაინიშნა შ--------------------------------------------–----------------------–--ის თანამდებობაზე 200- წლის 3 ივნისიდან. საფუძველი: პირადი განცხადება N------.01.0-წ. და შს ორგანოებში ხელახლა მიღების დასკვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 2 დეკემბრის N------- ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილებაში მყოფი, პოლიციის პოლკოვნიკი დ----- გ--------------–--ე დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. (ს.ფ. 20); (ს.ფ. 21).
2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2005 წლის 21 სექტემბრის N-------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა იმის შესახებ, რომ ს---–------------------ში მივლინებისას მისი შსს- ს მოქმედ რეზერვში დატოვებასთან დაკავშირებით რაიმე სამართლებრივი აქტი არ მიღებულა. აღნიშნულის გამო, დ------------–--ის ს---–------------------ში გადასვლა არ შეიძლება ჩაითვალოს შსს-ს მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებად და შესაბამისად, ს---–------------------ში მუშაობის პერიოდი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის სტაჟში არ ჩაითვლება. იგივე პოზიციაა დაფიქსირებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის N-------- წერილით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2016 წლის 11 იანვრის N------–-----–-----------------–---ს მისი 2015 წლის 10 დეკემბრის N------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 1993-200- წლებში მისი საბაჟო სისტემაში ნამსახურობა ვერ ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობად, ვინაიდან ამ პერიოდში განმცხადებელი საბაჟო სისტემაში მუშაობდა სპეციალური წოდების გარეშე, ხოლო ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. (ს.ფ. 22); (ს.ფ. 23); (ს.ფ. 24).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. სასამართლომ მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი, რომლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ითხოვს დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩაუთვალოს დ----- ჩ-----–---ს 1992 წლის 1 ოქტომბრიდან 200- წლის 3 ივნისამდე საბაჟო სისტემაში მუშაობის სტაჟი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის საერთო სტაჟში. მოთხოვნიდან გამომდინარე, სახეზეა მავალდებულებელი სარჩელი, რომლის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარკვეული ქმედების განხორციელების დავალდებულება, რაც მოსარჩელისთვის იურიდიული ინტერესის მატარებელია. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, რომელიც ადგენს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების სოციალურ გარანტიებს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებსა და წესს.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, როგორც მოქალაქეთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური გარანტია, განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით ამ კანონის ძირითადი პრინციპებია ა) სამართლიანობა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) მუდმივობა; დ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლებია ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა პირი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების სუბიექტს, არსებობს თუ არა ის სამართლებრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული წინაპირობები გაწერილია „????????, ??????? ??????? ?????????? ?? ?????????? ?????? ?????????? ???????????? ????????? ????????? ????? ?? ???? ?????? ?????? ????????? ????????????? ??????? “ საქართველოს კანონში, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება ხდება „????????, ??????? ??????? ?????????? ?? ?????????? ?????? ?????????? ???????????? ????????? ????????? ????? ?? ???? ?????? ?????? ????????? ????????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.
სასამართლომ მოიხმო „????????, ??????? ??????? ?????????? ?? ?????????? ?????? ?????????? ???????????? ????????? ????????? ????? ?? ???? ?????? ?????? ????????? ????????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენდა იმ გარემოების დადგენა, უნდა ჩაითვალოს თუ არა 1992-200- წლებში დ------------–--ის ს---–------------------ში ნამსახურობის პერიოდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ნამსახურობად. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული უნდა დადგინდეს იმ პერიოდში მოქმედი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რომლითაც დარეგულირებული იყო შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესი.
სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 მაისის N530 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის შესახებ“ დროებით დებულებაზე, რომლის პირველი მუხლით განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში რიგითი მეთაურთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის წესი, მათი ფუნქციონალური უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა. ამავე დებულებით განისაზღვრა შემადგენლობის პირთა მიერ სამსახურის გავლის თავისებურებანი. დებულების 62-ე პუნქტით დადგენილია, რომ მეთაურთა შემადგენლობის პირები შეიძლება მიავლინონ სხვა სამინისტროსა და უწყებაში ან მათდამი დაქვემდებარებულ სხვა დაწესებულებაში ორგანიზაციაში სპეციალური სამუშაოებისა და მოვალეობების შესასრულებლად შინაგან საქმეთა ორგანოების კადრებში დატოვებით. მივლინება ხდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების წარდგინებით და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით.
ამავე დროებითი დებულების 63-ე პუნქტის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოების მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც მივლინებული არიან სხვა სამინისტროებსა და უწყებებში ან მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებსა და ორგანზაციებში, სამსახურს გადიან წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით და სარგებლობენ შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე პირთათვის დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. მათი უზრუნველყოფა მივლინების პერიოდში ხდება შესაბამისი სამინისტროსა და უწყების ხარჯზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, დ----- ჩ-----–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებული იქნა 1981 წლის 9 სექტემბრიდან და მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო ს---–------------------ის დირექტორის ა--------–----ს 1992 წლის 23 სექტემბრის N--------- წერილი, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის შ--------–------------–-----------------------–----–--------------–--------------------–-–--------–-----იკ ვ--–--–---------ს ეთხოვა პოლიციის კაპიტნის დ----- გ--------------–--ის მივლინება სახელმწიფო ს---–------------------ში 1992 წლის 1 ოქტომბრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელ სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსი ინსპექტორის გ-----------ს 1992 წლის 6 ოქტომბრის დასკვნის თანახმად (შეთანხმებულია ამავე სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსთან კ. გ----------სთან), საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1992 წლის საორგანიზაციო საშტატო ბრძანებით, დ------------–--ის თანამდებობა დაწესებულება უ---------ში შემცირდა და იმავე სამმართველოს 1992 წლის 11 აგვისტოს N-- ბრძანებით, 1992 წლის 1 მაისიდან იგი აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. ამავე დასკვნის მიხედვით, ვინაიდან შესაძლებლად იქნა მიჩნეული დ------------–--ის მივლინება სახელმწიფო ს---–------------------ში შემდგომი სამსახურისათვის.
დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელი სამმართველოს 1992 წლის 5 ოქტომბრის N-----– ბრძანების შესაბამისად, მივლინებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ს---–------------------ის კადრების განკარგულებაში შინაგანი სამსახურის კაპიტანი დ----- გ--------------–--ე, სა---------–-------------–-----–------------–-------–---------------–------------------–----------ი, შსს სსსას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით 1992 წლის 1 მაისიდან.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ს---–------------------ის დირექტორის 1992 წლის 23 სექტემბრის N--------- წერილითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელი სამმართველოს 1992 წლის 5 ოქტომბრის N-----– ბრძანებით დასტურდება, რომ პოლიციის კაპიტანი დ----- გ--------------–--ე მივლინებულ იქნა სახელმწიფო ს---–------------------ში შემდგომი სამსახურისათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დ------------–--ის სახელმწიფო ს---–------------------ში მივლინება მოხდა იმ პერიოდში მოქმედი დროებითი დებულების საფუძველზე, რომლის თანახმად ამ წესით მივლინებული პირები სარგებლობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე პირთათვის დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. შესაბამისად, არ შეიძლება შეიზღუდოს დ------------–--ის უფლება, რომ მას ს---–------------------ში მუშაობის (მივლინების) პერიოდი ჩაეთვალოს შინაგან საქმეთა ორგანოებში წელთა ნამსახურობის პერიოდად, იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რომ არ იძებნება ბრძანება მისი შინაგან საქმეთა ორგანოების კადრების განკარგულებაში დატოვების შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ დ------------–--ე შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივლინებული იყო სახელმწიფო ს---–------------------ში. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
სასამართლომ მოიხმო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე დ------------–--ის სახელმწიფო ს---–------------------ში ნამსახურობის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წელთა ნამსახურობაში ჩათვლის დავალდებულების შესახებ, საფუძვლიანი იყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი მოიხმობს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, აგრეთვე ????????, ??????? ??????? ?????????? ?? ?????????? ?????? ?????????? ???????????? ????????? ????????? ????? ?? ???? ?????? ?????? ????????? ????????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტზე და ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილზე.
აპელანტი მიუთითებს, რომ დ--------–--ე ს---–------------------ში მივლინების პერიოდში 1992 წლის 01 ოქტომბრიდან 200- წლის 03 ივნისამდე, მსახურობდა წოდების გარეშე. შესაბამისად ????????, ??????? ??????? ?????????? ?? ?????????? ?????? ?????????? ???????????? ????????? ????????? ????? ?? ???? ?????? ?????? ????????? ????????????? ??????? “ საქართველოს კანონი მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მოპასუხის მიერ 1992 წლის 01 ოქტომბრიდან 200- წლის 03 ივნისამდე ს---–------------------ში ნამსახურობა წოდების გარეშე არ იქნა ჩათვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს ნამსახურობის სტაჟში.
აპელანტი განმარტავს, რომ დ------------–--ე ,,მეთაურთა შემადგენლობის პირი“ არ იყო, შ/ს კაპიტნის დ--------–--ის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ს---–------------------ის მივლინების შესახებ დასკვნაში აღნიშნულია რომ ,,იგი 1992 წლის იანვრიდან დანიშნული იყო სსსას დაწესებულება უ-----------------ს თანამდებობაზე და მივლინებული იყო ქ-------–------------------------------–- განყოფილებაში გამომძიებლად. კადრების განკარგულებაში აყვანილი იყო 1992 წლის 1 მაისიდან, ვინაიდამ რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა მისი შტატი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და დამატებით აღარ მიუთითებს მათზე.
6. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ ხდის დ------------–--ის ნამსახურობის წლებთან დაკავშირებულ საკითხს და განმარტავს, რომ დ--------–--ე ს---–------------------ში მივლინების პერიოდში 1992 წლის 01 ოქტომბრიდან 200- წლის 03 ივნისამდე, მსახურობდა წოდების გარეშე. შესაბამისად ????????, ??????? ??????? ?????????? ?? ?????????? ?????? ?????????? ???????????? ????????? ????????? ????? ?? ???? ?????? ?????? ????????? ????????????? ??????? “ საქართველოს კანონი მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მოპასუხის მიერ 1992 წლის 01 ოქტომბრიდან 200- წლის 03 ივნისამდე ს---–------------------ში ნამსახურობა წოდების გარეშე არ იქნა ჩათვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს ნამსახურობის სტაჟში.
სადავო საკითხის კანონიერად და ობიექტურად გადაჭრის მიზნით, სააპელაციო პალატა საჭიროდ თვლის მიმოიხილოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.
პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და მათ შორის არიან პირები, რომლებიც მსახურობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
იმავე კანონის მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
6.4. რაც შეეხება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლს, იგი უშუალოდ განსაზღვრავს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი წელთა ნამსახურებაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო სამსახური, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური, პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი, სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში კადრში დატოვებით, ტყვეობაში ყოფნის პერიოდი თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი თუ სამხედრო მოსამსახურეები რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იქნენ მიცემულნი სისხლის სამართლის პასუხისგებაში და რეპრესირებულნი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
როგოც საქმის მასალებითაა დადგენილი დ------------–--ე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებულია 1981 წლის 9 სექტემბრიდან და მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: შსს მე-5-----------–---–--------------------------–-------------–---------–------------–--–----------------------------–ი, დუ–--------------------–---ში. 1991 წლის იანვრიდან დანიშნული იყო შსს სისხლის სამართლის საქმეთა აღმასრულებელი სამმართველოს დაწესებულება უ------------------ს თანამდებობაზე და მივლინებული იყო ქ-------–------------------------------–- განყოფილებაში გამომძიებლად. სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის ა---------–----ს 1992 წლის 23 სექტემბრის N--------- წერილის საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის შ--------–------------–-----------------------–----–--------------–--------------------–-–--------–-----იკ ვ--–--–---------ს ეთხოვა პოლიციის კაპიტნის დ----- გ--------------–--ის მივლინება სახელმწიფო ს---–------------------ში 1992 წლის 1 ოქტომბრიდან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა რომ დ------------–--ის სახელმწიფო ს---–------------------ში მივლინება მოხდა იმ პერიოდში მოქმედი დროებითი დებულების საფუძველზე, რომლის თანახმად ამ წესით მივლინებული პირები სარგებლობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე პირთათვის დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. შესაბამისად, არ შეიძლებოდა შეიზღუდულიყო დ------------–--ის უფლება, რომ მას ს---–------------------ში მუშაობის (მივლინების) პერიოდი ჩაეთვალოს შინაგან საქმეთა ორგანოებში წელთა ნამსახურობის პერიოდად, იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რომ არ იძებნებოდა ბრძანება მისი შინაგან საქმეთა ორგანოების კადრების განკარგულებაში დატოვების შესახებ.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმისნიტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე: მირანდა ერემაძე