განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
050100118002712701
ინსტანცია
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-166-2019 წელი

№050100118002712701

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

25 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ-------– მ-–------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ-------– მ-–------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, რეგისტრირებული ო------------------------------–-–------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ჩ-------------------------------–-------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და განაჩენთა ერთობლიობით შე-ფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ-------– მ-–------–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულ-წლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯ-ვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრე-ბით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

გ-------– მ-–------–---–ი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბ-რის განაჩენით იყო რა მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩა-დენისათვის, კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, არაერთგზის. კერძოდ, 2----–-–----------ს გ-------– მ-–------–---–ი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და დაბრუნდა მეუღლესთან ზ----- ჩ------თან და არასრულწლოვან შვილებთან ჩ--------------------–----–----------------–-------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც 2018 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით ეჭვიანობის და მისი პენიტენციური დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ოჯახიდან ნივთების გასხვისების მიზეზით, სისტემატურად, არასრულწლოვანი შვილების: გ-------, ო----- და თ----- ჩ-----ების, აგრეთვე რ----- მ-–------–---–ის თანდასწრებით შეურაცხყოფდა და ამცირებ-და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ზ----- ჩ------ და აგი-ნებდა მშობლებისა და ახლობლების მისამართით, გ-------– მ-–------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად კი, ზ----- ჩ-----მ განიცადა სულიერი ტანჯვა.

გ-------– მ-–------–---–ი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბ-რის განაჩენით იყო რა მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩა-დენისათვის, კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, არაერთგზის. კერძოდ, 2----–-–----------ს გ-------– მ-–------–---–ი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და დაბრუნდა მეუღლესთან ზ----- ჩ------თან და არასრულწლოვან შვილებთან ჩ--------------------–----–----------------–-------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში. 2018 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 10:00 საათზე გ-------– მ-–------–---–მა განაწყე-ნებულმა იმით, რომ მეუღლემ ზ----- ჩ-----მ მისი პენიტენციური დაწესებულებაში ყო-ფნის პერიოდში, მასთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა წლების წინ, მის მიერ შეძენილი სახლის საყრდენი ქვები, არასრულწლოვანი შვილების: თ----- ჩ------ და რ----- მ-–-------–---–ის თანდასწრებით შეურაცხყო და დაამცირა მეუღლე ზ----- ჩ-----, რის შემდე-გაც ხელი გაარტყა სახეში, აღნიშნული ქმედებით კი ზ----- ჩ-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს გ-------– მ-–------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ-------– მ-–------–---–ის მხრიდან განხორ-ციელებული ძალადობრივი ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა როგორც მორა-ლური, ასევე ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს განაჩენის გამოტანისას მხედველო-ბაში უნდა მიეღო მსჯავრდებულის პიროვნება და მისი წარსული ნასამართლობები. დაზარალებულმა ზ----- ჩ-----მ სასამართლოში დაკითხვისას მოითხოვა მისი მეუღ-ლის – გ-------– მ-–------–---–ის მკაცრად დასჯა, რადგანაც მან ბავშვების თანდასწრე-ბით გააგრძელა მის მიმართ ძალადობა ოჯახში. აღნიშნული გარემოებები იმაზე მიუთი-თებენ, რომ გ-------– მ-–------–-----–ი არ აკეთებს სათანადო დასკვნებს წარსული ცხოვრებიდან და არ არის კანონმორჩილი პირი, მან დანაშაულებრივი ქმედებები ჩაი-დინა ნასამართლობის მოხსნამდე და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმე-დების პერიოდში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკი-ლი პირია.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ-------– მ-–------–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-------– მ-–------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის და-ნიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოე-ბა, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით განაჩენთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშ-ნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი და-ნაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი გ-------– მ-–------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

daadgina:

გ-------– მ-–------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ-------– მ-–------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ გ-------– მ-–------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ-------– მ-–------–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა, ოზურგე-თის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯე-ლის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, გ-------– მ-–------–---–ს განაჩენთა ერთობ-ლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ გ-------– მ-–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიე-ბა პატიმრობა გაუქმებულია.

გ-------– მ-–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან – 2018 წლის 3 ოქტომბრიდან.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili