განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210116001456754
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/5672-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - გ------ი ჩ------ე;

წარმომადგენელი - ნ------- ზ------ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე – ი-----–ი წ---–-----ი;

წარმომადგენელი - ლ------------–---–ი;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტ - გ------ი ჩ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მოსარჩელე გ------ი ჩ------ეს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელეს, როგორც მსესხებელს და უძრავი ქონების მესაკუთრეს და მოპასუხეს ი-----–ი წ---–-----სა და ასევე ვ--–------ა მ-------ეს როგორც გამსესხებლებს შორის 1--------- წელს დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე ი-----–ი წ---–-----მა მოსარჩელეს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ვ--–------ა მ-------ემ 5 000 აშშ დოლარი, სესხი გაიცა 6 თვის ვადით 10.02.2016 წლამდე, სესხი იყო სარგებლ---ი ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებელი ხელშეკრულებით შეადგენდა თვეში სესხად გაცემული თანხის 2.5% (წლიური 30%). ხელშეკრულებით გათვალიწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის, შეუსრულებელი ვალდებულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.12%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გამსესხებელთა სასარგებლოდ მსესხებლის საკუთრებში მყოფი უძრავი ქონება ს/კ. 0----------------------, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

2.2. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სრულად იქნა გადახდილი მოპასუხის მიერ სესხად გადაცემული 10 000 აშშ დოლარის 6 თვის სარგებელი (10 000/100X2.5X6=1500) 1500 აშშ დოლარი.

 

2.3. მოპასუხემ მიმართა ხელშეკრულების დამმოწმებელ ნოტარიუსს და მოითხოვა მოსარჩელის მიმართ სააღსრულებლო ფურცლის გაცემა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დამმოწმებელმა ნოტარიუსმა ე-–---- შ----–---–მა დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა და 2--------- წელს გასცა #1-------- სააღსრულებლო ფურცელი რომლითაც კრედიტორად მითითებულია მოპასუხე, მოვალედ მოსარჩელე აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობად განსაზღვრულია სესხის ძირი 10 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (შემცირებული) 500 აშშ დოლარი, ჯამში, 10500 აშშ დოლარი და სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯი 126 ლარი. ასევე მოთხოვნის გადახდევინების მიზნით მოხდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა. მოპასუხემ სააღსრულებლო ფურცელი მიაქცია იძულებით აღსასრულებლად.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. სარჩელის მიერ მოპასუხისათვის ამ უკანასკნელის მიერ აღიარებული 1500 აშშ დოლარის გარდა, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესასრულებლად სხვა ფულადი თანხა არ გადაუხდია.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მოპასუხის წარმომადგენლის - ნდობით აღჭურვილი პირის - ლ---ა ბ------–---–ისათვის ამ უკანასკნელის საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით ფულადი ვალდებულების მოპასუხისათვის მოპასუხის მიერ აღიარებული 1500 აშშ დოლარის გარდა კიდევ 1500 აშშ დოლარის სულ 3000 აშშ დოლარის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენს მოვალეს მის მიერ მითითებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა საკუთარი ახსნა-განმარტება, ასევე მოწმის სახით დაასახელა ლ---ა ბ------–---–ი. მოპასუხემ ნაწილობრივ დაადასტურა, რომ გადახდილი 1500 აშშ დოლარის ნაწილი მან მიიღო პირადად მოსარჩელისაგან, ხოლო რამდენიმე თვის სარგებელი ლ---ა ბ------–---–ის მეშვეობით, ვინაიდან, იმ მომენტისათვის არ იმყოფებოდა ადგილზე, რის გამოც, მისი თხოვნით თანხა გადასცა მოსარჩელემ ლ---ა ბ------–---–ს. მოპასუხის განმარტებით, მას გარდა 1500 აშშ დოლარისა სხვა თანხა მოსარჩელისაგან არ მიუღია სესხის ანგარიშში. მოპასუხის ახსნა-განმარტებით მოსარჩელეს მისთვის სესხის სარგებლის მიღებისას სარგებლის მიღების ხელწერილის დაწერა არ მოუთხოვია და მას ასეთი თავის ინიციატივით არ დაუწერია. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429.1 მუხლიდან გამომდინარე მხოლოდ წერილობითი დოკუმენტი შეიძლება გახდეს მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამდენად მოსარჩელეს უარი ეთქვა მოწმის დაკითხვაზე. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხის მიერ სესხის ანგარიშში 3000 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი ვალდებულების შესრულებას მოპასუხის აღიარების გათვალისწინებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ მხოლოდ 6 თვის სარგებლის ოდენობით ფულადი ვალდებულება 1500 აშშ დოლარის ოდენობით შეასრულა და სხვა ფულადი თანხები სესხის ანგარიშში არ გადაუცია, რასაც ადასტურებს მოპასუხე მხარეც.

 

ამავე კოდექსის 625.3 მუხლით (სესხის გაცემის დროს მოქმედი რედაქციით) იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის, გარდა 1000 ლარამდე (ან მისი ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხისა, ხელშეკრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები აგებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტის ოდენობის ბათილობაზე, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება. მოსარჩელე სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში სადავოდ ხდის მხოლოდ სესხის სარგებელის ოდენობას, რის გამოც, სასამართლო მსჯელობა შეეხება მხოლოდ სესხის სარგებელს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ 1.1 და 1.2 სასარჩელო მოთხოვნების კონსტრუქცია ისე ჩამოყალიბა, რომ იგი ეხება როგორც მოპასუხეს, ასევე მეორე გამსესხებელს ვ--–------ა მ-------ეს, რომელიც მოსარჩელემ მოპასუხედ არ დაასახელა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოს მინიშნების მიუხედავად, რომ მოსარჩელეს დაეზუსტებინა მისი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხესთან მიმართებით მისმა წარმომადგენელმა არ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა იმ სახით განხილვა და გადაწყვეტა, როგორც სარჩელით არის მოთხოვნილი, რის გამოც, სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სესხის სარგებელთან მიმართებით ეხება მხოლოდ მოპასუხედ დასახელებულ ი-----–ი წ---–-----ისა და მოსარჩელის შეთანხმებას და იგი ვერ გავრცელდება მეორე მსესხებელ ვ--–------ა მ-------ესთან მოსარჩელის შეთანხმებას სარგებლის ოდენობაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მოსარჩელესა და მოპასუხე გ------ი წ---–-----ს შორის შეთანხმებული სესხის სარგებლის და მისი ოდენობის ბათილობასთან მიმართებით ემყარება იმ საფუძვლებს, რომ მოპასუხემ გამოიყენა თავის დომინანტური მდგომარეობა და მოსარჩელესთან დადო სესხის ხელშეკრულება შეუსაბამოდ მაღალ პროცენტში, რომელიც არის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური შეთანხმება შესაბამისად ბათილი, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლომ განმარტა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია ფიზიკურ პირებს შორის შესაბამისად, ფიზიკურ პირს ამ შემთხვევაში მოპასუხეს არ შეიძლება ეკავოს დომინანტური მდგომარეობა საფინანსო ბაზარზე, მაშინ როდესაც საფინანსო ბაზარზე უამრავი ფიზიკური პირის გარდა ასევე გვევლინებიან საბანკო, საკრედიტო და მიკროსაფინანსო დაწესებულები იურიდიული პირების სახით. რაც შეეხება გარიგების მართლსაწინააღმდეგობას სასამართლო განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგობაში იგულისხმება კანონით ან ნორმატიული აქტით აკრძალული ქმედება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.1 მუხლით უშვებს შესაძლებლობას სესხის გაცემისას მხარეები შეთანხმდნენ სესხის სარგებელზე, შესაბამისად აკრძალული არ არის მხარეთა მიერ სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის შესახებ შეთანხმება. რაც შეეხება მხარეთა მიერ შეთანხმებულ სარგებლის ოდენობას სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.3 მუხლით (სესხის დადების დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ იქნა ფიზიკურ პირებს შორის 1000 ლარზე მეტი ოდენობის იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხებზე მხარეთა შორის შეთანხმებული მაქსიმალური სარგებლის ოდენობა, რომლის ზემოთ შეთანხმების შემთხვევაში შეთანხმება მართლსაწინააღმდეგო და ბათილია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიალურად, რა დროსაც ნოტარიუსი ამოწმებს მხარეთა შორის დადებულ გარიგებას, რის გამოც მისი მართლსაწინააღმდეგობის შემთხვევაში იგი არ დაამოწმებდა ასეთი გარიგებას. საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე საჯაროდ განთავსებულია წლიური საბაზისო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე როგორც ლარებში ასევე აშშ დოლარებში, როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე ასევე იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე, რის გამოც, სასამართლო დავის გადაწყვეტის დროს ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნულ საიტზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სესხის დადებამდე ერთი წლის წინ არსებული საპროცენტო განაკვეთებით 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდისათვის, ფიზიკურ პირებზე, აშშ დოლარში გაცემულ სესხების საბაზისო განაკვეთებით (12.4+12.2+12.1+11.6+12.2+12.6+12.5+12.7+12.5+12.2+11.8+12.0) რომლის დაანგარიშების შედეგად საშუალო შეწონილმა საპროცენტო წლიურმა განაკვეთმა შეადგინა 12.23%, რომლის 2.5 კოეფიცენტზე გამრავლებისა და 12-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ იქნა თვიური 2.5479% (წლიური 30.57%), რაც არ წარმოადგენს მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულ თვიურ 2.5%-ზე მეტს და შესაბამისად არც მართლსაწინააღმდეგოს და არც ამორალურ გარიგებას რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ აკრძალვებს, საჯარო წესრიგსა ან ზნეობის ნორმებს, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული სარგებლის ბათილობაზე. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხისათვის 3000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეც უსაფუძვლობის გამო.

 

სამართლებრივი შეფასება

 

2.5. ამავე კოდექსის 625.3 მუხლით (სესხის გაცემის დროს მოქმედი რედაქციით) იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის, გარდა 1000 ლარამდე (ან მისი ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხისა, ხელშეკრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები აგებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტის ოდენობის ბათილობაზე, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება. მოსარჩელე სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში სადავოდ ხდის მხოლოდ სესხის სარგებელის ოდენობას, რის გამოც სასამართლო მსჯელობა შეეხება მხოლოდ სესხის სარგებელს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ 1.1 და 1.2 სასარჩელო მოთხოვების კონსტრუქცია ისე ჩამოყალიბა, რომ იგი ეხება როგორც მოპასუხეს, ასევე მეორე გამსესხებელს ვ--–------ა მ-------ეს, რომელიც მოსარჩელემ მოპასუხედ არ დაასახელა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოს მინიშნების მიუხედავად, რომ მოსარჩელეს დაეზუსტებინა მისი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხესთან მიმართებით მისმა წარმომადგენელმა არ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა იმ სახით განხილვა და გადაწყვეტა, როგორც სარჩელით არის მოთხოვნილი, რის გამოც, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სესხის სარგებელთან მიმართებით ეხება მხოლოდ მოპასუხედ დასახელებულ ი-----–ი წ---–-----ისა და მოსარჩელის შეთანხმებას და იგი ვერ გავრცელდება მეორე მსესხებელ ვ--–------ა მ-------ესთან მოსარჩელის შეთანხმებას სარგებლის ოდენობაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მოსარჩელესა და მოპასუხე გ------ი წ---–-----ს შორის შეთანხმებული სესხის სარგებლის და მისი ოდენობის ბათილობასთან მიმართებით ემყარება იმ საფუძვლებს, რომ მოპასუხემ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა და მოსარჩელესთან დადო სესხის ხელშეკრულება შეუსაბამოდ მაღალ პროცენტში, რომელიც არის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური შეთანხმება, შესაბამისად, ბათილი. სასამართლომ განმარტა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია ფიზიკურ პირებს შორის შესაბამისად ფიზიკურ პირს ამ შემთხვევაში მოპასუხეს არ შეიძლება ეკავოს დომინანტური მდგომარეობა საფინანსო ბაზარზე, მაშინ როდესაც საფინანსო ბაზარზე უამრავი ფიზიკური პირის გარდა ასევე გვევლინებიან საბანკო, საკრედიტო და მიკროსაფინანსო დაწესებულები იურიდიული პირების სახით. რაც შეეხება გარიგების მართლსაწინააღმდეგობას, სასამართლომ განმარტა, რომ მართლსაწინააღმდეგობაში იგულისხმება კანონით ან ნორმატიული აქტით აკრძალული ქმედება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.1 მუხლით უშვებს შესაძლებლობას სესხის გაცემისას მხარეები შეთანხმდნენ სესხის სარგებელზე, შესაბამისად აკრძალული არ არის მხარეთა მიერ სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის შესახებ შეთანხმება. რაც შეეხება მხარეთ მიერ შეთანხმებულ სარგებლის ოდენობას სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.3 მუხლით (სესხის დადების დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ იქნა ფიზიკურ პირებს შორის 1000 ლარზე მეტი ოდენობის იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხებზე მხარეთ შორის შეთანხმებული მაქსიმალური სარგებლის ოდენობა, რომლის ზემოთ შეთანხმების შემთხვევაში შეთანხმება მართლსაწინააღმდეგო და ბათილია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიალურად, რა დროსაც ნოტარიუსი ამოწმებს მხარეთა შორის დადებულ გარიგებას, რის გამოც მისი მართლსაწინააღმდეგობის შემთხვევაში იგი არ დაამოწმებდა ასეთი გარიგებას. საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე საჯაროდ განთავსებულია წლიური საბაზისო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე როგორც ლარებში ასევე აშშ დოლარებში, როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე ასევე იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე, რის გამოც სასამართლო დავის გადაწყვეტის დროს ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნულ საიტზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სესხის დადებამდე ერთი წლის წინ არსებული საპროცენტო განაკვეთებით 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდისათვის, ფიზიკურ პირებზე, აშშ დოლარში გაცემულ სესხების საბაზისო განაკვეთებით (12.4+12.2+12.1+11.6+12.2+12.6+12.5+12.7+12.5+12.2+11.8+12.0) რომლის დაანგარიშების შედეგად საშუალო შეწონილმა საპროცენტო წლიურმა განაკვეთმა შეადგინა 12.23%, რომლის 2.5 კოეფიცენტზე გამრავლებისა და 12-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ იქნა თვიური 2.5479% (წლიური 30.57%), რაც არ წარმოადგენს მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულ თვიურ 2.5%-ზე მეტს და შესაბამისად არც მართლსაწინააღმდეგოს და არც ამორალურ გარიგებას რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ აკრძალვებს, საჯარო წესრიგსა ან ზნეობის ნორმებს, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული სარგებლის ბათილობაზე. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხისათვის 3000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვა დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეც უსაფუძვლობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლო გადაწყვეტილებაში, აღნიშნულია რომ საქარათველოს სამოქალაქო კოდექსის 429.1 მუხლიდან გამომდინარე მხოლოდ წერილობითი დოკუმენტი შეიძლება გახდეს მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოწმის დაკიხვაზე.

 

აღნიშნული განმარტება, კონკრეტული საქმის კონტექსტის გაუთვალისწინებლად, წარმოადგენს ნორმის არასწორ განმარტებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირითადი პრინციპების, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევას.

 

მოცემულ დავაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მოწმის ჩვენების საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში შეფასებას. მოწმედ დასაკითხი პირის, ლ---ა ბ------–---–ის, ვის დაკითხვასაც მოსარჩელე მხარე მოითხოვდა, მჭიდრო კავშირი ჰქონდა მოპასუხესთან და საქმესთან. თავად მოპასუხემ დაადასტურა რომ ლ---ა ბ------–---–ის მეშვეობით მიიღო 1500 აშშ დოლარი, რაც ნიშნავს, რომ კრედიტორი აღნიშნული პირის მეშვეობით იღებდა მოვალის შესრულებას. ზოგადად, ვალდებულების შესრულებისათვის მიღების შესახებ მხარეთა შეთანხმებულ წესი მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებებით შეიძლება ფაქტობრივად შეიცვალოს.

დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მართალია, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის იმის დადასტურება, რომ მოვალემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, და აგრეთვე იმის, რომ ეს შესრულება ითვლება კრედიტორის მიერ მიღებულად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ კრედიტორისთვის მისაღები იყო მესამე პირის, ლ---ა ბ------–---–ის მეშვეობით "შესრულების" მიღება. შესაბამისად, მტკიცების სტანდარტი მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით შეიცვალა.

 

მიგვაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა მოითხოვს ისეთი ფაქტების დადგენას, საიდანაც გამომდინარეობს ვალდებულების შესრულების ახალ წესზე შეთანხმება, შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობის შემთხვევაში მოწმის ჩვენების შეფასებას (განსაკუთრებით, აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობას) გასნაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით დადგენილი წესის, რომელიც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურებას ემსახურება (კრედიტორის მტკიცების სტანდარტი), უპირობოდ, კონკრეტული საქმის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე გამოყენება, არღვევს სამოქალაქო საქმის წარმოების ძირითად პრინციპებს.

 

სესხის ხელშეკრულების გათვალისწინებული იყო სარგებელი, თვეში სესხად გაცემული თანხის 2.5 % (წლიური 30%). სასამართლომ არ დააკმაყოფილა 1.1 და 1.2 სასარჩელო მოთხოვნა იმ დასაბუთებით, რომ ფიზიკურ პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობისას არ შეიძლება ეკავოს რომელიმეს დომინანტური მდგომარეობა საფინანსო ბაზარზე. მოწინააღმდეგე მხარე სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ მოქმედებდა: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლ---ობის საფუძველზე.“

 

ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა, თუმცა მტკიცების აღნიშნული სტანდარტი უგულებელყო სასამართლომ.

 

სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლ---ი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლ---ობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იმ პუნქტის კანონთან შესაბამისობა, რომლითაც მხარეებს შორის განისაზღვრა საპროცენტო სარგებლის ოდენობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლ---ად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი)“. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

 

განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ ნების ავტონომიის პრინციპი სრულყოფილად მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობაში თანაბარი შესაძლებლობის მქონე მხარეთა მონაწილეობის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში გამსესხებელსა და მსესხებელს ფიზიკური პირები წარმოადგენენ. მოპასუხე სარგებლობს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას არ სარგებლობდა აშკარა უპირატესობით და მეორე მხარეს (მსესხებელი) მხოლოდ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმება არ უწევდა. ამდენად, მხარეები სახელშეკრულებო პირობებს თანაბარი პოზიციებიდან საზღვრავდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია გ------ი ჩ------ის პოზიცია მოპასუხის დომინანტურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს სკ-ის 625-ე მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებით, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, კერძოდ:

 

სამოქალაქო კოდექსის 625.3 მუხლით (სესხის დადების დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ იქნა ფიზიკურ პირებს შორის 1000 ლარზე მეტი ოდენობის იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხებზე მხარეთ შორის შეთანხმებული მაქსიმალური სარგებლის ოდენობა, რომლის ზემოთ შეთანხმების შემთხვევაში შეთანხმება მართლსაწინააღმდეგო და ბათილია. საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე საჯაროდ განთავსებულია წლიური საბაზისო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე როგორც ლარებში ასევე აშშ დოლარებში, როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე ასევე იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე, რის გამოც სასამართლო დავის გადაწყვეტის დროს ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნულ საიტზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სესხის დადებამდე ერთი წლის წინ არსებული საპროცენტო განაკვეთებით 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდისათვის, ფიზიკურ პირებზე, აშშ დოლარში გაცემულ სესხების საბაზისო განაკვეთებით (12.4+12.2+12.1+11.6+12.2+12.6+12.5+12.7+12.5+12.2+11.8+12.0) რომლის დაანგარიშების შედეგად საშუალო შეწონილმა საპროცენტო წლიურმა განაკვეთმა შეადგინა 12.23%, რომლის 2.5 კოეფიცენტზე გამრავლებისა და 12-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ იქნა თვიური 2.5479% (წლიური 30.57%), რაც არ წარმოადგენს მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულ თვიურ 2.5%-ზე მეტს. ამდენად, მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა მასზე, რომ 2015 წლის 10 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ წარმოადგენს ბათილ გარიგებას სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზნებისათვის.

 

4.2. რაც შეეხება 3000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, პალატა მიუთითებს შემდეგს: მოპასუხემ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა დაადასტუროს მის მიერ შემხვედრი ვალდებულების - თანხის გადაცემა, შესრულება, უკეთუ, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება მოვალის მტკიცების ტვირთია. მოვალის მიერ მითითებული ფაქტის დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებით დადასტურების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევაა მოცემული სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლ---ად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული დანაწესის ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის _ დასტურის გაცემა. ამ დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა _ მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და ისინი ფასდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალ--- მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. გ------ი ჩ------ეს არ წარმოუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები) და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, არც აღნიშნული ვალდებულების არარსებობის ან/და გათავისუფლების შესახებ მიუთითებია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გ------ი ჩ------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ------ი ჩ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე