განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001872599
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1218 17 აპრილი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი) წარმომადგენელი - - - - ნ---- ა------ ლ-- ლ------ე ბ--–- წ----ძე მ--–------ გ----------ე
დავის საგანი - სესხზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება
1. აპელანტის, ნ---- ა------ს მოთხოვნა: პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ნ---- ა------სათვის, ბ--–- წ----ძის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის, ნაცვლად 270 აშშ დოლარისა, 12- აშშ დოლარის განსაზღვრა; 2. აპელანტის, ბ--–- წ----ძის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარგებლის შემცირების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლ--ნად უარის თქმა, ხოლო პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და ბ--–- წ----ძის სასარგებლოდ, ნ---- ა------სათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,07%-ზე გაანგარიშებით თანხის დაკისრება
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 13 ივლისს, მხარეთა შორის დაიდო №--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ.
ამ ხელშეკრულების თანახმად, მისი მინდობილი პირის, ქ------- ა------ს საშუალებით, ბ--–- წ----ძისაგან ერთი წლის ვადით ისესხა 7000 აშშ დოლარი, თვეში 3.37%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------ი, შ.რ---------–ის გამზირი №---
მოსარჩელემ განმარტა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი სრულად აქვს გადახდილი. აქედან -1410 აშშ დოლარის გადახდას ადასტურებს გადარიცხვების ქვითრები, ხოლო დარჩენილი თანხა-1420.80 აშშ დოლარი მოპასუხისათვის გადაცემული აქვს პირადად ხელზე, რომლის დამადასტურებელი ხელწერილი ინახება მოპასუხესთან.
დღეისათვის, კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ, 05.01.2017წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი №---------, რომლითაც, კრედიტორის, ბ--–- წ----ძის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის-7000 აშშ დოლარის, სარგებლის-1795.80 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს-272- აშშ დოლარის (2015 წლის 13 დეკემბრიდან-აღსრულებამდე), სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის-125,54 ლარის გადახდა.
მიაჩნია, რომ კრედიტორის მიმართ მისი დავალ--ნება შეადგენს ძირითად თანხას- 7000 აშშ დოლარს.
რაც შეეხება ერთდროულად, პროცენტის-1795.80 აშშ დოლარის, ასევე აღსრულებამდე პირგასამტეხლოს-272- აშშ დოლარის დარიცხვას კანონშეუსაბამოა, ვინაიდან, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კრედიტორმა არ შეიძლება მოითხოვოს ერთდროულად პროცენტის ბოლომდე გადახდა და ვადაგადაცილებისათვის ჯარიმის დარიცხვა.
ამდენად, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-მდე, რაც შეადგენს ერთ დღეზე 0,7 აშშ დოლარს და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 2016 წლის 14 ივლისიდან-აღსრულების დაწყებამდე, 2017 წლის 5 იანვრამდე, სულ 176 დღეზე 12-.20 აშშ დოლარი.
ასევე, უნდა შემცირდეს დარიცხული სარგებელი 1795 აშშ დოლარი 364.20 აშშ დოლარით, ვინაიდან, ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი სარგებელი შეადგენდა 2830.80 აშშ დოლარს, ხოლო ქვითრებით გადახდილი არის 1400 აშშ დოლარი, შესაბამისად გადასახდელად დარჩენილ-- 1430.80 აშშ დოლარი.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ბ--–- წ----ძის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებას ეთანხმებოდა 0.07%-მდე.
ასევე განმარტა, რომ მოსარჩელეს სარგებლის სახით გადახდილი აქვს, მხოლოდ 800 აშშ დოლარი.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. ნ---- ა------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. შემცირდეს, ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 2017 წლის 5 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ნ---- ა------ს, ბ--–- წ----ძის სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლო - 270 აშშ დოლარის გადახდა; 3. შემცირდეს, ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 2017 წლის 5 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული სარგებელი და ნ---- ა------ს, ბ--–- წ----ძის სასარგებლოდ დაეკისროს, 1430.8 აშშ დოლარის გადახდა; 4. მოპასუხე ბ--–- წ----ძეს, მოსარჩელე ნ---- ა------ს სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 205.37 ლარის ოდენობით; 5. მოსარჩელე ნ---- ა------ს, მოპასუხე ბ--–- წ----ძის სასარგებლოდ დაეკისროს, საადვოკატო ხარჯი 100 ლარის ოდენობით; 6. მოსარჩელე ნ---- ა------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 10.27 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. სამოქალაქო საქმეზე (№ 2/833-17) მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება; 2. მოპასუხე ბ--–- წ----ძეს, მოსარჩელე ნ---- ა------ს სასარგებლოდ დაეკისროს, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი თანხა - 50 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 13 ივლისს, ბ--–- წ----ძესა და ნ---- ა------ს წარმომადგენელს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---- ა------ზე გაიცა სესხი 7000 აშშ დოლარი 1 წლის ვადით - 2016 წლის 13 ივლისის ჩათვლით, ყოველთვიური 3.37% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მიხედვით, სარგებელი გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველთვიურად, ხოლო ძირითადი თანხა ვადის ბოლოს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდაზე; სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ა------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქ-------ი, შ.რ---------–ის გა--------, საკადასტრო კოდი 0------------ ხელშეკრულების 1.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებელი გადააცილებდა სარგებლის გადახდის წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას 2 თვით, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, გამოეყენებინა ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, კერძოდ, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, რა მიზნითაც შეეძლო მიემართა ნოტარიუსისათვის განცხადებით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. 2.2. 2017 წლის 05 იანვარს, ბ--–- წ----ძემ მიმართა ნოტარიუს მ------------–---–ს, რომელმაც გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, 2017 წლის 05 იანვრის მდგომარეობით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 7 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1795.80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 7.00 აშშ დოლარი (0.1%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 13 დეკემბრიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი-125.54 ლარი. 2.3. სს ,,ს----------–--- ბ---ის“ მიერ, ჩარიცხული გზავნილების შესახებ 2017 წლის 25 მარტის N------------ ინფორმაციით დგინდება, რომ ბ--–- წ----ძემ, 2015 წლის 01 დეკემბრიდან-2017 წლის 27 მარტამდე პერიოდში, ქ------- ა------საგან მიიღო შემდეგი თანხები: 08.11.2016 - 300 აშშ დოლარი; 7.0-.2016 – 300 აშშ დოლარი; 17.12.2015 – 200 აშშ დოლარი. 2.4. საქმეში წარმოდგენილი, 2016 წლის 20 ოქტომბრის და 2016 წლის 15 თებერვლის ქვითრებით დასტურდება მოსარჩელის მიერ, მოპასუხისათვის 600 აშშ დოლარის გადახდა, რაც ასევე დაადასტურა 2018 წლის 05 სექტემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 302-ე; ''ნოტარიატის შესახებ'' ს----------–--- კანონის 38-ე, მე-40; ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეები არ დაობენ, რომ 2015 წლის 13 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ნ---- ა------ს (მოპასუხე) მხრიდან, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული და მას, 2017 წლის 05 იანვრის მდგომარეობით კრედიტორის, ბ--–- წ----ძის (მოსარჩელე) მიმართ გააჩნია დავალ--ნება, როგორც ძირითადი თანხა-7000 აშშ დოლარი, ასევე სარგებელი, პირგასამტეხლო და აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯი. ჩარიცხული გზავნილების შესახებ სს ,,ს----------–--- ბ---ის“ N------------ ინფორმაციის, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 20 ოქტომბრის და 2016 წლის 15 თებერვლის ქვითრების და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მოვალე ნ---- ა------ს, კრედიტორის, ბ--–- წ----ძის სასარგებლოდ გადახდილი აქვს სარგებლის სახით 1400 აშშ დოლარი. ამ გარემოებიდან გამომდინარე, დადგენილი იქნა, რომ უნდა შემცირებულიყო ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 2017 წლის 5 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული სარგებელი და ბ--–- წ----ძის მიმართ, ნ---- ა------ს სარგებლის სახით უნდა დაკისრებოდა 1430.8 აშშ დოლარის (2830,80 - 1400=1430,8) გადახდა. 2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო-272- აშშ დოლარი არათანაზომიერი იყო მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე შეამცირა დაახლოებით 10-ჯერ. შესაბამისად, მისი გონივრული ოდენობა განისაზღვრა 270 აშშ დოლარით.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები ნ---- ა------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, იგი ითხოვდა ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 2017 წლის 5 იანვარს გაცემული №---------- სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირებას 12-.20 აშშ დოლარამდე. მართალ--, სასამართლოს მიერ მოხდა პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ბუნდოვანია, ვინაიდან, პირგასამტეხლოს შემცირებისას არ იქნა გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ ირკვევა, თუ რა პერიოდიდან დაეკისრა მხარეს პირგასამტეხლო, ასევე, არ ირკვევა, თუ რა ოდენობამდე შეამცირა სასამართლომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. 3.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 420-ე მუხლი, რაც საბოლოოდ იურიდიულად საკმარისად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ ირკვევა, თუ რატომ არ დააკმაყოფილა სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში მისი სასარჩელო მოთხოვნა სრულად, საიდან დაიწყო პირგასამტეხლოს ვადის ათვლა ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეები არ შეთანხმებულან ერთდროულად პროცენტის გადახდაზე და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. ბ--–- წ----ძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, სს "ს----------–--- ბ---ის" მიერ, 2017 წლის 28 მარტს გაცემულ ცნობას, რომლითაც დგინდება, რომ ბ--–- წ----ძემ, 2015 წლის 1 დეკემბრიდან-2017 წლის 25 მარტამდე, ნ---- ა------საგან, ქ------- ა------ს მეშვეობით მიიღო 800 (რვაასი) აშშ დოლარი. სასამართლომ ამ ცნობაში დაფიქსირებულ თანხებს არასწორად მიუმატა საქმეში განთავსებულ გზავნილებში დაფიქსირებული თანხები-600 აშშ დოლარი, რომელიც უკვე ასახული იყო ს----------–--- ბ---ის მიერ გაცემულ ცნობაში და ისინი სხვა გადარიცხვად მიიჩნია. რაც შეეხება შესაგებელში აღიარებულ 800 (რვაასი) აშშ დოლარს, ეს თანხა სააღსრულებო ფურცელშივე იყო გათვალისწინებული, როგორც მიღებული თანხა და მოვალისათვის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული გადასახდელი თანხის ოდენობაში არ ასახულა. 3.4. ასევე დაუსაბუთებელ-- სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ათმაგი ოდენობით შემცირების ნაწილში, რადგან ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%, ბევრად ნაკლებია ხელშეკრულებაში მითითებულ ყოველთვიურ პროცენტზე, რაც შეადგენდა 3.37%-ს. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ითვალისწინებს პირგასამტეხლოს შემცირებას 0.1%-დან 0.07%-მდე, რაც ნათლად ადდასტურებს, რომ სასამართლომ მოსარჩელეს სასარგებლოდ მიიღო აშკარა უკანონო და მიკერძოებული გადაწყვეტილება, ვინაიდან პირგასამტეხლო შემცირებული გამოდის 0.1%-დან 0.001%-მდე, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელ--.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლ-- გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლ--ნად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.3. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქ------- ა------ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის და შემდგომშიც იყო ნ---- ა------ს უფლებამოსილი წარმომადგენელი. (იხ. ხელშეკრულება, მინდობილობა, ს/ფ 18-21, 35-36). 4.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, Elva ფულადი გზავნილებით ირკვევა, რომ ქ------- ა------მ ბ--–- წ----ძეს ჩაურიცხა 2016 წლის 20 ოქტომბერს-300 აშშ დოლარი (გზავნილის N-----------), 2016 წლის 15 თებერვალს-300 აშშ დოლარი (გზავნილი N-----------). (იხ.ს/ფ 27, 30). 4.5. სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენლი მტკიცებულებით, 2019 წლის 0- აპრილს, სს ,,ს----------–--- ბ---ის“ მიერ გაცემული ფულადი გზავნილების მიღების ოპერაციების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ბ--–- წ----ძეს 17/12/2015-დან, 08/11/2016-მდე პერიოდში მიღებული აქვს შემდეგი თანხები: 12/17/2015წ-200 აშშ დოლარი, გზავნილის კოდი 7----------- 3/7/2016წ- 300 აშშ დოლარი, გზავნილის კოდი 4----------; 11/8/2016წ- 300 აშშ დოლარი, გზავნილის კოდი 9----------- სამართლებრივი დასაბუთება 4.6. ნ---- ა------ს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა განმარტავს: როგორც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ირკვევა, ნ. ა------ ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირგასამტეხლოს სახით, ბ--–- წ----ძის სასარგებლოდ, ნაცვლად 270 აშშ დოლარისა, გადასახდელი თანხის-12- აშშ დოლარით განსაზღვრას. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სჩივრით დავის საგნის ღირებულებაა 147 აშშ დოლარი (270-12-= 147), რომლის ექვივალენტი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის დროისთვის-17.0-.2019წ. შეადგენს 395.43 ლარს (2.69x147=395.43) ლარს. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 2000 (ორი ათას) ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. სსსკ-ის 372-ე 374-ე და მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომლის შესაბამისადაც, პირს მთლ--ნად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, პალატა თვლის, რომ ნ---- ა------ს სააპელაციო საჩივარი, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაუშვებელ-- და უნდა დარჩეს განუხილველი. ბ--–- წ----ძის სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: 4.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ირკვევა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. ბ--–- წ----ძის (კრედიტორი) სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, ამასთან აპელანტის პრეტენზია მიმართულ-- გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობების წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ მოვალეს სარგებლის სახით გადახდილი ჰქონდა 1400 აშშ დოლარი, ასევე პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად ჩაითვალა 10-ჯერ შემცირებული თანხა-270 აშშ დოლარი. 4.9. სადავო საკითხის გადასაწყვეტად პალატა უთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.10. საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, ნ---- ა------ზე 7 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი გაიცა 1 წლის ვადით, ყოველთვიური 3.37% სარგებლის დარიცხვით, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების მთელი პერიოდისათვის სარგებელმა შეადგინა 2830.80 აშშ დოლარი (7000-ის 3,37%=2-5,9; 2-5,9 X 12=2830.80). ვინაიდან, 2019 წლის 0- აპრილს, სს ,,ს----------–--- ბ---ის“ მიერ გაცემული ფულადი გზავნილების მიღების ოპერაციების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ბ--–- წ----ძეს, 17/12/2015-დან, 08/11/2016-მდე პერიოდში შემდეგი გზავილებით: გზავნილის კოდი 7----------------------------------- ნ---- ა------საგან მიღებული აქვს სულ 800 აშშ დოლარი, ხოლო სხვა თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვალეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 13 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მთელი პერიოდისათვის გადასახადელი სარგებლის თანხიდან-2830.80 აშშ დოლარიდან, მოვალეს, მხოლოდ 800 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. ვინაიდან, სააღსრულებო ფურცელში სარგებლის ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, ნაცვლად 2830.80 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1795,80 აშშ დოლარი- სწორია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გადასახდელი სარგებლის ოდენობა შემცირდა 1400 აშშ დოლარამდე არასწორია, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველ--. 4.11. პალატა არ იზიარებს აპელანტის, ბ--–- წ----ძის მოსაზრებას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნავს: მართალ--, სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მოვალემ გადაიხადოს პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლ-- საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ-- თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს. 4.12. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ 2015 წლის სესხის გასტუმრების ვადას წარმოადგენდა 2016 წლის 13 ივლისი. მიუხედავად იმისა, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, ამასთან, ვადის დასრულების დროისათვის ვალი გასტუმრებული არ ყოფილა, კრედიტორმა თავისი უფლების რეალიზება და სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით იძულებით აღსრულება განახორციელა 6 თვის შემდეგ, რითაც ფაქტობრივად ხელი შეუწყო პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 420-ე მუხლებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 272- აშშ დოლარი სწორად შეამცირა 270 აშშ დოლარამდე, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები. 4.13. სააპელაციო პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის, ბ--–- წ----ძის მოთხოვნას დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დგინდება, ნ---- ა------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, სსსკ-ის 53.1-ე მუხლის თანახმად, მოგებული მხარის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, ნ---- ა------ს მიერ გადახდილი თანხის - 50 ლარის დაკისრება გამომდინარეობს საპროცესო კანონის მოთხოვნებიდან. 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულ--, რომ მისი სამართლებრივი საფუძლ--ნობის შეფასება შეუძლებელ--. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც სესხზე დარიცხული სარგებლოს შემცირების ნაწილში ნ---- ა------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველ--.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლ-- საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ბ--–- წ----ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სარგებლის შემცირების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ---- ა------ს სასარჩელო მოთხოვნა, შემცირდეს, ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 2017 წლის 5 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული სარგებელი 1430.8 აშშ დოლარამდე-არ უნდა დაკმაყოფილდეს; ბ--–- წ----ძის სააპელაციო მოთხოვნა, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს; ბ--–- წ----ძის სააპელაციო მოთხოვნა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს; ნ---- ა------ს სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ--–- წ----ძის სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ნ---- ა------ს ბ--–- წ----ძის სასარგებლოდ უნდა გადახდეს, დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის პროპორციულად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 38.60 ლარის ანაზღაურება. იმის გათვალისწინებით, რომ ნ---- ა------ს სააპელაციო საჩივარი, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე დარჩა განუხილველი, სსსკ-ის 372-ე 374-ე და 187.2-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლ--ნად უნდა დაუბრუნდეს 2019 წლის 25 იანვარს, სს „ს----------–--- ბ---ში, მის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, ლ-- ლ------ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბ---ის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ--–- წ----ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სარგებლის შემცირების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ---- ა------ს სასარჩელო მოთხოვნა, შემცირდეს, ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ, 2017 წლის 5 იანვარს გაცემული N--------- სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული სარგებელი 1430.8 აშშ დოლარამდე-არ დაკმაყოფილდეს;
4. ბ--–- წ----ძის სააპელაციო მოთხოვნა, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. ბ--–- წ----ძის სააპელაციო მოთხოვნა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
6. ნ---- ა------ს სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
7. ნ---- ა------ს დაუბრუნდეს, 2019 წლის 25 იანვარს, სს „ს----------–--- ბ---ში, მის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, ლ-- ლ------ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბ---ის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;
8. ნ---- ა------ს, ბ--–- წ----ძის სასარგებლოდ დაეკისროს, ბ--–- წ----ძის მიერ, სააპელაციო წარმოებისთვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-38,60 ლარის გადახდა;
9. გადაწყვეტილება ნ---- ა------ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
10. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე