განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001804236
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები - ირაკლი ბონდარენკო
ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი
I აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – ე------------–--–-–---–-
წარმომადგენელი - ა-------------–-
II აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – ქ--------------------
წარმომადგენელი - ვ----–---------–---–-
მესამე პირი - სსიპ ს--–---–--------------------------------------------------------------–---–----------------
წარმომადგენელი - მ-------–------
გასაჩივრებული გადაწყევტილება - თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით, ქ--------------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ე------------–--–-–---–- (პ/ნ 5----------- მოსარჩელე ქ--------------------- (პ.ნ 0----------- სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, გ----------–--–-–---–-- (დაბადებული 1--------- წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2017 წლის 14 თებერვლიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე; წინამდებარე გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღსასრულებლად მიექცა დაუყოვნებლივ;
ამავე გადაწყვეტილებით ე------------–--–-–---–-ს შეგებებული სარჩელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ე------------–--–-–---–- (პ/ნ 5----------- არასრულწლოვან შვილთან, გ----------–--–-–---–თან (დაბადებული 1--------- წელს) განესაზღვრა ურთიერთობის შემდეგი წესი:
წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი- სამი თვის განმავლობაში:- ყოველი კვირის შაბათ დღეს - არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გაყვანის, მასთან დარჩენის უფლებით და საღამოს 20 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; კვირა დილით 11 საათზე არასრულწლოვანი შვილის თავისთან წაყვანის, მასთან დარჩენის უფლებით და საღამოს 20 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; არასრულწლოვანი შვილის მამასთან შეჩვევა- შეგუების შემდგომ პერიოდში: ყოველი კვირის შაბათ დღეს - არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გაყვანის, თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის,(არასრულწლოვანის სურვილის შემთხვევაში) ღამით მასთან დარჩენის უფლებით და კვირა საღამოს, 20 საათზე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; გადაწყვეტილებით ასევე დადგენილ იქნა, რომ ზამთრის არდადეგებზე, ე------------–--–-–---–მა არასრულწლოვან შვილთან იურთიერთოს ერთი კვირა, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე, 15 დღის განმავლობაში (თვის დღეების შერჩევა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით);
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე ქ-------------------- და მოპასუხე ე------------–--–-–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2000 წლიდან 2015 წლის 14 აპრილამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–------------–- დაბადებული გ----------–--–-–---–ი;
2.2. მოსარჩელე ქ--------------------ა და მოპასუხე ე------------–--–-–---–- შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2010 წლიდან. მოსარჩელე ქ-------------------- არასრულწლოვან შვილთან, გ----------–--–-–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, კ--------------–----------.
2.3. მოსარჩელე ქ-------------------- არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი.
2.4. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------------------–-------------–--–-----------------– მიხედვით, ე------------–--–-–---–-ა და მის მშობლებს, მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და იღებენ ყოველთვიურ დახმარებას, 45-45 ლარს.
2.5. საქმეში წარმოდგენილი მ-----------------------------–----- ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის N-----, 1---------– მიხედვით დგინდება, რომ ქ-------------------- მისამართზე ქ-------–------------------ს შესახ. N--, ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან, მშობლებთან და დასთან ერთად. ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს კერძო ტიპის 3 ოთახიანი ბინა, რომელიც მათ საკუთრებაშია. ბინა უზრუნველყოფილია კომუნალური პირობებით, ასევე, პირველადი მოხმარების ავეჯითა და ტექნიკით. ქ--------------------- გადმოცემით, ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მშობლების ასაკობრივი პენსია 360 ლარის ოდენობით და დის ხელფასი, 500 ლარის ოდენობით, რომელიც მუშაობს ოჯახში ძიძად.
2.6. საქმეში წარმოდგენილი მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის N-----, 1---------– მიხედვით დგინდება, რომ ე------------–--–-–---–- ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ს---------–-----------, ბ------ მშობლებთან, ტ------–---–--–-–---–თან და ს--------–--–-–---–თან ერთად. საცხოვრებელი შედგება 6 ოთახისგან, რომელიც არის კეთილმოწყობილი. ოჯახის გადმოცემით, აღნიშნული ბინა ეკუთვნის მის ნათესავებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, თავად ოჯახი დევნილია ც------–-- რეგიონიდან. ე------------–--–-–---–-ს თქმით, მას დახმარებას უწევს მისი მეგობარი ქალბატონი - ი-----------–---–-, რომელიც ე------------–--–-–---–-ს გადმოცემით, ამ ეტაპზე მასთან არ ცხოვრობს.
2.7. ე------------–--–-–---–-ს კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილის, გ----------–--–-–---–-- გარდა, სხვა პირი არ იმყოფება.
2.8. საქმეში წარმოდგენილი ს------------–---- N საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობის N----, 2---------წ მიხედვით დგინდება, რომ გ----------–--–-–---–ი სწავლობს ს-------–--------–-------- საჯარო სკოლის მე-4 კლასში, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, მეორე ცვლაში.
2.9. საქმეში წარმოდგენილი ა-----–----------------–-------------------------------------–---------ე საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობის N---, 1---------– მიხედვით, გ----------–--–-–---–ი, მშობელთან, ქ-------------------თან 2----–-–------------------ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ირიცხება აკ----–---------- სახელობის ქალაქ თბილისის N------------------–-- გარე სერვისის, კერძოდ, ,---–-------------–--- მსმენელად. მოსწავლე მეცადინეობას ესწრება ყოველ შაბათს. მომსახურების საფასური შეადგენს კალენდარულ თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარს. გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით.
2.10. საქმეში წარმოდგენილი შ-----------–------ მიერ გაცემული ცნობის 26/10/2017წ მიხედვით, გ----------–--–-–---–ი არის ი-------–------ რ------------------------- მოსწავლე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.11. სასამართლმო დადგენილად ვერ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ე------------–--–-–---–- აქვს არალეგალური, ყოველთვიური შემოსავალი, ვინაიდან სადავო გარემოება ვერ დადასტურდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების თანახმად. საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციის #-----------, 2---------– მიხედვით, ე------------–--–-–---–- 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი.
2.12. სასამართლომ დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ე------------–--–-–---–- სარჩელის წარმოდგენის დროისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წარმოადგენს შრომისუუნარო პირს, ვინაიდან მოსარჩელემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოპასუხემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად. მოპასუხე ე------------–--–-–---–-ს მიერ ხსენებული გარემოების დასტურად წარმოდგენილია მხოლოდ მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ხოლო მტკიცებულება, რაც მისი შრომისუნარიანობის მნიშვნელოვნად შემცირებისა ან შეზღუდვის საფუძველია, საქმეს არ ერთვის.
2.13. საქმეში არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება მამის, ე------------–--–-–---–-ს მხრიდან შვილთან ურთიერთობისას, ბავშვის რომელიმე საჭიროების უგულებელყოფისა და სავარაუდო საფრთხის შესახებ, რაც მშობლისათვის შვილის ნახვის უფლების შეზღუდვის საფუძველია.
2.14. საქმეში წარმოდგენილი მ-----------------------------–----- ორგანოს დასკვნის N-----, 1---------– მიხედვით, გ----------–--–-–---–ი ჯანმრთელი ბავშვია. მას აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, გადის სხვადასხვა საგნების ოლიმპიადებზე და აქვს წარმატებები. ს--–---–---------–--- გაესაუბრა არასრულწლოვანს (დედის კატეგორიული მოთხოვნით მისი თანდასწრებით). გ----------–--–-–---–-- გადმოცემით, მამა დიდი ხანია არ უნახავს და არ ახსოვს, სურს მამა ინახულოს ხოლმე, მაგრამ მასთან დარჩენის ამ ეტაპზე წინააღმდეგია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი, 2----–-–------------–- დაბადებული გ----------–--–-–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანიშრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები 2010 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი გ----------–--–-–---–ი ცხოვრობს ქ-------------------თან ერთად. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. მართალია ამ ეტაპზე მოპასუხე ე------------–--–-–---–-ს ყოველთვიური, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი არ უდასტურდება, მაგრამ იგი წარმოადგენს შრომისუნარიან ადამიანს, იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე პირს, იღებს სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას - 45 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა- განვითარებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში N14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის მუდმივად არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. ე------------–--–-–---–-ს ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის სამომავლოდ მიღების შესაძლებლობა და ა.შ. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების მინიმალური რჩენის ვალდებულებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობა. მოპასუხე ე------------–--–-–---–-ს სარჩელის განხილვის დროისათვის არ არის დასაქმებული, მაგრამ ყურადსაღებია გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შრომისუნარიანია, აქვს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი და იღებს ყოველთვიურ დახმარებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე არ ჰყავს სხვა პირი, გარდა არასრულწლოვანი შვილის, გ----------–--–-–---–--ა. ასევე, სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მცირეწლოვანი ბავშვის ასაკი და აქედან გამომდინარე - მოთხოვნილებები და საჭიროებები, გარემოება იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლომ შენიშნა, რომ გ----------–--–-–---–ი წარმატებული მოსწავლეა, დამატებით ემზადება სხვადასხვა საგნებში. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
სასამართლომ შენიშნა ისიც, რომ მოპასუხე ე------------–--–-–---–- თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განსაზღვრულიყო ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2017 წლის 14 თებერვლიდან, არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------–- დაბადებული გ----------–--–-–---–-- სრულწლოვანებამდე, ან გარემოებების შეცვლამდე.
2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ ხოლო ამავე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ისეთ ქცევის წესს, რომ მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მ-----------------------------–----- ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ----------–--–-–---–ი არის ქ---------------------ა და ე------------–--–-–---–-ს შვილი, რომელიც 2----–-–------------–-. მხარეები 2010 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი გ----------–--–-–---–ი ცხოვრობს და იზრდება დედასთან, ქ-------------------თან ერთად.
დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზეც, რომ ბავშვი ამ ეტაპზე გადაჩვეულია მამას, არ აქვს მშობელთან სისტემატიური მამა-შვილური ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დავაში მონაწილე თითოეულმა მხარემ, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამოდინარე მოპასუხემ მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს თავის შვილთან.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“ „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. აღნიშნული ნორმის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N14 (2013 წ.) მითითებულია ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი), მე-60 პუნქტის მე-2 წინადადებაში მიუთითებს, რომ ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი). ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.
ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.
მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომნდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v.Poland, no. 17254/11, 15 april 2014)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.
ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად აღნიშნული უფლების შემცირების, შეზღუდვის ან გამორიცხვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: 1. არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; 2. არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და 3. არის თუ არა უფლების შეზღუდვის, შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.
შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების საგანია, იყო თუ არა არასრულწლოვანი გ----------–--–-–---–-- საუკეთესო ინტერესებში მამასთან ყოველი კვირის შაბათ დღის, 12:00 საათიდან კვირის 18:00 საათამდე ურთიერთობა, ღამისთევით სახლში წაყვანის უფლებით, დედისაგან განცალკევებით, ხოლო არდადეგების პერიოდში, ზამთარში ორი კვირით, ხოლო ზაფხულში ერთი თვით წაყვანის უფლებით. კვლევის საგანია საკითხი იმის თაობაზე, თუ მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით რამდენად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, გ----------–--–-–---–თან ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
ბავშვის, გ----------–--–-–---–-- ჭეშმარიტი ინტერესის დადგენისათვის, მშობლის ბავშვთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქმეზე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი არის მე-4 კლასის მოსწავლე, აქვს სწავლების, ასევე, დამატებითი წრეების განსაზღვრული რეჟიმი. ამასთან, წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გარემოება მამის ოჯახში მცხოვრები პირების მხრიდან სავარაუდო საფრთხის შესახებ, ასევე, ე------------–--–-–---–-ს მიერ ბავშვის რაიმე საჭიროების უგულებელყოფის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მ-----------------------------–----- ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლის პირადი ურთიერთობა, პირადი ცხოვრება, სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულებებს გარეშე, არ შეიძლება გახდეს მამა-შვილს შორის ურთიერთობის შემცირების ან შეზღუდვის საფუძველი. ამდენად, გ----------–--–-–---–-- ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით, ამასთან, გასათვალისწინებელია თავად არასრულწლოვანის ნება, მისი მომავალი შეჩვევა-შეგუების პროცესი მშობელთან, სასამართლომ გაიზიარა არასრულწლოვანი გ----------–--–-–---–-- წარმომადგენლის (ს--–------------- წარმომადგენლის) პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მამისა და შვილის ურთიერთობა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, ე------------–--–-–---–-ა და გ----------–--–-–---–ს შორის ურთიერთობის პერიოდში არ დაფიქსირებულა რაიმე სახის უარყოფითი გარემოებები, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მამასთან ყოფნა ბავშვისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ოჯახის შესწავლის დროს, ს--–---–---------–---ს ე------------–--–-–---–-ს მეგობარი ქალბატონის მიმართ არ გამოვლენილა გონივრული ეჭვის რაიმე სახის საფუძველი, რითაც მისი რეპუტაცია დადგებოდა ეჭვქვეშ, მითითება საფრთხეზე მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ფაქტები არ არის დაფიქსირებული. ბავშვის ასაკი იძლევა შესაძლებლობას გამოყოფილი იყოს უფრო მეტი დრო ურთიერთობისათვის, დედის ზედამხედველობის გარეშე, მისი დატვირთულობისა და რეჟიმის მიხედვით, მაგრამ გასათვალისწინებელია მამა-შვილის ურთიერთობაში გარკვეული წყვეტა, რის გამოც თავდაპირველად უნდა ჩამოყალიბდეს მიჯაჭვულობა, ბავშვის მოთხოვნილებებთან, პირობებთან მისადაგებით, ხოლო შემდგომ გახანგრძლივდეს ურთიერთობა. არდადეგებთან მიმართებით კი მიზანშეწონილია იგი განაწილდეს ბავშვის სურვილისამებრ, ზამთრის არდადეგების მეორე ნახევარი და ზაფხულის არდადეგები არაუმეტეს ორი კვირისა. მამასა და შვილს შორის სისტემატიური ურთიერთობის არ ქონამ, მისმა გახანგრძლივებამ მამასთან დიდი ხნით დაშორების გამო, მოსალოდნელია გამოიწვიოს გ----------–--–-–---–-- კიდევ უფრო მეტი გაუცხოება მამის მიმართ, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.
შესაბამისად, სასამართლომ ბავშვის, გ----------–--–-–---–-- საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე------------–--–-–---–-ს მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო. კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით, მამა-შვილს შორის ურთიერთობა უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი - სამი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათ დღეს - არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გაყვანის, მასთან დარჩენის უფლებით და საღამოს 20 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; კვირა დილით, 11 საათზე, არასრულწლოვანი შვილის თავისთან წაყვანის, მასთან დარჩენის უფლებით და საღამოს 20 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; არასრულწლოვანი შვილის მამასთან შეჩვევა- შეგუების შემდგომ პერიოდში: ყოველი კვირის შაბათ დღეს არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გაყვანის, თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის (არასრულწლოვანის სურვილის შემთხვევაში), ღამით მასთან დარჩენის უფლებით და კვირა საღამოს, 20 საათზე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზაფხულისა და ზამთრის პერიოდებში ბავშვის მონახულების სახლში ან/და თავისთან წაყვანისა და დატოვების უფლებით, სასამართლოს მოსაზრებით, არასრულწლოვანის საუკეთესო და უპირატესი ინტერესის, ასევე მ-----------------------------–----- ორგანოს პოზიციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია შემდეგი წესის განსაზღვრა: ზამთრის არდადეგებზე, ე------------–--–-–---–მა არასრულწლოვან შვილთან იურთიერთოს ერთი კვირა, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე, 15 დღის განმავლობაში (თვის დღეების შერჩევა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით);
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ე------------–--–-–---–-ს სააპელავციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასმართლომ არასწორად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის არ მქონედ და არ შეაფასა სწორედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მითითებულია გადაწყვეტილების 3.2.4 ნაწილში. კერძოდ საქმეში წარმოდგენილი მ-----------------------------–----- ორგანოს დასკვნის N----- მიხედვით, ს--–---–---------–--- დედის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე არასრულწლოვანს გაესაუბრა დედის თანდასწრებით. აღნიშნული გასაუბრებისას გ----------–--–-–---–მა განაცხადა, რომ მამა დიდი ხანია არ უნახავს და არ ახსოვს, მამის ნახვა სურს, თუმცა მასთან დარჩენის წინააღმდეგია ამ ეტაპზე. აპელანტის შეფასებით, დასკვნის გაცნობისას, სასამართლოს უნდა გასჩენოდა ლეგიტიმური კითხვა, რატომ იყო დედა ასეთი კატეგორიული და რატომ არ მისცა სოციალურ მუშაკს საშუალება არასრულწლოვანს გასაუბრებოდა ცალკე, ხომ არ ხდება არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამასთან ერთად, ე------------–--–-–---–- თავის ახსნა-განმარტებაში და ასევე შესაგებელსა და შეგებებულ სარჩელში მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ბავშვთან ურთიერთობაში ხელს უშლის მოსარჩელე.
აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, დასადგენ გარემოებათა წრე თავად განსაზღვროს და შეკრიბოს მტკიცებულებები. რაც შეეხება მტკიცებულებათა შეგროვებას ამ ტიპის დავებზე, მოსამართლე არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია, თავად შეკრიბოს მტკიცებულებები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლი მოსამართლის შესაძლებლობაზე მიუთითებს, თუმცა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. შესაბამისად, სასამართლოს თავად შეუძლია განსაზღვროს გარემოებათა წრე და მოიპოვოს მტკიცებულებები, ისევ და ისევ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნებისთვის. აპელანტის შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო თავად უნდა დაინტერესებულიყო არასრულწლოვანი გ----------–--–-–---–-- ფსიქოლოგიური ფონით, საქმეში ჩაერთო არასრულწლოვანთა ფსიქოლოგი და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიეღო მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგის დასკვნის გათვალისწინებით.
3.2. ქ--------------------- სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოსდა ე------------–--–-–---–- არ ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი და არ გააჩნდეს უძრავ-მოძრავი ქონება. აპელანტის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარეს აქვს შემოსავალიც და ძვირადღირებული ავტომანქანაც, რომლის შენახვისთვის ესაჭიროება სათანადო სახსრები, რაც თავის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ იგი გადახდისუნარიანია და არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მოვალეობის მიზნით ალიმენტის სახით 500 ლარის გადახდაც შეუძლია. ამდენად, აპელანტი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ძირითადი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მოსარჩელე ქ-------------------- და მოპასუხე ე------------–--–-–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2000 წლიდან 2015 წლის 14 აპრილამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–------------–- დაბადებული გ----------–--–-–---–ი;
- მხარეთა შორის თანაცხოვრება შეწყვეტილია 2010 წლიდან. მოსარჩელე ქ-------------------- არასრულწლოვან შვილთან, გ----------–--–-–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, კ--------------–----------.
- მოსარჩელე ქ-------------------- არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი.
- საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ო------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------------------–-------------–--–-----------------– მიხედვით, ე------------–--–-–---–-ა და მის მშობლებს, მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და იღებენ ყოველთვიურ დახმარებას, 45-45 ლარს.
- საქმეში წარმოდგენილი მ-----------------------------–----- ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის N-----, 1---------– მიხედვით დგინდება, რომ ქ-------------------- მისამართზე ქ------–------------------ შესახ. N--, ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან, მშობლებთან და დასთან ერთად. ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს კერძო ტიპის 3 ოთახიანი ბინა, რომელიც მათ საკუთრებაშია. ბინა უზრუნველყოფილია კომუნალური პირობებით, ასევე, პირველადი მოხმარების ავეჯითა და ტექნიკით. ქ--------------------- გადმოცემით, ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მშობლების ასაკობრივი პენსია 360 ლარის ოდენობით და დის ხელფასი, 500 ლარის ოდენობით, რომელიც მუშაობს ოჯახში ძიძად.
- საქმეში წარმოდგენილი მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის N-----, 1---------– მიხედვით დგინდება, რომ ე------------–--–-–---–- ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ს---------–-----------, ბ------ მშობლებთან, ტ------–---–--–-–---–თან და ს--------–--–-–---–თან ერთად. საცხოვრებელი შედგება 6 ოთახისგან, რომელიც არის კეთილმოწყობილი. ოჯახის გადმოცემით, აღნიშნული ბინა ეკუთვნის მის ნათესავებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, თავად ოჯახი დევნილია ც------–-- რეგიონიდან. ე------------–--–-–---–-ს თქმით, მას დახმარებას უწევს მისი მეგობარი ქალბატონი - ი-----------–---–-, რომელიც ე------------–--–-–---–-ს გადმოცემით, ამ ეტაპზე მასთან არ ცხოვრობს.
- ე------------–--–-–---–-ს კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილის, გ----------–--–-–---–-- გარდა, სხვა პირი არ იმყოფება.
-საქმეში წარმოდგენილი ს------------–---- N საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობის N----, 2---------წ მიხედვით დგინდება, რომ გ----------–--–-–---–ი სწავლობს ს-------–--------–-------- საჯარო სკოლის მე-4 კლასში, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, მეორე ცვლაში.
- საქმეში წარმოდგენილი აკ----–---------- სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N------------------–-- მიერ გაცემული ცნობის N---, 1---------– მიხედვით, გ----------–--–-–---–ი, მშობელთან, ქ-------------------თან 2----–-–------------------ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ირიცხება აკ----–---------- სახელობის ქალაქ თბილისის N------------------–-- გარე სერვისის, კერძოდ, ,---–-------------–--- მსმენელად. მოსწავლე მეცადინეობას ესწრება ყოველ შაბათს. მომსახურების საფასური შეადგენს კალენდარულ თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარს. გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით.
- საქმეში წარმოდგენილი შ-----------–------ მიერ გაცემული ცნობის 26/10/2017წ მიხედვით, გ----------–--–-–---–ი არის ი-------–------ რ------------------------- მოსწავლე.
- საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციის #-----------, 2---------– მიხედვით, ე------------–--–-–---–- 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი.
- საქმეში წარმოდგენილი მ-----------------------------–----- ორგანოს დასკვნის N-----, 1---------– მიხედვით, გ----------–--–-–---–ი ჯანმრთელი ბავშვია. მას აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, გადის სხვადასხვა საგნების ოლიმპიადებზე და აქვს წარმატებები. ს--–---–---------–--- გაესაუბრა არასრულწლოვანს (დედის კატეგორიული მოთხოვნით მისი თანდასწრებით). გ----------–--–-–---–-- გადმოცემით, მამა დიდი ხანია არ უნახავს და არ ახსოვს, სურს მამა ინახულოს ხოლმე, მაგრამ მასთან დარჩენის ამ ეტაპზე წინააღმდეგია.
- სსიპ სო–---–--------------------- ს---------ს წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, ბავშვის ასაკი იძლევა შესაძლებლობას გამოყოფილი იყოს უფრო მეტი დრო მამასთან ურთიერთობისათვის, დედის ზედამხედველობის გარეშე, მისი დატვირთულობისა და რეჟიმის მიხედვით, მაგრამ გასათვალისწინებელია მამა-შვილის ურთიერთობაში გარკვეული წყვეტა, რის გამოც თავდაპირველად უნდა ჩამოყალიბდეს მიჯაჭვულობა, ბავშვის მოთხოვნილებებთან, პირობებთან მისადაგებით, ხოლო შემდგომ - გახანგრძლივდეს ურთიერთობა. არდადეგებთან მიმართებით კი მიზანშეწონილია, რომ იგი განაწილდეს ბავშვის სურვილისამებრ, ზამთრის არდადეგების მეორე ნახევარი და ზაფხულის არდადეგები - არაუმეტეს ორი კვირისა.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტ ქ--------------------- მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის იმგვარი ქონებრივი და მატერიალური მდგომარეობის არსებობის დადასტურება, რაც პალატას საშუალებას მისცემს, იმსჯელოს ე------------–--–-–---–-სთვის არასწრულწლოვანი სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 500 ლარის დაკისრების თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მოთხოვნის მართლზომიერებაში დაარწმუნებდა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეები 2010 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი გ----------–--–-–---–ი ცხოვრობს ქ-------------------თან ერთად. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და მას, მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. დადგენილია ისიც, რომ მოპასუხე ე------------–--–-–---–-ს ყოველთვიური, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი არ დასტურდება, არის იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე პირი, იღებს სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას - 45 ლარის ოდენობით. თუმცა, პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება ძირითადად ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ამასთან, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ე------------–--–-–---–-ს არასრულწლოვანი შვილისთვის გადასახდელი ალიმენტის თანხა - 150 ლარის ოდენობით სავსებით სამართლიან და გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა, არასრულწლოვნის ინტერესების და აპელანტის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი, პალატა მიიჩნევს, რომ ქ--------------------- სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.3. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ე------------–--–-–---–-ს პოზიციას მასთან დაკავშირებით, რომ მისი შეგებებული სარჩელის განხილვის ფარგლებში სასამართლო ვალდებული იყო საქმეში ჩაერთო ფსიქოლოგი, რამდენადაც სო–---–--------------------- ს---------ს დასკვნიდან გამომდინარე ეჭვქვეშ დადგა ის საკითხი, ხომ არ ხორციელდებოდა არასრულწლოვანის დაკითხვისას მასზე ზეწოლა.
პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში სსიპ სო–---–--------------------- ს---------ს წარმომადგენლის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ არასრულწლოვანის დაკითხვისას მისი პოზიცია იყო მკაფიო, ბავშვი საუბრობდა თავისუფლად, კითხვა-პასუხის რეჟიმში და ს--–----–--- მის საუბარში საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. აქვე პალატა შენიშნავს იმასაც, რომ აპელანტისთვის მ-----------------------------–----- ორგანოს 2----–-–---------–------------ დასკვნის შინაარსი ცნობილი გახდა 2017 წლის 12 ივლისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 119-129) და მას საქმეში ფსიქოლოგის ჩაბმის საკითხი შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოშივე დაეყენებინა, თუკი დასკვნის შინაარსი ეჭვის გაჩენის საფუძველს იწვევდა, რაც მან არ განახორციელა. მოცემული მდგომარეობით კი, საქმეში არსებული მასალებისა და სო–---–--------------------- ს---------ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ აპელანტის აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელია და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
პალატა ასევე განმარტავს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლოს მთავარ საკვლევ გარემოებას ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოვლენა და მისი უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით ურთიერთობის განსაზღვრის წესის დადგენა წარმოადგენს. პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა, ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას თავადვე იძლევიან და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით არის გამოწვეული. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც „ბავშვის უფლებათა კონვენციაშიც“ ასახულია. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება უზრუნველყონ.
პალატა მიუთითებს, რომ მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმ ფაქტის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას წარმოადგენს არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 458-440-2016). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას გულისხმობს. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებებს, უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესს მიენიჭოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე „ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ“, (Elsholz v. Germany), N 25735/94, 2000 წლის 31 ივლისი, და „TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, (TK and KM v. UK), N 28945/95, 2001 წლის 10 მაისი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით შვილის მიმართ მშობლის მოვალეობებია რეგლამენტირებული. ამ მუხლის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება განსაზღვრონ და ა.შ. მშობელია უფლებამოსილი ბავშვთან დაკავშირებით მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა, სადავოობის შემთხვევაში სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებების მართებულობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესთან შესაბამისობის დადგენის მოვალეობა ეკისრება.
განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნის დედა არ არის წინააღმდეგი მისმა შვილმა გარკვეული დრო მამასთან გაატაროს, ასევე, ბავშვის პოზიციიდან გამომდინარე, მას სურს მამასთან ურთიერთობა, თუმცა ასევე უდავოა ის, რომ მოცემული ეტაპისთვის მათ შორის არის გაუცხოვებული მდგომარეობა, რამდენადაც არსებობდა ურთიერთობის ხანგრძლივი წყვეტა. დადგენილია ისიც, რომ სო–---–--------------------- ს---------ს წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული დროის მონაკვეთში, მამასთან ურთიერთობის შედეგად, შეჩვევისა და შეგუების შემდგომ, არასრულწლოვანი, თავისი ასაკობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მამასთან დარჩეს ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზეც გარკვეული დროით, თუმცა შეგულების პერიოდის არსებობა აუცილებელია.
პალატა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ არასრულწლოვანის სრულყოფილ განვითარებასა და ჯანსაღი სოციალური გარემოს შექმნისთვის, მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობა უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: თავდაპირველად, ორი - სამი თვის განმავლობაში, ყოველი კვირის შაბათ დღეს- არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გაყვანის, მასთან დარჩენის უფლებით და საღამოს 20 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; კვირა დილით, 11 საათზე, არასრულწლოვანი შვილის თავისთან წაყვანის, მასთან დარჩენის უფლებით და საღამოს 20 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; არასრულწლოვანი შვილის მამასთან შეჩვევა-შეგუების შემდგომ პერიოდში ყოველი კვირის შაბათ დღეს - არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გაყვანის, თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის,(არასრულწლოვანის სურვილის შემთხვევაში) ღამით მასთან დარჩენის უფლებით და კვირა საღამოს, 20 საათზე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ასევე მასზედ, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო და უპირატესი ინტერესის, ასევე მ-----------------------------–----- ორგანოს პოზიციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია შემდეგი წესის განსაზღვრა: ზამთრის არდადეგებზე, ე------------–--–-–---–მა არასრულწლოვან შვილთან იურთიერთოს ერთი კვირა, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე, 15 დღის განმავლობაში (თვის დღეების შერჩევა მოხდეს მხარეთა შეთანხმებით).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის ურთიერთობა არამხოლოდ მშობლის კანონისმიერი უფლებების რეალიზაციას ემსახურება, არამედ, ბავშვის ნორმალური ფსიქიკურ განვითარებასაც, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოხმობილი მშობლისა და არასრულწლოვანის ურთიერთობის წესი სავსებით უზრუნველყოფს ორივე მხარის ინტერესების დაცვას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ე------------–--–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე------------–--–-–---–-სა და ქ--------------------- სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო
ნატალია ნაზღაიძე