განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
010100116001359833
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001359833

საქმე №1/ბ-663-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ გიორგი რამიშვილის

ადვოკატების – რ---- პ----ის, დ----- ჯ--------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულების – ი-----–ი ჯ-–-ს და ი-----–ი ბ–--–---ს მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----ბ კონცელიძის, მსჯავრდებულ ი-----–ი ბ–--–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- პ----ის და მსჯავრდებულ ი-----–ი ჯ-–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №171160416002):

 

ი-----–ი ბ–--–---ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 03 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ.ბათუმში, ბ-----ის ქუჩა №4-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ი-----–ი ჯ-–-ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 21 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ.ბათუმში, 2-------- ქუჩა №1--ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–ი ბ–--–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, შ--–---ის ქუჩაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი-----–ი ბ–--–---მ, რომელიც ი-----–ი ჯ-–თან და ბ--ა ბ--–---სთან ერთად ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით და მათთან ერთად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მითითებულ მისამართზე, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მყოფ პოლიციის მუშაკებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ი-----–ი ჯ-–თან ერთად, ჯგუფურად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომელს, რ----–ან თ----ეს, რომელსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა სამსახურეობრივი ფორმა.

 

1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–ი ჯ-–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, შ--–---ის ქუჩაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი-----–ი ჯ-–მა, რომელიც ი-----–ი ბ–--–---სთან და ბ--ა ბ--–---სთან ერთად ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით და მათთან ერთად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მითითებულ მისამართზე, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მყოფ პოლიციის მუშაკებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ი-----–ი ბ–--–---სთან ერთად, ჯგუფურად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომელს, დ----- გ------ს, რომელსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მაისის განაჩენით:

 

ი-----–ი ბ–--–---ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ი-----–ი ბ–--–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ი-----–ი ბ–--–---ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 08 ივლისის განაჩენით შემცირებული პირობითი მსჯავრი _ 1 (ერთი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვისა და 20 (ოცი) დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–ი ბ–--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის და 20 (ოცი) დღის ვადით.

 

ი-----–ი ბ–--–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი 4 (ოთხი) თვის და 20 (ოცი) დღის ვადით ჩაეთვალა მოხდილად.

 

ი-----–ი ბ–--–---ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას თ----ზ ბ–--–---ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.ბათუმში, ზ-ბ-----ის შესახვევი №4-ში, საკადასტრო კოდი: 0------------------) 25000 ლარის ღირებულების წილს.

 

ი-----–ი ჯ-–-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ი-----–ი ჯ-–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ი-----–ი ჯ-–ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 11 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ი-----–ი ჯ-–-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ქ------ნ კ--–--------–---–-ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.ბათუმში, 2-------- ქუჩა №1-, ბინა №2--ში, საკადასტრო კოდი: 0------------------) 40000 ლარის ღირებულების წილს.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: დ----- გ-----ის სამსახურეობრივი ფორმის მაისური და რ----–ან თ----ის სამსახურეობრივი ფორმის მაისური, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; დ----- გ-----ის და რ----–ან თ----ის მაისურების ამსახველი ფოტოები 1 ცალ დიკსზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო დ----- გ-----ის ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, ი-----–ი ჯ-–-ს და ი-----–ი ბ–--–---ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, შ--–---ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლ-----------ს” მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი-----–ი ჯ-–მა, რომელიც ი-----–ი ბ–--–---სთან და ბ--ა ბ--–---სთან ერთად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით, მითითებულ მისამართზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მყოფ პოლიციის მუშაკს, დ----- გ------ს, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლისა და შეწყვეტის მიზნით, ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, შ--–---ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლ-----------ს” მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი-----–ი ბ–--–---მ, რომელიც ი-----–ი ჯ-–თან და ბ--ა ბ--–---სთან ერთად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით, მითითებულ მისამართზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მყოფ პოლიციის მუშაკს, რ----–ან თ----ეს, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლის და შეწყვეტის მიზნით, ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----ბ კ---–--–---მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულების _ ი-----–ი ჯ-–-ს და ი-----–ი ბ–--–---ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით სრულად არის დადასტურებული ი-----–ი ჯ-–-ს და ი-----–ი ბ–--–---ს მიერ პოლიციის მუშაკებისათვის წინააღმდეგობის ჯგუფურად გაწევის ფაქტი.

 

მსჯავრდებულ ი-----–ი ბ–--–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---- პ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი-----–ი ბ–--–---ს უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგი საფუძვლით: ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ი-----–ი ბ–--–---ს ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი უტყუარი მტკიცებულება. პროკურორს სასამართლოში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ პოლიციელების გამოკითხვის ოქმები, რომლებში ასახული ინფორმაციაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მთლიანად იქნა გაბათილებული. დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის მიერ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ პოლიციელებსა და მსჯავრდებულებს შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. დაცვის მხარეს წარდგენილი აქვს ასევე მობილური ტელეფონის მეშვეობით ჩაწერილი აუდიომასალა, რომელშიც ისმის მსჯავრდებულების ხმა და ირკვევა, რომ არანაირ შეურაცხყოფას პოლიციელების მიმართ ადგილი არ ჰქონია. ჩანაწერის თანახმად, ი-----–ი ბ–--–--- პოლიციელებს ეკითხება თუ რატომ იქცევიან უკანონოდ და რატომ აკავებენ მას, რაც არ შეიძლება მიჩნეული იქნას პოლიციელთა შეურაცხყოფად. დაცვის მხარის მიერ გამოკითხული იქნენ სამოქალაქო პირები, რომლებმაც პირდაპირ მიუთითეს, რომ დაკავებულების მხრიდან პოლიციელთა მისამართით არანაირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მათ დაინახეს, რომ პოლიციელები აგრესიულად ელაპარაკებოდნენ დაკავებულ პირებს, შემდეგ ისინი ჩასვეს პოლიციის მანქანებში და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. მოწმე პოლიციელების ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი და ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ, აუდიო და ვიდეო მასალებს, რომელთა ავთენტურობას ბრალდების მხარე სადავოდ არ მიიჩნევს.

 

მსჯავრდებულ ი-----–ი ჯ-–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ჯ--------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი-----–ი ჯ-–-ს გამართლება, შემდეგი საფუძვლით: ი-----–ი ჯ-–-ს და ი-----–ი ბ–--–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ემყარება მხოლოდ დაინტერესებული პირების - მოწმე პოლიციელების ურთიერთშეუსაბამო ჩვენებებს. მოცემულ საქმეზე პოლიციელები ხუთ წუთიან შემთხვევას, კერძოდ, ი-----–ი ჯ-–-სა და პოლიციის ხელმძღვანელ ჯ---ი ტ----ის შელაპარაკებასა თუ მსჯვრდებულთა დაკავებას, სხვადასხვანაირად აღწერენ, რაც ცალსახად მეტყველებს სიცრუესა და ინტერესზე. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით გამოირიცხა დაკავების ადგილზე ი-----–ი ჯ-–-სა და ი-----–ი ბ–--–---ს მიერ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მით უმეტეს, მათი ცემა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გაიზიარა პოლიციელთა წინააღმდეგობრივი ჩვენებები და სრულად უგულებელყო ორივე მხარის ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, აგრეთვე აუდიო და ვიდეომასალა, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი წინასასამართლო სხდომაზე.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეებმა ითხოვეს თავიანთი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტების _ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის, მსჯავრდებულ ი-----–ი ბ–--–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- პ----ის და მსჯავრდებულ ი-----–ი ჯ-–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

დაზარალებულ რ----–ან თ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 15 აპრილს იყო ცვლაში და ღამის საათებში, თანამშრომლებთან _ ზ-----ბ ა----–----თან, გ------ი ა----–----თან და ნ--–-----ნ კ---–--–---სთან ერთად ახორციელებდა შემოვლას სამოქმედო ტერიტორიაზე. რადგან სადღესასწაულო დღე იყო, ხელმძღვანელობის დავალებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციათ იმ დაწესებულებებისათვის, სადაც ალკოჰოლურ სასმელებს მოიხმარენ, რათა რაიმე ექსცესს არ ჰქონოდა ადგილი. დაახლოებით ღამის 03 საათზე, პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ----- კ----–---მ რაციით ითხოვა დახმარება ქ.ბათუმში, შ--–---ის ქუჩაზე, სასტუმრო „ლ-----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მას ისეთი ხმა ჰქონდა, მიხვდნენ, რომ რთული სიტუაცია იყო და სწრაფად უნდა მისულიყვნენ. როდესაც მივიდნენ სასტუმრო „-–----------თან“, დაინახეს, რომ ადგილზე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები ზ----- კ----–---, ჯ---ი ტ----ე, გ------ი ა-----–--–--ე და გ--–----ი გ-----–---–-. ი-----–ი ბ–--–--- და ი-----–ი ჯ-–-, რომლებიც საკმაოდ ნასვამები იყვნენ, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს, იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ მათი მისამართით, პოლიციის თანამშრომლები კი ცდილობდნენ მათ დამშვიდებას. მიუხედავად ამისა, ი-----–ი ბ–--–--- და ი-----–ი ჯ-–- არ ჩერდებოდნენ და როდესაც უკვე სიტუაცია გამოვიდა კონტროლიდან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ. ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–ს განემარტათ თუ რატომ აკავებდნენ, რა დროსაც ორივემ გაუწიეს წინააღმდეგობა და დაუწყეს გინება. დაზარალებულ რ----–ან თ----ის განმარტებით, ის ი-----–ი ბ–--–---ს აკავებდა, ხოლო პოლიციის მე-3 განყოფლების ინსპექტორი დ----- გ------ _ ი-----–ი ჯ-–ს. დაკავებისას ი-----–ი ბ–--–---მ მას რამდენჯერმე დაარტყა, მათ შორის, ხელი ჩაარტყა შუბლის არეში და ასევე დაუზიანა ფორმის მაისური, ხოლო ი-----–ი ჯ-–მა დაარტყა დ----- გ------ს, რომელსაც ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, საიდანაც სისხლი სდიოდა და დასვრილი ჰქონდა ფორმის ტანსაცმელი. საბოლოოდ მათ ხელბორკილები დაადეს, ჩასვეს მანქანაში და განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ ისინი ამის შემდეგაც აგრძელებდნენ მუქარას და გინებას.

 

დაზარალებულ დ----- გ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 15 აპრილს იყო ცვლაში და სამსახურებრივი ავტომობილით ახორციელებდა შემოვლას მეწყვილე პოლიციელებთან, გ------ი კ----–---სთან და გ---ა ბ-----ესთან ერთად. ვინაიდან, 15 აპრილს აღინიშნება სიყვარულის დღე, პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები განაწილებული იყვნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან. სასტუმრო „-–----------თან” იმყოფებოდა გ--–----ი გ-----–---–-ს, გ------ი ა-----–--–--ის და ზ----- კ----–--ის ჯგუფი. 16 აპრილს, დაახლოებით ღამის 03 საათზე, ზ----- კ----–---მ რაციით ითხოვა დახმარება სასტუმრო „ლ-----------ს” მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2-3 წუთში მივიდნენ. ამ დროს იქვე იმყოფებოდა პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე ჯ---ი ტ----ე. ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს სამი პიროვნება იგინებოდა და ილანძღებოდა უწმაწური სიტყვებით. შემდგომში გაირკვა, რომ ისინი იყვნენ ბ--ა ბ--–---, ი-----–ი ჯ-–- და ი-----–ი ბ–--–---. აღნიშნული პირები არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების მოწოდებას, რომ დამშვიდებულიყვნენ და წასულიყვნენ სახლებში და ისევ აგრძელებდნენ შეურაცხყოფას, გინებას და იძახდნენ უწმაწურ სიტყვებს. ამის გამო ჯ---ი ტ----ემ მათ განუმარტა, რომ დაკავებულნი იყვნენ ადმინისტრაციული წესით, რა დროსაც ი-----–ი ბ–--–---მ და ი-----–ი ჯ-–მა მათ დაუწყეს შეურაცხყოფის მიყენება _ „ვინ უნდა დააკავოთ და დაიჭიროთ, თქვენი დედაო”. დაკავებისას ი-----–ი ჯ-–მა პირადად მას დაარტა ფეხი და ასევე სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც გაუსკდა ტუჩი. ი-----–ი ბ–--–---მ კი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----–ან თ----ეს დაარტყა, რომელსაც შუბლზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და დაზიანებული ჰქონდა ფორმის მაისური. ისინი ცდილობდნენ ი-----–ი ჯ-–- და ი-----–ი ბ–--–--- ჩაესვათ სამსახურებრივ ავტომანქანაში, რა დროსაც უწევდნენ წინააღმდეგობას. საბოლოოდ ორივენი დააკავეს, ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს განყოფილებაში.

 

გარდა დაზარალებულების _ რ----–ან თ----ის და დ----- გ-----ის ჩვენებებისა, საქმეში არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლებიც განამტკიცებენ მათ ჩვენებებს, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხული შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილის, ჯ---ი ტ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 აპრილს აღინიშნებოდა სიყვარულის დღე, რის გამოც, პრევენციის მიზნით, ოპერატიული ჯგუფები იქნენ განაწილებული იმ დაწესებულებებთან, სადაც იმართებოდა ბანკეტები და არსებობდა შესაძლებლობა, ინციდენტებს ჰქონოდა ადგილი. 2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, მივიდა ქ.ბათუმში, შ--–---ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „-–----------თან”, სადაც იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები ზ----- კ----–---, გ------ი ა-----–--–--ე და გ--–----ი გ-----–---–-. ამ დროს დაინახა, რომ სასტუმრო „ლ-----------ს” ფოიედან გამოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც გზის მეორე მხარეს გად---დნენ და ერთმანეთში კამათობდნენ. მათ მოუწოდეს დამშვიდებულიყვნენ და სახლებში წასულიყვნენ. მათგან რამდენიმე ახალგაზრდა ტაქსით წასვლას აპირებდა, თუმცა მათთან მივიდა სამი ახალგაზრდა და კვლავ დაუწყეს კამათი და გინება. აღნიშნულმა სამმა ახალგაზრდამ პოლიციის თანამშრომლებსაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მათი დამშვიდება ვერ მოახერხეს, რის გამოც გადაწყვიტეს ადმინისტრაციული წესით დაეკავებინათ ისინი. ამის შემდეგ ადმინისტრაციულად დააკავეს ბ--ა ბ--–---, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხოლო დანარჩენმა ორმა, რომლებიც აღმოჩნდა, რომ იყვნენ ი-----–ი ჯ-–- და ი-----–ი ბ–--–---, გაუწიეს წინააღმდეგობა, რის გამოც საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფის გამოძახება. დაკავებისას ი-----–ი ჯ-–მა ხელი დაარტყა მას. მანვე ტუჩის არეში მიაყენა დაზიანება უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- გ------ს, ხოლო მეორემ _ ი-----–ი ბ–--–---მ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----–ან თ----ეს მიაყენა დაზიანება შუბლის არეში და ფორმა შემოახია.

 

შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორების _ გ------ი ა-----–--–--ის, გ--–----ი გ-----–---–-ს და ზ----- კ----–--ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 აპრილს, ხელმძღვანელობის მიერ განაწილებული იყვნენ ქ.ბათუმში, შ--–---ის ქუჩაზე, სასტუმრო „ლ-----------ს” მიმდებარე ტერიტორიაზე. ღამის საათებში მათთან მივიდა განყოფილების უფროსის მოადგილე ჯ---ი ტ----ე და გაესაუბრათ. რამდენიმე წუთში სასტუმრო „ლ-----------დან” გამოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც იგინებოდნენ და ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მათ ახალგაზრდებს მოუწოდეს დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ რამდენიმე მათგანი ჩაჯდა ტაქსიში და წასვლას აპირებდა, თუმცა ამ დროს მათთან მივიდა სამი ახალგაზრდა _ როგორც შემდეგ გაირკვა, ი-----–ი ბ–--–---, ი-----–ი ჯ-–- და ბ--ა ბ--–---, რომლებმაც გააგრძელეს ტაქსიში მსხდომ პირებთან კამათი. ი-----–ი ბ–--–---, ი-----–ი ჯ-–- და ბ--ა ბ--–--- იგინებოდნენ ხმამაღლა, რის გამოც მათ მოუწოდეს სიმშვიდისაკენ, რასაც არ დაემორჩილნენ და პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვინაიდან, სიტუაციის განმუხტვა ვერ მოხერხდა, ზ----- კ----–---მ გამოიძახა დამატებითი ჯგუფი. მალე ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები რ----–ან თ----ე, დ----- გ------ და სხვები. დაკავების დროს ი-----–ი ჯ-–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ----- გ------ს, ხოლო ი-----–ი ბ–--–---მ ხელი დაარტყა რ----–ან თ----ეს.

 

ი-----–ი ჯ-–-სა და ი-----–ი ბ–--–---ს მიერ პოლიციის მუშაკების მიმართ ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე დაზარალებულებთან _ რ----–ან თ----ესთან და დ----- გ------სთან ერთად მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა გ------ი ა----–--ემ, ზ-----ბ ა----–--ემ და გ---ა ბ-----ემ, რომლებმაც განმარტეს, რომ ინციდენტის დროს ი-----–ი ბ–--–---მ დაარტყა რ----–ან თ----ეს, რომელსაც შუბლის არეში ჰქონდა მიყენებული დაზიანება, ხოლო ი-----–ი ჯ-–მა დაარტყა დ---ო გ------ს და ტუჩის არეში მიაყენა დაზიანება, საიდანაც მას სისხლი სდიოდა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე მ-----ა დ-------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, მისი საცხოვრებელი ბინის გვერდით მდებარეობს სასტუმრო „ლ-----------”. 2016 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, დაწვა და დაიძინა. 03:00 საათი იქნებოდა, როდესაც სასტუმროს წინა მხრიდან შემოესმა ხმაური, რის გამოც გაეღვიძა, ჩაიცვა და აივანზე გავიდა, საიდანაც დაინახა, რომ სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს შეკრებილი იყო რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი. მათ შორის შენიშნა ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები. მალე ადგილზე მივიდა პოლიციის „პიკაპი”. იმ ადგილიდან მოდიოდა ხმაურის და გინების ხმა. ესმოდა პოლიციის თანამშრომლების მოწოდება, რომ დამშვიდებულიყვნენ და მშვიდობიანად წასულიყვნენ სახლებში, თუმცა იქ მყოფი ახალგაზრდები, როგორც შეატყო, დაშლას არ აპირებდნენ. იმ ხმაურში დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ ერთი პირი დააკავეს, შემდეგ კი ატყდა ჩოჩქოლი და პოლიციის თანამშრომლებს ხელების და ფეხების დარტყმა დაუწყო იქ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა, სავარაუდოდ, ორმა მამაკაცმა, თუმცა შორიდან მათი სახეები გარკვევით არ ჩანდა. პოლიციის თანამშრომლებს მიეშველნენ ადგილზე სხვა ავტომობილებით მისული პოლიციელები და საბოლოოდ, დაინახა, რომ ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ბოლო ხმაზე აგინებდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

 

მოწმე მ--–--ზ დ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2016 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 03-04 საათზე, გაჩერებული იყო სასტუმრო „-–----------თან” და მანქანაში ეძინა. ამ დროს ხმაურმა გააღვიძა და დაინახა, რომ ადგილზე მისული იყო პოლიცია და მოქალაქეებთან იყო შეხლა-შემოხლა.

 

მოწმე კ---ა გ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2016 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, თავისი ავტომანქანით გაჩერებული იყო სასტუმრო „-–----------თან” და ელოდებოდა კლიენტებს. გვიან ღამით დაინახა, რომ სასტუმროს გამოსასვლელთან მისული იყო პოლიცია და იყო ხმაური.

 

დაზარალებულებისა და მოწმე პოლიციელთა ჩვენებების შესაბამისობა მომხდარი შემთხვევის რეალურ გარემოებებთან, დასტურდება საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითაც, კერძოდ:

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------6 დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით, დაზარალებულ რ----–ან თ----ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი შუბლის არეში, რაც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------6 დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით, დ----- გ------ს აღენიშნებოდა ნასკდომი ზედა ტუჩის შიგა ზედაპირზე და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის №ტ-3- დასკვნით დადგენილია, რომ რ----–ან თ----ის სამსახურებრივი ფორმის მაისურზე აღინიშნებოდა დაზიანება წყვეტის და ხევის სახით, წარმოქმნილი ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0------16 დასკვნით დადგენილია, რომ დ----- გ-----ის კუთვნილი პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის მაისურზე აღმოჩნდა დ----- გ-----ის სისხლი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულების _ ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს მიერ პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის ფაქტი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რის გამოც სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტების პოზიციას მათი უდანაშაულობის შესახებ, რაც არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებს, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.

 

ასევე არადამაჯერებელია დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები, რომლებთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩვენებებით ვერ ბათილდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულების და მოწმე პოლიციელების ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი და არასარწმუნო, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, აღნიშნული ჩვენებები თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისია და რაიმე საფუძველი მათში ეჭვის შეტანისა, სააპელაციო პალატას არ გააჩნია. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებდა, რომ დაზარალებულები და ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს წინააღმდეგ, რომ მათ გააჩნიათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ სასამართლოსთვის მიეცათ ცრუ ჩვენებები და მსჯავრდებულებისთვის დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამდენად, ამ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი რეალური საფუძველი დასკვნისათვის, რომ დაზარალებულები და მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებებად.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ ჩანაწერებზე დანაშაულის განხორციელების დროს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღბეჭდილი არ არის, ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს 2016 წლის 16 აპრილს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების სრული სურათი, ინციდენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე და შეუძლებელია მასში მონაწილე კონკრეტული პირების გარჩევა, ასევე დაუდგენლია ვისი ხმები ისმის აუდიოჩანაწერში. ამასთან, არცერთ ჩანაწერზე არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა მათზე შესაძლო მონტაჟის ან სხვა რაიმე კვალის დადგენისა და ჩანაწერებში დაფიქსირებული პიროვნებების იდენტიფიცირების მიზნით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები საფუძვლად ვერ დაედება ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ დასკვნას.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სააპელაციო პალატა, მართალია, დადგენილად მიიჩნევს შემთხვევის ადგილზე ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს ერთად ყოფნის ფაქტს, მაგრამ ის, რომ მათ ჯგუფურად ჩაიდინეს დანაშაული _ პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, წარმოადგენს ვარაუდს, რომელიც არ არის დადასტურებული ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო პალატას არ გააჩნია დაზარალებულებისა და მოწმე პოლიციელების ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, თუმცა, მათში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად არ მიუთითებს ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს მიერ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაზე, კერძოდ: დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ი-----–ი ბ–--–--- ფიზიკურად დაუპირისპირდა რ----–ან თ----ეს, ხოლო ი-----–ი ჯ-–- _ დ---ო გ------ს და საქმის მასალებით არ დასტურდება მათ მიერ ერთმანეთის დახმარების მიზნით რაიმე ქმედების განხორციელება. ამდენად, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს ქმედებებს გააჩნდა დამოუკიდებელი ხასიათი, რის გამოც, ის გარემოება, რომ მათ მიერ პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის განზრახვა მოიცავდა მის ჯგუფურად განხორციელებასაც, უტყუარად დადასტურებული არ არის.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოების ბრალად შერაცხვისას აუცილებელია შემოწმდეს ქმედების შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მხარე. ამასთან, აუცილებელია, რომ პირს ობიექტური შემადგენლობის ყოველი ნიშნის მიმართ გააჩნდეს განზრახვა. მოცემულ შემთხვევაში ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს მიერ წინასწარ შეუთანხმებლად, დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის განზრახვა წარმოადგენს ეჭვს, რომელიც უტყუარად ვერ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან სწორად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მუხლის პირველ ნაწილზე, რის გამოც სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება სასჯელებს, სააპელაციო პალატას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ი-----–ი ბ–--–---სთვის და ი-----–ი ჯ-–-სთვის დანიშნული სასჯელები სამართლიანია, რადგან სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მაისის განაჩენი ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მსჯავრდებულ ი-----–ი ბ–--–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- პ----ის და მსჯავრდებულ ი-----–ი ჯ-–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-------- განაჩენი ი-----–ი ბ–--–---ს და ი-----–ი ჯ-–-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

4.ი-----–ი ბ–--–---ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

5.ი-----–ი ბ–--–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ი-----–ი ბ–--–---ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2- მაისის განაჩენით დანიშნული და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 08 ივლისის განაჩენით შემცირებული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2- მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვისა და 20 (ოცი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–ი ბ–--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვისა და 20 (ოცი) დღის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8.მსჯავრდებულ ი-----–ი ბ–--–---ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით, სულ 4 (ოთხი) თვე და 20 (ოცი) დღე და მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.

 

9.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–ი ბ–--–---ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას თ----ზ ბ–--–---ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.ბათუმში, ზ-ბ-----ის შესახვევი №4-ში, საკადასტრო კოდი: 0------------------) 25 000 ლარის ღირებულების წილს.

 

10.ი-----–ი ჯ-–-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

11.ი-----–ი ჯ-–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

12.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი-----–ი ჯ-–ს, 2016 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 11 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

13.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–ი ჯ-–-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას ქ------ნ კ--–--------–---–-ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.ბათუმში, 2-------- ქუჩა №1-, ბინა №2--ში, საკადასტრო კოდი: 0------------------) 40 000 ლარის ღირებულების წილს.

 

14.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: დ----- გ-----ის და რ----–ან თ----ის სამსახურეობრივი ფორმის მაისურები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; დ----- გ-----ის და რ----–ან თ----ის მაისურების ამსახველი ფოტოები 1 ცალ დიკსზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით, ხოლო დ----- გ-----ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

15.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

16.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვერა დოლიძე/