განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-177-2019 წელი
№060100119002812441
ganaCeni
saqarTvelos saxeliT
4 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ო----- ბ--–----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ო----- ბ--–----ე, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვ-რები ქ. ს-----------------------------------------ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიო-ნული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწ-ილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩათვლილი აქვს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ო----- ბ--–----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰ-ყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ო----- ბ--–----ისათვის ცნობილი იყო რა, რომ მისი მეუღლის მ---- გ--–----ის და ქ---- გ--–----ე იყო არასრულწლოვანი 1--------- წელს დაბადებული, 2018 წლის 12 დეკემ-ბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ს---------------------------------------------ში, ხელის სახეში ერთხელ დარტყმით, ფიზიკურად იძა-ლადა მასზე, რის შედეგადაც ქ---- გ--–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ო----- ბ--–----ემ 2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, თავის საცხოვ-რებელ სახლში, მდებარე ქ. ს--------------------------------------------ში, ურთიერთშე-ლაპარაკების ნიადაგზე, ხელის სახის არეში ერთხელ დარტყმით, ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე მ---- გ--–----ეზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზი-კური ტკივილი. ამასთან აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მ---- გ--–----ის არასრულწლოვანი და 1--------- წელს დაბადებული ქ---- გ--–----ე.
ო----- ბ--–----ემ 2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, თავის საცხოვ-რებელ სახლში, მდებარე ქ. ს----------------------------------------------ში, ურთიერთ-შელაპარაკების ნიადაგზე, ხელის სახის არეში ერთხელ დარტყმით, ფიზიკურად იძა-ლადა თავის მეუღლეზე მ---- გ--–----ეზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მარიამ მელაძემ, რომელიც თავისი სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს ო----- ბ--–----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ო----- ბ--–----ის მიმართ შე-ფარდებული სასჯელი მეტისმეტად მსუბუქია. ო----- ბ--–----ემ ჩაიდინა 3 ერთმანეთი-საგან დამოუკიდებელი ძალადობრივი დანაშაული: ორჯერ მეუღლის, ხოლო ერთხელ მეუღლის არასრულწლოვანი დის მიმართ. მსჯავრდებული ხშირად არის აგრესიული მეუღლის მიმართ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა მომეტე-ბული საფრხის შემცველია და ქმნის ახალი დანაშაულის ჩადენის სარფხეს.
სააპელაციო საჩივარზე შესაგაბელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ო----- ბ--–----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------ ჟ-----მ, რომლებიც ითხოვენ არ დაკ-მაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ო----- ბ--–----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ო----- ბ--–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ო----- ბ--–----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინა-აღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, შეუფარდა თავისუფლების აღკვე-თა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხ-ლების შესაბამისად ჩაუთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელა-ციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი ო----- ბ--–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ო----- ბ--–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ო----- ბ--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქ-ტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ო----- ბ--–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, ო----- ბ--–----ის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მი-ხედვით, დაევალოს ო----- ბ--–----ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვა-ლოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ო----- ბ--–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო – გაუქმებულია.
ო----- ბ--–----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 13 დეკემბრიდან - 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili