განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
820100119002803294
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-202-2019 წელი

№820100119002803294

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

11 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ------- დ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- დ--------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ბ------–----------------------------ში, ფაქტობ-რივად მცხოვრები ქ. ბ------–------------------–-----------ში, მსჯავრდებულია ხელვა-ჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქ-ტებით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვ-ლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ------- დ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლე-ბით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი-ვე ოჯახის წევრის მიმართ.

– ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლე-ბით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

გ------- დ--------ემ 2016 წლის ივლისის თვეში, ქ. ბ------–------------------–----------/7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების - ნ---- და ლ---- დ---------ეების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს, რ--------- ბ-----ეს სახისა და თავის არეში ხელის დარტყმით, ასევე თმებით თრევით მიაყენა ფიზიკური შეურაცხ-ყოფა, რამაც რ--------- ბ-----ისათვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის 02 დეკემბერს დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ------–------------------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- დ--------ემ არასრულწლოვანი შვილის ლ---- დ--------ის თანდასწრებით, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე წარ-მოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვან შვილს - ნ---- დ--------ეს, მარცხენა ხელ-ზე ხელის მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ტკივილი, რა დროსაც რ---------- ბ-----ე ჩადგა მათ შორის და შეეცადა მეუღლეს, გ------- დ--------ეს შეეწყვიტა შვილის მიმართ ძალადობა, რის შემდეგაც გ------- დ--------ემ მთელი აგრესია გადა-იტანა მეუღლის მიმართ და არასრულწლოვანი შვილების ნ----სა და ლ---- დ---------ეების თანდასწრებით, რ--------- ბ-----ეს ჩაავლო თმებში ხელი, წააქცია იატაკზე და ყელის არეში ხელების მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც რ--------- ბ-----ისათვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რომან ბოლქვაძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- დ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვ-ნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ გ------- დ--------ისათვის სასჯე-ლის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება. იმის გათვა-ლისწინებით, რომ გ------- დ--------ე ბოლო პერიოდის განმავლობაში მთვრალ მდგო-მარეობაში მყოფი ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას ოჯახის წევრების მიმართ, მისი მხრიდან ცალსახაა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

გ------- დ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის მის მიერ ჩადენილი დანა-შაულის პროპორციული და ადეკვატური და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა გ------- დ---------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–--ემ, რომლებიც შესაგებ-ლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ------- დ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- დ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირვე-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციე-ლების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს და მათ აპატიეს დანაშაულის ჩადენა და გ------- დ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინა-აღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპე-ლაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრუ-ლად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილ-ში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენი გ------- დ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

daadgina:

გ------- დ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონუ-ლი სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------- დ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძ-ველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ------- დ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლის მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გაუქმდეს მსჯავრდებულ გ------- დ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ყადაღა გ------- დ--------ის (პ/ნ 6----------), ე----- დ--------ის (პ/ნ 6----------), თ----- დ--------ის (პ/ნ 6----------), ნ--- ხ-----–--ისა (პ/ნ 6----------) და ნ-----–-- დ--------ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლე-ბით რიცხულ 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბ-----------------------------------ში (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №------------).

გ------- დ--------ეს სასჯელის ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთ-ვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 02 დეკემბრიდან 2018 წლის 06 დეკემბ-რის ჩათვლით.

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili