განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2019
საქმის ნომერი
330210015001050566
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/6970-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–ოს სახელით

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შ--------------ა ს------------- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ი;

წარმომადგენელი - მ-----–-----ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „-----------------------ა“;

წარმომადგენელი - ს------------–---–ი;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - შპს „ს-----------------------ს“ სარჩელი ს----------–ოს შ--------------ა ს------------- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე ს----------–ოს შ--------------ა ს------------- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ს მოსარჩელე შპს „ს-----------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 533 091.45 ლარის გადახდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2----–-–-------------ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულება ერთის მხრივ ს----------–ოს შ--------------ა ს------------- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ს (შემსყიდველი) და მეორეს მხრივ - შპს „-------------------------- (მიმწოდებელი) შორის.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანია მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ს---------- ს----------ო მომსახურების გაწევა ქ-------–----------------------------, ხელშეკრულების №1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 დანართებში მითითებული მომსახურების დეტალური ჩამონათვალის, გ-------–ის სახეობის, მ---------------–---- და ტარიფების შესაბამისად და შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის ღირებულების გადახდა თანდართული ტარიფების შესაბამისად. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების საგნით განსაზღვრული ერთეული მომსახურების ღირებულებები (ტარიფები) მითითებულია დანართ №3, 4, 5, 6, 7, 8-ებში. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით კი, ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 103 000 ლარს. ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის 2014 წლის 20 იანვრიდან და მოქმედებს 2015 წლის 01 იანვრის ჩათვლით.

 

2.2. 2----–-–-----------ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ს----------–ოს შ--------------ა ს------------- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ს (შემსყიდველი) და, მეორე მხრივ, შპს „-------------------------- (მიმწოდებელი) შორის. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანია მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ს---------- ს----------ო მომსახურების გაწევა ქ-------–----------------------------, ხელშეკრულების №1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 დანართებში მითითებული მომსახურების დეტალური ჩამონათვალის, გ-------–ის სახეობის, მ---------------–---- და ტარიფების შესაბამისად და შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის ღირებულების გადახდა თანდართული ტარიფების შესაბამისად. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების საგნით განსაზღვრული ერთეული მომსახურების ღირებულებები (ტარიფები) მითითებულია დანართ №3, 4, 5, 6, 7, 8-ებში.

 

ხელშეკრულების 3.4 პუნქტით კი, ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 52 420.70 ლარს. ხელშეკრულების 13.1 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის 2----–-–-----------იდან და მოქმედებს 2014 წლის 1 აპრილის ჩათვლით.

 

2.3. შპს „-----------------------ამ“ შ-- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ის დავალიანების დაფარვის მიზნით შუამდგომლობის თხოვნით მიმართა ს----------–ოს ე----------------------------------------ის მინისტრს 2----–-–-------------ერს, სსიპ „-----–-–-------------------------–-------------- თავმჯდომარეს 2----–-–----------ლს და ს----–-–--------–--------- სამსახურის უფროსს 2----–-–---------ს.

 

2.4. 2014 წლის აპრილის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, საერთო ღირებულებით 533 091.45 ლარი. აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ ანაზღაურებული არ არის. დავალიანების წარმოშობამდე გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხდებოდა ქ-------–----------ის მიერ.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5. ს----------–ოს შ-- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ს შპს „ს-----------------------ს“ სასარგებლოდ ეკისრება დავალიანების გადახდა 533 091.45 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება შესრულდა იმ თანხის გადახდით, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით.

 

აღნიშნული გარემოება სადავო არ არის არც მოსარჩელის მხრიდან. უდავოა, რომ მოპასუხის მიერ მითითებული თანხები გადახდილია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს და პასუხის გაეცეს კითხვას, ექვემდებარება თუ არა ანაზღაურებას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიერ მისთვის გაწეული მომსახურება 2014 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, მიუხედავად მათ შორის აღნიშნულის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულების არ არსებობისა.

 

უდავოა მხარეებს შორის, რომ აღნიშნული მომსახურება გაწეული იქნა. უდავოა მხარეებს შორის გაწეული მომსახურების ოდენობაც.

 

ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლო მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს, მათ შორის, რომ გარკვეული მომსახურების ანაზღაურება ქ-------–----------ის მიერ იქნა განხორციელებული, ვერ გაიზიარებს. მოპასუხემ სასამართლოს დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მხრიდან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვერ მიუთითა. მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი სახისა და ღირებულების მომსახურების გაწევის და მოპასუხის მიერ მისი მიღების ფაქტობრივი გარემოება უდავოდ დგინდება საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითაც (ს.ფ. 58, 64, 65, 66, 69, 72, 75..235 და ა.შ.).

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებაა მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც და შესაბამისად, გაწეული მომსახურების სახე, ტარიფები და ა.შ. სწორედ მასზე დაყრდნობით იქნა გაანგარიშებული. აღნიშნული გარკვეულწილად მიანიშნებს კიდეც მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირობებით მის გაგრძელებაზე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 12.4. პუნქტის თანახმად, "წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი სახის ცვლილების ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთშეთანხმების ან კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე".

 

მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ მიუთითა და ვერ დაუსაბუთა, რის საფუძველზე შეიძლებოდა მას არ დაკისრებოდა შესაბამისი თანხის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რომ გაუწია შესაბამისი ოდენობის მომსახურება მოპასუხეს, რომელიც ექვემდებარეობდა ანაზღაურებას, წარმატებით განახორციელა. მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში, რაც გარდა იმისა, რომ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ს-----------ს----------ო, ს-----–-------ო მომსახურების გაწევას, პირდაპირაა მითითება, რომ მოპასუხემ მიიღო კონკრეტული ღირებულებების მომსახურებები, რაც უდაოდ ადასტურებს მათი მოპასუხის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულების არსებობას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, მოსარჩელემ ს----------/ს----------ო, ს-----–-------ო მომსახურება გაუწია მოპასუხეს, რომლის ღირებულებაც უნდა ანაზღაურებულიყო შემსყიდველის/მოპასუხის მიერ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით. აღნიშნული ურთიერთობა თავისი შინაარსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სავარაუდო სახელშეკრულებო ფასის ამოწურვის და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად კვლავ ხორციელდებოდა შესაბამისი მომსახურების გაწევა მოპასუხისათვის იმავე პირობებით, იმავე ტარიფებით, რაც გათვალისწინებული იყო მათ შორის წერილობით გაფორმებულ ხელშეკრულებებში. სწორედ აღნიშნულ პერიოდზეა საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შესაბამისი თანხების ანაზღაურება ხდებოდა ქ-------–----------ის მიერ, რომ მის მიერ ანაზღაურებული იქნა ის ღირებულება, რაც იყო გათვალისწინებული მათ შორის გაფორმებულ წერილობით ხელშეკრულებებში, ვერ გამორიცხავს მის მიერ მოსარჩელისათვის შესაბამისი თანხების ანაზღაურების ვალდებულებას. აღნიშნული გარემოებები მას ვერ შეუქმნიდა იმგვარი რწმენის საფუძველს, რომ მოსარჩელე მას უსასყიდლოდ უსრულებდა მომსახურებას და რომ იარსებებდა მოსარჩელის მიერ მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების გარეშე გაწევის რომელიმე კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

 

უფრო მეტიც, მხარეებს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია, რომ აღნიშნული მომსახურების მიღება ხდებოდა მხარეებს შორის 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათ შორის ხდება მიმართება 20.01.2014 წლის ხელშეკრულებაზეც და ა.შ. მიღება-ჩაბარების აქტები უთითებენ მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფებზე და მიღებული მომსახურების ღირებულებაზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ წარმატებულად განახორციელა მისი მტკიცების ტვირთი იმასთან დაკავშირებით, რომ გაწეული მომსახურება ექვემდებარებოდა ანაზღაურებას მოპასუხის მხრიდან.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნება. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზეა მოპასუხის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა მისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობაში. ის ფაქტი, რომ მიწოდება განხორციელდა დადგენილი წესითა და შესაბამისი ოდენობით, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით და სადაოც არ არის მხარეებს შორის. მოპასუხემ სასამართლოს ვერ დაუსაბუთა მისი ანაზღაურებისაგან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა.

 

მოცემულ დავაში, მოპასუხის წარმომადგენელი არ უთითებს და უფრო მეტიც, სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მის მიერ არ ანაზღაურებულა სადავო პერიოდში მიღებული მომსახურების ღირებულება, ისევე როგორც სადავო არ გახლავთ დავალიანების ოდენობა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები ვალდებულების შესრულებაზე/ანაზღაურებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შპს „ს-----------------------ს“ მოთხოვნა არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს "ს-----------------------ს“ სარჩელი და შ-- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ს დაეკისრა თანხის გადახდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შ-- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------სა და შპს "-----------------------ას" შორის 2----–-–-------------ს გაფორმდა #1--- ხელშეკრულება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ". აღნიშნული ხელშეკრულებით ს----------ო მომსახურების გაწევის ღირებულებად განისაზღვრა 103 000 ლარი. შ-- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ის მიერ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მომსახურების ღირებულების სრულად გადახდა.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლით გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით. ამავე კოდექსის 327-ე, 328-ე მუხლებით ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა პირობაზე და ხელშეკრულების ფორმაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, შ-- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ის მხრიდან განხორციელდა წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების ყველა პირობის შესრულება და ვალდებულება შესრულდა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე #2/5214-15) შპს "ს-----------------------ს" სასარგებლოდ შ-- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია ჰქონდა თუ არა ადგილი შპს „ს-----------------------ს“ მიერ მომსახურების გაწევას და სახეზეა თუ არა შ-- ს----------–ოპ---–-–-ის დ-------------ის ვალდებულება გადაიხადოს მომსახურების საფასური.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს. ნარდობის ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებას არ განეკუთვნება და იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობით.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მასზე, რომ ს----------–ოს შ-- ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ს შპს „ს-----------------------ს“ სასარგებლოდ ეკისრება დავალიანების გადახდა 533 091.45 ლარის ოდენობით. უდავოა, მხარეებს შორის, რომ შეთანხმებული მომსახურება გაწეულ იქნა. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად კვლავ ხორციელდებოდა შესაბამისი მომსახურების გაწევა მოპასუხისათვის იმავე პირობებით, იმავე ტარიფებით, რაც გათვალისწინებული იყო მათ შორის წერილობით გაფორმებულ ხელშეკრულებებში. სწორედ აღნიშნულ პერიოდზეა საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები.

 

პალატა განმარტავს, რომ მოპასუხემ სამართლებრივი დაცვა განახორციელა არაკვალიფიციური შესაგებელის ფორმით. სარჩელის ოპონირების მიზნით მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ მოსარჩელის ფაქტების უარყოფის ფორმატით, არ წარმოადგინა მოვლენათა განვითარების მისეული, განსხვავებული ვერსია და დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძვლის ფარგლებში სადავოდ არ გახადა მოსარჩელის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა (არაკვალიფიციური შესაგებელი). შესაბამისად, მოპასუხემ არ განსაზღვრა შედავების სამართლებრივი საფუძვლების შესატყვისი და სარჩელისაგან განსხვავებული და დამოუკიდებელი ფაქტობრივი გარემოებების წრე. ასეთ ვითარებაში, საპროცესო წესრიგი (სსსკ-ის 201-ე მუხლი) მოითხოვს, მოპასუხის პოზიციის და მოსაზრებების დაფიქსირებას კვალიფიციური და არა ზოგადი შესაგებელის ფორმით. სხვა შემთხვევაში მისი პასიური დამოკიდებულება გულისხმობს, რომ მხარემ უარი განაცხადა შედავების უფლების გამოყენებაზე. ამავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე-203-ე მუხლები ფაქტობრივ საფუძვლებთან მიმართებით მხარეთა მოსაზრებების წარდგენის პროცედურას, მათი აღიარების ან შედავების კუთხით საქმის მომზადების სტადიას უკავშირებს. მთავარ სხდომაზე ამგვარი საპროცესო მოქმედება დაუშვებელია, რადგან არღვევს განჭვრეტადობის პრინციპს, რომელიც წარმოადგენს შეჯიბრებითობის პრინციპის განუყოფელ ნაწილს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საგნის გადაცემა მოპასუხისათვის, მოპასუხემ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა დაადასტუროს მის მიერ შემხვედრი ვალდებულების - თანხის გადაცემა შესრულება, უკეთუ, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება მოვალის მტკიცების ტვირთია. მოვალის მიერ მითითებული ფაქტის დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებით დადასტურების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. ამავე კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევაა მოცემული სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული დანაწესის ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის _ დასტურის გაცემა. ამ დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა _ მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და ისინი ფასდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. შ-- „ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ს“ არ წარმოუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები) და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, არც აღნიშნული ვალდებულების არარსებობის ან/და გათავისუფლების შესახებ მიუთითებია. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაეკისრა თანხის გადახდა მოპასუხეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-- „ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ს“ უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დასახელებული კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან - ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ-- „ს----------–ო პ---–-–-ის დ-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–ოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე