განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002787501
საქმე №1/ბ-133-2019წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ჰ---–--- კ------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ.ა---––---ში, მ----------ს ქ.№-------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით:
ჰ---–--- კ------–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჰ---–--- კ------–-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
ჰ---–--- კ------–-----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, ჰ---–--- კ------–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის _ 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ა--------კ კ------–-----ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ა---––---ში, კ--------ს ქ.№4-----ში (საკადასტრო კოდი 6------------------), 2 000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ჰ---–--- კ------–-----ს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, საპატრულო პოლიციიდან მიღებული ვიდეოჩანაწერი 01 ცალ დისკად, რაც თან ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ---–--- კ------–-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 26 ნოემბერს, ქ.ქუთაისში, ნიკეას ქ.№12ა-ში მდებარე ბენზოგასამართ სადგურ „რომპეტროლის” მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას ჰ---–--- კ------–-----მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ნ----- წ---------ს, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დარიკო ვადაჭკორიამ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ჰ---–--- კ------–-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ მოხდა ძალადობრივი ქმედების სათანადო შეფასება, მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესახებ, რაც შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულ ჰ---–--- კ------–-----ის, დაზარალებულ ნ----- წ--------ის და მოწმეების _ ე------ წ--------ის და გ------- ჭ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, დისკის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჰ---–--- კ------–-----მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ჰ---–--- კ------–-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ჰ---–--- კ------–-----მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, ძალადობის შედეგად დაზარალებულს გარეგნულად მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ჰ---–--- კ------–-----ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტს პირობითი მსჯავრის გაუქმება არ მოუთხოვია, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ ჰ---–--- კ------–-----ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი ჰ---–--- კ------–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი ჰ---–--- კ------–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ჰ---–--- კ------–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.მსჯავრდებულ ჰ---–--- კ------–-----ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
5.ჰ---–--- კ------–-----ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, ჰ---–--- კ------–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის _ 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ა--------კ კ------–-----ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ა---––---ში, კ--------ს ქ.№4-----ში (საკადასტრო კოდი 6------------------), 2 000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
6.პირობით მსჯავრდებულ ჰ---–--- კ------–-----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.მსჯავრდებულ ჰ---–--- კ------–-----ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8.ნივთიერი მტკიცებულება _ საპატრულო პოლიციიდან მიღებული ვიდეოჩანაწერი 01 ცალ დისკად, რომელიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/