განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310018002632138
საქმე №3/ბ-63-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
კერძო საჩივრის ავტორი _ მ------- ხ--–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინება
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე
და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება:
2018 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ------- ხ--–-–---–მა მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება მ------- ხ--–-–---–ის 2018 წლის 19 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მ------- ხ--–-–---–ს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის წელთა ნამსახურობის ანგარიშის მიხედვით, აღუდგინოს სახელმწიფო კომპენსაცია 30 წლის ნამსახურობის მიხედვით და აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზიანი ყოველთვიური 80 ლარის ოდენობით; სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მ------- ხ--–-–---–ს აუნაზღაუროს უფლებამოსილების გადამეტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, კუთვნილ სახელმწიფო კომპენსაციიდან ყოველთვიურად დაკავებული 60.80 ლარის ანგარიშით მიყენებული მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, აღნიშნული სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით, გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, მ------- ხ--–-–---–ის სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და ამავე თარიღის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით, N3/571-18წ. ადმინისტრაციული საქმეზე (მოსარჩელე - მ------- ხ--–-–---–ი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
მითითებული კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის უფლებაზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა მიზნად ისახავს სამართლებრივი სტაბილურობის და სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვით მოთხოვნებზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა შემდეგნაირად არის შეფასებული (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ“ განაცხადის ნომერი: 66610/09, პუნქტი №43), კერძოდ მითითებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო დამატებით იმეორებს მის პრეცედენტულ სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტი იმის შესახებ, რომ მომჩივნის მოთხოვნები ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას, თავისთავად არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციასთან მიმართებაში. ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში (იხილეთ J.A. Pye (ოქსფორდი) ლიმიტიდ ეტ J.A. Pye (ოქსფორდი) ლენდი ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 44302/02, § 68, ECHR 2007-III, და სტუბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 22 ოქტომბერი 1996, § 51, ანგარიშები და გადაწყვეტილებები, 1996-IV).
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 4 ივნისს მ------- ხ--–-–---–მა მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და არ დაეთანხმა სახელმწიფო კომპენსაციის დაკავებას/შემცირებას. აღნიშნულ განცხადებაზე მ------- ხ--–-–---–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2----–-–------------------------- წერილით ეცნობა, რომ მისი ძალოვან სტრუქტურაში ნამსახურების სტაჟი შეადგენს 19 წელს, 4 თვესა და 14 დღეს, შესაბამისად სახელმწიფო კომპენსაცია მას უნდა დანიშვნოდა 20 წლის სტაჟით და არა 30 წლის სტაჟით. ამდენად, შეცდომით მითითებულმა სტაჟმა გამოიწვია მხარისთვის ზედმეტად 80 ლარის გაცემა (ნაცვლად 384 ლარისა, სახელმწიფო კომპენსაცია შეადგენს 304 ლარს). შესაბამისად, ზედმეტად მიღებული კომპენსაცია შეადგენს 880 ლარს, რის გამოც სახელმწიფო კომპენსაციის დაკავება მოხდება დანიშნული თანხის 20%-ით დავალიანების დაფარვამდე.
აღნიშნული წერილი მ------- ხ--–-–---–მა გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელმაც განიხილა საჩივარი და 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, ამავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხარეს განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.
საქალაქო სასამართლოს მითითებთ, მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მიმართვით/განცხადებით (რომელსაც არ აქვს სათანადო შტემპი, ბეჭედი) ირკვევა, რომ მ------- ხ--–-–---–მა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა დაევალებინა სააგენტოსთვის სადავო საკითხის გადასაწყვეტად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 1996 წლის 16 ოქტომბრის N430-1ს საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ერთობლივად მ------- ხ--–-–---–ის საერთო შრომითი სტაჟის და კომპენსაციის ოდენობის გარკვევა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებითვე ირკვევა, რომ სამინისტრომ აღნიშნული განცხადება/საჩივარი გადააგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–-------------------------- გამოცემული წერილით ირკვევა, რომ მ------- ხ--–-–---–ს და მის წარმომადგენელს გ----------------–--–ს განემარტათ, რომ 2----–-–---------–---------- განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მ------- ხ--–-–---–ის სახელმწიფო კომპენსაციით უზურუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხს, სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, განცხადებაში დასმული საკითხის ხელმეორედ განხილვას სამართლებრივი საფუძვლები სააგენტოს არ გააჩნდა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება, ერთჯერადად გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, როგორც ზემოდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რადგან საქმეში ასეთი არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულ მიმართვა/განცხადება თავისი შინაარსით და მასში დასმული საკითხით არ წარმოადგენდა საჩივარს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის გასაჩივრების თაობაზე. აღნიშნული გარემოების გარდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაა, რაც ერთჯერადი გასაჩივრების უფლების გამოყენებას უკავშირდება. ამდენად, მხარისთვის ცნობილი იყო სადავო გადაწვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა და მის მიერ სასამართლოში, საკუთარი უფლების დაცვის რეალიზების დამაბრკოლებელი გარემოება სახეზე არ იყო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელს გ----------------–--–ს ისე, მ------- ხ--–-–---–ის ოჯახის წევრს რძალს ა-------------–--ეს ჩაბარდა 2018 წლის 16 ივლისს. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან. სარჩელი კი სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარდგენილია - 2018 წლის 24 აგვისტოს, ანუ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილების (მ------- ხ--–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში, წარდგენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, რის გამოც საქმის წარმოება შეწყდა სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მ------- ხ--–-–---–ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის წელთა ნამსახურობის ანგარიშის მიხედვით აღუდგინოს სახელმწიფო კომპენსაცია 30 წლის ნამსახურობის მიხედვით, დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობასათან და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების იმ ნაწილშიც შეწყდა საქმის წარმოება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის დაკმაყოფილების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 4 ივნისს მ------- ხ--–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და არ დაეთანხმა სახელმწიფო კომპენსაციის დაკავებას/შემცირებას.
აღნიშნულ განცხადებაზე მ------- ხ--–-–---–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2----–-–------------------------- წერილით ეცნობა, რომ მისი ძალოვან სტრუქტურაში ნამსახურების სტაჟი შეადგენს 19 წელს, 4 თვესა და 14 დღეს, შესაბამისად სახელმწიფო კომპენსაცია მას უნდა დანიშვნოდა 20 წლის სტაჟით და არა 30 წლის სტაჟით.
აღნიშნული წერილი მ------- ხ--–-–---–მა გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელმაც განიხილა საჩივარი და 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, ამავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხარეს განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.
მ------- ხ--–-–---–მა 2----–-–---------–--- მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა დაევალებინა სააგენტოსთვის სადავო საკითხის გადასაწყვეტად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 1996 წლის 16 ოქტომბრის N430-1ს საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად ერთობლივად მ. ხ--–-–---–ის საერთო შრომითი სტაჟის და კომპენსაციის ოდენობის გარკვევა (ს.ფ.153-155).
სამინისტრომ აღნიშნული განცხადება/საჩივარი გადააგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–-------------------------- გამოცემული წერილით ირკვევა, რომ მურამან ხ--–-–---–ს და მის წარმომადგენელს განემარტათ, რომ 2----–-–---------–---------- განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მ------- ხ--–-–---–ის სახელმწიფო კომპენსაციით უზურუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხს, სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, განცხადებაში დასმული საკითხის ხელმეორედ განხილვას სამართლებრივი საფუძვლები სააგენტოს არ გააჩნდა.
სააპელაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივ მდგომარეობას ცვლის ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის წარდგენის ნაცვლად პრეტენზია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა.
სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის ძალითაც ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მითითებული კოდექსის 80-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით, დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელს ისე, მ------- ხ--–-–---–ის ოჯახის წევრს, რძალს ა-------------–--ეს, ჩაჰბარდა 2018 წლის 16 ივლისს. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–---------–-------------- გადაწყვეტილება, ერთჯერადად გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სარჩელი კი სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2018 წლის 24 აგვისტოს
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სამინისტროში წარდგენილი მიმართვა/განცხადება თავისი შინაარსით და მასში დასმული საკითხით, წარმოადგენდა პრეტენზიას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონიერებაზე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ თუ პირმა არ იცის ზუსტად კონკრეტულ საკითხზე კომპეტენტური ორგანოს თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესაბამისი პრეტენზიით (განცხადება/საჩივარი) მიმართა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, აღნიშნული აქტის გასაჩივრების ვადის დარღვევად არ შეიძლება იქნეს განხილული.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სარჩელი სასამართლოს მიერ არსებითად უნდა იქნეს განხილული, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნის საფუძვლიანობას, აღნიშნული დავის არსებითად განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------- ხ--–-–---–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინება და მ------- ხ--–-–---–ის სარჩელი განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3.კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი