განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-219-2019 წელი
№820100118002749366
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
19 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------ მ---–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ------ მ---–--ე, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ---–----------------------------–-------------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 25 ოქტომბრამდე ეპიზოდი, 2018 წლის 28 დეკემ-ბრამდე რედაქცია), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზო-დი, 2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქ-ტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდე-ბული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
მ------ მ---–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამ-ცირებისათვის, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი).
– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკი-ვილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მი-მართ.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძ-ვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ივლისის თვის დასაწყისიდან 2018 წლის 25 ოქტომბრამდე ჩათვლით პე-რიოდში, ხ--–----------------–----–----------------–------ში მდებარე საცხოვრებელ სახ-ლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მ------ მ---–--ე, სი-სტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს ნ--- დ--------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ------ მ---–--ემ, 2018 წლის ივ-ლისის თვის დასაწყისში, ხ--–----------------–----–----------------–------ში მდებარე სა-ცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მისივე ოჯახის წევრ მეუღლეს- ნ--- დ-------ეს, ეგრეთწოდებული მაშის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებითა და შვილს ე-–--- მ---–--ეს თავის არეში ხელის დარტყმითა და ჭი-ქის ფეხის არეში დარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ნ--- დ-------ი-სათვის და ე-–--- მ---–--ისათვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ------ მ---–--ემ, 2018 წლის 20 ოქტომბერს, ხ--–----------------–----–----------------–------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კომფლიქტისას, მისივე ოჯახის წევრს, მე-უღლეს - ნ--- დ-------ეს ყელის არეში ხელების მოჭერითა და ხელის სხეულის სხვა-დასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ------ მ---–--ე 2018 წლის 25 ოქ-ტომბერს დაახლოებით 14:00 საათზე, ხ--–----------------–----–----------------–------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, მის მიერ საოჯახო ნივთებისა და ე-–--- მ---–--ის ტა-ნისამოსის განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას, სი-ცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, შვილს - ე-–--- მ---–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რომან ბოლქვაძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ------ მ---–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ მ------ მ---–--ისათვის სასჯელის და-ნიშვნისას მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის გარემოება, რომ მის მიმართ სასამართლოს მიერ დამტკიცებული იყო შემაკავებელი ორდერი. მ------ მ---–--ე არის აგრესიული პიროვნება, ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული, რომელ-საც ხშირად უჭირს საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი, შესაბამისად ეს გარე-მოება შეიცავს იმის რისკს, რომ განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მი-მართ. როგორც დაზარალებულმა, ასევე სხვა მოწმეებმაც ჩვენებებში განმარტეს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და წარსულშიც ჰქონდა მსგავს ფაქტებს ადგილი. მ------ მ---–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პრო-პორციული და ადეკვატური და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცი-ელებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ------ მ---–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნა-წილით (2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 25 ოქტომბრამდე ეპიზოდი, 2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი, 2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ მ---–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ დაზარა-ლებულებს მსჯავრდებულის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ და შერიგდნენ, იგი არაა ნასამართლევი, აღიარა და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მ------ მ---–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შე-დეგის გათვალისწინებით დანაშაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფ-ლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი მ------ მ---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ------ მ---–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ მ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 25 ოქტომ-ბრამდე ეპიზოდი, 2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია), 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი, 2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სას-ჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 25 ოქტომბრამდე ეპიზოდი, 2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი, 2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია) გათვალისწინე-ბული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც ჩაეთვა-ლოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვა-დით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ------ მ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მ------ მ---–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.
მ------ მ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
მ------ მ---–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაც-დელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვ-რებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება – თეფშის ნატეხები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – თეფში და ე-–--- მ---–--ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili