განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
020100119002842174
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-236-2019 წელი

№020100119002842174

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ---- ა---–---ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

კ---- ა---–---, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ზ----------------------------–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ზ--------–---------------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაი-ონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

კ---- ა---–---ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო წიაღით სარგებლობისათვის სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 05 დეკემბერს, ზ----------------------------–------------ში, ა----–-ის საზღვარ-თან, მდინარე ე------ის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, კ---- ა---–--- ტექნიკური საშუალებით ახდენდა სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ ქვიშის უკანონო მოპოვებას ლიცენზიის გარეშე. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გარემოსდა-ცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიადგა 4378 ლარის მნიშვნელოვანი ქონებ-რივი ზიანი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ილია ტორუამ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს კ---- ა---–---ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, ასევე ნივთმტკი-ცების – ექსკავატორის, სახ. ნომრით B-------, სატვირთო ავტომანქანის, სახ. ნომრით U--------, სატვირთო ავტომანქანის, სახ. ნომრით K-------- კონფისკაციას. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ კ---- ა---–---სთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს გარემოს დაცვის წინააღმდეგ მიმართულ განზრახ დანაშაულს და მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი ქმედების თავისე-ბურება ეწინაღმდეგება გარემოს წესის დაცვას. კ---- ა---–---მ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა ზემოაღნიშნული ექსკავატორისა და სატვირთო ავტომანქანების გამოყე-ნებით, შესაბამისად ისინი უნდა ჩაითვალონ დანაშაულის იარაღად და უნდა მოხდეს მათი კონფისკაცია.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა კ---- ა---–---მ, რო-მელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრე-ბული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ კ---- ა---–---ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ კ---- ა---–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმ-დეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სა-ხე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქ-ცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრ-დებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, აანაზღაურა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით და-უნიშნა სასჯელი – სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარ-დებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით და-ნიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნივთმტკიცე-ბების - ექსკავატორისა და სატვირთო ავტომანქანების კონფისკაციის ნაწილში, შემიდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, რო-დესაც ასეთი ნივთის ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცი-ლებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერე-სებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოკდექსის 52-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული პირობა არ დგინდება.

გარდა ამისა, საქმეში არსებული, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინ-ფორმაციო ცენტრის მონაცემთა ადმინისტრირების განყოფილების უფროსის 2----–-–------------ის წერილის დანართით დასტურდება, რომ ექსკავატორი, სახ. ნომრით B------- რეგისტრირებულია ქ. ზ---------–--------–----------------ში შპს „რ------“ სახელზე, სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით U-------- რეგისტრირებულია ქ. ზ--------–---–------------–---------------ში მცხოვრები დავით ბოკუჩავას სახელზე, სატვირთო ავ-ტომანქანა, სახ. ნომრით K-------- რეგისტრირებულია ქ. თ---–--–--------------–---------------------------ში მდებარე „ა----–-------------------------–---–ის“ სახელზე და შესაბამისად ისინი არ წარმოადგენენ კ---- ა---–---ს საკუთრებას.

(ს.ფ. 43-45)

მოწმე ზ---– კ-----–---–--ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვებით (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად) ირკვევა, რომ 2018 წლის 5 დეკემბერს იგი მუშაობდა მისი მეგობრის კ---- თ---–-------ს თხოვნით მისი კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით, სახ. ნომრით U--------, სოფელ გ----------ში ამავე სოფელში მცხოვ-რები კ---- ა---–---ს დაკვეთით, რისთვისაც სოფელ გ----------ში, მდინარე ე------ის სა-ნაპიროზე არსებული ტერიტრიიდან მოპოვებული ქვიშა უნდა მიეტანა კ---- ა---–---ს საცხოვრებელ სახლში. მისი ინფორმაციით აღნიშნული სატვირთო ავტომანქანა არის შპს „რ------“ საკუთრებაში.

(ს.ფ. 22-24)

მოწმე რ----- ა--–--–---ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვებით (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად) ირკვევა, რომ 2018 წლის 5 დეკემბერს იგი მის მფლობელობაში არსებული, შპს „რ------“ კუთვნილი ექსკავატორით, სახ. ნომ-რით B-------, კ---- ა---–---ს დაკვეთით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მუშა-ობდა სოფელ გ----------ში, მდინარე ე------ის სანაპიროზე არსებულ ტერიტრიაზე, საი-დანაც უნდა მოეპოვებინა ქვიშა.

(ს.ფ. 50-52)

აღნიშნული გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზემოხსენებული ექსკავატორისა და ავტომანქანების ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების საფრთხე, ასევე არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 52-ე მუხლში დასახელებული სხვა რომელიმე გარემოებაც, რაც შეიძლება გამხდა-რიყო ექსკავატორისა და ავტომანქანების ჩამორთმევის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი კ---- ა---–---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

კ---- ა---–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასა-მართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

კ---- ა---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

კ---- ა---–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება №----------) კ---- ა---–---ს (პ/ნ 1----------), ი-----–--- ფ------–---ს (პ/ნ: 1----------) და ტ-------- ა---–---ს (პ/ნ: 1----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება, მდებარე ზ----------------------------–------------ში (ნაკვეთის დანიშნუ-ლება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1000.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 4-----------), გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

DVD–R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმეს-თან ერთად მისი შენახვის ვადით.

ნივთმტკიცება – სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით U--------, რომელიც ინახება საქართველოს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ზ---------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.

ნივთმტკიცება – სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით K--------, რომელიც ინახება საქართველოს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ზ---------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.

ნივთმტკიცება – ექსკავატორი, სახელმწიფო ნომრით B-------, რომელიც ინახება საქარ-თველოს შსს ს--------–-----------------ის პოლიციის დეპარტამენტის ფ----ის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili