განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100119002871612
საქმე №1ბ/717-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ----–-------–-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, არასრული საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, რეგისტრირებული და მცხოვრები: წ--–--------------------–------––---- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და იმავე კოდექსის 111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით პ----–-------–-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
პ----–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ----–--------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა 1 წელი და 3 თვე.
პ----–--------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, წ--–---------------------–-----––--ში მდებარე პ----–--------ის და მ-------–---------–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, პ----–--------მა ეჭვიანობის მოტივით, ხელების ყელში მოჭერით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - მ-------–---------–---ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - პ------------------------------ბი.
2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, წ--–---------------------–-----––--ში მდებარე პ----–--------ის და მ-------–---------–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, პ----–--------მა ეჭვიანობის მოტივით, ხელების ყელში მოჭერით და სიტყვიერი მუქარით „მოგკლავ“ მოკვლით დაემუქრა მეუღლეს მ-------–---------–---ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და პ----–--------ისათვის არანაკლებ ორი წლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის მეორე წინადადების თანახმად, გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა.
თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას - არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას - არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნა მოხდა დანაშაულთა ერთობლიობისას და შესაბამისად, უნდა დანიშნულიყო მინიმუმ ორ
წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვინაიდან, ტერმინ „შეკრებაში“ კანონმდებელი გულისხმობს შთანთქმასაც.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე,შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ვინაიდან, პ----–--------ის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნა მოხდა დანაშაულთა ერთობლიობისას, შესაბამისად, მას უნდა დანიშვნოდა მინიმუმ ორ წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვინაიდან, ტერმინ „შეკრებაში“ კანონმდებელი გულისხმობს შთანთქმასაც, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლში გარკვევით არის მითითებული, რომ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა, რაც არ ვრცელდება შთანთქმის შემთხვევაში. აღნიშნული განაჩენით კი მოხდა დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის შთანთქმა და არა შეკრება და შესაბამისად გამოსაცდელი ვადა პ----–--------ს სრულიად კანონიერად აქვს დანიშნული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი პ----–--------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი პ----–--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი. პ----–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
პ----–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ----–--------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 წელი და 3 თვე.
პ----–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს - ი-–------------------------------
პ----–--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ნივთმტკიცებები: დანა და სვიტერი -საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს მ-------–---------–---ს.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პ----–--------ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი