განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100118002426422
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-108-2019 წელი

№010100118002426422

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ადილარ წირღვავას,ადვოკატის – ქ------- ა------ს,გამართლებულების – ნ------ ბ--------ს, ჯ--–--- ფ-----ის მონაწილეობით, ღია სასამარ-თლო სხდომაზე, განიხილა ნ------ ბ--------ს და ჯ--–--- ფ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ნ------ ბ--------, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, განათლების გარეშე, მცხოვრები ქ.ბ------–-----------------------–------------ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ცნო-ბილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდე-ბაში.

ჯ--–--- ფ-----ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–--------–-------–--------------ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განა-ჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწ-ილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

aRwerilobiTi nawili:

ნ------ ბ--------ს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო ქურ-დობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწი-ნააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწ-ვია, დიდი ოდენობით.

ჯ--–--- ფ-----ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო ქურ-დობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწი-ნააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწ-ვია.

ნ------ ბ--------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა

შემდეგში:

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენებით, ქურდობისათვის ორჯერ ნასა-მართლევი ნ------ ბ--------, ნასამართლეობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ჯ--–--- ფ-----ესთან ერთად, ფარულად, მართლსაწინააღმ-დეგო მისაკუთრების მიზნით, ქ. ბ------–-----------–---–-----------ში მდებარე შ.პ.ს „ბ---------------–--ის“ მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საწყობი-დან, ჯგუფურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალას, რითაც და-ზარალებულს მიადგა 2134,84 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ჯ--–--- ფ-----ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ჯ--–--- ფ-----ე, ნ------ ბ--------სთან ერთად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქ. ბ------–------------–---–-----------ში მდებარე შ.პ.ს. „ბ---------------–--ის“ მშენებარე მრავალსართულია-ნი საცხოვრებელი სახლის საწყობიდან, ჯგუფურად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალას, რითაც დაზარალებულს მიადგა 2134,84 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით:

– ნ------ ბ-------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-სამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდ-გენილ ბრალდებაში.

– ჯ--–--- ფ-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხ-ლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ჯ--–--- ფ-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით, ნ------ ბ--------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მათთვის მკაცრი საპა-ტირმო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასა-მართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად იქნა დადგენილი ნ------ ბ--------სა და ჯ--–--- ფ-----ის მიერ ჩადენილი, მათზე ბრალად შერაცხული ქმედება. განაჩენში არ არის მსჯელობა იმაზე თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ დაკითხულ მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები, არის მხოლოდ ზო-გადი მსჯელობები ფაქტის და მოწმეთა ჩვენებების ირგვლივ, რაც არ შეიძლება საფუძვ-ლად დაედოს გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებას.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ადილადრ წირღვავას, რომელიც ითხოვს ნ------ ბ--------სა და ჯ--–--- ფ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მათ დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

– გამართლებულ ნ------ ბ--------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ქ------- ა------ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

– გამართლებულ ჯ--–--- ფ-----ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეა-მოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმებლის სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვ-ლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯ--–--- ფ-----ემ და ნ------ ბ--------მ პირველი ინსტანციის სასამართვლოში ჩვენების მიცემისას თავი დამნაშავედ არ ცნეს მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლდოს სხდომის ოქმი)

მოწმის, ბ------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინს-პექტორ-გამომძიებელ რ----- კ----ეს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 03 აპრილს ღამის საათებში თავის მეწყვილე პ----- ს--------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ. ბ------–--------–---–-----------------ში მდებარე სამშენებლო ობიექტიდან გამოვიდა ორი ახალ-გაზრდა, რომლებმაც რამდენიმე ტომარა ჩაალაგეს იქვე გაჩერებულ ტაქსის საბარგულ-ში. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის მიზნით ხსენებული პირები შეაჩრეს, წარუ-დგნენ მათ როგორც პოლიციელები და მოსთხოვეს განმარტება აეხსნათ რა იყო საბარ-გულში. ეს პირები აღმოჩნდნენ ჯ--–--- ფ-----ე და ნ------ ბ--------, რომლებმაც უთხრეს რომ იყვნენ სამშენებლო ფირმის მუშები და მოიპარეს სამშენებლო ინვენტარი. რამ-დენიმე წუთში ადგილზე მივიდა გამომძიებელი, რომელმაც შეადგინა დაკავების ოქმი. დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის შენობაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლდოს სხდომის ოქმი)

მოწმე პ----- ს--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას სრულად დაადასტურა რ----- კ----ეს ჩვენება.

(პირველი ინსტანციის სასამართლდოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2018 წლის 3 აპრი-ლის ოქმიდან ირკვევა, რომ ნ------ ბ-------- დაკავებულ იქნა 2018 წლის 3 აპრილს 22:13 საათზე ქ. ბ------–--------–---–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავების ოქმი შეადგინა ბ------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების გა-მომძიებელმა ზ----- მ-------–-–---–მა. დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღეს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა პ----- ს--------ემ და უბნის ინსპექტორმა ლ-–- ხ------მა.

მოწმეებმა, პოლიციის გამომძიებლებმა ზ----- მ-------–-–---–მა, პ----- ს--------ემ და ლ-–- ხ-----მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს ოქმის შინაარსი და შედეგები.

(პირველი ინსტანციის სასამართლდოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2018 წლის 3 აპრი-ლის ოქმიდით ირკვევა, რომ ჯ--–--- ფ-----ე დაკავებულ იქნა 2018 წლის 3 აპრილს 22:13 საათზე ქ. ბ------–--------–---–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავების ოქმი შეადგინა ბ------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების გამომძიებელმა მ--–---- ც-–--–--ემ. დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღეს გან-ყოფილების უფროსის მოადგილემ ა-----–- ა-----ემ, უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა რ----- კ----ემ და ექსპერტმა რ---–---- გ-----ემ.

მოწმეებმა, პოლიციის გამომძიებლებმა მ--–---- ც-–--–--ემ, არ---– ა-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს ოქმის შინაარსი და შედეგები.

(პირველი ინსტანციის სასამართლდოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2018 წლის 03 აპრილს შედგენილი ავტომობილის ჩხრეკის ომით ირ-კვევა, რომ ბ------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების გამომ-ძიებელმა გ--–- ბ----–--ის მიერ ქ. ბ------–-----------–---–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მერსედესის ფირმის ტაქსიდან სახ. ნომრით O-------- მფლობელის დ----- დ------ის თანხმობით ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღო ხუთი ტო-მარა. ტომრებში მოთავსებული იყო 37 ბალონი, 8 ხერხი, 7 რეზინის ჩაქუჩი, 60 წყლის მილის გადამყვანი, 10 ფუნჯი, 11 გერმეტიკის ფისტოლეტი, ხრახნები, 89 სამ მხრიანი გადამყვანი, წყლის გადამყვანები და სხვადასხვა ზომის ხრახნები. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა. ჩხრეკისას მოხდა ფოტო გადაღება.

მოწმეებმა, პოლიციის გამომძიებლებმა გ--–- ბ----–--ემ და მანქანის მფლობელმა დ----- დ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს ჩხრეკის მიმდინარეობა და შედეგები.

დაზარალებულის წარმომადგენელის გ------- წ-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ჯ---–--- ფ-----ეს და ნ------ ბ--------ს დანაშაული არ ჩაუდენიათ, მათ ნივთები არ მოუ-პარავთ და ზარალის თაობაზედ პოლიციაში დაკითხვისას გამომძიებელს განუმარტა, რომ სამშენებლო ფირმას შპს „ბ---------------–--ს“ ზიანი არ განუცდია. მისი მოწმის სახით დაკითხვის ოქმში აღწერილი შინაარსის ნაწილი მისი ნაკარნახევი არ არის და არც ოქმზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის მას. მისთვის ცნობილი იყო ფირმის მფლო-ბელის - გ------- დ------სგან (აწ გარდაცვლილი), რომ დ------ს ბრალდებულების წი-ნააღმდეგ გამოძიებისათვის ჩვენება არ მიუცია. დ------მ პოლიციელებს აუხსნა რომ ჯ. ფ-----ეს და ნ. ბ--------ს ჰქონდათ უფლება საწყობიდან გაეტანათ ნივთები ხელფასის სახით. ამ ჩვენების შინაარსის შესახებ გ------- დ------მ მასაც (გ------- წ-----–--ესაც) უთხრა და ასევე დაავალა, რომ მისულიყო პოლიციაში, როგორც დაზარალებულის წარ-მომადგენელი და განეცხადებინა, რომ ჯ--–--- ფ-----ის და ნ------ ბ--------ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც მან შეასრულა. ჯ--–--- ფ-----ე და ნ------ ბ-------- მუ-შაობდნენ მშენებლობაზე ფუნდამენტის ჩასხმის დღიდან. სანამ ფირმის მფლობელი გ------- დ------ იყო ჯანმრთელი, იგი ხელფას უხდიდა მუშებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაუუარესდა ჯამრთელობა, ხელფასს ვერ უხდიდა და ხელფასის სახით ჯ--–--- ფხა-კაძეს და ნ------ ბ--------ს შეეძლოთ წაეღოთ სამშენებლო ინვენტარი და ნივთები სა-წყობიდან. საწყობის ერთი გასაღები ჰქონდათ ჯ--–--- ფ-----ეს და ნ------ ბ--------ს, ხოლო მეორე გასაღები ინახებოდა თავად გ------- წ-----–--ესთან. ამ გარემოების შე-სახებ პოლიციასაც შეატყობინა დაკითხვის დროს.

(პირველი ინსტანციის სასამართლდოს სხდომის ოქმი)

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 05.05.2018 წელს შედგენილი გ------- დ------ს გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დად-გენილი წესით) დასტურდება, რომ მის მიერ არის დაარსებული სამშენებლო ფირმა „ბ-------------–---“. ფირმა აშენებს 10 სართულიან კორპუსს ბ------–------------------–---–ის ქუჩაზე. ამავე დროს სარემონტო სამუშაოებს ატარებს საკუთარ საცხოვრებელ სახლში. კომპანიის დაარსების დღიდან მშენებლობის პროცესში ჩართულები არიან ნ------ ბ-------- და ჯ--–--- ფ-----ე, რომლებიც ასრულებენ სამშენებლო სამუშაოებს როგორც მშენებარე კორპუსში, ასევე მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. ძალიან ახლოს იცნობს მათ და ფაქტიურად ოჯახის წევრებად ჰყავს მიღებული. მისი ნებართვით ორივეს ჰქონ-და უფლება ნებისმიერ დროს შესულიყვნენ კომპანიის მშენებარე ობიექტის ტერიტო-რიაზე, აგრეთვე საწყობში და გამოეტენათ კომპანიის კუთვნილი მასალა. რადგან ნ------ ბ-------- და ჯ--–--- ფ-----ე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ მის საცხოვრებელ სახლშიც, ხშირად მიჰქონდათ სარემონტო მასალები თ----–---–ის ქუჩაზე მდებარე მშე-ნებარე კორპუსიდან მის საცხოვრებელ სახლშიც. ჯანმრთელობის გაუარესების გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვის ხელფასი ვერ გადაუხადა ჯ--–--- ფ-----ესა და ნ------ ბ--------ს, რის გამოც უთხრა მათ, რომ შეეძლოთ მშენებარე ობიექტიდან აეღოთ ნებისმიერი სამშენებლო მასალა, ჩაებარებინათ და გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ჩაეთვალათ ხელფასის ანგარიშში. ის სამშენებლო მასალა, რომელიც გაჰქონდათ ჯ--–--- ფ-----ესა და ნ------ ბ--------ს 2018 წლის 3 აპ-რილს, როდესაც პოლიციამ დააკავა, მათ არ მოუპარავთ. ნებართვა მასალის გატანის თაობაზე მისგან ჰქონდათ მიღებული.

(პირველი ინსტანციის სასამართლდოს სხდომის ოქმი)

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას მოთხოვნას ნ------ ბ--------სა და ჯ--–--- ფ----ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე მათთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულში, შემ-დეგ გარემოებათა გამო:

უტყუარად დადგენილია და როგორც საქმეზე დაკითხული პოლიციის თანამშრომ-ლების, ასევე ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ, 2018 წლის 3 აპრილს, 22:13 საათზე, ქ. ბ------–---------–---–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებულ იქნენ ნ------ ბ-------- და ჯ--–--- ფ-----ე.

სადაო არაა არც ის გარემოება, რომ ე--------–---–-------------- მიმდებარე ტერიტო-რიაზე გაჩერებული მერსედესის ფირმის ტაქსიდან სახ. ნომრით O--------, მფლო-ბელის - დ----- დ------ის თანხმობით ჩატარებული ჩხრეკისას, ამოღებული იქნა ხუთი ტომარა. ტომრებში მოთავსებული იყო 37 ბალონი, 8 ხერხი, 7 რეზინის ჩაქუჩი, 60 წყლის მილის გადამყვანი, 10 ფუნჯი, 11 გერმეტიკის ფისტოლეტი, ხრახნები, 89 სამ მხრიანი გადამყვანი, წყლის გადამყვანები და სხვადასხვა ზომის ხრახნები.

ამ ფაქტობრივ გარემოებას არც ჯ--–--- ფ-----ე და ნ------ ბ-------- არ ხდიან სადაოდ, თუმცა განმარტავენ, რომ სამშენებლო მასალები გაჰქონდათ გ------- დ------ს ნებარ-თვით.

თუმცა გ------- დ------ს გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნდა დაცვის მხარის შუამდგომ-ლობით) დასტურდება, რომ რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასს ვერ უხ-დიდა ჯ--–--- ფ-----ეს და ნ------ ბ--------ს, ნება დართო მშენებარე ობიექტიდან აეღოთ მასალები, გაეყიდათ და ჩაეთვალათ ხელფასის თანხაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგე-ნელმა გ------- წ-----–--ემ დაადასტურა ის გარემოება, რომ გ------- დ------საგან მის-თვის ცნობილი იყო, რომ ნება დართო ჯ--–--- ფ-----ესა და ნ------ ბ--------ს, რომ მშე-ნებარე ობიექტიდან ხელფასის სანაცვლოდ გაეტანათ მასალები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეუ-ლი ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

ქურდობის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაც-ნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალის-წინებს, რომ თავისი ქმედებით ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და სურს მიაყენოს მას ასეთი ზიანი. ამდენად, სხვისი მფლობელობიდან ნივთის ამოღება ხდება უკანონოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირს არც კანონით და არც ნივთის მფლო-ბელისაგან არა აქვს მინიჭებული მისი მისაკუთრების უფლება.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლე-ული გ------- დ------ს ჩვენებით დასტურდება, მან ნება დართო ჯ--–--- ფ-----ესა და ნ------ ბ--------ს, მიუღებელი ხელფასის სანაცვლოდ, გაეტანათ მშენებარე ობიექტიდან სამშენებლო მასალები და გაეყიდათ. ანალოგიურს ადასტურებს დაზარალებულის წარ-მომადგენელი გ------- წ-----–--ე თავის ჩვენებაში.

ამდენად, გ------- დ------ს მფლობელობიდან სამშენებლო მასალების ამოღება არ მომხ-დარა უკანონოდ, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, რაც გამორიცხავს ჯ--–--- ფ-----ისა და ნ------ ბ--------ს ქმედებაში ქურდობის შემადგენლობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი გ-------- დ------ს 2018 წლის 04 აპრილის გამოკითხვის ოქმს და მის ანალიზს, თუმცა სააპე-ლაციო სასამართლო 4 აპრილის გამოკითხვის ოქმზე არ შეაჩერებს ყურადღებას, რადგან იგი დაუშვებლად იყო ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, გა-ნაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭ-ვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებუ-ლის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნა-წილის შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმა-ნეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის შესაბამისად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ------ ბ--------ს და ჯ--–--- ფ-----ის ბრალის მადასტურებლად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი ნ------ ბ--------ს და ჯ--–--- ფ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ნ------ ბ--------ს და ჯ--–--- ფ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ნ------ ბ-------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქ-ტით წარდგენილ ბრალდებაში.

ნ------ ბ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმე-ბულია.

გამართლებულ ნ------ ბ--------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფ-ლების შესახებ.

ჯ--–--- ფ-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხ-ლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ჯ--–--- ფ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ა-–---------- ა-----ეს დაუბრუნდეს სს „ს----------–--------ში“ 2018 წლის 06 აპრილს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

გამართლებულ ჯ--–--- ფ-----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფ-ლების შესახებ.

ნივთმტკიცებები – გასაღების ასხმა დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღ-ჭურვილ პირს, სამშენებლო მასალები დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღ-ჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili