განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001814568
საქმე №1ბ/719-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ------------------ის დაბადებულის 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქის, პ------------------------------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ-------–---------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით რ------------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 29 იანვარს, შუადღის საათებში, ქ-------–--–-------–------–---–-------------ში, რ------------------ემ რძალს - მ--–----------–---–---–ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, არასრულწლოვანი შვილის - ან----------ის თანდასწრებით, რა დროსაც მ--–----------–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენით:
რ------------------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;
რ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმდა;
ამავე განაჩენით, მ--–----------–---–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, თუმცა მის მიმართ განაჩენი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს რ------------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა და გამოიკვლია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებლი მტკიცებულებები. რ------------------ეს მ--–----------–---–---–ისათვის ფიზიკური შეუარცხყოფის დროს ჰქონდა პირადი, შურისძიების მოტივი, რადგან თ---–--–-–---–თან ტელეფონზე საუბრის დროს გაიგო მ--–----------–---–---–ის მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენი რ------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
მოწმე თ---–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 29 იანვარს, მ--–----------–---–---–ი შვილთან - ან----------ესთან ერთად ესტუმრა. წასვლისას ეზოში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ მ--–----------–---–---–ი და რ------------------ე. თავიდან ერთმანეთს მშვიდად ესაუბრებოდნენ, თუმცა მოულოდნელად მ--–----მ რ------------------ეს შეაფურთხა და წყლიანი ბოთლი ორჯერ ჩაარტყა, ამ დროს რ------------------ემ მ--–----ს ხელი აუქნია, რომელსაც აქნეული ხელი თვალთან მოხვდა და ოდნავ გაეკაწრა. გარდა ბოთლის ჩარტყმისა მ--–----------–---–---–მა რ------------------ე რკინის ჭიშკარს მიანარცხა. მანვე აღნიშნა, რომ მ--–----------–---–---–ი რ------------------ის გამოწვევას ცდილობდა და ეძახდა: ,,მიდი, მიდი დამარტყიო’’, თუმცა რ------------------ეს მისთვის არც ხელი და არც ჯოხი არ დაურტყამს, აქნეული ხელიც იმიტომ მოხვდა, რომ ცდილობდა მ--–----სგან ბოთლის დარტყმები აეცილებინა. აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრო თავისი (მოწმის) თერთმეტი წლის შვილი და მ--–----------–---–---–ის არასრულწლოვანი შვილი, - ან----------ე. მოწმის განმარტებით, მას რ------------------ისთვის არ დაურეკავს და ისინი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. სცადა გაეშველებინა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ერთადერთი რაც შეძლო იყო ის, რომ მ--–---- გაიყვანა გარეთ.
არასრულწლოვანი მოწმის ან----------ის ჩვენებით, დედამისს და რ------------------ეს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. 2017 წლის 29 იანვარს, როდესაც ის (მოწმე) და მ--–----------–---–---–ი თ---–--–-–---–ს სახლს ტოვებდნენ რ------------------ე შეხვდათ, რომელმაც დედამისს ჩხუბი დაუწყო, შემდეგ კი, რ------------------ემ მ--–----------–---–---–ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში. დედამისს საპასუხოდ ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ სიტყვიერად ეუბნებოდა ,,რაღაცეებს’’. მოწმის განმარტებით, რ------------------ემ ასევე ხელჯოხიც დაარტყა მ--–----------–---–---–ს, თუმცა სად ზუსტად არ ახსოვს. მოწმის განმარტებით დედამისს კონფლიქტის დროს ხელში რაიმე საგანი არ სჭერია.
მ--–----------–---–---–ის განმარტებით, - შვილთან, ან----------ესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა თ---–--–-–---–თან. გამოსვლისას ეზოში რ------------------ე შეხვდათ, რომელმაც ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, რის შედეგადაც მან ფიზიკური ტკივილი განიცადა, სახე დასისხლიანებული და დაკაწრული ჰქონდა, რაც ასევე ნახა გამომძიებელმა ბ---------–--–-–---–მა. კონფლიქტი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ თითქოს ის რ------------------ეს თ--სთან ,,ქუჩის ქალს’’ ეძახდა. მას რ------------------ისთვის საპასუხოდ არ დაურტყამს.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ბ---------–--–-–---–მა განმარტა, რომ მ--–----------–---–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, რომლის კანონთან შესაბამისობა დაადასტურა. მოწმის განმარტებით, იგი მომხდარ ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია. მანვე აღნიშნა, რომ მ--–----------–---–---–ს ვიზუალურად რაიმე სახის დაზიანება არ ემჩნეოდა შესაბამისად, ექსპერტიზის დანიშვნის საჭიროება ვერ დაინახა. იმ შემთხვევაში, თუ მოწმეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი ექნებოდა მასთან უნდა დაეფიქსირებინა, რაც არ მომხდარა.
რ------------------ის განმარტებით, მის მეზობლად ცხოვრობდა მისი ნათესავი თ---–--–-–---–ი. თ---–--–-–---–ს ტელეფონზე დაურეკა და გაიგო რომ მ--–----------–---–---–ი მას შეურაცხყოფას აყენებდა. 2017 წლის 29 იანვარს, იგი სტუმრად მიდიოდა თ--სთან, რა დროსაც ეზოში შეხვდა მ--–----------–---–---–ი, რომელსაც ჰკითხა ყველასთან, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, მ--–---- უ---–---–---–მა კი ბოთლი დაარტყა ორჯერ, ჯერ თავში, შემდეგ კი სხეულზე. ბოთლის დარტყმისას ხელი აიქნია თავდაცვის მიზნით. ფრჩხილი შესაძლოა მოხვდა მ--–----------–---–---–ს. შეგნებულად ხელი არავისთვის დაურტყამს. მ--–----------–---–---–მა ხელის აქნევით დაზიანება მიიღო თუ არა არ იცის, თავისი თვალით არ უნახავს. მ--–----------–---–---–ს ბავშვის წაყვანა მანამდე სურდა, თუმცა ბავშვი თავისი ნებით არ გაჰყვა. ბოთლის თავში ჩარტყმისას ფიზიკური ტკივილი იგრძნო.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე, - ბ---------–---–ის ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, თუმცა აღნიშნული მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მან არ დაადასტურა მ--–----------–---–---–ის სახეზე რაიმე დაზიანების არსებობის ფაქტი, უფრო მეტიც ბ---------–---–ის განმარტებით, დაზიანების რეალურად არსებობის შემთხვევაში იგი აუცილებალდ შეამჩნევდა მას, რადგან შემთხვევის შემდგომ მ--–----------–---–---–თან ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მ--–----------–---–---–ს არც თავად განუცხადებია გამომძიებლისთვის, რომ ექსპერტიზის ჩატარება სურდა. რაც შეეხება მ--–----------–---–---–ის და მისი არასრულწლოვანი შვილის ან----------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებს, სააპელაციო პალატა მათი ჩვენებებს შეფასების შემდგომ მიიჩნევს, რომ მათი ჩვენებები შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. კერძოდ, როგორც მ--–----------–---–---–მა ასევე, მისმა შვილმა - ა------------ემ განმარტეს, რომ კონფლიქტი რ------------------ემ წამოიწყო, რომელმაც ორჯერ დაარტყა ხელი მ--–----------–---–---–ს. განსხვავებულად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითრებული მოვლენები თ---–--–-–---–მა და რ------------------ემ. ნეიტრალური მოწმის, - თ---–--–-–---–ის განმარტებით, სწორედ მ--–----------–---–---–ი ცდილობდა რ------------------ის გამოწვევას და მის პროვოცირებას, ხოლო რ------------------ე ცდილობდა თავი დაეღწია მ--–----სგან, რომელიც ბოთლს ურტყამდა და სწორედ ამ დროს თავდაცვის მიზნით აიქნია ხელი. რ------------------ეს მ--–----------–---–---–ისათვის ხელი არ დაურტყამს. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს რ------------------ემაც. ან----------ის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის თავად მ--–----------–---–---–ის ჩვენებასთან კერძოდ, ან----------ემ განმარტა, რომ რ------------------ემ მ--–----------–---–---–ს ,,ხელჯოხიც’’ ჩაარტყა, აღნიშნული გარემოების შესახებ კი არ მიუთითებია მ--–----------–---–---–ს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ--–----------–---–---–ის და ან----------ის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ შემთხვევის მომენტს, შესაბამისად, აღნიშნული წინააღმდეგობები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უმნიშვნელოდ.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ რ------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა რ------------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ რ------------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენი რ------------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენი რ------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
რ------------------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ რ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი