განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
330210118002410612
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №2ბ/220-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები - ამირან ძაბუნიძე, ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტი - შპს „ბ----------------“

წარმომადგენელი - შ--–--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ---------“

წარმომადგენლები - გ----------–--ე, ნ-----------–---–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2--- წლის 2- მაისის საოქმო განჩინებები თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით ჩანაცვლების თაობაზე უარის თქმის შესახებ და საქმეში მესამე პირებად ჩართვის თაობაზე უარის თქმის შესახებ.

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა; გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმება და შუამდგომლობების დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი - დივიდენდის დაკისრება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. შპს „ბ---------ის“ (ს/ნ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს „ბ----------------ას“ (ს/ნ 2--------) მოსარჩელე შპს „ბ---------ის“ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისრა 719 732 ლარისა და 62 თეთრის გადახდა.

 

3. შპს „ბ---------ის“ (ს/ნ 2--------) მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

4. მოპასუხე შპს „ბ----------------ას“ (ს/ნ 2--------) მოპასუხე შპს „ბ---------ის“ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან 4154 ლარისა და 10 თეთრის ანაზღაურება. სარჩელზე გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი 845 ლარი და 90 თეთრი, დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.1. შპს ,,ბ----------------ას“ პარტნიორებმა: ა--------------ემ (კაპიტალში წილის 50%-ის მფლობელი), ლ----------–--ემ (14%), გ----------------ემ (15%) და შპს ,,ბ----------------ამ“ (21%), 2--- წლის 1--------–ს მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაფუძნებიდან 2--- წლის 1--------–--დე არსებული მოგების პარტნიორებზე განაწილების შესახებ. საზოგადოების ჯამურმა გასანაწილებელმა მოგებამ ამ დროისათვის შეადგინა 8 869 524.37 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შპს ,,ბ----------------ას“ წესდება (ს.ფ. 161-176);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 2--27);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 64-66);

- 11/0-/2--- წლის კრების ოქმი (ს.ფ. 34-40);

- ბუღალტრული ბარათი (ს.ფ. 114);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

1.2. 2--- წლის 1--------–ის გადაწყვეტილების ფარგლებში, 2-/0-/2--- წელს პარტნიორთა გადაწყვეტილებით, პარტნიორებზე მათი წილის პროპორციულად განაწილდა მოგების ნაწილი 1 710 250 ლარი, საიდანაც მოსარჩელეზე 2--- წლის 2- მაისს გაიცა დივიდენდის სახით, 359 152.50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2-/0-/2--- წლის პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 41);

- შპს ,,ბ---------ის“ სალაროს შემოსავლის ორდერის ასლი (ს.ფ. 42);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

1.3. შპს ,,ბ----------------ას“ პარტნიორთა 2----–-–------------ის კრებაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ბ---------ისათვის“ მოგების ნაწილის სახით 783 715 ლარის გაცემის შესახებ და 2--- წლის 0- იანვარს ეს თანხა გადაეცა მოსარჩელეს. ჯამში, 11/0-/2--- წლის პარტნიორთა გადაწყვეტილების ფარგლებში, მოსარჩელეზე დივიდენდის სახით გაიცა 1 142 867.5 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 0--------- წლის კრების ოქმი (ს.ფ. 112);

- შპს „ბ----------------ას“ სალაროს გასავლის ორდერის ასლი (ს.ფ. 46);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.4. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე, შპს „ბ----------------ას“ პარტნიორთა მიერ, 2--- წლის 0- იანვარს არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება იმ შინაარსით, როგორც ეს მითითებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 0--------- წლის კრების ოქმში, მათ შორის, მოსარჩელეზე 2--- წლის 9 იანვრის მდგომარეობით ნარჩენი მოგების სახით არაუგვიანეს 2--- წლის 30 იანვრისა 1 650 000 ლარის გაცემის შესახებ, ვინაიდან ეს კრების ოქმი, პარტნიორთაგან ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის, როგორც საზოგადოების კაპიტალში 21%-ის მქონე პარტნიორის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 0--------- წლის კრების ოქმი (ს.ფ. 43-44);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

1.5. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2--- წლის 1--------–--დე შპს ,,ბ----------------ას“ ჯამური მოგებიდან, მოსარჩელეზე გაუცემელი დივიდენდის დარჩენილი ნაწილი შეადგენს 719 732.62 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 11/0-/2--- წლის კრების ოქმი (ს.ფ. 34-40);

- შპს „ბ----------------ას" წერილი (ს.ფ. 113);

- ბუღალტრული ბარათი (ს.ფ. 114);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

-

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, იმის შესახებ, რომ მასზე გასაცემი დივიდენდის დარჩენილი ნაწილი 2----–-–------------ის მდგომარეობით, შეადგენდა 1 650 000 ლარს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 0--------- წლის კრების ოქმი, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, ხელმოწერილი იყო მხოლოდ მისი, როგორც 21%-ის წილის მქონე პარტნიორის დირექტორის, ი----------–-–---–ის მიერ. ამ ოქმის ბოლოს, პარტნიორთა სახელების, მათ შორის ა--------------ის, გასწვრივ სხვა ხელმოწერა არ იყო შესრულებული. რაც შეეხება ოქმის ტექსტის ბოლოს არსებულ ხელმოწერას, იგი შპს „ბ----------------ას“ დირექტორის, გ-----------ის ავტოკალმით შესრულებული სახელის გასწვრივ იყო, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ამავე დღით დათარიღებული კრების ოქმის ანალოგიურად (ს.ფ. 112), რომლის ნამდვილობაც მხარეებმა სადავოდ არ გახადეს. შესაბამისად, არ არსებობდა არავითარი საფუძველი საიმისოდ, რომ ეს ხელმოწერა მიჩნეული ყოფილიყო მოპასუხე კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის, ა--------------ის ხელმოწერად, როგორადაც ამას მიუთითებდა მოსარჩელე.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ან/და არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. პარტნიორთა საერთო კრებაზე შპს-ის პარტნიორთა ხმები განისაზღვრება მათი წილების პროპორციულად.

 

შპს „ბ----------------ას“ წესდების მ--------------------ლით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ“ (იხ. სუსგ Nას-1---------2---, 16 მარტი, 2--- წელი).

 

ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 0---------წ. „პარტნიორთა კრების ოქმის“ ტექსტი ხელმოწერილი იყო მხოლოდ მოსარჩელის, როგორც შპს „ბ----------------ას“ 21%-იანი პარტნიორის მიერ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კრების ოქმს არ გააჩნდა იურიდული ძალა და კომპანიის პარტნიორთა მიერ არ მომხდარა მასში მითითებული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, შპს „ბ---------ისათვის“ 2----–-–------------ის მდგომარეობით ნარჩენი მოგების სახით 1 650 000 ლარის გაცემის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოპასუხე, შპს „ბ----------------ას“ პარტნიორთა კრების 11/0-/2--- წლის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა საზოგადოების დაფუძნებიდან 2--- წლის 1--------–--დე არსებული მოგების - 8 869 524.37 ლარის - დივიდენდის სახით განაწილება, ხოლო მოსარჩელე იყო ამ საზოგადოების კაპიტალში 21% წილის მფლობელი, მასზე პროპორციულად გასაცემი მოგება შეადგენდა 1 862 600.12 ლარს (8869524.37 ლარის 21%), საიდანაც მოსარჩელეზე გაიცა 1 142 867.5 ლარი და შესაბამისად, მასზე გასაცემი დივიდენდის დარჩენილი ოდენობა განისაზღვრა 719 732.62 ლარით.

 

2.2. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ შესაგებლით სარჩელის ნაწილობრივი ცნობა და მოსარჩელეზე გასაცემი დივიდენდის ნაწილში ფაქტობრივი გარემოების აღიარება, იყო არსებითი შეცდომის შედეგი, რაც მისი მითითებით, გამოიწვია მოსარჩელეზე გასაცემ დივიდენდად, შეცდომით შპს „ბ----------------აში“ მისი წილის ღირებულების აღნიშვნამ, რასაც შეიცავდა შესაგებელზე დართული ე.წ. „ბუღალტრული ბარათი“. დასახელებული დოკუმენტს, რომელიც ხელმოწერილი იყო შპს „ბ----------------ას“ დირექტორის, გ-----------ის მიერ, თან ერთვოდა მოსარჩელისათვის 03/0-/2--- წელს გაგზავნილ წერილს, რომლითაც ეცნობა, რომ მასზე გასაცემად დარჩენილი დივიდენდი შეადგენდა 719 732.62 ლარს, რომელსაც კომპანია ჩაურიცხავდა არაუგვიანეს 2--- წლის 30 ივნისისა. „ბ------–-------–--------ში“ აღნიშნული იყო, რომ საზოგადოების ჯამურმა მოგებამ 01/01/2--- წლიდან 11/0-/2--- წლამდე შეადგინა 8 869 524.37 ლარი, საიდანაც შპს „ბ---------ის“ წილი იყო 1 862 600.12 ლარი. აქედან გაცემული იყო 1 142 867.50 ლარი, ხოლო დარჩენილი - 719 732.62 ლარი (ს.ფ. 113---4). გარდა იმისა, რომ შპს „ბ---------ის“ წილად მითითებული 1862600.12 ლარი, ჯამური მოგების 8869524.37 ლარის ზუსტად 21% იყო, ზემოაღნიშნული მონაცემები ზედმიწევნით ემთხვეოდა საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილ შესაბამის კრების ოქმებსა და სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერებს (იხ. 2-/0-/2--- წლის პარტნიორთა კრების ოქმი - ს.ფ. 41; შპს ,,ბ---------ის“ სალაროს შემოსავლის ორდერის ასლი - ს.ფ.42; 0--------- წლის კრების ოქმი - ს.ფ.112; შპს „ბ----------------ას“ სალაროს გასავლის ორდერის ასლი - ს.ფ.46) (იხ. გადაწყვეტილების 3.1.2.-3.1.3. პუნქტები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-132-ე მუხლებით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. ამავე კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ აღიარების უარსაყოფად მითითებული გარემოება - დივიდენდის ნაცვლად წილის ღირებულების აღნიშვნა იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. შესაბამისად, მისი განცხადება, აღიარების უარყოფის შესახებ, სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ზემოაღნიშნულ წერილსა და „ბ------–-------–--------ში“ შეტანილი მონაცემების არასწორობა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დივიდენდის გამოცხადებისა და გადახდის კომპეტენციას „მეწარმეთა შესახებ“ კანონი დირექტორს აკუთვნებს, დაუშვებელია დირექტორის ეს უფლება არამართლზომიერად იქნეს გამოყენებული და უსაფუძვლოდ შეზღუდოს პარტნიორის უფლება დივიდენდის მიღებაზე. ნებისმიერი სამოქალაქო უფლება შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი) და ამდენად, სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები" (იხ. სუსგ Nას-1063-1018-2014; 08 აპრილი, 2015 წელი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მოპასუხე, შპს „ბ----------------ას“ მოსარჩელე, შპს „ბ---------ის“ სასარგებლოდ, უნდა დაკისრებოდა დივიდენდის დარჩენილი ნაწილის სახით, 719 732.62 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტში აღნიშნულია, რომ „საზოგადოების ჯამურმა გასანაწილებელმა მოგებამ ამ დროისათვის შეადგინა 8 869 524.37 ლარი“. დადგენილი ფაქტობრივი გარემოება უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს არცერთი მტკიცებულებიდან (მათ შორის 2--- წლის 1--------–ის კრების ოქმი ან მხარეთა ახსნა-განმარტება). აღსანიშნავია ისიც, რომ მოგების მოცულობა არ ყოფილა მხარეთა შორის დავის საგანი. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის მიღებაზე გამომდინარეობდა არა გასანაწილებელი დივიდენდის მოცულობიდან, არამედ ემყარებოდა კონკრეტულ მტკიცებულებას - 2----–-–--------------------------მს. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან გასანაწილებელი მოგების განსაზღვრა წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას და მოპასუხე მხარის ინტერესების შელახვას.

 

სასამართლოს მიერ, საქმის მიმდინარეობისას, შესაბამისი განჩინებების მიღების გზით, არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა 2----–-–--------------------------მი და ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნებოდა ზემოაღნიშნული კრების ოქმის „ნამდვილობაზე“, მის იურიდიულ ძალმოსილებაზე. კერძოდ, 2--- წლის 2- მაისს, მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლომ უარი განაცხადა მოპასუხე კომპანიის დამფუძნებლების - გ------ი და ა--------------ეების საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე, ასევე, 2--- წლის 12 ივნისის განჩინებით სასამართლო მიერ უარი იქნა განცხადებული შპს „ბ----------------ას“ დამფუძნებლების ა----- და გ----------------ეების სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ზემოაღნიშნულ განჩინებათა მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა 2----–-–--------------------------მის კანონიერება და შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების საკითხი დამოკიდებული იქნებოდა მხოლოდ მოცემული კრების ოქმის რელევანტურობაზე. თუ მოპასუხე კომპანიის დამფუძნებელთა მიერ არ იყო ხელმოწერილი კრების ოქმი, სარჩელი ვერ იქნებოდა დაკმაყოფილებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით შეფასებულ იქნა სარჩელის საფუძვლის - 2----–-–--------------------------მი და დადგენილ იქნა შემდეგი: „ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 0--------- წლის პარტნიორთა კრების ოქმის ტექსტი ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის, როგორც შპს „ბ----------------ას“ 21 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მიერ, სასამართლო თვლის, რომ ამ კრების ოქმს არ გააჩნია იურიდიული ძალა და კომპანიის პარტნიორთა მიერ არ მომხდარა აქ მითითებული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, შპს „ბ---------ისათვის“ 2----–-–------------ის მდგომარეობით ნარჩენი მოგების სახით 1 650 000 ლარის გაცემის შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული 2----–-–--------------------------მი არ იქნა მიჩნეული იურიდიულად ძალმოსილ დოკუმენტად, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა შპს „ბ---------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ბ----------------ას“, ა--------------ის და გ----------------ის მიმართ დივიდენდის დაკისრების თაობაზე. სწორედ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მოგების მოცულობა და მხარეებს სრულფასოვნად აქვთ საშუალება დაიცვან თავიანთი ინტერესები შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით. აღნიშნული დავის შესახებ ცნობილი იყო მოსამართლისათვის, თუმცა მის მიერ მაინც იქნა ნამსჯელი მოგების მოცულობაზე, რაც ცალსახად წარმოადგენდა უფლებამოსილების გადამეტებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხე მხარეს არ მისცემია საშუალება წარედგინა თავის მოსაზრებები და მტკიცებულებები კომპანიის მოგების მოცულობასთან მიმართებით, რითაც არსებითად შეილახა მისი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „ბ----------------ას“ პარტნიორთა 11/0-/2--- წლის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა დაფუძნებიდან 2--- წლის აპრილამდე არსებული მოგების - 8 869 524.37 ლარის დივიდენდის სახით განაწილება, ხოლო ვინაიდან მოსარჩელე იყო ამ საზოგადოების კაპიტალში 21 % წილის მფლობელი, მასზე პროპორციულად გასაცემი მოგება შეადგენდა 1 862 600.12 ლარს. აღსანიშნავია, რომ არათუ 2--- წლის 1--------–ის კრების ოქმში, არამედ პარტნიორთა არცერთ კრების ოქმში 8 869 524.37 ლარი არ არის გაჟღერებული. შესაბამისად, გამოდის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება არარსებულ ჩანაწერს.

 

3.2. რაც შეეხება პირველადი შესაგებლით სარჩელის ნაწილობრივ აღიარების საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ სარჩელის აღიარება (ცნობა) არის მხარის მიერ თავისი მატერიალური უფლების განკარგვის აქტი, რითაც იგი ცნობს მოთხოვნის უფლების მარლთზომიერებას. დივიდენდის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება ვერ ჩაითვლება კომპანიის უფლებამოსილებად, ამდენად, შესაგებელში მითითებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლებული იყო სამართლებრივ დასაბუთებას. ხაზგასასმელია ისიც, რომ მოპასუხის თავდაპირველი პოზიცია გამოწვეული იქნა არსებითი შეცდომის საფუძველზე, კერძოდ, შპს „ბ----------------ას“ 2--- წლის 1--------–ის კრების ოქმის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, დივიდენდის მოცულობად შეცდომით მიღებული იქნა შპს „ბ---------ის“ წილის ღირებულება. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის მიერ უარყოფილი იქნა მოთხოვნა და მოთხოვნილ იქნა მისი ჩანაცვლება სათანადო მოპასუხის მიერ. ამასთან, შესაგებლით შეცილებული იქნა ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. 2----–-–------------ით დათარიღებული კრების ოქმი და წარმოდგენილ იქნა კანონიერი, სათანადოდ ხელმოწერილი და იურიდიული შედეგების მქონე 2----–-–--------------------------მი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და გაუქმებულ უნდა იქნეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს შემდეგს:

 

პალატა აღნიშნავს, რომ 2019 წლის 06 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე ინფორმაციის სახით, შპს „ბ----------------ს“ სახელწოდების ცვლილების დასადასტურებლად, საქმეს დაერთო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. აღნიშნული ამონაწერის თანახმად, შპს „ბ----------------ამ“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ახალი სახელწოდებაა - შპს „ბ----------------“.

 

4.1. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტად ითვლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება, არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საწარმოს ვალდებულებებს პარტნიორის (პარტნიორის) მიმართ და პარტნიორის უფლებებს საზოგადოებაში (იხ. სუსგ №ას-5-----------, 06.0-.2--- წ).

 

ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა. პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა დივიდენდის სახით. შესაბამისად, საწარმოს მიერ მიღებული მოგების შესაბამის წილზე პარტნიორს წარმოეშობა საკუთრების უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მისი შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით (იხ. სუსგ №ას-5-----------, 06.0-.2--- წ).

 

საწარმოს მიერ მიღებული მოგების პარტნიორებზე განაწილების წესს განსაზღვრავს მითითებული კანონის მე-8 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა.

 

პალატა განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება. ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მხოლოდ მოგების მიღების ფაქტი საკმარისი წინაპირობა არ არის კაპიტალური ტიპის საზოგადოებაში დივიდენდის მიღებისათვის. მოგების მიღების ფაქტის დადასტურება ვერ გახდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დივიდენდის მიღების ფაქტობრივი საფუძველი იმ პირობებში, როდესაც დადგენილია პარტნიორთა გადაწყვეტილების არარსებობა საწარმოს მოგებიდან დივიდენდის განაწილების თაობაზე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების უფლებამოსილება დაადგინოს საწარმოს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილება, გულისხმობს როგორც დივიდენდის გაცემა-არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, ისე გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილებასაც (იხ. სუსგ №ას-5-----------, 06.0-.2--- წ).

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. პარტნიორთა საერთო კრებაზე შპს-ის პარტნიორთა ხმები განისაზღვრება მათი წილების პროპორციულად.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ. დივიდენდის სავალდებულო რეჟიმში მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. პარტნიორს დივიდენდის მოთხოვნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში თუ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მოხდა დივიდენდების განაწილება და მას, როგორც პარტნიორს, მისი წილის პროპორციული თანხა არ გაუნაწილეს, ან თუ ის მოითხოვს პარტნიორთა კრების მოწვევას და საწარმოს პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდების განაწილების თაობაზე.“ (იხ. სუსგ №ას-7--------, 02.07.200- წ/ Nას-8----------- 17.12.2015 წელი).

 

შპს „ბ----------------ას“ წესდების მ--------------------ლით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს „ბ---------ის“ მიერ წარმოდგენილ 2----–-–--------------------------მს არ გააჩნდა იურიდიული ძალა და კომპანიის პარტნიორთა მიერ არ მომხდარა შპს „ბ---------ისათვის“ 2----–-–------------ის მდგომარეობით ნარჩენი მოგების სახით 1 650 000 ლარის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან შპს „ბ---------ის“ მიერ წარმოდგენილ 0--------- წლის კრების ოქმს, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, ხელს არ აწერდა ყველა პარტნიორი და ხელმოწერილი იყო მხოლოდ მისი, როგორც 21%-ის წილის მქონე პარტნიორის დირექტორის, ი----------–-–---–ის მიერ. ამ ოქმის ბოლოს, პარტნიორთა სახელების, მათ შორის ა--------------ის, გასწვრივ სხვა ხელმოწერა არ იყო შესრულებული. რაც შეეხება ოქმის ტექსტის ბოლოს არსებულ ხელმოწერას, იგი შპს „ბ----------------ს“ დირექტორის, გ-----------ის ავტოკალმით შესრულებული სახელის გასწვრივ იყო, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იმავე დღით დათარიღებული კრების ოქმის ანალოგიურად (ტომი I, ს.ფ. 112), რომლის ნამდვილობაც მხარეებმა სადავოდ არ გახადეს. შესაბამისად, არ არსებობდა არავითარი საფუძველი საიმისოდ, რომ ეს ხელმოწერა მიჩნეული ყოფილიყო მოპასუხე კომპანიის 50%-იანი პარტნიორის, ა--------------ის ხელმოწერად.

 

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას შპს „ბ----------------ს“ მიერ შესაგებლით სარჩელის ნაწილობრივ ცნობასა და შპს „ბ---------იზე“ გასაცემი დივიდენდის ნაწილში ფაქტობრივი გარემოების აღიარებასთან დაკავშირებით და ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემობა საზოგადოების ჯამური გასანაწილებელი მოგების ოდენობასთან (8 869 524.37 ლარი) დაკავშირებით უსაფუძვლო იყო და არ გამომდინარეობდა არცერთი მტკიცებულებიდან, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2--- წლის 1--------–-------------------------------ის თანახმად, შპს „ბ----------------ს“ პარტნიორებმა ა--------------ემ, ლ----------–--ემ, გ----------------ემ და შპს „ბ---------იმ“ მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაფუძნებიდან 2--- წლის 1--------–--დე არსებული ნარჩენი მოგების პარტნიორებზე განაწილების თაობაზე. ასევე, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს „ბ---------“ არის შპს „ბ----------------ს“ საწესდებო კაპიტალის 21 %-ის მფლობელი პარტნიორი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ტომი I, ს.ფ. 17-22).

 

შპს „ბ----------------მ“ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 719 732.62 ლარის ნაწილში (ტომი I, ს.ფ. 102---6), თუმცა შემდგომ, 29/06/2--- წლის წერილობითი განცხადებით, მოპასუხემ განმარტა, რომ შესაგებელში მითითებული მისი აღიარება იყო არსებითი შეცდომის შედეგი და განაცხადა ამ აღიარების უარყოფის შესახებ. კერძოდ, მიუთითა, რომ შპს „ბ----------------ს“ 11/0-/2--- წლის კრების ოქმის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, დივიდენდის მოცულობად შეცდომით იქნა მითითებული შპს „ბ---------ის“ წილის ღირებულება (ტომი I, ს.ფ. 252).

 

პალატა, აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ შესაგებელში მითითებული მისი აღიარება სარჩელის ნაწილობრივ - 719 732.62 ლარის ნაწილში ცნობასთან დაკავშირებით იყო არსებითი შეცდომის შედეგი, კერძოდ, შპს „ბ----------------ს“ 11/0-/2--- წლის კრების ოქმის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, დივიდენდის მოცულობად შეცდომით იქნა მითითებული შპს „ბ---------ის“ წილის ღირებულება, ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-132-ე მუხლებით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

 

ამავე კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს „ბ----------------ს“ დირექტორის გ-----------ის მიერ შპს „ბ---------ისათვის“ 2----–-–----------ს გაგზავნილი წერილი, რომლის თანახმად, შპს „ბ----------------ს“ დირექტორი ატყობინებს შპს „ბ---------ის“ დირექტორს, რომ კომპანიის სხვა დამფუძნებლების შიდა კონსულტაციის შედეგად გადაწყდა მისთვის ნარჩენი მოგების (დივიდენდის) გაცემა, რაც შეადგენს 719 732.62 ლარს და რომელსაც შპს „ბ----------------“ შპს „ბ---------ის“ საბანკო ანგარიშზე სრულად ჩაურიცხავს არაუგვიანეს 2--- წლის 30 ივნისისა. ასევე, საქმეში წარმოდგენილი არის შპს „ბ----------------ს“ 21 % წილის მფლობელი პარტნიორის, შპს „ბ---------ის“ დივიდენდის გაცემის ბუღალტრული ბარათი, რომლის თანახმად, საზოგადოების ჯამურმა მოგებამ დაფუძნებიდან 11/0-/2--- წლამდე შეადგინა 8 869 524.37 ლარი, საიდანაც შპს „ბ---------ის“ წილი (21 %) იყო 1 862 600.12 ლარი. აქედან, შპს „ბ---------ისათვის“ გაცემული დივიდენდის ოდენობა იყო 1 142 867.50 ლარი, ხოლო გასაცემი დივიდენდის ოდენობა არის 719 732.62 ლარი (ტომი I, ს.ფ. 113---4).

 

პალატა აღნიშნავს, რომ შპს „ბ----------------ს“ დირექტორის შპს „ბ---------ის“ დირექტორისათვის გაგზავნილი 2----–-–----------ის წერილი სრულ შესაბამისობაში არის შპს „ბ----------------ს“ მიერ გაცემულ შპს „ბ---------ის“ დივიდენდის გაცემის ბ------–-------–--------თან. გარდა იმისა, რომ შპს „ბ---------ის“ წილად მითითებული 1 862 600.12 ლარი, ჯამური მოგების 8 869 524.37 ლარის ზუსტად 21% არის, ზემოაღნიშნული მონაცემები თანხვედრაშია საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილ 2-.0-.2--- წლის კრების ოქმსა და სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერებთან, ასევე 0-.01.2--- წლის კრების ოქმსა და სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერებთან. შესაბამისად, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ 2--- წლის 1--------–--დე შპს „ბ----------------ს“ ჯამური მოგებიდან, შპს „ბ---------იზე“ გაუცემელი დივიდენდის დარჩენილი ნაწილი შეადგენდა 719 732.62 ლარს და მას არა აქვს კავშირი შპს „ბ---------ის“ წილის ღირებულებასთან. ამდენად, აპელანტის მოსაზრება, რომ გასანაწილებელი მოგების განსაზღვრა სასამართლოს მხრიდან წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას და მოპასუხე მხარის ინტერესების შელახვას, არის დაუსაბუთებელი და არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ბ----------------მ“ ვერც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე ვერ დაადასტურა, რომ აღიარების უარსაყოფად მითითებული გარემოება - დივიდენდის ნაცვლად წილის ღირებულების აღნიშვნა, იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამ გარემოებების დადასტურება კი სავალდებულოა თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლისა. გამომდინარე იქედან, რომ შპს „ბ----------------ს“ დირექტორის მიერ შპს „ბ---------ის“ დირექტორისათვის გაგზავნილი 2----–-–----------ის წერილი თანხვედრაშია შპს „ბ----------------ს“ მიერ გაცემულ შპს „ბ---------ის“ დივიდენდის გაცემის ბ------–-------–--------თან, ხოლო ეს დოკუმენტები თავის მხრივ სრულ თანხვედრაშია 2-.0-.2--- წლის და 0-.01.2--- წლის კრების ოქმებსა და სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერებთან, ადასტურებს იმას, რომ არც შპს „ბ----------------ს“ მიერ შპს „ბ---------ის“ წინაშე და არც სარჩელზე შესაგებლის შეტანისას, შპს „ბ----------------ს“ მხრიდან შეცდომის დაშვებას ადგილი არ ჰქონია. გარდა იმისა, რომ არ დასტურდება შეცდომის ფაქტი, თავის მხრივ მხოლოდ შეცდომის არსებობა ცალკე აღებული არ არის საკმარისი აღიარების უარსაყოფად. შეცდომასთან ერთად, უნდა არსებობდეს შეცდომის გამომწვევი საპატიო მიზეზი, კერძოდ, შეცდომა განპირობებული უნდა იყოს ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მხარისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შეცდომის აღიარების შემდეგ მისთვის ახალი გარემოება გახდა ცნობილი, რომელმაც განაპირობა შეცდომა, ან მასზე განხორციელდა ფსიქიკური ან ფიზიკური ზემოქმედება, რომელმაც გამორიცხა მისი თავისუფალი ნება. მხარე თავის სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ აღიარებისას დივიდენდის ნაცვლად აღნიშნული იყო წილის ღირებულება. მის მიერ მითითებული ეს გარემოება მიუთითებს, არა რაიმე ახალ გარემოებაზე, რაც უცნობი იყო აღიარებისას, არამედ მიუთითებს უყურადღებობით გამოწვეულ შეცდომაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლი აღიარების უარყოფას არ ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა გამოწვეული იყო უყურადღებობით, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა შეცდომას, თუნდაც უყურადღებობით, არ ჰქონია ადგილი მოსარჩელის მხრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლი ადგენს მხარის მიერ თავისი აღიარების გაქარწყლების წესს და პროცედურას და ასევე სასამართლოს ავალდებულებს აღნიშნული აღიარების უარყოფა დაასაბუთოს გადაწყვეტილებაში. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში, როგორც აღინიშნა არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაესაბუთებინა აღიარების უარყოფა. ამდენად, მხარის მიერ ზეპირად მითითებული გარემოებები, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, არ აკმაყოფილებს აღიარების უარყოფის დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რასაც აწესებს სსკ-ს 133-ე მუხლი. შესაბამისად, შპს „ბ---------------ას“ პოზიცია სარჩელის ნაწილობრივ ცნობის უარყოფის შესახებ დაუსაბუთებელია და არ არის სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-132-133 მუხლების თანახმად, მართებულად დააფუძნა შპს „ბ----------------ს“ აღიარებას და საფუძვლად დაუდო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შპს „ბ----------------ს“ მიერ შპს „ბ---------ისათვის“ დივიდენდის დარჩენილი ნაწილის - 719 732.6 ლარის გადახდის ნაწილში.

 

4.2. აპელანტის მოსაზრებით, შპს „ბ---------იმ“ შპს „ბ----------------ს“ მიმართ სასამართლოში სარჩელი აღძრა კონკრეტულად ერთ დოკუმენტზე - შპს „ბ---------ის“ მიერ წარმოდგენილ 2----–-–--------------------------მზე დაყრდნობით და ვინაიდან სასამართლოს მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული კრების ოქმი არ იქნა მიჩნეული იურიდიულად ძალმოსილ დოკუმენტად, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმეში არსებული

 

მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე და არა კონკრეტულად ერთ მტკიცებულებაზე - შპს „ბ---------ის“ მიერ წარმოდგენილ 2----–-–--------------------------მზე დაყრდნობით. შპს „ბ---------ის“ მიერ წარმოდგენილი სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარე ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად განიხილავდა 2--- წლის 1--------–ის კრების ოქმს, ამას მოწმობს სარჩელში მითითებული მეორე ფაქტობრივი გარემოება, რომლის დასადასტურებლად შპს „ბ---------ი“ უთითებდა 11/0-/2--- წლის კრების ოქმს. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირველ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დადგინდა, რომ შპს „ბ----------------ს“ პარტნიორებმა 2--- წლის 1--------–ს მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაფუძნებიდან 2--- წლის 1--------–--დე არსებული მოგების პარტნიორებზე განაწილების შესახებ. საზოგადოების ჯამურმა გასანაწილებელმა მოგებამ ამ დროისათვის შეადგინა 8 869 524.37 ლარი. ამასთანავე, სარჩელში მითითებულია და საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები (2-/0-/2--- წლის პარტნიორთა კრების ოქმი; შპს „ბ---------ის“ სალაროს შემოსავლის ორდერი; შპს „ბ----------------ს“ სალაროს გასავლის ორდერი და ა.შ.), რომელზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე შპს „ბ---------“. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და მითითებული მტკიცებულებები, არამედ თვითონ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და პოზიციაც, რომლის თანახმად, მან ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ - 719 732.62 ლარის ნაწილში, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსთვის გაურკვეველია, მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლოს მხოლოდ შპს „ბ---------ის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით უნდა ემსჯელა და მიეღო დივიდენდის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ 2--- წლის 1--------–-------------------------------ით პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება 2--- წლის 1--------–--დე არსებული ნარჩენი მოგების განაწილების თაობაზე და სწორედ აღნიშნულ თარიღამდე არსებული მოგებიდან დარჩენილი გასაცემი დივიდენდის - 719 732.62 ლარის გადახდა დაეკისრა აპელანტს შპს „ბ---------ის“ სასარგებლოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე და არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტის პოზიციას და ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად მოხდა შპს „ბ----------------სათვის“ შპს „ბ---------ის“ სასარგებლოდ კომპანიის მოგების დარჩენილი ნაწილის - 719 732.62 ლარის დაკისრება.

 

4.3. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი ასევე ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2- მაისს მიღებული საოქმო განჩინებები, რომლებითაც შპს „ბ----------------ს“ უარი ეთქვა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხეებით - ა--------------ით და გ----------------ით ჩანაცვლებისა და კომპანიის პარტნიორების საქმეში მესამე პირებად ჩართვის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ საოქმო განჩინებებში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს და განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე სახეზე არ ყოფილა და არც სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ გამოიკვეთა მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობები, ვინაიდან შპს „ბ---------ის“ მიერ შპს „ბ----------------ს“ მიმართ სარჩელი აღძრულია დივიდენდის დაკისრების მოთხოვნით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, დივიდენდის გაცემის ვალდებულება ეკისრება კომპანიას პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე და არა მის პარტნიორებს.

 

რაც შეეხება 2--- წლის 2- მაისის საოქმო განჩინებას კომპანიის პარტნიორების საქმეში მესამე პირებად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი სააპელაციო საჩივარში არ უთითებს აღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივ საფუძვლებზე და არ განმარტავს კონკრეტულად რა გავლენას მოახდენდა მესამე პირად ჩასაბმელი პირების - ა--------------ის და გ----------------ის უფლებებსა და მოვალეობებზე სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის არსებული დავა ეხება პარტნიორთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებით და არა სამომავლოდ მისაღებ რაიმე გადაწყვეტილებას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ პუნქტის თანახამდ, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ბ----------------ს“ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ აპელანტი ასაჩივრებს თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით ჩანაცვლებაზე უარის თქმისა და საქმეში მესამე პირებად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2- მაისის საოქმო განჩინებებს, თუმცა სსკ-ს 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ პუნქტების თანახმად, მითითებული არ არის, თუ რაში მდგომარეობს საოქმო განჩინებების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, ასევე, რომელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის გამო და საქმეში წარმოდგენილ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გაუქმდეს აღნიშნული საოქმო განჩინებები. ამდენად, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების ფაქტობრივ გარემოებებზე და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ზემოთმითითებული საოქმო განჩინებების გაუქმებისა და შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლო მიერ მიღებული საოქმო განჩინებები ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერია, ასევე, სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული ის გარემოებები რაც ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მათი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით. შესაბამისად, აპელანტის - შპს „ბ----------------ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 7 000 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ბ----------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სამოქალაქო საქმეზე #2/1-------, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის - შპს „ბ----------------ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა