განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100118002244741
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-611-2018 წელი

№010100118002244741

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი – ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ადილარ წირღვავას,ადვოკატის – მ------- ა----------ის,მსჯავრდებულის – გ------ კ------–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა გ------ კ------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------ კ------–--ი, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის მქონე, მცხოვრები ქ. ბ------------------------–--–----------------ში, მსჯავრ-დებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით დანაშა-ულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათ-ლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვით-მმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელო-ბისა და წარმომადგენლობის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

გ------ კ------–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინე-ბული დანაშაული;

– ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარები-სათვის, ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გ------ კ------–--მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საერთო წონით 0,008 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ერთ აბს, რაც 2017 წლის 22 დეკემბერს, გ------ კ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გ------ კ------–--მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე ექიმის დანიშნულების გარეშე უკნონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რაც დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწ-მების ექსპერტიზის შედეგად 2017 წლის 22 დეკემბერს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------ კ------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- პ-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------ კ------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------- კ------–--ის მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები, მისი დაკავება და სახლის ჩხრეკა მოხდა საქართველოს სსსკ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. ამდენად, პატაკი, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, გ------ კ-------–--ის სახლის ჩხრეკის ოქმი, გ------ კ------–--ის დაკავების ოქმი შედგენილია კანო-ნის დარღვევით, არის უკანონო ხერხით მოპოვებული მტკიცებულებები, შესაბამისად მათ საფუძველზე მოპოვებული და მათთან დაკავშირებული ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება ასევე დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

დაკითხვის დროს ა-–---------- რ--------ემ განმარტა, რომ ის ა---------– გ-----–---–-თან ერთად მონაწილეობდა სახლის ჩხრეკაში არა როგორც მონაწილე პირი, არამედ როგორც ჩხრეკის ჩამტარებელი პირი და ახორციელებდა ვიდეო გადაღებას თავისი სა-კუთარი ტელეფონით და შემდეგ კომპიუტერის მეშვეობით მოახდინა ამ გადაღებულის DVD დისკზე გადატანა, რის შესახებასც არანაირი დოკუმენტაცია არ შეუდგენია და ისე დაურთო სს საქმეს.

ამასთან ერთად, ა-–---------- რ--------ეს არ გააჩნია სპეციალური ცოდნა, რომ განე-ხორციელებინა აღნიშნული ქმედება, ის არის მხოლოდ გამომძიებელი და მოცემულ შემთხვევაში რა ფორმით და რა სტატუსით მონაწილეობდა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, ბოლომდე გაურკვევლი დარჩა.

აღსანიშნავია ასევე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში მტკიცებულებათა დემონსტრირების დროს არ მომხდარა სრულყოფილად ა-–--------- რ--------ის მიერ წარმოებული ე.წ. ვიდეოგადაღების წარმოდგენა (სადაც თითქოს ფიქსირდება როგორ ხდება ნარკოტიკული საშუალების ამოღება).

ბრალდების მხარის მოწმეების – პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტების ჩვენე-ბები წარმოარდგენს დაინტერესებული მხარის არაპირდაპირ და ირიბ, ურთიერთ-საწინააღმდეგო ჩვენებებს, მტკიცებულებებს.

ჩხრეკაში მონაწილე ექსპერტებმა აჩვენეს, თითქოს მათ ელოდებოდნენ ეზოში და მას შემდეგ მოხდა ჩხრეკა, რაც არ არის სწორი, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინარე და თუნდაც იმ ვიდეოგადაღებიდან ჩანს, რომ ჩხრეკის ორგანიზება, ჩხრეკის სცენარის დადგმა ყველაფერი მათ მისვლამდე მოხდა და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდა ის რაც გადაიტანეს და ასახეს ოქმში და ვიდეოფირზე.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ გ------ კ------–--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს მ------- ა----------ეს, რომლებიც ითხოვენ გ------ კ------–--ის მიმართ გამამართ-ლებელი განაჩენის გამოტანას.

– პროკურორ ადილარ წირღვავას, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კა-ნონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული, რ----- რ-----ის 2017 წლის 21 დეკემბრის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ ქ. ბ------–------------------–--–----------------ში, გ------ კ------–----, რომელიც არის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მომხმარებელი, თავის საც-ხოვრებელ სახლში უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას.

(ს/ფ 2)

მოწმე რ----- რ-----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს მი-იღო ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ ბ------–-----------------–--–----------------ში მცხოვრები გ------ კ------–--ი უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას მის სახლში და ასევე ის უნდა იმყოფებოდეს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ; პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას და დაიკითხა მოწმის სახით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე პ----- დ------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ გამომძიებელმა ა---------– გ-----–---–მა გამოკითხა გ------ კ------–--ის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინ-ფორმაცია, მისი სამოქმედო ტერიტორიაა და დაუდასტურა, რომ გ------ კ------–--ი ცხოვრობს ბ------------------------–--–-----------------ში; ამ მისამართზე ცხოვრობს მისი დედა, და მეუღლე და ასევე ჩაწერილია ორი პირი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ჯ------ მ--–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 22 დეკემბერს გამომძიებელ ა---------– გ-----–---–თან, ჯ--- შ------–---–-თან, ა-–---------- რ--------ესთან და ჯ--- მ--–-----ესთან ერთად გავიდა გ------ კ-------–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე მივიდნენ ექსპერტები და გამომძიებელმა გ------- კ------–--ს განუმარტა, რომ განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო საცხოვ-რებელი სახლის ჩხრეკა; ასევე აცნობა ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით; გ------ კ-------–--მა თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზეც და საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის გადაღებაზეც; გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე - თუ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს, - მან თავად მიუთითა სამზარეულო ოთახში არსებულ ხის პატარა სკამზე, სადაც მისივე განმარტებით ის ინახავდა ნარკო-ტიკულ საშუალებას; მისივე მითითების თანახმად სკამის ფეხთან მოთავსებული სამა-ლავიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი კონვალუტის მონაჭერი - ერთი აბი; გაგრძელდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს პისტოლეტის მსგავსი საგანი და ერთჯერადი შპრიცე-ბი, ასევე რამდენიმე ცალი ე.წ. „პეპელა“; ამ საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ ასევე ექსპერტები; მათ ამოღებული ნივთები დაასურათეს და დალუქეს; გ------ კ------–--ი გადაიყვანეს სამმართველოში და შემდეგ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზ-ნით; მას შემოწმებისას დაუდგინა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი; ჩხრე-კის დროს როგორც ახსოვს სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის დედა და მეუღლე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ჯ--- მ--–-----ემ ანალოგიური განმარტება მისცა ჩვენების მიცემისას და დაადას-ტურა იგივე სახით გარემოებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ჯ--- შ------–---–მა ანალოგიური ჩვენება მისცა და იგივე გარემოებები დაადას-ტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა რ---–---- გ-----ემ და მ------ მ-------ემ განმარტეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შემოვიდა შეტყობინება და შეტყობინების ს---------–--------------------–-–-------–-------------ში გავიდნენ. იქ დახვდათ გამომძიებელი, მან განაცხადა, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო გ------ კ------–--ის საცხოვრებელ სახლ-ში; გამომძიებელმა ასევე ბრალდებულს განუმარტა ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმე-დების შესახებ და მისცა წინადადება, თუკი ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, წარმოედგინა; გ------ კ------–--მა თავად აღიარა, რომ სამზარეულოში პატარა ზომის სკამში ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას და ის ნებაყოფლობით წარმოადგინა; სკა-მის შიდა გულში გაკეთებული იყო სამალავი; იქ აღმოჩნდა ერთი კონვალუტა ერთი ბუ-დით. ამის შემდეგ გაგრძელდა ჩხრეკა; ბრალდებულის საძინებელ ოთახში ამოღებული იქნა პისტოლეტის მსგავსი საგანი, ისიც დასურათდა და დაილუქა; ასევე ამოღებული იქნა ოთხი ცალი შპრიცი ე.წ. „პეპელათი“ და დაილუქა; ამოიღეს ხის სკამიც.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ექსპერტმა კ------- დ------მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა იგივე გარემოე-ბები და მისცა ანალოგიური ჩვენება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა---------– გ-----–---–მა განმარტა, რომ ის იყო საქმის ძირითადი გამომძიებე-ლი, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია მის მიერ, ადასტურებს ყველა საგამო-ძიებო მოქმედების ავთენტურობას, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ბრალდებული დაკავება, ბრალის წარდგენა, მოპოვებული იქნა ყველა ინფორმაცია რაც საჭირო იყო საქმის საწარმოებლად, მან დანიშნა ექსპერტიზა და დაკითხა მოწმეები, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია; გ------ კ------–--ს რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია, პირადად მან წარმოადგინა ნარკოტიკული საშუალება; საგამოძიებო მოქმედების გადაღება ხდებოდა ა-–---------- რ--------ის მიერ; ბრალდებულს ამის თაობაზე განემარტა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა-–---------- რ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2017 წლის 22 დეკე-მბერს გავიდა სხვა თანამშრომლებთან ერთად უნდა ეწარმოებინათ საცხოვრებელი სახ-ლის ჩხრეკა; საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა გადაიღო მის კუთვნილი მობი-ლური ტელეფონით, ეს ინფორმაცია ჩაწერა და გადასცა გამომძიებელს, ტექნიკურად ანდროიდის სიტემაა; გადაღებული იქნა ვიდეოკამერით ანდროიდის მეხსიერებაში USB კაბელით კომპიუტერში გადმოიტანა და კომპიუტერიდან ჩაწერა დისკზე და მიაწოდა გამომძიებელს; გადაღება დაიწყო უშუალოდ ჩხრეკის დროს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2017 წლის 22 დეკემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------ კ------–--ი ლაბორატორიული გამოკვლევის შედე-გად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების - ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანა-ბინოლის (მარიხუანა) ზემოქმედების ქვეშ.

(ს.ფ. 45)

ექსპერტმა რ--------- ხ--–--–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ გ------ კ------–--ი პოლიციის თა-ნამშრომლების მიერ წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის ბიუროში 2017 წლის 22 დეკემ-ბერს, რა დროსაც მას ლაბორტორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტი-კული საშუალება - ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარე-ბის ფაქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში ასრებული, 2017 წლის 22 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის №----- დასკვნით დადგენილია, რომ სს №171211217004 საქმეზე წარდგენილი, გ------ კ------–--ის საც-ხოვრებელი სახლიდან ამოღებული:

სამარკო აღნიშნის ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 712813…EXP …2020 ..ის მქონე კონვალუტის 1 (ერთი) ცალ მონაჭერში მოთავსებული, ლოგო №8-ის მქონე 1 (ერთი) ცალი, მთელი ტაბლეტი, წონით 0,4 გრამი შეიცავს 0,008 გრამ ნარკო-ტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს;

პოლიმერული მილით, სამაგრით და საინექციო ნემსით, ე.წ „პეპელათი“ აღჭურვილ 2,0 მლ მოცულობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცში და 3 (სამ) ცალ ე.წ. „პეპელაში“, რომლებიც აღჭურვილია პოლიმერული მილით, სამაგრით და საინექციო ნემსით, ნარ-კოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპულად აქტიური ნივთიერებების რაიმე კვლე-ბი არ აღმოჩნდა.

(ს/ფ 49-53)

მოწმე მ----- მ---–--ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ გამომძიებლის დადგენი-ლების და წარმოდგენილი საკვლევი ობიექტების ანალიზის შემდეგ გაცემული იქნა დასკვნა ქ----; ორ ერთჯერად პაკეტში იყო წარმოდგენილი საკვლევი ობიექტები; პირ-ველში აღმოჩნდა დაურღვეველი შემოგარსვის კონვალუტის ჩამონაწერი ერთი ცალი ბუდით; ერთი ცალი ორ მლ შპრიცი, პეპელათი და საინექციო მილით, ასევე ამავე შენა-ფუთში იდო სამი ცალი ე.წ. „პეპელა“. ობიექტები დათვალიერდა ჯერ ვიზუალურად და შემდეგ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ამის შემდეგ ჩატარდა ქიმიური ანალი-ზი და ბოლოს უფრო ღრმა კვლევა თხელფენოვანი ქრომოტოგრაფია, მოლეკულურ დო-ნეზე დადგინა, რომ წარმოდგენილი სამარკო აღნიშვნის მქონე კონვალუტის ერთ ცალ მონაჭერში მოთავსებული ტაბლეტი შეიცავს 0.008 გრამ ბუპრენორფინს; საინექციო ნემ-სით და პეპელაში ნარკოტიკული საშუალებების რაიმე კვლები არ აღმოჩნდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით დათვალიერე-ბული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ხის პატარა სკამი, რომელშიც მოწყობილ სამალავში ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება; ასევე დათვალიერებული იქნა საც-ხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სხვა ნივთები: ნარკოტიკული საშუალება, შპრიცები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ა---------– გ-----–---–ის, გამომ-ძიებლების ჯ--- მ--–-----ის და ჯ--- შ------–---–ის მონაწილეობით 2017 წლის 22 დე-კემბერს, 12:23 საათზე დაკავებული იქნა გ------ ა-–---ის ძე კ------–--ი, რომელიც იმყო-ფებოდა ქ. ბ------–-----------–-----------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლ-ში. დაკავება განხორციელდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე.

საქმეში არსებული, საცხოვრებელი სახლის 2017 წლის 22 დეკემბრის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინე-ბის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ა----------– გ-----–---–ის მიერ, ჯ--- მ--–-----ის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი), ჯ--- შ-------–---–ის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი)ა-–---------- რ--------ის (გამომძიებე-ლი), ჯ------ მ--–--ის (გამომძიებელი), რ---–---- გ-----ის (ექსპერტი), კ------- დ------ს (ექსპერტი), მ------ მ-------ის (ექსპერტი) მონაწილეობით, ქ.ბ------------------------–--–----------------ში მდებარე გ------ კ------–--ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა. ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ გარემოში, ყოველგვარი წინააღმ-დეგობის გაწევის გარეშე, წვიმიან ამინდში. გ------ კ------–--ის მითითებით, ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში მდებარე მაგიდის ქვეშ მდებარე ხის საჯდომი ჯორკოდან, სპეციალურ სამალავიდან, ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი ტაბლეტი, რომელიც კონვალუტაში იყო მოთავსებული წარ-წერით „suboxone“, რაც ექსპერტების მიერ დასურათდა და დალუქული იქნა შსს სპეცია-ლური პოლიეთილენის პარკში. ასევე, ექსპერტების მიერ დასურათდა ხის საჯდომი ჯორკო და დალუქული იქნა შსს სპეციალური პოლიეთილენის პარკში, რაზედაც გაკეთა შესაბამისი ხელმოწერები. გ------ კ------–--ის საძინებელ ოთახში მდებარე კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა პისტოლეტის მაგვარი საგანი წარწერით E------ ნომრით 1-------, რაც ექსპერტების მიერ დასურათდა და დალუქული იქნა შსს სპეციალური პოლიეთილენის პარკში, რაზედაც გაკეთა შესაბამისი ხელმოწერები. იმავე ოთახის კარა-დი უჯრიდან ამოღებული იქნა ერთჯერადი შპრიცი, ოთხი ცალი თავისი გამჭვირვალე მილით, რაშიც მოჩანდა სითხე, რაც ექსპერტების მიერ დასურათდა და დალუქული იქ-ნა შსს სპეციალური პოლიეთილენის პარკში, რაზედაც გაკეთა შესაბამისი ხელმოწერები. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაიწყო 2017 წლის 22 დეკემბერს 10:40 საათზე და დას-რულდა 2017 წლის 22 დეკემბერს 12:20 საათზე.

(ს/ფ 28-40)

საქმეში არსებული, ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 23 დეკემბრის №----- დას-კვნით დადგენილია, რომ გ------ კ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული 4,5 მმ კალიბრის „B---------------“-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი; იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

(ს.ფ. 58-59)

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას გ------ კ------–--ის გამარ-თლებისა და მისი უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. დაცვის მხარე თავის სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სამეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცე-სო ნორმათა დარღვევით და რომ ბრალდების მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწი-ნაღმდეგო და არათანმიმდევრულია, შესაბამისად ისინი საფუძვლად არ უნდა დადე-ბოდა გ------ კ------–--ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის ამ მოსაზრებას და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ გ------ კ------–--ის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სის-ხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო მოწმეები, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლო პროცესზე, თანმიმდევრულად აღწერენ ჩატარე-ბული საგამოძიებო მოქმედებების - გ------ კ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრე-კის, მისი მითითებით სამალავიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღების, გ------ კ-------–--ის დაკავების - მიმდინარეობას. სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში.

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი გ------ კ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------ კ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------ კ------–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული და-ნაშაულისათვის – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------ კ------–--ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით და-ნიშნული სასჯელი (პირობითი მსჯავრი 2 წელი, ჯარიმა 2000 ლარი);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძ-ველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მო-უხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ გ------ კ-------–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მარ-თვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართ-ველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანო-ებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფ-ლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ------ კ------–--ის ზემოაღნიშნული, კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნუ-ლი სასჯელის მოხდის შემდეგ.

მსჯავრდებულ გ------ კ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება –პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ გ------ კ------–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 22 დეკემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულება – გ------ კ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება – 0,008 გრამი ბუპრენორფინი, ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, 3 (სამი) ცალი ე.წ. „პეპელა“, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, განადგურდეს კანო-ნით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – გ------ კ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული - ქარხნული წესით დამზადებული 4.5 მმ კალიბრის „B---------------“-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი, რომელიც ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეო-ბაში ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონით დადგე-ნილი წესით;

ნივთიერი მტკიცებულება – გ------ კ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერი სამ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამარ-თლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება – გ------ კ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ხის პატარა სკამი (ე.წ. „ჯორკო“), რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინა-ხება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთ-რეს ან კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili