განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-28-2019 წელი
№820100118002678141
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
7 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ-–-------- დ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ვ-–-------- დ------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------–--------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპი-ზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გა-მოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ვ-–-------- დ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა.
– ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათ-ვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის საფუძვლიანი შიში.
– ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრე-ბიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრის თვიდან 2018 წლის 15 სექტემბრამდე ჩათვლით პერიოდში, ხ--–-----------------–----–----------------–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ვ-–-------- დ------ე, არასრულწლოვნი შვილის - მ--- დ------ის თანდასწრებით, სის-ტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს – მეუღლეს ქ------- დ------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2018 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათზე, ხ--–----------------–---–----------------–-------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ვ-–-------- დ------ემ, სკამის თავის არეში დარტყმით ჯამრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს – მეუღლეს ქ------- დ------ეს, რა დროსაც ქ------- დ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე, ხ--–----------------–---–----------------–-------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ვ-–-------- დ------ემ, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ქ------- დ------ეს, რა დროსაც ქ------- დ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ვ-–-------- დ------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვ-ნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ვ-–- დ------ემ აღნიშნული ძალადობრივი ხასია-თის დანაშაული ჩაიდინა მეუღლის მიმართ და არასრულწლოვანი შვილების თანდას-წრებით. მსჯავრდებული არის აგრესიული პიროვნება, ალკოჰოლურ სასმელზე დემო-კიდებული, რომელსაც ხშირად უჭირს საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი, შე-საბამისად არსებობს რისკი იმისა, რომ მან განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. როგორც დაზარალებულმა, ასევე სხვა მოწმეებმა ჩვენებებში განმარ-ტეს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტებს წარსულშიც ჰქონდა ადგი-ლი. ვ-–-------- დ------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენლი დანაშაულის, ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრი-დან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ვ-–-------- დ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ-–-------- დ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირვე-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯე-ლის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვ-ლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმე-დების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს და ვ-–-------- დ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხა-სიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვლა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. საა-პელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი ვ-–-------- დ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სა-აპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
daadgina:
ვ-–-------- დ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონუ-ლი სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ-–-------- დ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩა-ეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გა-თვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩა-ეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლო-ოდ ვ-–-------- დ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად გა-ნესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთ-ვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ვ-–-------- დ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატი-მრობა გაუქმებულია.
ვ-–-------- დ------ეს სასჯელის ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაე-თვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 26 ნოემ-ბრის ჩათვლით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili