განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002401502
საქმე №1/ბ-714-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)
მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ნ----- გ-------–--ის
მსჯავრდებულის – მ------- ქ----ს
ადვოკატის – დ----- ჯ--------ის
თარჯიმნის – ლ---- ბ--------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის, მ-----– ქ------–--ის და მსჯავრდებულ მ------- ქ----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) მ------- ქ----ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 1-------------, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: თ--------------------–--------–-------------–--------------–-------------–--------–--------------, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით:
მ------- ქ---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მ------- ქ---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მ------- ქ---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------- ქ----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ------- ქ----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 14 თებერვლიდან.
მ------- ქ----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე, მ------- ქ----ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად:
ი-–- კ-------ისგან, ზ---- დ-------ისგან და მ------- ქ----ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები, სასწორი და ქაღალდი წარწერებით _ განადგურდეს, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
მ------- ქ----ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე მასში მოთავსებული ნივთებით _ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მ------- ქ---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ფულადი თანხა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
მ------- ქ----ს ბინის და პირადი ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოცხრილი ერთ ცალ კომპაქტისკზე, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში _ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო აუდიო ჩანაწერი, რომელიც ერთვის საქმეს, ინახებოდეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერის ასლები, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში _ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
იმავე განაჩენით მსჯავრდებული იქნა ა-–------------–---.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------- ქ---მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ------- ქ---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით, 0,797328 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმენტანფეტამინს (მდმა), რაც უკანონოდ გაასაღა 2018 წლის 14 თებერვალს ქ.ბათუმში, ფ----------ს ქ.№---ში მდებარე მის დროებით საცხოვრებელ, №--- ბინაში ი-–- კ-------ეზე, რომელიც ამოღებული იქნა 2018 წლის 14 თებერვალს ი-–- კ-------ისგან.
მ------- ქ---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 23,9089 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმენტანფეტამინს (მდმა), რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 14 თებერვალს, ქ.ბათუმში, ფ----------ს ქ.№--, ბინა №----ში მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.
მ------- ქ---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 219,42 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 14 თებერვალს, ქ.ბათუმში, ფ----------ს ქ.№--, ბინა №----ში მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მ-----– ქ------–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ მ------- ქ----სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მ------- ქ----ს მიერ გასაღებული, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს საერთო ოდენობა 24-ჯერ აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის დადგენილ ზღვარს. მ------- ქ---- მსჯავრდებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ხასიათდებოდა გასაღების ნიშნით, სასამართლომ მ------- ქ---ს დაუნიშნა აშკარად ლმობიერი სასჯელი.
პროკურორმა მ-----– ქ------–--ემ სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ------- ქ---ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩამოართვა უფლებები, კერძოდ: ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ------- ქ---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას 5 წლით, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება _ 20 წლით, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული დანარჩენი უფლებები _ 15 წლით.
მსჯავრდებულ მ------- ქ----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ჯ--------ემ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, შეუბღალავი წარსული, აგრეთვე, მისი ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა, მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებები და მ------- ქ---ს არ დაუნიშნა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით დაწესებული სასჯელის მინიმუმი, რის გამოც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ მ------- ქ----სათვის საბოლოო სასჯელად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, საქმის განხილვაში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა, ნ----- გ-------–--ემ მხარი დაუჭირა აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის, მ-----– ქ------–--ის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მსჯავრდებულ მ------- ქ----სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ასევე მისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადებით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ჯ--------ემ ითხოვეს მ------- ქ----სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ------- ქ----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის, მ-----– ქ------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების _ თ---–-- კ--------ის, ი---- ქ-----ის, ჯანსუღ წ---–-----ის, დ--- შ-----ის, რ---- ჩ-----ის, მ-----ა ს-------–-–---–ის, მ------ შ----ის, ზ---- დ-------ის, ი-–- კ-------ის და ი-----–- წ--–----ის გამოკითხვის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერით, მ------- ქ----ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ი-–- კ-------ისაგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთებით და სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ------- ქ---მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ მ------- ქ----სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და მისთვის სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მ------- ქ----ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე მის მიერ გასაღებული, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობას, თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იყოს მსუბუქი და შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსჯავრდებულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის დანიშვნას.
ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ მ------- ქ----სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო ასევე არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, მხედველობაში მიიღო რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის გულწრფელი მონანიება და ის, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნდა, მ------- ქ---ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო პალატა იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მ------- ქ----სათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 5 წლით, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების 20 წლით, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული დანარჩენი უფლებების 15 წლით ჩამორთმევის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით.
იმავე კანონის მე-2 მუხლის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელია პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) ... მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით მ------- ქ---- მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები მას ჩამორთმეული არ აქვს ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებული ვადებით, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენის ამ ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება და მ------- ქ---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება _ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება უნდა ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება უნდა ჩამოერთვას 20 (ოცი) წლით.
დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი მ------- ქ----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ მ------- ქ----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის, მ-----– ქ------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენში მ------- ქ----ს მიმართ შევიდეს ცვლილება.
4.მ------- ქ---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
5.მ------- ქ---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
6.მ------- ქ---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------- ქ---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
8.მსჯავრდებულ მ------- ქ---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 თებერვლიდან.
9.„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მ------- ქ---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
10.ცნობად იქნას მიღებული, რომ მ------- ქ----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
11.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი მ------- ქ----ს მიმართ, ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
12.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
13.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/