განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
060100118002588793
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-39-2019 წელი

№060100118002588793

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

11 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართ-ლის საქმე.

ლ------- ფ-------ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, მცხოვრები ს-----------–-----–-------------------------ში, სამ-ტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ნ----–- ფ-------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, მცხოვრები ს-----------–-----–-------------------------ში, სამტრე-დიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდა-ნაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

aRwerilobiTi nawili:

ლ------- ფ-------ესა და ნ----–- ფ-------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახ-მად ბრალი დაედოთ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადო-ბისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩა-დენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ლ------- ფ-------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 05 ივლისს ლ------- ფ-------ე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ქ. ს-----------–-------------------------ში მდებარე თა-ვისი მშობლების სახლში, რა დროსაც დაახლოებით 19 საათზე, ურთიერთშელაპარაკე-ბის ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე მ------ ა-----------–---–ზე. კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების – ე-–--- და ა------- ფ-------ეების თანდსაწრებით სახის არეში დაარტყა მუჭი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ნ----–- ფ-------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 19 საათზე, ნ----–- ფ-------ემ თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი ს-----------–-------------------------ში, ურთიერთშელაპარა-კების ნიადაგზე, ფიზიკუარდ იძალადა თავისი შვილის მეუღლეზე – მ------ ა------------–---–ზე. კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმებში და ასევე რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი კის-რისა და სახის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად მ------ ა-----------–----–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრო მისი ორ არა-სრულწლოვანი შვილი, ე-–--- და ა------- ფ-------ეები.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი-----–- შ---------ემ, რომელიც ითხოვს ლ------- ფ--------ისა და ნ----–- ფ-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მათთვის შესაბამისი სას-ჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებით განხილვისას დაზარა-ლებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავების წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარმოუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მოწმე გ------- ხ----–--–---მ აჩვენა, რომ 2018 წლის 05 ივლისს მისმა მეუღლემ ლ------- ფ-------ემ ნ----–- ფ-------ის სახლში, დაახლოებით 19 საათზე, ურთიერთშელაპარაკე-ბის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს მასზე. კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების - ე-–--- და ა------- ფ-------ეების თანდსაწრებით ლ------- ფ-------ემ სახის არეში დაარ-ტყა მუჭი, ხოლო ნ----–- ფ-------ემ ძლიერად მოქაჩა თმებში და ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი კისრისა და სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფი-ზიკური ტკივილი.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მ------ ა-----------–---–ს ჰქონდა მიღე-ბული დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რაც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ. მ------ ა------------–---–მა ექსპერტს განუცხადა, რომ მითითბული დაზიანებები მიიღო მეუღლის ლ------- ფ-------ისა და მეუღლის დედის ნ----–- ფ-------ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად.

სააპელაციო საჩივარზე გამართლებულებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ლ------- ფ-------ემ და ნ----–- ფ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენებე-ბის მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა მ------ ა-----------–---–მა და მოწმეებმა: ც---- ფ-------ემ და ც-–---- ფ-------ემ პირველი ინსტანციის საქმის სასამართლოში ისარგებლეს მათთვის საქარ-თველოს სისხლის სამართლის საოპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენებები მათი ახლო ნათესავების – ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის წინააღმდეგ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ---–- მ--–---ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი არის ნ----–- და ლ------- ფ-------ეების მეზობელი. 2018 წლის ზაფხულში მის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას გაიგონა ყვირილის ხმა, რომელიც მოდიოდა ფ-------ეების ეზოდან, როდესაც გადავიდა მათ ეზოში დაინახა, რომ ლ------- ფ-------ეს თავიდან მოსდიოდა სისხლი, ხოლო მისი დედა ნ----–- ფ-------ე იძახდა მიშველეთო, ამ დროს მ------ ა-----------–---–ი იჯდა ჭიშკართან, იგი თავად ფ-------ეების სახლში არანაირ კონფლიქტს არ შესწრებია და მსგავსი რამ არც წარსულში სმენია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ქ------- ნ-–--–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ნ----–- და ლ------- ფ-------ეების მეზობლად, 2018 წლის ზაფხულში მის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მოესმა ნ----–- ფ-------ის ხმა, როგორც შემდეგ გაიგო, ლ------- ფ--------ეს მეუღლესთან მ------ ა-----------–---–თან მოსვლია კონფლიქტი, იგი თავად ამ ფაქტს არ შესწრებია და არც მ------ ა-----------–---–ი დაუნახავს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ--–- ბ---–----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი არის ნ----–- და ლა-ზარე ფ-------ეების მეზობელი. 2018 წლის ივლისში მის საცხოვრებელ სახლში, შემოეს-მა ყვირილის ხმა, ხმაური მოდიოდა ნ----–- და ლ------- ფ-------ეების ეზოდან, კერძოდ, ნ----–- ფ-------ე ითხოვდა შველას, როდესაც გადავიდა მათ ეზოში ნახა, რომ ლ------- ფ--------ეს თავიდან სდიოდა სისხლი, შეკითხვაზე კი ნ----–- ფ-------ემ უპასუხა, რომ თავში რაღაც დაეცაო, იქ იმ დროს ნ----–- და ლ------- ფ-------ეების გარდა არავინ დაუ-ნახავს, და თავად არანაირ კონფლიქტს არ შესწრებია, მ------ ა-----------–---–ი სულ ორჯერ ჰყავს ნანახი, ხოლო ლ------- ფ-------ეს ახასიათებს, როგორც უაღრესად წესიერ პიროვნებას, მზრუნველ მამას და მეუღლეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- ხ----–--–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე მის მიერ გამოკითხული იქნა მ------ ა-----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მისმა მეუღლემ ლ------- ფ-------ემ და დედამთილმა ნ----–- ფ-------ემ, ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს მას ტანთ ეცვა მოთეთრო ფერის მაისური, რომელიც იყო წინა მხარეს გახეული, რაც გადაუდე-ბელი აუცილებლობის გამო მისი თანხმობით იქნა ამოღებული. მის მიერ ასევე დანიშ-ნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, ასევე მის მიერ დაკავებული იქნა ლ------- ფ-------ე და წარედგინა ბრალდების შესახებ დადგენილება, ხოლო ნ----–- ფ-------ის დაკავება მოხდა გამომძიებელ ნ----- ნ--------ის მიერ. მის მიერ ასევე წარდგენილ იქნა მ------ ა-----------–---–ისათვის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 13 ივლისის №--------- დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ------ ა-----------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხნაჟღენთების სახით, კერძოდ, 06.07.2018 წ 04:06-04:19 სთ. უჩივის ტკივილს მარ-ჯვენა ბეჭზე და მიდამოში. მარცხენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა უს-წორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომთ: 0,8×,0,2 სმ. მარცხენა მხრის შიგნითა ზედა-პირზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა სამი ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი თითეული ზომით: 1,8×1,3 სმ; 2,2×1,4სმ 4,7×1,9 სმ. მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 3,9×1,1 სმ. მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 8,8×2,1 სმ. მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 7,3×1,5სმ. მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვე-და მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,2×0,8 სმ. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასე-თივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 2,3×0,9 სმ. მარჯვენა ლოყის მიდა-მოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,9×0,3 სმ. სხეულზე გარეგ-ნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგ-ვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიე-კუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირ-ველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.

ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის მიერ მ------ ა-----------–---–ის მი-მართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში და შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფი-ლებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუ-დი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმე (დაზარალებულმა) მ------- ა-----------–---–მა და მოწმეებმა ც---- ფ-------ემ და ც-–---- ფ-------ემ ისარგებ-ლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავების – ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის წინააღმდეგ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სა-მართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის მი-მართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხ-მებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის მიერ ბრალად წარდგენილ და-ნაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის გამამართლებელი განა-ჩენი ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

ლ------- ფ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდ-გენილ ბრალდებაში.

ნ----–- ფ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ------- ფ-------ისა და ნ----–- ფ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, სამტრედიის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა ნ--------- ნ--------ის (პ/ნ. 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, მდებარე ქ. ქ--------–--------------–------------------ში, შენობის ერთ გამოყოფილ ნაწილს, საერთო ფარ-თი 62.03კვმ.-დან 5/6 ნაწილის (ზ----------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------) – 6000 (ექვსი ათასი) ლარის ეკვი-ვალენტურ ნაწილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

გამართლებულებს ლ------- ფ-------ეს და ნ----–- ფ-------ეს უფლება აქვთ აუნაზღაურ-დეთ მიყენებული ზიანი.

ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მო-თეთრო ფერის მაისური და მოწითალო ფერის მაისური, რაც დალუქულ მდგომარე-ობაში ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებუ-ლი მოთეთრო ფერის ქაღალდი სისხლისმაგვარი ლაქებით, ფაიფურის ჭურჭლის ნამსხ-ვრევები და სისხლისმაგვარი ლაქები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილე-ბის მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili