განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100114673455
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100114673455

საქმე №1/ბ-477-2017წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – ლ---- ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ-----– ქ------–--ის

ადვოკატის _ პ----- ბ---–----ის

მსჯავრდებულის _ მ----- მ----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის, მ-----– ქ------–--ის და მსჯავრდებულ მ----- მ----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) მ----- მ----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------------–------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების დ--------ში, გოგებაშვილის ქ. №-5ა-ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----- მ----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ----- მ----–--ემ 2013 წლის ოქტომბერში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოთა მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ--------–------–--–---–---------ის მიმდებარედ არსებულ სახელმწიფოს კუთვნილ 159.3 კვ.მ. შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 4900 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით – 374 753 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

ზემოაღნიშნულის გამო მ----- მ----–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით:

 

ბრალდებულ მ----- მოედინის ძე მ----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბრალდებული მ----- მ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2014 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ----- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას მ------ ბ-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ------–-------------–----------------------------–--------------------------------------------–----------------------, დაზუსტებული ფართობი 1562.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01/3-372 კვ.მ, საკადასტრო კოდი - №2--------) – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ქ------–--------------------------–------–--–---–---------- მიმდებარედ არსებულ 159,3 კვ.მ.შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 4900 კვ.მ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი - 2-----------).

 

განაჩენის მიხედვით, მ----- მ----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მ----- მ----–--ემ, მინდობილი პირის – შ----- კ---–--–--ის მეშვეობით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, 2013 წლის 30 მაისს ქ------–---ის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – 2013 წლის 21 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული, მოწმეების ც------ გ-------–--ის და გ-------– გ----–---–ის ერთობლივი განცხადება, რომლითაც ეს უკანასკნელები ადასტურებდნენ მ----- მ----–--ის მიერ დ--------–------–--–---–--------------------------------- მიმდებარედ არსებული 4900 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული 159,3 კვ,მ შენობა-ნაგებობის 1994 წლიდან ფლობის და სარგებლობის ფაქტს. რეალურად, მ----- მ----–--ე მითითებული უძრავი ქონებით სარგებლობდა 2005 წლიდან.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მ-----– ქ------–--ემ და მსჯავრდებულ მ----- მ----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ბ---–----ემ.

 

3.1.პროკურორმა მ-----– ქ------–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და მ----- მ----–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

სასამართლომ განაჩენში აღნიშნა, რომ, თითქოს, მ----- მ----–--ემ არ იცოდა სადავო მიწის ნაკვეთს და შენობა-ნაგებობას თუ ჰყავდა მესაკუთრე, რაც არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით პირდაპირ დადასტურდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა 2006 წლის 28 აპრილამდე ეკუთვნოდა „---------------------–----------------ვს“, რომლის თავმჯდომარე ხსენებული პერიოდისათვის იყო ტ------– ფ-----ა. ამდენად, ვინაიდან, დასახელებული უძრავი ქონება იყო იურიდიული პირის საკუთრება, მ----- მ----–--ე თვითნებურად ვერ ისარგებლებდა ამ ქონებით. სასამართლო განხილვისას ტ------– ფ-----ამ ცალსახად დაადასტურა, რომ მან მ----- მ----–--ეს იჯარით გადასცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და იღებდა საიჯარო ქირას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მ----- მ----–--ეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის არ მიუწოდებია ცრუ ინფორმაცია და არ ჰქონია თაღლითობის განზრახვა, არის აშკარად მიკერძოებული და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, ვინაიდან, ცალსახად დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა 2006 წლის 28 აპრილამდე ეკუთვნოდა „---------------------–----------------ვს“; 2004 წელს მ----- მ----–--ის შვილი გ------ მ----–--ე დარეგისტრირდა მეწარმე სუბიექტად (ინდივიდუალურ მეწარმედ); ინდივიდუალურმა მეწარმე გ------ მ----–--ემ მამასთან _ მ----- მ----–--ესთან ერთად, 2004 წელს „---------------------–----------------ვისგან“ იჯარით აიღო სადავო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომელსაც იყენებდნენ სამეწარმეო მიზნებისათვის (სარეალიზაციო საქონლის საწყობად); 2007 წლის იანვარში მ----- მ----–--ემ დააფუძნა იურუდიული პირი შპს „--------- და აღნიშნული პერიოდიდან სადავო მიწის ნაკვეთს და შენობა-ნაგებობას ფლობდა იურიდიული პირი და იყენებდა სამეწარმეო მიზნებისათვის (რაც ასევე დასტურდება ელექტროენერგიის მოხმარების ბარათით, რომელსაც იურიდიული პირი ატარებდა ხარჯებში); 2007 წლის იანვრიდან საიჯარო ურთიერთობა გაგრძელდა შპს „----------თან (რაც დადასტურებულია ტ------– ფ-----ასა და შპს „----------ის ბუღალტრის, თ----- ჩ------ის ჩვენებებით, ასევე მ----- მ----–--ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით). ამდენად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტისათვის უძრავ ქონებას ფლობდა იურიდიული პირი _ შპს „---------. ამავე კანონში 2010 წლის 7 დეკემბერს შესული ცვლილებებით კი, კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა 2012 წლის 1 იანვრიდან დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება.

 

2013 წლის აპრილში მ----- მ----–--ემ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა ხსენებულ უძრავ ქონებას და განცხადებით მიემართა ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის, რომ, თითქოს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონის ამოქმედებამდე ჰქონდა თვითნებურად დაკავებული; თაღლითობის განზრახვით მ----- მ----–--ემ სთხოვა სადავო მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მეზობლად მცხოვრებ პირებს _ ც------ გ-------–--ესა და გ-------- გ----–---–ს, რომ დაეწერათ ერთობლივი განცხადება, თითქოს, მ----- მ----–--ე 1994 წლიდან ფლობდა დასახელებულ უძრავ ქონებას, რაზეც ც------ გ-------–--ე და გ-------- გ----–---–ი დათანხმდნენ. მ----- მ----–--ემ ასეთი ყალბი შინაარსის შემცვლელი, 2013 წლის 21 მაისით დათარიღებული განცხადება წარადგინა ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რითაც მოატყუა კომისია და დაუმალა ყველა ზემოხსენებული გარემოება. იმ შემთხვევაში, თუკი ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია დაადგენდა ამ გარემოებებს, ცალსახად უარს ეტყოდა მ----- მ----–--ეს უძრავი ქონების საკუთრებად აღიარებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული პირდაპირ ადასტურებს მ----- მ----–--ის თაღლითურ განზრახვას.

 

ამასთან, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მ----- მ----–--ემ 2013 წლის 30 ოქტომბერს დაირეგისტრირა უძრავი ქონება საჯარო რეესტრში და მეორე დღესვე 25 000 ლარად მიჰყიდა თავის მეზობელს _ მ----- დ-------ეს, მაშინ როდესაც სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამ ქონების ღირებულება შეადგენს 374 753 ლარს და ინტერნეტ გვერდებზე განთავსებული განცხადებით, იყიდებოდა 490 000 აშშ დოლარად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ უძრავი ქონების მაღალი საბაზრო ფასიდან გამომდინარე, ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით ჩაიდინა მ----- მ----–--ემ დანაშაული.

 

3.2.ადვოკატმა პ----- ბ---–----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება მ----- მ----–--ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მისი გამართლება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

დოკუმენტი, რომლის გაყალბებასა და გამოყენებაშიც ედება ბრალი მ----- მ----–--ეს, კერძოდ _ 2013 წლის 21 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეების ერთობლივი განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მ----- მ----–--ე სადავო უძრავ ქონებას ფლობდა 1994 წლიდან, გავლენას ვერ მოახდენდა საქმის გარემობებზე და საბოლოო შედეგზე. ბრალდებულის მიერ აღიარებული იქნა ის ფაქტი, რომ რეალურად იგი აღნიშნულ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა 2005 წლიდან და სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში კიდეც რომ მიეთითებინა აღნიშნული, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებაზე ეს გავლენას მაინც ვერ იქონიებდა და კომისია მაინც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მეზობლების განცხადებაში 1994 წელი დაფიქსირდა შეცდომით, რასაც რაიმე სახის ზემოქმედება ადმინისტრაციული აქტის მიღებაზე არ მოუხდენია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს არ ჰქონდა მ----- მ----–--ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებისა და მისი აღნიშნული მუხლით დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ქ------–--ემ, მსჯავრდებულმა მ----- მ----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ბ---–----ემ მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნების გაცნობის, საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ მ-----– ქ------–--ის და მსჯავრდებულ მ----- მ----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მ----- მ----–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა მ----- მ----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა არა თაღლითობა არამედ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება. ასევე გაზიარებული ვერ იქნება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მ----- მ----–--ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რადგან აღნიშნული პოზიცია არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კერძოდ:

 

მოწმე ტ------– ფ-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ ის წლების განმავლობაში იყო ”---------------------–-----------------ის” თავმჯდომარე. 2003 წლამდე ფუნქციონირებდა კოოპერატივის საწყობი, რომელიც განთავსებული იყო დ--------ში, 4800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული ქონება აღიარებული იქნა კოოპერატივის საკუთრებად. 2005 წელს მითითებული საწყობი, რომელიც იმ დროისათვის უკვე ჩამონგრეული იყო, არც ღობე ჰქონდა, არც კარები და შენობის მხოლოდ მეოთხედი იყო გადარჩენილი _ იჯარის ხელშეკრულებით გადასცა მ----- მ----–--ეს, რომელიც 2008 წლამდე ყოველთვიურად იხდიდა საიჯარო ქირას, თვეში 50 ლარის ოდენობით. მ----- მ----–--ემ საწყობის ტერიტორია მოაწესრიგა, შენობა აღადგინა, გაარემონტა და შემოღობა. 2006 წელს კოოპერატივის ქონება მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რის შესახებაც მას პირადად მ----- მ----–--ისთვის არაფერი უთქვამს. ეს უკანასკნელიც ჩვეულებრივად აგრძელებდა საწყობით სარგებლობას და საიჯარო ქირასაც უხდიდა. 2013 წელს შეიტყო, რომ მ----- მ----–--ეს თავის სახელზე დაურეგისტრირებია და შემდეგ გაუყიდია აღნიშნული უძრავი ქონება. ეს ინფორმაცია მიაწოდა ”---------------------–-----------------ის” ახალ თავმჯდომარეს, თუმცა შემდეგ რა რეაგირება მოჰყვა ამ ფაქტს, მისთვის უცნობია.

 

მოწმე ნ-------- შ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლიდან არის ”---------------------–-----------------ის” თავმჯდომარე, რომელიც შედიოდა ა--------------–---ის შემადგენლობაში. კოოპერატივი სხვა ობიექტებთან ერთად ფლობდა დ--------ში მდებარე საწყობსაც. აღნიშნული საწყობი 2000 წლამდე ფუნქციონირებდა, შემდეგ კი ამ შენობით აღარავინ სარგებლობდა და მისი დიდი ნაწილი ჩამოინგრა. როგორც კოოპერატივის ყოფილი თავმჯდომარის _ ტ------– ფ-----ასგან შეიტყო, მას საწყობი იჯარით გადაუცია მ----- მ----–--ისთვის, თუმცა იჯარასთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტი თავად არასდროს უნახავს. 2014 წლის მაისში შეიტყო, რომ მ----- მ----–--ეს აღნიშნული უძრავი ქონება თავის საკუთრებად აღურიცხავს და გაუყიდია, რის თაობაზეც აცნობა ა--------------–---ის თავმჯდომარეს.

 

მოწმე თ----- ჩ------ემ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ მ----- მ----–--ე იყო შპს ”--------”-ის დამფუძნებელი და დირექტორი, სადაც თვითონ ბუღალტრად მუშაობდა. შპს ”--------” ეწეოდა სანტექნიკით და საღებავებით ვაჭრობას და ორი მაღაზია გააჩნდა ქ.ბათუმში, პ--–-----------–---------–-. იგი შპს-ს დოკუმენტაციაში მხოლოდ ერთხელ, შემთხვევით წააწყდა საიჯარო ხელშეკრულებას შპს ”--------”-სა და ”---------------------–-----------------ს” შორის, არასწორი საიდენტიფიკაციო კოდით, თუმცა დოკუმენტის შინაარსს არ გაცნობია და არც თარიღისთვის დაუხედავს. ტ------– ფ-----ას არ იცნობს და ვერც იმას იხსენებს საიჯარო ქირას რიცხავდა თუ არა ”---------------------–-----------------ის” ანგარიშზე.

 

მოწმე რ----- დ------ის ჩვენების თანახმად, მისთვის ცნობილია, რომ მ----- მ----–--ე სარგებლობდა იმ საწყობის შენობით, რომელიც ადრე ”---------------------–-----------------ს” ეკუთვნოდა. 2005 წელს თავისი თვალით აქვს ნანახი, როგორ იყო საწყობში განთავსებული მ-----ის კუთვნილი ნივთები და საქონელი. სწორედ ეს ფაქტი დაადასტურა კიდევ ერთ პიროვნებასთან, გვარად გ-------–--ესთან ერთად სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში, რომელიც მ----- მ----–--ემ წარადგინა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. ამასთან, მოწმე რ----- დ------ემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ განცხადებაში იყო უსწორობა, რაც მ----- მ----–--ის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის დაწყების თარიღს უკავშირდებოდა. კერძოდ, განცხადებაში მითითებული იყო 1990 წელი, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ვინაიდან, რეალურად მ----- მ----–--ე ხსენებული უძრავი ქონებით სარგებლობდა 2005 წლიდან.

 

მოწმე ც------ გ-------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს დ--------ში, ხ--–--–---–ის ქუჩაზე, სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად. მ----- მ----–--ემ 2005 წლიდან დაიწყო ამ ტერიტორიით სარგებლობა, რომელიც მას გაპარტახებული და სრულად ეკალ-ბარდით დაფარული დახვდა. დარჩენილი იყო შენობის მხოლოდ მესამედი, რომელსაც არც კარი ჰქონდა და სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა. მ----- მ----–--ემ ყველაფერი მოაწესრიგა, შემოღობა მიწის ნაკვეთი და რკინის ჭიშკარი ჩასვა, შენობის ჩამონგრეული ნაწილიც აღადგინა და გადახურა. სამუშაოების დასრულების შემდეგ იგი მუდმივად სარგებლობდა ამ ქონებით და იყენებდა საღებავების საწყობად. 2013 წელს, მ----- მ----–--ის უკრაინაში ყოფნის პერიოდში, მისმა მინდობილმა პირმა _ შ----- კ---–--–--ემ სთხოვა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დაედასტურებინა მ----- მ----–--ის მიერ აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი, რაზეც დათანხმდა. მითითებული გარემოების დადასტურება მოუწია ორჯერ. პირველად მასთან ერთად მოწმედ მოწვეული იყო რ----- დ------ე, ხოლო მეორედ _ გ-------– გ----–---–ი. ორივე შემთხვევაში განცხადების ტექსტი წინასწარ ჰქონდა გამზადებული შ----- კ---–--–--ეს. პირველ განცხადებაში მითითებული იყო, რომ მ----- მ----–--ე 1990 წლიდან სარგებლობდა ამ ქონებით, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მეორე განცხადებაში კი 1990 წლის ნაცვლად დაფიქსირებული იყო 1994 წელი, რაც ასევე არ იყო სწორი, თუმცა მეზობლობის ხათრით მოაწერა ხელი ასეთი შინაარსის ტექსტებზე. თავისთავად ფაქტი იმისა, რომ მ----- მ----–--ე განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებას ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა, შეესაბამებოდა რეალობას, მაგრამ არა 90-იანი წლებიდან, არამედ 2005 წლიდან.

 

მოწმე გ-------– გ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს დ--------ში. მისი სახლის მოპირდაპირედ მდებარეობს ის საწყობი და მიწის ნაკვეთი, რომელიც მ----- მ----–--ემ საკუთრებად დაირეგისტრირა. ადრე ეს ტერიტორია ”---------------------–-----------------ს” ეკუთვნოდა დაბის ტერიტორიაზე არსებულ ბევრ სხვა ობიექტთან ერთად, თუმცა წლების მანძილზე ტერიტორია გაპარტახდა. ჯერ წყალდიდობამ, შემდეგ კი დიდმა თოვლმა დაანგრია შენობის დიდი ნაწილი და უფუნქციო გახდა იქაურობა. შენობის გადარჩენილ ნაწილში იგი ინახავდა ჩალას და თივას, ხოლო 2004 წლის ბოლოს შენობას და მიწის ნაკვეთს მ----- მ----–--ე დაეპატრონა. მან ყველაფერი მოაწესრიგა, ღობე შემოავლო, არხი გაიყვანა და ჩამონგრეული შენობა აღადგინა, სადაც თავისი საქონელი შეიტანა და შენობას საწყობად იყენებდა. მიწაც მოხნა და დათესა, მაგრამ მოსავლისთვის უვარგისი აღმოჩნდა და ნათესებმა ვერ გაიხარა. ამის შემდეგ მ----- მ----–--ემ ხბო მიიყვანა და აღნიშნულ ნაკვეთს საძოვრად იყენებდა. შენობას რაიმე ნიშანი იმისა, რომ შიგ შპს ფუნქციონირებდა, არასოდეს ჰქონია და რეალურადაც მ----- მ----–--ე იქ კომერციულ საქმიანობას არ ეწეოდა, მხოლოდ საღებავები და საშენი მასალები ჰქონდა დასაწყობებული. 2013 წელს, მან ც------ გ-------–--ესთან ერთად, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დაადასტურა ფაქტი იმისა, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა მ----- მ----–--ე. ერთადერთი უსწორობა, რაც ამ განცხადებაში იყო დაფიქსირებული, ქონების ფლობის დაწყების თარიღს უკავშირდებოდა. კერძოდ, განცხადებაში მითითებული იყო 1994 წელი, სინამდვილეში კი მ----- მ----–--ე 2004 წლის ბოლოდან სარგებლობდა აღნიშნული შენობით და მიწის ნაკვეთით. მოწმე გ-------– გ----–---–ის განმარტებით, მიუხედვად ამ უსწორობისა, განცხადებას მ----- მ----–--ის თხოვნით მაინც მოაწერა ხელი.

 

მოწმე რ---- ც--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010-2014 წლებში იყო ჩ----ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. 2013 წლის აპრილში მიმართა მ----- მ----–--ის მინდობილმა პირმა შ----- კ---–--–--ემ, რომელმაც წარუდგინა თავის სახელზე გაცემული მინდობილობა და ითხოვა ცნობის გაცემა იმის თაობაზე, რომ მ----- მ----–--ე ფლობდა და სარგებლობდა დ--------ში, ხ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე საწყობით და მიწის ნაკვეთით. განმცხადებელმა წარუდგინა სანოტარო წესით დამოწმებული ორი მოწმის განცხადება, რომლებიც ადასტურებდნენ მითითებული ობიექტების მ----- მ----–--ის მიერ ფლობის და სარგებლობის ფაქტს, ასევე პირადობის მოწმობების ასლები და აზომვითი ნახაზი. იგი გაეცნო წარდგენილ ინფორმაციას, გავიდა ადგილზე და დაათვალიერა იქაურობა. მისთვის მანამდეც ცნობილი იყო, რომ მითითებული ტერიტორიით სარგებლობდა მ----- მ----–--ე და ადგილზე გასვლით კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში. ამიტომ წარდგენილი დოკუმენტების და უშუალოდ ადგილზე გასვლით გადამოწმების საფუძველზე, გასცა ცნობა მასზედ, რომ მ----- მ----–--ე 90-იანი წლებიდან სარგებლობდა მითითებული საწყობით და მიწის ნაკვეთით. აღნიშნულ ცნობაში 90-იან წლებზე მითითებისას დაეყრდნო სანოტარო წესით დამოწმებულ მოწმეთა განცხადებაში დაფიქსირებულ ინფორმაციას.

 

მოწმე თ------ მ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის ივლისიდან 2014 წლის ივნისამდე იყო ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე. 2013 წლის აპრილში კომისიას განცხადებით მიმართა მ----- მ----–--ემ, რომელმაც ითხოვა ქ------–---ის რაიონის დ--------ში, ხ--–--–---–ის N4-ის მიმდებარედ არსებულ 4897 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნულის საფუძველზე კომისიის სამი წევრი, მათ შორის თვითონაც, გავიდნენ მითითებულ ადგილზე, რათა დათვალიერების შედეგად შეემოწმებინათ განცხადებაში და მათთან წარდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ინფორმაცია. ადგილზე დახვდათ შემოღობილი ნაკვეთი და კაპიტალური შენობა. ამის შემდეგ გამოკითხეს მეზობლები, რომლებმაც დაუდასტურეს მ----- მ----–--ის მიერ ამ ქონების ფლობის და სარგებლობის ფაქტი. კომისიაში წარდგენილი იყო ასევე ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება არ ირიცხებოდა არავის სახელზე. გარდა ამისა, კომისიას ხელი მიუწვდებოდა შესაბამის ბაზაზე, რომლითაც თავადაც გადაამოწმეს იგივე გარემოება და ამ ბაზის მონაცემებითაც დარწმუნდნენ, რომ ქონება არ ირიცხებოდა ვინმეს საკუთრებად. განმცხადებლის მიერ ასევე წარდგენილი იყო დ--------ის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ტერიტორიას 1994 წლიდან ფლობდა მ----- მ----–--ე. ამ უკანასკნელმა გადაიხადა რეგისტრაციის მოსაკრებელი, რისი დამადასტურებელი ქვითარი წარუდგინა კომისიას. საკითხი განხილული იქნა კომისიის სხდომაზე და ვინაიდან მ----- მ----–--ის მხრიდან წარდგენილი იყო ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებდა მის მიერ დასახელებული უძრავი ქონების ფლობის ფაქტს და იგივე დადასტურდა კომისიის ადგილზე გასვლითაც, 2013 წლის ოქტომბერში კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების მ----- მ----–--ის საკუთრებად აღიარების შესახებ და მის სახელზე გასცა საკუთრების უფლების მოწმობა. 2014 წლის მაისში ა--------------–---ის მიერ გათხოვილი იქნა უძრავ ქონებაზე მ----- მ----–--ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, თუმცა ამას არ მოჰყოლია კომისიის გადაწყვეტილებისა და მ----- მ----–--ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების მოთხოვნა. კომისიამ ისე დაასრულა მუშაობა, რომ ასეთი მოთხოვნა მათთან არ შესულა.

 

მოწმე თ------ მ------–--ემ ასევე განმარტა, რომ თუ პირი 2007 წლის ივლისამდე თვითნებურად ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით და მასზე კაპიტალურად დამაგრებული შენობა-ნაგებობით, ასეთი უძრავი ქონება ექვემდებარებოდა ამ პირის საკუთრებად აღიარებას.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა ლ-–- ა-----ემ, შ------- ჯ---------ემ და ლ---- მ–------ემ.

 

მოწმე შ----- კ---–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2004 წლიდან ეხმარებოდა მ----- მ----–--ეს დ--------ში მდებარე საწყობის აღდგენაში, რომლის შენობა სრულიად დანგრეული, მოუვლელი და ამორტიზებული იყო. მ-----მა საკუთარი ხარჯებით აღადგინა ყველაფერი და საწყობს საღებავების შესანახად იყენებდა. ერთხელ ნაკვეთიც მოხნა და დათესა, თუმცა მოსავალი არ მოვიდა და მერე აღარ დაუმუშავებია. 2013 წელს მ----- მ----–--ე უკრაინიდან დაუკავშირდა, რა დროსაც სთხოვა დახმარებოდა ამ ტერიტორიის საკუთრებად დარეგისტრირებაში. მ-----მა მინდობილობაც მისცა, რის შემდეგაც შეაგროვა საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი და წარადგინა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. აღნიშნულ დოკუმენტებს შორის იყო ორი მოწმის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მ----- მ----–--ე ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა ამ ქონებას. მ-----ის მითითებით, განცხადებაში ქონების ფლობის დაწყების თარიღად დააფიქსირა 1990 წელი. ვინაიდან, თავდაპირველად წარდგენილ ნახაზზე მხოლოდ მიწის ნაკვეთი იყო ასახული, საჭირო გახდა ახალი ნახაზის შედგენა, სადაც შენობაც იქნებოდა დაფიქსირებული. ამიტომ ოდნავ მოგვიანებით, კომისიაში წარადგინა დამატებითი მასალები, მათ შორის, მოწმეთა ახალი განცხადება, რომელშიც ასევე მ----- მ----–--ის მითითებით, 1990 წლის ნაცვლად მიუთითა 1994 წელი. მართალია, იცოდა, რომ რეალურად ამ უძრავი ქონებით მ----- მ----–--ე 2004 წლიდან სარგებლობდა, მაგრამ განცხადებაში ის მონაცემი შეიტანა, რაც მ-----მა მოითხოვა.

 

დაცვის მხარის მოწმეებმა _ ფ-------- ლ-----ემ, ი----- მ----–--ემ და ს---–---- მ–------ემ, რომელთა გამოკითხვის ოქმები ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დაადასტურეს ის გარემოება, რომ 2005 წელს მ----- მ----–--ის დავალებით მონაწილეობა მიიღეს დ--------ში მდებარე დანგრეული შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციაში.

 

თავად ბრალდებულმა მ----- მ----–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ მისი ოჯახი 1960 წლიდან ცხოვრობდა დ--------ში და განეკუთვნებოდა მცირემიწიანი ოჯახების კატეგორიას. საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა თვითნებურად იკავებდა და ამუშავებდა მიწის ფართობებს, რის გამოც თავადაც გადაწყვიტა შემოეღობა დ--------ში მდებარე მოუვლელი და მიტოვებული ტერიტორია. 2004 წლის ნოემბერი ან დეკემბერი იქნებოდა, როდესაც იგი დ--------ში, ხ--–--–---–ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს და თითქმის დანგრეულ შენობას დაეპატრონა. მისთვის ცნობილი იყო, რომ წინათ ეს ტერიტორია ”---------------------–-----------------ს” ეკუთვნოდა, რის გამოც შეხვდა მის თავმჯდომარეს _ ტ------– ფ-----ას, რომელსაც გაანდო თავისი განზრახვა და ჰკითხა კოოპერატივს ხომ არ ექნებოდა მასთან პრეტენზია, რაზედაც ტ------– ფ-----ამ უპასუხა _ „სადღაა კოოპერატივიო“. ტ------– ფ-----ას არც ნება დაურთავს მისთვის დაუფლებოდა აღნიშნულ უძრავ ქონებას და არც შეწინააღმდეგებია. მათ შორის არანაირი საიჯარო ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არც საიჯარო ქირა გადაუხდია როდესმე. ამის შემდეგ დაიწყო დანგრეული შენობის აღდგენა _ ამოიყვანა ახალი კედლები, გადახურა, შელესა, შეღება, ფანჯრები ჩასვა და შუქი შეიყვანა, ტერიტორია შემოღობა, რკინის ჭიშკარი დაკიდა და დამხმარე სათავსოებიც ააგო. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოსავლის მოყვანაც სცადა, მაგრამ ნარგავებმა არ გაიხარა და შემდგომ ნაკვეთს მხოლოდ საქონლის საძოვრად იყენებდა, ხოლო შენობას კი საწყობად. 2007 წელს დააფუძნა შპს ”--------” და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ქ.ბათუმში, პ--–-------------- მდებარე ობიექტებში. დ--------ში მდებარე საწყობი და ტერიტორია კომერციული მიზნებისთვის არასოდეს გამოუყენებია. 2013 წელს გადაწყვიტა საკუთრებაში დაერეგისტრირებინა დ--------ში მდებარე უძრავი ქონება, რომელსაც თვითნებურად ფლობდა და სარგებლობდა. ამ მიზნით შ----- კ---–--–--ეს მისცა მინდობილობა, რათა მისი სახელით ეწარმოებინა საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. სწორედ მან მოითხოვა შ----- კ---–--–--ისგან, რომ სანოტარო წესით დამოწმებულ მოწმეთა განცხადებაში უძრავი ქონებით სარგებლობის დაწყების თარიღად 90-იანი წლები ყოფილიყო მითითებული, რაც მისი ერთადერთი შეცდომაა, რომელსაც აღიარებს და ინანიებს. მან საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, გადაიხადა მოსაკრებელი _ დაახლოებით თვრამეტი ათასი ლარი და 2013 წლის ოქტომბერში, კომისიის გადაწყვეტილებით, საკუთრებაში დაირეგისტრირა ხსენებული უძრავი ქონება.

 

საქმეში წარმოდგენილი, 2013 წლის 4 აპრილით დათარიღებული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის თანახმად, მ----- მ----–--ემ შ----- კ---–--–--ეს მიანიჭა უფლებამოსილება ყოფილიყო მისი წარმომადგენელი დ--------ში, თ----- მ----- ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან ამოღებული დოკუმენტაციით დასტურდება შემდეგი:

 

2013 წლის 25 აპრილს მ----- მ----–--ის წარმომადგენელმა შ----- კ---–--–--ემ განცხადებით მიმართა ამავე კომისიას, რომლითაც ითხოვა დ--------ში, თ----- მ----- ქუჩის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მ----- მ----–--ის საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას თან ერთვოდა: 1)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 2)მოწმეების: ც------ გ-------–--ის და რ----- დ------ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, განმცხადებლები ადასტურებდნენ იმ ფაქტის, რომ მ----- მ----–--ე 1990 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა 4900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე დ--------ში, თ----- მ----- ქუჩის მიმდებარედ; 3)დ--------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, რ.ც--–--ის მიერ 2013 წლის 25 აპრილს გაცემული N--------- ცნობა მასზედ, რომ მ----- მ----–--ეს, მცხოვრებს დ--------ში, გ------–---–----------ში, სარგებლობაში გააჩნდა 0,49 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე დ--------ში, თ----- მ----- ქუჩის მიმდებარედ.

 

2013 წლის 30 მაისს შ----- კ---–--–--ის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დამატებით იქნა წარდგენილი მასალები, მათ შორის: 1)მოწმეების _ ც------ გ-------–--ის და გ-------– გ----–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, განმცხადებლები ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ----- მ----–--ე 1994 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა 4897.62 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ №01 ტიპის 159.30 კვ.მ. საერთო-სასარგებლო ფართის შენობა-ნაგებობას, №02 ტიპის 6.25 კვ.მ. საერთო-სასარგებლო ფართის შენობა-ნაგებობას და №03 ტიპის 3.75 კვ.მ. საერთო-სასარგებლო ფართის შენობა-ნაგებობას, მდებარე დ--------ში, ხ--–--–---–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ; 2)დ--------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, რ.ც--–--ის მიერ 2013 წლის 22 მაისს გაცემული №01/05/125 ცნობა მასზედ, რომ მ----- მ----–--ეს ნამდვილად გააჩნდა სარგებლობაში 1994 წლიდან 4858 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 169,3 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, მდებარე დ--------ში, ხ--–--–---–ის ქ.№--ის მიმდებარედ.

 

ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ასევე წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ------–---ის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ 2013 წლის 23 აპრილს გაცემული №6---- ცნობა, რომლის თანახმად, ელ.ვერსიით, სარეგისტრაციო სამსახურის ელექტრონული ბაზის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი (რომელზეც მ----- მ----–--ე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას) არ იყო რეგიტრირებული საჯარო რეესტრში.

 

ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის ოქმების თანახმად, კომისიის მიერ განხილული იქნა მ----- მ----–--ის განცხადება, გამოკითხული იქნენ მოწმეები ც------ გ-------–--ე და გ-------– გ----–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მ----- მ----–--ე თვითნებურად ფლობდა და სარგებლობდა დ--------ში, ხ--–--–---–ის №--ის მიმდებარედ არსებულ არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას. ამასთან, ადგილზე დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ კომისიამ ადგილზე გასვლით გადაამოწმა მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებად აღიარებასაც ითხოვდა მ----- მ----–--ე და ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ამ უკანასკნელს ეცნობა, რომ მისი განცხადება აკმაყოფილებდა ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მოთხოვნებს.

 

ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა მ----- მ----–--ის საკუთრების უფლება ქ------–---ში, დ--------ში, ხ--–--–---–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებულ 4897,62 კვ.მ. არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 169,30 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე.

 

იმავე კომისიის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს მ----- მ----–--ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №1---- მოწმობით მას საკუთრებაში გადასცა ქ------–---ში, დ--------ში, ხ--–--–---–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ არსებული 4897,62 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა/ნაგებობა, ფართით 169,30 კვ.მ.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, 2013 წლის 30 ოქტომბერს, საჯარო რეესტრში მ----- მ----–--ის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ------–---ში, დ--------ში, ხ--–--–---–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ არსებული 4900 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა/ნაგებობები: №1-159.30 კვ.მ; №-6.25 კვ.მ და №3-3.75 კვ.მ.

 

ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მიერ 2014 წლის 22 დეკემბერს გაცემული №0-------- წერილით დასტურდება, რომ ამავე კომისიის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს მ----–--ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №1---- მოწმობა კომისიას არ გაუუქმებია და ძალაშია.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან, თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დადგენილად იქნეს მიჩნეული მ----- მ----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს თაღლითობას, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით, ჩადენილს დიდი ოდენობით. კერძოდ:

 

საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მ----- მ----–--ე 2004-2005 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა დ--------ში, ხ--–--–---–ის ქ.№--ის მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობას. საქმეში წარმოდგენილია დ--------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა, რომლითაც იგი ადასტურებს, რომ მ----- მ----–--ეს ნამდვილად გააჩნდა სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა, მდებარე დ--------ში, ხ--–--–---–ის ქ.№--ის მიმდებარედ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ------–---ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მ----- მ----–--ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის აღნიშნული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ვინმეს საკუთრებად. სწორედ ზემოაღნიშნული ოფიციალური დოკუმენტები წარუდგინა მ----- მ----–--ემ მოწმეთა ერთობლივ განცხადებასთან და საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელთა გაცნობის, მოწმეთა დაკითხვისა და მიწის ნაკვეთის ადგილზე გასვლით გადამოწმების შედეგად, კომისიამაც დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- მ----–--ეს ნამდვილად ჰქონდა თვითნებურად დაკავებული ის მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებად აღიარებასაც იგი ითხოვდა და რომ მისი განცხადება აკმაყოფილებდა ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მოთხოვნებს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ 2004 წლიდან მ----- მ----–--ე სადავო მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას არ ფლობდა როგორც ფიზიკური პირი, არამედ მას დასახელებული უძრავი ქონება იჯარით ჰქონდა აღებული სამეწარმეო მიზნებისათვის. კერძოდ, სახელმწიფო ბრალმდებლის მტკიცებით, 2004 წლიდან სადავო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა ჩ----ს სამომხმარებლო კოოპერატივისგან იჯარით ჰქონდა აღებული მ----- მ----–--ის შვილს _ ინდივიდუალურ მეწარმე გ------ მ----–--ეს მამასთან ერთად, ხოლო 2007 წლის იანვარში კი მ----- მ----–--ემ თავად დააფუძნა შპს „---------, რომელთანაც გაგრძელდა საიჯარო ურთიერთობა და აღნიშნული პერიოდიდან სადავო უძრავ ქონებას ფლობდა იურიდიული პირი, რომელმაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. პალატის შეფასებით, სახელმწიფო ბრალმდებლის ასეთი პოზიცია დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ვინაიდან, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია საიჯარო ხელშეკრულება ან იჯარის ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადასტურდებოდა მხარეთა შორის ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტი. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება არც სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ მ----- მ----–--ის საკუთრებად აღიარებულ უძრავ ქონებას სადავო პერიოდში ფლობდა და სარგებლობდა არა ფიზიკური პირი მ----- მ----–--ე, არამედ მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მ----- მ----–--ე საწყობად იყენებდა სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობას, თუნდაც თავისი სამეწარმეო მიზნებისათვის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას იგი არ ფლობდა როგორც ფიზიკური პირი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 31 ივლისამდე მოქმედი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების (მ----- მ----–--ის საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული, აგრეთვე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მ----- მ----–--ის საკუთრების უფლება აღიარებული იქნა, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის (მ----- მ----–--ის საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა ეს იყო ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული)..., რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ იყო განკარგული... აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულ მიწად მიჩნევისათვის მას უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი კრიტერიუმები: ა)ფიზიკურ პირს მიწა თვითნებურად უნდა ჰქონოდა დაკავებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ე.ი. 2007 წლის 27 ივლისამდე; ბ)მიწაზე განთავსებული უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

 

ამდენად, მ----- მ----–--ეს, რომელიც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა დ--------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობას, სრული უფლება ჰქონდა მიემართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, თითქოს, მ----- მ----–--ისათვის ცნობილი იყო, რომ იმ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, რომელზეც იგი ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, ჰყავდა სხვა მესაკუთრე, რაც მან დაუმალა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ------–---ის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ 2013 წლის 23 აპრილის გაცემული ცნობის თანახმად კი, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მ----- მ----–--ე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა შეცდომაში შეიყვანა საკუთრების უფლების აღიარების კომისია, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, მან აღნიშნულ კომისიას წარუდგინა სწორედ ის ინფორმაცია, რაც მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სარეგისტრაციო სამსახურმა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რისი დახმარებითაც ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომაცაა, რომ მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამდენად, თუ არ დადგინდება მოტყუების წინასწარი განზრახვა, სახეზე არ გვექნება დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი და ქმედება თაღლითობად ვერ დაკვალიფიცირდება. საქართველოს სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, თაღლითობის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც პირი მოტყუებით ეუფლება სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დამნაშავე ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად იყენებდეს მოტყუებას, რაც გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან/და გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის ან მფლობელის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონების დაუფლებისას მ----- მ----–--ის მხრიდან სახელმწიფო ორგანოთა მოტყუების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მან მოწმეთა ერთობლივ განცხადებასთან ერთად სწორედ სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტები წარუდგინა ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ითხოვა მის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო აკმაყოფილებდა თუ არა მისი მოთხოვნა ამ კანონის მოთხოვნას და ექვემდებარებოდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარებას, კომისიის შესაფასებელი იყო.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ, სანოტარო წესით დამოწმებულ მოწმეთა ერთობლივ განცხადებაში მ----- მ----–--ის მოთხოვნით არასწორად მიეთითა მის მიერ დ--------ში, ხ--–--–---–ის ქ.№--ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის ფლობისა და სარგებლობის დაწყების თარიღი _ 1994 წელი, ნაცვლად 2005 წლისა, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენდა კომისიის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე, ე.ი. 2007 წლის 27 ივლისამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ----- მ----–--ის მხრიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოთა მოტყუება (როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული) და სხვისი ქონების მისაკუთრების მიზანი, რაც გამორიცხავს მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შერაცხვის შესაძლებლობას.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას გასაჩივრებული განაჩენის მ----- მ----–--ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში გაუქმებისა და მისი გამართლების თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც მ----- მ----–--ის ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილით, როგორც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება. კერძოდ:

 

”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის (მ----- მ----–--ის საკუთრების უფლების აღიარების დროს მოქმედი რედაქცია) მე-51 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავდა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულ პირს სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარედგინა მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება.

 

ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან ამოღებული მასალებიდან ირკვევა, რომ თვითნებურად დაკავებულ სადავო უძრავ ქონებაზე მ----- მ----–--ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში სხვა დოკუმენტებთან ერთად თავდაპირველად წარდგენილი იქნა მოწმეების: ც------ გ-------–--ის და რ----- დ------ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მ----- მ----–--ე 1990 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა 4900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, მდებარე დ--------ში, თ----- მ----- ქუჩის მიმდებარედ, ხოლო შემდგომ მოწმეების: ც------ გ-------–--ის და გ-------– გ----–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მ----- მ----–--ე 1994 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა 4897.62 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით და მასზე განლაგებული №01 ტიპის 159.30 კვ.მ. საერთო-სასარგებლო ფართის შენობა-ნაგებობით, №02 ტიპის 6.25 კვ.მ. საერთო-სასარგებლო ფართის შენობა-ნაგებობითა და №03 ტიპის 3.75 კვ.მ. საერთო-სასარგებლო ფართის შენობა-ნაგებობით, მდებარე დ--------ში, ხ--–--–---–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ.

 

სწორედ მოწმეების _ ც------ გ-------–--ისა და გ-------– გ----–---–ის ერთობრივი განცხადება დაედო კომისიაში წარდგენილ სხვა დოკუმენტებთან ერთად საფუძვლად ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც აღიარებული იქნა მ----- მ----–--ის საკუთრების უფლება დ--------ში, ხ--–--–---–ის ქუჩა №--ის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებულ 4897,62 კვ.მ. არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 169,30 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე.

 

მოწმე შ----- კ---–--–--ემ აჩვენა, რომ ზემოაღნიშნულ განცხადებებში მ----- მ----–--ის მოთხოვნით შეიტანა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, ეს უკანასკნელი 1990-1994 წლებიდან ფლობდა და სარგებლობდა იმ უძრავი ქონებით, რომელზეც ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას.

 

მოწმე რ----- დ------ემ აჩვენა, რომ მ----- მ----–--ე სადავო უძრავი ქონებით სარგებლობდა 2005 წლიდან, თუმცა ამის ნაცვლად განცხადებაში არასწორად არის მითითებული 1990 წელი. მისივე განმარტებით, აღნიშნული განცხადება თვითონ არ შეუდგენია და უკვე გამზადებულ ტექსტს მოაწერა ხელი.

 

მოწმე ც------ გ-------–--ემ აჩვენა, რომ პირველ განცხადებაში, რომლითაც მან დაადასტურა მ----–--ის მიერ დ--------ში მდებარე უძრავი ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, მითითებული იყო, რომ მ----- მ----–--ე აღნიშნული ქონებით სარგებლობდა 1990 წლიდან, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ხოლო იმავე შინაარსის მეორე განცხადებაში დაფიქსირებული იყო 1994 წელი, რაც ასევე არ იყო სწორი, თუმცა მათზე მეზობლობის ხათრით მოაწერა ხელი.

 

მოწმე გ-------– გ----–---–მა აჩვენა, რომ მის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში არასწორად იყო მითითებული მ----- მ----–--ის მიერ ქონების ფლობის დაწყების თარიღი. კერძოდ, ეს უკანასკნელი დ--------ში მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას რეალურად ფლობდა და სარგებლობდა 2004 წლის ბოლოდან, ხოლო განცხადებაში მითითებული იყო 1994 წელი.

 

თავად ბრალდებულმა მ----- მ----–--ემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ მოწმეთა განცხადებებში მისმა მინდობილმა პირმა შ----- კ---–--–--ემ უშუალოდ მისი მოთხოვნით შეიტანა ასეთი არასწორი მონაცემები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მ----- მ----–--ის წარმომადგენლის მიერ ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ მოწმეთა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წარმოადგენდა ოფიციალურ დოკუმენტს, შეტანილი იქნა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მ----- მ----–--ე მის საკუთრებად ასაღიარებელ უძრავ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა 1994 წლიდან, მაშინ, როდესაც რეალურად იგი მითითებულ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა 2005 წლიდან, რაც ადასტურებს ამ დოკუმენტის სიყალბეს. სწორედ ამგვარი ცრუ ინფორმაციის შემცველი განცხადება წარადგინა მ----- მ----–--ემ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, ვინაიდან, სახეზეა ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, თარიღის ასეთი ცვლილება გავლენას ვერ მოახდენდა კომისიის გადაწყვეტილებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენი მ----- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის, მ-----– ქ------–--ის და მსჯავრდებულ მ----- მ----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენი მ----- მ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.მ----- მ----–--ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4.მ----- მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2014 წლის 20 ნოემბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.მ----- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ქ------–---ში, ს------–---------–- მდებარე, მ------ ბ-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ზონა - ქ------–---ი 20, სექტორი - კ------ე 43, კვარტალი - 01, ნაკვეთი - 277, დაზუსტებული ფართობი 1562.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01/3-372 კვ.მ, საკადასტრო კოდი - №2--------) 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

6.განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ მოიხსნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ქ------–--------------------------–------–--–---–---------- მიმდებარედ არსებულ 159,3 კვ.მ შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 4900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №2-----------) დადებული ყადაღა.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/