განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
050100116001241994
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100116001241994

საქმე №1/ბ-512-2017 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის _ ლ---- ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ შ----- ჩ----ის

ადვოკატის – მ-------- გ-------აძის

მსჯავრდებულების – ა------ შ----ის, გ------ შ----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ო----------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის და მსჯავრდებულების – ა------ შ----ისა და გ------ შ----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------):

 

ა------ შ----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 3----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო----------ში, დ--------------–ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გ------ შ----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 3----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო----------ში, დ--------------–ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა------ შ----ეს და გ------ შ----ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ხელისუფლების წარმომადგენლისა და ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–-------------------, დაახლოებით 13:30 საათზე, ო----------ის რაიონის დ--------------–ში, ნ---------–ის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითხოვდნენ სკოლის დირექტორის – ს-------- გ--------ის დირექტორად დაბრუნებას. აღნიშნული ცნობილი გახდა გ------ შ----ისათვის, რომელმაც მობილური ტელეფონით დაურეკა ძმას – ა------ შ----ეს და სთხოვა მასთან მისვლა. როდესაც ა------ შ----ე მივიდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და თავის ძმასთან – გ------ შ----ესთან ერთად დაინახა, რომ არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები მოითხოვდნენ ს-------- გ--------ის სკოლის დირექტორად დაბრუნებას, აღნიშნულზე გ------ შ----ე და ა------ შ----ე წინასწარი შეთანხმებით დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ საზოგადოებას, გამოხატეს მათ მიმართ აშკარა უპატივცემულობა, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, გამოიჩინეს ძალადობა. ა------ შ----ემ აიღო ძალაყინი, ხოლო გ------ შ----ემ – ქვა და ძალადობის გამოყენებით დაუწყეს არასრულწლოვან ბავშვებს ცემა, რა დროსაც ა------ შ----ე გინებითა და შეურაცხყოფით, იქ შეკრებილი არასრულწლოვნების მიმართ იქნევდა ძალაყინს მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, ხოლო გ------ შ----ემ მის ხელთ არსებული ქვა თავის არეში დაარტყა ნ-----ი ი------ეს, რომელმაც მიიღო დაზიანება. აღნიშნულზე, იქ შეკრებილმა მშობლებმა, მასწავლებლებმა და ო----------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწემ დ--------------–ში – დ----- ტ-----ემ გ------ შ----ეს და ა------ შ----ეს მოუწოდეს შეეწყვიტათ ხულიგნური მოქმედება და გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მიუხედავად მოწოდებისა, გ------ შ----ე აგრძელებდა ქვების სროლას, ხოლო ა------ შ----ე ძალაყინს იქნევდა იქ შეკრებილი არასრულწლოვნების მიმართ, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს ნ--- შ----ემ, ლ--- ი------ემ, მ--- ვ----ემ, რ----- ბ-----ემ, მ----- ი------ემ, ზ-----ი მ--–--ემ და ჯ----–ი მ---–--ემ. ა------ და გ------ შ----ეების ხულიგნური ქმედება გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, რაც აღიკვეთა პოლიციის თანამშრომელთა გამოჩენის შედეგად.

 

ზემოაღნიშნულის გამო ა------ და გ------ შ----ეებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებითა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:

 

ა------ შ----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ა------ შ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ა------ შ----ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2015 წლის 02 ოქტომბრიდან 2015 წლის 05 ოქტომბრამდე – გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------ შ----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გ------ შ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ გ------ შ----ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2015 წლის 01 ოქტომბრიდან 2015 წლის 05 ოქტომბრამდე – გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულების – ა------ შ----ის და გ------ შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმდა. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული ე----- შ----ის (პირადი ნომერი 3----------) საკუთრებაში არსებული, ო----------ის მუნიციპალიტეტის დ--------------–იში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2720,00 კვ.მ. შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა – ო----------ი, კ-------------------- – ნ---------–ი, კ-------------------–------------------, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ:

 

● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამეურნეო ჩანგალი და რკინის მასიური ნაჭერი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ე----- შ----ეს.

 

● რ----- ბ-----ის და ნ-----ი ი------ის კუთვნილი მაისურები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ შესაბამისად _ რ----- ბ-----ეს და ნ-----ი ი------ეს.

 

● CD დისკები შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ო----------ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ---- ჩ----ემ და მსჯავრდებულებმა – ა------ და გ------ შ----ეებმა.

 

3.1.ო----------ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ა------ და გ------ შ----ეების მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მათი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებითა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდება, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა------ და გ------ შ----ეების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, ო----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან; მოსამართლე განაჩენში დაუსაბუთებლად უარყოფს იმ მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურებულია ა------ და გ------ შ----ეების მიმართ წარდგენილი ბრალდება.

 

3.2.მსჯავრდებულებმა – ა------ და გ------ შ----ეებმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მათი უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, იგი დაფუძნებულია დაზარალებულებისა და მოწმეების ცრუ ჩვენებებზე, რომელთა შორის იკვეთება აშკარა წინააღმდეგობები და არათანმიმდევრულობა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ნაწილობრივ მაინც გაიზიარა აღნიშნული ჩვენებები. სასამართლოზე გამოკვლეული იქნა ვიდეომასალა, რომლითაც ცალსახად დადასტურდა მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების სიცრუე. ექსპერტებმა მ-----ა მ---------–მა და ლ---- ფ----------ემ არაობიექტურად გამოიკვლიეს ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალები და გააყალბეს ექსპერტიზის დასკვნები. ასევე გამომძიებლებმა საქმე აწარმოეს არაობიექტურად და მიკერძოებულად. ო----------ის რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო და დაიჯერა მხოლოდ, ვითომდა, დაზარალებულების ჩვენებები და საერთოდ არ გაიზიარა ბრალდებულების პოზიცია, რომლებიც უფრო მეტად დაზარალებულები იყვნენ. ა------ და გ------ შ----ეებს მსჯავრი დაედოთ 500-მდე პირის მიმართ ხულიგნობის ჩადენაში, რომლებიც პირიქით გაუსწორდნენ მათ და შემდგომ თავიანთი ქმედებების გადასაფარად, ბრალი დასდეს ხულიგნობაში.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა – შ----- ჩ----ემ მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულებმა – ა------ და გ------ შ----ეებმა, ასევე მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------- გ-------აძემ ითხოვეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მსჯავრდებულების გამართლება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლისა და მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ და მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების დანაშაულებრივ ქმედებას, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ა------ და გ------ შ----ეების უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ო----------ის რაიონის დ--------------–ის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ა------ და გ------ შ----ეებმა ნამდვილად ჩაიდინეს ხულიგნობა, რა დროსაც მათი მხრიდან გამოხატული იყო ძალადობა და ძალადობის მუქარა იქ შეკრებილი აქციის მონაწილეების მიმართ, რასაც მოწმობს როგორც დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებები, ისე აღნიშნული კონფლიქტისას მოვლენათა განვითარების სურათიც, სადაც აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, კერძოდ:

 

პალატა განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ ხულიგნობა არის ქმედება, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1)პი---- უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი. შესაბამისად, ხულიგნობის ჩადენას ადგილი აქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, იქ სადაც იმყოფება საზოგადოება; 2)ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისამდი აშკარა უპატივცემულობას. ამ შემთხვევაში სახეზეა ორი მომენტი _ 1.ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპირდეს საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს და რომ ყოველთვის იქცევა ისე, როგორც მას სურს, 2.მისი ამ განწყობის დემონსტრირებისთვის პირი სჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს; 3)ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ძალადობაში, თავის მხრივ, იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება, მაგალითად, როგორიცაა ცემა; ძალადობის მუქარა კი გულისხმობს ყველა სახის მუქარას. ამდენად, საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი ქმედება, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რომელსაც შედეგად მოჰყვა საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების: მ----- ი------ის, რ----- ბ-----ის, მ--- ვ----ის, ნ-----ი ი------ის, ლ--- ი------ის, ჯ----– მ---–--ის, ასევე მოწმეების: ი-----–ი თ---–----–---–ის, თ------ ქ-------ის, ი---- დ------ის, მ------ ქ-------ის, ნ------ ძ-------ის, დ----- ტ-----ის, თ----–- ვ----–---–ის, მ-----ა გ-------ის, გ------- მ-------ის, მ-------- ვ----ის, გ------- ჭ--–--ის, რ----- ტ-----ის, გ---- ი------ის, მ-----ა ვ----ის, თ----- პ-----–---–ის, ჯ----– შ----ის, ჯ----– მ---–--ის და სხვათა ჩვენებებით, ასევე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დადასტურებულია, რომ 2----–-–-------------------, ო----------ის რაიონის დ--------------–ის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსჯავრდებულები დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რა დროსაც აფურთხებდნენ და უხამსი სიტყვებით ლანძღავდნენ და აგინებდნენ მათ, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. ამასთან, მათი ქმედება გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ვინაიდან, ხულიგნობის ჩადენის ადგილას არის საჯარო სკოლა, სადაც იმ დროისათვის შეკრებილი იყვნენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები. რაც შეეხება ძალადობასა და ძალადობის მუქარას, იგივე მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ა------ და გ------ შ----ეების მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიულ ქმედებას, რაც გამოიხატებოდა ხმამაღალ ყვირილსა და გინებაში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ პირებთან ხელჩართულ ჩხუბსა და მათ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში.

 

ა------ და გ------ შ----ეების მიერ ხულიგნობის დროს განხორციელებულ ძალადობაზე მიუთითებს ასევე საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც დადგენილია, რომ აქციის მონაწილეებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების კვლები, რომელთა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა დანაშაულის ჩადენის თარიღს.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა------ და გ------ შ----ეების მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, ვინაიდან, სახეზეა ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რის გამოც არ არსებობს მათი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების საფუძველი.

 

ამავე დროს, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება აპელანტის, პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა------ და გ------ შ----ეებს უსაფუძვლოდ მოუხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ხელისუფლების წარმომადგენლისა და ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. ასეთი პოზიცია პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულებს _ ა------ და გ------ შ----ეებს არა აქვთ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული _ ხულიგნობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერააა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომ დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე. უშუალოდ დანაშაულის დაწყების შემდეგ, მხედველობაშია თუნდაც ერთ-ერთი ამსრულებლის მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყება, მისი ჩადენის პროცესში დამნაშავეთა შორის შეთანხმება ერთობლივი მოქმედების თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როგორიცაა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი (საქმე N868აპ-10, საქმე №618აპ-15).

 

განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა------ და გ------ შ----ეები ერთობლივად ახორციელებდნენ ხულიგნობის ობიექტურ შემადგენლობას, რასაც არც სააპელაციო პალატა მიიჩნევს სადავოდ, თუმცა, ხსენებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონლფლიქტი თავდაპირველად დაიწყო დ--------------–ის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და გ------ შ----ეს შორის, ხოლო ა------ შ----ე შემდეგ შეუერთდა დაწყებულ კონფლიქტს და მათ ერთად დაასრულეს დანაშაული. საქმეში არ მოიპოვება ა------ და გ------ შ----ეებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, ხოლო მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ------ შ----ის მიერ მობილური ტელეფონით განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე ა------ შ----ე, არ ადასტურებს მათ შორის ხულიგნობის ჩადენის თაობაზე წინასწარი შეთანხმების არსებობას, მით უფრო მაშინ, როდესაც უცნობია ამ სატელეფონო საუბრის შინაარსი. პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, იმ მომენტში, როდესაც ა------ და გ------ შ----ეები ერთობლივად ახორციელებდნენ ხულიგნურ ქმედებას, ისინი მოქმედებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებულად, მაგრამ ეს თანხმობა მათ შორის არ არსებობდა მაშინ, როდესაც აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დაიწყო გ------ შ----ემ ინდივიდუალურად, შემთხვევის ადგილზე ა------ შ----ის მისვლამდე, ხოლო ეს უკანასკნელი შემდეგ შეუერთდა მის მიერ დაწყებულ დანაშაულს.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ა------ და გ------ შ----ეების ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი ხელისუფლების წარმომადგენლისა და ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ) დაკვალიფიცირების საფუძველი. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა------ და გ------ შ----ეებმა ხულიგნური ქმედება ჩაიდინეს ხელისუფლების წარმომადგენლისა და ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირების მიმართ, ხოლო ასეთ პირად მიჩნეული არიან შემთხვევის ადგილზე მყოფი მოსწავლეების მშობლები, მასწავლებლები და ო----------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე დ--------------–ში – დ----- ტ-----ე. საქმე იმაშია, რომ არც დაზარალებულების და არც მოწმეთა ჩვენებებიდან არ გამომდინარეობს, რომ ა------ და გ------ შ----ეების მიერ ხულიგნობის შეწყვეტამდე, ზემოთ ხსენებული პირები რაიმე ისეთ მოქმედებას ასრულებდნენ, რაც მიმართული იქნებოდა ხულიგნობის აღსაკვეთად. ამასთან, იმ მომენტში, როდესაც ა------ და გ------ შ----ეები დ--------------–ის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს, აღნიშნული სკოლის მოსწავლეების მშობლები და მასწავლებლები, რომლებსაც უთანხმოება ჰქონდათ მსჯავრდებულებთან, თავად წარმოადგენდნენ კონფლიქტის მხარეს. შესაბამისად, ისინი მიჩნეული ვერ იქნებიან ხულიგნობის აღმკვეთ პირებად. რაც შეეხება მოწმე დ----- ტ-----ეს, ეს უკანასკნელი თავის ჩვენებაში არსად უთითებს, რომ იგი შეეცადა ან რაიმე მოიმოქმედა ა------ და გ------ შ----ეების ხულიგნური ქმედების აღსაკვეთად. იგი აღნიშნავს, რომ მოუწოდებდა მათ შეჩერებულიყვნენ, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი მოწოდება არ ნიშნავს ხულიგნობის აღმკვეთ ქმედებას. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ინციდენტის დროს ა------ და გ------ შ----ეების მხრიდან ადგილი ჰქონდა გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწის, დ----- ტ-----ის მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს.

 

პალატის აზრით, ასევე სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ა------ და გ------ შ----ეების ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) დაკვალიფიცირების შესაძლებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ, როგორც დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით ირკვევა, დ--------------–ის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ, ერთის მხრივ, მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები, ხოლო, მეორეს მხრივ, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები. შესაბამისად, ერთ მხარესაა აქციის მონაწილე პირების ჩვენებები, რომლებიც ამხელენ მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს ძალაყინისა და ქვების გამოყენებაში, ხოლო მეორე მხარესაა მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჩვენებები, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ ასეთს და განმარტავენ, რომ თავად აქციის მონაწილეები ესროდნენ მათ ქვებს. ამასთან, თავად დაზარალებულები და ბრალდების მხარის მხარის მოწმეებიც განსხვავებულად აღწერენ ხულიგნობის დაწყებიდან დასრულებამდე ა------ და გ------ შ----ეების მიერ ძალაყინისა და ქვების გამოყენების მომენტს, რაც ამ ნაწილში მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას, რის გამოც ისინი გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულებსა და დაზარალებულებს, ასევე მოწმის სახით დაკითხულ პირებს შორის არსებობდა დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არის დადგენილი, ამასთან, ხულიგნობის დროს იარაღად ძალაყინისა და ქვების გამოყენების ნაწილში მათ ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, ამ მოცემულობაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნეიტრალური და საქმის შედეგით დაუინტერესებელი მოწმეების ჩვენებებს, რომლებმაც პასუხი უნდა გასცენ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დარჩენილ ბუნდოვან გარემოებებსა და კითხვებზე. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ასეთი ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა------ და გ------ შ----ეების მიერ ხულიგნობის ჩადენა ხელისუფლების წარმომადგენლისა და ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, არ დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მათი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებითა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის. აღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა მივიდა იმ დასკნამდე, რომ ა------ და გ------ შ----ეებს ჩადენილი აქვთ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით. შესაბამისად, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მსჯავრდებულების – ა------ შ----ისა და გ------ შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენი ა------ შ----ისა და გ------ შ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

4.ა------ შ----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

5.ა------ შ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა------ შ----ეს, 2015 წლის 02 ოქტომბრიდან 2015 წლის 05 ოქტომბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7.გ------ შ----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

8.გ------ შ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------ შ----ეს, 2015 წლის 01 ოქტომბრიდან 2015 წლის 05 ოქტომბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

10.მსჯავრდებულების: ა------ შ----ის და გ------ შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ე----- შ----ის (პირადი ნომერი 3----------) საკუთრებაში არსებულ, ო----------ის მუნიციპალიტეტის დ--------------–იში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობი 2720,00 კვ.მ. შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა – ო----------ი, კ-------------------- – ნ---------–ი, კ-------------------–------------------) 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა და იგი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

11.განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

12.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამეურნეო ჩანგალი და რკინის მასიური ნაჭერი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ე----- შ----ეს.

 

● რ----- ბ-----ის და ნ-----ი ი------ის კუთვნილი მაისურები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

 

● CD დისკები შენახული იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

13.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

14.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ. სვანიძე/