განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-8-2018 წელი
№020100117002020551
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
20 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი – ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-–-- ტ-------ს,ადვოკატის – დ----- ჩ--------ს,მსჯავრდებულის – ა---- შ---–---ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხი-ლა ა---- შ---–---ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა---- შ---–---, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ზ--------–---–------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ა---- შ---–---ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
– ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მცდელობისათვის, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულების მცდელობისათვის, შეასრულოს მოქმედება, რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს;
– ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 11 საათზე, ქ.ზ--------–-----------–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა---- შ---–---მ ერთხელ დაარტყა ფეხი ნ---- გ---–--ს მუცლის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 11 საათზე, ა---- შ---–--- მფლობელის – ლ--- ნაჭყე-ბიას ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ზ--------------------–-------------------ში, რითაც დაარღვია ლ--- ნ-------ს ბინის ხელშეუხებლობის უფლება.
2017 წლის მაისის თვეში, ა---- შ---–---, იმ მიზნით, რომ შეხვედროდა ნ---- გ---–--ს, ურეკავდა ამ უკანასკნელის დედას – მ--- ხ-------ას მის სააბონენტო ნომერზე და დაჟინე-ბული მოთხოვნით, მუქარის გამოყენებით ცდილობდა, იძულებული გაეხადა ის, შეე-ხვედრებინა მისთვის ნ---- გ---–--, რასაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ა---- შ---–---მ ვერ მიაღწია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის სააპელაციო წესით გაასა-ჩივრა მსჯავრდებულმა ა---- შ---–---მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და-ვით ჩ--------მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ა---- შ---–---ს მიმართ გამა-მართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ საქმე აგე-ბულია ოთხი მოწმის – ლ--- ნ-------ს, მ---- ხ-------ას, ნ--- გ---–--სა და დაზარალებულ ნ---- გ---–--ს ჩვენებაზე, რომლებიც არიან ერთმანეთის ნათესავები. ექსპერტიზის დასკ-ნის თანახმად ნ---- გ---–--ს გარეგნული დათალიერების შედეგად არაფერი ეტყობა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია დაცვის მხარის მითითებას იმ ფაქტზე, რომ როგორც მოწმეებმა მიუთითეს დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში დილის საათებში ვერავინ გაიგო ამხელა აყალმაყალი.
ა---- შ---–--- იცნობდა ნ---- გ---–--ს და მასთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ 2017 წლის თებერვლის თვეში ნ----სთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რადგან მან მოსთხოვა თითქოსდა დაპირების შესრულება და მისი ცოლად მოყვანა, რაც გამორიცხული იყო, რადგან მას უკვე ჰყავდა მეუღლე.
მოწმე ლ--–- ჯ----მ სასამართლოში განაცხადა, რომ ნ---- გ---–--ს ზუგდიდის პოლიციას განცხადებით მიმართა და განაცხადა, რომ მას აედევნა ა---- შ---–---ს ავტომანქანის მსგავსი ავტომანქანა და მოითხოვა ა---- შ---–---სთვის ხელწერილის ჩამორთმევა. ა---- შ---–---მ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან დევნას ადგილი არ ჰქონია ოქმს ხელი მაინც მოაწერა, რადგან არ უნდოდა მისი და ნ---- გ---–--ს ურთიერთობის გახმაურება. სასამართლოში დაკითხული მოწმეები ყვებოდნენ ისეთ ფაქტებზე, რასაც საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. აბსურდულია ა---- შ---–---ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის. სასამართლომ აღნიშნული ფაქტი დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ლ--- ნ-------ს ჩვენებაზე დაყრდნობით. 2017 წლის 30 მარტს იგი საერთოდ არ ყოფილა მ-------–------------------ში, რადგან იგი იმ დღეს მუშაობდა სახლში, აკეთებდა სატვირ-თო მანქანას. შემდეგ კი მთელი დღე სილა მოჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ა. შ---–--- არ აღიარებდა ნ---- გ---–--ზე ძალადობის ფაქტს, რომც ჰქონოდა აღნიშნულ ძალადობას ადგილი, ა---- შ---–--- ნ--- გ---–--ს საცხოვრებელ ბინაში მოხვდა ყოველგვარი წინა-აღმდეგობის გარეშე. მაისის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მან რამდენჯერმე დაურეკა ნ---- გ---–--ს და ერთერთ ზარზე პასუხის გაცემისას ელაპარაკა ნ---- გ---–--ს დედას და შესაბამისად უთხრა, რომ თავი დაენებებინა მისთვის და მისი ოჯახისათვის.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ა---- შ---–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- ჩ--------ს, რომლებიც ითხოვენ ა---- შ---–---ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ი-–-- ტ-------ს, რომელიც გასაჩივრებულ განა-ჩენს მიიჩნევს კან----ერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ნ---- გ---–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის მეუღლესთან განქორწი-ნებული. დაახლოებით ექვსი თვეა იცნობს ა---- შ---–---ს და მასათან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. თუმცა ბოლო ორი თვეა გაწყვიტა მასთან ყოველგვარი კავშირი, რადგან მეზობლები და ა.შ---–---ს ოჯახის წევრები ფიქრობდენენ, რომ ა---- შ---–---სთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა და სახელი უფუჭდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსთხოვა ა---- შ---–---ს თავი დაენებებინა მისთვის და ამ მიზნით პოლიციასაც კი მიმართა, ის მაინც ცდილობდა მასთან დაახლოებას.
ა---- შ---–--- დედამისთანაც მივიდა და უთხრა, რომ უყვარდა (ნ---- გ---–--) და სურდა მასთან ურთიერთობა. უთხრა: რომ დავრეკავ შენმა შვილმა მიპასუხოს, თორემ ხშირად ვივლი და შენს შვილს სახელი გაუტყდებაო. მაისის თვეში რეკავდა, ემუქრებოდა დედას შვილის და შვილიშვილების მკვლელობით, შვილის გატაცებით ემუქრებოდა თუ მას არ შეახვედრებდა. ბოლო მუქარის შემცველ საუბარს თავადაც შეესწრო, რადგან ხმამაღალზე იყო დაყენებული ტელეფონი. ამ დროს ა---- შ---–---ს ესაუბრა კიდეც ტელეფონით და ჰკითხა, თუ რატომ უნდა შეხვედროდა მას მუქარის პირობებში. ა---- შ---–---მ უთხრა, რომ თუ შეხვდებოდა, არავის არაფერი ემუქრებოდა, ხოლო თუ არ შეხვდებოდა, ემუქ-რებოდა სახელის გატეხვით, უვრცელებდა ხმებს, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, რეპუტაცია ელახებოდა და ამიტომ სცადა თვითმკვლელობა. ა---- შ---–--- ემუქ-რებოდა, რომ თუ დაიჭერდნენ, არ გაახარებდა. დედასთან ა---- შ---–---ს ტელეფონით საუბრის 2-3 შემთხვევას შეესწრო.
30 მარტს იგი იყო მისი ძმის - ნ--- გ---–--ს სახლში. აბაზანაში ყოფნისას გაიგონა ხმაური და როცა გამოვიდა დაინახა, რომ მისი რძალი, ლ--- ნ-------, ცდილობდა ა---- შ---–--- არ შესულიყო მის ბინაში. ა---- შ---–---ს ბინაში შესვლის ნებართვა არ ჰქონდა და კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. როგორც კი დაინახა, ა---- შ---–---მ დაუწყო ყვირილი, რატომ შეიტანე განცხადება პოლიციაშიო. ამაზე გაბრაზებულმა ა---- შ---–---მ მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში და ტკიგვილისაგან თითქმის 10 წუთი იყო ჩაკეცილი. ამის შემდეგ დარეკეს 112-ში. ამ ფაქტს შეესწრო მისი მეზობელი 5 წლის ლ---- მ------–-ა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ--- ხ-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ არის ნ---- გ---–--ს დედა. მისთვის ცნობილია, რომ მის შვილთან - ნ---- გ---–--სთან მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფე-ბოდა ა---- შ----–---. ა---- ხშირად დადიოდა ნ----ს გამო მათთან უბანში, მაგრამ ნ----მ აუკრძალა მოსვლა. ა---- ყველანაირად ცდილობდა ნ----სთან დაახლოებას, ნ----- კი ცდი-ლობდა თავი დაენებებინა ა----ს მისთვის და პოლიციასაც კი მიმართა დახმარებისათვის. ა---- შ---–--- მასთანაც მივიდა სახლში და უთხრა, რომ ნ---- გ---–--სთან უნდოდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. მან (მ--- ხ-------ამ) ურჩია გაეწყვიტა ურთიერთობა ნ----სთან, შეენარჩუნებინა ოჯახი და ნ----სთვისაც სახელი არ გაეტეხა. ა---- შ---–--- არ დათანხმდა, მიყვარს და ჩემი უნდა გახდესო. თან დაემუქრა, რომ თუ მომავალში სახლში არ შემოუშვებდა და არ დაალაპარაკებდა ნ----ს, სახელს გაუტეხდა. ა. შ---–---მ დაიწყო ტელეფონზე რეკვები, რისი დამადასტურებელი ამონაწერიც გამომძიებელს წარუდგინა. ნ---- გ---–--მ უთხრა, რომ ეშინოდა, ძმას ზურგი არ ექცია მისთვის, სახელი არ გატეხოდა. თუ ეს მოხდა, თავს არ ვიცოცხლებო, ამბობდა. ა. შ---–--- ტელეფონით დღის ბოლომდე აძლევდა დროს, რათა შეეხვედრებინა ნ---- გ---–--სთან, ეუბნებოდა, შენ რომ აფხაზეთში დადიხარ, შენი შვილი ჩემთან კოტრიალობსო. ნ----მ უთხრა, რომ სწორედ ამის ეშინოდა. ამის მერე ნ---- გ---–--ს დაულევია წამალი თავის მოსაკლავად. ბრალდებულმა ნ---- გ---–--ს სახელი შეულახა, დაიწყო რეკვები, მუქარები: შვილიშვილს არ განახებო თუ არ შემახვედრებო ნ---- გ---–--ს, შვილებს დაგატირებინებ, ნ---- გ---–--ს ქმარს გავაციებო. სანამ ბრალდებული პატიმრობაში იყო, დაისვენა, მაგრამ მისი პატიმრობიდან გათავისუფ-ლების შემდეგ გაგრძელდა რეკვები, შვილიშვილების მოკვლის მუქარები, ისევ ითხოვდა ნ---- გ---–--სთან შეხვედრას. ტელეფონზე მასთან ა. შ---–--- რომ რეკავდა იქიდან იცის, რომ თავად ეუბნებოდა. ასევე, მასთან ისე ხშირად უწევდა საუბარი, მის ხმასაც ცნობს. 2017 წლის 30 მარტს შვილმა - ნ---- გ---–--მ დაურეკა და უთხრა, რომ ა---- შ---–--- შეუ-ვარდა ლ--- ნ-------ს სახლში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ--- ნ-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნ---- გ---–-- არის მისი მეუღლის და. 2017 წლის 30 მარტს ნ---- იმყოფებოდა მასთან სახლში. მასთან ბინაში ასევე იმყოფებოდა მეზობლის ბავშვი - 5 წლის ლ---- მ------–-ა. ნ---- იმყოფებოდა სააბაზანოში. თვითონ კი ბინიდან გავიდა დერეფანში, სადაც შეხვდა ა---- შ---–---. ჰკითხა მას, სად მიდიოდა. პასუხად მიიღო, ნ---სთან მივდივარო, გულისხმობდა მის მეუღლეს. უთხრა, რომ ნ--- ბინაში არ იყო. ა---- შ---–--- გარედან აკაკუნებდა კარებზე. ლ---- მ------–-ას მიერ კარის გაღების მერე ბრალდებული შევიდა მის ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ისე, რომ მისთვის არც უკითხავს ბინაში შესვლა თუ შეიძლებოდა და მისთვის ბინაში შემოსვლის თანხმობა არ მიუცია. პირიქით, მოსთხოვა, ბინაში არ შესულიყო, კატეგორიულად მოს-თხოვა, წასულიყო მისი ბინიდან, თან ხელით უბიძგა კიდეც, რომ წასულიყო. ამ დროს აბაზანიდან გამოვიდა ნ---- გ---–--ც. ა---- შ---–---ს ნ---- გ---–--მ ჰკითხა, თუ რატომ მივიდა მასთან. ა---- შ---–--- ნ---- გ---–--ს უყვიროდა, ჩემს მიმართ საჩივარი რატომ შეიტანე პოლიციაში, გამოიტანე თორემ გაგანადგურებო. ნ---- გ---–--მ ა---- შ---–---ს უთხრა, შენს მიმართ საჩივარი პოლიციაში შეტანილი მაქვს და ზომებს მიიღებენო, რის შემდეგ ა---- შ---–---მ ნ---- გ---–--ს მუცელში მარჯვენა ფეხი ერთხელ ძლიერად ჩარტყა. ნ---- გ---–-- ტკივილის გამო წაიქცა, ხოლო ა---- შ---–--- გაიქცა. მან ნ. გ---–--ს ტკი-ვილგამაყუჩებელი წამალი დაალევინა.
ა---- შ---–--- ნ---- გ---–--სთან საუბარს ითხოვდა მუდამ. როცა ურეკავდა, ნ---- გვალი-ასთან დალაპარაკებას ითხოვდა. ასეთივე მოთხოვნით ურეკავდა მ--- ხ-------ასაც. ტელე-ფონში იმუქრებოდა ნ---- გ---–--ს ბავშვის წართმევით და მისი სიცოცხლის მოსპობით. ამ მუქარების გამო ეშინია. ა---- შ---–--- დაფარული ნომრიდან რეკავდა, მაგრამ ნ---- გვა-ლიას კითხულობდა სულ, იმუქრებოდა და აქედან იცის, რომ ის ბრალდებული იყო. ასევე, მისმა მეუღლემაც უთხრა, რომ ამონაწერი ნახა და ტელეფონი ა. შ---–---სი იყო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ--- გ---–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ ა---- შ---–---ს მ--- ხ-------ასთვის მოუთ-ხოვია ნ---- გ---–--სთან შეხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელის გატეხვით, შვი-ლიშვილის გატაცებით და შვილის მოკვლით დამუქრებია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალა-ტა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა--- შ---–---ს გამართლებისა და უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
– დაზარალებულ მოწმე ნ---- გ---–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა---- შ---–---სგან დარტყმის მიღების შედეგად იგრძნო ძლიერი ტკივილი, ჩაიკეცა.
– მოწმეების ლ--- ნ-------ს და მ--- ხ-------ას ჩვენებების თანახმადაც დაზარალებული ფეხის ჩარტყმის შედეგად წაიქცა, მას ტკივილგამაყუჩებელი დასჭირდა და ხელს მუცელ-ზე იკიდებდა, იქ, სადაც დაარტყა ა---- შ---–---მ.
– მოწმეების ლ--- ნ-------ს, ნ---- გ---–--ს, ნ--- გ---–--ს და მ--- ხ-------ას ჩვენებებით დადგენილია, რომ ა---- შ---–--- ემუქრებოდა მ--- ხ-------ას მისი შვილისა და შვილი-შვილის სიცოცხლის მოსპობით, მათი თავისუფლების აღკვეთით, შვილის პატივის, ღირ-სებისა და რეპუტაციის შელახვით იმ მიზნით, რომ მ--- ხ-------ას დაერწმუნებინა ნ---- გ---–--, შეხვედროდა ა---- შ---–---ს. ამ უკანასკნელმა სხვადასხვა შინაარსის მუქარით მიმართა მ--- ხ-------ას, რაც მიმართული იყო ნ---- გ---–--სთან შეხვედრის უზრუნველ-ყოფისკენ.
– მოწმე ლ--- ნ-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ა---- შ---–--- გარედან აკაკუნებდა კარებ-ზე. ლ---- მ------–-ას მიერ კარის გაღების მერე ბრალდებული შევიდა მის ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ისე, რომ მისთვის არც უკითხავს ბინაში შესვლა თუ შეიძლებოდა და მისთვის ბინაში შემოსვლის თანხმობა არ მიუცია. პირიქით, მოსთხოვა, ბინაში არ შესულიყო, კატეგორიულად მოსთხოვა, წასულიყო მისი ბინიდან, თან ხელით უბიძგა კიდეც, რომ წასულიყო, რა დროსაც ბრალდებული ნ---- გ---–--ს ეკამათა, ფეხი დაარტყა და გაიქცა.
– მოწმე ნ---- გ---–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნახა ლ--- ნ------- როგორ ცდილობ-და, რომ ა---- შ---–--- არ შესულიყო მის ბინაში. ა---- შ---–---ს ბინაში შესვლის ნე-ბართვა არ ჰქონდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ა---- შ---–---ს ბრალეულობა დასტურდება პირველი ინსტან-ციის სასამართლოში გამოკვლეული მ--- ხ-------ას მობილურ ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერის ნუსხით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირვე-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა---- შ---–---ს ქმედება სწორადაა დაკვალიფი-ცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, რის გამოც ზუგდიდის რაიო-ნული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი ა---- შ---–---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვ-ლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა---- შ---–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასა-მართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა---- შ---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ა---- შ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ა---- შ---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 29 ნოემბრიდან – პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან.
ა---- შ---–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 15 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით
ა---- შ---–---სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. მოეხ-სნას ყადაღა გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის №----------- განჩინებით 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, გ---–----- ქ----–----ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ზ--------–----–---------------------------ში (საკადასტრო კოდი 4-----------), განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.
ნივთმტკიცება – ბოქლომის სამაგრი განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მ--- ხ-------ას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili