განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210118002472120
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4008-18 8 აპრილი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – ნ----------------–---–-
წარმომადგენლები - ლ-–--------–---–-----–-----------------------------------------
მოწინააღმდეგე მხარე – შ--------
წარმომადგენელი - მ-------------
დავის საგანი – უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1. 2018 წლის 30 მაისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ი---“ წარმომადგენელმა, მ-------------მ, მოპასუხე ნ----------------–---–-ს მიმართ, 20---–-–---------------- ნ----------------–--ლსა და შპს „ი---“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდებით - 8----------------------------- მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. 2----–-–---------------- მოპასუხე ნ---------------–--ლის გამოუცხადებლობის გამო, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს „ი---“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2.1. შ-------- ცნობილ იქნა 20---–-–---------------- ს-------------------------------–-----------–- მოპასუხე ნ----------------–--ლსა და შპს „ი---“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1------------ ფართის მქონე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მდებარე, მ--------–--------------------–------------------------------------------------, მესაკუთრედ;
2.2. შპს „ი---“ სარჩელი 20---–-–---------------- ს-------------------------------–-----------–- მოპასუხე ნ----------------–--ლსა და შპს „ი---“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე - 10 000 კვმ ფართის მქონე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე, მ--------–--------------------–---------–---------------------------------------- მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
3. 2018 წლის 17 სექტემბერს მოპასუხე ნ----------------–---–-ს წარმომადგენელმა, ნ-----------–---მ, საჩივრით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ნ----------------–---–-ს საჩივარი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
5. 2----–-–---------------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
6. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, იმით, რომ მო---------–---------------–-- 7 თვის უკან გადაიტანა მწვავე ინფარქტი და იმყოფებოდა დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშ; 2----–-–---------------- სასამართლო სხდომის დაწყებამდე მას დაეწყო გულის შეტევა - ტკივილები გულის არეში, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება მოუხდა. აღნიშნული ვითარების გამო მოპასუხის წარმომადგენელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სასამართლოსათვის ეცნობებინა არსებული მდგომარეობის შესახებ.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და უბრუნებს საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
11. სააპელაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
11.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
11.3. მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი დასახელებულია ავადმყოფობა.
11.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
11.5. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარმოდგენილია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ ად-------- - ნ-----------–--- 2----–-–----------------- მოთავსებული იყო სტაციონარში დიაგნოზით - მიოკარდიუმის სხვა ლოკალიზაციის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი; ქვედა უკანა კედლის S---- მარჯვენა კორონარული არტერიის სტენტირება; გულის შეგუბებითი უკმარისობა. პაციენტს მკურნალობის სახით ჩაუტარდა კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა სტენტის ჩადგმით, მარჯვენა კორონარული არტერიის რეკანალიზაცია და სტენტირება.
11.6. 2----–-–---------------- სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მო---------–---------------–-- ნ-----------–---მ სასწრაფო დახმარების ჯგუფი 2----–-–---------------- 11:44 საათზე გამოიძახა. სამედიცინო ბარათის მიხედვით, პაციენტი უჩიოდა მოჭერითი ხასიათის ტკივილებს გულმკერდის მარცხენა ნახევარში. მას გაეწია პირველადი მედიკამენტოზური დახმარება, ამასთან, განემარტა, რომ აუცილებელი იყო მისი სტაციონარში გადაყვანა სტენოკარდიის წინაწარი დიაგნოზით, რაზედაც ნ-----------–---მ უარი განაცხადა (იხ: ტ.1. ს.ფ. 197).
11.7. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის იმ მოსაზრებას, რომ წარმომადგენელს შეეძლო სასამართლო სხდომაზე დროულად (11:00 საათზე) გამოცხადება, რადგან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებულია 11:44 საათზე. აღნიშნულის საპირისპიროდ პალატას მიაჩნია, რომ პაციენტის მიმართ დადგენილი წინასწარი დიაგნოზი - სტენოკარდია, მისი სამედიცინო ისტორიის (მარჯვენა კორონარული არტერიის სტენტირება) გათვალისწინებით, ქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ ნ-----------–---ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაეწყო უფრო ადრე, და იგი თანდათანობით გაუარესდა იმდენად, რომ საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. პალატა ითვალისწინებს მოპასუხის წარმომადგენლის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, პაციენტის სამედიცინო ბარათში ასახულ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ მითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ 2----–-–---------------- 11:00 საათზე ნ-----------–--ის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას გააჩნდა საპატიო მიზეზი - ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობა, რამაც შეუძლებელი გახადა მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
11.8. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა თავად მოპასუხე ნ----------------–---–-, პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პროცესში წარმომადგენლის მეშვეობით მხარეთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საპროცესო კანონმდებლობით. იმ ვითარებაში, როდესაც დადასტურებულია წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება, უშუალოდ მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ეწინააღმდეგება სასამართლო პროცესში მხარის კანონიერი უფლებების წარმომადგენლის მეშვეობით დაცვის ფუნდამენტურ პრინციპს და დაუშვებელია.
11.9. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება - მოპასუხის წარმომადგენლის ავადმყოფობა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის თანახმად, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ნაწილში, რომლითაც შ-------- ცნობილ იქნა 20---–-–---------------- ს-------------------------------–-----------–- მოპასუხე ნ----------------–--ლსა და შპს „ი---“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1------------ ფართის მქონე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მდებარე, მ--------–--------------------–------------------------------------------------, მესაკუთრედ და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საპროცესო ხარჯები
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ----------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შ-------- ცნობილ იქნა 20---–-–---------------- ს-------------------------------–-----------–- მოპასუხე ნ----------------–--ლსა და შპს „ი---“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1------------ ფართის მქონე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მდებარე, მ--------–--------------------–------------------------------------------------, მესაკუთრედ (სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მეორე პუნქტები) და ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟი განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე