განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100116001433672
საქმე №1/ბ-557-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ------ი დ---–----ის
მსჯავრდებულების _ პ----- ზ-------იას, ჯ---- ჩ-------იას, კ----–-- კ-------ს
ადვოკატების _ დ----- ა---–---ს, მ-------- ნ-----იას
მონაწილეობით,მსჯავრდებულების _ შ--–-- ჩ------ს და ნ------ შ----ას მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულების _ პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა---–---ს, მსჯავრდებულ ნ------ შ----ას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------- ნ-----იას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------):
პ----- ზ-------იას მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 1----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-----------–-----------–---–------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ჯ---- ჩ-------იას მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–--–-------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ.----------–-----------–--------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კ----–-- კ-------ს მიმართ, დაბადებულის 19---–-–-----------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ1----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ზ----------------------------–-----–-------––-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შ--–-- ჩ------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ1----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-----------–--------–-----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ნ------ შ----ას მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ1----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-----------–---–------------------–- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით:
პ----- ზ-------ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდა პ----- ზ-------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით გირაოს თანხის _ 3000 ლარის სანაცვლოდ პ----- ზ-------იას (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ, ქ-----------–-----------–---–-----------------–--–---------------------–--------------------------------------------------------------------) დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნ------ შ----ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდა ნ------ შ----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის _ 3000 ლარის სანაცვლოდ რ----- შ----ას (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ, ქ-----------–----–------------------------–------------------------------------------------------------------------) დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ჯ---- ჩ-------ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდა ჯ---- ჩ-------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის _ 3000 ლარის სანაცვლოდ ლ--- ძ-----ს (პ/ნ 6----------), ლ---- ძ-----ს (პ/ნ 6----------), მ-------- ძ-----ს (პ/ნ 1----------) და ტ------- რ-------ს (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ქ-----------–-----------–-----------------–--------------------------------------------------------------------) დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
კ----–-- კ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდა კ----–-- კ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის _ 3000 ლარის სანაცვლოდ გ-----–- ჩ------ს (პ/ნ 1----------) და თ----- ჩ------ს (პ/ნ1----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ზ----------------------------–---------–--------------------------------------------------------------------) დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
შ--–-- ჩ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდა შ--–-- ჩ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.
გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის _ 3000 ლარის სანაცვლოდ გ-----–- ჩ------ს (პ/ნ 1----------) და თ----- ჩ------ს (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ზ----------------------------–---------–--------------------------------------------------------------------) დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
იმავე განაჩენით მსჯავრდებულნი იქნენ ზ------ ღ-–-----ი და ი----- გ--------ე.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ----- ზ-------იამ, ნ------ შ----ამ, ჯ---- ჩ-------იამ, კ----–-- კ-------მ და შ--–-- ჩ------მ ჩაიდინეს იძულება _ ა------ნისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 07 ნოემბერს, ა--------------–----------------–---–- სამშვიდობო მისიაში მყოფი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ----------------------------------–----ის სამხედრო მოსამსახურე ი----- გ--------ე „-------ის“ სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული მაღაზიიდან ფარულად დაუფლა ა--------ის მოქალაქე მ---- ჯ---ს კუთვნილ 25 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს. იმის გათვალისწინებით, რომ ი----- გ--------ის ქმედება ლახავდა მისიაში მყოფი ქართული სამხედრო დანაყოფის რეპუტაციას, ცალკეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ი----- გ--------ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის 10 ნოემბერს, დაიწყო გამოძიება, ხოლო 2015 წლის 29 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ი----- გ--------ის სამსახურეობრივი მივლინების შეწყვეტისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ. საქართველოში გამომგზავრებამდე, სამხედრო მისიის შეწყვეტით გაღიზიანებული ი----- გ--------ე, ასევე, მისიაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები: ზ------ ღ-–-----ი, შ--–-- ჩ------, კ----–-- კ-------, ჯ---- ჩ-------ია, ნ------ შ----ა და პ----- ზ-------ია, შეხვდნენ ი----- გ--------ის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, რა დროსაც სამაგიეროს გადახდის მიზნით, თითოეულ მათგანს სახის არეში ერთჯერადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კატეგორიული ტონით მოსთხოვეს ი----- გ--------ისათვის აენაზღაურებინათ საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნების გამო მიუღებელი ხელფასის სახით გამოწვეული მატერიალური ზიანი. გამოყენებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შედეგად მ--–---- გ-----მ, პ----- ც------მ, დ----- მ------ემ და სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა, გადაწყვიტეს ი----- გ--------ისათვის კომპენსაციის სახით გადაეხადათ თითოეულს 500 აშშ დოლარი. 2016 წლის 30 იანვარს, ი----- გ--------ისათვის გადასაცემი 500 აშშ დოლარი, პ----- ც------მ ზ------ ღ-–-----ის მითითებით გადასცა გ---- ღ-–-----ს, რაც გამოყენებული იქნა ზ------ ღ-–-----ისთვის „-----ს მარკის ავტომანქანის შესაძენად. სხვა სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან თანხის გადაცემა არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა მიმართ დროულად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა პ----- ზ-------იამ, კ----–-- კ-------მ, შ--–-- ჩ------მ, ჯ---- ჩ-------იამ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ა---–---მ, ასევე მსჯავრდებულმა ნ------ შ----ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------- ნ-----იამ.
მსჯავრდებულებმა პ----- ზ-------იამ, კ----–-- კ-------მ, შ--–-- ჩ------მ, ჯ---- ჩ-------იამ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ა---–---მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს და ჯ---- ჩ-------იას მიერ იძულების ჩადენის თაობაზე მცდარია, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და შესაბამისად, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ ცნო ისინი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რისი დამადასტურებელი უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო დაეყრდნო დაზარალებულად ცნობილი პირების _ დ----- მ------ის, პ----- ც------ს და მ--–---- გ-----ს ჩვენებებს, მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომაზე პ----- ც------მ და დ----- მ------ემ ვერც კი იცნეს ბრალდებულები, ვის წინააღმდეგაც ჩვენებები მისცეს გამოძიებას და სასამართლოს. დ----- მ------ემ ნ------ შ----აზე მიუთითა, რომ იყო ზ------ ღ-–-----ი, ბრალდებულ ი----- გ---------ეზე კი მიუთითა, რომ იყო ნ------ შ----ა, ხოლო ბრალდებულ შ--–-- ჩ------ს გვარი დაავიწყდა და მოიხსენიებდა ჩ-----დ. მხოლოდ ეს გარემოებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ სასამართლო დარწმუნებულიყო ბრალდებულების უდანაშაულობაში და მათ მიმართ დაედგინა გამამართლებელი განაჩენი.
სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მოწმე ბ--- ნ----–---–ის, ასევე დაცვის მხარის მოწმეების: გ------ ი------ს, მ-------- კ------ს, შ--–-- ც--------ს, ზ----- ზ-------ს და მ------ ბ-------ის ჩვენებები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ფულის მოთხოვნას ადგილი რომ ჰქონოდა, აუცილებლად გაიგებდნენ, მაგრამ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს განაჩენი უნდა გამყარებულიყო დაცვის მხარის უტყუარი, დამაჯერებელი და თანმიმდევრული მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობა ადასტურებს იძულების ნაწილში ბრალდებულთა უდანაშაულობას.
დაზარალებულებმა გამოძიებას და სასამართლოს მისცეს არასწორი ჩვენებები, რაც გამოწვეული იყო პოლიციელების მხრიდან ზეწოლით (ზემოქმედებით) და საშეღავათო პირობების შექმნით. ამასთან, დაზარალებულების _ დ----- მ------ის, პ----- ც------ს და მ--–---- გ-----ს ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია რამდენად კატეგორიული, უტყუარი და სანდო იყო მათი ჩვენებები.
სასამართლო ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერების კრებსების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამოძიების პროცესში ბრალდებულები სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ერთმანეთს უთანხმდებოდნენ საერთო პოზიციების შემუშავებაზე. გაუგებარია, როგორ მივიდა ასეთ დასკვნამდე იმ პირობებში, როდესაც ჩატარებული არ იყო ფონოსკოპიური ექსპერტიზა და შესაბამისად, არ არსებობდა ექპსრეტიზის დასკვნა, რომ ხმები და საუბრის ტემბრი ბრალდებულებს ეკუთვნოდათ.
აპელანტების მოსაზრებით, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის წარმოედგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს და ჯ---- ჩ-------იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის.
მსჯავრდებულმა ნ------ შ----ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------- ნ-----იამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ნ------ შ----ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საეჭვო მტკიცებულებებს, რომლებიც არათუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არამედ საერთოდ ვერ ადასტურებდნენ ნ------ შ----ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულების _ პ----- ზ-------იას, ჯ---- ჩ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა---–---ს, ასევე მსჯავრდებულ ნ------ შ----ას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------- ნ-----იას სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულებს _ პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და ნ------ შ----ას დანაშაული არ ჩაუდენიათ, ხოლო საქმეში არ მოიპოვება მათი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები, ვინაიდან, ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და ნ------ შ----ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ:
დაზარალებულ მ--–---- გ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 აპრილამდე თავის ბატალიონთან ერთად მსახურობდა ა--------------–----------------–---–-, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, კერძოდ, ბ------ის საავიაციო ბაზაზე, სადაც მიმაგრებული იყო მ----------------------------------–----ის „-------- ასეულის მ------ე ო–----–ში მძღოლის თანამდებობაზე. 2015 წელს, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ა--------ში, სამხედრო მისიაში ყოფნისას, პატრულირებიდან დაბრუნების შემდეგ შეესწრო ყაზარმაში სამხედრო მოსამსახურეების მიერ ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის _ ი----- გ--------ის ცემის ფაქტს, რაც დაკავშირებული იყო ამ უკანასკნელის მიერ სამხედრო ბაზაზე საფულის ქურდობასთან. ი----- გ--------ეს პირველად ჯარისკაცმა ზ---– შ---------მ დაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ ყაზარმაში მყოფმა სხვა პირებმაც, მათ შორის, თვითონაც. აღნიშნული ფაქტი გახმაურდა, რის გამოც დაიკითხნენ სამხედრო მოსამსახურეები. ამის შემდეგ ზ---– შ---------მ მას (მ--–---- გ-----ს) და სხვა სამხედრო მოსამსახურეებს უთხრა, რომ გ--------ის ცემის გამო კარგმა ბიჭებმა უსაყვედურეს _ არასწორი საქციელი იყოო, რაზეც შეეპასუხა ზ---– შ---------ს, რომ მან სწორედ მისი მითითებით დაარტყა ხელი ი----- გ--------ეს და არც იცოდა რისთვის. ამ საუბრის შემდეგ ზ---– შ--------- გადავიდა „-----–-- ასეულში, სადაც ბრალდებულები მსახურობდნენ, ხოლო იქედან დაბრუნების შემდეგ უთხრა, რომ მასთან კითხვები ჰქონდათ ბიჭებს და გადასულიყო „-----–-- ასეულში. იგი დათანხმდა და ორივენი გადავიდნენ „-----–-- ასეულში, სადაც შ--–-- ჩ------მ უთხრა, რომ მტყუანი იყო. აღნიშნულზე უპასუხა, რომ პირველად ზ---– შ---------მ დაარტყა და სხვებმაც მისგან გამომდინარე დაარტყეს ი----- გ--------ეს. აღნიშნულის შემდეგ შ--–-- ჩ------მ უთხრათ, რომ არ შერჩებოდათ უდანაშაულო კაცის ცემა და ფულსაც დააყაჭინებდნენ, გადასულიყვნენ ბიჭებთან და ეთქვათ, რომ ვაჟკაცური ხელი ჰქონდა ყველას მისაღები, რაც მან და ზ---– შ---------მ გადასცეს ო–----–ის ბიჭებს, თან უთხრეს, რომ ეს ამბავი დამთავრებულიყო და „კანონიერი ქურდების“ დონეზე არ ასულიყო. ამის საპასუხოდ ბიჭებმა თქვეს, რომ პრობლემები არ უნდოდათ და ჯობდა ვაჟკაცური ხელი მოხვედროდათ. აღნიშნულის შემდეგ შვიდივე _ თავად (მ--–---- გ-----), ზ---– შ---------, რ--–- გ-------, ბ----- მ----–---, დ----- მ------ე, პ----- ც------, მ----- მ------ე და მ----- ფ----- გადავიდნენ „-----–-- ასეულში, სადაც დახვდნენ ნ------ შ----ა, კ----–-- კ-------, შ--–-- ჩ------, ჯ---- ჩ-------ია და პ----- ზ-------ია, ხოლო ი----- გ--------ე მერე შემოიყვანეს. შ--–-- ჩ------მ მათ უთხრა, რომ ი----- გ--------ე უმიზეზოდ ცემეს, რისთვისაც ფულს მოატანინებდნენ, ხოლო ზ------ ღ-–-----მა დაამატა, რომ საცემები იყვნენ. ი----- გ--------ეს კი უთხრეს, რომ ბიჭები თანახმა იყვნენ „ვაჟკაცური ხელის მიღებაზე“ და 500 დოლარის გადახდაზე, იმ ზარალის სანაცვლოდ, რაც მას დეპორტაციით მიადგებოდა. ასევე აუხსნეს, რომ ამ თანხას საქართველოში ჩასვლის შემდეგ მიიღებდა, რაზეც ი----- გ--------ე დათანხმდა. ამის შემდეგ კ----–-- კ-------მ გაშლილი ხელი დაარტყა ყველას სათითაოდ სახეში. ბოლოს კ----–-- კ-------მ იკითხა, ხომ არ დარჩა ვინმე, ვისაც ეკუთვნოდა და არ მოხვედრია, რის შემდეგაც შ--–-- ჩ------ მივიდა ჯარისკაც დ-------თან, რომელიც მოგვიანებით შემოვიდა და დაარტყა ხელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კ----–-- კ------- შევიდა მათ ოთახში და უთხრათ, რომ მათთვის მიეცათ ი----- გ--------ისთვის გადასაცემი თანხა და თვითონ იცოდნენ როგორ უნდა გაენაწილებინათ, რაზეც მან (მ--–---- გ-----მ) უპასუხა, რომ შეთანხმებისამებრ, პირადად გადასცემდა ი----- გ--------ეს თანხას საქართველოში. აღნიშნულზე ზ---– შ--------- წამოხტა და გაბრაზებულმა თქვა _ ამათ მიიღეს გადაწყვეტილება, პატივი გვცეს, რომ ქურდები არ შეწუხებულიყვნენ, მე პირადად ამ ფულს კ----–-- კ-------ს მივცემ და ესენი გაარკვევენო. მეორე დღეს მას დაელაპარაკა სერჟანტი ხ--–---, რომლისთვისაც უკვე ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტის შესახებ და ურჩია, რომ არ აჰყოლოდა მათ. ამასთან დაკავშირებით იგი დაიბარეს „-----–-- ასეულში, სადაც კ----–-- კ-------მ უსაყვედურა თუ რატომ მოყვა სერჟანტთან ამ ფაქტის თაობაზე და გააფრთხილა, რომ ხმა არ ამოეღო. მეორე დღეს მათ ყაზარმაში შევიდა ზ------ ღ-–-----ი და დაიწყო ფულის მოთხოვნა, რაზეც უთხრა, რომ მას ფულს არ მისცემდა და საქართველოში ჩასვლის შემდეგ პირადად გადასცემდა ი----- გ--------ეს, რაზეც ზ------ ღ-–-----მა უპასუხა, რომ მისთვის მიეცა, თორემ დაილეწებოდა. მომხდარიდან გარკვეული დროის შემდეგ გადაწყვიტა არ გადაეხადა თანხა ი----- გ--------ის სასარგებლოდ და მომხდარის შესახებ ეცნობებინა პოლიციისათვის. თავდაპირველად დაუკავშირდა ო–----–ის მეთაურს _ ბ--- ნ----–---–ს, რომლის მეშვეობითაც შეხვდა გამომძიებელ მ-----– ა------ს და მოუთხრო ყველაფერი, რაც შეეხებოდა მათთვის ხელის გარტყმას და ი----- გ--------ის სასარგებლოდ თანხის გადაცემის იძულებას.
დაზარალებულ დ----- მ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის ოქტომბრის თვიდან 2016 წლის 28 აპრილამდე, მ----------------------------------–----ის პირად შემადგენლობასთან ერთად სამშვიდობო მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა ა--------------–----------------–---–-, „-------ის“ სამხედრო ბაზაზე. 2015 წლის ნოემბრის თვეში 2--- ბატალიონთან ერთად იყო გასული პატრულირებაზე, საიდანაც გამთენიისას დაბრუნდა და ნახა, რომ ი----- გ--------ეს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ხელს ურტყამდნენ სამხედრო მოსამსახურეები, რის შედეგადაც მას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. როგორც გაიგო, ი----- გ--------ეს ურტყამდნენ ა-----ელისთვის საფულის მოპარვის გამო. ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ ი----- გ--------ე დაექვემდებარა დეპოტრაციას. საქართველოში მის დეპორტაციამდე, ნოემბრის ბოლოს, ზ---– შ---------მ ყაზარმაში შეკრიბა ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ცემეს ი----- გ--------ე და უთხრა მათ _ ვაჟკაცმა ბიჭებმა გაგვამტყუნეს, არ გაამართლეს ჩვენს მიერ გ--------ის ცემა და ეს საკითხი მოსაგვარებელიაო. ამ მიზნით ი----- გ--------ის ცემაში უშუალო მონაწილე და ყაზარმაში მყოფი სხვა პირები, კერძოდ, თავად დ----- მ------ე, პ----- ც------, რ--–- გ-------, მ----- მ------ე, მ----- ფ-----, მ--–---- გ-----, მ-------- ე------, ბ----- მ----–--- და ნ------- დ-------ი გადაიყვანა N- ყაზარმის პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში, სადაც დახვდნენ სამხედრო მოსამსახურეები: კ----–-- კ-------, შ--–-- ჩ------, ნ------ შ----ა, ჯ---- ჩ-------ია, ზ------ ღ-–-----ი და პ----- ზ-------ია. შ--–-- ჩ------ს მითითებით ჩაიცუცქნენ, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა უთხრათ, რომ, ვინაიდან, ი----- გ--------ემ საფულე მოპარა მტერს და არ მოუპარავს ჯარისთვის, ის მართალი იყო, ხოლო მათ მიერ მისი ცემის გამო ეს ამბავი ცნობილი გახდა ხელმძღვანელობისთვის და მას ადეპორტებდნენ. შესაბამისად, ი----- გ--------ის ცემის სანაცვლოდ მათაც უნდა მოხვედროდათ ხელი, ხოლო თანხა, რაც დააკლდა ი---- გ--------ეს დეპორტაციის შედეგად, უნდა გადაეხადათ მისთვის, თითოეულს 500 აშშ დოლარის ოდენობით. საუბრისას შ--–-- ჩ------ პერიოდულად მიტრიალდებოდა იმ მხარეს, სადაც იყვნენ პ----- ზ-------ია, ზ------ ღ-–-----ი, ნ------ შ----ა, ჯ---- ჩ-------ია და კ----–-- კ------- და ეკითხებოდა, ჰქონდათ თუ არა რაიმე განსხვავებული მოსაზრება, რა დროსაც ისინი ეთანხმებოდნენ შ--–-- ჩ------ს. აღნიშნულის შემდეგ ოთახში შეიყვანეს ი----- გ--------ე, რომელსაც შ--–-- ჩ------მ უთხრა, რომ მის ცემაში მონაწილეებს მოხვდებოდათ ხელი, ხოლო დეპორტაციის გამო თითოეული გადაუხდიდა 500 აშშ დოლარს. ი---- გ--------ე დათანხმდა და მათი მისამართით თქვა, რომ მეტის ღირსები იყვნენ, მაგრამ მათზე ხელს არ გაისვრიდა. აღნიშნულის შემდეგ მას, რ--–- გ-------ს, მ----- მ------ეს, პ----- ც------ს, მ----- ფ-----ს, მ--–---- გ-----ს, მ-------- ე------ს, ზ---– შ---------ს და ბ----- მ----–---ს, სათითაოდ გაშლილი ხელი დაარტყა კ----–-- კ-------მ. პ----- ზ-------იამ იკითხა ყველას მოხვდა თუ არა ხელი, რაზეც ნ------- დ-------მა თქვა, რომ ის გამორჩათ, რის შემდეგაც მას შ--–-- ჩ------მ დაარტყა. მერე ჰკითხეს, თანახმა იყვნენ თუ არა თანხის გადახდაზე, რაზეც საწინააღმდეგო მოსაზრება არავის გამოუთქვამს. ბოლოს შ--–-- ჩ------მ ჰკითხა ი----- გ--------ეს, გააჩნდა თუ არა რაიმე პრეტენზია, რაზეც გ--------ემ უპასუხა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა და გავიდა ოთახიდან. როგორც ა--------ში ყოფნის დროს გაიგო, ი----- გ--------ისათვის მისაცემი თანხა პ----- ც------ს გადაუცია ზ------ ღ-–-----ისათვის მისივე მოთხოვნით. თანხის მოთხოვნიდან გარკვეული დროის შემდეგ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის, მ--–---- გ-----მ გამოთქვა უკმაყოფილება თანხის გადახდასთან დაკავშირებით. მოგვიანებით მ--–---- გ-----სგან შეიტყო, რომ მან მომხდარის შესახებ მოახსენა სამხედრო პოლიციას. ცოტა ხანში იგივე გააკეთა პ----- ც------მაც. აღნიშნულის შემდეგ მიხვდა, რომ ცუდად იქცეოდა, სიმართლის ართქმა არღვევდა კონტრაქტის პირობებს, რის გამოც თავადაც მივიდა სამხედრო პოლიციაში და მომხდარის თაობაზე მისცა ჩვენება. დაზარალებულ დ----- მ------ის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ პ----- ც------ს ცოლმა ი----- გ--------ისათვის მისაცემი ფული გადაიხადა საქართველოში.
დაზარალებულ პ----- ც------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის ივლისიდან მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. 2015 წლის 2 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, მ----------------------------------–----თან ერთად იმყოფებოდა სამშვიდობო მისიით ა--------------–----------------–---–-, „-------ის“ საავიაციო ბაზაზე. 2015 წლის ნოემბრის თვეში, პატრულირებიდან დაბრუნების შემდეგ ისვენებდა, რა დროსაც ხმაურმა გააღვიძა და დაინახა, რომ ყაზარმის შუა ნაწილში ი----- გ--------ეს ურტყამდნენ შ---------, გ-------, ე------, ფ-----, გ----- და მ----–---, რომლებიც გააშველა დ----ემ. ამის შემდეგ ითქვა, რომ ეს ფაქტი არ უნდა გახმაურებულიყო და ი----- გ--------ეს უნდა ეცრუა, რომ დაეცა, ხოლო თუ გახმაურდებოდა, მას (პ----- ც------ს), ნ------- დ-------ს და დ----- მ------ესაც, რომლებსაც ი----- გ--------ისთვის ხელი არ დაურტყამთ, უნდა ეღიარებინათ მისი ცემა, რადგან ყველას ერთად არ დაადეპორტებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ზ---– შ---------მ უთხრა, რომ „-----–-- ასეულის ბიჭები ჩაერივნენ და ი----- გ--------ის ცემის ფაქტი არასწორად შეაფასეს, რის გამოც „-----–-- ასეულში უნდა გადასულიყვნენ ყველანი, მათ შორის ისინიც, ვისაც მონაწილეობა არ მიუღიათ გ--------ის ცემაში. ამ მიზნით ზ---– შ---------მ პ----- ც------, რ--–- გ-------, მ----- მ------ე, დ----- მ------ე, მ----- ფ-----, მ--–---- გ-----, მ-------- ე------, ბ----- მ----–--- და ნ------- დ-------ი გადაიყვანა N- ყაზარმის პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში, სადაც დახვდნენ შემდეგი სამხედრო მოსამსახურეები: შ--–-- ჩ------, კ----–-- კ-------, ნ------ შ----ა, ჯ---- ჩ-------ია, პ----- ზ-------ია და ზ------ ღ-–-----ი. შ--–-- ჩ------მ მათ მოუწოდა ჩამჯდარიყვნენ, რის შემდეგაც უთხრათ, რომ რადგან ი----- გ--------ემ საფულე მოპარა ა-----ელს და არ მოუპარავს ჯარისთვის, ის მართალი იყო, ხოლო მათ მიერ მისი ცემის გამო ეს ამბავი ცნობილი გახდა ხელმძღვანელობისთვის და მას ადეპორტებდნენ. ი----- გ--------ის ცემის ფაქტი გასწორდებოდა მათზე ხელის დარტყმით. ი----- გ--------ისათვის დაკლებული მივლინების ხელფასის ასანაზღაურებლად კი თითოეულს 500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ მისთვის. საუბრისას შ--–-- ჩ------ პერიოდულად მიტრიალდებოდა იმ მხარეს, სადაც პ----- ზ-------ია, ზ------ ღ-–-----ი, ნ------ შ----ა, ჯ---- ჩ-------ია და კ----–-- კ------- იმყოფებოდნენ და ეკითხებოდა, ჰქონდათ თუ არა რაიმე განსხვავებული მოსაზრება, რა დროსაც ისინი ეთანხმებოდნენ შ--–-- ჩ------ს. აღნიშნულის შემდეგ ოთახში შეიყვანეს ი----- გ--------ე, რომელსაც შ--–-- ჩ------მ მოკლედ აუხსნა, რომ მის ცემაში მონაწილეებს მოხვდებოდათ ხელი, ხოლო დეპორტაციის გამო შეუგროვებდნენ დარჩენილ მისაღებ თანხას, რაც თითოეულისათვის შეადგენდა 500 აშშ დოლარს და გადასცემდნენ მას. ი----- გ--------ე დათანხმდა პირობებს და მათი მისამართით თქვა, რომ მეტის ღირსები იყვნენ, მაგრამ მათზე ხელს არ გაისვრიდა. აღნიშნულის შემდეგ მას (პ----- ც------ს), რ--–- გ-------ს, მ----- მ------ეს, დ----- მ------ეს, მ----- ფ-----ს, მ--–---- გ-----ს, მ-------- ე------ს, ზ---– შ---------ს და ბ----- მ----–---ს, სათითაოდ, გაშლილი ხელი დაარტყა კ----–-- კ-------მ. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად და დათრგუნულად იგრძნო, მაგრამ, ვინაიდან, პროტესტი არავის გამოუთქვამს, მარტომ ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა. იგი თანახმა იყო თავისი ნების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი თანხის გადახდაზე, ოღონდ ეს ყველაფერი მალე დამთავრებულიყო. პ----- ზ-------იამ იკითხა ყველას თუ მოხვდა და ვინმე ხომ არ გამორჩენილაო, რაზეც ნ------- დ-------მა თქვა, რომ ის გამორჩათ და დ-------ს შ--–-- ჩ------მ დაარტყა გაშლილი ხელი ლოყაში. შ--–-- ჩ------მ ჰკითხა ი----- გ--------ეს რაიმე პრეტენზია ხომ არ გააჩნდა, რაზეც მან უპასუხა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა და გავიდა ოთახიდან, რის შემდეგაც თავადაც დაიშალნენ. დეკემბერის თვეში, საქართველოში მყოფ მეუღლეს _ ნ----- გ-------ეს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა, რომ 500 აშშ დოლარი ჰქონდა გადასახდელი, რომელსაც არ იხდიდა მთლად თავისი ნება-სურვილით. უკვე 2016 წლის იანვარში მასთან მივიდა ზ------ ღ-–-----ი, რომელიც არის მისი თანასოფლელი და უთხრა, რომ გ--------ისათვის მისაცემი 500 აშშ დოლარი გადაეცა მისთვის და თვითონ თავისუფალი იქნებოდა ყოველგვარი თანხის გადახდისაგან. მისივე თქმით, აღნიშნულის თაობაზე იცოდნენ დანარჩენებმაც, მხედველობაში ჰყავდა „-----–-- ასეულის სამხედრო მოსამსახურეები. პ----- ც------ს განმარტებით, ვინაიდან, სურდა, რომ მალე დამთავრებულიყო ყველაფერი, დათანხმდა თანხის გადაცემაზე. იმავდროულად სამხედრო მოსამსახურეებში დაიწყო ერთგვარი პროტესტი აღნიშნული თანხის გადახდასთან დაკავშირებით. მათთვის ცნობილი გახდა, რომ მ--–---- გ-----მ მათ მიმართ განხორციელებული იძულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სამხედრო პოლიციას და გამოძიებას. დაზარალებულ პ----- ც------ს განმარტებით, ვინაიდან, იგი თავისი ქმედებით არღვევდა კონტრაქტით აღებულ ვალდებულებას, იმავდროულად ი----- გ--------ე არ უცემია და მაინც აიძულებდნენ 500 აშშ დოლარის გადახდას, რაც წარმოადგენდა სოლიდურ თანხას, მანაც გადაწყვიტა მომხდარის თაობაზე მოეთხრო სამხედრო პოლიციისათვის. ამ მიზნით დაუკავშირდა ო–----–ის მეთაურს, ბ--- ნ----–---–ს, რომლის მეშვეობითაც მივიდა გამომძიებელ მ-----– ა------სთან და მისცა ჩვენება მომხდარის შესახებ. პარალელურად ზ------ ღ-–-----მა რამდენჯერმე მოსთხოვა თანხა და მისცა ნათესავის პირადი ნომერი, რომელზეც უნდა გადაერიცხა თანხა. 2016 წლის 29 იანვარს აღნიშნული პირადი ნომერი სოციალური ქსელის მეშვეობით გადაუგზავნა მეუღლეს _ ნ----- გ-------ეს და მისწერა, რომ 500 დოლარი უნდა გადაერიცხა მითითებულ პირად ნომერზე. მეორე დღეს, ე.ი. 2016 წლის 30 იანვარს, მეუღლემ მისწერა, რომ მარტო პირადი ნომრით თანხა ვერ გადარიცხა. ამის შემდეგ ნ----- გ-------ეს გადაუგზავნა ზ------ ღ-–-----ის მიერ მიწოდებული ვინმე გ---- ღ-–-----ის სხვა მონაცემები. როგორც შემდგომ მეუღლისგან შეიტყო, ის ტელეფონით დაუკავშირდა გ---- ღ-–-----ს, რომელიც იმ დროისათვის ო----------ში იმყოფებოდა, შეხვდა „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრის წინ და პირადად გადასცა 500 აშშ დოლარი. დაზარალებულ პ----- ც------ს განმარტებით, აღნიშნული თანხა გადაიხადა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, უთხრეს, რომ იგი განკუთვნილი იყო ი----- გ--------ისთვის და უნდა მიეცა ზ------ ღ-–-----ისათვის.
მოწმე ბ--- ნ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. 2015 წლის ოქტომბრის თვიდან მივლინებული იქნა მ----------------------------------–----ის „-------- ასეულში, მ------ე ო–----–ის მეთაურის თანამდებობაზე. 2015 წლის 2 ოქტომბრიდან, თავის ბატალიონთან ერთად იმყოფებოდა სამშვიდობო მისიაში, ა--------ის რესპუბლ---ში მდებარე „-------ის“ საავიაციო ბაზაზე. სამშვიდობო მისიაში ყოფნის დროს გაიგო, რომ მისი ო–----–ის ჯარისკაცს, ი----- გ--------ეს ედავებოდნენ „-------ის“ ბაზაზე მდებარე ა-----ელების ბაზრობაზე საფულის მოპარვას. მომხდარი ქურდობის შემდეგ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ ცემა ი----- გ--------ე, რა დროსაც ის არ იმყოფებოდა საცხოვრებელ ყაზარმაში. ქურდობის ფაქტის გამო ბატალიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ი----- გ--------ის დეპორტით გამგზავრება საქართველოში. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, დრო ზუსტად არ ახსოვს, მასთან მივიდა ჯარისკაცი მ--–---- გ----- და უთხრა, რომ მას სამხედრო მოსამსახურეები ავიწროებდნენ, რის შემდეგაც იგი წარუდგინა ასეულის მეთაურს, რომელიც თავის მხრივ, დაუკავშირდა მის ზემდგომს, რის შემდეგაც საქმეში ჩაერთო სამხედრო პოლიცია და დაიწყო გამოძიება. მ--–---- გ-----ს დაკითხვის პროცესს უშუალოდ თავადაც ესწრებოდა. დაკითხვისას მან განაცხადა, რომ ი----- გ--------ის ცემის გამო იმ პირებს, ვინც მის ცემაში იღებდა მონაწილეობას, ი----- გ--------ისთვის უნდა შეეგროვებინათ ფული, თითოეულს 500 დოლარის ოდენობით და რომ ეს თანხა დააწესეს „-----–-- ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომელთა გვარები ზუსტად არ ახსოვს. შემდეგ პ----- ც------ და დ----- მ------ეც გამოცხადდნენ იგივე თემაზე და ისინიც დაიკითხნენ. პ----- ც------ აღნიშნავდა, რომ პირადად თხოვდნენ თანხას და ი----- გ--------ისათვის გადასაცემი თანხა _ 500 აშშ დოლარი, ზ------ ღ-–-----ის მოთხოვნით, მისმა მეუღლემ საქართველოში გადასცა ზ------ ღ-–-----ის ნათესავს.
მოწმე მ-------- ბ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2000 წლიდან, მ----------------------------------–----ის მეთაურის თანამდებობაზე. 2015 წლის 2 ოქტომბრიდან, თავის ბატალიონთან ერთად იმყოფებოდა მტკიცე მხარდამჭერ მისიაში და მის დაქვემდებაში მყოფი ბატალიონი დაკისრებულ დავალებას ასრულებდა „-------ის“ საავიაციო ბაზაზე. ნოემბრის თვეში გაიგო, რომ ა-----ელების ბაზრობაზე მოიპარეს საფულე და როგორც 2-3 დღის მერე გაირკვა, რომ აღნიშნული საფულე ი----- გ--------ეს მოუპარავს. ამის გამო დაიბარა იგი, რა დროსაც ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო, თუმცა მასთან საუბარში ცემის ფაქტი არ დაადასტურა, რაც შემდგომ მაინც დადგინდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ ი----- გ--------ის ცემაში მონაწილე პირების მიმართ „-----–-- ასეულის სამხედრო მოსამსახურეების მიერ განხორციელებული იყო ფიზიკური ძალადობა და ი----- გ--------ისათვის თანხის გადახდის იძულება, ამ უკანასკნელის დეპორტაციით გამოწვეული ზარალის გამო. ანუ, ბატალიონში ვინც ი----- გ--------ე ცემა, იმათ აიძულებდნენ გადაეხადათ მისთვის 500 აშშ დოლარი. მოწმე მ-------- ბ--------ის განმარტებით, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მან შეკრიბა პირადი შემადგენლობა და მოუწოდა აღნიშნული ფაქტის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ პოლიციისა და საგამოძიებო დანაყოფისათვის.
მოწმე ნ----- გ-------ის (დაზარალებულ პ----- ც------ს მეუღლის) ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მეუღლე 2015 წლის 2 ოქტომბრიდან 2016 წლის აპრილამდე იმყოფებოდა ა--------ში, სამშვიდობო მისიაში. 2015 წლის დეკემბრის თვეში მეუღლემ უთხრა, რომ 500 აშშ დოლარი ჰქონდა ვიღაცაზე მისაცემი და დამატებით ინფორმაციას მისწერდა მოგვიანებით. იანვრის თვეში მისწერა მხოლოდ პირადი ნომერი და უთხრა, რომ ამ ნომერზე გადაერიცხა 500 დოლარი. იგი დაინტერესდა და ჰკითხა მეუღლეს, თუ ვინ იყო ეს პიროვნება ან რა თანხა უნდა გადაეხადა, რაზეც მან უპასუხა, რომ ყველაფერი მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული და შემდგომ აუხსნიდა. მოწმის განმარტებით, მითითებულ პირად ნომერზე თანხა ვერ გადარიცხა, რადგან ამ ნომერზე ანგარიში არ იყო გახსნილი, რის შესახებაც აცნობა მეუღლეს. პ----- ც------მ დამატებით გამოუგზავნა ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარი _ გ---- ღ-–-----ი, რომელსაც დაუკავშირდა ტელეფონით, შეხვდა ქ.ო----------ში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და გადასცა 500 აშშ დოლარი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მეუღლემ აუხსნა, რომ ა--------ში ვიღაც გ--------ემ მოიპარა საფულე, რის გამოც ცემეს და რახან იგი დაადეპორტეს, დაკლებული თანხა ამათ უნდა მიეცათ. როგორც იცის, ეს თანხა გ---- ღ-–-----მა გადაუგზავნა ზ------ ღ-–-----ს. მოწმე ნ----- გ-------ის განმარტებით, გ---- ღ-–-----მა პ----- ც------ს მონაცემები უბის წიგნაკში ჩაიწერა.
გ---- ღ-–-----ის მიერ წარმოდგენილი უბის წიგნაკის დათვალიერებით დადასტურდა, რომ მასში გაკეთებულია ჩანაწერი _ პ----- ც------ 500 დოლარი.
ნ----- გ-------ის მიერ გ---- ღ-–-----ისათვის თანხის გადაცემის ფაქტი დასტურდება ასევე „საქართველოს ბანკის” ო----------ის სერვისცენტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებით, რომლებზეც ასახულია 2016 წლის 30 იანვარს, ქ.ო----------ში, „საქართველოს ბანკის“ ო----------ის სერვისცენტრის წინ, ნ----- გ-------ის მიერ გ---- ღ-–-----ისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, რაც აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას დაადასტურეს ნ----- გ-------ემ და გ---- ღ-–-----მა.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, ჯ---- ჩ-------იას, შ--–-- ჩ------ს, ნ------ შ----ას და ზ------ ღ-–-----ის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის კრებსებით დადგენილია, რომ გამოძიების პროცესში ბრალდებულები, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით უთანხმდებოდნენ ერთმანეთს საერთო პოზიციების შემუშავებისა და შემდგომი ქმედებების თაობაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტების პოზიციას პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და ნ------ შ----ას უდანაშაულობის თაობაზე და უტყუარად დადასტურებულად მიჩნევს მათ მიერ იძულების ჩადენის ფაქტს. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და ნ------ შ----ას ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულების _ დ----- მ------ის, პ----- ც------ს და მ--–---- გ-----ს, მოწმეების _ ბ--- ნ----–---–ის, მ-------- ბ--------ისა და ნ----- გ-------ის ჩვენებები, „საქართველოს ბანკის” ო----------ის სერვისცენტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის კრებსები, რომელთა ერთობლიობით დასტურდება, რომ პ----- ზ-------იამ, კ----–-- კ-------მ, შ--–-- ჩ------მ, ჯ---- ჩ-------იამ და ნ------ შ----ამ მათ მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინეს იძულება _ ა------ნისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ანუ დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში _ ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამდენად, დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში. ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით ადამიანს აიძულებენ შეასრულოს გარკვეული მოქმედებები. საერთოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას განახორციელებს თუ არა. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება, ანდა აიძულებენ საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისათვის სასურველი ქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებმა _ მ--–---- გ-----მ, პ----- ც------მ და დ----- მ------ემ დეტალურად აღწერეს თუ რა ვითარებაში შეხვდნენ მსჯავრდებულებს _ პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და ნ------ შ----ას ყაზარმაში, როგორ მიაყენეს სამივეს ფიზიკური შეურაცხყოფა და აიძულებდნენ მათი ნების საწინააღმდეგოდ ი----- გ--------ისათვის გადაეხადათ 500-500 აშშ დოლარი, რაც პ----- ც------მ შეასრულა კიდეც. აღნიშნული დადასტურებულია ასევე მოწმეების _ ბ--- ნ----–---–ის, მ-------- ბ--------ის, ნ----- გ-------ის ჩვენებებით, გ---- ღ-–-----ის უბის წიგნაკისა და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების _ პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და ნ------ შ----ას ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივრებსა და სასამართლო სხდომაზე მითითებულ არგუმენტებს, ვინაიდან, ისინი არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, კერძოდ:
აპელანტების პოზიციით, დაზარალებულებმა დ----- მ------ემ, პ----- ც------მ და მ--–---- გ-----მ გამოძიებას და სასამართლოს მისცეს არასწორი ჩვენებები, რაც გამოწვეული იყო პოლიციელების მხრიდან ზეწოლის შედეგად, ამასთან, მათ ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულების ჩვენებები სრულიად გულწრფელია და მათ შორის არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა იმ საკითხთან მიმართებით, რომ მსჯავრდებულები ნამდვილად აიძულებდნენ მათი ნების საწინააღმდეგოდ ი----- გ--------ისათვის გადაეხადათ 500-500 აშშ დოლარი. პალატის შეფასებით, დაზარალებულების მიერ როგორც გამოძიების, ისე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღწერილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება ურთიერთშესაბამისია. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება დაზარალებულებზე ზეწოლის თაობაზე, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის დ----- მ------ეზე, პ----- ც------ზე და მ--–---- გ-----ზე რაიმე სახის ზეწოლის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება. შესაბამისად, სააპელაციო პალატას არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.
რაც შეეხება აპელანტების მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და ნ------ შ----ას მიერ ჩადენილი დანაშაული უტყუარად არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებიც არ ბადებს ეჭვებს, რის გამოც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გაბათილდება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც განაცხადეს, რომ თანხის მოთხოვნას ადგილი რომ ჰქონოდა, აუცილებლად გაიგებდნენ, მაგრამ მათ ასეთი რამ არ გაუგიათ.
დაცვის მხარე აპელირებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარეს სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე არ ჩაუტარებია ფონოსკოპიური ექსპერტიზა და შესაბამისად, არ დადგენილა, რომ ამ ჩანაწერებში არსებული ხმები ბრალდებულებს ეკუთვნოდათ, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ტელეფონის ნომრები, რომლებზეც მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ნამდვილად მსჯავრდებულებს ეკუთვნოდათ, რაზეც ჩანაწერების შინაარსიც მიუთითებს.
პალატის შეფასებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებში მითითებული სხვა გარემოებები უკავშირდება ისეთ დეტალებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა არა აქვთ და გავლენას ვერ მოახდენენ მსჯავრდებულების დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე. საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე, არ გამოვლენილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და ნ------ შ----ას მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეების წარსულ ცხოვრებას, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პ----- ზ-------იასთვის, კ----–-- კ-------სთვის, შ--–-- ჩ------სთვის, ჯ---- ჩ-------იასთვის და ნ------ შ----ასთვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რადგან სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულების _ პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა---–---ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.მსჯავრდებულ ნ------ შ----ას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------- ნ-----იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3.სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი პ----- ზ-------იას, კ----–-- კ-------ს, შ--–-- ჩ------ს, ჯ---- ჩ-------იას და ნ------ შ----ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
4.პ----- ზ-------ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ პ----- ზ-------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით გირაოს თანხის _ 3000 ლარის სანაცვლოდ დაყადაღებული, პ----- ზ-------იას (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული, ქ-----------–-----------–---–-----------------–--–--------------–------------------------------------------------------------------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს და მოიხსნას აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.
6.ნ------ შ----ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ------ შ----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის _ 3000 ლარის სანაცვლოდ დაყადაღებული, რ------–-------------------------------------–-----------–---------------–----–------------------------–-----------------------------------------------------------------------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს და მოიხსნას აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.
8.ჯ---- ჩ-------ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
9.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჯ---- ჩ-------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის _ 3000 ლარის სანაცვლოდ დაყადაღებული, ლ--- ძ-----ს (პ/ნ 6----------), ლ---- ძ-----ს (პ/ნ 6----------), მ-------- ძ-----ს (პ/ნ 1----------) და ტ------- რ-------ს (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული, ქ-----------–-----------–-----------------–---------------------------------------------------------------------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეებს და მოიხსნას აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.
10.კ----–-- კ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
11.ცნობად იქნეს მიღებული, რომ კ----–-- კ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის _ 3000 ლარის სანაცვლოდ დაყადაღებული, გ-----–- ჩ------ს (პ/ნ 1----------) და თ----- ჩ------ს (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებული, ზ----------------------------–---------–------------------------------------------------------------------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეებს და მოიხსნას აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.
12.შ--–-- ჩ------ ცნობილი იქნესს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
13.ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ--–-- ჩ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გირაოს თანხის - 3000 ლარის სანაცვლოდ გ-----–- ჩ------ს (პ/ნ 1----------) და თ----- ჩ------ს (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებული, ზ----------------------------–---------–------------------------------------------------------------------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეებს და მოიხსნას აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.
14.სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი სხვა ნაწილშიც დარჩეს უცვლელად.
15.განაჩენი კანონიერ ძალაშია შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
16.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/