განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002501547 (№1/ბ-468-2018წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - ვ------- ნ------ის
მსჯავრდებულების - ნ----- ა-------ის, ა-–---------ე ა-------ის
ადვოკატის - ე-----ი ხ-----აძის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ----- ა----–---ის ასული ა-------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №5----------, ქვრივი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხარაგაულის რაიონის სოფელ ს------ში.
ა-–---------ე დ-----ის ძე ა-------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხარაგაულის რაიონის სოფელ ს------ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ----- ა-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ხოლო ა-–---------ე ა-------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ----- ა-------ემ 2018 წლის 23 მაისს, დაახლოებით 1740 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს------შში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ------ა კ--------იძეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, თმებში მოკიდა ხელი და ძლიერად მოჩეჩა დედამთილმა - ნ----- ა-------ემ, რის შემდეგადაც მ------ა კ--------იძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ა-–---------ე ა-------ემ 2018 წლის 23 მაისს, დაახლოებით 1740 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს------შში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ------ა კ--------იძეს, განაწყენების ნიადაგზე, ა-–---------ე ა-------ე, თანნაქონი ნაჯახის გამოყენებით დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც მ------ა კ--------იძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით ნ----- ა-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ა-–---------ე ა-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ა-–---------ე ა-------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ------ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ნ----- და ა-–---------ე ა-------ეებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ე----- ხ-----აძეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ----- ა-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მრ-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ა-–---------ე ა-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულთა აღიარებითი ჩვენებებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ მ------ა კ--------იძის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების მ--–---- ა-------ის, ა-–---------ე ა-------ისა და ნ----- ა-------ის გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ------ა კ--------ის მიმართ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ნ----- და ა-–---------ე ა-------ეების ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება: ნ----- ა-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მრ-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ა-–---------ე ა-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელების გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ნ----- და ა-–---------ე ა-------ეების მიმართ დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულთა პიროვნებები, მათი წარსული ცხოვრება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მათ სასჯელები, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნ----- ა-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
ნ----- ა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ა-–---------ე ა-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ა-–---------ე ა-------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
ა-–---------ე ა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ტარიანი ლითონის ნაჯახი, რომლიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე