განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001438931
საქმე №1/ბ-527-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის – ზ------ კ---–--–--ის
ადვოკატის _ დ----- ს--------ის
მონაწილეობით,გამართლებულების _ რ----- ხ------ის და გ------- გ--------ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------):
რ----- ხ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ.ქობულეთში, დ-----------–-----–------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
გ------- გ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–---–---–-----------------–-----------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, რ----- ხ------ეს და გ------- გ--------ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონოდ შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 06 ივნისს, რ----- ხ------ემ და გ------- გ--------ემ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს, ქ.ბათუმში, ფ----------------------ში განთავსებული შპს „------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 1900 (ათას ცხრას) ლარს, აპარატის ინტერნეტ მოდემს, ქაღალდის ფულადი კუპიურების შესანახ ე.წ. „კასეტას“ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, რითაც შპს „------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო რ----- ხ------ეს და გ------- გ--------ეს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით:
გ------- გ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
გამართლებულ გ------- გ--------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
გ------- გ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას გ------- გ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ქობულეთში, ს------–------------–----------------------------------------------------–-------------–-------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
რ----- ხ------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
რ----- ხ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას რ----- ხ------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ქ--------–----------–---–-------------------–---------------–------------------------------------------------------–----------------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 40000 (ორმოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
გამართლებულ ხ------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სულ 7 ცალი დისკი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო სიმბარათის ჩარჩო, ელექტრომოწყობილობა და სიმბარათები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ----- ხ------ის და გ------- გ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად ორივე ბრალდებულთან დაკავშირებით. აპელანტმა თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მოწმე გ---–----- ბ-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ შპს „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის ქურდობა ჩაიდინა ორმა ახლაგაზრდა მამაკაცმა, რომლებიც მისი მოწოდების შემდეგ გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან, ხოლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო გამვლელი ახალგზარდა მამაკაცი. მოწმის სახით დაკითხულმა გ----- შ----ემ დაადასტურა ამ დანაშაულის ორი მამაკაცის მიერ ჩადენის ფაქტი, ასევე აღწერა დამნაშავეთა გარეგნული მონაცემები და მიუთითა, რომ შეეძლო მათი ამოცნობა. რ----- ხ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა შპს „------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან მოპარული ვერცხლისფერი ელექტრო მოწყობილობა მასში მოთავსებული სიმბარათით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ ამ ჩანაწერებში მოძრავი პირები არიან რ----- ხ------ე და გ------- გ--------ე. გ----- შ----ის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ მოწმემ ამოიცნო რ----- ხ------ე და გ------- გ--------ე, როგორც ქურდობის ჩამდენი პირები.
აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებს ქურდობაში ამხელდა მოწმე გ----- შ----ე და, ვინაიდან, იგი ვერ დაიკითხა სასამართლოში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად, მხოლოდ მისი გამოქვეყნებული ჩვენება ვერ დაედებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოწმე გ----- შ----ის ჩვენება არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს რ----- ხ------ის და გ------- გ--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, არამედ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებენ მათ ბრალეულობას. ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ ფოტოსურათით ამოცნობის ჩატარების საფუძველი არ გამხდარა მოწმე გ----- შ----ის ჩვენება. ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გამომძიებელმა მიიღო მაშინ, როდესაც მის ხელთ იყო საკმარისი ინფორმაცია ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ფოტოსურათით ამოცნობა არ გამომდინარეობს გ----- შ----ის ჩვენებიდან. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით გადამოწმდა ამოცნობამდე არსებული მტკიცებულებების სანდოობა და მათში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა, რაც სრულ შესაბამისობაში მოვიდა ამოცნობის შედეგებთან. სასამართლოში დაიკითხა ფოტოსურათით ამოცნობის ჩამტარებელი გამომძიებელი, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტი და საფუძვლები. დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა მისთვის დაესვა შეკითხვები ჩატარებულ ამოცნობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ ფოტოსურათით ამოცნობა წარმოადგენს დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებას და მისი შედეგების გაზიარება არ არის დამოკიდებული გ----- შ----ის სასამართლოში დაკითხვა/არდაკითხვაზე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ------ კ---–--–--ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულების _ რ----- ხ------ისა და გ------- გ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ს--------ემ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გამამართლებელი განაჩენი რ----- ხ------ის და გ------- გ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს რ----- ხ------ის და გ------- გ--------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვერ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ რ----- ხ------ემ და გ------- გ--------ემ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” პუნქტებით და მესამე ნაწილის „ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ:
დაზარალებულის _ შპს „------------ს“ წარმომადგენლის, ა-----– ბ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შპს „------------ს“ აჭარა-გურიის რეგიონალური მენეჯერის თანამდებობაზე. მათ კომპანიას სწრაფი ჩარიცხვის აპარატები აქვს განთავსებული ქ.ბათუმში სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის, ერთ-ერთი აპარატი განთავსებული იყო ფ--------------------- საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მარკეტის წინ. აღნიშნული აპარატების კონტროლი ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, სადაც ჩანს რეგიონში არსებული ყველა ტერმინალი და მათი გამართულობა. 2016 წლის 06 ივნისს, დილის საათებში დაახლოებით 07 საათზე, როდესაც გადაამოწმეს ქსელში რომელიმე აპარატი ხომ არ იყო გათიშული, აღმოჩნდა, რომ ქ.ბათუმში, ფ--------------------- საცხოვრებელი სახლის წინ განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გამორთული იყო დაახლოებით 03:40 საათზე, რის გამოც გავიდა მითითებულ მისამართზე და ნახა, რომ აპარატი იმ ადგილზე, სადაც განთავსებული ჰქონდათ, აღარ იყო. დაიბადა ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღდმეგო ქმედებას, რის გამოც დარეკა 112-ზე და გამოიძახა პოლიცია. ვიდრე შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდოდნენ, დაათვალიერა მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მათი ფირმის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი იქვე კუთხეში, ჭ--–----------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს შესასვლელში იყო დაგდებული დაზიანებულ მდგომარეობაში. რამდენიმე წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელთა მიერ მოხდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერება და აღმოჩნდა, რომ აპარატს დაზიანებული ჰქონდა ცენტრალური კარის საკეტი და კორპუსზე სხვა დაზიანებებიც ეტყობოდა, აპარატიდან წაღებული იყო ფულადი თანხა, იქვე იყო მონეტების შემგროვებლი ყუთი, მაგრამ ცარიელი. აღმოჩნდა, რომ აპარატში აღარ იყო ფულის შემნახველი ე.წ. კასეტა, სადაც ქაღალდის კუპიურები გროვდება და მოდემი, „მაგთის“ ქსელში ჩართულ ერთ ცალ სიმბარათთან ერთად, რომელიც არის ინტერნეტთთან კავშირისთვის აუცილებელი მოწყობილობა _ ოთხკუთხედი ფორმის, ფერცხლისფერი ყუთი, რომელშიც თავსდება სიმბარათი. მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია სიმბარათის ნომრის შესახებ და მისი ჩარჩო, რომელზეც პინკოდები აწერია. აღნიშნული მოდემი არის ჩვეულებრივი ინტერნეტ მოდემი, რომელიც ნებისმიერ კომპიუტერზე გამოიყენება. ა-----– ბ-----------ის განმარტებით, ჩარიცხვების მიხედვით, აპარატიდან წაღებული იყო 1898 ლარი და 50 თეთრი.
მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ----- ვ----–---–მა აჩვენა, რომ 2016 წლის 06 ივნისს, ხსენებულ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ფ--------------------------–- განთავსებული შპს „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი იყო გაქურდული, საიდანაც წაღებული იყო ფულადი თანხა და ინტერნეტ მოდემი. 2016 წლის 10 ივნისს მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილი უნდა ყოფილიყო ორი პირის მიერ. ამასთან, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, დანაშაულს შეესწრო შემთხვევის ადგილთან იქვე ახლოს, ოთარ ჭ--–--ის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი, გ---–----- ბ-----ე, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე გ---–----- ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ.ბათუმში, ჭ--–--------------------–-. 2016 წლის 06 ივნისს, ღამის საათებში, შემოესმა რკინის კაკუნის ხმა. იფიქრა, რომ მანქანას ხომ არ აზიანებდა ვინმე და აივნიდან გადაიხედა. ღამე იყო და მანქანასთან არაფერი ჩანდა. შემდეგ ჩავიდა ქვემოთ, რა დროსაც ბრახუნის ხმა ისევ ესმოდა. ამ დროს დაინახა, რომ იქვე მის სადარბაზოსთან მდებარე იტალიური ეზოს შესასვლელში რაღაც რკინის ყუთივით ეგდო შუაში და მასზე ვიღაც ორი ბიჭი რაღაცას აბრახუნებდა. როდესაც უთხრა მათ, ვინ იყვნენ და რას აკეთებდნენ, ორივენი გავიდნენ ქუჩაში და გაიქცნენ. მოშორებით მისთვის უცნობი ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, რომელიც მათთან ერთად არ გაქცეულა, სხვა გზით წავიდა. დილით პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რა დროსაც გაიგო, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაუტეხიათ.
მოწმე გ----- შ----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 03 საათზე, ფეხით მოძრაობდა ქ.ბათუმში, გ------–---–ის ქუჩაზე, რა დროსაც შემოესმა ლითონის ტკაცუნის ხმაური. აშკარა იყო, რომ რაღაცას ტეხავდნენ, რის გამოც შეუხვია ფ---------------- ქუჩაზე, გაჩერდა ჭ--–--ის ქუჩის კვეთაში და იყურებოდა იქვე, იმავე ქუჩაზე მდებარე სახლისკენ, საიდანაც ხმაური ისმოდა. ამასობაში სადარბაზოდან გამოვიდა დაახლოოებით 50-60 წლის ქალი, რომელიც მივიდა იმ სახლის ეზოში შესასვლელთან, საიდანაც ხმაური გამოდიოდა და თვითონაც მაშინვე მივიდა იქ. ამ დროს დაინახა 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც იმ ქალმა ჰკითხა აქ რას აკეთებთო. მათ ეზოში შეტანილი ჰქონდათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საიდანაც იპარავდნენ ფულს და ჯიბეებში ილაგებდნენ სწრაფად. შემდეგ ორივენი გავიდნენ ქუჩაში და გაიქცნენ.
მოწმის სახით დაკითხული, შსს ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, კ------- კ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კვლების ამოღების მიზნით დამუშავებული იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მაგრამ რაიმე კვალი არ ამოვიდა, შესაბამისად, არც ექსპერტიზები დანიშნულა. გამოძიების ეტაპზე ხუთი სხვადასხვა დაწესებულებიდან ამოღებული იქნა ვიდეოთვალის ჩანაწერები, ხოლო კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც ქურდობა მოხდა, ვიდეოთვალი არ იყო დამონტაჟებული.
მოწმის სახით დაკითხული, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ზ------ ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 06 ივნისს, ღამის საათებში, „------------ს“ სწრაფი ჩარიხვის აპარატიდან თანხის ქურდობასთან დაკავშირებით ხსენებულ განყოფილებაში მიმდინარეობდა ოპერატიული მუშაობა. 2016 წლის 13 ივნისს, მან პირადი კონტაქტის მეშვეობით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნნული დანაშაული ჩადენილი ჰქონდა ქ--------–---–--------–-----–---------------–- მცხოვრებ, 1990 წელს დაბადებულ რ----- ხ------ეს, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმის სახით დაკითხული, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ზ----- კ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 06 ივნისს, ქ.ბათუმში, ფ---------------- ქ.№5-ის წინ განთავსებული შპს „------------ს“ სწრაფი ჩარიხვის აპარატიდან ფულადი თანხის და ინტერნეტ მოდემის ქურდობა რ----- მ------ს ძე ხ------ესთან ერთად ჩადენილი ჰქონდა გ------- ნ--------ის ძე გ--------ეს, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ.ბათუმში, ფ--------------------------–-, სადაც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, სასურსათო მაღაზიის შესასვლელთან განთავსებული იყო შპს „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. ფ---------------- ქუჩის №5-დან აპარატი გადატანილი იყო ჭ--–--ის ქუჩის №4-ში განთავსებული საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში, სადაც ჭიშკრის პირდაპირ, ძირს ეგდო „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. ვიზუალური დათვალიერებით აპარატს დაზიანებული ჰქონდა კარი, კერძოდ, კარის ზედა ნაწილში, ასევე აპარატის ჩარჩოს გვერდებზე აღენიშნებოდა ფიზიკური ძალის მოქმედებით მიყენებული დაზიანების კვალი. აპარატის კარის გაღების შემდეგ შპს „------------ს” რეგიონალურმა მენეჯერმა ა-----– ბ-----------მა განმარტა, რომ აპარატიდან წაღებული იყო ქაღალდის ფულადი კუპიურების შემნახველი კასეტა, დაზიანებული იყო კასეტის სამაგრი კარი, ასევე აპარატიდან წაღებული იყო ინტერნეტის მოდემი, რომელშიც გააქტიურებული იყო „მაგთის” სიმბარათი. ექსპერტების მიერ მოხდა აპარატის დამუშავება ხელის კვლების აღმოჩენის მიზნით, თუმცა ხელის კვლების ამოღება ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ოქმის შემდგენმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ------- კ---------ემ, ასევე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტებმა _ რ----- ბ-----ემ, ე------ ჯ--------ემ და დაზარალებულის წარმომადგენელმა ა-----– ბ-----------მა.
რ----- ხ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელის სახლის მეორე სართულზე, მისაღებ ოთახში, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს განთავსებული კარადის თაროზე დადებულ ვაზაში აღმოჩენილი იქნა ვერცხლისფერი ელექტრომოწყობილობა, რომელსაც გააჩნდა ორი სიმბარათის მოსათავსებელი არე, მათგან ერთ-ერთში მოთავსებული იყო სიმბარათი, წარწერით „წარმოადგენს მაგთიკომის საკუთრებას“, ასევე სიმბარათს აღენიშნებოდა წარწერები, შემდეგი ციფრებით _ 8-----------------6. მეორე სართულზე არსებულ სასტუმრო ოთახში, კარადის თაროზე მოთავსებული პატარა ვაზიდან ამოღებული იქნა ოთხი ცალი სიმბარათი, მათგან ორი პატარა ზომის, ხოლო ორი ჩვეულებრივი. ერთი წარმოადგენდა მაგთიკომის სიმბარათს, წარწერით „------------------3“, მეორე სიმბარათს აღენიშნებოდა წარწერა „----------------“. ამოღებული ელექტრო მოწყობილობა და სიმბარათები მოთავსდა პოლიეთილენის სპეციალურ პარკში და დაილუქა.
ჩხრეკის ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ოქმის შემდგენმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ------- კ---------ემ და ჩხრეკაში მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა _ გ------- ა----–--ემ, გ------- დ-------ემ და პაატა ჩინჩალაძემ.
2016 წლის 23 ივნისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე გ----- შ----ემ ამოიცნო რ----- ხ------ე და მიუთითა, რომ ის იყო იმ ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი, რომლებიც მან ნახა 2016 წლის 06 ივნისს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ჭ--–--ის ქუჩაზე, რა დროსაც მათ ერთ-ერთი სახლის ეზოში შეტანილი ჰქონდათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და იქედან ფულს იპარავდნენ. გ----- შ----ის განმარტებით, ღამის განათების შუქზე მან კარგად დაინახა აღნიშნული პიროვნების სახე და აღნაგობა, ის იყო დაახლოებით 25 წლის ასაკის, საშუალო სიმაღლის და ძლიერი აღნაგობის.
2016 წლის 26 ივნისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე გ----- შ----ემ ამოიცნო გ------- გ--------ე და მიუთითა, რომ სწორედ ის ნახა 2016 წლის 06 ივნისს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ჭ--–--ის ქუჩაზე, როდესაც მას და მასთან ერთად მყოფ, მის მიერ 2016 წლის 23 ივნისს ამოცნობილ მეორე პიროვნებას ერთ-ერთი სახლის ეზოში შეტანილი ჰქონდათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საიდანაც იპარავდნენ ფულს. გ----- შ----ის განმარტებით, ღამის განათების შუქზე მან კარგად დაინახა ორივე პიროვნების სახე და აღნაგობა. მის მიერ ამოცნობილი მამაკაცი იყო დაახლოებით 35 წლის, საშუალო სიმაღლის და აღნაგობის.
ქ.ბათუმში, ჭ-------ის ქუჩაზე №15-თან მდებარე ქ.ბათუმის მერიის გარე ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი იწყება 2016 წლის 06 ივნისის 00:40:02 საათიდან. ვიდეოკამერა მიმართულია ჭ-------ის ქუჩის გასწვრივ და დაფიქსირებულია ჭავაჭავაძის №15-ში მდებარე სავალუტო პუნქტების მიმდებარე პერიმეტრი. ვიდეოთვალთვალის კამერას 00:42:30 საათზე დაფიქსირებული აქვს გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნებები, რომლებიც მოძრაობენ ჭ-------ის ქუჩაზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ.
ქ.ბათუმში, ჭ-------ის ქუჩის №15-ში მდებარე ი/მ „ზ----- დ--------ის“ გარე ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერითა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ აღნიშნული ჩანაწერი იწყება 2016 წლის 06 ივნისის 00:31:34 საათიდან. ვიდეოკამერა მიმართულია ჭ-------ის ქუჩის გასწვრივ. ვიდეოთვალთვალის კამერას 00:40:59 საათზე დაფიქსირებული აქვს გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნებები, რომლებიც მოძრაობენ ჭ-------ის ქუჩაზე.
ქ.ბათუმში, ჟ---------------------------------------ში მდებარე შპს „------------------ის“ კუთვნილი სასტუმრო „------ის“ გარე ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ჩანაწერი იწყება 2016 წლის 06 ივნისის 03:35:00 საათიდან. ვიდეოკამერა მიმართულია ჟ---------ას ქუჩის გასწვრივ. ვიდეოთვალთვალის კამერას დაფიქსირებული აქვს გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნება, რომელიც მოძრაობს ჟ---------ას ქუჩაზე ზ-------------იას ქუჩის მიმართულებით.
ქ.ბათუმში, გ---------------------ში მდებარე შპს „-----------“-ის ოფისის შიდა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ აღნიშნული ჩანაწერი მოიცავს 2016 წლის 06 ივნისის 03:38:40 საათიდან 03:44:08 საათამდე პერიოდს. ჩანაწერში დაფიქსირებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოძრაობს ზ-------------იას ქუჩით ფ---------------- ქუჩის მიმართულებით.
ქ.ბათუმში, მ--–-–---–-------------–- მდებარე შ-------------ს“ გარე ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერითა და მისი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ აღნიშნული ჩანაწერი იწყება 2016 წლის 06 ივნისის 04:33:22 საათიდან. ვიდეოკამერა მიმართულია გ------–---–ის ქუჩის გასწვრივ და დაფიქსირებულია შ-------------ს“ ეზოს პერიმეტრი. ვიდეოთვალთვალის კამერას 04:38:45 საათზე დაფიქსირებული აქვს გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნებები, რომლებიც გამოდიან გ------–---–ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან და მოძრაობენ გ------–---–ის ქუჩით მ--–-–---–ის ქუჩის მიმართულებით.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერები დათვალიერებული იქნა შსს ქობულეთის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების _ რ----- ბ---–----ის და ზ------ მ–------ის თანდასწრებით, რა დროსაც მათ განმარტეს, რომ ჩანაწერებში დაფიქსირებული ახალგაზრდა მამაკაცები არიან ქ.ქობულეთში, შ-----------------–-----------–---–----------------–--–---------------–- დაბადებული გ------- ნ--------ის ძე გ--------ე და ქ.ქობულეთში, დ-----------–-----–------------------–- მცხოვრები, 1----–--–--------–--- დაბარებული რ----- მ------ს ძე ხ------ე, რომლებსაც ისინი ვიზუალურად კარგად იცნობენ და დარწმუნებული არიან, რომ ვიდეოჩანაწერებში ნამდვილად ისინი არიან ასახული.
ბრალდებულებმა რ----- ხ------ემ და გ------- გ--------ემ როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს, განმარტეს, რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და მომხდარი ქურდობის შესახებ არაფერი იციან.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეფასებას, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება რ----- ხ------ის და გ------- გ--------ის მონაწილეობა შპს „------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის, ინტერნეტ მოდემისა და ქაღალდის ფულადი კუპიურების შესანახი ე.წ. „კასეტის“ ქურდობაში, კერძოდ:
რ----- ხ------ისთვის და გ------- გ--------ისთვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: მოწმე გ---–----- ბ-----ის ჩვენებას, რომლის თანახმად, 2016 წლის 06 ივნისს, ღამის საათებში, მან დაინახა მისთვის უცნობი ვიღაც ორი ბიჭი, რომლებიც იქვე ეზოს შესასვლელში დაგდებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე აბრახუნებდნენ და მისი დანახვის შემდეგ გაიქცნენ; მოწმე გ----- შ----ის გამოკითხვის ოქმს, რომლის თანახმად, 2016 წლის 06 ივნისს, ღამის საათებში, მან დაინახა 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც ქ.ბათუმში, ჭ--–--ის ქუჩაზე მდებარე სახლის ეზოში შეტანილი ჰქონდათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საიდანაც იპარავდნენ ფულს; მოწმე გ----- შ----ის მიერ ბრალდებულების ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს და რ----- ხ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს, რომლის თანახმად, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 4 ცალი სიმბარათი და ელექტრო მოწყობილობა მასში მოთავსებული სიმბარათით, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით, მოპარული იყო შპს „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან. სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებების ობიექტური და კრიტიკული ანალიზი, ასევე მათი შეჯერება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან არ ქმნის საფუძველს რ----- ხ------ის და გ------- გ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის მათთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების _ გ---–----- ბ-----ის და გ----- შ----ის ჩვენებებით მხოლოდ ის გარემოება დასტურდება, რომ 2016 წლის 06 ივნისს, ღამის საათებში, ჭ--–--ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში დაგდებული, შპს „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხას ორი ახალგაზრდა მამაკაცი იპარავდა. საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეები კი არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და მათ მომხდარი დანაშაულის და მისი ჩამდენი პირების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სხვადასხვა წყაროდან იციან.
მართალია, მოწმე გ----- შ----ემ ფოტოსურათებით ამოიცნო რ----- ხ------ე და გ------- გ--------ე და მიუთითა მათზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე, მაგრამ სააპელაციო პალატის შეფასებით, ეს ამოცნობის ოქმები არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს, ვინაიდან, გონივრულ ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ მან შეძლო შუაღამისას დანახული, მისთვის მანამდე უცნობი პიროვნებების ფოტოსურათით ამოცნობა, მაშინ, როდესაც დადგენილი არ არის ადგილი, სადაც მოწმე იმყოფებოდა, რა მანძილით იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც შპს „------------ს” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ეგდო ძირს და სადაც ქურდობა ხდებოდა. ასევე დაუდგენელია, როგორი განათება იყო ღამით აღნიშნულ ტერიტორიაზე. მართალია, მოწმე გ----- შ----ემ გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მან ღამის განათების შუქზე კარგად დაინახა იმ პიროვნებების სახეები, რომლებიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულს იპარავდნენ, მაგრამ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ღამის განათების არსებობის თაობაზე არაფერია ნათქვამი, ამასთან, შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოსურათებზე, არც ჭ--–----------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელის წინ ქუჩაში და არც აღნიშნული სახლის ეზოს შესასვლელში, სადაც ქურდობა მოხდა და რომელიც საკმაოდ ბნელი ადგილია, არ ჩანს არანაირი ღამის განათება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე გ----- შ----ე არ დაკითხულა სასამართლოში და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული გამოძიების დროს მისი გამოკითხვის ოქმი, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება. მოწმე გ----- შ----ის გამოკითხვის ოქმი და მის მიერ ბრალდებულების ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან, ყველა ამ მტკიცებულების წყაროდ მხოლოდ მოწმე გ----- შ----ეა წარმოდგენილი. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამოცნობის ოქმები პალატას არ მიაჩნია უტყუარ მტკიცებულებებად, ხოლო სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ----- ხ------ის და გ------- გ--------ის ბრალეულობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
რაც შეეხება რ----- ხ------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ელექტრომოწყობილობასა და სიმბარათს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადატურდებოდა, რომ აღნიშნული ელექტრომოწყობილობა და სიმბარათი შპს „------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში იყო მოთავსებული ქურდობამდე და რომ ისინი აღნიშნული აპარატიდან რ----- ხ------ემ და გ------- გ--------ემ მოიპარეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დაზარალებულის _ შპს „------------ს“ წარმომადგენელმა ა-----– ბ-----------მა მიუთითა შპს „------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან მოპარულ ინტერნეტის მოდემში ჩართული სიმბარათის ნომერი, გამოძიებას არ გადაუმოწმებია რ----- ხ------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ელექტრომოწყობილობაში მოთავსებული სიმბარათის ნომერი ემთხვეოდა თუ არა ა-----– ბ-----------ის მიერ მითითებულ სიმბარათის ნომერს.
გარდა ამისა, ბრალდების მხარე ასევე იშველიებს ქ.ბათუმის მერიის, ი/მ „ზ----- დ--------ის“, შპს „------------------ის“, შპს „-----------“-ის და შ-------------ს“ ვიდეოკამერების მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც აღბეჭდილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, 2016 წლის 06 ივნისს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ჭ-------ის, ჟ---------ას, ზ-------------იას და გ------–---–ის ქუჩებზე ფეხით მოძრაობისას. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებულ ვიდეოჩანაწერებში შემთხვევის ადგილი ან უშუალოდ მისი მიმდებარე ტერიტორია არ ჩანს, დანაშაულის განხორციელების დროს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასზე აღბეჭდილი არ არის და არაფრით დასტურდება ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ორი ახალგაზრდა მამაკაცის კავშირი შპს „------------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის ქურდობასთან. ამასთან, საქმეში არც იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდილი ორი პიროვნება ნამდვილად გ------- გ--------ე და რ----- ხ------ე არიან. მართალია, ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერებისას შსს ქობულეთის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა _ რ----- ბ---–----ემ და ზ------ მ–------ემ განმარტეს, რომ ჩანაწერებში დაფიქსირებული ახალგაზრდა მამაკაცები არიან გ------- გ--------ე და რ----- ხ------ე, მაგრამ, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ასეთი ამოცნობა მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რ----- ხ------ის და გ------- გ--------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მათი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 20 ივლისს მათ მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი რ----- ხ------ის და გ------- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ------- გ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- გ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გ------- გ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად, ქობულეთში, ს------–------------–----------------------------------------------------–-------------–-------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
5.რ----- ხ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ----- ხ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას რ----- ხ------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად, ქ--------–----------–---–-------------------–----------------------------------------------------------------–----------------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 40000 (ორმოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
7.გამართლებულებს _ გ------- გ--------ეს და რ----- ხ------ეს განემარტოთ, რომ მათ უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული დისკები დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო სიმბარათის ჩარჩო, ელექტრომოწყობილობა და სიმბარათები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/