განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100118002348790
საქმე №1ბ/74-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
სოფიკო კაპანაძის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ნა----------–--ს
მსჯავრდებულის: ვე----------–--------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვე----------–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ვე------------------------–--------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ზ------------------------------–----------------- მცხოვრები: ქ--------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ვე----------–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.
მსჯავრდებულ ვე----------–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 თებერვლიდან.
ვე----------–-------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2009 წლის 9 ნოემბერს, გორის რაიონული სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა ვე----------–-------ემ, 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, უკანონოდ შეაღწია ქ--–-------–----------------------ში არსებულ შპს „-------–-----–------------------------- ცემენტის ქარხნის მიმდებარედ არსებულ ქ-----–--------- საცხოვრებელ ბინაში, საიდანც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ქ-----–--------- კუთვნილი „-----------ის მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც ქს----–-------ს მიაყენა 80(ოთხმოცი)ლარის ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვე----------–-------ემ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იგი ეფუძნება პოლიციის თანამშრომლების ცრუ ჩვენებებს, რომლებიც საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხობდნენ, რომ არ იცოდნენ, ან არ ახსოვდათ. მათ მოახდინეს მტკიცებულებების ფალსფიკაცია და ამ გზით დასდეს ბრალი სრულიად უდანაშაულო პირს.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით და პოლიციის თანამშრომლებმა უფლებამისილების განხორციელებისას ჩაიდინეს სიყალბე. აპელანტის მსჯელობა წინააღმდეგობაშია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან და წერილობით მტკიცებულებებთან, რომლებიც მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. არსებითი ხასიათის დარღვევები, რაც მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი. საქმის მასალები თითოეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროის თვალსაზრისითაც ლოგიკურად ებმის ერთმანეთს და ქრონოლოგიურად ასახავს საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალებს. ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ამასთან, მათი სისწორე და კანონიერება საქმის არსებითი განხილვისას დადასტურებული იქნა ავტორების მიერ, რომელთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველიც პალატას არ გააჩნია.
საქმის მასალებში არსებული შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს საინფრმაციო ცენტრ 112-ში შევიდა დი----------–---–-ს შეტყობინება, რომლის თანახმადაც ქ. კ---–- არსებული ჩი---–---- ოფისიდან მოპარულია მობილური ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ცხადდება უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ივ------------–---–ი, რომელსაც ორი ჩინელი ეროვნების მამაკაციდან ერთ-ერთმა დაუდასტურა, რომ მეორეს მოპარეს მობილური ტელეფონი.
დაზარალებულ ქ-----–--------- ჩვენების თანახმად, რომელიც დაცვის მხარის მიერ ცნობილი იქნა უდავო მტკიცებულებად, ირკვევა, რომ იგი მუშაობდა ქ.კ----- ცემენტის ქარხანაში და ცხოვრობდა ქარხნის მიმდებარედ მოწყობილ ე.წ. „------- დასახლებაში“. 2018 წლის 4 თებერვალს დაბრუნდა დასახლებაში და მის საძინებელ ოთახში თეთრი ფერის „----------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი შეაერთა დასამუხტად, თვითონ კი სასადილოში წავიდა სავახშმოდ. 20 წუთის შემდეგ დაბრუნდა საძინებელ ოთახში, სადაც აღარ დახვდა ტელეფონი. მან გაარკვია, რომ მისი ტელეფონი არავის აუღია დასარეკად, რის შემდეგაც მიხვდა, რომ ტელეფონი მოპარეს და ქართველი მუშის დახმარებით შეატყობინა პოლიციის თანამშრომლებს. მის ტელეფონს მარჯვენა ზედა კუთხეში აქვს უმნიშვნელო დაზიანება და ჩასმულია მოყავისფრო რეზინის შალითაში, რომლის უკანა ნაწილზე გამოსახულია ჩინელი ეროვნების ბავშვი.
დაცვის მხარის მიერ ასევე უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული მოწმე იო--------–---ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, იგი 2018 წლის 4 თებერვალს საღამოს იმოფებოდა ქ.კ---–- არსებულ ჩ------ დასახლებაში მის ოთახში. დაახლებით 18:20 საათზე მასთან მივიდა ქს----–-------ი, რომელმაც უთხრა, რომ „-----------ის მოდელის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი მოპარეს ოთახიდან. მოწმემ დახმარება სთხოვა ერთ-ერთ ქართველ მუშას - დი-------ს და თავისი მობილური ტელეფონიდან დაარეკინა 112-ში, სადაც განაცხადეს მობილური ტელეფონის ქურდობის შესახებ.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ დაზარალებული თავდაპირველადვე დარწმუნებული იყო მისი მობილური ტელეფონის ქურდობის შედეგად დაუფლებაში და სწორედ ამ შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის ორგანოებს.
ამავე დღეს, 21:25 საათიდან 21:40 საათამდე პერიოდში დაიკითხა გამომძიებელი იმ------------–---–ი მის მიერ შედგენილი პატაკის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელმა დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია არა დანაშაულის ჩადენის, არამედ მათთვის უკვე ცნობილი დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირის ვინაობის და მისი ადგილსამყოფელის შესახებ. აღნიშნული არ წარმოადგენს დანაშაულის ფაქტის არსებობის შესახებ ინფორმაციას, როგორც ამას მსჯავრდებული უთითებს. შეტყობინება დანაშაულის შესახებ რამდენიმე საათით ადრე - 18:24 საათზე ჰქონდა მიღებული შსს კ----- რაიონულ სამმართველოს 112-ის საშუალებით და საქმეზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება. რაც შეეხება იმ-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმში არსებულ მითითებას, რომ მან ოპერატიული ინფორმაცია მიიღო 2018 წლის 4 იანვარს, პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საქმის არსებითი განხილვისას დადასტურდა, თებერვლის თვის ნაცვლად იანვრის მითითება წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის ხარვეზს.
რაც შეეხება ბრალდებულის პირად ჩხრეკასა და დაკავებას, 2018 წლის 4 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვე----------–--------ს პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან, ამოღებული იქნა თეთრი ფერის „---------“ მოდელის მობილური ტელეფონი. ტელეფონი ჩასმულია მოყავისფრო ფერის დამცავ შალითაში, უკანა ნაწილში ბავშვის გამოსახულებით. მის ზედა მარჯვენა კუთხეში დაზიანებულია ეკრანის მინა, მცირე ზომის დაზიანება აქვს ასევე ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში. პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქ. კ---–- ფ------------------ის მიმდებარედ, 22:00 საათიდან 22:30 საათის შუალედში. ოქმის შემდგენი პირი არის გამომძიებელი მა----------------ე, ხოლო მონაწილე პირები - უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები კა-----------–---–ი და გი-----------–---–---–ი. პირადი ჩხრეკის ოქმზე აღინიშნება შენიშვნა, რომლის თანახმადაც, ვე----------–-------ე ადასტურებს, რომ მისგან ამოღებული ტელეფონი აქვს მოპარული ჩინელებიდან, ქ.კ---–-, ფ----------- ქუჩაზე.
პალატა ვერ გაიზიარებს ვე----------–--------ს განმარტებას, რომ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვისას მასზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა და ამით იყო განპირობებული ჩხრეკის ოქმზე არსებული მინაწერი, თითქოს მან მოიპარა მობილური ტელეფონი. საქმის მასალების თანახმად, ვე----------–-------ე კ----- რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მიყვანილი იქნა 22:50 საათზე, ხოლო მისი გამოკითხვა ჩატარდა 23:10 საათიდან 23:50 საათამდე პერიოდში. ჩხრეკის ოქმი კი შეგენილია მისი განყფილებაში მიყვანამდე, ფ----------- ქუჩაზე და სწორედ ამ დროს აფიქსირებს ბრალდებული მობილური ტელეფინის ქურდობის ფაქტს.
პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, იმ საფუძვლით, რომ ბრალდებულს თან აღმოაჩნდა დანაშაულის აშკარა კვალი და იგი შესაძლოა მიმალულიყო, 22:30 საათზე მოხდა მისი დაკავება, პირადი ჩხრეკის ადგილზე - ქ.კ----, ფ----------- ქ.№9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოქმის შემდგენი პირი არის კვლავ გამომძიებელი მა----------------ე, ხოლო მონაწილე პირები - უბნის ინსპექტრ-გამომძიებლები კა-----------–---–ი და გი-----------–---–---–ი.
პალატა მიუითითებს, რომ ბრალდებულის დაკავების ოქმი შედგენილია ზედმიწევნით და სრულყოფილად, მასში მითითებულია თითოეული ქმედების განხორციელების დრო და ვითარება. აღნიშნულია, რომ ბრალდებულს განემარტა თავისი უფლებები, ასევე ოქმი შედგენილი იქნა დაკავების ადგილზე; მითითებულია დაკავების ოქმის შედეგნის დაწყების და დასრულების დრო - 22:32-22:52 საათი; ასევე როდის მოხდა დაკავებული პირის გადაყვანა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში - 22:50 საათი. აღნიშნულს ქრონოლოგიურად მოჰყვება ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე შედგენილი ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა განყოფილების უფროსის მოადგილემ 22:51 საათზე. დაკავების ოქმის შედგენა სწორედ მას შემდეგ ითვლება დასრულებულად, როდესაც მას ბრალდებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე ხელს მოაწერს ამ ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამდენად, სრულიად ლოგიკურია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაკავების ოქმის შედგენის დასრულების დროდ მითითებულია 22:52 საათი. ეს არ ნიშნავს, რომ განყოფილების უფროსის ხელმოწერის შემდეგ თანამშრომლები უკან დაბრუნდნენ დაკავების ადგილზე და იქ დაასრულეს ოქმის შედგენა. ოქმში არსებული ინფრმაცია, გარდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერისა, სრულყოფილად აისახა დაკავების ადგილზე. ხოლო მის სისწორეს განყოფილებაში მისვლის შემდეგ ხელმოწერით ადასტურებს უფლებამოსილი პირი, რაც ითვლება ოქმის შედეგნის დასრულებად. ვე----------–-------ემ ჩაიბარა დაკავების ოქმის ასლი და მათზე რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ განუცხადებია. ამდენად, იგი დაეთანხმა მის სისწორეს და მათ შორის იმ გარემოებასაც, რომ პირად ჩხრეკასა და დაკავებას ესწრებოდა გამომძიებელი მა----------------ეც, რომლის დაკავების ადგილზე ყოფნაც გამორიცხა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ თუ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი არ ეთანხმება შესაბამისი ოქმის სისწორეს, შეუძლია შეიტანოს მასში შენიშვნა, რა გარემოებებს არ ეთანხმება და რა საფუძვლით აცხადებს მის ხელმოწერაზე უარს. იმ პირობებში, როდესაც ვე----------–-------ეს არ გაუკეთებია მსგავსი სახის განმარტება, არც პირადი ჩხრეკისა და არც დაკავების ოქმებზე, პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს კანონის სრული დაცვით შედეგნილი და საქმეზე დამაგრებული საგამოძიებო მოქემდებების ოქმების სისწორესა და კანონიერებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კა-------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს, კ----- რაიონულ სამმართველოში შევიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქ.კ---–-, ფ----------- ქუჩაზე, ე.წ. „ჩი---–---- დასახლებაში“ ვე----------–--------ს მიერ იქნა მოპარული მობილური ტელეფონი. მოწმე გი-----------–---–---–თან და მა----------------ესთან ერთად გავიდა აღნიშნული პირის დასაძებნად. ე.წ. „ჩი---–---- დასახლებიდან“ დაახლოებით 150 მეტრში ნანახი იქნა ბრალდებული, რომელსაც ჰკითხეს, ხომ არაფერი ჰქონდა მოპარული, რაზეც ვე----------–-------ემ უარით უპასუხა. ამის შემდეგ მოხდა აღნიშნული პიროვნების გაჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა თეთრი ფერის „ა--------- ფირმის მობილური ტელეფონი. პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე, ყველა მონაწილე პირმა მოაწერა ხელი. ბრალდებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ვე----------–-------ემ განმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აღიარა დანაშაული და ითხოვდა პატიებას. მოწმემ ასევე დაადასტურა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
ანალოგიური გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა გი-----------–---–---–მა და მა----------------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ასევევ დაიკითხნენ ექსპერტი რ----------------–---–-- გამომძიებლები: ლ-------------–---–-- იმ------------–---–ი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ივ------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
პალატა აანალიზებს, რა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს, მიიჩნევს, რომ ისინი სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან. პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მათ სანდოობასა და უტყუარობას ეჭვქვეშ დააყენებდა. მათ თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა. საქმის მასალებით არ არის გამოვლენილი და ვერც მსჯავრდებულმა დაასაბუთა, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს მის მიმართ.
ვე----------–--------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება ასევე დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი შედეგი წერილობითი მტკიცებულებებით:
2018 წლის 05 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ქომის თანახმად, შსს კ----- რაიონულ სამმართველოში გამომძიებელ ლე------------–---–-ს მიერ მოხდა ვე----------–--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის ფუთის გახსნა, მასზე შემდგომი სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის და მასზე დატანილია როგორც თანამშრომლების, ასევე ვე----------–--------ს ხელმოწერები. ფუთის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი მოთეთრო ფერის აიფონის მოდელის მობილური ტელეფონი. რომელსაც ზედა მარჯვენა კუთხეში აღენიშნება მცირე ზომის დაზიანება. ტელეფონი მოთავსებულია ყავისფერი რეზინის შალითაში, რომლის უკანა ნაწილში გამოსახულია ჩინელი ეროვნების ბვავშვი.
2018 წლის 05 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ქს----–-------მა ამოიცნო „ა--------- ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი, რომელიც წარმოადგენს მის საკუთრებას. დაზარალებულმა ტელეფონი ამოიცნო ზედა მარჯვენა კუთხეში განვითარებული დაზიანებით და რეზინის ყავისფერი შალითით, რომლის უკანა ნაწილში გამოსახულია ჩინელი ეროვნების ბავშვი.
სასაქონლო ექსპერტიზის №---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „-------ს ფირმის მობილური ტელეფონის ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 80(ოთხმოცი)ლარს.
რაც შეეხება 2018 წლის 5 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ ბრალდებული ვე----------–-------ე, გამომძიებელი ლ-------------–---–-- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: ზუ------------ე, მ----------------- ექსპერტი რ----------------–---–-- დაზარალებული ქს----–-------ი და თარჯიმანი ნ--------------- საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ვე----------–-------ეს წაეკითხა ჩვენება, რის შემდეგაც ვე----------–-------ემ მიუთითა ქ-----–--------- საცხოვრებელ კონტეინერზე და განმარტა, რომ აღნიშნული კონტეინერიდან მოიპარა თეთრი ფერის მობილური ტელეფონი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ N--------------–-–------------–-- განაჩენში აღნიშნა, რომ „ბრალდებულებს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა.“ აღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიუთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს შედეგნილი გარკვეული ფაქტების ამსახველი ოქმი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება. ამდენად, მოცემული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო ექსპერიმენტი ვე----------–--------ს მონაწილეობით, არა მისი ჩვენების, არამედ შემთხვევის ვითარების აღდგენის ნაწილში, წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელსაც პალატა იზიარებს და აფასებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ამ თვალსაზრისით კი აღსანიშნავია, რომ ვე----------–--------ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში გადმოცემული ვითარება სრულ შესაბამისობაშია როგორც დაზარალებულის ჩვენებასთან, ასევე ვე----------–--------------ს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ვითარებასთან.
რაც შეეხება ვე----------–--------ს მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ ინფორმაციას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ ასახავს მიერ მიერ აღწერილ ფაქტებს და იგი პოლიციის თანამშრომლების ინტერპრეტაციითაა შედგენილი, პალატა მიუთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია როგორც სამართალდამცავების, ასევე თავად ბრალდებულის მიერ და მასზე არანაირი შენიშვნა არ დაუფიქსირებია.
ასევე უსაფუძვლოა და შესაბამისი არგუმენტებით ვერ იქნა დასაბუთებული მსჯავრდებულის განმარტებები, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტს არ ესწრებოდნენ ის პირები, ვინც არიან რეალურად ოქმში მითითებული, იგი შემთხვევის დღეს 9 საათზე უკვე დაკავებული იყო და დაკავება 22:30 საათზე არ მომხდარა, გარდა ამისა, დაზარალებულებიც გამოკითხეს იმავე დღეს და არა 5 თებერვალს. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარე გვთავაზობს ბრალდების მხარისაგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, იგი სათანადო მტკიცებულებებით უნდა იქნეს გამყარებული, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა აპელანტის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დი------- აბ-----–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა ქ.კ---–-, ჩ------ კომპანიაში. 2018 წლის 4 თებერვალს ჩინელებმა დახმარება სთხოვეს, რათა დაერეკა პოლიციაში ტელეფონის თაობაზე. მათ ქართული არ იცოდნენ, ერთ-ერთმა იცოდა რუსული და მან გააგებინა რაც უნდოდათ. მან დარეკა და პოლიციის თანამშრომლებს უთხრა მისამართი, თუ როგორ უნდა მოსულიყვნენ ადგილამდე. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში, როდესაც აიყვანეს დასაკითხად, იქ ნახა ჩინელები, რომლებმაც პოლიციაში დაარეკინეს. მათ ტელეფონი თან ჰქონდათ და უთხრეს, რომ ერთმა პიროვნებამ იპოვა ეს ნივთი და დაუბრუნათ. მოწმის განმარტებით, ტელეფონი იყო ძველი მოდელის, როგორც ახსოვს, ჩ------ი წარმოების, თუმცა მოდელის და ფერის მითითება არ შეუძლია.
პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას აღნიშნული მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დი------- აბ-----–---–ი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა 2018 წლის 4 თებერვალს, ხოლო დაზარალებული და მოწმე იო--------–---ის დაკითხვა განხორციელდა 2018 წლის 5 თებერვალს და შესაბამისად, ისინი ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ სამართალდამცავ ორგანოში. ამასთან, მიუხედავად მისი მტკციებისა, რომ ნახა ქ-----–--------- მობილური ტელეფონი, არ შეუძლია მისი არათუ მოდელის, არამედ ფერის მითითებაც კი. აღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწმე დი------- აბ-----–---–ის ჩვენება არსებით წინააღმდეგობაშია მის მიერ გამძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან, სადაც აშკარად დაადსტურა, რომ ქს----–-------ს მოპარეს მობილური ტელეფონი, პალატა მიიჩნევს, რომ მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვე----------–--------ს ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვე----------–--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ვე----------–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6 (ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ვე----------–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 თებერვლიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვე----------–--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულება: მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი