განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-49-2019 წელი
№050100118002680600
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
14 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი---- კ--–------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი---- კ--–------ე, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ჩ-------------------------------–--------–--ში, მსჯავრდებულია ოზურ-გეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეო-რე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და შეფარდებული აქვს საზოგადოებისა-თვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი---- კ--–------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, სისტე-მატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, სისტე-მატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ჩ-----------ის მუნციპალიტეტის ნ------–--ის თემის სოფელ თ--------ში მცხოვრები ი---- კ--–------ე, 2001 წლიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ----- ა----------ესთან. 2017 წლის ბოლოდან ი---- კ--–------ემ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება, რის შემდეგაც იგი 2018 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით, ხშირ შემთხვევაში სრუ-ლიად უმიზეზოდ, აგრეთვე განაწყენებული იმით, რომ თითქოს მეუღლის მიერ გამოჩე-ნილი უყურადღებობით ბავშვები ხშირად ხდებოდნენ ავად, სისტემატურად, არასრულ-წლოვანი შვილების – გ------- და ნ---- კ--–------ეების თანდასწრებით შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს ზ----- ა---------ეს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგი-ნებდა მშობლებისა და ახლობლების მისამართით. ი---- კ--–------ის მხრიდან განხორ-ციელებული ქმედების შედეგად კი ზ----- ა---------ემ განიცადა სულიერი ტანჯვა.
ჩ-----------ის მუნციპალიტეტის ნ------–--ის თემის სოფელ თ--------ში მცხოვრები ი---- კ--–------ე 2001 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ----- ა----------ესთან. 2018 წლის მარტში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი---- კ--–------ემ, საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების – გ-------- და ნ---- კ--–------ეების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ზ----- ა---------ეზე, კერძოდ: განაწყენებულმა იმით, რომ ამ უკანასკნელმა მეზობელს მასთან შეუთანხმებლად ბანკიდან გამოუტანა სესხი, ხელიდან გასტაცა კუთვნილი მობილური ტელეფონი და ჩაარტყა თავში. აღნიშნული ქმედებით კი ზ----- ა---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ჩ-----------ის მუნციპალიტეტის ნ------–--ის თემის სოფელ თ--------ში მცხოვრები ი---- კ--–------ე 2001 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ----- ა----------ესთან. 2018 წლის 4 სექტემბერს, ჩ-----------ის მუნციპალიტეტის ნ------–--ის თემის სოფელ თ-------ის საავტომობილო გზაზე მთვრალმა ი---- კ--–------ემ, არასრულწლო-ვანი შვილების – გ------- და ნ---- კ--–------ეების თანდასწრებით ფიზიკურად იძა-ლადა მეუღლეზე - ზ----- ა---------ეზე, კერძოდ: განაწყენებულმა იმით, რომ მეუღლემ უარი უთხრა ბავშვებთან ერთად ავტომანქანით მგზავრობაზე, მარჯვენა ხელი ძლიე-რად მოუჭირა კისერში, ამასთან დაუწყო გინება დედის მისამართით. ი---- კ--–------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად ზ----- ა---------ემ განიცადა ფიზიკუ-რი ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი---- კ--–------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ი---- კ--–------ე არის ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომხმარებელი, რომლის მიღების შემდეგაც იგი ხდება აგრესიული და სისტე-მატურად ძალადობს მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რომლე-ბიც მამის მხრიდან სისტემატურად განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცდიან სულიერ ტანჯვას და იმყოფებიან მუდმივი სტრესის ქვეშ. დაზარალებული ზ----- ა---------ე მეუღლის მხრიდან სისტემატურად განხორციელებული ძალადობის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და შვილებთან ერთად გადა-სულიყო დედასთან. ყოველივე აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ ი---- კ--–------ე არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილია ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ. მას ცხოვრების წესად აქვს ქცეული მეუღლეზე შვილების თანდასწრებით ძალადობა, რის გამოც ი---- კ--–------ის პიროვნების გათვალისწინებით არსებობს იმის ვარაუდი, რომ იგი გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას, რის გამოც მის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი---- კ--–------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეო-რე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი---- კ--–------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორ-ციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვ-რება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ ი---- კ--–------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, დაზარა-ლებულს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას და ი---- კ--–------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დაუნიშნა სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მი-იჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმ-ძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილე-ბის შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ი---- კ--–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი---- კ--–------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი---- კ--–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (2018 წლის მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (2018 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველ-ზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი---- კ--–------ეს სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი---- კ--–------ეს 2018 წლის 9 სექტემბრიდან 2018 წლის 19 სექტემბ-რამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის – საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ი---- კ--–------ეს საბოლოოდ მოსახ-დელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაა-თი) საათის ვადით.
გაუქმდეს მსჯავრდებულ ი---- კ--–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ყადაღა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, აკაკი კ--–------ისა (პ/ნ 4----------) და მ--–---- კ-–----–---–ის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ჩ-----------ში, სოფელ ე------ში (საკადასტრო კოდი №------------) 6000 (ექვსი ათასი) ლარის ღირებულების წილზე და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი---- კ--–------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობა-ციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili