განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100116001662844
საქმე №1/ბ-242-2018წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),თეიმურაზ სვანიძე, მარინა სირაძე
სხდომის მდივნის – მარინა მაკარიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ-------- წ-------–ის
ადვოკატების _ ზ------ რ-------–---–ის, დ----- ჩ--------ს
გამართლებულის _ რ---–---- ვ---–---ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, მ-------- წ--------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ---–---- ვ---–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მ-------------------------–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ---–---- ვ---–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ პირდაპირ ქრთამის სახით ფულის მოთხოვნა და პირდაპირ ფულის მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ---–---- ვ---–---ი 2014 წლის 17 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო სსიპ ,-----------–---------------------ს’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ხ--–-ს სატყეო უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ,-----------–---------------------ს’’ დებულების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებასთან ერთად, მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად, რ---–---- ვ---–---ი ვალდებული იყო, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები გაეცა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამავე დადგენილებით, მას ევალებოდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე და სატრანსპორტო საშუალებაზე ხე-ტყის დატვირთვამდე პირველი ხარისხის ხიდან მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით. რ---–---- ვ---–---მა, კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნების მიუხედავად, მიანიჭა რა უპირატესობა სოციალური ჭრის ფარგლებში გამოყენებულ ხე-ტყის დამზადების ბილეთის მქონე პირის _ ნ-----–ა ქ-----ს მინდობილ პირს _ ლ---–ა გ-------ს, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის მოპოვება და სატყეო კვარტლიდან მოჭრილი ხის რესურსის ტრანსპორტირება ისე, რომ არ განუხორციელებია მოჭრილი ხის მორების სპეციალური ფირნიშებით მარკირება და ტრანსპორტირებისათვის სავალდებულო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა, რის შემდეგაც რ---–---- ვ---–---მა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, 2016 წლის 28 ნოემბერს ქ.ზ--------ში, მ----------- ქუჩაზე მდებარე რესტორან ,---------–-ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური ჭრის ბილეთით გათვალისწინებული პირველი ხარისხის 10 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის ხის მორის მოპოვებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ლ---–ა გ-------სგან პირადად აიღო 1700 ლარი.
ზემოაღნიშნულის გამო რ---–---- ვ---–---ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით:
რ---–---- ვ---–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
რ---–---- ვ---–---ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად, ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის №(1/673-16) განჩინებით დაყადაღებულ, რ---–---- ვ---–---ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე მ-------------------------–--------–-.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: 17 ცალი ას ლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს; 6 ცალი სოჭის ჯიშის ხის მორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის ორგანოს, ხოლო DVD დისკი უნდა დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით.
გამართლებულ რ---–---- ვ---–---ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს ბრალდებულის მიზანს, ფული აეღო თავისთვის, თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ლ---–ა გ-------ს სასარგებლოდ რაიმე ქმედების განსახორციელებლად.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მ-------- წ--------–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რ---–---- ვ---–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ რ---–---- ვ---–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად დადასტურდა სასამართლო განხილვისას ბრლდების მხარის მიერ წარდგენილი და გამოკვლეული, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო მოხელეს _ ტყის მცველ რ---–---- ვ---–---ს, 2016 წლის 28 ნოემბერს, ქ.ზ--------ში, მ----------- ქუჩაზე მდებარე რესტორან „--------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სოციალური ჭრის ბილეთით გათვალისწინებული პირველი ხარისხის 10 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის ხის მორის მოპოვების, დამზადების, ტრანსპორტირებისა და დახერხვაში დახმარების მომსახურების სანაცვლოდ კ---- ც------–---ისათვის გადასაცემად ლ---–ა გ-------მ გადასცა 1700 ლარი, რაც მცდარია. სასამართლომ რ---–---- ვ---–---ის ქმედებიდან საერთოდ ამორიცხა ქრთამის მოთხოვნის ფაქტი, ხოლო ამავე პირის მიერ 1700 ლარის აღებაზე მიუთითა, რომ მან ამ შემთხვევაში ამანათის გადამტანის როლი შეასრულა და თანხა აიღო კ---- ც------–---ისთვის გადასაცემად, რომ ფულის გადაცემისას აქტიურად წარმოჩინდა ლ---–ა გ-------ს და არა რ---–---- ვ---–---ის როლი. სასამართლომ ასევე ეჭვქვეშ დააყენა მოწმე ლ---–ა გ-------ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების სანდოობა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს ზემოთ მოყვანილი დასკვნები და შეფასებები, არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან, კერძოდ: მოწმე ლ---–ა გ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მისმა ნათესავმა ნ-----–ა ქ-----მ, რომელსაც გააჩნდა სოციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის მოპოვების ბილეთი, სთხოვა დახმარებოდა ამ ბილეთის საფუძველზე ხე-ტყის მოპოვება-დამზადებაში. ამ მიზნით ნ-----–ა ქ-----მ ლ---–ა გ-------ს სახელზე გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და მასვე გადასცა ხე-ტყის მოპოვების ბილეთი, რის შემდეგაც ლ---–ა გ------- ხე-ტყის მოპოვებისათვის საჭირო პროცედურების გასარკვევად მივიდა ქ.ზ--------ში, სატყეო სამსახურში, სადაც გაარკვია, რომ მის ხელთ არსებული სოციალური ჭრის ბილეთის საფუძველზე ხის მასალა უნდა მოჭრილიყო ხ--–-ს სატყეო უბანში, რომელიც წარმოადგენდა მეტყევე რ---–---- ვ---–---ის სამცველო ტერიტორიას. მან სატყეო სამსახურშივე თანამშრომლისგან გაიგო რ---–---- ვ---–---ის ტელეფონის ნომერი, რომელზეც დაუკავშირდა ამ უკანასკნელს. მას შემდეგ, რაც რ---–---- ვ---–---მა სატელეფონო საუბრისას შეიტყო, რომ ლ---–ა გ-------ს სოციალური ჭრის ბილეთის საფუძველზე სურდა ხე-ტყის მოპოვება და მასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა, იმავე დღესვე შეუთანხმდა მას შეხვედრაზე და ეს შეხვედრა არ შემდგარა რ---–---- ვ---–---ის სამუშაო ადგილზე, არამედ ამ უკანასკნელმა ლ---–ა გ------- დაიბარა ქ.ზ--------ში მდებარე ერთ-ერთ პროფილაქტიკასთან, სადაც თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისა და ლ---–ა გ-------სთვის ხე-ტყის მოპოვებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა მას ფულადი თანხა. ამავე შეხვედრისას რ---–---- ვ---–---მა ლ---–ა გ-------ს შეატყობინა, რომ უშუალოდ ხე-ტყის დამზადებას განახორცეილებდა კ---- ც------–---ი, რისთვისაც საჭირო იყო 1400 ლარი. რ---–---- ვ---–---მა თავადვე უზრუნველყო ლ---–ა გ-------სა და კ---- ც------–---ს შორის კომუნიკაცია, სწორედ მან გადასცა კ---- ც------–---ის ტელეფონის ნომერი ლ---–ა გ-------ს, თავადაც ესაუბრა მას და შეატყობინა, რომ ხე-ტყის მოპოვება-დამზადების საკითხზე დაუკავშირდებოდა ლ---–ა გ-------. აპელანტის მოსაზრებით, ამ ფაქტების ანალიზით იკვეთება სწორედ საჯარო მოხელის _ რ---–---- ვ---–---ის აქტიურობა და დაინტერესება, დახმარება გაუწიოს რიგით მოქალაქეს, ლ---–ა გ-------ს და არა ამ მოქალაქის აქტიურობა, როგორც ამას სასამართლო აღნიშნავს გასაჩივრებულ განაჩენში.
აპელანტის მითითებით, მოწმე კ---- ც------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ლ---–ა გ-------ს მისთვის უნდა გადაეხადა 1400 ლარი, მაგრამ არ დაუდასტურებია, რომ ეს თანხა მისთვის უნდა აეტანა რ---–---- ვ---–---ს. კ---- ც------–---მა სასამართლო სხდომაზე ლ---–ა გ-------სთვის მორების დამზადების საფასურზე და თანხაზე ყოველგვარი სახის შეთანხმება გამორიცხა რ---–---- ვ---–---თან, რაც დაადასტურა ამ უკანასკნელმაც. ამდენად, თუ რ---–---- ვ---–---ს არ ჰქონდა შეთანხმება კ---- ც------–---თან ლ---–ა გ-------სთვის გაწეული მომსახურების საფასურის ატანაზე, თუ არც კ---- ც------–---ს არ უთხოვია და არც რ---–---- ვ---–---ი შეჰპირებია ამ მხრივ რამეს, ხოლო გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერით აშკარაა, რომ რ---–---- ვ---–---ი 2016 წლის 28 ნოემბერს ლ---–ა გ-------სგან საბუთებთან ერთად ელოდებოდა თანხას, აღნიშნული გამორიცხავს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ რ---–---- ვ---–---მა თანხა აიღო კ---- ც------–---ისთვის გადასაცემად და რომ მან, თითქოს, ამანათის გადამტანის როლი შეასრულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ 2016 წლის 28 ნოემბერს რ---–---- ვ---–---ის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის _ 1700 ლარის აღების ფაქტს, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მ-------- წ--------–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა რ---–---- ვ---–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ზ------ რ-------–---–მა და დ----- ჩ--------მ ითხოვეს ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, მ-------- წ--------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გამამართლებელი განაჩენი რ---–---- ვ---–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს რ---–---- ვ---–---ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ---–---- ვ---–---ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი დასკვნისათვის, რომ რ---–---- ვ---–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 14 იანვრის №37/კ ბრძანებით დასტურდება, რომ რ---–---- ვ---–---ი დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ხ--–-ს სატყეო უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე 2015 წლის 15 იანვრიდან განუსაზღვრელი ვადით.
2017 წლის 01 იანვრამდე მოქმედი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ეროვნული სატყეო სააგენტოს“ დებულების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად რ---–---- ვ---–---ის, როგორც ტყის მცველის კომპეტენციას წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
საქმეში წარმოდგენილი, 2016 წლის 14 ნოემბერს გაცემული ხე-ტყის დამზადების ბილეთით დასტურდება, რომ ნ-----–ა ქ-----ს ნება დაერთო ორმელეთის სატყეო უბნის მე-17 კვარტალში მოეპოვებინა 10 მ3 პირველი ხარისხის სოჭის ჯიშის ხე-ტყე.
2016 წლის 14 ნოემბრით დათარიღებული საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ ნ-----–ა ქ-----ს მიერ გადახდილი იქნა ტყის ფონდის მერქნული რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი.
2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით დასტურდება, რომ ნ-----–ა ქ-----მ ლ---–ა გ-------ს მიანიჭა უფლებამოსილება, იგი ყოფილიყო მისი სრულუფლებიანი და შეუზღუდავი წარმომადგენელი სოჭის ჯიშის 10 მ3 მორისა და დახერხილი მასალის ტრანსპორტირების (გადაზიდვის) დროს და ეწარმოებინა მისი სახელით ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის, მოეხდინა აღნიშნული მასალის დამუშავება, დახერხვა.
მოწმე ლ---–ა გ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მისმა ახლობელმა _ ნ-----–ა ქ-----მ უთხრა, რომ ჰქონდა ხე-ტყის დამზადების ბილეთი, მაგრამ თვითონ არ შეეძლო მასალის სვანეთიდან ჩამოტანა, რაშიც მას სთხოვა დახმარება. ამ მიზნით ნ-----–ა ქ-----მ 2016 წლის 18 ნოემბერს მისცა მინდობილობა და სოციალური ჭრის ბილეთი, რის შემდეგაც მივიდა სატყეო სამსახურში, რათა გაეგო ვინ დაეხმარებოდა მასალის ჩამოტანაში. სატყეო სამსახურში ესაუბრა თანამშრომელს, რომელმაც სოციალური ჭრის ბილეთის ნახვის შემდეგ უთხრა, რომ მასში მითითებული უბანი რ---–---- ვ---–---ს ეკუთვნოდა და მისცა მისი ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ნომერზე იგი დაუკავშირდა რ---–---- ვ---–---ს და 2016 წლის 21 ნოემბერს შეხვდა ქ.ზ--------ში, სვანურ კოშკთან, სადაც მას მანქანა ჰყავდა მიყვანილი პროფილაქტიკაში. რ---–---- ვ---–---ს აუხსნა, რომ 10 მ3 მასალა ესაჭიროებოდა, რის შემდეგაც მოილაპარაკეს, რომ 1400 ლარამდე დაუჯდებოდა დახერხვა და მასალის ჩამოტანა, ხოლო 300 ლარი პირადად რ---–----ს უნდოდა. შეთანხმდნენ, რომ თანხა და მინდობილობის ასლი მეორე შეხვედრაზე უნდა მიეტანა მისთვის. რ---–----მა უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა და ისიც ელოდებოდა მის ზარს. ამის მერე დაფიქრდა და დაეჭვდა იმაში, რომ ზედმეტ თანხას თხოვდა ბრალდებული, რის გამოც დაუკავშირდა თავის ნაცნობს, ფინანსური პოლიციის თანამშრომელ ვ-–-------- ქ-----ს და მოუყვა ყველაფერი. ვ-–--------მა უთხრა, რომ ფულს თუ თხოვდა, ეს დანაშაული იყო და შესთავაზა მონაწილეობა მიეღო ოპერატიულ ღონისძიებაში, რაზედაც დათანხმდა. 27 ნოემბერს დაურეკა რ---–---- ვ---–---ს, რომელმაც უთხრა, რომ 28 ნოემბერს იქნებოდა ქ.ზ--------ში და ნახავდა, რა დროსაც საბუთები და თანხაც თან ჰქონოდა.
მოწმე ლ---–ა გ-------ს განმარტებით, რ---–---- ვ---–---მა უთხრა, რომ ტყიდან მასალა კ---- ც------–---ს უნდა გამოეტანა და მასთანაც ჰქონოდა კავშირი. ამის შემდეგ ესაუბრა კ---- ც------–---ს, რომელმაც აუხსნა, რომ 1400 ლარი დასჭირდებოდა ყველაფერს, კერძოდ: 1000 ლარი უნდა გადაეხადა 10 მ3 ხე-ტყის დამზადებაში, 100 ლარად 2 მ3 მორს დაუმატებდნენ და 300 ლარი უნდოდა დახერხვას. აღნიშნული თანხა კ----სთვის უნდა გადაეცა, მაგრამ ტელეფონზე საუბრისას მან უთხრა, რომ რ---–----ი ჩავიდოდა ორშაბათს ქ.ზუგდიდში და მისთვის მიეცა თანხაც და საბუთებიც. ამ საქმისთვის 1400 ლარი რომ იყო საჭირო, 21 ნოემბერსვე უთხრა რ---–---- ვ---–---მაც. 300 ლარი კი ამ უკანასკნელის იყო, რათა იგი დახმარებოდა ამ ყველაფერში და თვითონ არ ასულიყო სვანეთში.
მოწმე ლ---–ა გ-------ს ჩვენებით, 27 ნოემბერს რ---–---- ვ---–---თან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაურეკა ვ-–-------- ქ-----ს და უთხრა, რომ 28 ნოემბერს უნდა ჩამოსულიყო ქ.ზ--------ში რ---–---- ვ---–---ი. მერე ესაუბრა გამომძიებელს, 28 ნოემბერს გადასცეს ჩანთა და 1700 ლარი, საიდანაც 1400 ლარი იყო მორების და სახერხის ფული, ხოლო 300 ლარი _ რ---–----ის ფული. ამის შემდეგ წავიდა მასთან შესახვედრად, თან უნდა ჩაეწერა მათი საუბარი და ფულის გადაცემა. რ---–---- ვ---–---ს შეხვდა კაფეში, რა დროსაც გადასცა საბუთები და თანხა, თან აუხსნა, რომ 1400 ლარი კ----სთვის იყო მისაცემი სახერხის და მორების ფული, ხოლო 300 ლარი მისი იყო.
მოწმე კ---- ც------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ხე-ტყის დამამზადებელი მეწარმე და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ახორციელებს სოციალური ჭრის ფარგლებში გამოყოფილი ხე-ტყის დამზადებას _ მოჭრას და სახერხ საამქრომდე ჩატანას. რ---–---- ვ---–---ს იცნობდა, როგორც ხ--–-ს სატყეო უბნის ტყის მცველს. 2016 წლის ნოემბრის თვეში ტელეფონით დაუკავშირდა მისთვის მანამდე უცნობი ლ---–ა გ-------, რომელმაც უთხრა, რომ ჰქონდა ხე-ტყის დამზადების ბილეთი და სთხოვა დახმარებოდა ამ ბილეთით გათვალისწინებული 10 მ3 ხე-ტყის დამზადებაში, რაზედაც თანხმობა განუცხადა. ლ---–ა გ-------ს 7,5 მ3 ფიცრის გამოტანა შეეძლო, მაგრამ 10 მ3 მორისგან ამდენი არ გამოვიდოდა და ამიტომ 2 მ3-ის დამატება შესთავაზა მას, რაშიც 100 ლარი მოსთხოვა. 1 მ3 ხის მორის დამზადებაში ლ---–ა გ-------ს მისთვის უნდა გადაეხადა 100 ლარი, ხოლო დამატებით 300 ლარი უნდოდა დახერხვას, რადგან კუბური მეტრის დახერხვა 30 ლარი ღირს. ამდენად, ლ---–ა გ-------ს სულ 1400 ლარი უნდა გადაეხადა მისთვის. ამის მერე კიდევ უნდა მიეცა ფიცრის დახერხვის საფასური, ვინაიდან, 6 მეტრიანი ფიცრების 3 მეტრამდე დახერხვის და ფიცრების დატვირთვის ფასი ემატებოდა, რომლის ზუსტი ოდენობაც ჯერ არ ჰქონდა მისთვის ნათქვამი. მოწმის განმარტებით, რ---–---- ვ---–---მა უთხრა, რომ ლ---–ა გ-------სთვის მისი ტელეფონის ნომერი მას მიუცია და ჰკითხა თუ მოილაპარაკეს. ხე-ტყე რ---–---- ვ---–---ს უნდა დაეფირნიშებინა, ხოლო საბუთი ლ---–ა გ-------ს უნდა აეტანა. ამ უკანასკნელთან საუბრიდან 2-3 დღეში მოჭრა მასალა. მორების სახერხ საამქრომდე მიტანას აპირებდა მას შემდეგ, რაც რ---–---- ვ---–---ი გამოწერდა შესაბამის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მოეჭრა მასალა და როცა დატვირთვას შეძლებდა, დაეძახებინა მისთვის და ლ---–ა გ-------სთვის, ისინი ავიდოდნენ ადგილზე და კანონიერად გამოწერდა საბუთს. მოწმე კ---- ც------–---მა აჩვენა, რომ რ---–---- ვ---–---მა არ იცოდა თუ რა თანხაზე შეუთანხმდა იგი ლ---–ა გ-------ს, რადგან მასთან თანხის ოდენობაზე არ უსაუბრია. რ---–---- ვ---–---ს მხოლოდ ის თხოვა, რომ ლ---–ა გ-------ს მიერ მიცემული მომსახურების საფასური მიეტანა მისთვის.
მოწმე ვ-–-------- ქ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 22 ნოემბერს მასთან მივიდა მისი ნაცნობი ლ---–ა გ-------, რომელსაც ჰქონდა ხე-ტყის დამზადების ბილეთი. როგორც ლ---–ამ უთხრა, 21 ნოემბერს იგი ტელეფონით დაკავშირებია ტყის მცველ რ---–---- ვ---–---ს, რომლის ტერიტორიაზეც იყო გამოყოფილი მერქნული რესურსი და იმავე დღეს შეხვედრია მას, რა დროსაც რ---–---- ვ---–---ს მისთვის ქრთამის სახით მოუთხოვია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის სანაცვლოდ 300 ლარი და ხე-ტყის დამზადების და დახერხვის 1500 ლარი.
მოწმე შ----- თ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 28 ნოემბერს დაევალა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობა, კერძოდ, ლ---–ა გ-------ს და რ---–---- ვ---–---ის შეხვედრის ვიზუალური კონტროლი. აღნიშნული პირები რესტორან „--------–-ს” მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ, მერე მიფარებულ ადგილას გადაინაცვლეს და კაფის ვერანდაზე განაგრძეს საუბარი. მოწმის განმარტებით, ლ---–ა გ-------მ ფული გადათვალა და მისცა რ---–---- ვ---–---ს, რომელმაც ასევე გადათვალა თანხა და საფულეში ჩაიდო, რის შემდეგაც ერთმანეთს დასცილდნენ და რ---–---- ვ---–---ი სამსახურისკენ წავიდა. იგი გამომძიებელმა ნ-------- თ---–-------მ შეაჩერა და განუმარტა, რომ დაკავებული იყო ქრთამის აღების ფაქტზე. ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის საფულიდან ამოღებული იქნა 300 ლარი და 1400 ლარი, რომლებიც ცალ-ცალკე დაილუქა 2 ცალ კონვერტში.
საქმეში არსებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი დანაყოფიდან მოცემულ სისხლიის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოიყო ფულადი თანხა 1700 ლარის ოდენობით, რომელიც საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, ვ-–-------- ქ-----ს მიერ ჩაბარდა ლ---–ა გ-------ს, რ---–---- ვ---–---ისათვის გადასაცემად.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციით, კერძოდ, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, რომელიც გამოკვლეული იქნა საქმის არსებითი განხილვისას, დასტურდება, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს, ქ.ზ--------ში, რესტორან „--------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 13:00:24 საათიდან 13:41:20 საათამდე პერიოდში განხორციელდა ლ---–ა გ-------სა და რ---–---- ვ---–---ის შეხვედრისა და საუბრების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, რა დროსაც ლ---–ა გ-------მ ჯერ 1400 ლარი გადასცა რ---–---- ვ---–---ს და აუხსნა, რომ ეს თანხა იყო კ---- ც------–---ის მომსახურების საფასური, შემდეგ კი დამატებით მისცა 300 ლარი. მას პირდაპირ არ უთქვამს რისთვის აძლევდა ამ თანხას, ხოლო რ---–---- ვ---–---მა დააზუსტა, რომ ეს ალბათ სახერხის თანხა იყო, რაც ლ---–ა გ-------ს არ უარუყვია.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ რ---–---- ვ---–---ი დაკავებული იქნა 2016 წლის 28 ნოემბერს, 13 საათსა და 35 წუთზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის შენობაში. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილი იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც ცალ-ცალკე მოთავსებული იყო 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა და 14 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, სულ 1700 ლარი, ასევე რ---–---- ვ---–---ის თანქონებულ პოლიეთილენის პარკში აღმოჩენილი იქნა: 1.ნ-----–ა ქ-----ს მიერ სს „-–-------ი ბანკში“ ტყის ფონდის მერქნული რესურსით სარგებლობისათვის მოსაკრებლის _ 150 ლარისა და მომსახურების საფასურის _ 30 ლარის გადახდის ამსახველი, 2016 წლის 14 ნოემბრით დათარიღებული საგადახდო დავალებისა და სალაროს შემოსავლის ორდერის, 2.ნ-----–ა ქ-----ს სახელზე გაცემული, 2016 წლის 14 ნოემბრით დათარიღებული ხე-ტყის დამზადების ბილეთის და 3.2016 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული, ნ-----–ა ქ-----ს მიერ ლ---–ა გ-------ზე გაცემული მინდობილობის დედნები.
ბრალდებულ რ---–---- ვ---–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულის კუპიურების ნომრები შეესაბამება ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და ლ---–ა გ-------სთვის გადაცემის ოქმში მითითებული 17 ცალი 100 ლარიანი კუპიურის ნომრებს.
ბრალდებულმა რ---–---- ვ---–---მა როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. მისი განმარტებით, 2016 წლის ნოემბრის თვეში დაურეკა მისთვის მანამდე უცნობმა ლ---–ა გ-------მ, რომელმაც უთხრა, რომ ჰქონდა ხე-ტყის დამზადების ბილეთი, რომელიც გამოყოფილი იყო მის უბანში და თხოვა დაეკვალიანებინა, როგორ ესარგებლა აღნიშნული ბილეთით. მან აუხსნა, რომ ჯერ პირადად უნდა დაკავშირებოდა დამამზადებელს და გაერკვია, როდის შეძლებდნენ ხე-ტყის მოპოვებას. რ---–---- ვ---–---ის ჩვენებით, 2016 წლის 28 ნოემბერს ლ---–ა გ-------ს დაჟინებული თხოვნით თავისი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მას. აღნიშნული შეხვედრისას ლ---–ა გ-------მ თხოვა 1400 ლარი გადაეცა კ---- ც------–---ისათვის, რომელიც მორების დამზადებასა და გადმოზიდვაში ეხმარებოდა მას, რაზედაც თავიდან უპასუხა, რომ ფული თვითონ უნდა მიეცა დამამზადებლისთვის, მაგრამ შემდეგ ლ---–ამ თავი შეაცოდა თავისი ოჯახური პრობლემებით, რის გამოც დათანხმდა თანხის კ---- ც------–---ისთვის გადაცემაზე. ლ---–ა გ-------მ ჯერ ხე-ტყის დამზადების ბილეთი და 1400 ლარი მისცა, ხოლო შემდეგ 300 ლარი. როდესაც ჰკითხა _ ”ეს დახერხვის არისო?”, ლ---–ამ დაუდასტურა, რის შემდეგაც აღნიშნული თანხაც გამოართვა და საფულეში ჩაიდო. სამსახურში მისვლიდან რამდენიმე წუთში კი პოლიციამ დააკავა ქრთამის აღების ბრალდებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეფასებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება რ---–---- ვ---–---ის მიერ ქრთამის აღების ჩადენის ფაქტი, კერძოდ:
რ---–---- ვ---–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ემყარება მოწმე ლ---–ა გ-------ს ჩვენებას, რომლის თანახმად, ხე-ტყის დამზადების ბილეთით გამოყოფილი ხის მასალის მოპოვებასა და დამზადებაში დახმარების სანაცვლოდ რ---–---- ვ---–---მა მას ქრთამის სახით გამოართვა 300 ლარი. გარდა ამისა, ბრალდების მხარე იშველიებს ასევე მოწმე ვ-–-------- ქ-----ს ჩვენებას და ლ---–ა გ-------სა და რ---–---- ვ---–---ის შეხვედრის ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს, რომელზეც აღბეჭდილია ლ---–ა გ-------ს მიერ რ---–---- ვ---–---ისთვის თანხის გადაცემის ფაქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმე ლ---–ა გ-------ს ჩვენების ობიექტური და კრიტიკული ანალიზი, მისი შეჯერება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, ლ---–ა გ-------სა და რ---–---- ვ---–---ის შეხვედრის ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერთან, არ ქმნის საფუძველს რ---–---- ვ---–---ის დამნაშავედ ცნობისათვის მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომლის ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს.
მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ ბრალდების მხარე რ---–---- ვ---–---ს ბრალად სდებდა ქრთამის სახით ფულის მოთხოვნას და მიღებას, ისე რომ დადგენილებაში საერთოდ არ არის აღნიშნული თუ რაში გამოიხატა ქრთამის მოთხოვნა და რა მოქმედების შესრულების სანაცვლოდ მოითხოვა რ---–---- ვ---–---მა ლ---–ა გ-------სგან ქრთამის გაღება. შესაბამისად, გაუგებარია აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ---–---- ვ---–---ს ქმედებიდან უსაფუძვლოდ ამოურიცხა ქრთამის მოთხოვნის ფაქტი, მაშინ, როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასეთი ფაქტი საერთოდ არ არის აღწერილი.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრვი მფარველობა.
ამდენად, ქრთამის საფუძველზე შესასრულებელი მოქმედებები შეიძლება რამდენიმე სახის იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის რედაქციიდან გამომდინარე, ქრთამის აღებით შეიძლება შესრულდეს როგორც კანონიერი, ისე უკანონო მოქმედება. პირველ შემთხვევაში, მოხელე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც კანონიერ ხასიათს ატარებს და მის სამუშაო ფუნქციაში შედის. ამასთან, ქრთამი შეიძლება აღებული იქნეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვისაც. ასეთს განეკუთვნება მოხელის ყოველგვარი ქმედება, რაც კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ სრულდება. აქედან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით კვალიფიციისათვის უნდა დადგინდეს რა ქმედება განახორციელა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში ბუნდოვანია რ---–---- ვ---–---ს ლ---–ა გ-------ს სასარგებლოდ რა ქმედების განხორციელების სანაცვლოდ უნდა მიეღო მისგან ქრთამის სახით ფული. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ---–---- ვ---–---მა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიანიჭა რა უპირატესობა ლ---–ა გ-------ს, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის მოპოვება და სატყეო კვარტლიდან მოჭრილი ხის რესურსის ტრანსპორტირება ისე, რომ არ განუხორციელებია მოჭრილი ხის მორების სპეციალური ფირნიშებით მარკირება და ტრანსპორტირებისათვის სავალდებულო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა, რის შემდეგაც სოციალური ჭრის ბილეთით გათვალისწინებული ხის მორების მოპოვებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ლ---–ა გ-------სგან აიღო ქრთამი. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, თითქოს, რ---–---- ვ---–---მა უზრუნველყო მერქნული რესურსის მოპოვება და სატყეო კვარტლიდან მოჭრილი ხის რესურსის ტრანსპორტირება. რაც შეეხება იმას, რომ რ---–---- ვ---–---ს არ განუხორციელებია მოჭრილი ხის მორების სპეციალური ფირნიშებით მარკირება და ტრანსპორტი-რებისათვის სავალდებულო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა, პალატა მიუთითებს, რომ ლ---–ა გ-------ს ჰქონდა ხე-ტყის დამზადების ბილეთი, რომლის საფუძველზეც, როგორც ნ-----–ა ქ-----ს მინდობილ პირს, უფლება ჰქონდა კანონიერად მოეპოვებინა 10 მ3 პირველი ხარისხის სოჭის ჯიშის ხე-ტყე, შესაბამისად, დამაჯერებლობასაა მოკლებული, რომ მას რ---–---- ვ---–---ისთვის ქრთამი მიეცა იმ მიზნით, რომ ხე-ტყის დამზადების ბილეთით გათვალისწინებული მერქნული რესურსის მოპოვება და ტრანსპორტირება მომხდარიყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მოჭრილი ხის მორების სპეციალური ფირნიშებით მარკირებამდე და ტრანსპორტირებისათვის სავალდებულო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და დაცვის მხარესაც არ გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს ლ---–ა გ-------მ რ---–---- ვ---–---ს ნამდვილად გადასცა ფულადი თანხა 1700 ლარის ოდენობით, მაგრამ იგივე მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს თანხა რ---–---- ვ---–---მა მიიღო ქრთამის სახით. მის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და მიღების თაობაზე მიუთითებს მხოლოდ მოწმე ლ---–ა გ-------ს ჩვენება, რომელიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, იგი არ დასტურდება თუნდაც ერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. რაც შეეხება მოწმე ვ-–-------- ქ-----ს ჩვენებას, რომელიც ასევე მიუთითებს რ---–---- ვ---–---ის მიერ ლ---–ა გ-------სგან ქრთამის მოთხოვნაზე, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მან ლ---–ა გ-------სა და რ---–---- ვ---–---ის შეხვედრისა და მათ შორის შემდგარი საუბრის თაობაზე იცის მხოლოდ ლ---–ა გ-------სგან გადმოცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მოწმე ვ-–-------- ქ-----ს ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რ---–---- ვ---–---ის ბრალეულობა დადასტურებულია მისი და ლ---–ა გ-------ს შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, ვინაიდან, აღნიშნულ ჩანაწერში არ ფიქსირდება, რომ ლ---–ა გ-------მ ქრთამის სახით გადასცა თანხა რ---–---- ვ---–---ს. ამ მტკიცებულებით დადგენილია მხოლოდ ის გარემოება, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს რ---–---- ვ---–---ი და ლ---–ა გ------- ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა რ---–---- ვ---–---ს გადასცა 1700 ლარი, თუმცა როგორც ჩანაწერის შინაარსიდან ირკვევა, ეს თანხა წარმოადგენდა არა ქრთამს, არამედ ხე-ტყის დამზადებისა და დახერხვის საფასურს, რომელიც რ---–---- ვ---–---ს უნდა გადაეცა ხე-ტყის დამამზადებლისთვის _ კ---- ც------–---ისთვის. იგივე დასტურდება მოწმე კ---- ც------–---ის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ ხე-ტყის დამზადებასა და დახერხვაში ლ---–ა გ-------ს მისთვის უნდა გადაეხადა 1400 ლარი, ხოლო ამის მერე კიდევ უნდა მიეცა ფიცრის დახერხვის საფასური, ვინაიდან, 6 მეტრიანი ფიცრების 3 მეტრამდე დახერხვის და ფიცრების დატვირთვის ფასი ემატებოდა. მისივე განმარტებით, მან თხოვა რ---–---- ვ---–---ს, რომ ლ---–ა გ-------ს მიერ მიცემული მომსახურების საფასური მიეტანა მისთვის.
სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რ---–---- ვ---–---ის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და მიღების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცება, თითქოს, ლ---–ა გ-------ს მიერ რ---–---- ვ---–---ისთვის გადაცემული და ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა _ 1700 ლარი წარმოადგენს ქრთამს, არის მხოლოდ ვარაუდი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რ---–---- ვ---–---ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გამამართლებელი განაჩენი რ---–---- ვ---–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, მ-------- წ--------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, მ-------- წ--------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი რ---–---- ვ---–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.რ---–---- ვ---–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.გამართლებულ რ---–---- ვ---–---ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5.რ---–---- ვ---–---ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მოიხსნას ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის №1/673-16 განჩინებით, მ-------------------------–--------–- მდებარე რ---–---- ვ---–---ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: 17 (ჩვიდმეტი) ცალი ას ლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს; 6 ცალი სოჭის ჯიშის ხის მორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის ორგანოს, ხოლო DVD დისკი დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /თ.სვანიძე/
/მ.სირაძე/